You are on page 1of 13

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა


სამართალი

პროგრამის სახელწოდება
სამართალი

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური


ბაკალავრიატი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია, კვალიფიკაციის კოდი


სამართლის ბაკალავრი, 0421

სწავლების ენა
ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები:


ევა გოცირიძე - სამართლის დოქტორი, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული
უნივერსიტეტის პროფესორი
დავით ბოსტოღანაშვილი - სამართლის დოქტორი, მოწვეული პერსონალი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:


პროგრამის მიზანია ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებაში არსებულ სამართლებრივ ღირებულებათა დამკვიდრების
ხელშეწყობა და სტუდენტის ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რისთვისაც სტუდენტს უნდა:
ა) შეასწავლოს ეროვნული სამართლის სისტემისა და საერთაშორისო სამართლის თავისებურებები;
ბ) შეასწავლოს ქართული სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიული ასპექტები;
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

გ) შეასწავლოს იურისტის საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი მეთოდები;


დ) გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
ე) გამოუმუშაოს იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით კომუნიკაციისა და მიღებული ცოდნის განახლების უნარი;
ვ) გამოუმუშაოს პროფესიული ეთიკის ნორმების, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის
უნარი.

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა და პროგრამის სტუდენტთა ზღვრული ოდენობა


საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობაა 350 სტუდენტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები. საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს.
პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის წესი. საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის
გარეშე ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების
გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების
წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად.
მობილობა. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ასევე, შესაძლებელია მობილობის წესით საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად. ინფორმაცია მობილობის
შესახებ ქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ასევე, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
შიდა მობილობა. საგანმანათლებლო პროგრამაზე ასევე დაიშვებიან მსურველები შიდა მობილობის წესით. შიდა მობილობა ცხადდება
წელიწადში ორჯერ, კონკრეტული ვადები და პროცედურები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით და ინფორმაცია
რეგულარულად თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.sangu.edu.ge.

საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და კრედიტებით მოცულობა:


სამართლის საბაკლავრო პორგრამა 240 ECTS კრედიტს მოიცავს, წელიწადში საშუალოდ – 60 კრედიტს, სემესტრში – 30 კრედიტს.
შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 4 წელს ანუ 8 სემესტრს შეადგენს. სტუდენტის

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ
არა უმეტეს 75-ისა.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა შედგება შემდეგი სასწავლო კომპონენტებისაგან:
საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები. საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები მიმართულია უცხო ენისა
და კომუნიკაციის განმავითარებებლი უნარების გამომუშავებისაკენ; სავალდებულოა პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი
უცხო ენის შესწავლა B2 დონით, ასევე აკადემიური წერის და საოფისე ტექნოლოგიების საწყისების სასწავლო კურსის ათვისება.
სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები - 186 კრედიტი. სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები მიმართულია
სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების, სამართლის (კერძო, საჯარო და სისხლის) დარგობრივი დისციპლინებისა და პრაქტიკული
უნარების განმავითარებელი კურსების შესწავლისკენ;
არჩევითი სასწავლო კურსები - 18 კრედიტი. არჩევითი სასწავლო კურსები საშუალებას აძლევს სტუდენტს საკუთარი სურვილისა და
ინტერესების გათვალისწინებით მოახდინოს სწავლების კონცენტრირება და გაიღრმავოს ცოდნა კერძო, საჯარო ან სისხლის
სამართლის სფეროში, ასევე საკუთარი სურვილის შესაბამისად შეისწავლოს არაიურიდიული დისციპლინები.

