You are on page 1of 36

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო


კომპონენტების სტანდარტი

1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს დისერტაციისა და კოლოკვიუმის, როგორც სამეცნიერო-


კვლევითი კომპონენტების კრედიტის ოდენობას, მიზნებს, შედეგებს, შეფასების სისტემას.
2. საგანმანათლებლო პროგრამის თანახმად, სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება
გათვალისწინებულია მეორე აკადემიური წლიდან.
3. ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში, ცალკეული აკადემიური კომპონენტის განხორციელება
დასაშვებია პირველი აკადემიური წლის შემდეგაც, სამეცნიერო კომპონენტის პარალელურად,
კრედიტების დაგროვებასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და წინაპირობების გათვალისწი-
ნებით.
4. დოქტორანტი სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების განხორციელების პერიოდს და მოცულობს
განსაზღვროს ინდივიდუალური გეგმით, მეორე აკადემიური წლიდან, საკუთარი შესაძლებლობის
ფარგლებში, წინაპირობების გათვალისწინებით.

2. დისერტაცია, როგორც სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი

1. სადოქტორო დისერტაცია, როგორც სადოქტორო აკადემიური პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი


კომპონენტი, ასახავს დოქტორანტის მიერ ჩატარებული ორიგინალური კვლევის შედეგებს,
რომლითაც ვლინდება ავტორის განახლებული ცოდნის დიაპაზონი და მეცნიერული კვლევის
უნარი. დისერტაცია უნდა შეიცავდეს მეცნიერულად არგუმენტირებული თეორიული ან/და
ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს – მიგნებებს/მეცნიერულ სიახლეს, რომელიც საფუძველს
იძლევა ახალი ცოდნის გენერირებისა და დარგის/ქვედარგის შემდგომი განვითარებისათვის
თეორიული ან/და პრაქტიკული მიმართულებით.
2. დისერტაციას აქვს თავისი სტრუქტურა (იხ. დანართი 1).
3. დისერტაციაზე მუშაობა იწყება მეორე აკადემიური წლიდან _ სასწავლო კომპონენტების
დასრულების შემდეგ.
4. დოქტორანტი მეცნიერ-ხელმძღვანელთან მუშაობს ინდივიდუალურად, არანაკლებ თვეში
ერთხელ, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში.
5. კვლევის ნებისმიერ ეტაპზე, დოქტორანტს შეუძლია მოითხოვოს სამეცნიერო მივლინება, რის
შესახებაც ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს არა უგვიანეს 3 თვით ადრე.

3. დისერტაციის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის მიზნები

სადისერტაციო ნაშრომის მიზანია დოქტორანტმა:


1. წარმოაჩინოს ცოდნის ხარისხობრივი ფარგლები, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებისა
და ახალი ცოდნის გენერირების უნარი, სფეროს პერსპექტივის ხედვა თეორიული და
პრაქტიკული მიმართულებით.
2. გამოკვეთოს მისი, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერის პროფილი, როგორც სადისერტაციო
ნაშრომის საფუძველზე, ისე მეცნიერ-ექსპერტებთან აქტიური დისკუსიის/კომუნიკაციის
პროცესში.

4. დისერტაციის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება
სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში დოქტორანტი:
 გამოავლენს ფართო დიაპაზონის ცოდნას, რომელიც განპირობებულია მეცნიერების
კლასიკურ/ფუნდამენტურ და თანამედროვე კვლევით მიღწევებზე დაფუძნებული ცოდნის
სინთეზითა და სისტემური/კრიტიკული გააზრებით.
 წარმოაჩენს სფეროს ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალი მეცნიერული მიმდინარეობების,
თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებისა და კონცეფციების ცოდნას სადისერტაციო
ნაშრომში დასმული კვლევითი პრობლემის/პრობლემების გადაწყვეტასთან მიმართებით.

1
 წარმოადგენს ქართველ და უცხოელ ავტორთა მოსაზრებების მრავალფეროვან სპექტრს, რითაც
კვლევის ფართო თეორიულ კონტექსტს ჩამოაყალიბებს.

უნარი
სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში დოქტორანტი:
 ჩამოაყალიბებს ჰიპოთეზას, მისი დასაბუთებისთვის კრიტიკულად გაანალიზებს და შეაფასებს
სადისერტაციო თემის/პრობლემის მეცნიერულ/თეორიულ კონტექსტს, მათ შორის,
წინააღმდეგობრივ იდეებს, შეძლებს, ამ ანალიზის საფუძველზე, არგუმენტირებული დასკვნებისა
და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას სფეროს თეორიული ან/და პრაქტიკული მიმართულებით
განვითარებისათვის.
 წარმოაჩენს სადისერტაციო თემის მეცნიერულ ან/და პრაქტიკულ მნიშნვნელობას, მის
აქტუალობას; გამოავლენს სადისერტაციო ნაშრომში დასმული პრობლემის/პრობლემების
გადაწყვეტისთვის კვლევითი სტრატეგიის გააზრების - მიზნებისა და ამოცანების ზუსტად
განსაზღვრის უნარს.
 შეიმუშავებს ახალი ცოდნის გენერირებაზე ორიენტირებულ კვლევის მეთოდოლოგიურ აპარატს -
კვლევის რელევანტურ მეთოდებს კვლევის მიზნებსა და ჰიპოთეზასთან მიმართებით;
კრიტიკულად გაანალიზებს კვლევის შედეგებს და წარმოაჩენს ახალ მეცნიერულ მიგნებებს,
რომელიც დასმული ჰიპოთეზის გადასაწყვეტად ეფექტურ ალგორითმს/სისტემას/მეთოდოლოგიას
ქმნის - განსაზღვრავს მეცნიერული ან/და პრაქტიკული პრობლემის/პრობლემების გადაჭრის
გზებს.
 განსაზღვრავს შერჩეული კვლევის მეთოდების ეფექტიანობის ხარისხს - წარმოაჩენს კვლევის
პროცესში წარმოშობილი სირთულეების, გაუთვალისწინებელი ფაქტორებისა და შეზღუდვების,
კვლევის შედეგებზე მათი გავლენის ანალიზისა და შეფასების უნარს.
 შეძლებს კვლევის შედეგებისა და ანალიტიკური მასალის გაფილტვრას, მის სტრუქტურირებას
სადისერტაციო ნაშრომის ფორმატით - სამეცნიერო სტილის, ფორმალური სტანდარტისა და
აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
 სადისერტაციო ნაშრომს წარადგენს საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის წინაშე და შეძლებს
საკუთარი იდეების, მიდგომების, მეცნიერული სიახლის დაცვას გასაგები სამეცნიერო ენით;
საატესტაციო კომიტეტის წევრებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის საკუთარი სამეცნიერო-
ინფორმაციული რესურსისა და კვლევითი უნარის დემონსტრირებას, რომელიც ეფუძნება ახალი
და არსებული ცოდნის სინთეზს.
 აკადემიური ეთიკის დაცვით შეძლებს საატესტაციო კომიტეტის წევრებთან მეცნიერულ
დისკუსიაში ჩაბმას, სამეცნიერო სფეროში დამკვიდრებული თეორიებისა და დოქტრინების
განვითარებას, საკუთარი დებულებების დამაჯერებლად დაცვას, შენიშვნებსა და დასმულ
კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემას.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში დოქტორანტი:


 აკადემიური/პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაყრდნობით წარმოაჩენს
მზაობას საკუთარ კვლევის შედეგებსა და უახლეს მეცნიერულ მიღწევებზე დაფუძნებული ცოდნა
მიუსადაგოს სფეროს პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკას და შეიმუშაოს რეკომენდაციები
სისტემის მოდერნიზებისა და პრაქტიკული საკითხების/პრობლემების ოპტიმალური
გადაწყვეტისათვის.

 მშობლიური და ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის გამოყენებით შეძლებს დისერტაციის


საკვანძო საკითხების მკაფიოდ ფორმულირებას, კვლევის შედეგად გაკეთებული
აღმოჩენების/მიგნებების ოპტიმიზირებას სამეცნიერო რეზიუმეს ფორმატით და აკადემიური
ეთიკის დაცვით, მის წარდგენას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადობისთვის და დისკუსიის
წარმართვას თემის აქტუალური საკითხების გარშემო.

2
5. დისერტაციისთვის განკუთვნილი დატვირთვა

 დისერტაციაზე მუშაობისთვის გათვალისწინებულია II-III აკადემიური წელი (III-VI სემესტრები),


წელიწადში 38 კვირა.
 დისერტაცია, როგორც საგანმანათლებლო კომპონენტი, მოიცავს 120 კრედიტს.

6. დისერტაციის შეფასება

1. დისერტაციის შეფასებისთვის გამოიყენება მხოლოდ დასკვნითი შეფასების ფორმა, რომელიც


ხორციელდება საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრების მიერ,
შემდეგი სისტემით (ქულები მითითებულია შეფასების კრიტერიუმებით მაქსიმალურად ზუსტი
ოპერირებისათვის):
a. ფრიადი (summa cum laude), 91-100 ქულა _ შესანიშნავი ნაშრომი.
b. ძალიან კარგი (magna cum laude), 81-90 ქულა _ შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს
ყოველმხრივ აღემატება.
გ. კარგი (cum laude), 71-80 ქულა _ შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება.
დ. საშუალო (bene), 61-70 ქულა _ საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად
მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
e. დამაკმაყოფილებელი (rite), 51-60 ქულა _ შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად,
წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.
ვ. არადამაკმაყოფილებელი (insufficient), 41-50 ქულა _ არადამაკმაყოფილებელი დონის
ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული
მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო.
z. სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone), 0-40 ქულა _ შედეგი, რომელიც
წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
2. მე-2 პუნქტის “ა” – “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში,
დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
3. მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში,
დოქტორანტს ეძლევა ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის
წარდგენის უფლება.
4. მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში,
დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.
5. იმ შემთხვევაში, თუ სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითი შეფასება პლაგიატით ან მონაცემთა
გაყალბებით არის განპირობებული, საკითხს იხილავს სადისერტაციო საბჭო (განხილვის წესი
გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის
დებულების მე-26 მუხლით).
6. დისერტაციის შეფასების გაანგარიშება:
a. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის წევრების მიერ წარმოდგენილი შეფასებით
მიღებული ქულები ჯამდება და იყოფა კომიტეტის წევრების რაოდენობაზე. მიღებული
ქულა ჩაითვლება დოქტორანტის შეფასებად;
b. ქულათა შეჯამებას ახორციელებს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი.
7. დისერტაციაზე მუშაობის პროცესი ექვემდებარება სემესტრულ მონიტორინგს საუნივერსიტეტო
სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების მე-20 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით
გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
8. იმ შემთხვევაში, თუ სადისერტაციო საბჭოს ბიუროს მიერ სტუდენტის სასწავლო და სამეცნიერო-
კვლევითი მუშაობა, სამჯერ აღინიშნება, როგორც არასაკმარისი - ძალაში შედის საუნივერსიტეტო
სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი.
9. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმები (იხ. დანართი 2.).

7. დისერტაციის დაცვის წინა პირობები

დისერტაციის დაცვაზე დაშვებისათვის საჭიროა შემდეგი წინა პირობების არსებობა:


1. დოქტორანტს გახორციელებული უნდა ჰქონდეს სასწავლო კომპონენტით გათვალისწინებული
აქტივობები, შესაბამისი კრედიტების მინიჭებით.

