You are on page 1of 5

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის

მაძიებლის თვითშეფასების ფორმა1

[უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება]

...

[დაწესებულების ლოგო]

1.1. კვლევითი საქმიანობა


 სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის ეფექტურობის უზრუნველყოფა; ნინო

1
 უსდ-ს აქვს დარგის სპეციფიკის შესაბამისი სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის საჯარო,
გამჭირვალე და სამართლიანი პროცედურები. ნინო
აღწერა და შეფასება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს დოქტორანტებისთვის უზრუნველყოს
სამეცნიერო ხელმძღვანელებთან მუშაობის ეფექტიანობა, რასაც განსაზღვრავს სამეცნიერო
ხელმძღვანელად შერჩევის პროცედურები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მათი
კომუნიკაციის მონიტორინგი.
1)დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის აკადემიურ
თანამდებობაზე მყოფი პროფესორი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, ასევე დოქტორის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, რომელსაც ფაკულტეტის სადისერ-
ტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელად მოიწ-
ვევს, სადისერტაციო თემის სპეციფიკიდან გამომდინარე. სამეცნიერო ხელმძღვნელს უნდა ჰქონდეს
დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის
გამოცდილება. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს
დოქტორანტის საკვალიფიკაციო კვლევის შესრულებას, რასაც განსაზღვრავს დოქტორანტის მიერ
შესრულებული სამუშაო(კონფერენციები, სტატიები, კოლოკვიუმები, სემინარები...)
ხელმძღვანელის შეფასების კრიტერიუმები:
1. სამეცნიერო გამოცდილება
2. სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის მაჩვენებელი
3. გამოქვეყნებები, ჯილდოები, გრანტები….
4. დოქტორანტების ჩართულობა მეცნიერ-ხელმძღვანელის კვლევებში
5. პროფესიული განვითარების უწყვეტობა(კონფერენციები, კვლევები, ტრენინგები...)
6. დოქტორანტების მხრიდან ხელმძღვანელის შესახებ კმაყოფილების კვლევის შედეგები
7. დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი
2)კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს დარგის სპეციფიკის შესაბამისი
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის საჯარო, გამჭირვალე და სამართლიანი
პროცედურები. დასრულებული დისერტაცია დაცვამდე გადის ორმაგ რეცენზირებას,
ექსპერტებისა(ერთი მოწვეული/გარე) და ოფიციალური რეცენზენტების (ერთი მოწვეული/გარე)
მხრიდან.
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი კომისიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის
წინასწარი განხილვის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
 სადისერტაციო თემის აქტუალობა
 სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერული სიახლე
 ნაშრომის სტრუქტურა, შინაარსობრივი მხარე, საკვლევი მასალის ფლობის ხარისხი
 კვლევის მეთოდოლოგია, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა და გამოყენების უნარი
 თანმიმდევრული მსჯელობის, არგუმენტირებისა და ციტირების უნარი
 პრობლემის ადეკვატური გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის უნარი
 პრობლემის ადეკვატური გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის უნარი
 ვიზუალური მასალის წარმოჩენა, საპრეზენტაციო უნარები.
დარგობრივი კომისის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის მიცემის შემთხვევაში, ნაშრომს მიეცემა
შემდგომი მსვლელობა.
დარგობრივი კომისიის მხრიდან უარყოფითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ნაშრომი უბრუნდება
დოქტორანტს შენიშვნებით. დოქტორანტს უფლება აქვს გადამუშავებული ნაშრომი წარადგინოს
შემდეგ სემესტრში დებულებით დადგენილ ვადაში.
შემფასებელმა (რეცენზენტმა) სადისერტაციო ნაშრომის შესახებ თავისი წერილობითი დასკვნა
(რეცენზია) სადისერტაციო საბჭოს უნდა წარუდგოს ნაშრომის გადაცემიდან არა უგვიანეს 30
კალენდარული დღისა.
შემფასებლის რეცენზიაში უნდა აისახოს:
ა. სადოქტორო თემის აქტუალურობა;
ბ. კვლევის მეცნიერული დონე;
გ. გამოყენებული მეთოდები (მეთოდოლოგია);
დ. მიღებული შედეგების სანდოობა;
ე. დისერტაციის გაფორმების ხარისხი და სხვ.
