You are on page 1of 20

sauniversiteto sadisertacio sabWosa da

doqtoranturis debuleba

თავი I. ზოგადი დებულებები

1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მესამე
საგანმანათლებლო საფეხურის, დოქტორანტურის, ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიურ საფუძვლებს,
შეიცავს ამ საფეხურის მიზნებსა და ამოცანებს, ადგენს საგანმანათლებლო პროგრამის აგების
პრინციპებსა და სტრუქტურას.
2. ეს დებულება, უნივერსიტეტის ფარგლებში, არის უნიფიცირებული დოკუმენტი, რომელიც
საფუძვლად ედება, აკადემიურ სკოლებში, სადოქტორო პროგრამის ჩამოყალიბებას და
განხორციელებას.

2. დებულების სამართლებრივი და მეთოდოლოგიური საფუძვლები


ამ დებულების სამართლებრივი და მეთოდოლოგიური საფუძვლებია:
a) საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
b) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოქმედი წესდება;
გ) ბოლონიის პროცესის დოკუმენტები _ ზალცბურგისა და ნიცის სემინარის მასალები, ბერგენის
კონფერენციაზე მიღებული დოკუმენტი კვალიფიკაციის სტრუქტურის შესახებ;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #3 (05.01.2007) და #785
(21.09.2009);
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება # 07/ნ (29.01.2016).

3. ტერმინები და განმარტებები
1. დოქტორანტობის კანდიდატი/აპლიკანტი _ პირი, რომელიც ითხოვს სადოქტორო პროგრამაზე
დაშვებას/ჩარიცხვას და გადის ამ დებულებით დადგენილ ფორმალურ პროცედურას გამოცდების
პროცესში მონაწილეობის ჩათვლით.
2. რეცენზენტი _ უფლებამოსილი პირი, რომელიც, კრიტიკულად განიხილავს სამეცნიერო-კვლევით
ნაშრომს და აკეთებს დასკვნას შესაბამისი ფორმატის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შესახებ.
3. ოფიციალური ოპონენტი - საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის წევრი, რომელიც წინასწარ ეცნობა
სადისერტაციო ნაშრომს, კრიტიკულად აანალიზებს (არ აფასებს) და სამეცნიერო დიკუსიას მართავს
დისერტანტთან საატესტაციო-საექსპრეტო კომიტეტის სხდომაზე.
4. კოლოკვიუმი _ სადოქტორო პროგრამის სავალდებულო სამეცნიერო კომპონენტია, რომელიც
გულისხმობს დოქტორანტის მიერ მომზადებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის წარდგენას/
განხილვას აკადემიური/სამეცნიერო ჯგუფის წინაშე, შესაბამისი საგანმანათლებლო/სამეცნიერო
მიზნებისა და შედეგების მისაღწევად.
5. პლაგიატი _ კონკრეტული ავტორის ნაშრომი, იდეა, გამოგონება, კვლევის შედეგი საქართველოს
კანონმდებლობით განიხილება, როგორც საავტორო სამართლის ობიექტი. ამ ობიექტის მითვისება-
წარდგენა, როგორც საკუთარისა, ითვლება პლაგიატად ანუ დოქტორანტის მიერ საკუთარ ნაშრომშიA
საავტორო სამართლის კონკრეტული ობიექტის მთლიანად, ნაწილობრივ, გადაკეთებული ფორმით
ან კონტექსტით გამოყენება ავტორის მიუთითების გარეშე.
1
6. დისერტანტი – პირი, რომლის სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვისთვის წარსადგენად
დაწყებულია შესაბამისი პროცედურა.
7. სესია – დოქტორანტების პერიოდული სამუშაო შეხვედრა მეცნიერ-ხელმძღვანელთან
სადისერტაციო თემაზე მუშაობის ფარგლებში, დოქტორანტის მიერ წარდგენილი მასალის განხილვის,
შენიშვნების, რეკომენდაციების მიცემის მიზნით.

4. დოქტორანტურა
1. დოქტორანტურა არის უნივერსიტეტის მესამე საგანმანათლებლო საფეხური. ის გულისხმობს ისეთი
აკადემიური პროგრამების განხორციელებას, რომელშიც ინტეგრირებულია სასწავლო და
სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტები. პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება დოქტორის
აკადემიური ხარისხი.

5. დოქტორანტურის მიზნები
1. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც დინამიური აკადემიური სისტემა, თავისი
მისიით, მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და
ეკონომიკის განვითარებას. აცნობიერებს რა ამ მისიის მნიშვნელობას, უნივერსიტეტი, საკუთარი
ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, განახორციელებს სადოქტორო პროგრამებს ცალკეული
მიმართულების მიხედვით. Eეს პროგრამები მიზნად ისახავს სამეცნიერო-აკადემიური კადრების
მომზადებას, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ცოდნის კონსერვაციის, განვითარების, ახალი
ცოდნის გენერირებისა და ამ ცოდნის გადაცემის/გავრცელების უნარით, ამავე დროს, შეძლებენ
დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მრავალმხრივი მოთხოვნა, უპირატესად, საჯარო/კორპორაციული
მმართველობითი იერარქიისა და ანალიტიკური სერვისის სფეროში.

6. დოქტორანტურის ამოცანები
1. განავითაროს სტრუქტურირებული აკადემიური პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს
დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციის მქონე მკვლევარი-სპეციალისტების მომზადებას;
2. უზრუნველყოს სასწავლო-კვლევითი რესურსის განვითარება სტუდენტის ფაქტორისა და
აკადემიური პროგრამების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
3. ხელი შეუწყოს პროგრამების ინტეგრირებასა და სტუდენტთა მობილობას საერთაშორისო
სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში;
4. ხელი შეუწყოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კვლევითი პროდუქციის ფართოდ
გავრცელებას და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას.

7. დოქტორის ხარისხი და დიპლომი


1. უნივერსიტეტი ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს PhD, უნივერსიტეტის სადისერტაციო
საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება დასტურდება დიპლომით.

8. დოქტორანტის სტატუსი
1. დოქტორანტის/სტუდენტის სტატუსი პირს ენიჭება დოქტორანტურაში მისი ჩარიცხვის შესახებ
რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან.
2. დოქტორანტსა/სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც
არეგულირებს ორივე სუბიექტს შორის სამართლებრივ ურთიერთობას.
3. დოქტორანტი/სტუდენტი შეიძლება არჩეულ იქნა ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე.