3
2. შესაბამისი კომისიის მიერ საკმარისად უნდა აღინიშნოს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი
მუშაობა, რომელიც გათვალისწინებულია კოლოკვიუმის ფარგლებში.
3. უნდა არსებობდეს:
ა) დოქტორანტის განცხადება დისერტაციის დაცვაზე დაშვების შესახებ მეცნიერ-
ხელმძღვანელის თანხმობასთან ერთად (დანართი 3);
ბ) ექსპერტული დასკვნა ნაშრომის შესაბამისობის შესახებ სადოქტორო დისერტაცისათვის წაყე-
ნებულ მოთხოვნებთან (დანართ 4);
გ) სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორის დასკვნა ფორმალურ
სტანდარტებთან ნაშრომის შესაბამისობის შესახებ (დანართი 5);
დ) დარგის სპეციალისტის ექსპერტული დასკვნა ენობრივ-სტილურ მოთხოვნებთან ნაშრომის
შესაბამისობის შესახებ (დანართი 6).
4. დოქტორანტს გამოქვეყნებულ უნდა ჰქონდეს:
a) ერთი სტატია რეფერირებად გამოცემაში (ქართულ ენაზე).
b) ერთი სამეცნიერო მოხსენება/თეზისი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის კრებულში ან
ელექტრონულ მატარებელზე, პირადი მონაწილეობის დადასტურებით (უცხოურ ენაზე).
გ) ერთი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში (უცხოურ ენაზე).
გ1) პოპულარული სტატია ელექტრონულ ან მატერიალურ მატარებელზე, ან ბლოგი (2-3 ბლოგი);
ან უნდა ჰქონდეს გამოსვლა ელექტრონული მედიით საზოგადოებისათვის აქტუალურ
საკითხებზე, ან ჩატარებული ჰქონდეს პოპულარული ლექციების ციკლი, რომელიც
ემსახურება საზოგადოების ცოდნის გაფართოებას, ან საზოგადოების გარკვეული
ჯგუფისთვის ორგანიზება გაუწიოს/წაიყვანოს პროფესიული განვითარების/გადამზადების
ტრენინგები (ბრძანება#01-05/034. 05.06.2018).
დ) განხორციელებული უნდა ჰქონდეს არჩევითი მოდულის სასწავლო და სამეცნიერო
კომპონენტებით გათვალისწინებული თითო აქტივობა, თითოეული ამ კომპონენტის
ფარგლებში (ბრძანება#01-05/034. 05.06.2018).
ე) განხორციელებული უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული
ყველა სასწავლო და სამეცნიერო აქტივობა (ბრძანება#01-05/034. 05.06.2018).
5. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნაშრომები წარდგენილ უნდა იქნას ასლის სახით, რომლის
ნამდვილობას, დედანთან შედარების შემდეგ ადასტურებს უფლებამოსილი პირი, ხოლო
განხორციელებული აქტივობა დადასტურებულ უნდა იქნას ოფიციალური დოკუმენტით იმ
ორგანიზაციის მიერ, სადაც შედგა კონკრეტული აქტივობა (ბრძანება#01-05/034. 05.06.2018).

8. დისერტაციის წარდგენის პროცედურა

1. სადისერტაციო ნაშრომის დასრულების შემდეგ, დოქტორანტი განცხადების სპეციალურ ფორმას,


დისერტაციის დაცვაზე დაშვების შესახებ, მეცნიერ-ხელმძღვანელის თანხმობასთან ერთად,
წარადგენს უნივერსიტეტის კანცელარიაში. განცხადებას თან უნდა ახლდეს სადისერტაციო
ნაშრომის ერთი მარტივად აკინძული ეგზემპლარი (CD ვერსიასთან ერთად) და რეზიუმე
(ნაშრომის შემოკლებული ვერსია) ქართულ და ერთ-ერთ ევროპულ სამეცნიერო ენაზე,
მთლიანად, 60 გვერდამდე, A5 ფორმატით, CD ვერსიასთან ერთად;
2. კანცელარია, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს გადასცემს უფლებამოსილ
პირს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ნაშრომის მსვლელობის პროცედურულ
უზრუნველყოფაზე.
3. უფლებამოსილი პირი, სადისერტაციო ნაშრომს და რეზიუმეს, 4 დღის ვადაში გადასცემს
პროგრამის ხელმძღვანელს, რომელიც, არა უგვიანეს 30 დღისა, უზრუნველყოფს ექსპერტული
დასკვნის მომზადებას, ნაშრომის შესაბამისობის შესახებ, დისერტაციისათვის წაყენებულ
მოთხოვნებთან (ექსპერტს არჩევს პროგრამის ხელმძღვანელი) (ბრძანება#01-05/011. 08.02.2018).
31. იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნაშრომის მიმართ არსებობს შენიშვნები
ან/და საჭიროებს გადამუშავებას, ძალაში შედის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა და
დოქტორანტურის დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი (ბრძანება#01-05/011. 08.02.2018).
4. კორექტირებული დისერტაცია და გაფართოებული რეზიუმე ბარდება კანცელარიას შემდგომი
მსვლელობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლით.

4
5. კანცელარიიდან მიღებული დისერტაციის კორექტირების ხარისხს, საექსპერტო შენიშვნებთან
მიმართებით, ამოწმებს უფლებამოსილი პირი, პროგრამის ხელმძღვანელის მონაწილეობით.
6. დადგენილ მოთხოვნებთან, დისერტაციის, სრული შესაბამისობის შემთხვევაში (წინააღმდეგ
შემთხვევაში ნაშრომი უბრუნდება დოქტორანტს), უფლებამოსილი პირი, პროგრამის კომიტეტის
ხელმძღვანელთან ერთად, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს ბრძანების პროექტს
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის შემადგენლობისა და დისერტაციის თარიღის დამტკიცების
შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კომიტეტის წევრობის კანდიდატთა C.V.,
განხორციელებული კვლევითი მიმართულებების ჩვენებით;
7. დისერტაციის დაცვის თარიღი, დისერტანტის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრება
შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან, არა უადრეს 34 დღისა, რაც აუცილებელია პროცედურული
საკითხების (არანაკლებ 4 დღე) განსახორციელებლად და სადისერტაციო-საექსპერტო კომიტეტის
წევრების მიერ ნაშრომის გასაცნობად (არანაკლებ 30 დღე);
8. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, უფლებამოსილი
პირი, არა უგვიანეს, ოთხი სამუშაო დღის ვადაში, დისერტაციის ერთ ეგზემპლარს და სამ
რეზიუმეს, ელექტრონულ მატარებელთან ერთად, გადასცემს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას;
დისერტაციის ელექტრონულ ვერსიას გაუგზავნის საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის წევრებს,
(მოთხოვნის შემთხვევაში მატერიალური მატარებლის ფორმატით), ხოლო რეზიუმეს განათავსებს
უნივერსიტეტის ვებ გვერდზე;
9. დოქტორანტურაში სწავლის ვადის ამოწურვის შემდეგ დოქტორანტმა, პირადი ინიციატივით ან
მეცნიერ-ხელმძღვანელის, ან პროგრამის ხელმძღვანელის რჩევით შეიძლება მოითხოვოს
დამატებითი დრო ნაშრომზე სამუშაოდ. ამ შემთხვევაში, დოქტორანტს სტატუსი ავტომატურად
უგრძელდება უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საუნივერსიტეტო
სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ნორმის
გათვალისწინებით.

9. კოლოკვიუმი

1. კოლოკვიუმი სადოქტორო პროგრამის სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტია,


რომელიც გულისხმობს, დოქტორანტის მიერ მომზადებული (მეცნიერ-ხელმძღვანელთან
კონსულტაციით) ინტერდისციპლინური ან მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის წარდგენა-განხილვას აკადემიური/სამეცნიერო ჯგუფის წინაშე.
2. კოლოკვიუმის საერთო მიზანია დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და
პროფესიული კომუნიკაციის უნარების განვითარება/დემონსტრირება; ცოდნის საზღვრების
გაფართოება ინტერდისციპლინურ ან მულტიდისციპლინურ კონტექსტში; საკუთარი კვლევის
შედეგების სტრუქტურირების უნარის განვითარება მიზნობრივი სამეცნიერო ფორმატით.
3. დოქტორანტი ვალდებულია გაიაროს ორი კოლოკვიუმი: კოლოკვიუმი-1, კოლოკვიუმი-2 .
4. არ დაიშვება კოლოკვიუმის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო სტატიისა და მოხსენების
გამოქვეყნება ჟურნალში/სამეცნიერო ფორუმზე.
5. ნაშრომები განიხილება დეკანის მიერ შექმნილი კომისიის ღია სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან
სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
6. კომისია შედგება არანაკლებ სამი კვალიფიციური წევრისაგან, რომელთაგან ერთი კომისიის
თავმჯდომარეა.
7. კომისიამ, ხმათა უმრავლესობით, შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:
ა. აღინიშნოს დოქტორანტის საკმარისი მუშაობა კოლოკვიუმი I/II-ის ფარგლებში;
ან
ა. მიეცეს დოქტორანტს რეკომენდაცია, შენიშვნების/რჩევვების გათვალისწინებით, ხელმეორედ
წარმოადგინოს ნაშრომი კოლოკვიუმი I/II-ის ფარგლებში.
8. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი კოლოკვიუმის გავლამდე დამოუკიდებლად გამოაქვეყნებს
სტატიას უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ გამოცემაში ან წარადგენს მოხსენებას საერთაშორისო
ფორუმზე, ეს სტატია/მოხსენება შეიძლება ჩაითვალოს კოლოკვიუმის ფარგლებში
განხორციელებულ აქტივობად (დოქტორანტის თხოვნით), მაგრამ, არ ჩაითვლება დისერტაციის
დაცვაზე დაშვების წინაპირობად დამოუკიდებელი კომპონენტის ფორმატით.

5
10. კოლოკვიუმი I

1. კოლოკვიუმი I არის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი და


მოიცავს 9.5 სასწავლო კვირას.
2. აღნიშნული კომპონენტის მიზანია დოქტორანტმა:
a. კრიტიკულად/სისტემურად გაიაზროს კვლევის ინტერდისციპლინური ან
მულტიდისციპლინური კონტექსტი.
b. განავითაროს დამოუკიდებელი კვლევის განხორციელების უნარი
გ. განავითაროს, კვლევის შედეგების კომპაქტურად, სამეცნიერო სტატიის ფორმატით,
სტრუქტურირების უნარი (დანართი 7).
3. დოქტორანტი შეძლებს:
a. ანალიტიკური/სამეცნიერო კვლევის ადეკვატური მეთოდების შერჩევას, მისი
რელევანტურობის განსაზღვრას და შესაბამისი კვლევის ჩატარებას ინტერდისციპლინურ ან
მულტიდისციპლინურ კონტექსტში.
ბ. კვლევის შედეგების ასახვას სამეცნიერო სტატიის ფორმატით (12-25 გვ.), რომელიც
დააკმაყოფილებს საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემის სტანდარტებს.
გ. აკადემიური/სამეცნიერო ჯგუფის წინაშე კვლევის შედეგების დაცვას, დისკუსიაში
მონაწილეობას, არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით ოპერირებას.

