You are on page 1of 5

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) სტრატეგიული


განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს
უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,


წინამდებარე წინამდებარე დებულებითა და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და


სასწავლო-ადმინისტრირების საკითხებში რექტორის მოადგილის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის მიზნებია

1. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებას.

2. ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე მისი პოზიციონირებისა და საკუთარი


პროფილის გამოკვეთას,

3. საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს შორის კორპორაციული ღირებულებების გაცნობიერებასა და


დამკვიდრებას.

4. საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. უნივერსიტეტის საქმიანობის სტრატეგიული და მოკლე ვადიანი დაგეგმარება, მონიტორინგის


განხორციელება მის შესრულებაზე და შეფასება.

2. ადგილობრივი საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის კვლევა.

3. საუნივერსიტეტო საზოგადოების აზრის კვლევა უნივერსიტეტის სერვისების განხორციელების ხარისხის


შესახებ.

4. საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა.

5. უნივერსიტეტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.


მუხლი 2. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ჰყავს უფროსი, რომელიც ინიშნება რექტორის ბრძანებით კონკურსის შედეგებით ან მის გარეშე.

2. სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციით,

3. სპეციალური განათლებით (სოციოლოგი, მარკეტოლოგი) ან შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის,


არანაკლებ, ორი წლის სტაჟით.

4. უცხო ენის ცოდნის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს, არანაკლებ, B1 დონეს, კარგად უნდა ფლობდეს
კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

5. სამსახურის უფროსის ხელფასი განისაზღვრება შეთანხმებით, სამუშაო დრო - 40 საათი კვირაში.

6. სამსახურის თანამშრომლები არიან სპეციალისტები და მენეჯერები.

7. სპეციალისტი, სოციალური კვლევის მიმართულებით, უნდა იყოს არანაკლებ ბაკალავრის კვალიფიკაციით,


შესაბამისი სპეციალობით (სოციოლოგია, საჯარო მართვა).

8. მარკეტინგული კვლევის მენეჯერი, უნდა იყოს არანაკლებ ბაკალავრის კვალიფიკაციით, შესაბამისი


სპეციალობით (მარკეტინგი) ან, არანაკლებ, 4 წლის პროფესიული გამოცდილებით.

9. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განათლება უნდა შეესაბამებოდეს, არანაკლებ ბაკალავრის


კვალიფიკაციას, შესაბამისი სპეციალობით ან სამუშაო გამოცდილებით, არანაკლებ ერთი წლის სამუშაო
სტაჟით.

10. სპეციალისტები უნდა ფლობდნენ ინგლისური ენას, მინიმუმ, B1 დონეზე, ხოლო უფროსი სპეციალისტი -
B2 დონეზე.

11. სამსახურში შეიძლება დასაქმნდნენ სტუდენტები, შესაბამისი უნარებით, დამხმარე სპეციალისტის


სტატუსით.

12. სამსახურში იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მტკიცდება რექტორის სამართლებრივი აქტის
საფუძველზე.

13. სამსახურის თანამშრომელთა ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით.

14. სამსახურის თანამშრომლები კოორდინირებულ მუშაობას ეწევიან უნივერსიტეტის ხარისხის


უზრუნველყოფის სამსახურთან, ადამიანური რესურსის მართვის სამსახურთან, სტუდენტთა
მხარდაჭერისა და სერვისის სმსახურთან, აკადემიურ სკოლებთან.

15. სამსახურის უფროსმა უნდა იცოდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული


კანონმდებლობა, ხოლო თანამშრომელებმა ამ კანონმდებლობის საკითხები, აგრეთვე, უნივერსიტეტის
მისია, წესდება, შრომის შინაგანაწესი, სამსახურებრივი ეთიკის ნორმები, ადმინისტრაციული და
შრომის კანონმდებლობს საკითხები, შრომის დაცვის უსაფრთხოების წესები.
16. სამსახურის თანამშრომლები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ან/და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული
ნორმატიული აქტებით, შრომის კანონმდებლობით, აგრეთვე, უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით
და უნივერსიტეტის სხვა მარეგულირებელი აქტებით.
17. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და
შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.
18. სამსახურის უფროსი პასუხს აგებს სამსახურის არაორგანიზებული მუშაობისთვის, დაგეგმილი
აქტივობებისა და ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შეუსრულებლობისთვის, ეთიკის
ნორმების დარღვევისა და საქართველოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული
სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაცდომისთვის სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულების დროს.
19. სამსახურის თანამშრომლების პასუხს აგებენ დაკისრებული მოვალეობის უხარისხოთ შესრულებისა და
სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დარღვევისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამარტლის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაცდომისათვის
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

მუხლი 3. სამსახურის უფროსის ფუნქციები

1. სამსახურის უფროსი კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას - ანაწილებს დავალებებს


თანამშრომლებს შორის და აკონტროლებს შესრულების ხარისხს/დროს.

2. თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების საფუძველზე რექტორთან წარადგენს წინადადებებს მათი


წახალისების ან ადმინისტრაციული სანქციების განხორციელების თაობაზე.

3. აკონტროლებს, სამსახურის ფარგლებში, საქმის წარმოების პროცესს.

4. პირადად იღებს კანცელარიიდან შემოსულ კორესპონდენციებს და ახორციელებს/აკონტროლებს მათ


შესრულებას.

5. კოორდინაციას უწევს სტრატეგიული დეგეგმარების პროცესს, მონაწილეობს მისი განხილვის, შეფასებისა


და რედაქტირების პროცესში.

6. თანამშრომლების მეშვეობით სტრუქტურული ერთეულებიდან კრებს ინფორმაციას და, სტრატეგიული და


მოკლევადიანი გეგმების საფუძველზე, აყალიბებს უნივერსიტეტის ყოველთვიურ/ყოველკვირეულ
სამოქმედო გეგმების პროექტს.