2
4. დოქტორანტის/სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები დადგენილია „დებულებით
სტუდენტის სტატუსისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ“ (მუხლი მე-14, პუნქტი 1-ლი)
და ამ დებულების მე-20 მუხლის მე-8 და მე-11 პუნქტით.
9. პასუხისმგებლობა სადოქტორო პროგრამის განხორციელებაზე
1. უნივერსიტეტი ვალდებულია:
a) სწავლა-სწავლებისა და კვლევისათვის შექმნას საჭირო პირობები;
ბ) უზრუნველყოს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევის ხარისხი;
გ) ხელი შეუწყოს დოქტორანტის კვლევითი ნაშრომების გავრცელებას სპეციალისტებისა და
საზოგადოების ფართო წრეს შორის;
დ) ხელი შეუწყოს დოქტორანტის მობილობას _ ორგანიზება გაუკეთოს სამეცნიერო და აკადემიურ
მივლენებებს;
ე) დოქტორანტისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა საჭირო ინფორმაცია;
ვ) უზრუნველყოს კვლევის უსაფრთხოება;
ზ) დოქტორანტთან შეთანხმებით შეარჩიოს მეცნიერ-ხელმძღვანელი საკუთარი საკადრო
რესურსიდან ან, კვლევის სპეციფიკის გათვალისწინებით, მეორე მეცნიერ-ხელმძღვანელი/
კონსულტანტი სხვა უნივერსიტეტიდან/ორგანიზაციიდან.
თ) შესთავაზოს დოქტორანტებს თვითრეალიზებისათვის აუცილებელი ატივობები (სამეცნიერო
ფორუმები,გამოცემები, საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტები და სხვ.).
2. დოქტორანტი ვალდებულია:
a) აიღოს თანაზომიერი პასუხისმგებლობა, უნივერსიტეტთან ერთად, აკადემიური პროგრამით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევისათვის;
b) შეასრულოს შესაბამისი სტანდარტებით დადგენილი სასწავლო-კვლევითი სამუშაო;
g) შესაბამის საუნივერსიტეტო ორგანოებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია გაწეულ სამუშაოს
შესახებ;
დ) წარმოადგინოს ობიექტური მონაცემები, არ დაუშვას პლაგიატი.
3. დოქტორანტის, როგორც სტუდენტის უფლება-მოვალეობები, ზოგადად, რეგულირდება
უნივერსიტეტის წესდებით და „დებულებით სტუდენტის სტატუსისა და სასწავლო პროცესის
რეგულირების შესახებ“.

10. დაფინანსება
1. დოქტორანტურაში სწავლის ფინანსური წყაროებია:
a) დოქტორანტის მიერ გადახდილი სწავლის ღირებულება;
b) უნივერსიტეტის ან დოქტორანტის მიერ მიზნობრივად მოზიდული სახსრები;
g) უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი გრანტები;
დ) სხვადასხვა ორგანიზაციების, ფონდების, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტები
(კანონმდებლობის შესაბამისად).
2. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტს დასრულებული აქვს სასწავლო-კვლევითი ციკლი და წარადგენს
დისერტაციას დაცვისთვის, ხოლო ნაშრომი, ექსპერტული დასკვნის თანახმად, საჭიროებს დამატებით
კორექტირებას ან არსებობს სხვა ობიექტური მიზეზი დაცვის შეუძლებლობისთვის, დოქტორანტს 6
თვით ავტომატურად უგრძელდება სტუდენტის სტატუსი სწავლის საზღაურის გადახდის გარეშე,

3
ხოლო, თუ აუცილებელი ხდება ამ ვადის გაგრძელება დისერტაციაზე მუშაობის გასაგრძელებლად,
დაფინანსება ხორციელდება დადგენილი წესით (ბრძანება#01-05/010. 08.02.2018).
3. უნივერსიტეტს შეუძლია თანამშრომლებისა და თავისსავე კურსდამთავრებულთათვის დააწესოს
გარკვეული ფინანსური შეღავათი.

თავი II. დოქტორანტურაში ჩარიცხვა

11. წინაპირობები
1. აპლიკანტად რეგისტრაციისათვის აუცილებელია მაგისტრის ან მაგისტრის დიპლომთან
გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან საქართველოს კანონის ,,უმაღლესი განათლების
შესახებ’’ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომი,
რომლის აღიარება/დადასტურება სავალდებულოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ.
2. სამაგისტრო აკადემიურ ხარისხს, დარგების მიხედვით, რომელიც ჩაითვლება კონკრეტულ
სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობად, განსაზღვრავს მიმღები სადოქტორო პროგრამა.
3. პირი, რომელიც დაინტერესებულია უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლით, უფლებამოსილია
წლის ნებისმიერ დროს, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო
აქტივობებში (კონფერენციები, უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კონკურსები და მისთ.), საქმიანი
ურთიერთობა დაამყაროს მისთვის საინტერესო მკვლევართან, მიიღოს საჭირო კონსულტაცია და
სხვ.
4. შესარჩევ კონკურსზე დასაშვებად წარმოდგენილ უნდა იქნას სავარაუდო საკვლევი თემატიკა/
პრობლემატიკა და პროფესორის თანხმობა მომავალი დოქტორანტისთვის სამეცნიერო
ხელმძღვანელობის გაწევის თაობაზე ან მხოლოდ სავარაუდო თემატიკა/პრობლემატიკა მეცნიერ-
ხელმძღვანელობის კანდიდატის შერჩევის გარეშე. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი თავად
უზრუნველყოფს მეცნიერ-ხელმძღვანელის შერჩევას სტუდენტთან შეთანხმებით.

12. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი


1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.
2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისგან:
a) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის (უახლოესი 5 წლის ფარგლებში) დაცვა საგამოცდო-
საექსპერტო კომისიის წინაშე;
b) ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის გამოცდა (აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ
საგამოცდო ენას განსაზღვრავს აკადემიური პროგრამა).
3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:
a) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;
b) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულისხმობს:
 თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას.
 დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფილ ცოდნას.
g) კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:
 ანალიზისა და სინთეზის უნარს.
 პრობლემის დასმის/ხედვის და მისი ორიგინალურად განვითარების უნარს.

4
 წარდგენილ ნაშრომში განვითარებული აზრის ან/და კვლევის შედეგების საფუძველზე
დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებელი არგუმენტაციით წარდგენის/დაცვის
უნარს.
4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ
მოთხოვნებს (დანართი 1).
5. უცხოურ ენაში, აპლიკანტთა მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს არა ნაკლებ B2 დონეს.
6. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ
სერთიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით
ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სადაც სწავლა ხორციელდება ერთ-ერთ ევროპულ
სამეცნიერო ენაზე.