11. კოლოკვიუმი II

1. კოლოკვიუმი II არის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი და


მოიცავს 9.5 სასწავლო კვირას.
2. აღნიშნული კომპონენტის მიზანია დოქტორანტმა:
a. სისტემურად და კრიტიკულად გაიაზროს სფეროს პრობლემატიკა ინტერდისციპლინურ ან
მულტიდისციპლინურ კონტექსტში.
b. სრულყოს დამოუკიდებელი კვლევის განხორციელების უნარი.
g. განავითაროს კვლევის შედეგების სტრუქტურირების უნარი სამეცნიერო მოხსენების
ფორმატით, ერთ-ერთ ევროპულ სამეცნიერო ენაზე (დანართი 8).
3. დოქტორანტი შეძლებს:
ა. სამეცნიერო კვლევის ჩატარებას და საკუთარი მეცნიერული თვალსაზრისის წარმოჩენას
ინტერდისციპლინურ ან მულტიდისციპლინურ კონტექსტში, სამეცნიერო მოხსენების
ფორმატით (12-25 გვ.), ერთ-ერთ ევროპულ სამეცნიერო ენაზე.
დ. სამეცნიერო ნაშრომის წარდგენას აკადემიური/სამეცნიერო ჯგუფის წინაშე, დისკუსიაში
მონაწილეობის მიღებას, მეცნიერული მსჯელობას სფეროს აქტუალურ საკითხებზე
ინტერდისციპლინურ ან მულტიდისციპლინურ კონტექსტში, ერთ-ერთ ევროპულ
სამეცნიერო ენაზე .

12. გარდამავალი დებულებები

1. სამეცნიერო კომპონენტები, რომლებიც განხორციელებულია და მინიჭებული აქვთ კრედიტი ამ


დებულების ძალაში შესვლამდე, ჩაითვალოს დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობად.
2. კოლოკვიუმის ფარგლებში მომზადებული სტატია/მოხსენება, რომელიც უკვეა წარდგენილი
შესაბამის გამოცემაში/ფორუმზე, გამოქვეყნების შემთხვევაში, ჩაითვალოს შესრულებულ
აქტივობად.
3. სტუდენტებს, რომლებსაც უკვე აქვთ წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი, დისერტაციის
დაცვაზე დაიშვებიან ამ დებულების ამოქმედებამდე დადგენილი წინაპირობების
გათვალისწინებით.
4. დოქტორანტებს, რომლებსაც კოლოკვიუმისთვის უკვე აქვთ წარდგენილი ნაშრომი, არ
მოეთხოვებათ ამ სტანდარტის მე-10-მე-11 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების
დაკმაყოფილება.

6
14. დასკვნითი დებულება

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2016 წელს დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო


კომპონენტის სტანდარტი.
2. წინამდებარე სტანდარტის ახალი რედაქცია ძალაში შევიდეს 2019 წლის სექტემბრიდან.

7
დანართი 1

sadisertacio naSromis struqtura

სადისერტაციო ნაშრომი, პირობითად, სამი ნაწილისგან შედგება:

a) ფორმალური ნაწილი
b) ძირითადი / არსებითი ნაწილი
გ) დამატება

თითოეული ნაწილი შედგება თავებისა და ქვეთავებისაგან.

I. ფორმალური ნაწილი

 თავფურცელი _ სადისერტაციო ნაშრომის პირველი გვერდი, რომელზეც განთავსებულია თემის


სათაური, ავტორისა და მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი და გვარი (დანართი 1/1).
 განაცხადი ეთიკის თაობაზე _ ავტორის მიერ დეკლარირება იმისა, რომ ნაშრომი არ არის
პლაგიატი და დაცულია კვლევის ეთიკა _ არ არის შელახული კვლევის
სუბიექტების/რესპოდენტების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში): კონფედენციალობა,
კორექტულობა და მისთ. განაცხადის ტექსტი შეიძლება შემდეგი შინაარსის იყოს:

განაცხადი ეთიკის დაცვის შესახებ


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წინამდებარე დისერტაცია (დაიწერება სათაური)
ორიგინალურია. ნაშრომში არ არის გამოყენებული სხვა ავტორთა ისეთი მეცნიერული
თვალსაზრისი, დებულება, თეორია თუ კვლევის შედეგი, რომელიც მითითებულია არ არის
დადგენილი წესით, ხოლო კვლევის მეთოდების გამოყენების დროს სრულად არის დაცული
ეთიკის ნორმები.

ტექსტის შემდეგ, ორი ინტერვალის გამოტოვებით, გვერდის მარცხენა მხარეს იბეჭდება ავტორის
სახელი, გვარი, მის გასწვრივ პირადი ხელმოწერა. განაცხადისთვის გამოიყოფა ცალკე ფურცელი.

 აბსტრაქტი _ ნაშრომის მოკლე შინაარსი, რომელიც 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:


ა) შესავალი (კონტექსტი, თემის აქტუალობა/მნიშვნელობა კვლევის მიზანი)
ბ) მეთოდოლოგია
გ) კვლევის შედეგები, მეცნიერული სიახლე და მნიშვნელობა

აბსტრაქტის ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ცალ-ცალკე,


არანაკლებ 150 და არა უმეტეს 350 სიტყვით. ტექსტში არ უნდა იქნას გამოყენებული ციტატები,
ცხრილები და მისთ. აბსტრაქტი თავსდება ცალკე ფურცელზე.

 მადლიერება (ნებაყოფლობითია) _ ავტორს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს


იმ პირების მიმართ, რომლებმაც გარკვეული დახმარება გაუწიეს ნაშრომის მომზადებაში _
მეცნიერ-ხელმძღვანელი, კონსულტანტი, კვლევის პროცესის მონაწილენი, ადმინისტრაცია,
ორგანიზაციები, რომლებმაც ინფორმაციული მხარდაჭერა აღმოუჩინეს და სხვა.

 მიძღვნა (ნებაყოფლობითია) ნაშრომი შეიძლება მიეძღვნას ნებისმიერ მოვლენას, პირს, პირთა


ჯგუფს, ვისაც ავტორი მოზანშეწონილად ჩათვლის.

 სარჩევი _ თანმიმდევრობით მიეთითება ნაშრომის ყველა თავი, ქვეთავი, ბიბლიოგრაფია,


დანართი და სხვა. იხ. დანართი 1/2.

 საილუსტრაციო მასალა - წარმოადგენს ცხრილებს, გრაფიკებს, ფოტოებს და სხვ. განსაკუთრებით


მნიშვნელოვანი მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას ძირითად ტექსტში (მაგრამ არა დიდი
მოცულობის) თუ ის ორგანულად ერწყმის მის შინაარსობრივ სტრუქტურას ან/და აუცილებელია
კონკრეტული არგუმენტებისათვის.

8
თითოეული ილუსტრაცია დასათაურებული და დანომრილი უნდა იყოს, ხოლო ძიების
გაადვილების მიზნით, ცალკე სარჩევი უძღვოდეს წინ. იხ. მაგალითი:
საილუსტრაციო მასალა
გრაფიკები
1. გრაფიკის სათაური ---------------------------------------------------------------------- V
2. გრაფიკის სათაური ----------------------------------------------------------- VII

ანალოგიურად გაგარძელდება ცხრილების, ფოტოების და სხვა მასალის განთავსება.

 პირობითი აღნიშვნები, შემოკლებები _ ნაშრომში შეიძლება გამოყენებულ იქნას პირობითი


ნიშნები ან სიტყვათა შემოკლებები, ან აღნიშვნები სიტყვათა ასოითი სიმბოლოებით, რაც
აუცილებლად უნდა გაიშიფროს.

 განმარტებები _ ამ ნაწილში შეიძლება მოცემულ იქნას განმარტებები ავტორის მიერ


შემოთავაზებული სიტყვების/კომპოზიტების ან სიტყვების, რომელშიც დისერტანტი
განსხვავებულ შინაარსს გულისხმობს.

ფორმალური ნაწილის გვერდები, გარდა თავფურცელისა, ინომრება რომაული ციფრებით და იწყება


II-ით.

II. ძირითადი / არსებითი ნაწილი

1. შესავალი _ დისერტაციის საპასუხისმგებლო ნაწილია. აქ უნდა გამოიკვეთოს საკვლევი


პრობლემატიკა, დასაბუთებულ იქნას მისი კვლევის აუცილებლობა/მნიშვნელობა
მეცნიერულ/ისტორიულ/სოციალურ/პოლიტიკურ/ეკონომიკურ (და მისთ.) კონტექსტში,
შესაბამისად, უნდა განისაზღვროს კვლევის მიზანი და ამოცანები, ჩამოყალიბდეს ჰიპოთეზა
(მეცნიერული ვარაუდი, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას), ანუ უნდა გამოიკვეთოს შემდეგი
კომპონენტები:
- საკვლევი პრობლემატიკა და მისი კვლევის აქტუალობა/მნიშვნელობა (თეორიული ან/და
პრაქტიკული)
- კვლევის მიზანი და ამოცანები
- ჰიპოთეზა

2. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის თეორიული კონტექსტი (დოქტორანტის


სურვილით შეიძლება დაემატოს პრაქტიკული კონტექსტი) _ ეს თავი ითვალისწინებს ფონური
ცოდნის დემონსტრირებას ანუ საკვლევი პრობლემატიკის თეორიული/პრაქტიკული
კონტექსტის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებული
ნაშრომების (შესაძლებელია, აგრეთვე, ნორმატიული დოკუმენტების) ან/და არსებული
პრაქტიკის მიმოხილვას და არა კრიტიკულ ანალიზს/შეფასებას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატით (მიუხედავად მისი აღწერითი ხასიათისა) გამოიკვეთოს


საკვლევი თემის მიმართება თეორიულ/პრაქტიკულ კონტექსთან, სამეცნიერო ლიტერატურაში
აღიარებულ თუ სადაო იდეებსა და შეხედულებებთან, ჩატარებულ ანალოგიურ კვლევებთან
და ა.შ.

3. მეთოდოლოგია და კვლევის აღწერა _ ამ თავში დეტალურად უნდა აღიწეროს გამოყენებელი


კვლევის სახეები. საჭიროა არა ზოგადად კვლევის მეთოდების დახასიათება, არამედ შერჩეული
კვლევის მეთოდების განმარტება, რელევანტურობის დასაბუთება, პროცედურის დეტალიზაცია.
უნდა აიხსნას რამდენად სანდოა გამოყენებული მეთოდები _ რამდენად პასუხობენ ისინი
დასმულ მიზნებს, ამოცანებს, ჰიპოთეზას.

ჩატარებული კვლევა დეტალურად უნდა იქნას აღწერილი. Eეს თავი შეიძლება დაიყოს
ქვეთავებად, მაგ.: თუ აღნიშნული თავი რიგით მეორეა დაიწერება - 2.1 ანკეტური გამოკითხვა;
2.2. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და სხვ. ამ ქვეთავებში მოცემული უნდა იყოს
შესაბამისი მეთოდების განმარტება, მათი რელევანტურობის, საჭიროების დასაბუთება, უნდა
განისაზღვროს კვლევის დიზაინის პრინციპები და აღიწეროს ამ ფარგლებში განხორციელებული

9
კვლევის პროცედურა - რა კონკრეტულ მიზანს ისახავდა და რა პერიოდში/რა პერიოდულობით
ჩატარდა კვლევა, ანკეტირების რომელი სახე იქნა გამოყენებული, რატომ, რომელი სამიზნე
ჯგუფები გამოიკითხა, რატომ, რამდენი რესპოდენტი გამოიკითხა, აქედან რამდენი ქალი,
მამაკაცი, ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების მითითებით (ასეთი გრადაციის/შეზღუდვების
შემთხვევაში), რამდენი და როგორი ტიპის კითხვები იქნა დასმული (ღია, დახურული,
კომპლექსური), რამდენად არის დაზღვეული კითხვარი „სოციალური სასურველობის“ ეფექტისა
და ცრუ პასუხებისაგან, რა მექანიზმს შეიცავს ეთიკის ნორმების დაცვისათვის, რა
ადმინისტრაციული პრობლემები იქნა გადაჭრილი კვლევის პროცესში (დრო, აღჭურვილობა,
პერსონალი...), რა შეზღუდვებს შეიცავს კვლევა და ა. შ.

