You are on page 1of 9

სილაბუსი

აკადემიური
2021/2022 სემესტრი I
წელი

კოდი დასახელება სამართლის საფუძვლები

3 (84 საათი)
საკონტაქტო საათი 35 საათი:
• ლექცია 15 საათი
• სემინარი 15 საათი
• ქვიზი 3 საათი (4 ქვიზი თითო 45
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი
წუთი)
• შუალედური გამოცდა 2 საათი
• პრეზენტაცია 10 წუთი

დამოუკიდებელი მუშაობა 49 საათი

ენა ქართული აუდიტორია

გიორგი მშვენიერაძე
ედუარდ g.mshvenieradze@freeuni.edu.ge
მარიკაშვილი e.marikashvili@freeuni.edu.ge
ელენე ჯანელიძე ელექტრონული e.janelidze@freeuni.edu.ge
ლექტორები
ანა ჭაია ფოსტა a.chaia@freeuni.edu.ge
თამარ თომაშვილი t.tomashvili@freeuni.edu.ge
დავით d.sulakvelidze@freeuni.edu.ge
სულაქველიძე

კონსულტაცია ინდივიდუალურად, საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს.

აღწერა
სამართლის საფუძვლების კურსი მოიცავს ლექციებსა და სემინარებს სამართლებრივი პრინციპების, ადამიანის
უფლებებისა და სახელმწიფო მოწყობის, სამართლის ლეგიტიმაციის თეორიების შესახებ. კურსი განიხილავს
სახელმწიფოს წარმოშობისა და თანამედროვე, ერი სახელმწიფოს ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს,
მმართველობითი სისტემის სამართლებრივ პრინციპებს, რომელიც განსაზღვრავს სახელისუფლებო სისტემის
მოქმედების სამართლებრივ ჩარჩოს. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამართლის სისტემის ორგანიზაციის
პრინციპებს.
კურსი ასევე განიხილავს თანამედროვე სამართლებრივი წესრიგის საფუძველზე საზოგადოებისათვის შექმნილ
სიკეთეებს:
- უსაფრთხოებას, რომელიც იქმნება სისხლის სამართლის საფუძველზე;,
- კერძო სამართალს, როგორც სამართლებრივ ჩარჩოს კერძო მიზნების რეალიზაციისათვის;
- კერძო სამართლის საფუძველზე შექმნილ სამართლებრივ ინსტიტუტებსა და პრინციპებს;
- სახელმწიფოს მიერ საჯარო სიკეთეების უზრუნველყოფის სამართლებრივ ჩარჩოს;
- ადმინისტრაციული აპარატის მოქმედების სამართლებრივ სისტემასა და პრინციპებს;
- სახელმწიფოთა ურთიერთობის სამართლებრივ წესებსა და პრინციპებს;

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
კურსის მიზანია:
− სტუდენტს შეექმნას ზოგადი წარმოდგენა სამართლის სისტემის შესახებ, კერძოდ კი ადამიანის უფლებების,
სამართლის ზოგადი პრინციპების, სახელმწიფოს სამართლებრივი ორგანიზაციის და სამართლის სისტემის
საშუალებით დაცული საზოგადოებრივი სიკეთეების შესახებ.
− განიხილოს სამართალთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის: სამართლებრივი
წესრიგის საჭიროება, სამართლებრივი წესების საფუძველი და ლეგიტიმაცია, სამართალი და სამართლიანობა,
თანამედროვე სახელმწიფოებრივი წესრიგი, უფლებები და სამართალი, თანამედროვე სამართლებრივი
სისტემის მიერ უზრუნველყოფილი სიკეთეები. თანამედროვე ერი-სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლები
და ორგანიზაციის სამართლებრივი პრინციპები.
სწავლის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ:
- სტუდენტმა იცის სამართლის ფორმალური და არაფორმალური წყაროები
- სტუდენტს გააზრებული აქვს სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლები და სამართლებრივი
მახასიათებლები
- სტუდენტს გაცნობიერებული აქვს მოქმედი სამართლებრივი სისტემის მოწყობის პრინციპები
- სტუდენს გააზრებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებები და ამ უფლებების
ეროვნული და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები
- სტუდენტმა იცის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი
- სტუდენტმა იცის ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების სამართლებრივი პრინციპები და
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ინსტრუმენტები
- სტუდენტს გააზრებული აქვს სისხლის სამართლის პრინციპები და მისი მოქმედების საფუძველზე
უზრუნველყოფილი უსაფრთხოების მნიშვნელობა
- სტუდენტს აქვს წარმოდგენა საჯარო მმართველობის მიზნებისა და სამართლებრივი მოწყობის შესახებ
- სტუდენტს აქვს გაცნობიერებული კერძო სამართლის ძირითადი პრინციპები და ინსტიტუტები
− სტუდენტს აქვს წარმოდგენა საერთაშორისო სამართლის სისტემის შესახებ, საერთაშორისო და ეროვნული
სამართლის სისტემების ურთიერთმიმართების შესახებ
− სტუდენტს შეუძლია უფლებების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების იდენტიფიცირება
− სტუდენტი განსაზღვრავს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მახასიათებლებს და
ახდენს ნორმატიული აქტების სამართლებრივი (მოქმედების) ძალის იდენტიფიცირებას
− სტუდენტს შეუძლია ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის პრინციპების იდენტიფიცირება
− სტუდენტი განსაზღვრავს ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მახასიათებლებს და
შეუძლია მათი ურთიერთგამიჯვნა
− სტუდენტს შეუძლია სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების იდენტიფიცირება, მათი
სამართლებრივი (მოქმედების) ძალის განსაზღვრა
− სტუდენტი მსჯელობს ზოგადი სამართლებრივი პრინციპების შესახებ, ერთმანეთისგან გამიჯნავს კერძო და
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, მსჯელობს საქართველოს სახელისუფლებო მოწყობის პრინციპების
შესახებ, განასხვავებს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს უფლებათა დაცვის კუთხით,
განასხვავებს უფლებათა შიდა და გარე შეზღუდვებს
− სტუდენტს შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სამართლის საბაზისო ცნებებისა და
ინსტიტუტების შესახებ

