You are on page 1of 11

დანართი №3

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის შესავალი საერთაშორისო საჯარო სამართალში


სახელწოდება (ქართულად
და ინგლისურად) Introduction to Public International Law
სასწავლო კურსის აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, პროფ. ქეთევან ხუციშვილი
ავტორი/ავტორები
ლექტორი/ლექტორები აკადემიკოსი ლევან ალექსიძე

სასწავლო კურსის კოდი

სასწავლო კურსის ფაკულტეტი: იურიდიული


სტატუსი სწავლების საფეხური: საბაკალავრო
პროგრამა: საერთაშორისო სამართალი, სამართალი
სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი): სავალდებულო
საერთაშორისო სამართლის პროგრამისთვის; არჩევითი -
სამართლის პროგრამისთვის
ECTS კრედიტები: 4
საათების საერთო რაოდენობა: 100
საკონტაქტო საათები:
ლექცია: 26
სემინარი: 24
სამუშაო ჯგუფი:
პრაქტიკუმი:
ლაბორატორიული სამუშაო:
სხვა:
შუალედური და დასკვნითი გამოცდები: 5
დამოუკიდებელი მუშაობის საათები: 50
ლექტორი (ლექტორები) სახელი, გვარი: ლევან ალექსიძე
სტატუსი: პროფესორი
სამუშაო ადგილი: იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
ტელეფონი (სურვილის შემთხვევაში): 2 22 23 93
ელ. ფოსტა: llalexidze@yahoo.com
სასწავლო კურსის კურსის „შესავალი საერთაშორისო საჯარო სამართალში“ მიზანია
მიზნები - მისცეს თეორიული ცოდნა საერთაშორისო სამართლის
ცნებისა და არსის, მისი სოციალური ბუნების, სისტემისა
და წყაროების სპეციფიკური არსისა და ფორმების,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
საერთაშორისო სამართლის პრიმატის შესახებ;
- შესძინოს სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო
სამართლის ცალკეულ დარგებში მოქმედი პრინციპებისა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


და ნორმების თაობაზე, სტუდენტისთვის საერთაშორისო
სამართლის მთელი სისტემის ცოდნის შეძენის საფუძვლის
შესაძენად;
- განუვითაროს ანალიტიკური აზროვნება და გამოუმუშავოს
თანამედროვე აკადემიური და თეორიული
სამართლებრივი მასალის დამუშავებისა და მიღებული
ცოდნის გამოყენებით საერთაშორისო საჯარო სამართლის
მთავარი პრაქტიკული დარგების უფრო ღრმა
შესწავლისთვის.
სასწავლო კურსზე წინაპირობის გარეშე
დაშვების წინაპირობები
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება:
აღწერილი დარგობრივი
და ზოგადი სტუდენტი აღწერს საერთაშორისო საჯარო სამართლის ცნებასა
(ტრანსფერული) და წყაროებს, საერთაშორისო სამართლის ცნებას, საერთაშორისო
კომპეტენციებით და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობას,
საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამასთან, სტუდენტი
ჩამოთვლის თანამედროვე საერთაშორისო საჯარო სამართლის
სუბიექტებს და აღწერს მათ მახასიათებლებს. ასევე აღწერს
საერთაშორისო ხელშეკრულების ცნებას, ხელშეკრულებათა
მხარეებსა და მათი დადების წესს, ისე როგორც საერთაშორისო
კონფერენციებისა და ორგანიზაციების მახასიათებლებსა და
საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნებას,
სახეებსა და ფორმებს.

სტუდენტი განმარტავს საერთაშორისო სამართლის სოციალურ


ბუნებას, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის
მონისტურ და დუალისტურ თეორიებს, „თვითშემსრულებელ“ და
„არათვითშემსრულებელ“ ნორმებს.

სტუდენტმა იცის რთული სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო


სამართლის სუბიექტის, თავისებურებები, საერთაშორისო
ხელშეკრულების სტრუქტურა და ფორმა, უნივერსალური და
რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების თავისებურებები,
საერთაშორისო მართლსაწინააღმდეგო აქტების სახეები,
საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეები და
ფორმები.