ისტორიული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს რომელი ისტორიული


მეთოდი (შედარებითი, რეკონსტრუქციული, აღწერითი, ტიპოლოგიური და ა.შ.) იქნა
გამოყენებული, გამოიკვეთოს კვლევის მიზანი, საჭიროება; დასაბუთდეს მისი რელევნტურობა,
აღიწეროს კვლევის პროცედურა (რამდენი და რა სახის წყარო იქნა გამოყენებული, საიდან
იქნა მოპოვებული, რა სახისა და |შინაარსის ინფორმაცია იქნა აღმოჩენილი, რომელიც
მნიშვნელოვანია დისერტაციისთვის, რას აძლევს მკვლევარს ისტორიული მეთოდის გამოყენება
და ა. შ.).

ანალოგიურად უნდა აღიწეროს ყველა მეთოდი, რომლითაც ჩატარდა კვლევა.

4. კვლევის შედეგები _ უნდა ეყრდნობოდეს კვლევის აღწერითი ნაწილს. შედეგები კრიტიკული


განხილვის გარეშე უნდა იქნას დამუშავებული და წარმოდგენილი. თუ კვლევის აღწერით
ნაწილში მხოლოდ პროცედურაა ნაჩვენები, ამ შემთხვევაში, უნდა ჩამოყალიბდეს შედეგები.
მაგალითად, ანკეტური კვლევის შემთხვევაში: შეიძლება დაჯგუფდეს გამოკითხვის შედეგად
მიღებული პასუხები იმ ნიშნით, რომლითაც დისერტანტი ჩათვლის საჭიროდ, გამოიკვეთოს
ტენდენცია, მაგრამ არ გაანალიზდეს კრიტიკულად, არ მიეცეს შეფასება; შეიძლება შედგეს
გრაფიკები, ცხრილები და სხვ. მაგალითად, ტექსტი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: მცირე
მეწარმეთა 50% თვლის, რომ.....15%-ის აზრით... ამასთან, მეწარმეთა 50 პროცენტზე მეტი არსებულ
რესურსებს მიზნობრივად ვერ იყენებს, რაც გამოიხატება იმით, რომ..... ახალგაზრდა მეწარმეთა
დამოკიდებულება (20-დან 25 წლამდე ასაკის მეწარმეები) საბანკო რესურსებისადმი
ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია - გამოკითხულთა 99% მიიჩნევს, რომ ეს რესურსები......... და ა.შ.

შედეგები უნდა აღიწეროს რეალურად, სასურველი გადახრებისა და მონაცემების ჩანაცვლების


გარეშე, იმ შეზღუდევების გათვალისწინებით/ჩვენებით, რომელსაც ითვალისწინებდა კვლევის
დიზაინი.

ეს თავი შეიძლება გაერთიანდეს წინასთან და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: “მეთოდოლოგია,


კვლევის აღწერა და შედეგები”.

5. განსჯა და მეცნიერული მიგნებები _ ეს ნაწილი წინა თავების ლოგიკური გაგრძელებაა, მაგრამ


თვისებრივად განსხვავებული. თუ მანამდე მასალა აღწერით ხასიათს ატარებდა, ამ
შემთხვევაში, ავტორმა კრიტიკულად უნდა გაანალიზოს და შეაფასოს, როგორც სამეცნიერო
ლიტერატურაში არსებული წინააღმდეგობრივი იდეები, მონაცემები, სადაო საკითხები, ისე
საკუთარი კვლევის შედეგები, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ამ კონტექსტში მან უნდა
წარმოაჩინოს საკუთარი მეცნიერული მიგნებები, განავითაროს ახალი იდეები, შეხედულებები,
მიდგომები, შექმნას ახალი სამეცნიერო ინსტრუმენტარიუმი კვლევითი პრობლემების
გადაწყვეტისათვის, აჩვენოს მისი უპირატესობა ანუ ჩამოაყალიბოს მეცნიერული სიახლე,
დაასაბუთოს მისი ეფექტურობა.

6. დასკვნა _ გულისხმობს სადისერტაციო ნაშრომის ლოგიკურ დასრულებას. ის კომპაქტურად,


რამდენიმე აბზაცით აჯამებს კვლევის შედეგებს, რაც არ გულისხმობს ამ შედეგების უბრალო
აღწერას. ამ ნაწილით უნდა გამოჩნდეს კვლევის მიზნების მიღწევის ხარისხი. შეიქმნას მკაფიო
წარმოდგენა ნაშრომის მეცნიერული არსის, მისი თეორიული და პრაქტიკული ღირებულების
შესახებ. შესაბამისად უნდა:

10
 მიეცეს მეცნიერული შეფასება საკვლევი პრობლემის თეორიულ და პრაქტიკულ
კონტექსტს.
 წარმოჩნდეს დასმული პრობლემის მეცნიერული არსი და ჩატარებული კვლევის
საჭიროება.
 განზოგადდეს ჩატარებული კვლევის შედეგები, გამოიკვეთოს მისი თეორიული და
პრაქტიკული ღირებულება კვლევის შემდგომი განვითარების პერსპექტივის ჩვენებით.
 შეფასდეს ჩატარებული კვლევის ორიგინალობის ხარისხი (ტარდება თუ არა ეს კვლევა
პირველად ან განსხვავებული მეთოდოლოგიით).
 არსებითად წარმოჩინდეს მეცნიერული სიახლე, შეფასდეს მისი ეფექტურობა და
მნიშვნელობა დარგის/მეცნიერების შემდგომი განვითარებისთვის.

მეცნიერულ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს:

 ახალი დარგობრივი/მეცნიერული მიმართულების ჩამოყალიბება ახალი თეორიული,


მეთოდოლოგიური და ღირებულებითი სისტემით.
 დასმული მეცნიერული პრობლემის გადაწყვეტისთვის ახალი მეთოდის/მეთოდების
შემუშავება.
 დასმული მეცნიერული პრობლემის გადაწყვეტისთვის ორიგინალური მოდელის,
ალგორითმის, მექანიზმის, პროექტის (და მისთ.) შემუშავება.
 ახალი შეხედულებების, წარმოდგენების ჩამოყალიბება გარე სამყაროსა და საზოგადოების
განვითარების შესახებ.
 არსებული ან ახალი იდეის პრაქტიკულად განხორციელებისთვის ორიგინალური
მექანიზმის/სისტემის შემუშავება.
 სერვისის/მართვის ახალი სისტემის შემუშავება.
 სოციალური, სამართლებრივი, ეკონომიკური (და მისთ.) სივრცის კვლევისთვის ახლებური
მიდგომების/მეთოდების გამოყენება.
 სხვადასხვა სახის პროცესის, მოვლენის განვითარების კანონზომიერების დადგენა.
 ახალი ტერმინების, კატეგორიების შემოტანა.
 ახალი კრიტერიუმების ჩამოყალიბება.
 დასმული მეცნიერული პრობლემის გადაწყვეტისთვის ახლებური მიდგომებისა და
მეთოდების შემუშავება/გამოყენება.
 არსებული სერვისის/მართვის სისტემის მოდერნიზება.
 არსებული იდეების/მიდგომების დაზუსტება, გაღრმავება, ახლებურად წარმოჩენა.
 არსებული ტერმინების/კატეგორიების/კრიტერიუმების ახლებური გაგება/ინტერპრეტაცია.

სიახლეები რანჟირებულია მეცნიერული მნიშვნელობის მიხედვით.

მეცნიერული სიახლის სტრუქტურებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი სიტყვები:


გამოვლენილია, აღმოჩენილია, დასაბუთებილია, ნაჩვენებია, მოცემულია, წარმოდგენილია,
გახსნილია, შემუშავებულია, შეთავაზებულია, კლასიფიცირებუ-ლია, სისტემატიზირებულია ან:
შემოგვაქვს, ვასაბუთებთ, ვუჩვენებთ, და მისთ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტექსტი
უნდა დაიწყოს პირველ ან მესამე პირში (და არა შერეულად).

7. რეკომენდაციები _ უნდა განისაზღვროს მეცნიერული სიახლის იმპლემენტაციის არეალი,


შეფასდეს მისი გამოყენების ეფექტურობა. ეს რუბრიკა შეიძლება გაერთიანდეს დასკვნასთან.

8. ბიბლიოგრაფია _ გამოყენებული ლიტერატურის/წყაროების აღწერა ანბანური თან-


მიმდევრობით _ ჯერ ქართულენოვანი გამოცემები, შემდეგ უცხოური.

III. დამატება

დანართები _ ნაშრომს შეიძლება ერთვოდეს კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტები


პროექტების, მოდელების, ნიმუშების სახით (კანონპროექტი, ბიზნესპრო-ექტი, კორპორაციის,
სახელმწიფოს მოწყობის მოდელი და სხვ.), რომლის განთავსება ნაშრომის ძირითად ტექსტში
დაარღვევდა მის სტრუქტურულ მთლიანობას ან შექმნიდა უხერხულობას ტექსტის აღქმის
თვალსაზრისით. დანართების ეს ნაწილი ჩაითვლება ნაშრომის გვერდების რაოდენობაში.

11
შენიშვნა: II ნაწილით აღწერილი პარამეტრების გათვალისწინება სადისერტაციო ნაშრომში
სავალდებულოა, მაგრამ საკუთრივ სტრუქტურას განსაზღვრავს დოქტორანტი გამომდინარე მისი
გემოვნების ან/და კვლევის სპეციფიკიდან. კომპოზიცია შეიძლება ჩამოყალიბდეს ზემოთ
წარმოდგენილი რუბრიკებით (შესაბამისი ქვეთავების მითითებით) ან ეს რუბრიკები განთავსდეს
იმ კომპოზიციის ფარგლებში, რომელსაც დოქტორანტი ჩამოაყალიბებს მისთვის მისაღები ნიშნით
(პრობლემატიკა, დასმული ამოცანები, საკვანძო საკითხები და სხვ.). ყოველ თავს შეიძლება
უძღვოდეს მოკლე ანოტაცია, გამოიკვეთოს ამ თავის მიზნები და ბოლოს ჩამოყალიბდეს დასკვნა.

იხ. ნიმუშები: დისერტაციის არსებითი ნაწილის სტრუქტურა - სარჩევი.

სამეცნიერო ნაშრომებისთვის უნივერსიტეტში დადგენილია ფორმალური სტანდარტები, რომლის დაცვა


სავალდებულოა (დანართი 1/3).

12
დანართი1/1

ეროვნული ბანკი - ამოცანები, ფუნქციები და ოპერაციები

დოქტორანტის სახელი, გვარი

სადისერტაციო ნაშრომი წარდგენილია ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური


ხარისხის მინიჭებისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მეცნიერ-ხელმძღვანელი: სახელი, გვარი


ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი


თბილისი, 2018

13
დანართი 1/2

დისერტაციის არსებითი ნაწილის სტრუქტურა - I ვარიანტი

სარჩევი1

შესავალი 2
თავი I. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის
თეორიული/პრაქტიკული კონტექსტი 2 5
1.1. ქვესათაური 3 5
1.2. ქვესათაური 15
1.3. ქვესათაური 35
თავი II. მეთოდოლოგია, კვლევის აღწერა და შედეგები 46
2.1. ქვესათაური (მაგ.: ფოკუსჯგუფების კვლევა) 46
2.2. ქვესათაური (მაგ.: ანკეტური გამოკითხვა) 51
2.3. ქვესათაური (მაგ.: კვლევის შედეგები) 72
თავი III. განსჯა და მეცნიერული მიგნებები 80
3.1. ქვესათაური 80
3.2. ქვესათაური 105
3.3. ქვესათაური 155
დასკვნა 167
რეკომენდაციები 175
ბიბლიოგრაფია 185
დანართები 200
დანართი 1. სათაური 200
დანართი 2. სათაური 203
დანართი 3. სათაური 205

შენიშვნა:
1. ფორმალური ნაწილი (დისერტაციის I ნაწილი რომაული ნუმერაციით) სარჩევში არ მიეთითება.
2. ეს თავი შეიძლება დაიწეროს ქვეთავებად დაყოფის გარეშეც.
3. ქვეთავებად დაყოფის შემთხვევაში, ქვესათაურები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1.1. სამამულო სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
1.2. უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

ან
1.1. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
1.2. საკანონმდებლო (მარეგულირებელი) დოკუმენტების მიმოხილვა.