სწავლების და სწავლის მეთოდები


ლექციები მიმდინარეობს ე.წ. სოკრატისეული მეთოდის საფუძველზე. სტუდენტი ვალდებულია წინასწარ
წაიკითხოს შესაბამისი სალექციო მასალა. მოინიშნოს მნიშვნელოვანი პრობლემები და კრიტიკული საკითხები.
ლექტორი ლექციის დროს სვამს პრობლემურ კითხვებს და უძღვება დისკუსიას. აღნიშნული მეთოდის შედეგად
სტუდენტი აქტიურად არის ჩართული ლექციის მსვლელობაში და მონაწილეობს დისკუსიაში, რაც ხელს უწყობს
არგუმენტირებისა და ანალიზის უნარების განვითარებას და აზრთა აქტიურ გაცვლას.
სემინარისათვის სტუდენტი ამზადებს ლექციაზე განხილულ მასალას და მონაწილეობას იღებს სასემინარო
გამოკითხვაში. სემინარზე ლექციაზე წარმოდგენილი მასალის ირგვლივ გაიმართება დისკუსია.
შესაბამისად, კურსის განმავლობაში გამოიყენება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:

• წიგნზე მუშაობის მეთოდი


• წერითი მუშაობის მეთოდი
• ვერბალური მეთოდი
• დისკუსია

2
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
• ანალიზის მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო.
თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად. საგანი ითვლება
ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი
შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში. ასევე,
გაითვალისწინეთ რომ გუნდის წევრები შეფასდებიან ინდივიდუალურად.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

მნიშვნელოვანი შეხსენება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის


ეთიკის კოდექსის პლაგიატთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ყველა ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში
სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას.

კურსის ფარგლებში გამოიყენება შეფასების შემდეგი მეთოდები:

1. 4 ქვიზი - 60 ქულა (თითო ქვიზი 15 ქულა)


2. შუალედური გამოცდა - 24 ქულა
3. პრეზენტაცია (დასკვნითი შეფასება) – 16 ქულა

შუალედური შეფასების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30 ქულა.

დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 4 ქულა.

შუალედური შეფასება
ქვიზები - მაქსიმალური შეფასება 60 ქულა - სტუდენტი კურსის განმავლობაში წერს 4 ქვიზს, თითოეულის
მაქსიმალური შეფასებაა 15 ქულა. ქვიზები იწერება მე-5, მე-9, მე-13 და მე-16 სასწავლო კვირაში.

ქვიზი ტარდება დახურული წიგნის პრინციპით და შედგება დახურული შეკითხვებისაგან, რომლის საფუძველზეც
მოწმდება ლექციაზე განხილული ინფორმაციის ცოდნა სტუდენტის მიერ. ქვიზი შედგენილია ე.წ. Multiple choice-
მეთოდით. თითოეული ქვიზი მოიცავს 15 ტესტურ საკითხს, საიდანაც სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით და
არასწორი - 0 ქულით.

