You are on page 1of 9

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის

მაძიებლის თვითშეფასების ფორმა1

[უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება]

...

[დაწესებულების ლოგო]

1
შენიშვნა: დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ან ახორციელებს
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე ავსებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მაძიებლის თვითშეფასების ფორმას.
3.4 სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლები
ბოლო ავტორიზაციის პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე კვლევების
რაოდენობა
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რაოდენობა 5

კვლევით-სამეცნიერო საქმიანობაზე გამოყოფილი ბიუჯეტი 150000

საერთაშორისო სამეცნიერო საბიბლიოთეკო ბაზების გამოყენების მაჩვენებელი

1. კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა


უსდ სახისა და დარგ(ებ)ის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზრუნავს საკუთარი კვლევითი ფუნქციის
გაძლიერებაზე, უზრუნველყოფს კვლევების ხელშემწყობი პირობების შექმნასა და კვლევითი საქმიანობის
ხარისხის ამაღლებას.

1.1. კვლევითი საქმიანობა


 უსდ, სახისა და დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახორციელებს კვლევით/შემოქმედებით საქმიანობას;
სესილი
 სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის ეფექტურობის უზრუნველყოფა; ნინო
 უსდ-ს აქვს დარგის სპეციფიკის შესაბამისი სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის საჯარო,
გამჭირვალე და სამართლიანი პროცედურები. ნინო
აღწერა და შეფასება
1)დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის აკადემიურ
თანამდებობაზე მყოფი პროფესორი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, ასევე დოქტორის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, რომელსაც ფაკულტეტის სადისერ-
ტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელად მოიწ-
ვევს, სადისერტაციო თემის სპეციფიკიდან გამომდინარე. სამეცნიერო ხელმძღვნელს უნდა ჰქონდეს
დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის
გამოცდილება. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს
დოქტორანტის საკვალიფიკაციო კვლევის შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტის
სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს აცხადებს ხელმძღვანელობაზე, იგი ვალდებულია ამის შესახებ
სწავლების ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს. ასევე
დოქტორანტის დასაბუთებული მოთხოვნით, სემესტრის დაწყებამდე შეიძლება შეიცვალოს
სამეცნიერო ხელმძღვანელი. აგრეთვე, ხელმძღვანელის ასეთივე მოთხოვნით შეიძლება გაუქმდეს მისი
ვალდებულებებიც.სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლის შემთხვევებში ძველი და ახალი
ხელმძღვანელების თანხმობისას შეიძლება არ შეიცვალოს სადისერტაციო თემა. დოქტორანტის და
სამეცნიერო ხელმძღვანელის ერთობლივი დასაბუთებული მოთხოვნით სემესტრის დაწყებამდე
შეიძლება სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შეიცვალოს სადისერტაციო თემა. აღნიშნულ
შემთხვევებში, სადისერტაციო თემის იმავე სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შეცვლისას,
გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო. ხელმძღვანელი დოქტორანტურაში სწავლის
პერიოდში ხელს უწყობს და ეხმარება სტუდენტს სასწავლო თუ კვლევითი კომპონენტების
შესრულებაში, რაც, საბოლოო ჯამში განსაზღვრავს მათი მუშაობის ეფექტიანობას.
2)კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს დარგის სპეციფიკის შესაბამისი
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის საჯარო, გამჭირვალე და სამართლიანი
პროცედურები. დასრულებული დისერტაცია დაცვალდე გადის ორმაგ რეცენზირებას,
ექსპერტებისა(ერთი მოწვეული/გარე) და ოფიციალური რეცენზენტების (ერთი