ან დაიყოს, ცალკეული საკითხის / პრობლემის ნიშნით. (სათაურები პირობითია) მაგ.:

1.1. სარჩელის, როგორც .......ტექსტის თავისებურებანი


1.2. შეგებებული სარჩელის მომზადების და წარდგენის ვადები

ამ ქვესათაურების ფარგლებში განიხილება ის ლიტერატურა, რომელიც ეხება ქვესათაურით


აღნიშნულ საკითხს / პრობლემას.

14
დისერტაციის არსებითი ნაწილის სტრუქტურა - II ვარიანტი
სარჩევი1

შესავალი 2
თავი I. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის
თეორიული/პრაქტიკული კონტექსტი 2 5
1.1. ქვესათაური 3 5
1.2. ქვესათაური 15
1.3. ქვესათაური 35
თავი II. მეთოდოლოგია და კვლევის აღწერა 46
2.1. ქვესათაური (მაგ.: ფოკუსჯგუფების კვლევა) 46
2.2. ქვესათაური (მაგ.: ანკეტური გამოკითხვა) 51
თავი III. კვლევის შედეგები 4 60
3.1. ქვესათაური (მაგ.: თვისებრივი კვლევის შედეგები) 60
3.2. ქვესათაური (მაგ.: რაოდენობრივი კვლევის შედეგები) 65
თავი IV. განსჯა და მეცნიერული მიგნებები 80
4.1. ქვესათაური 80
4.2. ქვესათაური 105
დასკვნა 167
რეკომენდაციები 175
ბიბლიოგრაფია 185
დანართები 200
დანართი 1. სათაური 200
დანართი 2. სათაური 203
დანართი 3. სათაური 205

შენიშვნა:
1. ფორმალური ნაწილი (დისერტაციის I ნაწილი) სარჩევში არ მიეთითება.
2. ეს თავი შეიძლება დაიწეროს ქვეთავებად დაყოფის გარეშეც.
3. ქვეთავებად დაყოფის შემთხვევაში, ქვესათაურები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1.1. სამამულო სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
1.2. უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

ან
1.1. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
1.2. საკანონმდებლო (მარეგულირებელი) დოკუმენტების მიმოხილვა.

ან დაიყოს ცალკეული საკითხის / პრობლემის ნიშნით. (სათაურები პირობითია) მაგ.:


1.1. სარჩელის, როგორც .......ტექსტის თავისებურებანი
1.2. შეგებებული სარჩელის მომზადების და წარდგენის ვადები და მისთ.

ამ ქვესათაურების ფარგლებში განიხილება ის ლიტერატურა, რომელიც ეხება ქვესათაურით


აღნიშნულ საკითხს

4. ამ სტრუქტურაში (I ვარიანტისგან განსხვავებით) კვლევის შედეგები მოცემულია ცალკე თავად,


რომელიც დაყოფილია ქვეთავებად.

15
დისერტაციის არსებითი ნაწილის სტრუქტურა - III ვარიანტი
სარჩევი1
შესავალი 2
კარი I. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის
თეორიული/პრაქტიკული კონტექსტი 5
თავი I. სათაური (შეიძლება დაიყოს ქვეთავებად) 2 5
თავი II. სათაური (შეიძლება დაიყოს ქვეთავებად) 15
თავი III. სათაური (შეიძლება დაიყოს ქვეთავებად) 35
კარი II. მეთოდოლოგია, კვლევის აღწერა და შედეგები 46
თავი IV. სათაური მაგ.: რაოდენობრივი კვლევა 46
4.1. ქვესათაური მაგ.: ანკეტირება 46
4.2. ქვესათაური მაგ.: ინტერვიუ 51
თავი V. სათაური (მაგ.: კვლევის შედეგები) 59
კარი III. განსჯა და მეცნიერული მიგნებები 70
თავი VI. სათაური 70
6.1. ქვესათაური 70
6.2. ქვესათაური 85
თავი VII. სათაური 110
7.1. ქვესათაური 110
7.2. ქვესათაური 125
დასკვნა 167
რეკომენდაციები 175
ბიბლიოგრაფია 185
დანართები 200
დანართი 1. სათაური 200
დანართი 2. სათაური 203
შენიშვნა:
1. ფორმალური ნაწილი (დისერტაციის I ნაწილი რომაული ნუმერაციით) სარჩევში არ მიეთითება.
2. ეს თავები შეიძლება დაიწეროს ქვეთავებად დაყოფის გარეშეც. ამ შემთხვევაში თავების სათაური
შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
თავი I სამამულო სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
თავი II უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
ან
თავი I სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.
თავი II საკანონმდებლო (მარეგულირებელი) დოკუმენტების მიმოხილვა.

ეს თავები შეიძლება დაიყოს, ქვეთავებად ცალკეული საკითხის / პრობლემის ნიშნით.


(სათაურები პირობითია) მაგ.:
1.1. სარჩელის, როგორც .......ტექსტის თავისებურებანი
1.2. შეგებებული სარჩელის მომზადების და წარდგენის ვადები და მისთ.
ამ ქვესათაურების ფარგლებში განიხილება ის ლიტერატურა, რომელიც ეხება ქვესათაურით
აღნიშნულ საკითხებს
ან
საკუთრივ თავები შეიძლება დასათაურდეს ცალკეული საკითხის/პრობლემის ნიშნით ქვესათაურების
გარეშე ან დაიყოს, ასევე, ქვესათაურებად, (სათაურები პირობითია) მაგ.:

თავი I სარჩელის სახეები.


თავი II შეგებებული სარჩელის პრობლემა სასამართლო პრაქტიკაში

16
დანართი 1/3

ფორმალური მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის მიმართ

ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფორმალურ მოთხოვნებს:


a) ნაშრომის მოცულობა არ უნდა იყოს A4 ზომის 200 გვერდზე ნაკლები (დისერტაციის
შემთხვევაში), შრიფტი – Sylfaen, ტექსტის შრიფტის ზომა - 11, სათაურებისა და
ქვესათაურების ზომა - 14-12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5, გვერდის ველები ზედა და
ქვედა კიდიდან - 2sm, მარცხენა კიდიდან - 3sm, მარჯვენა კიდიდან - 1,5sm.

ბ) ნაშრომის თავფურცელის შრიფტი - Sylfaen; ნაშრომის დასახელების შრიფტის ზომა - 16; ტექსტის
შრიფტის ზომა - 11; სტუდენტის სახელი-გვარის შრიფტის ზომა - 11 Bold; მეცნიერ-ხელმძღვანელის
სახელი, გვარი – 11 Bold; სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.5; ნაშრომის სათაურის დაშორება ზედა
ველიდან - 2 ინტერვალი, სათაურიდან ავტორის სახელ-გვარამდე - 5 ინტერვალი, ამ
უკანასკნელიდან ტექსტამდე - 5 ინტერვალი, ტექსტიდან თარიღამდე - 2 ინტერვალი, თარიღიდან -
მეცნიერ-ხელმძღვანელის მონაცემამდე - 5 ინტერვალი, მეცნიერ-ხელმძღვანელის მონაცემიდან
უნივერსიტეტის დასახელებამდე - 13-15 ინტერვალი. გვერდის ველები ზედა და ქვედა კიდიდან -
2სმ, მარცხენა კიდიდან - 3სმ, მარჯვენა კიდიდან - 1,5სმ. (ნიმუში თან ერთვის).

გ) აბზაცები ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.

დ) ბიბლიოგრაფია წარმოდგენილ უნდა იქნას ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით. ჯერ


გამოცემები ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ – უცხოურ ენებზე. ნუსხაში უნდა მიეთითოს:

წიგნის ან მონოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში:


_ ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
_ გამოცემის წელი
_ სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
_ გამოცემის ადგილი
_ გამომცემლობა

მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორია. თბილისი: განათლება.

პერიოდული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში


_ ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
_ წელი
_ ნაშრომის სახელწოდება
_ სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
_ ტომის ნომერი
_ გამოცემის ნომერი
_ გვერდები, რომელზეც განთავსებულია ნაშრომი

მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, 15 (21), 12-15.


შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, იანვარი, 12-15.

ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში:


_ მასალის ავტორი
_ ვებ-გვერდის ავტორი
_ მასალის დასახელება ლინკის მინიშნებით
_ ვებ-გვერდის მისამართი
_ მასალის მოძიების თარიღი

მაგ.: ბრაუნი ტ. ბრიტანეთის სამართლის საფუძვლები. ზოგადი განათლება. www . .


(15.02.2005).

17
ელექტრონული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში:
_ სტატიის ავტორი (გვარი, ინიციალები)
_ წელი
_ სტატიის დასახელება
_ ელექტრონული გამოცემის დასახელება (დახრილი შრიფტი)
_ გამოცემის ნომერი
_ თავი, პარაგრაფი (იწერება ფრჩხილებში)
_ ვებ-გვერდის მისამართი
_ მასალის მოძიების თარიღი

მაგ.: კოილი მ. 2003. თავისუფლების აქტის . . . . ევროპის ფორუმი 3 (5). www . . .


(15.06.2003).

სახელისუფლებო დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში:


_ ქვეყნის დასახელება
_ უწყების დასახელება, რომელსაც ეკუთვნის დოკუმენტი
_ წელი იმ გამოცემისა, სადაც მოძიებულ იქნა მითითებული დოკუმენტი
_ დოკუმენტის სახე (ბრძანება, კანონი...)
_ დოკუმენტის დასახელება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრისა და წლის მინიშნებით
_ ადგილი იმ გამოცემისა, რომელშიც მოძიებულია მითითებული დოკუმენტი
_ გამოცემის დასახელება, რომელშიც მოძიებული იქნა მითითებული დოკუმენტი

მაგ.: საქართველო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2005. მინისტრის ბრძანება:


... ცვლილებების შესახებ . . . (639, 5.09.2005). თბილისი: საკანონმდებლო მაცნე #115.

ე) ტექსტში, გამოყენებული ლიტერატურა, უნდა მიენიშნოს შემდეგნაირად: ციტატის ბოლოს


იხსნება ფრჩხილი, სადაც იწერება დასახელებული ლიტერატურის რიგითი ნომერი
თანდართული ნუსხის მიხედვით და გამოიყოფა მძიმით. შემდეგ კი მიეთითება გვერდები,
საიდანაც აღებულია ციტატა ან თეზისი. მაგ.: (15, 150-161).

18
დანართი 2

grigol robaqiZis saxelobis universiteti


sadisertacio naSromis Sefaseba
saatestacio-saeqsperto komitetis wevris mier

დოქტორანტის სახელი, გვარი

სადისერტაციო ნაშრომის სათაური

სკოლა
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის
წევრის სახელი, გვარი

დისერტაციის დაცვის თარიღი

ინსტრუქცია შეფასებისათვის

შეფასების ფორმა იყოფა 7 კომპონენტად.

კომპონენტები დაყოფილია ბლოკებად, რომლებიც, თითოეული კომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრავენ ნაშრომის


კრიტერიუმებს. ყოველი კრიტერიუმისთვის გათვალიწინებულია ქულათა დიაპაზონი. იმ კრიტერიუმის გასწვრივ,
რომლითაც აფასებთ ნაშრომს, აირჩიეთ ქულა, დადგენილი დიაპაზონის ფარგლებში, და მიუთითეთ ცარიელ უჯრაში.
ყოველი კომპონენტის ბოლოს შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი, რომლითაც დაასაბუთებთ თქვენს მიერ
განსაზღვრულ ქულას.

