You are on page 1of 3

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტი

არჩევითი საგანი: კრიმინოლოგია


 პედაგოგი: მორის შალიკაშვილი
 პირველი შუალედური გამოცდის კაზუსის შეფასების მაქსიმალური ოდენობა - 30 ქულა.
 კაზუსის სტუდენტებს მიეწოდათ 2020 წლის 7 მაისის.
 კაზუსის ჩაბარების საბოლოო ვადა - 2020 წლის 13 მაისის 23.00 საათი.
 კაზუსი უნდა გამოიგზავნოს ელ.მისამართზე: shalikashvili.gamocdebi@gmail.com
 ჩაბარების ვადის დარღვევით გადმოგზავნილი კაზუსი არ გასწორდება და სტუდენტი
მიიღებს (0) ნულ ქულას.
 შუალედური გამოცდის გადაბარება შესაძლებელია:
o ა) სტუდენტისთვის გამოუვალი სიტუაციის შექმნის (არსებობის) შემთხვევაში,
რაც განიხილება ინდივიდუალურად; ან
o ბ) ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას ფორმა 100-ის წარმოდგენის
შემთხვევაში.
 კაზუსის გასწორების დროს თუ დადგინდა, რომ ნაშრომი ან მისი ნაწილი სხვა
ნაშრომისგან არის გადაწერილი, მოხდება ორივე მთლიანი ნაშრომის გასწორების გარეშე
დატოვება და ორივე ნაშრომი შეფასდება 0 (ნული) ქულით. იმის მიუხედავად, რომ
სტუდენტმა მხოლოდ კაზუსის ნაწილი გადაიწერა სხვისგან, მაინც მოხდება ორივე
ნაშრომის მთლიანი მოცულობის (მათ შორის დამოუკიდებლად შესრულებული
ნაწილების) 0 (ნული) ქულით შეფასება.
 გთხოვთ, ნაშრომი გამოაგზავნოთ ვორდის დოკუმენტში. გვერდების მაქსიმალური
რაოდენობა - 5, ხოლო შრიფტის ზომა - 11.
 კაზუსის დასაწრად გაქვთ ძალიან ბევრი დრო და გთხოვთ, კაზუსი ამოხსენით
დამოუკიდებლად!
გისურვებთ წარმატებებს!

პირველი შუალედური გამოცდის კაზუსი


ანა და ვახო კურსელები არიან. მათ საერთო სამეგობრო ჰყავთ, რომელთან ერთადაც
ხშირად ატარებ დროს. ახალგაზრდები ძირითადად საღამოს და ღამის საათებში
ერთობიან ხან ბარში, ხანაც ერთ-ერთ მეგობართან სახლში. ანა ბარში მუშაობს
მიმტანად და ხშირად უწევს ნასვამი მამაკაცების მოგერიება. ვახო ეროვნებით
არაქართველია. დაიბადა და ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, სადაც დანაშაულის
ჩადენა მოსახლეობის სოციალური პრობლემების (სიღარიბე, უმუშევრობა,
უსახლკარობა) გამო გახშირებულია. ვახო საშუალო ეკონომიკური
შესაძლებლობების ოჯახის შვილია. ვახოს მამა 2012 წელს დააპატიმრეს
ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ფლობის ფაქტზე და 8 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ დროს ვახო 14 წლის იყო და ძალიან განიცადა
მამის დაპატიმრება. მას შემდეგ მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა, ვახო მამასთან
პაემანზე არასდროს მისულა. სკოლაში ხშირად წამოუძახებიათ კლასელებს მამის
ნარკომანობა. მამის დაპატიმრების შემდეგ ვახოს დედა ინახავს. დედა 24/7-ზე
მუშაობს სუპერმარკეტში, რომ შვილს არაფერი დააკლოს. ვახოს ცხოვრების სტილი
და დამოკიდებულება მარტივია: ცხოვრობს დღევანდელობით, ცხოვრობს
სიამოვნებისთვს, არ აწუხებს რა შეიძლება გააკეთოს უნივერსიტეტის დამთავრების
შემდეგ და სჯერდება იმას რაც აქვს, ან რასაც აძლევენ.