მოწვეული/გარე) მიერ
ექსპერტების მიერ დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში ფაკულტეტის სადისერტაციო
საბჭო შექმნის დარგობრივ კომისიას და დანიშნავს სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი განხილვის
თარიღს.თუ ერთ-ერთი ექსპერტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, სადისერტაციო საბჭო
ნაშრომის შესაფასებლად გამოყოფს მესამე ექსპერტს. ორი უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში
დისერტაციას არ მიეცემა შემდგომი მსვლელობა და დაუბრუნდება დოქტორანტს გადასამუშავებლად.
ექსპერტების მიერ დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში ფაკულტეტის სადისერტაციო
საბჭო შექმნის დარგობრივ კომისიას და დანიშნავს სადისერტაციო ნაშრომის შუალედური
დაცვის/შეფასების თარიღს.
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი კომისიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი
განხილვის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
 სადისერტაციო თემის აქტუალობა
 სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერული სიახლე
 ნაშრომის სტრუქტურა, შინაარსობრივი მხარე, საკვლევი მასალის ფლობის ხარისხი
 კვლევის მეთოდოლოგია, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა და გამოყენების უნარი
 თანმიმდევრული მსჯელობის, არგუმენტირებისა და ციტირების უნარი
 პრობლემის ადეკვატური გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის უნარი
 პრობლემის ადეკვატური გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის უნარი
 ვიზუალური მასალის წარმოჩენა, საპრეზენტაციო უნარები.
დარგობრივი კომისის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის მიცემის შემთხვევაში, ნაშრომს მიეცემა
შემდგომი მსვლელობა.
დარგობრივი კომისიის მხრიდან უარყოფითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ნაშრომი უბრუნდება
დოქტორანტს შენიშვნებით. დოქტორანტს უფლება აქვს გადამუშავებული ნაშრომი წარადგინოს
შემდეგ სემესტრში დებულებით დადგენილ ვადაში.
შემფასებელმა (რეცენზენტმა) სადისერტაციო ნაშრომის შესახებ თავისი წერილობითი დასკვნა
(რეცენზია) სადისერტაციო საბჭოს უნდა წარუდგოს ნაშრომის გადაცემიდან არა უგვიანეს 30
კალენდარული დღისა.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე შემფასებლის (რეცენზენტის) მიერ რეცენზიის წარმოდგენა
ობიექტური გარემოებების გამო (უბედური შემთხვევა, ავადმყოფობა და სხვ.) შეუძლებელია,
სადისერტაციო საბჭო ნიშნავს მესამე შემფასებელს (რეცენზენტს).
შემფასებლის რეცენზიაში უნდა აისახოს:
ა. სადოქტორო თემის აქტუალურობა;
ბ. კვლევის მეცნიერული დონე;
გ. გამოყენებული მეთოდები (მეთოდოლოგია);
დ. მიღებული შედეგების სანდოობა;
ე. დისერტაციის გაფორმების ხარისხი და სხვ.
რეცენზია უნდა დადასტურდეს შემფასებლის (რეცენზენტის) ხელმოწერით, რომლის ნამდვილობა
უნდა იყოს დამსაქმებელი ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული.
5. შემფასებელი სადისერტაციო ნაშრომს აფასებს 100 ქულიანი სისტემით. შემფასებლის
(რეცენზენტის) მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:
 თემის აქტუალობა, პრობლემის იდენტიფიცირება და სტრატეგიის განსაზღვრა - 5 ქულა;
 საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, ინფორმაციისა და მისი წყაროების კრიტიკული შეფასება და
ინფორმაციის გამოყენების ეფექტიანობა, უცხოური კვლევების ჩართულობის ხარისხი - 5
ქულა;
 ინოვაციური აზროვნება - 5 ქულა;
 გამოყენებული კვლევის მეთოდების სისტემა, კვლევის მეთოდოლოგია - 5 ქულა;
 ჩატარებული კვლევის ხარისხი - 5 ქულა;
 დასკვნები და შედეგები, პრობლემის გადაჭრა - 5 ქულა;
 კვლევის შედეგების გამოყენების არეალი - 5 ქულა;
 ინფორმაციის სამართლებრივად და ეთიკურად გამოყენება, აკადემიური წერის კულტურა - 5
ქულა.
თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში (ორივე რეცენზენტის შემთხვევაში) აუცილებელია
