You are on page 1of 10

pd1 მუხლი:

სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის განხორციელება იწვევს მის


პასუხისმგებლობას.

მე-2 მუხლი:

საერთაშორისო სამართალდარღვევასთან საქმე გვაქვს, როდესაც: ა) ქმედება (მოქმედება ან


უმოქმედობა) საერთაშორისო სამართლის მიხედვით ამ სახელმწიფოს ქმედებად ითვლება; და ბ)
ეს ქმედება ამ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

მე-3 მუხლი:

სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლით. ამ


განსაზღვრაზე გავლენას არ ახდენს, თუკი ეს ქმედება კანონიერად მიიჩნევა შიდა სამართალში.

მე-4 მუხლი:

1. სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება ითვლება ამ სახელმწიფოს


ქმედებად, მიუხედავად იმისა, ეკუთვნის თუ არა ეს ორგანო საკანონმდებლო, აღმასრულებელ,
სასამართლო ან სხვა ხელისუფლებას, ახოციელებს საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი
ხასიათის ფუნქციას, სახელმწიფოს სტრუქტურაში დაქვემდებარებული პოზიცია უკავია თუ
მმართველი.

2. ორგანო მოიცავს ნებისმიერ პიროვნებას ან გაერთიანებას, რომელსაც აქვს შესაბამისი სტატუსი


სახელმწიფოს შიდა სამართლის მიხედვით.

მე-5 მუხლი:

იმ ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი


კანონმდებლობის თანახმად და არ ეკუთვნის სახელმწიფოს მთავრობის ცენტრალურ ან
ადგილობრივ სტრუქტურებს, ამ სახელმწიფოს ქმედებად ჩაითვლება, თუ ეს ორგანო
სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა.

მე-6 მუხლი:

იმ ორგანოს ქმედება, რომელიც სახელმწიფოს განკარგულებაში გადასცა მესამე სახელმწიფომ,


განიხილება, როგორც პირველი სახელმწიფოს ქმედება საერთაშორისო სამართალში, თუ ეს
ორგანო ახორციელებს პირველი სახელმწიფოს ხელისულების ელემენტებს.

მე-7 მუხლი:

სახელმწიფო ორგანოს, სამთავრობო ტერიტორიული ორგანოს ან სახელმწიფოს მიერ


უფლებამოსილი ორგანოს ქმედება ითვლება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებად
მაშინაც კი, თუ ორგანო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ
კომპეტენციას გადააჭარბებს ან დაკისრებული ინსტრუქციების საპირისპიროდ იმოქმედებს.
მე-8 მუხლი:

პიროვნებათა ან გაერთიანებათა ქმედება განიხილება, როგორც სახელმწიფოს ქმედება


საერთაშორისო სამართალში, თუკი ეს ადამიანი ან გაერთიანება ფაქტობრივად მოქმედებს
სახელმწიფოს მითითებებით ან პირდაპირი კონტროლით ამ ქმედების განხორციელებისას.

მე-9 მუხლი:

კონკრეტულ პიროვნებათა ან გაერთიანებათა ქმედება მიეკუთვნება სახელმწიფოს იმ


შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ან გაერთიანება ფაქტობრივად ახორციელებს სახელმწიფო
მმართველობის ელემენტებს ოფიციალური პირების არყოფნის ან ვალდებულებების
შეუსრულებლობის შემთხვევაში და იმ პირობებში, რომლებიც მოითხოვს ამ ელემენტების
განხორციელებას.

მე-10 მუხლი:

1. მეამბოხეთა დაჯგუფების ქმედებები, რომელიც ხდება სახელმწიფოს ახალი მთავრობა,


საერთაშორისო სამართალში მიეკუთვნება სახელმწიფოს.

2. იმ მეამბოხეთა ან სხვა ტიპის დაჯგუფების ქმედებები, რომელიც წარმატებით დააფუძნებს


ახალ სახელმწიფოს ადრე არსებული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილზე, ან ტერიტორიაზე
მის კონტროლ ქვეშ, განიხილება საერთაშორისო სამართალში, როგორც ახალი სახელმწიფოს
ქმედებები.