შუალედური გამოცდა - მაქსიმალური შეფასება - 24 ქულა - შუალედური გამოცდა ჩატარდება მე-12 სალექციო
კვირაში. შუალედური გამოცდა შედგება 4 ღია კითხვისგან, რომელიც მოიცავს მე-11 კვირის ჩათვლით გავლილ
მასალას. თითოეული შეკითხვის მაქსიმალური შეფასებაა 6 ქულა. სტუდენტის მიერ გაცემული პასუხების
საფუძველზე მოწმდება სტუდენტების მიერ კურსის ფარგლებში განვლილი მასალის ათვისების დონე. თითოეული
საკითხი შეფასდება მქსიმუმ 6 ქულით.

თითოეული ღია კითხვა ფასდება შემდეგნაირად:


6 ქულა - სტუდენტი სიღრმისეულად იცნობს განსახილველ საკითხს და მისი არგუმენტები გამართულია
ლოგიკურად და მას შეუძლია პასუხის დასაბუთება;
5-4 ქულა - სტუდენტი იცნობს განსახილველ საკითხს და მისი არგუმენტები გამართულია, მაგრამ არ არის სრული
და მას არ შეუძლია დამაჯერებლად პასუხის დასაბუთება;
3-2 ქულა - სტუდენტი ნაწილობრივ იცნობს მასალას, მაგრამ მისი არგუმენტები არ არის დასაბუთებული, ცხადი და
გასაგები დასკვნების გასაკეთებლად;
1 ქულა - სტუდენტი ცუდად იცნობს მასალას, მისი არგუმენტები არ არის დასაბუთებული, ცხადი და გასაგები
დასკვნების გასაკეთებლად;
0 - სტუდენტი საერთოდ არ იცნობს მასალას ან არგუმენტი არ არის ლოგიკურად გამართული/სტუდენტს არ
უპასუხია შეკითხვისათვის.

3
დასკვნითი შეფასება
პრეზენტაცია - 16 ქულა - პრეზენტაცია კეთდება ინდივიდუალურად. ლექტორები სტუდენტებს აცნობებენ
პრეზენტაციების განრიგსა და საკითხებს მე-12 კვირაში. პრეზენტაციის ფორმატი გულისხმობს ლექტორის მიერ
სტუდენტის გამოკითხვას შერჩეულ საკითხზე. ზეპირი წარდგენა ხდება მე-18 კვირაში.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

16 ქულა - სტუდენტი ამომწურავად პასუხობს ლექტორის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას საკითხთან
დაკავშირებით და ავლენს საკითხის სიღრმისეულს ცოდნას. სტუდენტის პასუხები საკითხის გარშემო არის
თანმიმდევრული, ლოგიკური, არგუმენტირებული. სტუდენტის მიერ დაცულია დროის რეგლამენტი.
15-12 ქულა - სტუდენტი ამომწურავად პასუხობს ლექტორის მიერ დასმული შეკითხვებიდან უმეტესობას
საკითხთან დაკავშირებით და ავლენს საკითხის კარგ ცოდნას. სტუდენტის პასუხები საკითხის გარშემო არის
თანმიმდევრული, ლოგიკური, არგუმენტირებული. სტუდენტის მიერ დაცულია დროის რეგლამენტი.
11-9 ქულა - სტუდენტი კარგად პასუხობს ლექტორის მიერ დასმული შეკითხვებიდან უმეტესობას საკითხთან
დაკავშირებით, თუმცა მისი პასუხები მოიცავს გარკვეულ უზუსტობებსა და ხარვეზებს. სტუდენტის პასუხები
საკითხის გარშემო საჭიროებს მეტ არგუმენტაციასა და თანმიმდევრულობას. სტუდენტის მიერ დაცულია დროის
რეგლამენტი.
8-5 ქულა - სტუდენტი დამაკმაყოფილებლად პასუხობს ლექტორის მიერ დასმული შეკითხვების ნაწილს საკითხთან
დაკავშირებით, თუმცა მისი პასუხები მოიცავს შეცდომებს. სტუდენტი ავლენს საკითხის ზედაპირულ ცოდნას.
სტუდენტის პასუხები საკითხის გარშემო საჭიროებს მეტ არგუმენტაციასა და თანმიმდევრულობას.
4-0 ქულა - სტუდენტი ცუდად პასუხობს ლექტორის მიერ დასმული შეკითხვების დიდ ნაწილს საკითხთან
დაკავშირებით. მისი პასუხები მოიცავს უხეშ შეცდომებს. სტუდენტმა ცუდად იცის საკითხი./სტუდენტს არ
წარუდგენია პრეზენტაცია.

