You are on page 1of 3

ცხელი პუბლიკაცია

უძრავი ქონების ბაზარი... 2021 (01)


სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის იანვრის თვეში უძ-
რავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 28%-ით
შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 44 471 ერთეული შეადგინა. ა.წ. იანვარი 2017-2020 წლების იმავე
თვესთან შედარებით ცალსახა კლებით გამოირჩევა: 2017 წლის იანვართან (49 513 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 10.2 %-ით, 2018 წლის იანვართან (79 873 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 44.3%-ით, 2019 წლის იანვართან (56 096 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 20.7%-ით, 2020 წლის იანვართან (61 771 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 28.0%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 36.8%-ით შემცირდა. შემცირდა


უძრავი ქონების, როგორც პირველადი (38.3%-ით), ასევე მეორადი (36.2%-ით) ტრანზაქციების
რაოდენობა. 2021 წლის იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010=100) დაფიქსირდა 1.057 დონეზე, რაც ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.468).

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი
(40.7%-ით), ასევე მეორადი (22.0%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2021 წლის იანვრის თვეში პირველა-
დი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 11 805 ერთეული შეადგინა, საიდანაც 263 ერთეული
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობამ კი 32 666 ერთეული შეადგინა, საიდანაც 59 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში
ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 12 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია
(რეგისტრაციის გაუქმება).

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) პირველადი და მეორადი


სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად 1.067 და 1.054 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის
იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2021 წლის
იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 73.5%-ს მეორადი, ხოლო 26.5%-ს პირვე-
ლადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2020 წლის იანვარში კი, შესაბამისად 67.8% და 32.2%).

ა.წ. იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული


ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია წინა
თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

P.S. დამატებით იხილეთ:


(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა ...
იანვარი, 2020-2021
(ბ) ცხრილი - უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულების ტოპ
ათეული… იანვარი, 2021
(გ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2021

© საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

© უძრავი ქონების ბაზარი, 2021 (I)


ცხელი პუბლიკაცია

(ა) უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა.


იანვარი, 2020-2021

იანვარი
ინდიკატორები ზ.ე.
2020 2021

რაოდენობა
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები ერთეული 19917 11805
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები ერთეული 41854 32666
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები ერთეული 61771 44471

სტრუქტურა
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 32.2 26.5
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 67.8 73.5
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 100 100

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით


პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -31.8 -38.3
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -23.0 -36.2
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -26.1 -36.8

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით


პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 46.6 -40.7
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -1.5 -22.0
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 10.1 -28.0

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი


პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები კოეფიციენტი 1.800 1.067
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები კოეფიციენტი 1.350 1.054
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები კოეფიციენტი 1.468 1.057

(ბ) უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით


ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული. იანვარი, 2021

რაოდენობა პროცენტი
# ტერიტორიული ერთეული
იანვარი იანვარი დეკემბერი
2021 2020 2020
1 თბილისი 10906 -27.3 -39.5
2 ბათუმი 2688 -41.9 -37.9
3 ამბროლაური 1959 278.2 75.4
4 გორი 1720 -8.5 -29.4
5 მცხეთა 1551 -10.3 -31.7
6 გარდაბანი 1421 -0.1 -36.5
7 დუშეთი 1142 19.5 -10.1
8 ქუთაისი 1047 -19.2 -22.1
9 ზუგდიდი 956 -14.0 -34.8
10 გურჯაანი 949 -53.7 -43.9

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2021

© ინფორმაციის გამოყენებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება სავალდებულოა!

2
© უძრავი ქონების ბაზარი, 2021 (I)
უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2021
ტრანზაქციების რაოდენობის დინამიკა (ერთეული)

90000

80000

70000

60000

50000

40000

30000

20000

10000
2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021

You might also like