უნარი:

სტუდენტი აიდენტიფიცირებს საერთაშორისო საჯარო


სამართლის სფეროში ძირითად კონცეპტუალურ საკითხებს და
შეიმუშავებს მათი დამუშავების მეთოდებს; აანალიზებს
საერთაშორისო სამართლისა და შიდასახელმწფიოებრივის
სამართლის განმასხვავებელ პრინციპებს კონკრეტული ფაქტების

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


საფუძველზე, შესაბამისი მეთოდების გამოყენებით; კრიტიკულად
აფასებს და აანალიზებს საჯარო საერთაშორისო სამართლის
კონცეფციების ისტორიულ განვითარებას თეორიისა და
პრაქტიკის დამუშავებით.

- სტუდენტს შეუძლია საერთაშორისო საჯარო სამართლის


კონცეპტუალური პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და
პრაქტიკულ საქმიანობაში მათი სწორად გამოყენება.

- სტუდენტს შეუძლია საერთაშორისო საჯარო სამართლის


კონცეფციებთან დაკავშირებით ინფორმაციის ზეპირი ან
წერილობითი ფორმით მიწოდება დაინტერესებული
მხარეებისთვის, მიღებული დასკვნების დამაჯერებლად და
დასაბუთებულად წარმოჩენა დისკუსიაში, ისე როგორც
განსხვავებული აზრის გაგება და კრიტიკულად გააზრება.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

სტუდენტს აქვს:
გაცნობიერებული მსოფლიოში საერთაშორისო საჯარო
სამართლის მნიშვნელობისა და მისი შიდასახელმწიფოებრივ
სამართალზე გავლენის მნიშვნელობა და საკუთარი
დასკვნებისთვის შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული
სამართლებრივი ძირითადი პრინციპებისა და კონცეფციების
გამოყენებისთვის მეცნიერული სიახლეებისათვის თვალის
მიდევნების, ინფორმაციისა და ცოდნის მუდმივად განახლების
აუცილებლობა, ასევე საკუთარი სწავლისა და კვლევის შემდგომ
საჭიროებების დადგენისა და ცოდნის დამოუკიდებლად შეძენისა
და კვლევის დამოუკიდებლად წარმოების უნარები.
სწავლებისა და სწავლის ინტერაქციული ლექცია - პროფესორის მიერ მასალის
მეთოდები ვერბალური, ზეპირსიტყვიერი დემონსტრაცია, ახსნა-განმარტება,
სტუდენტების მაღალი ჩართულობით.

დისკუსიები - კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა მთელი ჯგუფის


მონაწილეობით ან რამდენიმე სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფში;
ხელს უწყობს მსჯელობის, არგუმენტირებული დასაბუთების
უნარის გამომუშავებას.

შეფასების სისტემა და შეფასების ფორმები და ქულები:


კრიტერიუმები
დისკუსიები (2 X 5 ქულა) : 10
შემთხვევის ანალიზი (case study) – (2 X 5 ქულა): 10
წერითი მუშაობა და შედეგების პრეზენტაცია: 20
შუალედური გამოცდა: 20
საბოლოო გამოცდა: 40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: სტუდენტს სემესტრის
განმავლობაში დაგროვილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 21 ქულისა.

შეფასების კრიტერიუმები:
დისკუსიების შეფასებისას მხედველობაში მიიღება საკითხზე
მსჯელობისას სტუდენტის მიერ სალექციო სავალდებულო და
დამატებითი საკითხავი მასალის გამოყენების სიღრმე, ამასთან,
თემის დასამუშავებლად დამოუკიდებლად მოძიებული მასალის
საფუძველზე პოზიციის პროფესიულად დასაბუთება, დისკუსიის
ფარგლებში განსხვავებული პოზიციის გააზრება და საკუთარი
დასაბუთებული მოსაზრების წარმოდგენა.

შემთხვევის ანალიზის შეფასებისას მხედველობაში მიიღება


კონკრეტული, არაერთმნიშვნელოვანი სადავო საკითხის
ანალიზისას პოზიციის ლოგიკურად ჩამოყალიბება, არსებული
მასალის ანალიტიკური დამუშავების წარმოჩენისა და საკუთარი
დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.

გამოცდით შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს


შუალედურ და დასკვნით წერით გამოცდას.

შუალედური წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება


შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ღია კითხვა.
შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 4 ღია კითხვას.

ღია კითხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება კურსის


ფარგლებში საგამოცდოდ დამუშვებული მასალის ცოდნის
სიღრმე, საკითხის ლოგიკური და არგუმენტირებული
დასაბუთება, აზრის თანმიმდევრულად გადმოცემა,
სამართლებრივი ტერმინების სწორად გამოყენება და პასუხის
სტრუქტურა. თითოეული ღია კითხვა ფასდება 5 ქულით.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება


შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ღია კითხვები და
თემა. საბოლოო წერითი გამოცდა მოიცავს 1 თემას და 4 ღია
კითხვას.