სწავლის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება
აღწერს
1. სამართლის არსს, სისტემას, ძირითად პრინციპებს, განმარტების მეთოდებს, სამართლებრივ სისტემებს, ქართული სამართლის
ისტორიულ წყაროებს;
2. კერძო, საჯარო, ან/და სისხლის სამართლის ძირითად თეორიებს, წესებს, პრინციპებსა და რეგულირების თავისებურებებს, მათ
შორის:
• კერძო სამართლის სისტემას, მიზნებს, ამოცანებს, სამოქალაქო სამართლის წყაროებს, უმნიშვნელოვანეს ცივილისტურ
კატეგორიებს, ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, სანივთო სამართლის სისტემას და პრინციპებს, სახელშეკრულებო და
კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართლებრივ ურთიერთობებს, შრომის
სამართლის ძირითად პრინციპებს, საკორპორაციო სამართლის პრინციპებს, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად
პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის თავისებურებებს;
• სახელმწიფო მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნისა და ურთიერთმიმართების საკითხებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

თავისუფლებებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითად პრინციპებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის


ინსტიტუტებს, ადმინისტრაციული სამართლის არსსა და პრინციპებს, ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოების
ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვის თავისებურებებს;
• სისხლის სამართლის არსს, სისხლის სამართლის პრინციპებს, დანაშაულის არსს, სახეებს, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის თავისებურებებს, ასევე სისხლის სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და
სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის თავისებურებებს.

უნარები
3. ახდენს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის საფუძველზე არსებული სამართლებრივი
პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, განმარტებასა და გამოყენებას;
4. ადგენს საკონსტიტუციო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოებისას იურიდიული შინაარსის
დოკუმენტებს (საჩივარი, სარჩელის და ა.შ.), ასევე ინდივიდუალურ და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსა
და კერძოსამართლებრივ და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
5. არჩევს და იყენებს შესაბამის მატერიალურ და პროცესუალურ ნორმებს კონკრეტული სამართლებრივი მოქმედებების
განხორციელებისას;
6. აანალიზებს საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს, ავითარებს მათი
გადაწყვეტის შესაბამის მიდგომებს და აყალიბებს საკუთარ დასაბუთებულ სამართლებრივივ დასკვნებს შერჩეული მიდგომების
დასასაბუთებლად;
7. ახდენს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში ქართულ ან/და უცხოურ ენეაზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის
საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიებას და განახლებული ცოდნის
საფუძველზე მოძიებული ინფორმაციის თაობაზე, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერილობითი
ფორმით კომუნიკაციიას.

პასუხისმგებლობა და ავტონომია
8. ცნობს იურისტის ეთიკური სტანდარტების საჭიროებას, პატივს სცემს ინდივიდთა უფლებებს, მონაწილეობს შესაბამისი
სამართალწარმოების პროცესში იურისტის ეთიკური სტანდარტებითა და სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური
და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით;

სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები მოცემულია თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსში და გათვალისწინებულია
ლექციებისა და სემინარების ორგანიზება, რომელიც აერთიანებს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს:
დისკუსია/დებატები; დემონსტრირება; ახსნა-განმარტება; ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება; ჯგუფური მუშაობა; შემთხვევის
ანალიზი (Case Study); იმიტირებული სასამართლო პროცესი და სხვა. სწავლების შედეგების მისაღწევად, სამართლის საბაკალავრო
პროგრამის განხორცილებისას ადეკვატური მეთოდების შერჩევა ხორციელდება, თანმიმდევრულად - სწავლის მიზნების, შედეგების,
სასწავლო კომპონენტის სპეციფიკისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის
აკადემიური თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით.

სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა


სამართლის საბაკალავრო პროგრამა იყენებს „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით განსაზღვრულ და
მის საფუძველზე დამტკიცებულ ქართულ უნივერსიტეტში მოქმედ შეფასების სისტემას. კერძოდ, კრედიტის მოპოვება შესაძლებელია
სტუდენტის მიერ მხოლოდ შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც
გამოიხატება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული
კომპონენტისათვის განკუთვნილი კრედიტის მინიჭება უნდა განხორციელდეს ერთი სემესტრის ფარგლებში.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ სტუდენტის მაქსიმალური საბოლოო შეფასება 100 ქულის ტოლია. საბოლოო
შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს:
შუალედური შეფასება - 60 ქულა: შუალედური გამოცდა - 30 ქულა; სემინარული მუშაობის შეფასება - 20 ქულა;
პრეზენტაცია/რეფერატი/პრაქტიკული ნაშრომი და სხვა - 10 ქულა.
დასკვნითი გამოცდა ფასდება 40 ქულით.