კრიტერუმებში მუქი შრიტით გამოყოფილია სიტყვები, რომლებსაც შეფასებითი დატვირტთვა აქვთ და ამარტივებს
კრიტერიუმების განსხვავებელი შინაარსის აღქმას. მაგ.:
- მკაფიოდ იკვეთება გაფართოებული...
- იკვეთება გაფართოებული.....

ყურადსაღებია, რომ უმაღლესი ქულით შეფასება გულისხმობს ისეთ ნაშრომს, რომელიც განსაკუთრებული ნიშნით
გამოირჩევა. ამდენად, შესაბამისი ბლოკით გათვალისწინებული კრიტერიუმით შეფასების შემთხვევაში, საჭიროა
საგანგებო, დამაჯერებელი დასაბუთება იქვე, კომპონენტის მომდევნო ბლოკში („კომენტარი“) ან ბოლოს, „დასკვნითი
კომენტარის“ კომპონენტში.

შედეგები გამოითვლება დადგენილი ფორმულით, რომელსაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შესაბამისი


პერსონალი.

ბოლო კომპონენტი შემაჯამებელ დასკვნას გულისხმობს. ამ კომპონენტიის ფარგლებში შეგიძლიათ გააკეთოთ


აქცენტი ისეთ საკითხებზე, რომელიც განსაკუთრებულად მიგაჩნიათ.

19
I. ცოდნა

მკაფიოდ იკვეთება გაფართოებული თეორიული კონტექსტი, ვლინდება დარგის /


ქვედარგის / დარგთაშორისი ცოდნის ფართო დიაპაზონი - კონსერვაციული და
13-15
თანამედროვე მიღწევებზე დამყარებული ცოდნის ინტეგრირებისა და ორიგინალურად
გააზრების უნარი.

იკვეთება გაფართოებული თეორიული კონტექსტი, ვლინდება დარგის / ქვედარგის /


დარგთაშორისი სფეროს ადეკვატური ცოდნა, თუმცა შეიძლებოდა ამ ცოდნის
8-12
კონსერვაციულ და თანამედროვე პლასტებს შორის უფრო ოპტიმალური ბალანსის დაცვა
ან მათი უკეთ ინტეგრირება.

წარმოდგენილია გარკვეული თეორიული კონტექსტი, შეზღუდულად ვლინდება


3-7
დარგის / ქვედარგის / დარგთაშორისი სფეროს ცოდნა.

ნაშრომით არ ვლინდება ან თითქმის არ ვლინდება კვალიფიკაციის შესაბამისი


0-2
ცოდნა.

კომენტარი:

II. კვლევა და კვლევის შედეგები

შერჩეული კვლევის მეთოდები სრულ შესაბამისობაშია დასმული მიზნების


გადაწყვეტასთან, დამაჯერებლად არის დასაბუთებული მათი რელევანტურობა,
დეტალიზებულია პროცედურა. კვლევა ჩატარებულია ეთიკისა და შესაბამისი 18-20
მეთოდოლოგიის პრინციპების სრული დაცვით. წარმოდგენილია კვლევის შედეგების
ღრმა მეცნიერული ანალიზი და სინთეზი.
შერჩეული კვლევის მეთოდები შესაბამისობაშია დასმული მიზნების
გადაწყვეტასთან, დასაბუთებულია კვლევის მეთოდების რელევანტურობა და
სანდოობა, მაგრამ შეიძლება აკლდეს დამაჯერებლობა ან/და პროცედურის
12-17
დეტალიზება. კვლევა ჩატარებულია ეთიკისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის
პრინციპების დაცვით. ვლინდება კვლევის შედეგების ანალიზისა და სინთეზის
უნარი.
კვლევის შედეგების ანალიზი და სინთეზი მეტ სიღრმეს მოითხოვს ან/და შერჩეული
კვლევის მეთოდების მიმართება დასმულ მიზნებთან/ჰიპოთეზასთან
5-11
არარელევანტურია, ან რელევანტურობისა და სანდოობის დასაბუთებას აკლია
სიცხადე.

კვლევის შედეგების ანალიზი და სინთეზი ძალზე მწირია ან/და ანალიზი და


0-4
სინთეზი არ ხერხდება ან/და არ არის სათანადო კვლევა ჩატარებული.

კომენტარი:

20
III. მეცნიერული სიახლე

ორიგინალური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავტორი აყალიბებს ახალ


დარგობრივ/მეცნიერულ მიმართულებას, რომელიც შეიცავს თეორიულ/მეთოდოლო-
გიურ/ღირებულებით სისტემას და იძლევა გამოყენებითი კვლევების განხორციელების
ახალ იმპულსს ან/და შეიმუშავებს ახალ კონცეფციას/მეთოდოლოგიას/პრინციპებს,
რომელიც სტიმულს აძლევს დარგის შემდგომ თეორიულ/მეცნიერულ განვითარებას, 22-25
ან/და განხორციელებული კვლევის შედეგები ცვლის/გადააფასებს არსებულ მეცნიერულ
მიდგომას/თვალსაზრისს ცალკეული ფუნდამენტური პრობლემის/საკითხის მიმართ,
ქმნის პერსპექტივას დარგობრივი მეცნიერების განვითარებისათვის კონკრეტული
მიმართულებით.

ორიგინალური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავტორს შეაქვს ახალი ელემენტები


არსებულ თეორიულ/მეთოდოლოგიურ/ღირებულებით სისტემაში, რითაც იქმნება
გამოყენებითი კვლევების განხორციელების ახალი რეალობა და გარკვეული პერსპექტივა
დარგობრივი მეცნიერების განვითარებისათვის ცალკეული მიმართულებით ან/და 15-21
განსაზღვრავს პროცესის/მოვლენის განვითარების კანონზომიერებას, ან/და ადგენს ახალ
ფაქტორებს, რომელიც ცვლის/გადააფასებს არსებულ მეცნიერულ
მიდგომას/თვალსაზრისს კონკრეტული ფაქტის/მოვლენის მიმართ.

ნაშრომის მეცნიერული სიახლე შემოიფარგლება არსებული მეთოდოლოგიის,


სისტემის, ტერმინების, კატეგორიების, კრიტერიუმების (და მისთ.) ახლებური
გააზრებით და გამოყენებით ან კორექტირებით/ინტერპრეტაციით/დაზუსტებით ან/და
წარმოდგენილია ახალი ან ახლებურად გააზრებული ალგორითმი/მოდელი/მეთოდი
8-14
და მისთ., რომელიც ხელს უწყობს თეორიული ან/და პრაქტიკული
პრობლემის/ამოცანის გადაწყვეტას, ან/და შემუშავებულია პროექტი/პროექტები,
რომელიც ხელს უწყობს ლოკალური თეორიული ან/და პრაქტიკული პრობლემის
გადაწყვეტას

ნაშრომში საკვლევი პრობლემის გადაჭრის გზები არ არის გამოკვეთილი ან


0-7
მეცნიერულად დასაბუთებული, ან არ იკვეთება მეცნიერული სიახლე.

კომენტარი:

21
IV. მსჯელობა

მსჯელობა ნათელი და დამაჯერებელია (დაცულია შესაბამისი სამეცნიერო სტილი


და ეთიკური ნორმები). ნაშრომის ავტორი კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ წინააღმდეგობრივ იდეებს და, მათთან
13-15
მიმართებით, საკუთარ კვლევას, ძლიერი და სუსტი მხარეების ჩვენებით. ნათლად
წარმოაჩენს მეცნიერულ სიახლეს. არგუმენტირებულად ასაბუთებს კვლევის
შედეგების/მეცნიერული სიახლის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას.
მსჯელობა ლოგიკურია, დაცულია შესაბამისი სამეცნიერო სტილი და ეთიკური
ნორმები, წარმოჩენილია მეცნიერული სიახლე, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში
არსებული წინააღმდეგობრივი იდეების ან/და კვლევის პროცესის ანალიზსა და
შეფასებას აკლია კრიტიკულობა/სითამამე/გულახდილობა (სუსტი მხარის, ხარვეზის,
შეზღუდვის, კვლევის შედეგებზე მისი გავლენის აღნიშვნა და მისთ.) ან/და 8-12
ნაკლებად იკვეთება მიმოხილული მასალისა და კვლევის შედეგების
ურთიერთმიმართება. დასაბუთებულია კვლევის შედეგების/მეცნიერული სიახლის
თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, მაგრამ შეიძლებოდა მეტი სიცხადის შეტანა,
არგუმენტირება.
მსჯელობა ფრაგმენტულია/ზედაპირულია. მეტ-ნაკლებად არის დაცული შესაბამისი
სამეცნიერო სტილი ან/და ეთიკური ნორმები. სამეცნიერო ლიტერატურაში
არსებული წინააღმდეგობრივი იდეებისა ან/და საკუთარი კვლევის ანალიზსა და
შეფასებას აკლია სიცხადე და კრიტიკულობა ან/და თითქმის არ ვლინდება 3-7
ურთიერთმიმართება გაანალიზებულ მასალასა და კვლევის შედეგებს შორის, ან/და
მკაფიოდ არ იკვეთება მეცნიერული სიახლე, ან/და დასაბუთებული არ არის კვლევის
შედეგების/მეცნიერული სიახლის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, .

მსჯელობა ბუნდოვანია / გაუაზრებელია, მოკლებულია ლოგიკას ან/და დაცული არ


0-2
არის შესაბამისი სამეცნიერო სტილი ან/და ეთიკური ნორმები.

კომენტარი:

V. პრეზენტაცია

დისერტანტი გამოირჩევა მჭერმეტყველებით, მდიდარი სამეცნიერო ლექსიკით.


გადმოცემის მანერა თავისუფალი და დამაჯერებელია, აუდიტორიასთან კონტაქტი 13-15
დინამიურია.

დისერტანტის გადმოცემის მანერა დაბალანსებულია. აუდიტორიასთან კონტაქტი


8-12
დინამიურია, შეიძლება, ზოგჯერ, აკლია ორატორული სითამამე.

დისერტანტის მეტყველების პროცესში შეინიშნება შეფერხებები. სჭარბობს არა


მიზნობრივი სიტყვები და გამოთქმები ან/და გაუმართლებელი ემოციური 3-7
გამონათქვამები, აუდიტორია ხშირად გამოდის ორატორული გავლენის ველიდან.

მეტყველება ხასიათდება კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზებით ან/და ხშირი


შეფერხებით. აუდიტორიასთან საქმიანი კონტაქტი არ მყარდება ან რთულად მყარდება -
0-2
საჭირო ხდება სხდომის თავმჯდომარის ხშირი ჩარევა აუდიტორიის
მობილიზებისათვის.

კომენტარი:

22
VI. დაცვა და კომუნიკაცია

დისერტანტი დამაჯერებელია, ნებისმიერი სირთულის კითხვას პასუხობს


გაწონასწორებული ემოციით. ავლენს ორატორულ სითამამეს. ზედმიწევნით იცავს
9-10
ურთიერთობის ეთიკას. თავისუფალია კონფორმიზმისგან. ამასთან, შეუძლია დებატების
გამართვა - განსხვავებული აზრის/შენიშვნის გაცნობიერება/გაზიარება.

დისერტანტი კითხვებს პასუხობს თვითდაჯერებით. თუმცა ზოგჯერ შეინიშნება


მოჭარბებული ემოცია ან დაძაბულობა, ან კონფორმისტული დამოკიდებულება.
ძირითადად, იცავს ურთიერთობის ეთიკას. ზოგჯერ, იყენებს უმიზნო გამონათქვამებს 6-8
(შეიძლება ორატორული სითამამის დემონსტრირების მიზნით); დებატების პროცესში
შეუძლია განსხვავებული აზრის/შენიშვნის გაცნობიერება/გაზიარება.