დისერტანტმა მოაგროვოს 50%-ზე მეტი.
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისთვის გამოიყენება ხუთი დადებითი და ორი უარყოფითი
შეფასება. . სადისერტაციო ნაშრომის დადებითი შეფასება წარმოებს შემდეგი სისტემის მიხედვით:
 A - 91-100 - ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
 B - 81-90 - ძალიან კარგი (magna cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს
ყოველმხრივ აღემატება;
 C - 71-80 - კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
 D - 61-70 - საშუალო (bene) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ
აკმაყოფილებს;
 E - 51-60 - დამაკმაყოფილებელი (rite) - შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად წაყენებულ
მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.
სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითი შეფასება წარმოებს შემდეგი სისტემის მიხედვით:
 FX - 41-50 - არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს
მნიშვნელოვანი ხარვეზის გამო ვერ აკმაყოფილებს;
 F - 41 ქულაზე ნაკლები - სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) - შედეგი,
რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს საერთოდ არ აკმაყოფილებს.
 იმ შემთხვევაში, თუ ორიდან ერთი შემფასებელი (რეცენზეტი) უარყოფითად აფასებს
სადისერტაციო ნაშრომს, სადისერტაციო საბჭო ნაშრომის შესაფასებლად, 10 კალენდარული დღის
განმავლობაში, ნიშნავს მესამე შემფასებელს (რეცენზენტს). მესამე შემფასებელს (რეცენზენტს)
ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 30 კალენდარული დღე.
თუ მესამე შემფასებელი (რეცენზენტი) დადებითად აფასებს წარდგენილ სადისერტაციო ნაშრომს,
შემფასებელთა (რეცენზენტთა) შეფასების საფუძველზე განისაზღვრება საბოლოო ქულა - საშუალო
არითმეტიკული (მიღებული ქულების ჯამი გაყოფილი შემფასებელთა რაოდენობაზე).
იმ შემთხვევაში, თუ მესამე შემფასებელიც (რეცენზენტიც) უარყოფითად აფასებს წარდგენილ
სადისერტაციო ნაშრომს, დოქტორანტი დაცვაზე არ დაიშვება.
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების
(რეცენზენტების) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითად შეფასებისა და დოქტორანტის დაცვაზე დაუშვებლობის
შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს ეძლევა სადისერტაციო
ნაშრომზე დამატებითი მუშაობის უფლება. ამ შემთხვევაში დოქტორანტს, უნივერსიტეტში
დადგენილი წესის შესაბამისად, ეძლევა დამატებითი სემესტრ(ებ)ის აღების უფლება სტუდენტის
სტატუსის შენარჩუნებით.
სადისერტაციო საბჭოს სადისერტაციო ნაშრომი განმეორებით უნდა წარედგინოს მომდევნო ორი
წლის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს უარყოფითი შეფასების მიღებიდან ერთი წლის ვადაში. თუ
განმეორებით წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი მიიღებს უარყოფით შეფასებას, დოქტორანტს
უწყდება სტუდენტის სტატუსი.
დოქტორანტის მიერ ხელმეორედ წარდგენილი შესწორებული სადისერტაციო ნაშრომი გადაეცემათ
იმავე შემფასებლებს (რეცენზენტებს), ხოლო თუ ეს ობიექტური გარემოებების გამო (უბედური
შემთხვევა, ავადმყოფობა და სხვ.), შეუძლებელია, სადისერტაციო საბჭო ნიშნავს ახალ შემფასებლებს
(რეცენზენტებს).
ხელმეორედ წარდგენილი შესწორებული სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითი შეფასების
შემთხვევაში სადისერტაციო ნაშრომი დაცვაზე არ მიიღება.
დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი სადისერტაციო ნაშრომის ერთი პირი და
რეცენზენტების წერილობითი დასკვნები შესანახად გადაეცემა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს
არქივს.
დოქტორანტს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით მოხსნას განხილვიდან თავისი ნაშრომი
ნებისმიერ ეტაპზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისერტაციის წარდგენა შეიძლება შემდეგ სასწავლო
წელს.