დასკვნითი გამოცდა სავალდებულოა და მასზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით
მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. ამასთან, შესაძლოა კონკრეტული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსებით
გათვალისწინებული იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გარდა შეფასების ფორმებისა, შეფასების
კომპონენტში/კომპონენტებშიც.
დასკვნით გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად სტუდენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მიიღოს
არანაკლებ 15 ქულა.
შეფასების სისტემა მოიცავს ხუთი სახის დადებით და ორი სახის უარყოფით შეფასებას.
დადებითი შეფასებები:
SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

(A) ფრიადი – 91-100 ქულა;


(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
(C) კარგი – 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – 51-60 ქულა;
უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი
მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე
სემესტრში. შენიშვნა: დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის
მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან
აქვს შესასწავლი.

დასაქმების სფეროები
სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ხელისუფლების სამივე შტოს (საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება) შესაბამის დაწესებულებებში (საქართველოს პარლამენტში, სამინისტროებში,
დეპარტამენტებში, სამსახურებში, სხვადასხვა პროფილის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს
სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში (პროკურატურაში და ა.შ.), აგრეთვე
რაიონულ/საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში), ასევე, სამართალის
ბაკალავრს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი იურიდიული საქმიანობა, მათ შორის საადვოკატო, და დაიკავოს ნებისმიერი
პოზიცია სახელმწიფო დაწესებულებაში, სამთავრობო თუ არასამათავრობო ორგანიზაციებში, გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც ამა
თუ იმ ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავება ან/დასაქმიანობის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მაგისტრის კვალიფიკაციასთან ან სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან არის დაკავშირებული. გარდა ზემოხსენებულისა,
კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით იმუშავოს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში (კომერციული ბანკები და
სადაზღვევო კომპანიები, სხვადასხვა პროფილისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის კომპანიებში). ცალკეული
თანამდებობის დასაკავებლად შესაძლოა აუცილებელი იყოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა


SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამართლის მიმართულების


სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით ან სპეციალობის შეცვლის მიზნით – სხვა მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამით, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

მატერიალურ–ტექნიკური ბაზა
სამართლის საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება ქართული უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მის. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.
№53 ა. უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
კორპუსი აღჭურვილია გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, საევაკუაციო გეგმებით, თვალსაჩინოებებით, ცეცხლმაქრებით,
შუქ-ხმოვანი სასიგნალო სისტემებით და ცენტრალური გათბობით.
უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში ფუნქციონირებს საგამოცდო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის
ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურით და ელექტრონული აღრიცხვის სისტემით. სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს
სასწავლო კომპონენტების ფარგლებში გამოცდები ჩაუტარდებათ შესაბამის დარბაზში.
ლექციებისა და სემინარებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები აღჭურვილია სასწავლო მაგიდებით, სკამებით, დაფებით და
თანამედროვე ტექნიკით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, გახმოვანების აპარატურა, პერსონალური კომპიუტერები, ჭკვიანი
დაფებით). სასწავლო აუდიტორიებში ყველა პერსონალური კომპიუტერი უზრუნვეყოფილია ლიცენზირებული პროგრამული
უზრუნველყოფით. მათ შორის, სრულად ლიცენზირებულია მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემები და საოფისე პაკეტები. უცხოური
ენების სწავლებისათვის გამოყოფილი აუდიტორიები ტექნიკურად აღჭურვილია აუდიო ფაილების გამშვები აპარატურით. ონლაინ
სწავლებისთვის გამოიყენება lms moodle და ონლაინ შეხვედრების სისტემა bigbluebutton.