მე-11 მუხლი:

ქმედება, რომელიც არ მიეკუთვნება სახელმწიფოს წინამდებარე მუხლების თანახმად, არ


განიხილება საერთაშორისო სამართალში, როგორც სახელმწიფოს ქმედება მანამ, სანამ
სახელმწიფო გაცნობიერებულად არ მიაკუთვნებს ამ ქმედებას საკუთარ თავს.

მე-12 მუხლი:

სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების დარღვევად განიხილება ქმედება, რომელიც


არ არის თანხმობაში მის მოვალეობებთან, განურჩევლად მისი წარმოშობისა ან ხასიათისა.

მე-13 მუხლი:

სახელმწიფოს ქმედება არ განიხილება საერთაშორისო ვალდებულების დარღვევად იმ


შემთხვევაში, თუ არ არსებობდა შესაბამისი ვალდებულება იმ დროისათვის, როდესაც
განხორციელდა ქმედება.

მე-14 მუხლი:

1. სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა, რომელსაც არ აქვს


განგრძობითი ხასიათი, წარმოიშვება იმ მომენტში, როდესაც განხორციელდა ქმედება,
განურჩევლად იმისა, გრძელდება თუ არა მისი შედეგები/ზემოქმედება მომავალში.
2. სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა, რომელსაც აქვს განგრძობითი
ხასიათი, ვრცელდება მთელს პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც ქმედება გრძელდება და
ინარჩუნებს შეუსაბამობას საერთაშორისო ვალდებულებებთან.

3. საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან


კონკრეტული მოვლენის აღკვეთას, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც წარმოიშვება მოვლენა და
ვრცელდება მთელს პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც გრძელდება მოვლენა და ინარჩუნებს
შეუსაბამობას საერთაშორისო ვალდებულებებთან.

მე-15 მუხლი:

1. საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა სახელმწიფოს მიერ ქმედებით ან უმოქმედობით


წარმოიქმნება ქმედების ან მოვლენის წარმოშობასთან ერთად, რომელიც სხვა ქმედებებთან და
უმოქმედობებთან ერთად საკმარისია იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ვალდებულების
დარღვევა.

2. ამ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევა ვრცელდება მთელს პერიოდზე, დაწყებული


პირველი ქმედებითა თუ უმოქმედობით მანამ, სანამ განმეორებადია ეს ქმედება თუ
უმოქმედობა და ინარჩუნებს წინააღმდეგობას საერთაშორისო ვალდებულებებთან.

მე-16 მუხლი:

სახელმწიფოს, რომელიც თანამონაწილეობს ან ეხმარება სხვა სახელმწიფოს საერთაშორისო


ვალდებულების დარღვევაში, საერთაშორისო დონეზე ეკისრება პასუხისმგებლობა თუ:

ა) სახელმწიფო მოქმედებს საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის გარემოებების ცოდნით;


და ბ) ქმედება იქნებოდა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა, რომ ყოფილიყო
განხორციელებული ამ სახელმწიფოს მიერ.

მე-17 მუხლი:

სახელმწიფოს, რომელიც მართავს ან ხელმძღვანელობს სხვა სახელმწიფოს საერთაშორისო


ვალდებულების დარღვევაში, საერთაშორისო დონეზე ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ:

ა) სახელმწიფო მოქმედებს საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის გარემოებების ცოდნით;


და ბ) ქმედება იქნებოდა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა, რომ ყოფილიყო
განხორციელებული ამ სახელმწიფოს მიერ.