2018 წლის 8 მარტს მეგობრები ვახოსთან შეიკრიბნენ. ანა სამსახურიდან, გვიან, 2.00
საათზე მივიდა მეგობრებთან ვახოს სახლში. ალკოჰოლიზირებული ვახო არ
შორდებოდა ანას და ცდილობდა მასთან სიახლოვეს. ანას მოსწონდა ვახოს
ყურადღება. გამთენიისას ოთხი მეგობრის გარდა ვახოს ბინა ყველამ დატოვა. იმ
მოტივით, რომ ვახო ანას მამის ვისკების კოლექციას დაათვალიერებინებდა მამის
ოთახში შეიყვანა. ანას ,,პროფესიულმა ინტერესმა“ სძლია და ვახოს მამის ოთახში
შეჰყვა. ვახომ ანას ალერსი და ტანზე გახდა დაუწყო. ანამ წინააღმდეგობის გაწევა
სცადა, თუმცა ვახომ გაანეიტრალა ანას წინააღმდეგობა, მაჯებში მაგრად მოუჭირა
ხელი და გოგონა გააუპატიურა. მომდევნო დღეები ანას ვერ გაეგო რა მოხდა და რა
გაეკეთებინა. ანა წარსულში ხშირად გამხდარა ოჯახში ძალადობის არაპირდაპირი
მსხვერპლი, იცოდა პოლიციის უმოქმედობის თაობაზე და ფიქრობდა, რომ აზრი არ
ჰქონდა პოლიციაში წასვლას და თავდაპირველად მან უარი თქვა პოლიციაში
დარეკვაზე. ანას სტკიოდა დალურჯებული მაჯები, სცხვენოდა სამეგობროსი, რომ
მომხდარის თაობაზე არ გაეგოთ და ვერ წარმოედგინა ვახოსგან ასეთი ვერაგობა.
მეზობელ ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ ანამ მაინც გადაწყვიტა და 25 მარტს
მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა. გამოძიებამ ვერ მოიპოვა სათანადო
მტკიცებულებები და ვახო სსკ 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისათვის დაუსჯელი დარჩა. საქმის გამოძიებით უკმაყოფილო ანას უსიამოვნო
საუბარი ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც ანას განუცხადა, რომ უმჯობესი
იქნებოდა ვახოსთან ღამე სახლში არ დარჩენილიყო ან იმავე დღესვე შეეტყობინებინა
პოლიციისთვის მომხდარის შესახებ!
ის რაც ანასთან მოხდა ვახოსთვის სასიამოვნო თავაგადასავალია, რომლითაც
ძმაკაცებში იამაყებს. ვახოსთვის ისიც საამაყოა, რომ მისი რამდენჯერმე დაკითხვის
მიუხედავად, პოლიციამ მისი დაპატიმრება ვერ შეძლო და თავი დაანება.
გთხოვთ, კაზუსის ამოხსნის სქემის გათვალისიწნებით იმსჯელოთ მოცემულ
შემთხვევაზე.
კაზუსის კრიმინოლოგიური ახსნა-განმარტების სქემა

1. ჩადენილი ქმედების და დამნაშავის კრიმინოლოგიური ხასიათი


1.1. ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებელი, დანაშაულის
ჩადენის/გახსნის ბოლო სამი წლის (2017-2019) ტენდენციები და მიზეზები; ქმედების
ლატენტური ხასიათი;
1.2. დამნაშავე პირის შეფასება (განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პოტენციურობა;
მშობლები დამნაშავე; ნასამართლობა; მსხვერპლის ან ობიექტის არჩევა; დანაშაულის
ჩადენის ადგილის დატოვება/მიმალვა; სოციალური, ოჯახური მდგომარეობა);
1.3. დამნაშავე პირის ტიპოლოგია (რომელი ტიპოლოგიის დამნაშავეა?);
1.4. ქმედების კრიმინალურ-პოლიტიკური შეფასება (ქმედება მაღალი / დაბალი
კრიმინალური მნიშვნელობის მატარებელია და რატომ?);

2. დანაშაულის მსხვერპლი
2.1. დანაშაულის მსხვერპლის ვიქტიმირების პროცესის ეტაპები და ტიპოლოგია
(მსხვერპლის იდენტიფიცირება ვიქტიმირების პროცესის სახეებისა და ფონ ჰენტიგის
მიხედვით და რატომ?);
2.2. დამნაშავის და დაზარალებულის ურთიერთობა (ნაცნობობა; უცნობობა;
ნათესაური კავშირი; მეგობრობა);
2.3. დაზარალებულის საქციელი (თავის დაცვის შესაძლებლობა, დამნაშავის
პროვოკაცია);
2.4. ვიქტიმოლოგიური თეორიები (რომელი ვიქტიმოლოგიური თეორიით(ებით)
აიხსნება მსხვერპლად გახდომა?);

3. დანაშაულის ახსნა-განმარტების თეორიული საფუძვლები


(კრიმინოლოგიური თეორიების საფუძველზე მოცემული კაზუსის ახსნა-განმარტება)

4. დანაშაულის და მსხვერპლად გახდომის პრევენცია


4.1. დანაშაულის პირველი დონის პრევენცია
4.2. დანაშაულის მეორე დონის პრევენცია
4.3. დანაშაულის მესამე დონის პრევენცია
(როგორია ამ დანაშაულის პრევენცია სამივე დონეზე?)
4.4. მსხვერპლის პრევენცია (რა შეიძლება გააკეთოს დაზარალებულმა, რომ ის
მომავალში აღარ გახდეს მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი?)

You might also like