სპეციალურად სამართლის საგანმანათლებლო პრგრამის სტუდენტებისათვის მოეწყო იმიტირებული სასამართლო პროცესების


დარბაზი, რომელიც გამოიყენება რიგ სასწავლო კურსებში (იმიტირებული პროცესები და სხვა.) ასევე, გარდა კურიკულუმით
გათვალისწინებული აქტივობებისა, შესაბამისი აუდიტორია გამოიყენება დამატებითი სტუდენტური აქტივობებისთვის.
საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო ლიტერატურა სრულად არის განთავსებული უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკაში. ამასთან, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია უახლესი სამეცნიერო პერიოდული გამოცემები. უნივერისტეტი არის
საქართველოს ბიბლიოთეკების კონსორციუმის წევრი. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტებს და პროგრამაში
ჩართულ პერსონალს აქვს წვდომა მონაცემთა ბაზებზე და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ წიგნებზე.
SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სასწავლო კორპუსში განთავსებულია სპორტული დარბაზი და კვების ობიექტი.


კეთილმოწყობილია სასწავლო კორპუსების მიმდებარე ტერიტორია, გაშენებულია გამწვანების ზოლები, დარგულია მარადმწვანე და
დეკორატიული ხე-მცენარეები, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დასასვენებლად ეზოში შექმნილია სასიამოვნო და
მყუდრო გარემო; სტუდენტები ინფორმირებულები არიან უნივერსიტეტში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობის და
მოხმარების წესების შესახებ.

დანართი №1: სასწავლო გეგმა და სწავლების ორგანიზების თავისებურებები


დანართი №2: სწავლის შედეგების რუკა
დანართი №3: პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმი
დანართი №4: საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსი
დანართი №5: საგანმანათლებლო პროგრამაში აკადემიური და მოწვეული პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სასწავლო კომპონენტების სასწავლო გეგემა და მათი სემესტრული გადანაწილება (I –VIII)

კრედიტების გადანაწილება

კურსის/მოდულისსტატუსი: სავალდებულო,

კრედიტების რაოდენობა სულ

საათებისსაერთორაოდენობა
I წელი II წელი III წელი IV წელი

წინაპირობები*
არჩევითი
სასწავლო კომპონენტის დასახელება

I II III IV V VI VII VIII

სემეს- სემეს- სემეს- სემეს- სემეს- სემეს- სემეს- სემეს-


ტრი ტრი ტრი ტრი ტრი ტრი ტრი ტრი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

სავალდებულო სასწავლო კურსები (უცხო ენაზე კომუნიკაციის და 36


დარგობრივი კომპეტენციები)
1 უცხოენა I (ინგლისური,გერმანული, ფრანგული, რუსული)1 სავალდ. წინაპირობის 6 150 6
გარეშე
2 უცხოენა II (ინგლისური,გერმანული, ფრანგული, რუსული) სავალდ. 1 6 150 6

3 უცხოენა III (ინგლისური,გერმანული, ფრანგული, რუსული) სავალდ. 2 6 150 6

4 უცხოენა IV (ინგლისური,გერმანული, ფრანგული, რუსული) სავალდ. 3 12 300 12

1
პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი უცხო ენის შესწავლა B2 დონით. თუ სტუდენტს უდასტურდება უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე, მას
შეუძლია უცხო ენისათვის განკუთვნილი კრედიტები შეავსოს სხვა საგნებით.

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

5 აკადემიური წერა სავალდ. წინაპირობის 3 150 3


გარეშე
6 საოფისე ტექნოლოგიების საწყისები სავალდ. წინაპირობის 3 3
გარეშე
სპეციალობის სავალდებულო საბაზისო სასწავლო კურსები 186

7 სამართალმცოდნეობის შესავალი სავალდ. წინაპირობის 6 150 6


გარეშე

8 ქართული სამართლის ისტორია სავალდ. წინაპირობის 6 150 6


გარეშე
9 სამოქალაქო სამართლის შესავალი სავალდ. წინაპირობის 6 150 6
გარეშე
10 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი სავალდ. წინაპირობის 6 150 6
გარეშე

11 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში სავალდ. წინაპირობის 6 150 6