პრეზენტაცია არ საჭიროებს Power-point-ს.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ექვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
შენიშვნა:
სტუდენტი კურსის დასაწყისში მიიღებს ბმულს, რომელზეც განთავსებულია კურსის პრეზენტაციები და
სავალდებულო წასაკითხი მასალა.

სავალდებულო ლიტერატურა
საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ, სტატიათა კრებული, რედ. დ. ზედელაშვილი, ვ. ნაცვლიშვილი,
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, თბილისი, 2016
− თ. ჰობსი, ლევიათანი, კრებული შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, თბილისი, 2010.
− ჯ. ლოკი, მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობის შესახებ, კრებულში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში, თბილისი, 2010.
− L. L. Fuller, The Morality of Law, Yale University Press, 1969 .
− რ. კ. მ. სმიტი (მთარგმნ.: მანანა კობიაშვილი; რედ.: გიორგი ჯოხაძე ; სახალხო დამცველის აპარატი) - მე-2
გამოცემა, თბილისი, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006.

ნორმატიული აქტები:
− საქართველოს კონსტიტუცია
− ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

4
− საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
− საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
− ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია
− საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ
− საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
− საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
− საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
− საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
− საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
− საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“

სასამართლოს გადაწყვეტილებები:
− ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2004;
− Boumediene v. Bush, 553 U.S. 723 (2008);
− INS v. Chada, 462 U.S. 919 (1983);

სასამართლოს გადაწყვეტილებები (სარეკომენდაციო):


− Employment Division, Department of Human Resources of Oregon v. Smith, 494 U.S. 872 (1990);
− საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ("სამხედრო სარეზერვო
სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.) საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო, 2011;
− CASE OF JEHOVAH'S WITNESSES OF MOSCOW AND OTHERS v. RUSSIA, EctHR, 2010;
− საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო, 2007;
− საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2008;
− საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2013;
− Romer v. Evans, 517 U.S. 620 (1996);
− S.W. v. The United Kingdom, EctHR, 1995;

სარეკომენდაციო ლიტერატურა:
− Johann Braun, Einführung in die Rechtswissenschaft, Auflage 3, 2007 Mohr Siebeck;
− Manfred Rehbinder, Einführung in die Rechtswissenschaft, Auflage 8, 1995 Walter de Gruyter;
− Ernst-Wolfgang Böckenförde, Geschichte der Rechts-und Staatsphilosophie, Auflage 2, 2006 Mohr Siebek;
− Hasso Hofmann, Einführung in die Rechts-und Staatsphilosophie, Auflage 4, Wissenschaftliche Buchgesellschaft 2008;
− Konrad Zweigert and Hein Kötz, Introduction to Comparative Law, Third Revised Edition, Clarendon Press, Oxford.
− Hans Brox, Wolf-Dietrich Walker, Allgemeiner Teil des BGB, Verlag Franz Vahlen Muenchen 2010;
− Gary R, Harman, Landmark Supreme Court cases: the most influential decisions of the supreme Court of the United
States, Checkmark Books, 2003;
Max Weber,: Die drei reinen Typen der legitimen Herrschaft, Gesammelte Aufsätze zur Wissenschaftslehre
1922, Tu�bingen .
− FF. A. Hayek, Law, Legislation and Liberty, Routlege, 1998.
− Lon. L. Fuller, Principles of Social Order, Kenneth Winston (ed.) 2002.
− Stephen Holmes, Passions and Constraint: On the Theory of Liberal Democracy, University of Chicago Press (1997)
− F.H. Hinsley, Sovereignty, Cambridge University Press, 1986.

კალენდარული გეგმა

კურსი მოიცავს კვირაში 1 სთ ლექციას და 1 სთ სემინარს. სულ 15 ერთსაათიანი ლექცია და სემინარი.

კვირა მეცადინეობის თემა დავალება


ტიპი

1 ლექცია ღირსებიდან უფლებამდე ლექტორის მიერ მიწოდებილი


(1 საათი) (გ. მშვენიერაძე) ჰენდაუთი.

