You are on page 1of 2

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

აკადემიური კომიტეტის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი


1. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ქმნის
კოლეგიალურ ორგანოს - აკადემიურ კომიტეტს (შემდგომში - კომიტეტი) უნივერსიტეტის
მართვის პროცესში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობის მიზნით.
2. კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის
წესდებით და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2. კომიტეტის შემადგენლობა და არჩევის წესი


1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით.
2. კომიტეტის წევრად აირჩევა აფილირებული აკადემიური პერსონალის ორ-ორი წარმომადგენელი
აკადემიური სკოლებიდან და სტუდენტები, რომლებიც კომიტეტის წევრი აკადემიური
პერსონალის საერთო რაოდენობის 36 პროცენტს უნდა შეადგენდეს.
3. კომიტეტის წევრების არჩევა ხორციელდება აკადემიურ სკოლებში აკადემიური პერსონალის
საერთო კრებაზე, ხოლო სტუდენტებს ირჩევს სტუდენტური თვითმართველობის საერთო კრება.
4. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება შეუძლია აკადემიური პერსონალის შემადგენლობის
ყველა წევრს და სტუდენტს განურჩევლად სქესის, რელიგიური თუ პოლიტიკური
შეხედულებებისა.
5. სტუდენტურ თვითმართველობას შეუძლია აირჩიოს კომიტეტის წევრებად სტუდენტები,
რომლებიც შეიძლება არ იყვნენ თვითმართველობის წევრები
6. არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კრებაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო
უმრავლესობით.
7. კრების ოქმის ასლს, დამოწმებულს პასუხისმგებელი მდივნის მიერ, აკადემიური სკოლები და
სტუდენტური თვითმართველობა, წარუდგენს რექტორს, რომელიც გამოსცემს სამართლებრივ
აქტს კრების გადაწყვეტილების ცნობად მიღების შესახებ.

მუხლი 2. კომიტეტის სტრუქტურა და მართვა


1. აკადემიური კომიტეტის თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი.
2. კომიტეტის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.
3. კომიტეტი უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა, თუ მას ესწრება წევრთა 2/3 და მიიღოს
გადაწყვეტილება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
4. კომიტეტის სხდომების მოწვევა ხდება საჭიროების შემთხვევაში, რექტორის გადაწყვე-
ტილებით ან კომიტეტის წევრთა 2/3-ის მოთხოვნით, მაგამ არანაკლებ ორჯერ სასწავლო წლის
მანძილზე.
5. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს კომიტეტი, რომელიც თავმჯდომარის
მოვალეობას ასრულებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
6. კომიტეტის დოკუმენტირებას უზრუნველყოფს კანცელარიის უფროსი.

მუხლი 3. კომიტეტის ფუნქციები


1. კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
1. უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ/მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალთან
დაკავშირებული ეთიკური საკითხების განხილვა.

1
2. უნივერსიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა;
2. სტრატეგიული გეგმის მონიტორინგის შედეგების განხილვა და დამტკიცება.
3. აკადემიური პერსონალის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გეგმების განხილვა და
დამტკიცება.
4. აკადემიური პერსონალის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების შედეგების
განხილვა.
5. უნიერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო ერთეულების საქმიანობის შეფასების განხილვა.
6. საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა;
7. საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების განხილვა.
8. საუნივერსიტეტო დისციპლინების სილაბუსებში ცვლილებებისა და საგანმანათლებლო პროგ-
რამაში ახალი დისციპლინების დამატების საკითხების განხილვა.
9. სამეცნიერო კვლევასთან დაკავშრებული ეთიკის საკითხების განხილვა.
10. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერის/საზოგადო მოღვაწისათვის,
განსაკუთრებული დამსახურების/აღიარების გამო, საპატიო წოდების მინიჭება ან საპატიო
პროფესორად არჩევა.
11. უნივერსიტეტის პროფესორებისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭება.
12. უნივერსიტეტისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

მუხლი 4. დებულების ძალაში შესვლა


1. ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მოქმედი დებულება.

You might also like