You are on page 1of 5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

სამართლის სკოლის სამაგისტრო ნაშრომის კონცეფცია

მუხლი 1: სამაგისტრო კონცეფციის მოქმედების სფერო


1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო ნაშრომის
კონცეფცია (შემდგომში: კონცეფცია) მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, უმაღლესი
განათლების შესახებ საქართველოს კანონის, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
საქართველოს კანონის, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ
ბრძანების, ,,სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N134/ნ
ბრძანების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კონცეფციისა და
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 ივლისის N8 ოქმით
დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამის სტანდარტის შესაბამისად.
2. ეს კონცეფცია განსაზღვრავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში:
უნივერსიტეტი) სამართლის სკოლაში (შემდგომში: სამართლის სკოლა) სამაგისტრო ნაშრომის
დაცვის წესებს.
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო კონცეფცია არის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების ნაწილი.

მუხლი 2. სამაგისტრო ნაშრომის მოცულობა


1. სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს სტუდენტის მიერ ინდივიდულურად შექმნილ ნაშრომს.
დაუშვებელია სამაგისტრო ნაშრომის შესრულება ჯგუფურად.
2. სამაგისტრო ნაშრომის შედგენის და საჯაროდ დაცვის უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც
გაიარა პროგრამით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო კურსი და დააგროვა 90
კრედიტი.
3. სამაგისტრო ნაშრომი შედგენილი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური სტილის შესაბამისად. სამაგისტრო ნაშრომის მოცულობა განისაზღვრება მინიმუმ 40
(ორმოცი) და მაქსიმუმ 50 (ორმოცდაათი) გვერდით. (რომელიც არ მოიცავს ბიბლიოგრაფიას)

მუხლი 3. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი და თემა


1. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს:
1.1 პროგრამაში ჩართული პროფესორი/პროფესორები;
1.2 მოწვეული პირი, რომელსაც აქვს შესაბამის მიმართულებაში ან დარგში დოქტორის
აკადემიური ხარისხი;
1.3 მოწვეული პირი, რომელსაც აქვს შესაბამის მიმართულებაში ან დარგში დოქტორის ან
მაგისტრის აკადემიური ხარისხი და შესაბამის/მომიჯნავე საკითხების კვლევის გამოცდილება;
1.4 მოწვეული პირი, რომელსაც აქვს შესაბამის მიმართულებაში ან დარგში დოქტორის
აკადემიური ხარისხი და პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 5 წლისა);

1

1.5 შესაბამისი მიმართულების ან დარგის მკვლევარი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური
ხარისხი და ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზებში შემავალ ჟურნალებში
პუბლიკაცია.
2. დასაშვებია მაგისტრანტს ერთდროულად ჰყავდეს ერთზე მეტი ხელმძღვანელი.
3. სამაგისტრო ნაშრომის სათაურს ირჩევს სტუდენტი მომავალ ხელმძღვანელთან
შეთანხმებით. სამაგისტრო ნაშრომის თემის შერჩევა და რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს
სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
4. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპლექსური ცოდნის
და კვლევის უნარების საფუძველზე პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური იდეების
შემუშავება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.
5. სამაგისტრო ნაშრომის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მოქმედ შესაბამის სამაგისტრო პროგრამას.
6. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა მიმდინარეობს წერითი მეთოდის გამოყენებით.

მუხლი 4. სამაგისტრო ნაშრომის სწავლის შედეგები

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდეგ სტუდენტს ექნება შემდეგი კომპეტენციები:


ა) ცოდნა და გაცნობიერება: აქვს კერძო სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც აძლევს
დასმული კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირების
შესაძლებლობას. გაცნობიერებული აქვს კერძო სამართლის სფეროსათვის მიკუთვნებული
საკითხების გადაჭრის გზები.
ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: შეუძლია კერძო სამართლის დარგის პრობლემების
კომპლექსური შეფასება და პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზების შემუშავება,
სამაგისტრო ნაშრომში შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენის გზით.
გ) დასკვნის უნარი: უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო
გადაწყვეტილებებისა და მეცნიერული მიდგომების პირობებში შეუძლია ცვლილების ანალიზი
და გამომდინარე დასკვნის ჩამოყალიბება.
დ) კომუნიკაციის უნარი: შეუძლია აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას წერილობითი და
ზეპირი ფორმით მშობლიურ ენაზე გადასცეს საკუთარი სამართლებრივი დასკვნები და
არგუმენტები კერძო სამართლის დარგში.
ე) სწავლის უნარი: შეუძლია გაიფართოოს ცოდნა კერძო სამართლის სფეროს უახლეს
მეთოდებზე დაყრდნობით, პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო
გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით.
ვ) ღირებულებები: მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად
აანალიზებს არსებულ სამართლებრივ ღირებულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი
შეაქვს ახალი ღირებულებების ფორმირებაში.

მუხლი 5. სამაგისტრო ნაშრომის შეფასების წესი

2

1. სამაგისტრო ნაშრომი ფასდება ერთჯერადად (დასკვნითი შეფასება) 100 ქულის
ფარგლებში.

სამაგისტრო ნაშრომის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი სკალა:


A) ფრიადი – 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
(C) კარგი – 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – 51-60 ქულა.
(FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა
(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო
არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სამაგისტრო ნაშრომში FX შეფასების მიღებისას მაგისტრანტი უფლებამოსილია


გადამუშავებული სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში.
სამაგისტრო ნაშრომში F შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე
სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის უფლებას.
2. სამაგისტრო პროგრამის ამ კომპონენტის ფარგლებში გამოყენებული იქნება შემდეგი
შეფასების მეთოდები: სამაგისტრო ნაშრომი (სამაგისტრო ნაშრომის შინაარსი და სტრუქტურა)
და პრეზენტაცია (სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვა)

მუხლი 6. სამაგისტრო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:


1. ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები: სამაგისტრო ნაშრომი (სამაგისტრო ნაშრომის შინაარსი
და სტრუქტურა)
1.1 ნაშრომის შინაარსობრივი მხარე -35 ქულა, აქედან:
1.1.2 ნაშრომში წამოჭრილი პრობლემის აქტუალობა- მაქსიმუმ 5 ქულა.
1.1.3 საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემების ანალიზი, არგუმენტირებული დასაბუთება და
მსჯელობა- მაქსიმუმ 10 ქულა.
1.1.4. პრობლემის შესწავლისთვის გამოყენებული მეთოდების, პრინციპების
რელევანტურობა/ადეკვატურობა - 5 ქულა
1.1.5 საკითხის განხილვის სისრულე, მათ შორის საკითხის ირგვლივ არსებული კვლევების
მიმოხილვა- მაქსიმუმ 5 ქულა.
1.1.6 ნაშრომის სათაურის შესაბამისობა ნაშრომის ძირითად ნაწილთან- მაქსიმუმ 4 ქულა
1.1.7 დასკვნის სისწორე და მისი კავშირი ნაშრომის ძირითად ნაწილთან- მაქსიმუმ 6 ქულა.
1.2 ნაშრომის ტექნიკური გამართულობა ფასდება მაქსიმუმ 35 ქულით, აქედან:
1.2.1 ნაშრომის მოცულობა ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით
1.2.2 მასალის თვალსაჩინოება/ ციტირებული ლიტერატურის მითითების სისწორე/
გამოყენებული წყაროების მრავალფეროვნება, წყაროს სარწმუნოება, მაქსიმუმ 20 ქულით.
1.2.3 ნაშრომის სტურქტურა, მისი ნაწილების/კომპონენტების თანმიმდევრულობა,
გრამატიკულად გამართულობა და სტილი - მაქსიმუმ 10 ქულით
2. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის კომპონენტი ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით, აქედან:

3

2.1 თემის პრეზენტაცია, რაც მოიცავს ასევე პრეზენტაციისთვის განსაზღვრული დროის
ეფექტურად გამოყენებას- 10 ქულა
2.2 ნაშრომთან დაკავშირებული კითხვებზე პასუხების სისრულე- 10 ქულა
2.3 პოზიციების არგუმენტირება/დასაბუთების უნარი - 10 ქულა.
3. სამაგისტრო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი. 7 სამაგისტრო ნაშრომის მომზადება.


