You are on page 1of 11

ლოჯისტიკისა და

უსაფრთხოების სამსახურის

დებულება

New University
თავიI

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

ეს დებულება განსაზღვრავს შპს „ ნიუ უივერსითი“ - ს (შემდგომში - უნივერსიტეტი)


(შემდგომში - უნივერსიტეტი) ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში
- სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას,
ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა
საკითხებს.

მუხლი 2.

სამასახური, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული მოქმედებს


უნივერსიტეტის მისიის აღსრულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც „ნიუ

უნივერსითი“ ინოვაციებსა და თანამედროვე სწავლების მეთოდებზე ორიენტირებული

უნივერსიტეტია, რომლის მისიაა ახალი სიტყვა თქვას საქართველოში და რეგიონში

სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაში, ხელი შეუწყოს კრეატიულობასა და

ინოვაციურობას, ურთიერთპატივისცემის პრინციპების ჩამოყალიბებას, განუვითაროს

სტუდენტებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, აღჭურვოს ისინი

პრაქტიკული უნარებით. „ნიუ უნივერსითი“ ხელს უწყობს მობილობასა და

ინტერნაციონალიზაციას, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტის

ინდივიდუალური საჭიროება გათვალისწინებულია. მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი

საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით ხელს უწყობს საზოგადოების

ინტელექტუალურ, კულტურულ და პიროვნულ ზრდას.

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 1


მუხლი 3.

1.სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ადამინისტრაციულ სტრუქტურულ


ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით,
უნივერსიტეტის დებულებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და
უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტებით.

2.სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და რექტორის I


მოადგილის წინაშე და ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.

თავი II

სამსახურის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4.

1.სამსახურის მიზანია უზრუნველყოს უნივერსიტეტის შენობის და მიწის მატერიალური


ფასეულობების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მოვლა და დაცვა, ასევე მომუშავე
პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთლობის დაცვა. ამ მიზნით
სამსახური სამი მიმართულებით ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს.

2. სამსახური ლოჯისტიკის მიმართულებით ახორცილებს შემდეგ ფუნქციებს:

ა)უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის,


დანადგარების, მოწყობილობების და სხვა ქონების მოვლა-პატრონობა და წესრიგის
დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) უნივერსიტეტის ელექტრო, კანალიზაციის სისტემის და წყალსადენის გამართული


მუშაობის უზრუნველყოფა;

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 2


გ) სტრუქტურული ერთეულების მომარაგება საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის
ბიუჯეტით გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად;

დ)უნივერსიტეტის სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის


უზრუნველყოფა;

ე) უნივერსიტეტის შენობის, სასწავლო, დამხმარე სივრცის და სათავსოების ტექნიკური


მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი;

ვ)სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე


სისუფთავის შენარჩუნების და სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების ჩატარების
უზრუნველყოფა;

ზ)სათანადო სამსახურების/თანამდებობის პირების მოთხოვნის გათვალისწინებით,


სასწავლო წლის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას, აუდიტორიებისა და
კაბინეტებისთვის საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენა
სასაქონლომატერიალური ფასეულობის შესყიდვის წესის შესაბამისად;

თ) ელექტროენერგიის და წყლის ხარჯვის მონიტორინგი;

ი)უნივერსიტეტში მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარების მონიტორინგი და


სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესაბამისი მასალებით მომარაგება;

კ) უნივერსიტეტის სამშენებლო, სამეურნეო და ტექნიკურ დარგში, საამშენებლო-


სარემონტო ობიექტების ხარჯთაღრიცხვის განხილვასა და შესრულებაში მონაწილეობა;

ლ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება;

3. სამსახური უსაფრთხოების მიმართულებით ახორციელებ შემდეგ ფუნქციებს:

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 3


ა) შრომის უსაფრთხოების სისტემის შემუშავება, კომპანიაში დანერგვა და შესრულების
კონტროლი; შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;

ბ) საფრთხისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების შესწავლა;

გ) საფრთხისა და რისკის შემცველი ფაქტორების იდენტიფიცირება;

დ)საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებების განხორციელება;

ე)უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა შრომის


უსაფრთხოების საკითხებზე;

ვ) რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ზ) წესრიგისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაცვა შენობის მთელ


პერიმეტრზე, მათ შორის, უსაფრთხოების კამერების მეშვეობით და წესრიგის დარღვევის
შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;

თ) უნივერსიტეტში ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა სამორიგეო განრიგის შესაბამისად.

4. სამსახურის უნივერსიტეტში ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს სამედიცინო


კაბინეტის მიერ, რომელიც ამ მიზნით ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით,


უნივერსიტეტის სტუდენტთა, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე
პერსონალისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა.

ბ)უნივერსიტეტში სამედიცინო დახმარების თანაბარი ხელმისაწვდომობის


უზრუნველყოფა.

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 4


გ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და პერსონალთა სრული ინფორმირება სამედიცინო
დახარების ყველა არსებული ფორმისა და მიღების შესაძლებლობის შესახებ.

დ) უნივერსიტეტში გადაუდებელი დახმარების ხელმისაძვდომობის უზრუნველყოფა.

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემა სტუდენტის


სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების მიზნით.

ვ)სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებთან დაკავშირებული სხვა


უფლებამოსილებების განხორციელება.

ზ) უნივერსიტეტში ეპიდემიოლოგიურ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე


კონტროლი.

თავი III

სამსახურის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები

მუხლი 5.

1.სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, იგი არის ადამინისტრაციული თანამდებობის


პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის I მოადგილის
წინაშე.