13. დოქტორანტურაში მიღების პერიოდი და საბუთები


1. დოქტორანტურაში საბუთების მიღების და სწავლის პროცესის დაწყების დღე დგინდება რექტორის
სამართლებრივი აქტით.
2. კონკურსზე დასაშვებად უნივერსიტეტი აქვეყნებს აუცილებელი საბუთების ნუსხას (დანართი 2).

14. დოქტორანტურაში მიღების პროცედურა


1. დოქტორანტურაში ადგილების რაოდენობა განისაზღვრება სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის
სამსახურის მიერ, მარკეტინგული კვლევის მონაცემთა გათვალისწინებით, რომელსაც განახორციელებს
უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური. ამასთან,
მხედველობაში მიიღება უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-
ტექნოლოგიური შესაძლებლობები (ნორმატივები დადგენილია საგანმანათლებლო პროგრამის
სტანდარტით), საკადრო რესურსის ხარისხობრივი სპექტრი და მისი სასწავლო-სამეცნიერო
დატვირთვის ფორმირების მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია შრომის შინაგანაწესის მე-17
მუხლით და ამ დებულების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით (ბრძანება#01-05/010.
08.02.2018).
2. დოქტორანტურაში საბუთების მიღება ცხადდება რექტორის სამართლებრივი აქტით, რომელიც
გამოიცემა სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის წარდგინების საფუძველზე.
3. დოქტორანტურაში მიღებისათვის საჯარო განცხადება ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო
საშუალებით, საბუთების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
4. საბუთების რეგისტრაცია წყდება მისაღები გამოცდების დაწყებამდე 15 დღით ადრე.
5. მისაღები გამოცდების დაწყებამდე, არა უგვიანეს 10 დღისა, რეფერატი ან გამოცემული ნაშრომი,
შეფასებისთვის, გადაეცემა სავარაუდო მეცნიერ-ხელმძღვანელს ან დარგის პროფესორს. იგი
უფლებამოსილია ნაშრომის განხილვის პროცესში რამდენჯერმე შეხვდეს აპლიკანტს მისი
მეცნიერული მონაცემებისა და მოტივაციის უკეთ გაცნობის მიზნით.
6. მეცნიერ-ხელმძღვანელობის კანდიდატი, უფლებამოსილია განაცხადოს თანხმობა ან უარი
კონკრეტული აპლიკანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობაზე.

15. დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების ჩატარების პროცედურა


1. მისაღებ გამოცდებს ორგანიზებას უწევს სკოლის დეკანატი.
2. მისაღები გამოცდის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა, სკოლის დეკანის წარდგინებით, რექტორი,
სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგამოცდო-საექსპერტო კომისიას არანაკლებ 3 წევრის

5
შემადგენლობით, ხოლო უცხო ენის გამოცდისათვის _ ცალკე კომისიას არანაკლებ 3 წევრის
შემადგენლობით.
3. მისაღებ გამოცდებზე შეფასებას საფუძვლად ედება უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა.
4. რეფერატის დაცვის პროცესში კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან აპლიკანტს დაუსვან
ნებისმიერი შეკითხვა შერჩეული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მე-12 მუხლის
მე-3 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციების გამოვლენას.
5. თითოეულ აპლიკანტთან გამოცდის პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე.

თავი III. სადოქტორო პროგრამა _ სტრუქტურა და შინაარსი

16. სადოქტორო პროგრამის ზოგადი სტრუქტურა


1. სადოქტორო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს. აქედან, 40-60 კრედიტი განკუთვნილია
სასწავლო კომპონენტებისთვის, დანარჩენი კი სამეცნიერო კვლევისათვის, რომელიც მთავრდება
სადისერტაციო ნაშრომის შესრულებით.
2. სწავლის პერიოდი მოიცავს არა უმეტეს 5 წელს, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში
(ავდმყოფობა, სტატუსის შეჩერება, კვლევასთან დაკავშირებული საკითხები), სადისერტაციო საბჭოს
ბიუროს გადაწყვეტილებით, დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება.
3. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდი ერთ წელზე მეტია, ძალაში შევა
„სტუდენტის სტატუსისა და სასწავლო პროცესის რეგლამენტის“ მე-19 მუხლის, 1-ლი პუნქტის, „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმა (ბრძანება #01-05/010. 08.02.2018).

17. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები


1. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება - სასწავლო და
სამეცნიერო-კვლევითი.
2. სასწავლო კომპონენტი მოიცავს:
a) დისციპლინებს, რომელიც ორიენტირებულია
 კვლევითი ინტერესის სფეროს დარგის/ქვედარგის/დარგთაშორისი მიმართულებით არსებული
ცოდნის გაფართოვებასა და კრიტიკულ გააზრებაზე.
 ახალი, რთული ან წინააღმდეგობრივი იდეების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და
შეფასების უნარის განვითარებაზე.
b) დისციპლინებს, რომელიც მიმართულია ზოგადი კომპეტენციების განვითარებისთვის და
გულისხმობს
 სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების, მართვისა და შეფასების უნარის განვითარებას.
 მენეჯერული/ლიდერული უნარის განვითარებას.
 კვლევის მენეჯმენტის დაუფლებას.
გ) დისციპლინებს, რომელიც მიმართულია კვლევის მეთოდოლოგიის ფართოდ შესწავლისათვის და
ითვალისწინებს
 კვლევის მეთოდების არსის ახლებურად გააზრებას, შერჩევის, მეთოდოლოგიური აპარატის
ჩამოყალიბების უნარის განვითარებას.
4. სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი მოიცავს კვლევით აქტივობას, რომელიც ითვალისწინებს:
 კვლევის/ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და განხორციელებას;

6
 ახალი იდეების განვითარებას;
 ახალი ცოდნის გენერირებას;
 სამეცნიერო კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზს, სინთეზს, შეფასებას და სამეცნიერო
ნაშრომის სხვადასხვა ფორმატით სტრუქტურირებას;
 სამეცნიერო საზოგადოებასთან დებატებში მონაწილეობას, როგორც მშობლიურ, ისე, ერთ-ერთ
ევროპულ სამეცნიერო ენაზე.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევისათვის სადოქტორო
პროგრამის სტრუქტურა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
საგანმანათლებლო კომპონენტები
a) დარგობრივი დისციპლინების მოდული;
b) ზოგადი კომპეტენციების განმავითარებელი დისციპლინების მოდული;
გ) მეთოდოლოგიური დისციპლინების მოდული;
დ) არჩევითი სასწავლო კომპონენტების მოდული;
სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტები
ა) კოლოკვიუმის მოდული;
ბ) არჩევითი სამეცნიერო კომპონენტების მოდული;
გ) სადისერტაციო ნაშრომი.

