You are on page 1of 11

სილ აბუ სი

აკადემიურიწელი 2022-2023 სემესტრი III/VI

კოდი SOC304008 დასახელება სოციოლოგია

4 (112 საათი)
საკონტაქტო საათი - 38
● ლექცია - 16
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი ● სემინარი - 16
● შუალედური გამოცდა - 2
● დასკვნითი გამოცდა - 2
დამოუკიდებელი საათი- 74

ენა ქართული აუდიტორია -

ელექტრონული
ლექტორი
ილონა გოგია ფოსტა i.gogia@freeuni.edu.ge

კონსულტაცია დაინიშნება ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს.

აღწერა

სოციოლოგიის კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა ბაზისურ სოციოლოგიურ კატეგორიებსა და ცნებებს.


აგრეთვე, კლასიკური, მოდერნული თუ პოსტმოდერნული სოციალური თეორიების ფუნდამენტურ პრობლემებს.
სტუდენტი ყოველდღიური სოციალური სინამდვილის კონტექსტში გაიაზრებს ისეთი ძირითადი სოციალური
ინსტიტუტების ფუნქციონირების წესსა და მნიშვნელობას, როგორიცაა ოჯახი, რელიგია, განათლება, პოლიტიკა და
სხვა სოციალური სისტემები. კურსი აგებულია თეორიული პარადიგმების ემპირიულ პრაქტიკაში გამოყენების
შესაძლებლობაზე და სოციალური მოვლენების არა რედუქციონისტული, არამედ მულტიფაქტორული ახსნის
პრინციპზე.

კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საზოგადოებაში მოქმედ იმ ბაზისურ მექანიზმებს, რომლებიც


შესაძლებელს ხდის სოციალური წესრიგის არსებობას. კურსი სტუდენტებს წარმოუდგენს:
● სოციოლოგიის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს;
● სოციოლოგიური კვლევის მეთოდების მიმოხილვას;
● სოციალური ინსტიტუტების, სოციალური ცვლილებების, ჯგუფური ქცევის და სხვა სოციალური
ფენომენების არსს.
● პიროვნების, ჯგუფის და უფრო ფართო სოციუმის ურთიერმიმართებას.
გარდა ამისა, ყურადღება ეთმობა ტრანზიტული საზოგადოებების პრობლემებს, რაც სტუდენტებს საშუალებას
მისცემს გაიაზრონ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სოციოლოგიურ პერსპექტივაში.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
კურსის მიზნებია:
● მიაწოდოს სტუდენტს ცოდნა სოციოლოგიის ძირითადი პარადიგმების, ცნებებისა და კვლევის მეთოდების
შესახებ;
● განუვითაროს სტუდენტს სოციალური წესრიგის გააზრების უნარი სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტის
(პოლიტიკა, რელიგია, კულტურა და ა.შ) ურთიერთქმედების ტერმინებში;
● განუვითაროს სტუდენტს უნარი დაინახოს ერთი მოვლენა, როგორც რამდენიმე სოციალური და
ინდივიდუალური ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგი;
● განუვითაროს სტუდენტს უნარი ერთმანეთისგან გაარჩიოს შეფასებითი (ნორმატიული, იდეოლოგიური) და
ფაქტის (მეცნიერული) მსჯელობები.

სწავლის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ:

● სტუდენტმა იცის სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე თეორიები;


● სტუდენტი იაზრებს სოციალური ინსტიტუტების, სოციალური ცვლილებების, ჯგუფური ქცევის და სხვა
სოციალური ფენომენების არსს;
● სტუდენტი აცნობიერებს პიროვნების, ჯგუფის და უფრო ფართო სოციუმის ურთიერმიმართებას;
● სტუდენტი იაზრებს სოციოლოგიური კვლევის მეთოდების პრინციპებს;
● სტუდენტს შეუძლია სოციალური მოვლენების არაშეფასებით (არაიდეოლოგიზირებული) ანალიზი;
● სტუდენტს შუძლია სოციალური მოვლენების მულტიფაქტორული გააზრება;
● სტუდენტი იყენებს სოციოლოგიურ თეორიებს მაკრო და მიკროსოციუმის ანალიზის პროცესში;
● სტუდენტი ინტერდისციპლინარულ ჭრილში განიხილავს სოციალურ მოვლენებს;
● სტუდენტი სხვებს წარუდგენს და უზიარებს საკუთარ მოსაზრებს, მიგნებებს, ანალიზის შედეგებს;
● სტუდენტი აყალიბებს საკუთარ დასაბუთებულ პოზიციიას.