მე-18 მუხლი:

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო აიძულებს მეორე სახელმწიფოს გარკვეული ქმედების


განხორციელებას, პასუხისმგებლობა ამ ქმედებისათვის ეკისრება მაიძულებელ სახელმწიფოს,
თუ:
ა) ეს ქმედება, რომ არა იძულება, იქნებოდა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა იმ
სახელმწიფოს მიერ, რომელიც განიცდის იძულებას; და ბ) მაიძულებელი სახელმწიფო ამ
ქმედებას ახორციელებს მისი გარემოებების ცოდნით.

მე-20 მუხლი:

სახელმწიფოს მხრიდან იურიდიულად გამართლებული თანხმობა მეორე სახელმწიფოს მიერ


გარკვეული ქმედების განხორციელებაზე გამორიცხავს ამ ქმედების არასამართლებრიობას
პირველ სახელმწიფოსთან მიმართებით იმ ზომით, რა ზომითაც ეს ქმედება რჩება აღნიშნული
თანხმობის ფარგლებში.

21-ე მუხლი:

გამორიცხულია სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი ქმედება, თუ ეს ქმედება იყო


თავდაცვის კანონიერი ზომა, მიღებული გაეროს ქარტიასთან შესაბამისობაში.

22-ე მუხლი:

არასამართლებრივი ქმედება, რომელიც განხორციელებულია საერთაშორისო ვალდებულებების


დარღვევით ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოსთან მიმართებით, გამოირიცხება
იმ შემთხვევაში, თუ ეს იყო საპასუხო ზომა, განხორციელებული სამართლებრივი ნორმების
დაცვით.

23-ე მუხლი:

1. გამოირიცხება სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა იმ


შემთხვევაში, თუ ქმედება განხორციელდა ფორს-მაჟორის პირობებში, რაც გულისხმობს
დაუძლეველი ძალის ან გაუთვალისწინებელი მოვლენის წარმოშობას სახელმწიფოს კონტროლს
მიღმა, რაც არსებითად შეუძლებელს ხდის ვალდებულების განხორციელებას ამ პირობებში.

2. პირველი პარაგრაფი არ მიემართება შემთხვევებს, თუ ა) ფორს-მაჟორი გამოწვეულია


მხოლოდ ან სხვა ფაქტორებთან ერთად სახელმწიფოს ქმედებებით; ან ბ) სახელმწიფო
აცნობიერებდა ამ სიტუაციის წარმოშობის რისკს.

24-ე მუხლი:

1. გამოირიცხება სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა იმ


შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედების ავტორს არ ჰქონდა სხვა კეთილგონიერი გზა, გასაჭირის
მდგომარეობაში, რათა გადაერჩინა საკუთარი ან სხვა ადამიანების სიცოცხლე, რომელთა
უსაფრთხოებაც მინდობილი იყო სახელმწიფოს ზრუნვაზე.

2. პირველი პარაგრაფი არ მიემართება შემთხვევებს, თუ ა) გასაჭირის მდგომარეობა


გამოწვეულია მხოლოდ ან სხვა ფაქტორებთან ერთად სახელმწიფოს ქმედებებით; ან ბ)
აღნიშნული ქმედება შექმნის შესადარ/გატოლებულ/მსგავს ან უფრო დიდ საფრთხეს.

25-ე მუხლი:
1. სახელმწიფო ვერ დაეყრდნობა აუცილებლობის მდგომარეობას, როგორც საერთაშორისო
ვალდებულების დარღვევის გამომრიცხავ საფუძველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს
ქმედება: ა) არის ერთადერთი გზა სახელმწიფოსათვის არსებითი ინტერესის დასაცავად
მნიშვნელოვანი და ახლო საფრთხის წინაშე; და ბ) არ აყენებს სერიოზულ ზიანს სახელმწიფოს ან
სახელმწიფოთა არსებით ინტერესს, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ეს საერთაშორისო
ვალდებულება, ან მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას.

2. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ გამოიყენებს აუცილებლობის მდგომარეობას,


როგორც საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის გამომრიცხავ საფუძველს, თუ ა)
აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულება გამორიცხავს აუცილებლობის მდგომარეობაზე
დაყრდნობის შესაძლებლობას; ან ბ) სახელმწიფოს წვლილი მიუძღვის აუცილებლობის
მდგომარეობის წარმოშობაში.