თავი IV. ხელმძღვანელობა, შეფასება და მონიტორინგი

18. სადოქტორო აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელის ფუნქციები და უფლებამოსილება


პროგრამის ხელმძღვანელი:
a) ორგანიზებას უწევს აკადემიური პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას.
b) მონიტორინგს უწევს პროგრამის სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტების განხორციელებას.
g) მონიტორინგს უწევს დოქტორანტისა და მეცნიერ-ხელმძღვანელის თანამშრომლობის პროცესს.
დ) საჭიროების შემთხვევაში, აყენებს საკითხს, დეკანის წინაშე, სასწავლო და სამეცნიერო
რესურსის განვითარების შესახებ.
ე) თვალყურს ადევნებს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას.
v) პერიოდულად ატარებს დოქტორანტებთან გასაუბრებას სწავლისა და კვლევის პროცესთან
დაკავშირებულ საკითხებზე. პრობლემის გამოკვეთის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მის
გადასაწყვეტად.
ზ) მეცნიერ-ხელმძღვანელთან კონსულტაციით განიხილავს საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის
შემადგენლობას და სხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების რეცენზენტების შერჩევის საკითხს
და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს ბიუროს.
თ) შეარჩევს ექსპერტს და გადასცემს დისერტაციას საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად (ბრძანება
#01-05/010. 08.02.2018).
ი) ორგანიზებას უწევს სასწავლო კურსის ხელმძღვანელთა თვითშეფასების მომზადებას და წარდ-
გენას(ბრძანება #01-05/010. 08.02.2018).
.

7
კ) ამზადებს პროგრამის განხორციელების შედეგების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს და, სასწავლო
კურსის ხელმძღვანელთა თვითშეფასების ანგარიშთან ერთად, წარადგენს უნივერსიტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში (ბრძანება #01-05/010. 08.02.2018).
ლ) ორგანიზებას უწევს სასწავლო კურსის ხელმძღვანელთა თვითშეფასების მომზადებას და
წარდგენას (ბრძანება #01-05/010. 08.02.2018).
მ) მონაწილეობს პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
19. მეცნიერ-ხელმძღვანელი

1. მეცნიერ-ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მეცნიერების/აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის


სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ემერიტუსი, რომელსაც აქვს
დოქტორანტის სამეცნიერო თემასთან/პრობლემატიკასთან დაკავშირებული კვლევითი
გამოცდილება (მონოგრაფიები, წიგნები, პუბლიკაციები).
2. მეცნიერ-ხელმძღვანელი მტკიცდება უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს ბიუროს სხდომაზე
სწავლის დაწყებიდან 1 თვის ვადაში.
3. თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტს ძირითად მეცნიერ-ხელმძღვანელთან ერთად,
დამატებით, შეიძლება დაენიშნოს მეორე მეცნიერ-ხელმძღვანელი სხვა უნივერსიტეტიდან, მათ
შორის, ერთი უცხოეთიდან ან ერთი, ან ორი კონსულტანტი, სხვა ორგანიზაციიდან. ამ უკანასკნელს
შეიძლება არ ჰქონდეს აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, მაგრამ გააჩნდეს საჭირო პრაქტიკული
გამოცდილება.
4. მეცნიერ-ხელმძღვანელის ფუნქციებია:
ა. სამეცნიერო კომპონენტების განხორციელების დაწყებამდე, თვალყური ადევნოს დოქტორანტის
სასწავლო აქტივობას, საჭიროების შემთხვევაში მისცეს რჩევები ბლოკ-სემინარის თემატიკის
შერჩევის ან დამატებითი სასწავლო კურსის გავლის თაობაზე;
ბ. კონსულტაცია გაუწიოს დოქტორანტს სხვადასხვა კვლევით საკითხზე - კვლევის დიზაინი,
კვლევის მართვა, სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების, მათ შორის, დისერტაციის
სტრუქტურირების პროცესში აქტიური მონაწილეობა, მუშაობის დროს ;
გ. დაეხმაროს სტუდენტს სადისერტაციო კვლევითი პროექტის, ინდივიდუალური გეგმის
შედგენასა და ბიბლიოგრაფიის დამუშავებაში;
დ. წინასწარ დადგენილი გრაფიკით, არა უმეტეს 1 თვის შუალედით, ჩაატაროს სამუშაო სესიები
სტუდენტთან, განიხილოს სადისერტაციო კვლევის მიმდინარეობა, გამოკვეთოს პრობლემები და
გამოთქვას საქმიანი შენიშვნები/წინადადებები/რეკომენდაციები, კვლევის ეფექტიანობის
ამაღლების მიზნით;
ე. ხელი შეუწყოს დოქტორანტის ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში
ინტეგრირებას, მათ მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობებში;
უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად, სამეცნიერო სტატიების მომზადებისა და
რეფერირებად ჟურნალებში მათი გამოქვეყნების ორგანიზაციულ პროცესს.
ვ. სემესტრულად მოამზადოს ანგარიში, რომლითაც შეაჯამებს სტუდენტთან გაწეულ მუშაობას და
წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს ბიუროს;
ზ. გააპროტესტოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, პროცედურული, რომელიც შეიძლება
უარყოფითად აისახოს დოქტორანტის შეფასებაზე;
თ. გამოთქვას საკუთარი აზრი დოქტორანტის შესაძლებლობების, მუშაობისა და პიროვნული თუ
პროფესიული თვისებების შესახებ;
ი. ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს კონკრეტული სტუდენტის
ხელმძღვანელობაზე, როგორც მუშაობის დაწყებამდე, ისე მუშაობის პროცესში;