სწავლების და სწავლის მეთოდები


კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:
● წიგნზე მუშაობის მეთოდი
● წერითი მუშაობის მეთოდი
● დისკუსია
● ვერბალური მეთოდი
● ახსნა-განმარტებითი მეთოდი
● ანალიზის მეთოდი

შეფასებისსისტემა
სტუდენტის ცოდნა შეფასდება 100 ქულიანი სისტემით.

სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით.

დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება
გავლილად.

სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი
შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.


2
დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 8 ქულა.

შენიშვნა: შუალედური გამოცდის აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე ან გაიმეოროს დასკვნითი დავალება (Fx):

● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის/დავალების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების
შედეგად უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის
შესაბამისად).
● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები
და ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. შემთხვევის სიმძიმის
გათვალისწინებით შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია მართვისა და საზოგადოებრივ
მეცნიერებათა სკოლის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა
საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური გამოცდა - მაქსიმალური 30 ქულა.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დაწეროს 1 შუალედური გამოცდა. შუალედური გამოცდა ჩატარდება
დახურული წიგნის პრინციპით. გამოცდა მოიცავს:

5 ღია კითხვა და თითოეული ფასდება 6 ქულით (ჯამში 30 ქულა). ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები:
● 6-5: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას და ადეკვატურად იყენებს საკუთარ თეზისზე მსჯელობის ან
ემპირიული ამოცანის ამოხსნის პროცესში; სტუდენტის ლოგიკური არგუმენტაცია ცხადი და
თანმიმდევრულია;
● 4-3: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას, თუმცა უჭირს მისი ადეკვატურად გამოყენება; სტუდენტის
ლოგიკური არგუმენტაცია მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია.
● 2-1: სტუდენტი ცუდად/ზედაპირულად იცნობს თეორიულ მასალას და უჭირს მისი ადეკვატურად
გამოყენება; სტუდენტის არგუმენტაციას სიცხადე და თანმიმდევრულობა აკლია;
● 0: სტუდენტი ვერ ავლენს თეორიული მასალის ცოდნას; სტუდენტის ნაშრომში არ არის მოცემული
არგუმენტები.

სასემინარო აქტივობა - მაქსიმალური 20 ქულა.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სასემინარო აქტივობებში. სასემინარო


აქტივობები შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა საკითხის განხილვის/დისკუსიის თუ პრეზენტაციის სახით.

დისკუსიები/პრეზენტაციები ფასდება შემდეგნაირად:


● 20: სტუდენტი აქტიურადაა ჩართული ყველა სასემინარო აქტივობაში, სისტემატურად ავლენს გავლილი
მასალის სიღრმისეულ ცოდნას და ამომწურავად პასუხობს ლექტორის შეკითხვებს.

3
● 19-15: სტუდენტი აქტიურადაა ჩართული სასემინარო აქტივობის დიდ ნაწილში, სისტემატურად ავლენს
გავლილი მასალის კარგ ცოდნას და კარგად პასუხობს ლექტორის შეკითხვების დიდ ნაწილს.
● 14-9: სტუდენტი ჩართული სასემინარო აქტივობის ნაწილში (დაახლოებით ნახევარში), ავლენს გავლილი
დამაკმაყოფილებელ ცოდნას და მეტ-ნაკლებად პასუხობს ლექტორის შეკითხვების ნაწილს.
● 8-3: სტუდენტი ჩართული სასემინარო აქტივობის მცირე ნაწილში, ავლენს გავლილი ზედაპირულ ცოდნას
და მეტ-ნაკლებად პასუხობს ლექტორის შეკითხვების ნაწილს.
● 2-1: ქულა: სტუდენტი ფაქტობრივად არ მონაწილეობს სასემინარო აქტივობებში.
● 0 ქულა: სტუდენტი არ ესწრება სემინარებს.