ღია კითხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება კურსის


ფარგლებში საგამოცდოდ დამუშვებული მასალის ცოდნის
სიღრმე, საკითხის ლოგიკური და არგუმენტირებული
დასაბუთება, აზრის თანმიმდევრულად გადმოცემა,
სამართლებრივი ტერმინების სწორად გამოყენება და პასუხის
სტრუქტურა. თითოეული ღია კითხვა ფასდება 5 ქულით.

თემის შეფასებისას მხედველობაში მიიღება კურსის ფარგლებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


საგამოცდოდ დამუშავებული მასალის ცოდნა, დამოუკიდებელი
და კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა და ანალიზი, პოზიციის
არგუმენტირებულობა, საკითხის თანმიმდევრულად და
სტრუქტურიზებულად გადმოცემა, სამართლებრივი ტერმინების
სწორად გამოყენება, აკადემიური წერის მოთხოვნები. დასკვნითი
გამოცდის ფარგლებში თემა ფასდება 20 ქულით.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის
მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას
(მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა),
რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური


შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური
წერითი გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის
შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თავისი
წილი შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის
შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის
ხვედრითი წილი შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი


შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა.
დასკვნითი წერითი გამოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით
გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც
შუალედური შეფასებით დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა.
სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ
ექნება შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის
ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ
დაიშვება. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ
შემთხვევაში, თუ სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე
დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ


შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა)
გათვალისწინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას.
სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწი-
ნებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
სავალდებულო/ძირითადი კურსისთვის საჭირო ქვემოთ მითითებული ლიტერატურის
ლიტერატურა და სხვა მოძიება შესაძლებელია თსუ-ს ბიბლიოთეკებში.
სასწავლო მასალა
 ალექსიძე ლ., (2014) საერთაშორისო საჯარო სამართალი,
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, გვ. 1-203; 282-289;
318-336.
 ჯაიანი, დ., (2015-2016) „საერთაშორისო სამართლის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ფრაგმენტაციის თანამედროვე კონცეფცია და საფუძვლები“
საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015,
2, - 2016, 1, გვ. 5-19
 აბრამიშვილი, ნ., (2010) „არასახელმწიფოებრივი
ერთულების ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან
დაკავშირებით - პასუხისმგებლობის ტვირთის გადატანა
სახელმწიფოებიდან არასახელმწიფოებრივ ერთეულებზე“
საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010,
2, გვ. 102-110
 სირაძე, ე. (2009-2010) „საზღვაო შიდა წყლები:
დელიმიტაცია, სტატუსი და იურისდიქცია“
საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009,
2 - 2010, 1, გვ. 113-127
 გრამატიკასი, გ., (2009) „კოსოვო სამხრეთ ოსეთის
წინააღმდეგ? (გამოყოფა (სეცესიისა) და საერთაშორისო
სამართლის თანამედროვე პოლიტიკა)“ საერთაშორისო
სამართლის ჟურნალი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009, 1, გვ. 5-25
 დავითაია, თ., კვინიხიძე, შ., დუნდუა, ნ., (2009)
„საერთაშორისო ხელშეკრულებების დროებითი
გამოყენების პრაქტიკა საქართველოში და
ცალმხრივი/მრავალმხრივი დეკლარაციების
სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო სამართალში“
საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009,
1, გვ. 277-285
 პატარაია, დ., (2007) „სახელმწიფოს ცნობის იურიდიული
ბუნება საერთაშორისო სამართალში და საქართველოს
სახელმწიფოს ცნობა გასული საუკუნის 90-იანი წლების
დასაწყისში“ თანამედროვე საერთაშორისო სამართლის
თეორია და პრაქტიკა - ნაშრომების კრებული მიძღვნილი
აკადემიკოს ლევან ალექსიძის 80 წლის დაბადებიდან
იუბილეს საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ გვ.138-157
დამხმარე ლიტერატურა  ***Çali, B., (ed.) (2010) International Law for International
და სხვა სასწავლო მასალა Relations, Oxord University Press გვ. 3-23; 99-138, 191-212
სასწავლო კურსის სტუდენტებთან კონსულტაციები გაიმართება ფაკულტეტის
გავლასთან ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ცხრილის მიხედვით.
დაკავშირებული
დამატებითი
ინფორმაცია/პირობები
(არსებობის შემთხვევაში)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სასწავლო კურსის შინაარსი