გარეშე
12 ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი სავალდ. 9 6 150 6

13 სანივთო სამართალი სავალდ. 9 6 150 6

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I (ადამიანისა და კაცობრიობის 10 150 6


14 სავალდ. 6
წინააღმდეგ მიმართული დანაშაული)

15 სახელშეკრულებო სამართალი სავალდ. 12 6 150 6

16 კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები სავალდ. 12 6 150 6

17 საქართველოს კონსტიტუციური სამართალი სავალდ. 11 6 150 6

18 ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი სავალდ. 17 6 150 6

19 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II (სხვა სახის დანაშაულები) სავალდ. 10 6 150 6

20 სამოქალაქო სამართლის პროცესი I სავალდ. 15 6 150 6

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

21 საერთაშორისო საჯარო სამართალი სავალდ. 11 6 150 6

22 სისხლის სამართალის პროცესი I სავალდ 14,19 6 150 6

23 სამოქალაქო სამართლის პროცესი II სავალდ. 20 6 150 6

24 საკორპორაციო სამართალი სავალდ. 15 6 150 6

25 ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები სავალდ. 17 6 150 6

26 ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი სავალდ. 18, 23 6 150 6

27 სისხლის სამართალის პროცესი II სავალდ. 22 6 150 6

28 საოჯახო-მემკვიდრეობითი სამართალი სავალდ. 12 6 150 6

29 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალი სავალდ. 25 6 150 6

30 შრომის სამართალი სავალდ. 15 6 150 6

31 მუნიციპალური სამართალი სავალდ. 17 6 150 6

32 იურიდიულ პროფესიათა ეთიკის საფუძვლები სავალდ. 20,22 6 150 6

33 სამართლებრივი წერა სავალდ 5 6 150 6

34 საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება სავალდ 17 6 150 6

35 იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში სავალდ 27 6 150 6

36 იმიტირებული პროცესი სამოქალაქო სამართალში სავალდ 23 6 150 6

37 იმიტირებული პროცესი ადმინისტრაციულ სამართალში სავალდ. 26 6 150 6

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები 18

38 საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი არჩევ 17 6 150 6 6

39 საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი არჩევ 21 6 150 6 6

40 საარჩევნო სამართალი არჩევ 17 6 150 6 6

41 საერთაშორისო საზღვაო სამართალი არჩევ 21 6 150 6 6

42 კრიმინოლოგია არჩევ 10 6 150 6 6

43 კრიმინალისტიკა არჩევ 27 6 150 6 6

44 მტკიცებითი სამართალი არჩევ. 27 6 150 6 6

45 სასჯელაღსრულებითი სამართალი არჩევ 10 6 150 6 6

46 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არჩევ 27 6 150 6 6

47 არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არჩევ 19 6 150 6 6


თავისებურებანი

48 მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი არჩევ 12 6 150 6 6

49 საბანკო სამართალი არჩევ 15 6 150 6 6

50 ინტელექტუალური საკუთრების სამართალი არჩევ 9 6 150 6 6

51 სანოტარო სამართალი არჩევ 13,15, 28 6 150 6 6

52 საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია არჩევ წინაპირობის 6 150 6 6


გარეშე
53 რომის სამართლის საფუძვლები არჩევ წინაპირობის 6 150 6 6
გარეშე

SANGU
www.sangu.edu.ge
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

54 სურსათის უვნებლობის სამართალი არჩევ 18 6 150 6 6

55 ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში არჩევ 27 6 150 6 6

56 კიბერდანაშაული და ციფრული გამოძიება არჩევ 22 6 150 6 6

ქალთა და ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა და მისი 14, 18 6 150 6 6


57 არჩევ
პრევენცია

30 30 30 30 30 30 24 18
სავალკდებულო საბაზისო სასწავლო კურსების ჯამი

0 0 0 0 0 0 6 12
სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსებისჯამი

30 30 30 30 30 30 30 30
ჯამი

240
სულ

SANGU
www.sangu.edu.ge

You might also like