ქეისის ანალიზი (ჯამში 10 ქულა).


ქეისის ანალიზის შემთხვევაში, სტუდენტს მიეცემა 1 ქეისი, რომელიც იქნებს სოციალურ პრობლემაზე, რაც
შეფასდება მაქსიმუმ 10 ქულით და შემდეგნაირად:
● 10: პრობლემის არსი აქვს გააზრებული, ამომწურავად განიხილავს პრობლემას, პასუხობს საკითხს და
ავლენს შესაბამისი გავლილი მასალის სიღრმისეულ ცოდნას. ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
სტრუქტურირებულად აყალიბებს აზრს.
● 9-7: პრობლემის არსი აქვს გააზრებული, განიხილავს პრობლემას, პასუხობს საკითხს და ავლენს შესაბამისი
გავლილი მასალის კარგ ცოდნას, აღინიშნება რამდენიმე უზუსტობა. ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
სტრუქტურირებულად აყალიბებს აზრს.
● 6-4: პრობლემის არსი მეტ-ნაკლებად გააზრებულია, სტუდენტი განიხილავს პრობლემას, პასუხობს საკითხს
და ავლენს შესაბამისი გავლილი მასალის დამაკმაყოფილებელ ცოდნას, აღინიშნება რამდენიმე არსებითი
შეცდომა. პასუხი საჭიროებს მეტ ლოგიკურობას, თანმიმდევრულობას.
● 3-1: პრობლემის არსი ნაკლებად არის გააზრებული, სტუდენტი ზედაპირულად განიხილავს პრობლემას, და
ავლენს შესაბამისი გავლილი მასალის ზედაპირულ ცოდნას. პასუხი საჭიროებს მეტ ლოგიკურობას,
თანმიმდევრულობას.
● 0: სტუდენტმა უპასუხოდ დატოვა ქეისი, ან მის მიერ წარმოდგენილი ანალიზი არარელევანტურია.

სოციალური კვლევა (ჯამში 10 ქულა).


კვლევის შემთხვევაში, სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო სიციალურ პრობლემას, რომელიც შეფასდება
მაქსიმუმ 10 ქულით და შემდეგნაირად:
● 10: პრობლემის არსი აქვს გააზრებული, ამომწურავად განიხილავს პრობლემას, კვლევის მეთოდები,
ამოცანები და კითხვები შეესაბამება კვლევის მიზანს, და შესაბამის სტანდარტებს, ნაშრომი შესრულებულია
APA-ს სტილში.
● 9-7: პრობლემის არსი აქვს გააზრებული, განიხილავს პრობლემას, კვლევის მეთოდები, მიზენები, ამოცნები,
აღწერილია, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, ნაშრომი შესრულებულია APA-ს სტილში.
● 6-4: პრობლემის არსი მეტ-ნაკლებად გააზრებულია, კვლევის მეთოდების მიზნების და ამოცნების აღწერაში
შეინიშნება ხარვეზები. ნაშრომში სათადადო არა დაცული APA-ს სტილი.
● 3-1: პრობლემის არსი ნაკლებად არის გააზრებული, სტუდენტი ზედაპირულად და არასათანადოდ აღწერს
კვლევის მეთოდებს, მიზნებს და ამოცანებს. ნაშრომში APA-ს სტილი სერიოზული ხარვეზებით არის
შესრულებული.
● 0: კვლევის საკითხი არა სოციალური პრობლემა, მეთოდები, მიზნები და ამოცანები არარელევანტურია.
ნაშრომში APA-ს სტილით არ არის შესრულებული.