5
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ე. მარიკაშვილი)
ლექცია ადამიანის ძირითადი უფლებების ისტორიული რონა კ.მ. სმიტი (მთარგმნ.:
(1 საათი) განვითარება მანანა კობიაშვილი; რედ.:
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გიორგი ჯოხაძე ; სახალხო
სისტემა; ეროვნული, რეგიონალური და დამცველის აპარატი) - მე-2
საერთაშორისო დაცვის მექანიზმები; ადამიანის გამოცემა, თბილისი,
უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მისი ოქსფორდის უნივერსიტეტის
სამართლებრივი ბუნება. სამოქალაქო და გამომცემლობა, 2006, თავი II-
პოლიტიკური უფლებების საერთაშრისო პაქტი, IX.
2
სოციალური კულტურული და ეკონომიკური
უფლებების საერთაშორისო პაქტი. მათი
სამართლებრივი ბუნება და სახელმწიფოთა
ვალდებულებები, პაქტების აღსრულების
მექანიზმები.
(გ. მშვენიერაძე)
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ე. მარიკაშვილი)
ლექცია ინდივიდუალური თავისუფლება და ე. ლომთათიძე, „საქართველოს
(1 საათი) სახელმწიფოს საზღვრები კონსტიტუცია და
ბუნებითი უფლებების ცნება, კონსტიტუციური თავისუფლება: თავისუფლება
უფლებების ცნება, ნეგატიური და პოზიტიური სახელმწიფოსგან თუ
თავისუფლების ცნება, თავისუფლება v. თავისუფლება
თანასწორობა. უფლებათა ისტორიულ-
საზოგადოებაში?“,
კულტურული კონტექსტი ანგლო-საქსურ და
3 საქართველოს კონსტიტუცია 20
კონტინენტური ევროპის სახელმწიფოებში.
წლის შემდეგ, სტატიათა
(გ. მშვენიერაძე)
კრებული, რედ. დ.
სემინარი კაზუსების ამოხსნა/დისკუსია სალექციო ზედელაშვილი, ვ.
(1 საათი) თემატიკის ირგვლივ ნაცვლიშვილი, ფონდი ღია
(ე. მარიკაშვილი) საზოგადოება საქართველო,
თბილისი, 2016

ლექცია ადამიანის უფლებები საქართველოს საქათველოს კონსტიტუცია, მე-


(1 საათი) კონსტიტუციაში 2 თავი
ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები, როგორც სამართლის სისტემის
ფასეულობათა სისტემა საქართველოს
4 კონსტიტუციის მე-2 თავის მიხედვით; უფლებათა
ცნებები და დაცული სფერო;
(გ. მშვენიერაძე)
სემინარი კაზუსების ამოხსნა/დისკუსია სალექციო
(1 საათი) თემატიკის ირგვლივ
(ე. მარიკაშვილი)
ლექცია ადამიანის უფლებები და საჯარო პოლიტიკის ლექტორის მიერ სტუდენტს
(1 საათი) მიზნები მიწოდებილი ჰენდაუთი.
ადამიანი უფლებები. ადამიანის უფლებათა
შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნებით, უფლებათა
შეზღუდვის ტიპები- გარე და შიდა შეზღუდვები.
5
ნაგულისხმები და აშკარა შეზღუდვები.
თანაზომიერების პრინციპი;
(გ. მშვენიერაძე)
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ე. მარიკაშვილი)
ლექცია ვესტფალიის წესრიგი ადამიანის უფლებათა
6
(1 საათი) ერი სახელმწიფო მისი დამახასიათებელი ნიშნები; ევროპული სასამართლოს 2004

6
სეკულარული სახელმწიფოს აბსოლუტიზმი წლის 8 აპრილის
როგორც პოლიტიკური აუცილებლობა; გადაწყვეტილება საქმეზე
სამართლით მმართველობა და სამართლით „ასანიძე საქართველოს
თვითშეზღუდვა; სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ);
ატრიბუტები;
(ე. ჯანელიძე) Boumediene v. Bush, 553 U.S. 723
(2008)
სემინარი სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა
(1 საათი) (ე. ჯანელიძე) INS v. Chada, 462 U.S. 919 (1983)
ლექცია სახელმწიფოს ლეგიტიმაცია - რატომ გვჭირდება ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) სახელმწიფო? ჰენდაუთი.
ჰობსის საზოგადოებრივი ხელშეკრულება
ბუნებითი უფლებები ბუნებითი მდგომარეობაში
7 ლოკის საზოგადოებრივი ხელშეკრულება
(ე. ჯანელიძე)

სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ


(1 საათი) (ე. ჯანელიძე)
ლექცია სამართლის სისტემა როგორც ორგანიზაცია ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) თანამედროვე კონსტიტუციების ცნება, ნიშნები ჰენდაუთი.
და ფუნქციები. სახელისუფლებო მოწყობის
ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები-
დემოკრატიული მმართვლობისა ხელისუფლების
დანაწილების პრინციპების შინაარსი.
8 დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის
ფორმები- საპრეზიდენტო, საპარლამენტო და
შერეული მმართველობის რეჟიმები.
(ე. ჯანელიძე)

სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ


(1 საათი) (ე. ჯანელიძე)
ლექცია სამართლის სისტემა როგორც ორგანიზაცია ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) სამართალი როგორც ინსტიტუციური პრაქტიკა. ჰენდაუთი.
როგორ და ვის მიერ იქმნება სამართლის წესები-
საკანონმდებლო პროცესი. პარლამენტის
ფუნქციები საპარლამენტო რეჟიმებში.
სახელისუფლებო ორგანოები და ძალაუფლების
გადანაწილება. პარლამენტისა და მთავრობის
ურთიერთობა საპარლამენტო რეჟიმებში და
9 პრეზიდენტი როგორც ნეიტრალური არბიტრი.
მთავრობის უფლებამოსილებები და
ორგანიზაცია. სასამართლოს ორგანიზაცია და
ფუნქციები. საკონსტიტუციო კონტროლი და
საკონსტიტუციო სასამართლო.
(ე. ჯანელიძე)

სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ


(1 საათი) (ე. ჯანელიძე)
ლექცია სამართლის უზენაესობა ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) სამართლის უზენაესობის პრინციპის წარმოშობა ჰენდაუთი.
და განვითარება, სამართლის უზნეაესობის
მატერიალური და ფორმალური გაგება.
10
სამართლის უზენაესობის კონსტიტუციურ
სამართლებრივი ქვეპრინციპები.
(გ. მშვენიერაძე)

7
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ე. მარიკაშვილი)
ლექცია სამართლის წყაროები ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) ფორმალური და არაფორმალური სამართლის ჰენდაუთი.
წყაროები; სამართლის ნორმა და მისი
სტრუქტურა, სამართლებრივი აქტები,
ნორმატიული აქტების იერარქია;
ინდივიდუალური და ნორმატიული
11 სამართლებრივი აქტები; სამართლის დაყოფა
დარგებად;
საკითხავი მასალა: საკითხავი მასალა წინასწარ,
ლექციამდე გადაეგავნება სტუდენტს.
(გ. მშვენიერაძე)
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ე. მარიკაშვილი)
ლექცია თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა ჩვენი ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) მიზნების მისაღწევად - კერძო სამართალი. ჰენდაუთი.
კერძო სამართლის საგანი, სუბიექტები, კერძო
სამართლის ნორმები, მათი ბუნება და ფუნქცია;
ძირითადი პრინციპები (კერძო ავტონომია,
12 ხელშეკრულების თავისუფლება, კერძო
სამართლის იურიდიული პირები);
კეთილსინდისიერების პრინციპი.
(ა. ჭაია)
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ა. ჭაია)
ლექცია უსაფრთხოება ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) სისხლის სამართალი. სისხლის სამართლის ჰენდაუთი.
ნორმები, მათი ბუნება და ფუნქცია. სისხლის
სამართლის საკონსტიტუციო სამართლებრივი
13 პრინციპები. სისხლის სამართლის დანაშაულის
ტიპები და სანქციის ტიპები.
(დ. სულაქველიძე)
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ე. ჯანელიძე)
ლექცია საზოგადოებრივი სიკეთეების უზრუნველოფა ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) საჯარო მმართველობა და ადმინისტრაციული ჰენდაუთი.
სამართალი. სახელმწიფო აპარატის არსი.
14 სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოები,
ფუნქციები და მათი კლასიფიკაცია. საჯარო
სამართლის იურიდიული პირები.
(ა. ჭაია)
სემინარი დისკუსია სალექციო თემატიკის ირგვლივ
(1 საათი) (ა. ჭაია)
ლექცია სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო ლექტორის მიერ მიწოდებილი
(1 საათი) სამართლის სუბიექტი ჰენდაუთი.
სემინარი საერთაშორისო და ეროვნული სამართლის
(1 საათი) ურთიერთმიმართება - მონისტური და
15
დუალისტური სისტემა.
საერთაშორისო და ეროვნული სამართლის
ურთიერთმიმართება.
(თ. თომაშვილი)

პრეზენტაციები

8
დამატებითი მოთხოვნები
არ არსებობს

You might also like