კვირი ლექციის/სემინარის/სამუშაო ლიტერატურა და სხვა


ს ჯგუფის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული სამუშაოს სასწავლო მასალა
N და ა.შ. თემა
1 საერთაშორისო სამართლის ცნება და სოციალური ალექსიძე ლ., (2014)
ბუნება საერთაშორისო საჯარო
- საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალი, გვ. 8-22
საერთაშორისო სამართალი;
- საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჯაიანი, დ., (2015-2016)
სისტემა; „საერთაშორისო სამართლის
- საერთაშორისო სამართლის სოციალური ბუნება; ფრაგმენტაციის
თანამედროვე კონცეფცია და
საფუძვლები“
საერთაშორისო სამართლის
ჟურნალი, 2015, 2, - 2016, 1,
გვ. 5-19

***Çali, B., (ed.) (2010)


International Law for
International Relations, გვ. 3-
23
2 საერთაშორისო სამართლის წყაროები ალექსიძე ლ., (2014)
- მართლმსაჯულების საერთაშორისო საერთაშორისო საჯარო
სასამართლოს 38-ე მუხლის ელემენტები სამართალი, გვ. 23-30
დეტალურად
- საერთაშორისო სამართლის ძირითადი და ***Çali, B., (ed.) (2010)
დამხმარე წყაროები International Law for
- Jus cogens International Relations,
- Erga omnes გვ.122-138
3 საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი ალექსიძე ლ., (2014)
სამართლის თანაფარდობა საერთაშორისო საჯარო
- მონისტური და დუალისტური თეორიები სამართალი, გვ. 30-40
- „თვითშემსრულებელი“ და
„არათვითშემსრულებელი“ ნორმები
- „ტრანსფორმაცია“ და ინკორპორაცია
- საერთაშორისო სამართლის პრიმატი
4 საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ალექსიძე ლ., (2014)
- საერთაშორისო სამართლის ძირითადი საერთაშორისო საჯარო
პრინციების ცნება სამართალი, გვ. 41-75
- საერთაშორისო სამართლის 10 ძირითადი
პრინციპი
5 თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ალექსიძე ლ., (2014)
სუბიექტები საერთაშორისო საჯარო
- საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ცნება სამართალი, გვ. 76-86

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


და სახეები
- სუვერენული სახელმწიფო, როგორც
გრამატიკასი, გ., (2009)
საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი „კოსოვო სამხრეთ ოსეთის
სუბიექტი წინააღმდეგ? (გამოყოფა
- რთული სახელმწიფოები, როგორც
(სეცესიისა) და
საერთაშორისო სამართლის სუბიექტები საერთაშორისო სამართლის
თანამედროვე პოლიტიკა)“
საერთაშორისო სამართლის
ჟურნალი, 2009, 1, გვ. 5-25
6 სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის ალექსიძე ლ., (2014)
სუბიექტის, წარმოშობა და გაქრობა საერთაშორისო საჯარო
- ერთი სახელმწიფოს რამდენიმე სახელმწიფოდ სამართალი, გვ.87-106
გაყოფა
- რამდენიმე სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ პატარაია, დ., (2007)
გაერთიანება „სახელმწიფოს ცნობის
- საერთაშორისო სამართლებრივი ცნობის იურიდიული ბუნება
ფორმები საერთაშორისო სამართალში
- აჯანყებულ მხარედ ცნობა და საქართველოს
- მეომარ მხარედ ცნობა სახელმწიფოს ცნობა გასული
- ერის ცნობა საუკუნის 90-იანი წლების
- სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობა დასაწყისში“ თანამედროვე
საერთაშორისო სამართლის
თეორია და პრაქტიკა -
ნაშრომების კრებული
მიძღვნილი აკადემიკოს
ლევან ალექსიძის 80 წლის
დაბადებიდან იუბილეს
გვ.138-157

***Çali, B., (ed.) (2010)


International Law for
International Relations,
გვ.191-212
7
8 შეფასების კომპონენტი: შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება -
20 ქულა

9 ტერიტორია და საერთაშორისო სამართალი ალექსიძე ლ., (2014)