კითხვებზე პასუხისას დისერტანტი ცდილობს მართოს საკუთარი ემოცია, თუმცა ხშირია


ემოციურად გაუმართლებელი ფრაზები/გამონათქვამები, რაც ართულებს პასუხების
შინაარსის გაგებას. ცდილობს მოიპოვოს აუდიტორიის კეთილგანწყობა, შესაბამისად,
3-5
ხშირად ავლენს კონფორმიზმს ან პირიქით, გაუმართლებელ სიხისტეს. ემოციური
უმართაობის გამო, ხშირად არღვევს ეთიკურ ნორმებს და იყენებს მკვეთრ/არაკორექტულ
გამონათქვამებს.

დისერტანტი ვერ ინარჩუნებს პრეზენტალურობას _ უჭირს ემოციის მართვა, მკვეთრად


ვლინდება დაბნეულობა, შესაბამისად, შეუძლებელია ან თითქმის შეუძლებელია დასმულ 0-2
კითხვებზე გაცემული პასუხების შინაარსის გაგება.

კომენტარი:

VII. დასკვნითი კომენტარი:

ჯამური შეფასება

თარიღი: ________________ შემფასებლის ხელმოწერა: ______________________________

23
დანართი 3

grigol robaqiZis saxelobis universiteti


g a n a c x a d i
disertaciis dasrulebis Sesaxeb

სკოლა

დოქტორანტის სახელი, გვარი

მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი

დისერტაციის სათაური

doqtorantis mier Sesrulebuli samuSao

პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები


2 კოლოქვიუმი
პუბლიკაციები (მიუთითეთ რაოდენობა)

დასრულებული სადისერტაციო ნაშრომი


ვადასტურებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია და ყველა თანდართული დოკუმენტი სარწმუნოა.
გაცნობიერებული მაქვს, რომ ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაცია, შესაძლოა, დისერტაციის დაცვაზე
დაშვებისათვის უარის საფუძველი გახდეს.

დოქტორანტის ხელმოწერა: თარიღი:

დისერტაცია დასრულებულია, შესაძლებლად მიმაჩნია შესაბამისი პროცედურის დაწყება


მეცნიერ-ხელმძღვანელის ხელმოწერა: თარიღი:

თანდართული დოკუმენტები:

პირადი მონაცემები - CV სადისერტაციო ნაშრომი (ელ. ვერსიის თანხლებით)


აკადემიური ცნობა რეზიუმე (ელ. ვერსიის თანხლებით)
პუბლიკაციების ასლები

24
დანართი 4

grigol robaqiZis saxelobis universiteti


sadisertacio naSromis eqspertuli daskvna

დოქტორანტის სახელი, გვარი

სადისერტაციო ნაშრომის სათაური

სკოლა

პროგრამის/მიმართულების ხელმძღვანელი

ინსტრუქცია საექსპერტო დასკვნისათვის

წინამდებარე ფორმა იყოფა 9 ნაწილად.

1-ლი ნაწილი ეხება პლაგიატის დადგენას. კომენტარის ბლოკში დააზუსტეთ პლაგიატის ან პლაგიატის
ნიშნების შემცველი თავები/პარაგრაფები.

თითოეული ნაწილი წარმოადგენს კრიტერიუმს ცალკეული პარამეტრის მიხედვით. ამ კრიტერიუმის


ქვედა უჯრაში, რომელიც გამოხატავს თქვენს მოსაზრებას ნაშრომის კონკრეტული კრიტერიუმის მიმართ,
გააკეთეთ აღნიშვნა „ + “ სიმბოლით.

ყოველი კრიტერიუმის ბოლოს შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი, რითაც დააზუსტებთ, განავრცობთ


თქვენს აზრს ნაშრომის შესახებ.

25
I. კვლევის ეთიკა

ხომ არ იწვევს ეჭვს, რომ ნაშრომში განვითარებული აზრი, იდეა, კვლევის შედეგები, მეთოდოლოგია და მისთ.,
პლაგიატია ან შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

დიახ არა

* დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ გვერდები:

კომენტარი:

II. კონცეპტუალური ჩარჩო

ნაშრომში კვლევის აქტუალობა დასაბუთებულია დამაჯერებლად, კონტექსტი ფართო და მრავალმხრივია,


გამოკვეთილია საკვლევი პრობლემა, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული კვლევის მიზნები და ჰიპოთეზა,
რომელიც სრულ შესაბამისობაშია კვლევის შედეგებთან.

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

III. სტრუქტურა

ნაშრომი სტრუქტურირებულია ლოგიკურად, მკაფიოდ იკვეთება ორგანული კავშირი თავებსა და პარაგრაფებს


შორის.

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

26
IV. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

ნაშრომში ფართოდაა განხილული სამეცნიერო ლიტერატურა, რომლის სპექტრი მრავალფეროვანია. ეფექტურად


გამოიყენება ციტატები, მკაფიოდ იკვეთება მიმოხილული მასალის მიმართება საკვლევ პრობლემასთან /
თემასთან. არ არის დარღვეული მიმოხილვის ფორმატი.

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

V. უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

ნაშრომში ფართოდაა განხილული უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, რომლის სპექტრი


მრავალფეროვანია. ეფექტურად გამოიყენება ციტატები, მკაფიოდ იკვეთება მიმოხილული მასალის მიმართება
საკვლევ პრობლემასთან / თემასთან. არ არის დარღვეული მიმოხილვის ფორმატი.

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

VI. კვლევა

ნაშრომში განმარტებულია კვლევის მეთოდოლოგია, აღწერილია კვლევის პროცედურა, კრიტიკულად არის


გაანალიზებული კვლევის შედეგები

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

27
VII. შეჯამება და კვლევის პერსპექტივა

დასკვნა ნათლად და კომპაქტურად აჯამებს კვლევის შედეგებს. წარმოაჩენს ნაშრომის მეცნიერულ არსს,
გამოკვეთს საკვლევ პრობლემატიკას და კვლევის ჩატარების საჭიროებას. უჩვენებს შემდგომი კვლევის
პერსპექტივას.

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

VIII. კვლევის შედეგების მნიშვნელობა

დასკვნა მკაფიოდ წარმოაჩენს და აფასებს კვლევის შედეგების, მეცნიერული სიახლის თეორიულ და


პრაქტიკულ მნიშვნელობას.

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

IX. რეკომენდაციები

რეკომენდაციები ზუსტად განსაზღვრავს კვლევის შედეგების გამოყენების არეალს და აფასებს მის ეფექტურობას.

საკმარისად ნაწილობრივ არასაკმარისად

კომენტარი:

თარიღი: ________________ ექსპერტის ხელმოწერა: ______________________

28
დანართი 5

grigol robaqiZis saxelobis universiteti


სადისერტაციო ნაშრომის დიზაინის შეფასება

სკოლა დოქტორანტი
პროგრამა ხელმძღვანელი

თემის დასახელება

I. ნაშრომის დიზაინის ზოგადი მოთხოვნები

 ნაშრომის სტრუქტურა სრულად შეესაბამება სტანდარტებს

 ნაშრომის სტრუქტურაში გამოტოვებულია 1-2 ნაწილი

 ნაშრომის სტრუქტურაში გამოტოვებულია 3 და მეტი ნაწილი

II. გვერდების ველი

 სტანდარტი დაცულია

 სტანდარტი დარღვეულია 1-2 შემთხვევაში

 სტანდარტი დარღვეულია 3 და მეტ შემთხვევაში

III. ფონტი

 სტანდარტი დაცულია

 სტანდარტი დარღვეულია 1-2 შემთხვევაში

 სტანდარტი დარღვეულია 3 და მეტ შემთხვევაში

IV. სტრიქონებს შორის ინტერლინიაჟი (ინტერვალი)

 სტანდარტი დაცულია

 სტანდარტი დარღვეულია 1-2 SemTxvevaSi

 standarti darRveulia 3 da met SemTxvevaSi

V. აბზაცებს შორის მანძილი

 სტანდარტი დაცულია

 სტანდარტი დარღვეულია 1-2 შემთხვევაში

 სტანდარტი დარღვეულია 3 და მეტ შემთხვევაში

29
VI. გამოყენებული ნაშრომის მითითება ტექსტში -

 სტანდარტი დაცულია

 სტანდარტი დარღვეულია 1-2 შემთხვევაში

 სტანდარტი დარღვეულია 3 და მეტ შემთხვევაში

VII. გამოყენებული ნაშრომის აღწერა

 სტანდარტი დაცულია

 სტანდარტი დარღვეულია 1-2 შემთხვევაში

 სტანდარტი დარღვეულია 3 და მეტ შემთხვევაში

VII
I. გვერდების ნუმერაცია

 სტანდარტი დაცულია

 სტანდარტი დარღვეულია 1-2 შემთხვევაში

 სტანდარტი დარღვეულია 3 და მეტ შემთხვევაში

სადისერტაციო ნაშრომი შესაბამისობაშია ფორმალურ სტანდარტებთან

სადისერტაციო ნაშრომი არ შეესაბამება ფორმალურ სტანდარტებს

სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის


კოორდინატორი
ხელმოწერა

თარიღი

30
დანართი 6

grigol robaqiZis saxelobis universiteti


saeqsperto daskvna
sadisertacio naSromis enisa da stilis Sesaxeb

დოქტორანტის სახელი, გვარი

სადისერტაციო ნაშრომის სათაური

სკოლა

ექსპერტის სახელი, გვარი

ინსტრუქცია საექსპერტო დასკვნისათვის


საექსპერტო დასკვნის ფორმა დაყოფილია ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი - ბლოკებად, რომლებიც
განსაზღვრავს ნაშრომის ხარისხობრივ მაჩვენებლებს/კრიტერიუმებს. იმ მაჩვენებლის/კრიტერიუმის
გასწვრივ არსებულ უჯრაში, რომელიც ადეკვატურად ასახავს ნაშრომის ენობრივ-სტილურ
მდგომარეობას, გააკეთეთ აღნიშვნა „ + “ სიმბოლით. მაგ.: ტექსტი დაწერილია დახვეწილი სამეცნიერო
სტილით - არ არის დაშვებული არც ერთი სტილური შეცდომა + .

კომენტარის ბლოკში შეგიძლიათ დააზუსტოთ შეცდომათა ტიპები, მიუთითოთ გვერდები, შეადაროთ


ერთმანეთს წინადადებათა კონსტრუქციები/ლექსიკური ერთეულები, ახსნათ თქვენი შეფასებები და
სხვ.

დასკვნის ბლოკში გამოხატეთ თქვენი საერთო შთბეჭდილება ნაშრომის ენისა და სტილის შესახებ.

31
I. სტილი

ტექსტი დაწერილია დახვეწილი სამეცნიერო სტილით - არ არის დაშვებული არც ერთი


სტილური შეცდომა

ტექსტი დაწერილია გასაგები ენით. 4-5 შემთხვევაში სტილი მოითხოვს დახვეწას

ტექსტის შინაარსი ძირითადად გასაგებია, მაგრამ სტილი მოითხოვს დახვეწას. დაშვებულია 15-
მდე სტილური შეცდომა

ტექსტის შინაარსის გაგება ხშირ შემთხვევაში ძნელდება. თითქმის ყველა გვერდზე შეინიშნება
უხეში სტილური შეცდომა

კომენტარი:

II. გრამატიკა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია

სრულად არის დაცული გრამატიკული და ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური ნორმები. შეიძლება


დაშვებულ იქნას 5-6 გრამატიკული და 10-მდე უმნიშვნელო ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური
შეცდომა.