რეცენზია უნდა დადასტურდეს შემფასებლის (რეცენზენტის) ხელმოწერით, რომლის ნამდვილობა
უნდა იყოს დამსაქმებელი ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული.
5. შემფასებელი სადისერტაციო ნაშრომს აფასებს 100 ქულიანი სისტემით. შემფასებლის
(რეცენზენტის) მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:
თემის აქტუალობა, პრობლემის იდენტიფიცირება და სტრატეგიის განსაზღვრა - 5 ქულა;
საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, ინფორმაციისა და მისი წყაროების კრიტიკული შეფასება და
ინფორმაციის გამოყენების ეფექტიანობა, უცხოური კვლევების ჩართულობის ხარისხი - 5 ქულა;
ინოვაციური აზროვნება - 5 ქულა;
გამოყენებული კვლევის მეთოდების სისტემა, კვლევის მეთოდოლოგია - 5 ქულა;
ჩატარებული კვლევის ხარისხი - 5 ქულა;
დასკვნები და შედეგები, პრობლემის გადაჭრა - 5 ქულა;
კვლევის შედეგების გამოყენების არეალი - 5 ქულა;
ინფორმაციის სამართლებრივად და ეთიკურად გამოყენება, აკადემიური წერის კულტურა - 5 ქულა.
თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში (ორივე რეცენზენტის შემთხვევაში) აუცილებელია
დისერტანტმა მოაგროვოს 50%-ზე მეტი.
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისთვის გამოიყენება ხუთი დადებითი და ორი უარყოფითი
შეფასება.(იხ.დანართი) .
სადისერტაციო კოლეგია იქმნება ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული სადისერტაციო ნაშრომის
დაცვისათვის.
სადისერტაციო კოლეგია უნდა შედგებოდეს სადისერტაციო თემის შესაბამისი მეცნიერების 5 ან 7
წევრისაგან (მათ შორის მინიმუმ 1 (5 კაციანი კოლეგიის შემთხვევაში) და 2 (7 კაციანი კოლეგიის
შემთხვევაში) უნდა იყოს გარედან მოწვეული / გარე წევრი, რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
სადისერტაციო კოლეგიაში ხმის უფლების მქონე წევრი შეიძლება იყოს როგორც უნივერსიტეტის
პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
სამეცნიერო ხარისხის მქონე სხვა პირი.
კოლეგიაში მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ დოქტორანტის სამეცნიერო
ხელმძღვანელი და შემფასებლები (რეცენზენტები).(მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება)
ერთი და იგივე პირი არ შეიძლება მონაწილებდეს ორზე მეტ დაცვაზე ერთი კვირის განმავლობაში.
სადისერტაციო კოლეგიას ხელმძღვანელობს მისი წევრებიდან შერჩეული, სადისერტაციო საბჭოს
მიერ დამტკიცებული თავმჯდომარე, რომელიც არის უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო
პროფესორი. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ან მისი
დისერტაციის შემფასებელი (რეცენზენტი).
სადისერტაციო კოლეგია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციასთან დაკავშირებით შემოსულ
წერილობით გამოხმაურებებს.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა წარმოებს სადისერტაციო კოლეგიის სხდომაზე საჯაროდ.
დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის და-
შვებული.
სადისერტაციო კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე კოლეგიის
წევრთა 3/4 და მეტი (იხ.დანართი)
კოლეგიის სხდომაზე სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე აცხადებს დისერტანტის ვინაობას და
დისერტაციის თემას ექსპერტებისა და რეცენზენტების ვინაობას. კოლეგიას აცნობს დოქტორანტის
მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, დისერტაციის დაცვის პროცედურას და დოქტორანტის მოკლე
ბიოგრაფიულ ცნობებს.
სამეცნიერო კამათის დასრულების შემდეგ კოლეგიის თავმჯდომარის წინადადებით დოქტორანტს
ეძლევა დასკვნითი სიტყვა, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
დოქტორანტის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად სადისერტაციო
კოლეგიის ხმის მიცემის მქონე წევრები გადაწყვეტილებას იღებენ დახურულ დასკვნით სხდომაზე
ფარული კენჭისყრით.
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებას ახორციელებენ სადისერტაციო კოლეგიის წევრები.
სადისერტაციო კოლეგიის თითოეული წევრი სადისერტაციო ნაშრომს აფასებს 100 ქულიანი
სისტემით შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.
კოლეგიის წევრთა მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