1 სამაგისტრო ნაშრომს სტუდენტი ამზადებს დამოუკიდებლად ხელმძღვანელის
ზედამხედველობის ქვეშ.
2 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი უდგენს სტუდენტებს ეტაპობრივად თემის
სტრუქტურიდან გამომდინარე თავების წარდგენის ინდივიდუალურ გეგმას (თარიღებს)
3. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენისას თემის ხელმძღვანელი, ამზადებს ერთ გვერდიან
დასკვნას ნაშრომთან და სტუდენტის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინება
სამართლის სკოლის ადმინისტრაციას.
4 სამაგისტრო ნაშრომი დასკვნასთან ერთად, სამართლის სკოლის ადმინისტრაციის მიერ
ხელმძღვანელის და სტუდენტის ანონიმურობის დაცვით ეგზავნება სამაგისტრო ნაშრომის
საჯარო დაცვის კომისიას (შემდგომში: კომისია).

მუხლი 8. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა, საჯარო დაცვის კომისია და საჯარო დაცვა.


1. მაგისტრანტი ვალდებულია სამაგისტრო ნაშრომი წარადგინოს სამართლის სკოლის
ადმინისტრაციაში, ამ კონცეფციით განსაზღვრული ვადების შესაბამისად ნაშრომი წარდგენილი
უნდა იქნეს აკინძული სახით 2 (ორ) ეგზემპლარად და ასევე, ელექტრონულად, დისკზე
ჩაწერილი.
2. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის თარიღს განსაზღვრავს სამართლის სკოლის საბჭო,
აღნიშნული თარიღის შესახებ მაგისტრანტებს ეცოდინებათ საჯარო დაცვამდე არაუგვიანეს 1
კვირისა პროგრამა „არგუსის“ საშუალებით.
3. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის კომისია (შემდგომში - კომისია) შედგება არანაკლებ
სამი წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის კომისიის თავმჯდომარე. კომისიას ამტკიცებს
სამართლის სკოლის საბჭო.
4. კომისია შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური
პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისგან, რომლებიც ფლობენ შესაბამის კვალიფიკაციას.
5. კომისია საჯარო დაცვაზე ნაშრომს აფასებს აღნიშნული კონცეფციის მე-6 მუხლის
შესაბამისად 100 ქულის ფარგლებში. კომისიის საბოლოო შეფასება არის მისი ყველა წევრის
შეფასების საშუალო არითმეტიკული.
6. სამაგისტრო ნაშრომი დაცულად ითვლება თუ მაგისტრანტი მოაგროვებს სულ მცირე 51
ქულას 100 ქულიდან.

მუხლი 9. სამაგისტრო ნაშრომის მომზადების და საჯარო დაცვის ვადები

4

1. ამ კონცეფციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სასწავლო სემესტრის დაწყებიდან
ორი კვირის ვადაში სტუდენტი თემის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ირჩევს სამაგისტრო
ნაშრომის სათაურს და უგზავნის სამართლის სკოლის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად.
2. სამართლის სკოლის დეკანის მიერ შექმნილი კომისია სამაგისტრო ნაშრომის
სახელწოდების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში ახდენს ნაშრომის სახელწოდების და
ხელმძღვანელის დამტკიცებას.
3. სტუდენტი სამაგისტრო ნაშრომს, ხოლო თემის ხელმძღვანელი სამაგისტრო ნაშრომის
დასკვნას წარადგენენ სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში აკადემიური კალედნრით
გათვალისწინებული სასწავლო კვირების დასრულებამდე.
4. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ინიშნება შესაბამისი სემესტრის საგამოცდო პერიოდის
განმავლობაში.

You might also like