8
20. სტუდენტის სასწავლო-კვლევითი პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
1. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა იწყება მე-2 აკადემიური წლიდან. 1-ლი წელი ეთმობა სასწავლო
კომპონენტის განხორციელებას.
2. თითოეული სტუდენტი შეიმუშავებს ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას, რომელიც საშუალებას
მისცემს, საბაზისო უნარისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, დაგეგმოს საკუთარი სწავლისა
და კვლევის პროცესი, მოახდინოს თვითშეფასება, თვითკონტროლი და სამუშაოს თვითორგანიზება.
3. ინდივიდუალური სამუშაო გეგმა იქმნება მეცნიერ-ხელმძღვანელის დამტკიცებიდან 1 თვის
განმავლობაში და მტკიცდება სადისერტაციო საბჭოს ბიუროს სხდომაზე.
4. ინდივიდუალური სამუშაო გეგმით დაგეგმილი აკადემიური კომპონენტების შეფასება ეფუძნება
უნივერსიტეტში მოქმედ შეფასების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია სტუდენტის სტატუსისა და
სასწავლო პროცესის რეგლამენტით (40-ე მუხლი), ხოლო დისერტაციის შეფასების სისტემა
წარმოდგენილია სამეცნიერო კომპონენტების სტანდარტში (მე-6 მუხლი).
5. ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შესრულების მონიტორინგის მიზნით, ყოველი სემესტრის ბოლოს,
სადისერტაციო საბჭოს ბიურო ისმენს სტუდენტის თვითშეფასება-ანგარიშს გეგმის შესრულებისა და
განხორციელებული სასწავლო-სამეცნიერო აქტივობის შესახებ, ხოლო მეცნიერ-ხელმძღვანელი
წარადგენს ანგარიშს სტუდენტთან გაწეული მუშაობის შესახებ. ორივე ანგარიშის საფუძველზე ბიურო
სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო მუშაობას აღნიშნავს, როგორც საკმარისს ან არასაკმარისს და
ყურადღებას მიაპყრობს შედარებით სუსტ ასპექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. არასაკმარისად ჩაითვლება სტუდენტის დატვირთვის შესრულება თუ საანგარიშო პერიოდში მას არ
აქვს განხორციელებული სასწავლო-კვლევითი აქტივობა ან სასწავლო კომპონენტები შეფასებულია
უარყოფითად.
7. გარდა დაგეგმილი აქტივობის სრულად შესრულებისა, საკმარისად აღინიშნება ის მუშაობაც, რომელიც
განხორციელდა ინდივიდუალური სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო-სამეცნიერო
კომპონენტების სახეცვლილებით.
8. იმ შემთხვევაში თუ ბიუროს მიერ, სტუდენტის მუშაობა სამჯერ აღინიშნება, როგორც არასაკმარისი, ის
უფლებამოსილია აღძრას შუამდგომლობა რექტორის წინაშე სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
9. მეორე აკადემიური წლის დასაწყისში, არა უგვიანეს მესამე სემესტრისა, დოქტორანტი შეიმუშავებს
სადისერტაციო კვლევით პროექტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის ზოგადი მონახაზი:
 საკვლევი პრობლემატიკა
 ჰიპოთეზის ან კვლევის საკითხების/პრობლემატიკის ფორმულირება
 მეთოდოლოგიის საკითხები
 ძირითადი წყაროები
 საკვლევი თემის სტრუქტურა
 კვლევის სამუშაო განრიგი
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება სადისერტაციო
კვლევითი პროექტის შემუშავება, სტუდენტი არგუმენტირებული განცხადებით მიმართავს
სადისერტაციო საბჭოს ბიუროს მისი შემუშავებისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე.
11. სადისერტაციო კვლევითი პროექტის შემუშავებისათვის ვადის გაგრძელება დაიშვება სამგზის, არა
უმეტეს 6 თვის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, თუ არ არსებობს საპატიო მიზეზი, სადისერტაციო
საბჭოს ბიურო უფლებამოსილია აღძრას საკითხი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
12. სტუდენტს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს საკვლევი თემა, არა უმეტეს სამგზის,
თემის დამტკიცებიდან 10 თვის განმავლობაში, ამავე დროს, თემის დასახელების კორექტირება/შეცვლა

9
დასაშვებია კვლევის პროცესშიც თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია კვლევის სპეციფიკით ან
კვლევის შედეგებით.

21. სადოქტორო დისერტაცია


1. სადოქტორო დისერტაცია, როგორც ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი, ასახავს დოქტორანტის
მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგებს, წარმოაჩენს ახალ მიგნებებს, ავლენს ავტორის
კომპეტენციის შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან,
ახდენს ფართოდ/ახლებურად გააზრებული ცოდნის დემონსტრირებას.
2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადისერტაციო ნაშრომს აქვს
თავისი სტრუქტურა, რომელიც აღწერილია “სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო კომპონენტების
სტანდარტში.”

თავი V. დისერტაციის დაცვის ორგანიზება და პროცედურა


22. სადისერტაციო საბჭო
1. სადოქტორო პროგრამის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი რგოლია სადისერტაციო საბჭო,
რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება-არმინიჭების
შესახებ დისერტაციის დაცვიდან არა უგვიანეს 6 თვის პერიოდში.
2. სადისერტაციო საბჭო, დისერტაციის დაცვისა და საკუთარი სხდომების ჩატარების პროცედურას,
ამტკიცებს პირველსავე სხდომაზე.
3. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი
შემადგენლობის 2/3-ზე მეტი.
4. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია
კენჭისყრის წესით. თანაბარი ხმების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის თავმჯდომარეს.
23. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა და მუშაობის სისტემა
1. სადისერტაციო საბჭო იქმნება რექტორის ბრძანებით, ხოლო შემადგენლობის განახლება (ახალი
წევრების შეყვანა ან მოქმედი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა) ხორციელდება საბჭოს
თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. სადისერტაციო საბჭო შედგება იმ სკოლის სრული და ასოცირებული პროფესორებისაგან, შესაბამისი
მიმართულებით, რომლის ბაზაზეც ხორციელდება სადოქტორო პროგრამები. სამეცნიერო კვლევების
სპეციფიკის გათვალისწინებით, დასაშვებია შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით, დოქტორის
ხარისხის მქონე სხვა პირების წევრობაც ან ერთჯერადად მოწვევა ხმის უფლებით.
3. გადაწყვეტილებას, სადისერტაციო საბჭოში შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით, დოქტორის
ხარისხის მქონე სხვა პირის ერთჯერადად მოწვევის შესახებ, იღებს სადისერტაციო საბჭოს
თავმჯდომარე ან სადისერტაციო საბჭოს ბიურო შესაბამისი სკოლის/პროგრამის
წარმომადგენლებთან/ხელმძღვანელთან კონსულტაციის საფუძველზე.
4. სადისერტაციო საბჭოს წევრს, სხდომის სამჯერ არასაპატიო/გაურკვეველი მიზეზით გაცდენის ან
აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლების, ან გამოვლენილი უპრინციპობის, ან პირადი
სურვილის შემთხვევაში, უწყდება უფლებამოსილება.
5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი, რომელსაც ჰყავს მოადგილე
საბჭოს შემადგენლობიდან.
6. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს სხდომებს, მისი არყოფნის
შემთხვევაში, სხდომას უძღვება მოადგილე.
7. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:

10
ა) გამოსცეს სამართლებრივი აქტი, უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე, დისერტაციის
დაცვის თარიღის დამტკიცების და პროცედურული საკითხების შესახებ, რომლებიც არ არის
განსაზღვრული ბიუროს უფლებამოსილებით ან განსაზღვრულია, მაგრამ მისი გამოცემა
გამოწვევულია პროცედურის შეუფერხებლობის აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში გამოცემული
აქტით მიღებული გადაწყვეტილება უნდა დამტკიცდეს ბიუროს უახლოეს სხდომაზე.
ბ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის დამტკიცების შესახებ,
პროგრამის ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე.
გ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი სადისერტაციო საბჭოში ახალი წევრების შეყვანის ან მოქმედი
წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე, შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით,
დოქტორის ხარისხის მქონე სხვა პირების ერთჯერადად მოწვევის შესახებ, ხმის უფლებით.
დ) გადასცეს დისერტაცია ანონიმური ექსპერტული დასკვნისათვის ან რეცენზირებისათვის თუ გაჩ-
ნდება ეჭვი/მოსაზრება ნაშრომის სადისერტაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
8. სადისერტაციო საბჭოს მუშაობის ეფექტურობის მიზნით, იქმნება სადისერტაციო საბჭოს ბიურო,
რომელიც ყალიბდება საბჭოს წევრების შემადგენლობიდან და აღჭურვილია აღმასრულებელი
ორგანოს უფლებამოსილებით (გარდა აკადემიური ხარისხის მინიჭება-არმინიჭების უფლებისა).
9. ბიუროს შემადგენლობაში შედის არანაკლებ ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული პროგრამიდან
ან/და თითო სუბიექტი მიმართულების მიხედვით.
10. ბიუროს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ ითვლება, შესაბამისად, სადისერტაციო საბჭოს
თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
11. სადისერტაციო საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებაა:
a) დაამტკიცოს სადისერტაციო თემები;
b) დაამტკიცოს დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელები;
გ) განიხილოს და დაამტკიცოს სადისერტაციო კვლევითი პროექტები;
დ) განიხილოს და დაამტკიცოს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმები;
ე) განიხილოს და დაამტკიცოს დოქტორანტის ანგარიშები;
ვ) განიხილოს და დაამტკიცოს დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელის ანგარიშები;
ზ) gანიხილოს სხვა პროცედურული საკითხები;
თ) დაამტკიცოს იმ გამოცემათა ნუსხა, რომელსაც ცნობს დოქტორანტთა ნაშრომის გამოსაცემად;
ი) დასვას საკითხი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ამ დებულების მე-20 მუხლის მე-8 და
მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევაში.
კ) (მაოღებულია,ბრძანება #01-05/010. 08.02.2018).
12. თუ დოქტორანტი გამოაქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომს იმ გამოცემაში, რომელიც არ არის
მითითებული მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში და ბიურო მიიჩნევს მას
განხორციელებულ აქტივობად - მოცემული გამოცემა ავტომატურად ჩაითვლება აღიარებულად,
წინააღმდეგ შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტის მიერ წარდგენილ გამოცემას ბიურო
არ აღიარებს, ეს კომპონენტი შესრულებულად არ ჩაითლება.
13. სადისერტაციო საბჭოსა და ბიუროს ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის, რექტორის
ბრძანებით, ინიშნება უფლებამოსილი პირი/პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხდომების
დოკუმენტირების და ორგანიზაციულ-პროცედურული ნორმებით გათვალისწინებული
მოთხოვნების დასაცავად.

11
24. დისერტაციის დაცვა
1. დისერტაციის დაცვა/შეფასება ხორციელდება ერთჯერადად, საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის
ღია სხდომაზე, რომლის შემადგენლობისა და დისერტაციის დაცვის თარიღის დამტკიცების
პროცედურა რეგულირდება ამ დებულების 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და
სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო კომპონენტების სტანდარტის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით.
2. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის შემადგენლობიდან ორი წევრი - ოფიციალური ოპონენტია,
რომლის ფუნქციაა წინასწარ გაეცნოს დისერტაციას, კრიტიკულად გაანალიზოს და კომიტეტის
სხდომაზე დისერტანტთნ, სავალდებულო წესით, წარმართოს სამეცნიერო დისკუსია, გამოთქვას
საკუთარი აზრი (დადებითი/უარყოფით) ნაშრომის მიმართ (დანართი 3).
3. ოპონენტად შეიძლება დამტკიცდეს დოქტორის სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული კვლევები აქვს განხორციელებული.
4. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის სხდომას, სათათბირო ხმის უფლებით, ესწრება მეცნიერ-
ხელმძღვანელი.
5. სადისერტაციო-საექსპერტო კომიტეტის სხდომების დოკუმენტირებას ახდენს საშტატო განრიგით
განსაზღვრული თანამდებობის პირი, თუ არ არის მიღებული სხვა გადაწყვეტილება, რომელიც უნდა
აისახოს კომიტეტის შემადგენლობის დამტკიცების დროს.
6. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან, რომელთაგან ერთ-ერთი
თავმჯდომარეა. მათ შორის, არანაკლებ, 2 წევრი კონკრეტული საკვლევი სფეროს მიმართულებით
უნდა მუშაობდეს.
7. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტი საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, ღია
კენჭისყრით, თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად გაკეთებული შეფასების საფუძველზე
და, სხდომის ოქმთან ერთად, წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს განსახილველად და
გადაწყვეტილების მისაღებად.
8. დისერტაციის დაცვის პროცესის დოკუმენტირება ხდება სტენოგრაფული ჩანაწერით ან ვიდეო
გადაღებით, რომელიც წარმოადგენს ოქმის შემადგენელ ნაწილს.
25. ამოღებულია (ბრძანება # 01-05/010, 08.02.2018).

26. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის გადაწყვეტილების შეჩერება/გაუქმება


1. იმ შემთხვევაში, თუ, ინფორმაციის ნებისმიერი წყაროს, მათ შორის, დისერტანტის განცხადების
საფუძველზე, საეჭვო გახდება დისერტაციის დაცვის შედეგები, სადისერტაციო საბჭო
უფლებამოსილია შეაჩეროს საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის გადაწყვეტილება და, არა
უგვიანეს 10 დღისა, გამოყოს არანაკლებ ორი ექსპერტი სადისერტაციო ნაშრომის ან/და მასალების
დამატებით შესასწავლად.
2. ექსპერტებს დისერტაცია გადაეცემათ ანონიმურად.
3. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის
გადაწყვეტილება თუ დამატებითი ექსპერტული დასკვნით დასტურდება, რომ:
a) ადგილი აქვს პლაგიატს ან გაყალბებული მონაცემების არსებობას;
b) სადისერტაციო ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს დისერტაციისთვის წაყენებულ მოთხოვნებს;
g) საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის გადაწყვეტილება ხარისხის მინიჭების ან არ მინიჭების
შესახებ არაობიექტურია, ან დარღვეულია დაცვასთან დაკავშირებული პროცედურა.
4. სადისერტაციო საბჭოში საჩივარი მიიღება საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის მიერ
გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, გარდა მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის შესახებაც საჩივრის წარდგენის ვადა შეუზღუდავია.

12
5. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან ნებისმიერ დროს
გააუქმოს თავისივე გადაწყვეტილება თუ დამატებითი საექსპერტო დასკვნით დადასტურდება მე-
3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადისერტაციო
საბჭოს ბიუროს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ახალი საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის
შექმნის შესახებ და დანიშნოს დისერტაციის დაცვის დღე. დასაშვებია ჩატარდეს გაერთიანებული
სხდომა სადისერტაციო საბჭოსთან ერთად.

თავი VI. გარდამავალი დებულებები


27. დისერტაციის შეფასება
1. ყველა დისერტაციის კომპონენტის შეფასება, რომელიც განხორციელდა ამ დებულების ძალაში
შესვლამდე არსებული წესით, ჩაითვლება დისერტაციაზე მუშაობის მონიტორინგად ამ დებულების
მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

2. სადისერტაციო კომპონენტების 51-ზე მეტი ქულით შეფასება, ამ დებულების ძალაში შესვლამდე


არსებული წესით, უთანაბრდება ბიუროს გადაწყვეტილებას აღინიშნოს საკმარისად, ხოლო 51-ზე
დაბალი შეფასება - აღინიშნოს არასაკმარისად.

თავი VII. დასკვნითი დებულებები.


28. დებულების ძალაში შესვლა
1. წინამდებარე დებულება ახალი რედაქციით ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2016 წელს დამტკიცებული საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა
და დოქტორანტურის დებულება.

13
დანართი 1

ფორმალური მოთხოვნები რეფერატის მიმართ

ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფორმალურ მოთხოვნებს:


a) ნაშრომის მოცულობა არ უნდა იყოს A4 ზომის 25 გვერდზე ნაკლები, შრიფტი – Sylfaen, ტექსტის
შრიფტის ზომა - 11, სათაურებისა და ქვესათაურების ზომა - 14-12, სტრიქონებს შორის მანძილი –
1.5, გვერდის ველები ზედა და ქვედა კიდიდან - 2sm, მარცხენა კიდიდან - 3sm, მარჯვენა კიდიდან
- 1,5sm.

ბ) ნაშრომის თავფურცელის (იხილეთ ნიმუში - დანართი 1.1) შრიფტი - Sylfaen; ნაშრომის დასახელების
შრიფტის ზომა - 14, გასწორება ცენტრში (Center), ზედა კიდიდან 2 ინტერვალის დაშორებით; აპლიკანტის
სახელი-გვარის შრიფტის ზომა - 11 Bold, გასწორება მარჯვენა კიდესთან (Align Right), სათაურიდან - 5
ინტერვალის დაშორებით; სახელი-გვარიდან ტექსტამდე - 5 ინტერვალი, ტექსტის ზომა - 11, ორმხრივი
გასწორებით (Justify); ტექსტიდან თარიღამდე - 4 ინტერვალი, თარიღის ზომა - 11, გასწორება მარჯვენა
კიდესთან (Align Right); უნივერსიტეტის დასახელება ქვედა კიდიდან - 4 ინტერვალი, გასწორება
ცენტრში (Center). გვერდის ველები ზედა და ქვედა კიდიდან - 2სმ, მარცხენა კიდიდან - 3სმ, მარჯვენა
კიდიდან - 1,5სმ.

გ) აბზაცები ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.

დ) ბიბლიოგრაფია წარმოდგენილ უნდა იქნას ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით. ჯერ


გამოცემები ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ – უცხოურ ენებზე. ნუსხაში უნდა მიეთითოს:

წიგნის ან მონოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში:


_ ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
_ გამოცემის წელი
_ სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
_ გამოცემის ადგილი
_ გამომცემლობა

მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორია. თბილისი: განათლება.

პერიოდული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში


_ ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები
_ წელი
_ ნაშრომის სახელწოდება
_ სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდება (დახრილი შრიფტი)
_ ტომის ნომერი
_ გამოცემის ნომერი
_ გვერდები, რომელზეც განთავსებულია ნაშრომი

მაგ.: შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, 15 (21), 12-15.


შენგელია გ. 2003. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. კავკასია, იანვარი, 12-15.

ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში:


_ მასალის ავტორი
_ ვებ-გვერდის ავტორი
_ მასალის დასახელება ლინკის მინიშნებით
_ ვებ-გვერდის მისამართი
_ მასალის მოძიების თარიღი

14
მაგ.: ბრაუნი ტ. ბრიტანეთის სამართლის საფუძვლები. ზოგადი განათლება. www . .
(15.02.2005).
ელექტრონული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში:
_ სტატიის ავტორი (გვარი, ინიციალები)
_ წელი
_ სტატიის დასახელება
_ ელექტრონული გამოცემის დასახელება (დახრილი შრიფტი)
_ გამოცემის ნომერი
_ თავი, პარაგრაფი (იწერება ფრჩხილებში)
_ ვებ-გვერდის მისამართი
_ მასალის მოძიების თარიღი

მაგ.: კოილი მ. 2003. თავისუფლების აქტის . . . . ევროპის ფორუმი 3 (5). www . . .


(15.06.2003).

სახელისუფლებო დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში:


_ ქვეყნის დასახელება
_ უწყების დასახელება, რომელსაც ეკუთვნის დოკუმენტი
_ წელი იმ გამოცემისა, სადაც მოძიებულ იქნა მითითებული დოკუმენტი
_ დოკუმენტის სახე (ბრძანება, კანონი...)
_ დოკუმენტის დასახელება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრისა და წლის მინიშნებით
_ ადგილი იმ გამოცემისა, რომელშიც მოძიებულია მითითებული დოკუმენტი
_ გამოცემის დასახელება, რომელშიც მოძიებული იქნა მითითებული დოკუმენტი

მაგ.: საქართველო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2005. მინისტრის ბრძანება:


... ცვლილებების შესახებ . . . (639, 5.09.2005). თბილისი: საკანონმდებლო მაცნე #115.