სადისერტაციო კოლეგია იქმნება ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული სადისერტაციო ნაშრომის
დაცვისათვის.
სადისერტაციო კოლეგია უნდა შედგებოდეს სადისერტაციო თემის შესაბამისი მეცნიერების 5 ან 7
წევრისაგან (მათ შორის მინიმუმ 1 (5 კაციანი კოლეგიის შემთხვევაში) და 2 (7 კაციანი კოლეგიის
შემთხვევაში) უნდა იყოს გარედან მოწვეული / გარე წევრი, რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
სადისერტაციო კოლეგიაში ხმის უფლების მქონე წევრი შეიძლება იყოს როგორც უნივერსიტეტის
პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
სამეცნიერო ხარისხის მქონე სხვა პირი.
კოლეგიაში მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ დოქტორანტის სამეცნიერო
ხელმძღვანელი და შემფასებლები (რეცენზენტები).(მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება)
ერთი და იგივე პირი არ შეიძლება მონაწილებდეს ორზე მეტ დაცვაზე ერთი კვირის განმავლობაში.
სადისერტაციო კოლეგიას ხელმძღვანელობს მისი წევრებიდან შერჩეული, სადისერტაციო საბჭოს
მიერ დამტკიცებული თავმჯდომარე, რომელიც არის უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო
პროფესორი. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ან მისი
დისერტაციის შემფასებელი (რეცენზენტი).
სადისერტაციო კოლეგია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციასთან დაკავშირებით შემოსულ
წერილობით გამოხმაურებებს.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა წარმოებს სადისერტაციო კოლეგიის სხდომაზე საჯაროდ.
დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის და -
შვებული.
სადისერტაციო კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე კოლეგიის
წევრთა 3/4 და მეტი.
თუ დაცვას საპატიო მიზეზით არ ესწრება ერთ-ერთი შემფასებელი (რეცენზენტი), ამ შემთხვევაში
რეცენზია მთლიანად უნდა წაიკითხონ დაცვის მსვლელობისას.
დაცვას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი. თუ იგი საპატიო მიზეზით არ
ესწრება კოლეგიის სხდომას, კოლეგიას უგზავნის შესაბამის მოხსენებით ბარათს და დოქტორანტის
პიროვნულ დახასიათებას.
თუ დოქტორანტი დოკუმენტურად დასაბუთებული საპატიო მიზეზით ვერ გავიდა დისერტაციის
დაცვაზე, ან სადისერტაციო კოლეგიის კვორუმი არ შედგა, ან დაცვა არ შედგა დოქტორანტისაგან
დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო, სადისერტაციო საბჭოს მიერ დაინიშნება დამატებითი დაცვა
იმავე სემესტრში.
სადისერტაციო კოლეგიის ერთ სხდომაზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ერთი სადისერტაციო
ნაშრომის დაცვა.
კოლეგიის სხდომაზე სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე აცხადებს დისერტანტის ვინაობას და
დისერტაციის თემას ექსპერტებისა და რეცენზენტების ვინაობას. კოლეგიას აცნობს დოქტორანტის
მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, დისერტაციის დაცვის პროცედურას და დოქტორანტის მოკლე
ბიოგრაფიულ ცნობებს.
დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო კამათს,
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებას და სადისერტაციო ნაშრომის შეფასების გამოცხადებას. დაცვის
პროცესის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაცია გულისხმობს დოქტორანტის მოხსენებას – თემის
წარმოდგენას, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. კოლეგიის
თავმჯდომარის წინადადებით დოქტორანტი კოლეგიას მოახსენებს თავისი ნაშრომის ძირითად
დებულებებს და მიღებულ შედეგებს, მკაფიოდ აყალიბებს მეცნიერულ სიახლეს.
ნაშრომის პრეზენტაციისას დისერტანტმა უნდა გამოიყენოს თვალსაჩინო მასალა: მაგალითად,
სლაიდები, პლაკატები, ვიდეო-კინო გასაშვები ტექნიკა და ა.შ.
ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ იმართება სამეცნიერო კამათი. დოქტორანტი უპასუხებს დამსწრეთა
მიერ დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც კოლეგიის თავმჯდომარე კოლეგიას გააცნობს დისერტაციის