26-ე მუხლი:

არაფერი არ გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ ქმედებასთან მიმართებით,


რომელიც განხორციელდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული იმპერატიული
ნორმების დარღვევით.

27-ე მუხლი:

პასუხისმგებლობის გამომრიცხავ მდგომარეობაზე დაყრდნობა ამ თავით გათვალისწინებულ


შესაძლებლობებთან შესაბამისობაში არ ეხება ა) აღნიშნული ვალდებულების აღსრულებას, თუ
პირობები, რომლებიც გამორიცხავდა არასამართლებრივ ქმედებას, აღარ არსებობს; ბ)
კომპენსაციის საკითხს ნებისმიერი მატერიალური დანაკარგისათვის, რომელიც გამოიწვია
აღნიშნულმა ქმედებამ.

29-ე მუხლი:

საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები არ ახდენს გავლენას


პასუხისმგებელი სახელმწიფოს უწყვეტ ვალდებულებაზე, განახორციელოს დარღვეული
ვალდებულება.

30-ე მუხლი:

საერთაშორისო ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფოს


ვალდებულებაა: 1) შეწყვიტოს ეს ქმედება, თუკი ის გრძელდება; 2) წარადგინოს შესაბამისი
მტკიცებულება და გარანტია, რომ აღარ გაიმეორებს ამ ქმედებას, თუკი ამას მოითხოვს
გარემოება.

31-ე მუხლი:

1. პასუხისმგებელი სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ზიანის სრული ანაზღაურება


საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზარალისათვის;
2. ზარალში მოიაზრება ნებისმიერი ზიანი, როგორც მატერიალური, ასევე მორალურიც,
რომელიც გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით.

33-ე მუხლი:

1. პასუხისმგებელი სახელმწიფოს ამ ნაწილში ჩამოთვლილი ვალდებულებები შესაძლებელია


იქცეს სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა, ან მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების
ვალდებულებად, რაც დამოკიდებულია საერთაშორისო ვალდებულების ხასიათსა და
შინაარსზე, ასევე დარღვევის გარემოებებზე.

2. ეს ნაწილი ზიანს არ აყენებს ნებისმიერ უფლებას, რომელიც წარმოიქმნება სახელმწიფოს


საერთაშორისო პასუხისმგებლობიდან, რომელიც შესაძლებელია პირდაპირ წილად ხვდეს
ნებისმიერ ადამიანს ან დაჯგუფებას, რომელიც არ არის სახელმწიფოებრივი.

34-ე მუხლი:

საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის სრულმა ანაზღაურებამ


შესაძლებელია მიიღოს რესტიტუციის, კომპენსაციისა და სატისფაქციის სახე, ცალკეული სახით
ან კომბინაციით, ამ თავში წარმოდგენილი დადგენილებების შესაბამისად.

35-ე მუხლი:

საერთაშორისო ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფოს ეკისრება


რესტიტუციის ვალდებულება, რაც ნიშნავს იმ სიტუაციის აღდგენას, რომელიც არსებობდა
საერთაშორისო ვალდებულების დარღვევამდე, იმ შემთხვევაში და იმ ფარგლებში, თუ
რესტიტუცია: 1) არ არის მატერიალურად შეუძლებელი; 2) არ იწვევს ტვირთს/სიმძიმეს,
რომელიც სრულიად არაპროპორციულია კომპენსაციის ნაცვლად რესტიტუციის მიღებით
გამოწვეული მოგებისა.

36-ე მუხლი:

1. პასუხისმგებელი სახელმწიფოს ვალდებულებაა კომპენსაციის გადახდა მიყენებული


ზიანისათვის იმდენად, რამდენადაც ასეთი ზარალი ვერ დაბრუნდება რესტიტუციით.