თემის აქტუალობა, პრობლემის იდენტიფიცირება და სტრატეგიის განსაზღვრა - 5 ქულა;


საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, ინფორმაციისა და მისი წყაროების კრიტიკული შეფასება და
ინფორმაციის გამოყენების ეფექტიანობა - 5 ქულა;
უცხოური კვლევების ჩართულობის ხარისხი - 5 ქულა;
ინოვაციური აზროვნება - 5 ქულა;
გამოყენებული კვლევის მეთოდების სისტემა, კვლევის მეთოდოლოგია - 5 ქულა;
ჩატარებული კვლევის ხარისხი - 5 ქულა;
დასკვნები და შედეგები, პრობლემის გადაჭრა - 5 ქულა;
კვლევის შედეგების გამოყენების არეალი - 5 ქულა;
ინფორმაციის სამართლებრივად და ეთიკურად გამოყენება - 5 ქულა;
აკადემიური წერის კულტურა - 5 ქულა;
პრეზენტაციის ორგანიზება, მასალის მიწოდების უნარი - 5 ქულა;
სამეცნიერო კამათი - 5 ქულა;
თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში აუცილებელია დისერტამტმა გადალახოს 50-%.
სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის დადებითად შეფასების (P – დაიცვა)
შემთხვევაში, სადისერტაციო კოლეგიის წევრები განსაზღვრავენ სადისერტაციო ნაშრომის საბოლოო
შეფასებას. საბოლოო შეფასებაში შემფასებელთა (რეცენზენტთა) შეფასების ხვედრითი წილი 40
პროცენტის, ხოლო სადისერტაციო კოლეგიის შეფასების ხვედრითი წილი 60 პროცენტის ტოლია.
სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე სხდომის დასრულებისთანავე საჯაროდ აცხადებს
კოლეგიის საბოლოო გადაწყვეტილებას. დოქტორანტს უფლება აქვს გაეცნოს სადისერტაციო
კოლეგიის შეფასებას.
დისერტაციის დაცვაზე, მის მსვლელობასა და მის საბოლოო შედეგებზე სადისერტაციო საბჭოს
მდივანი ადგენს დისერტაციის დაცვის ოქმს, რაზედაც ხელს აწერს კოლეგიის ყველა წევრი.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში დოქტორანტურის
კოორდინატორი დისერტაციის ერთ ეგზემპლარს გადასცემს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხოლო ერთ
ეგზემპლარს - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
დისერტაციის დაცვის მსვლელობის ვიდეო გადაღება უნდა უზრუნველყოს დისერტანტმა.
ზემოთ აღწერილი პროცედურები განსაზღვრავს საკვალიფიკაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის
საჯარობასა და გამჭვირვალობას(იხ.დანართი).
ღწერეთ, გააანალიზეთ და შეაფას კომპონენტის მოთხოვნებთან მიმართებით.
მტკიცებულებები/ინდიკატორები
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის
დებულება(მუხლები:21,22,23, 26, 28, 29, 30 31. 32. 33, 34), ასევე გზამკვლევი დოქტორანტებისთვის(თან ერთვის)
აღწერეთ კომპონენტის შესაბამისი მტკიცებულებები/ინდიკატორები, შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა
შესაბამისი მტკიცებულების მითითებით.
1.2. კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია

ძლიერი მხარეები
1)კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემუშავებული სადისერტაციო საბჭოსა და
დოქტორანტურის დებულების მიხედვით დოქტორანტს ეძლევა თავისუფლება ხელმძღვანელის
არჩევის პროცესში, ხელმძღვანელიც დამოუკიდებლად იღებს დოქტორანტის აყვანის
გადაწყვეტილებას, შესაბამისად, თანამშრომლობისთვის ორმხრივი მზაობა განსაზღვრავს
ურთიერთობის ეფექტიანობას.
2)სადისერტაციო ნაშრომების შეფასებისა და დაცვისთვის შემუშავებულია რიგი პროცედურები, რაც
განსაზღვრავს გამჭვირვალობასა და სამართლიანობას: ორმაგი რეცენზირება(ექსპერტები,
რეცენზენტები)ორმაგი დაცვა(აპრობაცია, საბოლოო დაცვა), რეცენზენტებისა და კოლეგიის წევრების
საბოლოო შეფასება.
გასაუმჯობესებელი მხარეები
სადოქტორო პროგრამების კიდევ უფრო დახვეწისთვის კარგი იქნებოდა პროგრამებში ჩართულიყვნენ
უცხოელი თანახელმძღვანელები, უცხოელი რეცენზენტები და ექსპერტები, კოლეგიის წევრები, რაც
მეტ ინტერნაციონალიზაციას შესძენდა პროცესს.
დოქტორანტების სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს მათი
კვლევების გამოქვეყნებას უფრო მეტ მაღალრეიტინგიან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა

☐სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის ეფექტურობის შესახებ და


შედეგების გამოყენების ანგარიში ნინო
☐ ბოლო 5 წლის განმავლობაში დაცული სადოქტორო და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაცული სამაგისტრო
ნაშრომების ჩამონათვალი ფაკულტეტების მიხედვით. ნინო
☒ უნივერსიტეტის შემთხვევაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში დაცული სადოქტორო ნაშრომების
აბსტრაქტები, სასწავლო უნივერსიტეტის შემთხვევაში ბოლო 2 წლის განმავლობაში დაცული სამაგისტრო
ნაშრომების აბსტრაქტები. ნინო
☒ სადოქტორო ნაშრომების შეფასებისა და დაცვის მარეგულირებელი წესი; ნინო

You might also like