2.სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და ამ პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის


შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორის I მოადგილის იღებს გადაწყვეტილებას
სამსახურის უფროსის მოვალობის შემსრულებლის შესახებ.

3.სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, მენეჯერ/ებ/ის, უსაფრთხოების


თანამშრომლ/ებ/ის, სამედიცინო კაბინეტის ქიმის და დამლაგებლ/ებ/ისაგან. რომლებსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ისინი

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 5


ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. მათი ფუნქციები
დაკონკრეტებულია მათთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტითა და სამუშაო
აღწერილობით.

მუხლი 6.

1. სამსახურის უფროსი:

ა)წარმართავს სამსახურის საქმინობას და პასუხისმგებელია სამსახურზე


დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა


და მეთოდებს;

გ) უნივერსიტეტის რექტოის I მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ


მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ)უნივერსიტეტის რექტოის I მოადგილეს წარუდგენს წლიურ ანგარიშს სამსახურის


მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ე)ზედამხედველობს უნივერსიტეტის შენობის მოწესრიგებასა და სისუფთავის დაცვას;

ვ)ზედამხედველობს უნივერსიტეტის მომარაგებას საკანცელარიო დ სამეურნეო


საქონლით;

ზ) პერიოდულად ატარებს სწავლებებს სამსახურის პერსონალთან, რათა მათ კარგად


იცოდნენ ხანძარსაწინააღმდეგო წესები და მათი პრაქტიკული გამოყენება;

თ) ახორციელებს სამსახურის პერსონალის საქმიანობის მონიტორინგს;

ი)იხილავს და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის


სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების ვიზირებას;

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 6


კ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის
ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს;

ლ) უზრუნველყოფს სამსახურის ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენასა და სამსახურის


საქმიანობის რეპორტინგს;

მ) უნივერსიტეტში საგანგებო შტაბის შექმნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს მას;

ნ)ახორციელებს წინამდებარე დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი


აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და
დავალებებს, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 7. სამსახურის თანაშორმლები

7.1.სამსახურის მენეჯერი:

ა) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ბ)საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელს აწერს მომზადებულ


დოკუმენტაციას, იძლევა სათანადო დასკვნებს, შეისწავლის და წარმოადგენს
წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მასზე დაკისრებული
მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;

გ) მონაწილეობს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განმტკიცებაში;

დ)კოორდინაციას უწევს კომუნალური მომსახურების და გათბობის უზრუნველყოფას;

ე) ორგანიზებას უწევვს სასაწყობო მეურნეობის მოწესრიგებას, დამხმარე ნაგებობების


ეფექტურად გამოყენებას;

ვ) ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების


და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან
დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 7


7.2. უსაფრთხოების თანამშრომელი:

ა) უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას უნივერსიტეტში;

ბ) აკონტროლებს უცხო პირთა უნივერსიტეტში შესვლას მხოლოდ შესაბამისი


პროცედურის დაცვით;

გ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შიგნით უწესრიგობისა და ხმაურის აღკვეთას;

დ) ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის ქონების დაცვას და გაფრთხილებას;

ე)საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან კონფლიქტური სიტუაციების


შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღსაკვეთად, საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს
სათანადო სამსახურებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ვ)ზრუნავს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე;

ზ)ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ


სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ
დავალებებს.

7.3. სამედიცინო კაბინეტის ექიმი:

7.3.1.ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო დადგენილებებისა და ეთიკური ნორმების


გამყენებით უზრუნველყოფს უნვერსიტეტის სტუდენტთა და პერსონალთა
ჯამრთელობის დაცვას, შენარჩუნებას და აღდგენას.

7.3.2. სამედიცინო საქმინაობას უზრუნველყოფს მხოლოდ პაციენტის ინტერესების


შესაბამისად.

7.3.3. კომპეცენციის ფარგლებში უნივერსიტეტში ახორციელებს ეპიდემიოლოგიური


და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლს.

7.3.4.სამედიცინო ბრიგადის დახმარების გამოძახება საჭიროების შემთხვევაში

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 8


7.3.5. სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახავს ინფორმაციას
გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეაქვს შესაბამის
დოკუმენტაციაში.

7.3.6.საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იცავს პაციენტის


ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობას.

7.3.7.სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო რესურსის შესაძენად წერილობითი


მოთხოვნას წარდგენს სამსახურის უფროსის სახელზე.

7.3.8.ახორციელებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებთან


დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7.4. დამლაგებელი:

ა) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სისუფთავეს და


ჰიგიენული პირობების დაცვას;

ბ) ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ


სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ
დავალებებს.

მუხლი 8. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები.

8.1 საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით უნივერსიტეტის სამედიცინო


კაბინეტი სრულადაა აღჭურვილი ყველა სახის აუცილებელი სამედიცინო
აღჭურვილობით, მედიკამენტებითა და სამედიცინო სახარჯი მასალებით, რაც
უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დროულ/ გადაუდებელ და ხარისხიან
მიწოდებას.

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 9


8.2 უნივერიტეტში სამედიცინო კაბინეტის არსებობის შესახებ განთავსებულია
საინფორმაციო დაფებზე და შენობის ყველა სართულზე ევაკუაციის გეგმასთან ერთად
თვალსაჩინო ადგილას.

8.3 სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროების შემთხვევაში პაციენტი უნდა


დაუკავშირდეს უსაფრთხოების სამსახურს ან სამედიცინო კაბინეტის ექიმს.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 8.

1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით.

2.სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება


უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება 10

You might also like