- სახელმწიფო ტერიტორიისა და ტერიტორიული საერთაშორისო საჯარო
უზენაესობის ცნებები სამართალი, გვ. 318-336
- სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენლობა
- სახელმწიფო საზღვრები სირაძე, ე. (2009-2010)
- სახელმწიფო ტერიტორიის შეძენის და შეცვლის „საზღვაო შიდა წყლები:
საერთაშორისო-სამართლებრივი საშალებანი დელიმიტაცია, სტატუსი და
- მდინარეების გამოყენების საერთაშორისო- იურისდიქცია“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამართლებრივი საკითხები საერთაშორისო სამართლის
ჟურნალი, 2009, 2 - 2010, 1,
გვ. 113-127
10 საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი: ალექსიძე ლ., (2014)
ცნება და დადების წესი საერთაშორისო საჯარო
- საერთაშორისო ხელშეკრულების ცნება სამართალი, გვ. 106-116
- საერთაშორისო ხელშეკრულებათა მხარეები
- საერთაშორისო ხელშეკრულების დადების წესი ***Çali, B., (ed.) (2010)
და სტადიები International Law for
- რატიფიკაცია და პრომულგირება International Relations, გვ.99-
- დათქმა 105
- დეპოზიტორი
11 საერთაშორისო ხელშეკრულების სტრუქტურა, ალექსიძე ლ., (2014)
მოქმედება და შეწყვეტა საერთაშორისო საჯარო
- საერთაშორისო ხელშეკრულების სტრუქტურა სამართალი, გვ. 116-125
და ფორმა
- საერთაშორისო ხელშეკრულებათა დავითაია, თ., კვინიხიძე, შ.,
კლასიფიკაცია სხვ. (2009) „საერთაშორისო
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელშეკრულებების
- ხელშეკრულების ნამდვილობის პირობები დროებითი გამოყენების
- ხელშეკრულების მოქმედება და მისი შეწყვეტა პრაქტიკა საქართველოში და
ცალმხრივი/მრავალმხრივი
დეკლარაციების
სამართლებრივი სტატუსი
საერთაშორისო
სამართალში“
საერთაშორისო სამართლის
ჟურნალი, 2009, 1, გვ. 277-285

***Çali, B., (ed.) (2010)


International Law for
International Relations, გვ.
105-122
12 საერთაშორისო კონფერენციები და ორგანიზაციები ალექსიძე ლ., (2014)
- საერთაშორისო კონფერენციების ცნება და საერთაშორისო საჯარო
მუშაობის ძირითადი პრინციპები სამართალი, გვ.125-146
- საერთაშორისო ორგანიზაციების ცნება
- არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები
- უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციები
- გაერთიანებული ერები და მისი 6 ძირითადი
ორგანო
13 გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები ალექსიძე ლ., (2014)
(დაწესებულებები) საერთაშორისო საჯარო
- გაეროს განათლების, მეცნიერებისა და სამართალი, გვ.146-165
კულტურის ორგანიზაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


- გაეროს სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო
სააგენტო
- ელექტროკავშრგაბმულობის საერთაშორისო
კავშირი
- ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაცია
- მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია
- მსოფლიო საფოსტო კავშირი
- რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკი
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი
- საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო
ორგანიზაცია
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
- ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
- ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია
14 რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციები ალექსიძე ლ., (2014)
- აფრიკის კავშირი საერთაშორისო საჯარო
- ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია სამართალი, გვ.165-194; 282-
- არაბულ სახელმწიფოთა ლიგა 289.
- ევროპის კავშირი
- ნატო - ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაცია
- დასავლეთ ევროპის კავშირი
- ეუთო (ევროპაში უშიშროებისა და
თანამშრომლობის ორგანიზაცია)
- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
- ევროპის საბჭო
15 პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში ალექსიძე ლ., (2014)
- საერთაშორისო-სამართლებრივი საერთაშორისო საჯარო
პასუხისმგებობის ცნება სამართალი, გვ.194-203
- საერთაშორისო მართლსაწინააღმდეგო აქტების
სახეები აბრამიშვილი, ნ., (2010)
- საერთაშორისო-სამართლებრივი „არასახელმწიფოებრივი
პასუხისმგებლობის სახეები და ფორმები ერთულების
ვალდებულებები ადამიანის
უფლებებთან დაკავშირებით
- პასუხისმგებლობის
ტვირთის გადატანა
სახელმწიფოებიდან
არასახელმწიფოებრივ
ერთეულებზე“
საერთაშორისო სამართლის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ჟურნალი, 2010, 2, გვ. 102-110

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

You might also like