7. ყოველთვიური სამუშაო გეგმების პროექტს, დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში, წარუდგენს რექტორს


დასამტკიცებლად.

8. შეარჩევს მონიტორიგის ჯგუფის წევრების კანდიდატურებს და წარუდგენს რექტორს დასამტკიცებლად.

9. ხელმძღვანელობს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის და აკონტროლებს


საშემსრულებლო დისციპლინას.
10.

მუხლი 3. სამსახურის თანამშრომლების ფუნქციები

სოციალური კვლევების სპეციალისტი:

1. შეიმუშავებს წლის სამუშაო რეგლამენტს უნივესრიტეტის მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ატარებს ადგილობრივი საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის კვლევას უნივერსიტეტის პოზიციონირების


ხარისხის დასადგენად, სპეციალობებზე მოთხოვნის შესასწავლად, კურსდამთავრებულთა დასაქმების
მაჩვენებლების განსასაზღვრად, შესაბამისი წინადადებები/რეკომენდაციების შესმუშავებლად.

3. ატარებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის კვლევას უნივერსიტეტის პარტნიორების შერჩევისა და


საგანმანათლებლო პროგრამებზე მოთხოვნის შესასწავლად, შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

4. სწავლობს უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა კმაყოფილების დონეს ატარებს სოციალურ


კვლევას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

5. მონაწილეობს სტრატეგიული და მოკლევადიანი გეგმების შესრულების მონიტორინგის პროცესში და აფსებს


დადგენილი კრიტერიუმებითა და მეთოდებით.

მარკეტინგული კვლევების მენეჯერი:

1. ატარებს ბაზრის მარკეტინგულ კვლევას.


2. შეიმუშავებს მარკეტინგული კვლევის გეგმას.
3. შეიმუშავებს წინადადებებს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისათვის.
4. შეიმუშავებს მარკეტინგული კომუნიკაციის სისტემას.
5. შეიმუშავებს საგანმანათლებლო მომსახურების ფასის ჩამოყალიბებისა და ბაზარზე წარდგენის სტრატეგიას.
6. აფასებს რისკებს.
7. განახორციელებს საგანმანათლებლო ბაზარზე უნივერსიტეტის პოზიციონირებას.
8. განახორციელებს ბეჩმარკეტინგულ აქტივობებს.
9. შეიმუშავებს საგანმანათლებლო მომსახურების პროდუქტების სტიმულირების სისტემას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

1. უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო პროცესებთან, საუნივერსიტეტო ცხოვრების სხვა მიმართულების


განვითარებასთან დაკავშირებული დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საჯაროობა.

2. საინფორმაციო საშუალებებთან (ქართულენოვანი/უცხოენოვანი) აგებს თანამშრომლობას - ატარებს


საგანგებო ბრიფინგებს, ინტერვიუებს, ორგანიზებას უწევს საინფორმაციო დღეების ჩატარებას,
უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების/მოვლენების გაშუქების მიზნით.

3. გეგმავს და ატარებს უნივერსიტეტის საიმიჯო კამპანიას/სარეკლამო აქციებს. ამზდება


პრესრელიზებს/საინფორმაციო მასალებს.

4. ცნობადობის გაზრდის მიზნით ახდენს უნივერსიტეტის სახელის აქცენტირებას, ყველა საკო-მუნიკაციო


ფორმატით, როგორც ოფიციალური სახელის, ისე ბრენდ-სახელის (,,ალმა-მატერ”) დამკვიდრების მიზნით.
5. ამზადებს საინფორმაციო და სარეკლამო მასალებს/ატრიბუტიკას (ბუკლეტები, სუვენირები და აA.შ.)
უნივერსიტეტის ლოგოს გამოყენებით.

6. ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას ადგილობრივ


და საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებსა და სამეცნიერო კონფერენციებში,
კულტურულ/სპორტულ ღონისძიებებსა და საქველმოქმედო აქციებში.

7. აქტიურად მუშაობს აბიტურიენტებთან პროფორიენტაციის მიმართულებით, ატარებს ,,ღია კარის‘‘ დღეებს,


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში აწყობს პრეზენტაციებს/ღონისძიებებს.

8. პირველკურსელთა ადაპტაციისათვის ატარებს კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს, აწყობს


კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების/დიპლომების გადაცემის ცერემონიალს.

9. აწესებს მონიტორინგს უნივერსიტეტის ვებ-გვერდის ფუნქციონირებაზე, უზრუნველყოფს, უნივერსიტეტში


განხორციელებული აქტივობების შესახებ, ვებ გვერდსა და სხვა საინფორმაციო მატარებლებზე
ხარისხიანი ინფორმაციის დროულ განთავსებას, რომლის პროცედურა გათვალისწინებულია ინსტრუქციით
ინფორმაციის მართვის შესახებ. საზოგადოებასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით, ინტენსიურად
იყენებს ელექტრონულ და სოციალურ ქსელს.

10. ანვითარებს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სხვადასხვა კომპანიებსა და არასამთავრობო


ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტის საქმიანობის პოპულარიზაციისა დასტუდენტთა დასაქმების მიზნით.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები:

1. მონიტორინგის ჯგუფი იქმნება რექტორის სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა სტრატეგიული


განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე.

2. მონიტორინგის ჯგუფი ყალიბდება ადამიანური რესურსის მართვის სამსახურის თანამშრომლების,


სტუდენტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების პერსონალისაგან.

3. წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო უფლებამოსილების ვადა -


7 წლით.

4. მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

5. შეფასებისათვის გამოიყენება დაგენილი მეთოდები და ინდიკატორები.

მუხლი 4. დებულების ძალაში შესვლა

1. ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

You might also like