ე) ტექსტში, გამოყენებული ლიტერატურა, უნდა მიენიშნოს შემდეგნაირად: ციტატის ბოლოს იხსნება


ფრჩხილი, სადაც იწერება დასახელებული ლიტერატურის რიგითი ნომერი თანდართული ნუსხის
მიხედვით და გამოიყოფა მძიმით. შემდეგ კი მიეთითება გვერდები, საიდანაც აღებულია ციტატა ან
თეზისი. მაგ.: (15, 150-161).

15
დანართი 2

სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად


საკონკურსო საბუთების ნუსხა
 განაცხადი შესარჩევ კონკურსზე დაშვების შესახებ საკვლევი თემატიკის ჩვენებით და მეცნიერ-
ხელმძღვანელობის კანდიდატის თანხმობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
 პირადობის მოწმობის ასლი
 აპლიკაციის ფორმა (ივსება უნივერსიტეტში)
 CV პირადი ხელმოწერით
 დიპლომი, დანართთან ერთად (ასლი)
 ერთი პროფესორის რეკომენდაცია
 რეკომენდაცია სამსახურიდან ან ორი პიროვნების სახელი, გვარი საკონტაქტო ინფორმაციით,
ვისგანაც შეიძლება ინფორმაციის მიღება აპლიკანტის შესახებ
 სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
 4 ფოტოსურათი (3ხ4)
 სამოტივაციო წერილი

16
დანართი 3

grigol robaqiZis saxelobis universiteti


oficialuri samecniero oponentis recenzia
sadisertacio naSromis Sesaxeb

დოქტორანტის სახელი, გვარი

სადისერტაციო ნაშრომის სათაური

სკოლა

ოპონენტის სახელი, გვარი

ინსტრუქცია ოფიციალური ოპონენტისათვის

რეცენზიის ფორმა იყოფა 4 ნაწილად.

ყოველი ნაწილი შეიცავს საორიენტაციო კითხვებს/საკითხებს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს


თავისუფალი ტექსტით.

ტექსტი უნდა იყოს ოპტიმალური – კონკრეტულად გამოხატავდეს ოპონენტის ობიექტურ აზრს


ნაშრომის შესახებ.

წინამდებარე ფორმის I და II ნაწილი, ძირითადად, ნაშრომის დადებით ასპექტებს ეთმობა, დანარჩენი –


ოპონირებისათვის არის განკუთვნილი.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ოპონირების ნაწილი (ნაწ. III). ის უნდა შეიცავდეს ავტორის კრიტიკულ
აზრს, შენიშვნებს კვლევის შედეგებისა და მეცნიერული სიახლის შესახებ, რომლის თეორიული და
პრაქტიკული მნიშვნელობის ზუსტად/კონკრეტულად აღწერა (ნაწ. II), არსებითად, განსაზღვრავს კიდეც
ნაშრომის შესაბამისობას სადოქტორო დისერტაციისათვის წაყენებული მოთხოვნებთან.

რეცენზიის ბოლოს გააკეთეთ აღნიშვნა V ასო-ნიშნით (ინგლისურენოვანი კლავიატურა) დადგენილ


მოთხოვნებთან დისერტაციის შესაბამისობის შესახებ.

გმადლობთ, თანამშრომლობისთვის.

17
I. საერთო შთაბეჭდილება ნაშრომის შესახებ (აქტუალობა, თეორიული და პრაქტიკული კონტექსტი,
მეთოდოლოგია და ა.შ.)

II. ნაშრომის უნიკალურობა

ა) მეცნიერული სიახლე (გააკეთეთ აღნიშვნა V ასო-ნიშნით იმ ფორმულირების გასწვრივ, რომელიც


შეესაბამება სადისერტაციო კვლევის შედეგებს/მეცნიერულ სიახლეს)

ახალი დარგობრივი/მეცნიერული მიმართულების ჩამოყალიბება

ახალი მეთოდების/პრინციპების/ღირებულებების შემუშავება; კვლევის შედეგები, რომელიც


ცვლის არსებულ მეცნიერულ მიდგომას/თვალსაზრისს ცალკეული ფუნდამენტური
პრობლემის/საკითხის მიმართ

ახალი ელემენტების შემოტანა, რომელიც ავსებს არსებულ თეორიულ/მეთოდოლოგიურ


ღირებულებით სისტემას

პროცესის/მოვლენის განვითარების კანონზომიერების განსაზღვრა, ახალი ფაქტორების დადგენა,


რომელიც ცვლის არსებულ მეცნიერულ მიდგომას/თვალსაზრისს კონკრეტული ფაქტის/მოვლენის
მიმართ
`1

არსებული მეთოდოლოგიის, სისტემის, ტერმინების, კატეგორიების, კრიტერიუმების (და მისთ.)


დაზუსტება/ახლებურად გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს თეორიული/პრაქტიკული
პრობლემის გადაწყვეტას
არსებული ალგორითმის/მოდელის/მეთოდის კორექტირება/დაზუსტება/გამოყენება ან/და
პროექტის შემუშავება, რომელიც ხელს უწყობს ლოკალური თეორიული/პრაქტიკული პრობლემის
გადაწყვეტას

ბ)კვლევის შედეგების/მეცნიერული სიახლის მეცნიერული/თეორიული მნიშვნელობა, კვლევის პერსპეტივა

გ) კვლევის შედეგების, მეცნიერული სიახლის პრაქტიკული მნიშვნელობა, გამოყენების/დანერგვის არეალი

18
III. ოპონირება (მეცნიერული სიახლის ცალკეული კომპონენტის კრიტიკული განხილვა, საკუთარი, მათ შორის,
საპირისპირო აზრის წარმოჩენა)

IV. არსებითი ხასიათის შენიშვნები, უზუსტობები

დასკვნა

ნაშრომი შეესაბამება სადოქტორო დისერტაციისათვის წაყენებულ მოთხოვნებს

ნაშრომი არ შეესაბამება სადოქტორო დისერტაციისათვის წაყენებულ მოთხოვნებს

თარიღი: _____________ ოპონენტის ხელმოწერა: ___________________

19
დანართი 1.1

რეფერატის სათაური

აპლიკანტის სახელი გვარი

რეფერატი წარდგენილია სამართლის სადოქტორო პროგრამაზე დაშვებისათვის

20-- წლის რიცხვი თვე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

თბილისი, 20--

20

You might also like