დასკვნითი შეფასება
ფინალური გამოცდა - მაქსიმალური 30 ქულა
წერითი ფინალური გამოცდა გულისხმობს პასუხს 5 საკითხს (ღია შეკითხვა და/ან ქეისის ანალიზი). ფინალური
გამოცდა ჩატარდება დახურული წიგნის პრინციპით. თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 6 ქულა და
ფასდება შემდეგნაირად:
● 6: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას და ადეკვატურად იყენებს საკუთარ თეზისზე მსჯელობის ან
ემპირიული ამოცანის ამოხსნის პროცესში; სტუდენტის ლოგიკური არგუმენტაცია ცხადი და
თანმიმდევრულია;
4
● 5-4: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას, თუმცა უჭირს მისი ადეკვატურად გამოყენება; სტუდენტის
ლოგიკური არგუმენტაცია მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია.
● 3-1: სტუდენტი ცუდად/ზედაპირულად იცნობს თეორიულ მასალას და უჭირს მისი ადეკვატურად
გამოყენება; სტუდენტის არგუმენტაციას სიცხადე და თანმიმდევრულობა აკლია;
● 0: სტუდენტი ვერ ავლენს თეორიული მასალის ცოდნას; სტუდენტის ნაშრომში არ არის მოცემული
არგუმენტები.

ბონუს ქულა

სტუდენტს ექნება ბონუს ქულის მიღების შესაძლებლობა თუ ის შეასრულებს ლექტორის მიერ მიცემულ დავალებას.
3 ქულა - ბონუს აქტივობის მაქსიმალური შეფასებაა.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0 ბალიან
შეფასება აღწერა
ინტერვალი შკალაში

A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0

B ძალიანკარგი 81 – 90 2.78 – 3.38

C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77

D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16

E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55

FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0

F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

მასალები
ძირითადი სახელმძღვანელო:

● გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია ენტონი გიდენსის მიხედვით. თბილისი.


● კაჭკაჭიშვილი, ი. (2008). სოციალური თეორია. თბილისი.
● წულაძე, ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ
მეცნიერებათა ცენტრი.
● წულაძე, ლ (2020). სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები.

დამხმარე ლიტერატურა:

● ბერძენიშვილი, ა. (2011). პოლიტიკური სოციოლოგია. ინტელექტი.


● გოფმანი, ი. (2007). თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიოგენე.
● კალჰუნი, ქ. ლაითი, დ. კელერი, ს. (2008). სოციოლოგია. ისუ გამომცემლობა.
● კაჭკაჭიშვილი, ი. (2008). სოციალური თეორია. თბილისი.
● კაჭკაჭიშვილი, ი. მატარაძე, თ, ნიჟარაძე, გ. შუბითიძე, გ. (2013) შრომის კულტურა და რელიგიური
დისკურსები საქართველოში სხვადასხვა თემში. თბილისი
● ვებერი, მ. (2004). რჩეული ნაწერები რელიგიის სოციოლოგიაში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
● ჰაბერმასი, ი. და რატზინგერი, ი. (2010). თანამედროვე საზოგადოების გამოწვევა. თბილისი.
● Bauman, Z., & May, T. (2019). Thinking sociologically. John Wiley & Sons.
● Giddens, A. (2009). Sociology. 6th Edition. Polity Press.
● Goffman, E. (1961). Asylums: Essays on the Social Situation of Mental Patients and Other Inmates. Anchor Books.

5
● Castells, M. (2010). The Rise of the Network Society, With a New Preface: Volume I: The Information Age: Economy,
Society, and Culture (Information Age Series). Wiley-Blackwell.
● Foucault, M (1995). Discipline and Punish. The Birth of the Prison. Vintage Books.

დამატებითი ვიზუალური მასალა


· სალექციო თემების შესაბამისი მხატვრული ფილმები.

მოთხოვნის შემთხვევაში, ლექტორი მიაწოდებს სტუდენტებს დამატებით საკითხავ მასალას და კლასიკურ


სოციოლოგიურ ტექსტებს ინგლისურ ენაზე.

კალენდარული გეგმა

კვირა მეცადინეობის თემა დავალება


ტიპი

1 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) შესავალი: რა არის სოციოლოგია? ენტონი გიდენსის მიხედვით.
სოციოლოგიის შესწავლის საგანი; რას ნიშნავს თავი I
სოციოლოგიური წარმოსახვა? -

სოციოლოგიის სათავეებთან (კონტი,


დიურკემი, მარქსი და ვებერი)

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები

2 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) კულტურის სოციოლოგიური ანალიზი. ენტონი გიდენსის მიხედვით.
კულტურა როგორც ღირებულებათა სისტემა. თავი II
სოციალიზაციის ფორმები. კულტურა და
იდენტობა. ბავშვის განვითარების თეორიები.