წინასწარი განხილვის შედეგებს. იწყება რეცენზენტების პაექრობა დოქტორანტთან, რის შემდეგაც
სიტყვა ეძლევა თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს (თანახელმძღვანელებს) დოქტორანტის
დახასიათებისათვის. იმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კოლეგიის
წევრებს, ისე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებს.
სამეცნიერო კამათის დასრულების შემდეგ კოლეგიის თავმჯდომარის წინადადებით დოქტორანტს
ეძლევა დასკვნითი სიტყვა, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
დოქტორანტის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად სადისერტაციო
კოლეგიის ხმის მიცემის მქონე წევრები გადაწყვეტილებას იღებენ დახურულ დასკვნით სხდომაზე
ფარული კენჭისყრით.
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებას ახორციელებენ სადისერტაციო კოლეგიის წევრები.
სადისერტაციო კოლეგიის თითოეული წევრი სადისერტაციო ნაშრომს აფასებს 100 ქულიანი
სისტემით შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. სადისერტაციო
კოლეგიის წევრთა შეფასების საფუძველზე განისაზღვრება საბოლოო ქულა - საშუალო
არითმეტიკული (მიღებული ქულების ჯამი გაყოფილი შემფასებელთა რაოდენობაზე).
სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისთვის გამოიყენება ხუთი დადებითი და ორი უარყოფითი
შეფასება.
სადისერტაციო ნაშრომის დადებითი შეფასება (P – დაიცვა) წარმოებს შემდეგი სისტემის მიხედვით:
 ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91; და მეტი;
 ძალან კარგი – (magna cum laude) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ
აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90;
 კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური
შეფასების 71-80;
 საშულო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს –
მაქსიმალური შეფასების 61- 70;
 დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ
მოთხოვნებს მაინც აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60.
დისერტანტს დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ერთჯერადად მიენიჭება კვლევითი
კომპონენტისათვის გათვალისწინებული 120 კრედიტი.
სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითი შეფასება (F – ვერ დაიცვა) წარმოებს შემდეგი სისტემის
მიხედვით:
 არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნე-
ლოვანი ხარვეზების გამო ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50;
 სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს
სრულიად ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები.
სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის არადამაკმაყოფილებელად (insufficienter)
შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს ეძლევა გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის
უფლება. ამ მიზნით, მას უფლება აქვს შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში
სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს განცხადება ნაშრომის გადამუშავებისა და დისერტაციის
განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ.
სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის არადამაკმაყოფილებელად (insufficienter)
შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს, უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად, ეძლევა
დამატებითი სემესტრ(ებ)ის აღების უფლება სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. სადისერტაციო
ნაშრომი განმეორებით შეიძლება დაცული იქნას მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის სრულიად არადამაკმაყოფილებლად (sub
omni canone) შეფასების შემთხვევაში, დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის
წარდგენის უფლებას.
კოლეგიის წევრთა მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