2. კომპენსაციამ უნდა დაფაროს ნებისმიერი ფინანსურ დაბეგვრას დაქვემდებარებული ზიანი,


მათ შორის დაკარგული მოგებაც, რამდენადაც ის დადგენილია.

37-ე მუხლი:

1. პასუხისმგებელი სახელმწიფო ვალდებულია, გაიღოს სატისფაქცია საერთაშორისო


ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანისათვის იმდენად, რამდენადაც ეს
ზარალი ვერ ანაზღაურდება რესტიტუციით ან კომპენსაციით.

2. სატისფაქცია შესაძლებელია მოიცავდეს დარღვევის გაცნობიერებას, სინანულის


გამოხატულებას, ფორმალურად ბოდიშის მოხდას ან სხვა სახის შესაბამის ფორმას.
3. სატისფაქცია არ უნდა იყოს არაპროპორციულ დამოკიდებულებაში ზარალთან და არ უნდა
მიიღოს პასუხისმგებელი სახელმწიფოსათვის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ფორმა.

38-ე მუხლი:

1. პროცენტი ნებისმიერ ძირითად თანხაზე უნდა იყოს გადახდილი მაშინ, როდესაც საჭიროა
სრული რეპარაციის უზრუნველსაყოფად. საპროცენტო განაკვეთი და გაანგარიშების მეთოდი
განისაზღვრება ისე, რომ შესაძლებელი იყოს ამ შედეგის მიღწევა.

2. პროცენტი ითვლება იმ დღიდან, როდესაც უნდა გადახდილოყო ძირითადი თანხა იმ


დღემდე, როდესაც შესრულდება გადახდის ვალდებულება.

39-ე მუხლი:

რეპარაციის განსაზღვრისას, გათვალისწინებულ იქნება ზარალისათვის კონტრიბუცია


წინასწარგანზრახული ან დაუდევარი ქმედებით ან დაზარალებული სახელმწიფოს ან
ნებისმიერი ადამიანისა თუ დაჯგუფების, ვის მიმართაც არის წარდგენილი რეპარაცია,
უმოქმედობით.

41-ე მუხლი:

1. სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ იმ მიზნით, რომ სამართლებრივი საშუალებებით


შეაჩერონ პასუხისმგებელი სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დარღვევა (იმპერატიული
ნორმის დარღვევა; საერთაშორისო ვალდებულებების სისტემატიური დარღვევა).

2. არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა ცნოს კანონიერად მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა


სერიოზული დარღვევის შედეგად, ასევე არ უნდა გაუწიოს დახმარება ამ მდგომარეობის
შენარჩუნებას.

42-ე მუხლი:

დაზარალებულ სახელმწიფოს აქვს სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მოხმობის უფლება იმ


შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა შეერაცხება 1) სახელმწიფოს
ინდივიდუალურად; ან 2) სახელმწიფოთა ჯგუფს და, მათ შორის, ამ სახელმწიფოს, ან
მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას, და ვალდებულების დარღვევა: 1) განსაკუთრებულ
გავლენას ახდენს დაზარალებულ სახელმწიფოზე; ან 2) ისეთი ხასიათისაა, რომ შეუძლია
რადიკალურად შეცვალოს ყველა იმ სახელმწიფოს მდგომარეობა, ვისაც მიემართება ეს
ვალდებულება იმით, რაც ეხება ამ ვალდებულების შემდგომ განხორციელებას.

43-ე მუხლი:

1. დაზარალებული სახელმწიფო, რომელსაც სურს მეორე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის


მოხმობა, აცნობს ამ სახელმწიფოს თავის მოთხოვნას.

2. დაზარალებულმა სახელმწიფომ შესაძლებელია აღნიშნოს კონკრეტულად: 1) ქმედება,


რომელსაც უნდა მიჰყვეს პასუხისმგებელი სახელმწიფო, რათა შეწყვიტოს არასამართლებრივი
ქმედება, თუკი ის ჯერ კიდევ გრძელდება; 2) რეპარაციის რა ფორმა უნდა მიიღოს
მხედველობაში.