ძირითადად დაცულია გრამატიკული და ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური ნორმები. შეიძლება


დაშვებულ იქნას 7-10 გრამატიკული და 10-15 ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომა.

წინადადებათა კონსტრუქციები, ზოგ შემთხვევაში, აგებულია გრამატიკული და


ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური ნორმების დარღვევით. დაშვებულია 30-მდე გრამატიკული და
40-მდე ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომა.

დაშვებულია 40-ზე მეტი უხეში გრამატიკული და 50-ზე მეტი ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური


შეცდომა.

კომენტარი:

დასკვნა

თარიღი: ________________ ხელმოწერა: ______________________

32
დანართი 7

სამეცნიერო სტატიის სტანდარტი

სამეცნიერო სტატიის არსი - სამეცნიერო სტატია არის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ასახვს
დოქტორანტის/მეცნიერის სამეცნიერო კვლევის შედეგებს. შედეგები შეიძლება იყოს
ანალიტიკური/მიმოხილვითი ხასიათის (მაგ.: არსებული სამეცნიერო ლიტერატურის/ დოკუმენტების/
ნაშრომების ანალიზი/მიმოხილვა) ან სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული კვლევის შედეგების
დადასტურება/უარყოფა, ან საკუთარი მეცნიერული მიგნებების, დასმული პრობლემების გადაწყვეტის
გზების ჩვენება და ა.შ.

სტატიის სათაური - სათაური სტატიის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის კომპაქტურად და ზუსტ


წარმოდგენას უნდა ქმნიდეს ნაშრომის შინაარსის/დასმული პრობლემის შესახებ, აღძრავდეს ინტერესს
სტატიის წასაკითხად.

ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ - ამ ნაწილში უნდა მიეთითოს ავტორის/ავტორთა სახელი,


გვარი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაო/სწავლის ადგილი, საკონტაქტო მონაცემები.

სტატიის სტრუქტურა - სტატიის სტრუქტურა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

აბსტრაქტი - აბსტრაქტი ოპტიმალურად ასახავს თემის/პრობლემის აქტუალობას, მიზნებს, შინაარსსა და


კვლევის შედეგებს. მისი წაკითხვით ზოგადი წარმოდგენა იქმნება კვლევის მიზნებისა და შედეგების
შესახებ. დაცულია შესაბამისი გამოცემის მიერ დადგენილი ასო-ნიშანთა რაოდენობრივი მოთხოვნა,
უნივერსიტეტის აკადემიური გამოცემისთვის ეს არის, არა უმეტეს, 400 ასო-ნიშანი.

საძიებო სიტყვები - აუცილებელი ელემენტია ნებისმიერი სტატიისთვის. ის გამოიყენება დარგობრივი


სფეროს/კვლევის ობიექტის/კვლევის მეთოდების განსაზღვრისათვის და შესაბამისი სტატიის
საძიებოდ. სიტყვები/სიტყვათშეერთებები უნდა შეიცავდეს დარგობრივ ტერმინებს, რომლებიც
შეიძლება არცკი იყოს გამოყენებული სტატიაში, მაგრამ დამახასიათებელია წარმოდგენილი
დარგისთვის. საძიებო სიტყვების ოპტიმალური რაოდენობაა 4-7 ერთეული, ხოლო ფრაზის ფარგლებში
- არა უმეტეს 3 ერთეულისა.

ტექსტი - სტატიაში მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს შემდეგი ძრითადი ნაწილები:

1. შესავალი
2. ძირითადი ნაწილი
3. კვლევის შედეგები
4. დასკვნები
5. ლიტერატურა

აღნიშნული ნაწილები გამოიყოფა შესაბამისი სათაურებით/ქვესათაურებით და უნდა შეიცავდეს


რელევანტურ ინფორმაციას.
შესავალი - კონტექსტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს თემის
აქტუალობას და წარმოდგენილი პრობლემის დასმის აუცილებლობას. კონცეპტუალური აპარატი
(ჰიპოტეზა, მიზნები, ამოცანები, კვლევის საგანი, ობიექტი) მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული
კვლევის სპეციფიკასთან მიმართებით.

ძირითადი ნაწილი - ამ ნაწილში წარმოდგენილია თემის შინაარსი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი


ეთმობა კვლევის მეთოდების განსაზღვრისა და რელევანტურობის დასაბუთებას, კვლევის აღწერასა და
შედეგების ანალიზს, კვლევის შეზღუდვების განხილვის ჩათვლით.

წერის სტილი მკითხველის ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს: დასმული


პრობლემის უაღრესად მაღალი აქტუალობა, ფაქტების და მოვლენების მკაფიოდ ახსნა, მიზეზ-
შედეგობრივი კავშირების გასაგებად ჩვენება, სამეცნიერო-პროფესიული ლექიკის ერთმნიშნელოვანი
და მიზნობრივი გამოყენება, აზრის არგუმენტირება, ლოგიკური განვითარება.

33
ტექსტში შეიძლება მოცემულ იყოს მცირე რაოდენობით სურათები, ცხრილები, გრაფიკები, შესაბამისი
დასათაურებით, საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნა, კონკრეტული თვალსაჩინოების განმარტებისთვის,
რომელიც უნდა განთავსდეს მის ქვევით.

სასურველია ძირითადი ნაწილის დაყოფა ქვეთავებად, რაც უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის
სტატიას.

დასკვნა - დასკვნა ნათლად და კომპაქტურად აჯამებს კვლევის შედეგებს, წარმოაჩენს ნაშრომის


ძირითად არსს, მეცნიერულ სიახლეს, უჩვენებს შემდგომი კვლევის პერსპექტივას.

ფორმალური მოთხოვნები - სტატიისათვის ფორმალური მოთხოვნები სხვადასხვა გამოცემას


განსხვავებული აქვს, ამდენად, კონკრეტულ გამომცემლობაში ნაშრომის გაგზავნის შემთხვევაში,
დაცული უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის
ფარგლებში (სამეცნიერო ჟურნალი, კოლოკვიუმი) წადგენილი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
ფორმალურ მოთხოვნებს:

1. სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურად, არა ნაკლებ 600
სიტყვისა - არა უმეტეს ერთი გვერდისა.
2. ფურცლის ფორმატი - A4, შრიფტი - “Sylfaen”, სათაურის ზომა -14, ტექსტის ზომა - 11, სტრიქონებს
შორის მანძილი - 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) - 2 სმ.
3. გვერდის მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი,
უნივერსიტეტი, აკადემიური სკოლა, სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა, ტელეფონი).
4. აბზაცის ყველა წინადადება თანაბრად უნდა იყოს დაშორებული მარჯვენა ველიდან და
ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.
5. ბიბლიოგრაფიის ფორმალური მოთხოვნები იხ. დანართი 1/2

34
დანართი 8
სამეცნიერო მოხსენების სტანდარტი

სამეცნიერო მოხსენების არსი - სამეცნიერო მოხსნება არის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ასახვს
დოქტორანტის/მეცნიერის სამეცნიერო კვლევის შედეგებს. შედეგები შეიძლება იყოს
ანალიტიკური/მიმოხილვითი ხასიათის (მაგ.: არსებული სამეცნიერო ლიტერატურის/ დოკუმენტების/
ნაშრომების ანალიზი/მიმოხილვა) ან სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული კვლევის შედეგების
დადასტურება/უარყოფა, ან საკუთარი მეცნიერული მიგნებების, დასმული პრობლემების გადაწყვეტის
გზების ჩვენება და ა.შ.

მოხსენების სათაური - სათაური მოხსენების მნიშვნელოვანი ელემენტია. ის კომპაქტურად და ზუსტ


წარმოდგენას უნდა ქმნიდეს ნაშრომის შინაარსის/დასმული პრობლემის შესახებ, აღძრავდეს ინტერესს
მოხსენებისადმი.

ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ - უნდა მიეთითოს ავტორის/ავტორთა სახელი, გვარი,


სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაო/სწავლის ადგილი, საკონტაქტო მონაცემები.

მოხსენების სტრუქტურა - მოხსენების სტრუქტურა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ტექსტი - მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს შემდეგი ძირითადი ნაწილები:

1. შესავალი
2. ძირითადი ნაწილი
3. დასკვნები
4. ლიტერატურა

აღნიშნული ნაწილები გამოიყოფა შესაბამისი სათაურებით/ქვესათაურებით და უნდა შეიცავდეს


რელევანტურ ინფორმაციას.

შესავალი - კონტექსტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს თემის


აქტუალობას და წარმოდგენილი პრობლემის დასმის აუცილებლობას. კონცეპტუალური აპარატი
(ჰიპოტეზა, მიზნები, ამოცანები, კვლევის საგანი, ობიექტი) მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული
კვლევის სპეციფიკასთან მიმართებით.

ძირითადი ნაწილი - ამ ნაწილში წარმოდგენილია თემის შინაარსი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი


ეთმობა კვლევის მეთოდების განსაზღვრისა და რელევანტურობის დასაბუთებას, კვლევის აღწერასა და
შედეგების ანალიზს, კვლევის შეზღუდვების განხილვის ჩათვლით.

მოხსენების სტილი მკითხველის ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს: დასმული


პრობლემის უაღრესად მაღალი აქტუალობა, ფაქტების და მოვლენების მკაფიოდ ახსნა, მიზეზ-
შედეგობრივი კავშირების გასაგებად ჩვენება, სამეცნიერო-პროფესიული ლექიკის ერთმნიშნელოვანი
და მიზნობრივი გამოყენება, აზრის არგუმენტირება, ლოგიკური განვითარება. გამოყენებულ უნდა
იქნას მიმართვითი ლექსიკური ერთეულები/ნაცვალსახელები, მათ შორის, კითხვითი ანუ ისეთი
სიტყვები, რომლითაც უშუალო კომუნიკაცია დამყარდება მომხსენებელსა და აუდიტორიას შორის.

ტექსტში შეიძლება მოცემულ იყოს მცირე რაოდენობით სურათები, ცხრილები, გრაფიკები, შესაბამისი
დასათაურებით, რომელიც პრეზენტაციის ფორმატით უნდა იქნას წარდგენილი აუდიტორიისათვის.

სასურველია ძირითადი ნაწილის დაყოფა ქვეთავებად, რაც უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის
მოხსენებას.

დასკვნა - დასკვნა ნათლად და კომპაქტურად აჯამებს კვლევის შედეგებს, წარმოაჩენს ნაშრომის


ძირითად არსს, მეცნიერულ სიახლეს, უჩვენებს შემდგომი კვლევის პერსპექტივას.

35
ფორმალური მოთხოვნები - მოხსენებისათვის, ფორმალური მოთხოვნები, ფორუმის სხვადასხვა
ორგანიზატორს განსხვავებული აქვს, ამდენად, კონკრეტულ ფორუმზე ნაშრომის გაგზავნის
შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები, ხოლო გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტის ფარგლებში წადგენილი მოხსენება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფორმალურ
მოთხოვნებს:

1. მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე (ქართული/ევროპული), რეზიუმე არა ნაკლებ 600
სიტყვისა - არა უმეტეს ერთი გვერდისა (თუ არ არის საერთაშორისო ფორუმისთვის
გათვალისწინებული).
2. ფურცლის ფორმატი - A4, შრიფტი - “Sylfaen”, სათაურის ზომა -14, ტექსტის ზომა - 11, სტრიქონებს
შორის მანძილი - 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) - 2 სმ.
3. გვერდის მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი,
უნივერსიტეტი, აკადემიური სკოლა, სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა, ტელეფონი).
4. აბზაცის ყველა წინადადება თანაბრად უნდა იყოს დაშორებული მარჯვენა ველიდან და
ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.
5. ბიბლიოგრაფიის ფორმალური მოთხოვნები იხ. დანართი 1/2

36

You might also like