1. თემის აქტუალობა, პრობლემის იდენტიფიცირება და სტრატეგიის განსაზღვრა - 5 ქულა;


2. საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, ინფორმაციისა და მისი წყაროების კრიტიკული შეფასება და
ინფორმაციის გამოყენების ეფექტიანობა - 5 ქულა;
3. უცხოური კვლევების ჩართულობის ხარისხი - 5 ქულა;
4. ინოვაციური აზროვნება - 5 ქულა;
5. გამოყენებული კვლევის მეთოდების სისტემა, კვლევის მეთოდოლოგია - 5 ქულა;
6. ჩატარებული კვლევის ხარისხი - 5 ქულა;
7. დასკვნები და შედეგები, პრობლემის გადაჭრა - 5 ქულა;
8. კვლევის შედეგების გამოყენების არეალი - 5 ქულა;
9. ინფორმაციის სამართლებრივად და ეთიკურად გამოყენება - 5 ქულა;
10. აკადემიური წერის კულტურა - 5 ქულა;
11. პრეზენტაციის ორგანიზება, მასალის მიწოდების უნარი - 5 ქულა;
12. სამეცნიერო კამათი - 5 ქულა;

თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში აუცილებელია დისერტამტმა გადალახოს 50-%.


სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის დადებითად შეფასების (P – დაიცვა)
შემთხვევაში, სადისერტაციო კოლეგიის წევრები განსაზღვრავენ სადისერტაციო ნაშრომის საბოლოო
შეფასებას. საბოლოო შეფასებაში შემფასებელთა (რეცენზენტთა) შეფასების ხვედრითი წილი 40
პროცენტის, ხოლო სადისერტაციო კოლეგიის შეფასების ხვედრითი წილი 60 პროცენტის ტოლია.
სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე სხდომის დასრულებისთანავე საჯაროდ აცხადებს
კოლეგიის საბოლოო გადაწყვეტილებას. დოქტორანტს უფლება აქვს გაეცნოს სადისერტაციო
კოლეგიის შეფასებას.
დისერტაციის დაცვაზე, მის მსვლელობასა და მის საბოლოო შედეგებზე სადისერტაციო საბჭოს
მდივანი ადგენს დისერტაციის დაცვის ოქმს, რაზედაც ხელს აწერს კოლეგიის ყველა წევრი.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში დოქტორანტურის
კოორდინატორი დისერტაციის ერთ ეგზემპლარს გადასცემს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხოლო ერთ
ეგზემპლარს - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
დისერტაციის დაცვის მსვლელობის ვიდეო გადაღება უნდა უზრუნველყოს დისერტანტმა.
ზემოთ აღწერილი პროცედურები განსაზღვრავს საკვალიფიკაციო ნაშრომის შეფასებისა და
დაცვის საჯარობასა და გამჭვირვალობას.
ღწერეთ, გააანალიზეთ და შეაფასეთ უსდ-ს მიერ გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა სტანდარტის
მოცემული კომპონენტის მოთხოვნებთან მიმართებით.
მტკიცებულებები/ინდიკატორები
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის
დებულება(მუხლები:21,22,23, 26, 28, 29, 30 31. 32. 33, 34), ასევე გზამკვლევი დოქტორანტებისთვის(თან ერთვის)
აღწერეთ კომპონენტის შესაბამისი მტკიცებულებები/ინდიკატორები, შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა
შესაბამისი მტკიცებულების მითითებით.

სესილი შორენა
1.2. კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია
 უსდ-ს გააჩნია კვლევის, განვითარებისა და სახელოვნებო-შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის
ეფექტური სისტემა;
 ახალი კადრების მოზიდვა და ჩართვა კვლევით/სახელოვნებო საქმიანობაში;
 უსდ ზრუნავს კვლევითი/განვითარების/ შემოქმედებითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაზე.
აღწერა და შეფასება
აღწერეთ, გააანალიზეთ და შეაფასეთ უსდ-ს მიერ გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა სტანდარტის
მოცემული კომპონენტის მოთხოვნებთან მიმართებით.

მტკიცებულებები/ინდიკატორები
აღწერეთ კომპონენტის შესაბამისი მტკიცებულებები/ინდიკატორები, შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა
შესაბამისი მტკიცებულების მითითებით.

1.3. კვლევითი საქმიანობის შეფასება


 უსდ-ს გააჩნია კვლევითი/შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა და
აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასებისა და ანალიზის სისტემა.
აღწერა და შეფასება
აღწერეთ, გააანალიზეთ და შეაფასეთ უსდ-ს მიერ გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა სტანდარტის
მოცემული კომპონენტის მოთხოვნებთან მიმართებით.

მტკიცებულებები/ინდიკატორები
აღწერეთ კომპონენტის შესაბამისი მტკიცებულებები/ინდიკატორები, შესაბამისი დოკუმენტების ან სხვა
შესაბამისი მტკიცებულების მითითებით.

ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები


გთხოვთ, წარმოადგინოთ უსდ-ს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები, მოცემული სტანდარტის
კომპონენტების მოთხოვნების შესაბამისად

ძლიერი მხარეები
1)კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემუშავებული სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის
დებულების მიხედვით დოქტორანტს ეძლევა თავისუფლება ხელმძღვანელის არჩევის პროცესში,
ხელმძღვანელიც დამოუკიდებლად იღებს დოქტორანტის აყვანის გადაწყვეტილებას, შესაბამისად,
თანამშრომლობისთვის ორმხრივი მზაობა განსაზღვრავს ურთიერთობის ეფექტიანობას.
2)სადისერტაციო ნაშრომების შეფასებისა და დაცვისთვის შემუშავებულია რიგი პროცედურები, რაც
განსაზღვრავს გამჭვირვალობასა და სამართლიანობას: ორმაგი რეცენზირება(ექსპერტები, რეცენზენტები)ორმაგი
დაცვა(აპრობაცია, საბოლოო დაცვა), რეცენზენტებისა და კოლეგიის წევრების საბოლოო შეფასება.
გასაუმჯობესებელი მხარეები
სადოქტორო პროგრამების კიდევ უფრო დახვეწისთვის კარგი იქნებოდა პროგრამებში ჩართულიყვნენ
უცხოელი თანახელმძღვანელები, უცხოელი რეცენზენტები და ექსპერტები, კოლეგიის წევრები, რაც მეტ
ინტერნაციონალიზაციას შესძენდა პროცესს.
დოქტორანტების სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს მათი კვლევების
გამოქვეყნებას უფრო მეტ მაღალრეიტინგიან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა

☒ინფორმაცია უსდ-ის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის


სამეცნიერო/შემოქმედებითი/საშემრსულებლო საქმიანობის შესახებ;შორენა
☐ თანამშრომლობის მემორანდუმ(ებ)ი ეკონომიკურ აგენტებთან და მათთან თანამშრომლობით დაგეგმილი,
მიმდინარე და განხორციელებული კვლევითი პროექტები; სესილი

☒ უნივერსიტეტის, როგორც ფუნდამენტური და/ან გამოყენებითი


კვლევების/შემოქმედებითი/საშემსრულებლო საქმიანობის ინსტიტუციის განვითარების სტრატეგია; სესილი
და შორენა
☒მიმდინარე და/ან დაგეგმილი სამეცნიერო-კვლევითი/შემოქმედებითი საქმიანობის პროექტების მოკლე
აღწერები (დეპარტამენტების/ფაკულტეტების მიხედვით); სესილი

☐სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის ეფექტურობის შესახებ და


შედეგების გამოყენების ანგარიში ნინო
☐ ბოლო 5 წლის განმავლობაში დაცული სადოქტორო და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაცული სამაგისტრო
ნაშრომების ჩამონათვალი ფაკულტეტების მიხედვით. ნინო
☒ უნივერსიტეტის შემთხვევაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში დაცული სადოქტორო ნაშრომების
აბსტრაქტები, სასწავლო უნივერსიტეტის შემთხვევაში ბოლო 2 წლის განმავლობაში დაცული სამაგისტრო
ნაშრომების აბსტრაქტები. ნინო
☒ სადოქტორო ნაშრომების შეფასებისა და დაცვის მარეგულირებელი წესი; ნინო
☐ კვლევების დაფინანსების საჯარო, გამჭირვალე და სამართლიანი პროცედურები; შორენა
☐ კვლევებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდამჭერი მექანიზმები; სესილი
☐ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით/სახელოვნებო-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდა კადრების
მოზიდვისა და ჩართვის სტრატეგია;შორენა

☐ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები მათი კვლევით/სახელოვნებო საქმიანობაში ჩართვისა და შესაბამისი


ინიციატივების მხარდაჭერის შესახებშორენა და მზიკო

☐ერთობლივი კვლევითი/სახელოვნებო/შემოქმედებითი აქტივობები და თანამშრომლობა საერთაშორისო


პარტნიორებთან; სესილი
☒ კვლევის/შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის შეფასების მექანიზმი და შეფასების შედეგები;შორენა

☒ პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სისტემა;შორენა

☒ განხორციელებული კვლევების შესახებ ანგარიში ფაკულტეტების/დეპარტამენტების მიხედვით


(აკადემიური პერსონალის აფილირების გათვალისწინებით);შორენა და სესილი

You might also like