44-ე მუხლი:

სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება არ დადგეს იმ შემთხვევაში, თუ: 1)


მოთხოვნა წამოყენებულია სახელმწიფოსათვის მიკუთვნების მოთხოვნების შესაბამისი წესების
შეუსაბამოდ; 2) მოთხოვნა არის ერთ-ერთი, რომელთან მიმართებაშიც მოქმედებს დაცვის
უფლების შიდა საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა, და ყველა ხელმისაწვდომი და ეფექტური
ადგილობრივი საშუალება არ უცდიათ.

45-ე მუხლი:

სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება არ დადგეს იმ შემთხვევაში, თუ: 1)


დაზარალებულმა სახელმწიფომ დასაბუთებულად/სამართლებრივად სწორი გზით უარი
განაცხადა მოთხოვნაზე; 2) დაზარალებულმა სახელმწიფომ, მისი ქმედებებიდან გამომდინარე,
შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ დუმილით მისცა თანხმობა მოთხოვნის შეწყვეტაზე.

46-ე მუხლი:

როდესაც რამდენიმე სახელმწიფოს ადგება ზარალი ერთი და იმავე საერთაშორისო


ვალდებულების დარღვევით, თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია დამოუკიდებლად დააყენოს
ნორმის დამრღვევი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი.

47-ე მუხლი:

1. როდესაც ერთი და იმავე საერთაშორისო ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელია


რამდენიმე სახელმწიფო, თითოეული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება
დადგეს ამ ქმედებასთან მიმართებაში. თუმცა ეს 1) არ რთავს არც ერთ დაზარალებულ
სახელმწიფოს იმის უფლებას, რომ მიიღოს უფრო მეტი კომპენსაცია, ვიდრე ის ზარალია, რაც
მან განიცადა; 2) ზიანს არ აყენებს დახმარებისათვის მიმართვის უფლებას სხვა პასუხისმგებელი
სახელმწიფოს წინააღმდეგ.

48-ე მუხლი:

1. ნებისმიერ სახელმწიფოს, თუკი ის არ არის დაზარალებული სახელმწიფო, შეუძლია დააყენოს


ვალდებულების დამრღვევი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ 1)
დარღვეული ვალდებულება იყო სახელმწიფოთა ჯგუფის და, მათ შორის, ამ სახელმწიფოს
ვალდებულება, და დაწესებულია ჯგუფის კოლექტიური ინტერესების დასაცავად; ან 2)
დარღვეული ვალდებულება არის ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულება.

2. ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელსაც პირველი პარაგრაფის მიხედვით, აქვს


პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლება, შესაძლებელია პასუხისმგებელი
სახელმწიფოსგან მოითხოვოს: 1) საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის შეწყვეტა, და ამ
ქმედების გაუმეორებლობის მტკიცებულება და გარანტია; და 2) რეპარაციის ვალდებულების
განხორციელება დაზარალებული სახელმწიფოს ინტერესების ან დარღვეული ვალდებულების
ბენეფიციარების სასარგებლოდ.

49-ე მუხლი:

1. დაზარალებულ სახელმწიფოს შეუძლია საპასუხო ზომების მიღება მხოლოდ პასუხისმგებელი


სახელმწიფოს წინააღმდეგ, რათა წააქეზოს ეს სახელმწიფო, რომ შეასრულოს თავისი
ვალდებულებები.

2. საპასუხო ზომები შემოიფარგლება საერთაშორისო ვალდებულებების დროებითი


შეუსრულებლობით დაზარალებული სახელმწიფოს მხრიდან.

3. საპასუხო ზომები, შეძლებისდაგვარად, ისეთი გზით უნდა იქნეს მიღებული, რომ


შესაძლებელი იყოს აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების აღდგენა.

50-ე მუხლი:

1. საპასუხო ზომებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს: 1) მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან


თავშეკავების ვალდებულებაზე, რაც გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში; 2)
ფუნდამენტური ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებაზე; 3) ჰუმანიტარული ხასიათის
ვალდებულებებზე, რომლებიც კრძალავს რეპრესალიებს; 4) იმპერატიული ნორმების სხვა
ვალდებულებებზე.

2. სახელმწიფო, რომელიც ატარებს საპასუხო ზომებს, არ თავისუფლდება თავისი


ვალდებულებების შესრულებისაგან: 1) ნებისმიერი დავის მოგვარების პროცედურებში,
რომლებიც მიღებულია ამ სახელმწიფოსა და პასუხისმგებელ სახელმწიფოს შორის; 2)
დიპლომატიური და საკონსულო აგენტების, ხელმძღვანელების, არქივებისა და დოკუმენტების
ხელშეუხებლობის დაცვით.

51-ე მუხლი:

საპასუხო ზომები უნდა იყოს ზარალის პროპორციული/თანაზომიერი, საერთაშორისო


ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და შესაბამისი უფლებების გათვალისწინებით.

52-ე მუხლი:

1. საპასუხო ზომების მიღებამდე დაზარალებული სახელმწიფო ვალდებულია: 1) მოითხოვოს


პასუხისმგებელი სახელმწიფოსაგან ვალდებულებების შესრულება; 2) აცნობოს პასუხისმგებელ
სახელმწიფოს საპასუხო ზომების განხორციელების ნებისმიერი გადაწყვეტილება და
შესთავაზოს მოლაპარაკებები.

2. პირველი პარაგრაფის მეორე ნაწილისდა მიუხედავად, დაზარალებულ სახელმწიფოს


შეუძლია სასწრაფო საპასუხო ზომების გატარება, თუკი ეს საჭიროა მისი უფლებების დასაცავად.

3. საპასუხო ზომები არ უნდა იქნეს მიღებული, ან თუ უკვე მიღებულია, უნდა შეწყდეს


დაუყონებლივ (უსაფუძვლო გახანგრძლივების გარეშე) იმ შემთხვევაში, თუ 1) შეწყდა
საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა; და 2) დავა განსახილველად გადაეცემა
სასამართლოს ან ტრიბუნალს, რომელსაც აქვს მხარეთათვის სავალდებულო გადაწყვეტილების
გამოტანის უფლება.

4. მესამე პარაგრაფი არ მიემართება იმ შემთხვევას, როდესაც პასუხისმგებელი სახელმწიფო არ


ახორციელებს დავის რეგულირების კეთილსინდისიერ პროცედურებს.

53-ე მუხლი:

საპასუხო ზომები უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი პასუხისმგებელი სახელმწიფო


შეასრულებს თავის ვალდებულებებს.

55-ე მუხლი:

ეს მუხლები არ შეესაბამება იმ შემთხვევებს, როდესაც საერთაშორისო ვალდებულების


დარღვევის არსებობის პირობები ან სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობის
დანერგვის შინაარსი რეგულირდება საერთაშორისო სამართლის სპეციალური წესებით.

56-ე მუხლი:

საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმები არეგულირებს სახელმწიფოს


პასუხისმგებლობის საკითხებს საერთაშორისო ვალდებულების დარღვევისათვის იმ
შემთხვევაში, თუ მათზე არ ვრცელდება ეს მუხლები.

57-ე მუხლი:

ეს მუხლები არ ვრცელდება საერთაშორისო სამართალში საერთაშორისო ორგანიზაციების, ან


ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის მოქმედების
პასუხისმგებლობის საკითხებზე.

58-ე მუხლი:

ეს მუხლები არ ვრცელდება ინდივიდის ან სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირის


პასუხისმგებლობაზე საერთაშორისო სამართალში.

59-ე მუხლი:

ეს მუხლები არ ვრცელდება გაეროს ქარტიაზე.

You might also like