სემინარი
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო -
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


ლექცია სოციალური ინტერაქციის ფორმები ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) ყოველდღიური ცხოვრება. რას ნიშნავს თავი IV
3 სოციალური როლი და სოციალური სტატუსი?
გოფმანის დრამატურგიული მოქმედების
დამატებითი ლიტერატურა:
თეორია.

გოფმანი, ი. (2007).
თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ
ცხოვრებაში. დიოგენე.

6
სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

4 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) რას ნიშნავს დევიაცია? დევიაციის ფორმების ენტონი გიდენსის მიხედვით.
მერტონისეული კლასიფიკაცია. თავი VIII

რა არის სოციალური სტიგმატიცაზია? ნორმა


და პათოლოგია, კანონი და დანაშაული.

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

5 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) სოციალური სტრატიფიკაცია და სოციალური ენტონი გიდენსის მიხედვით.
კლასის სტრუქტურა. სოციალური მობილობის თავი X
ტიპები

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

6 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) სოციალური ორგანიზაციის ფორმები. ენტონი გიდენსის მიხედვით.
ფორმალური და არაფორმალური თავი XI
ურთიერთობები. რას არის ბიუროკრატია?
ზედამხედველობა და ტოტალური
ინსტიტუტები. ტრანსნაციონალური
კორპორაციები. დამატებითი ლიტერატურა:

1. Foucault, M (1995). Discipline and


Punish. The Birth of the Prison.
Vintage Books.

2. Goffman, E. (1961). Asylums: Essays


on the Social Situation of Mental
Patients and Other Inmates.

სემინარი
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული -
ფილმის განხილვა)

7
7 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
(1 სთ.) სოციოლოგიის თეორიული დილემები: ენტონი გიდენსის მიხედვით.
სტრუქტურა და ქმედება, კონსენსუსი და თავი XXI
კონფლიქტი.

თეორიული მიდგომები: ფუნქციონალიზმი,


სტრუქტურალიზმი, სიმბოლური
ინტერაქციონიზმი, სემიოტიკა და მარქსიზმი.

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

8 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) რელიგიის სოციოლოგია. რელიგიური ენტონი გიდენსის მიხედვით.
ინსტიტუტების სოციალური ფუნქცია და
მნიშვნელობა. სეკულარიზაციის პროცესი და თავი XVI
პოსტსეკულარული საზოგადოებები.

დამატებითი ლიტერატურა:

1. იურგენ ჰაბერმასი და იოზეფ


რატზინგერი, თანამედროვე
საზოგადოების გამოწვევა,
თბილისი, 2010.

2. ვებერი მ. რჩეული ნაწერები


რელიგიის სოციოლოგიაში.
თბილისი, 2004.

3. კაჭკაჭიშვილი, ი. მატარაძე, თ,
ნიჟარაძე, გ. შუბითიძე, გ. (2013)
შრომის კულტურა და
რელიგიური დისკურსები
საქართველოში სხვადასხვა
თემში. თბილისი

სემინარი
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო -
სასემინარო აქტივობები

8
9 ლექცია
(1 სთ.) პოლიტიკური სოციოლოგია: პოლიტიკა გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
როგორც სოციალური სისტემა. რას ნიშნავს ენტონი გიდენსის მიხედვით.
პოლიტიკური ძალაუფლება?
თავი XIII

დამატებითი ლიტერატურა:

ბერძენიშვილი, ა. (2011).
პოლიტიკური სოციოლოგია.

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

10 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) ინფორმაციული საზოგადოება და სიმბოლური ენტონი გიდენსის მიხედვით.
ძალაუფლება. პოპულარული კულტურა და თავი XIV
მასმედია. თეორიები მედიის შესახებ

დამატებითი ლიტერატურა:

Castells, M. (2010). The Rise of the


Network Society, With a New Preface:
Volume I: The Information Age:
Economy, Society, and Culture
(Information Age Series).

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო მხატვრული ფილმის განხილვა
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

11 ლექცია 1. წულაძე, ლ (2020)


(1 სთ.) სოციოლოგიური კვლევის მეთოდები: სოციოლოგიური კვლევის
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა თვისებრივი მეთოდები. გვ:13-
30

2. წულაძე, ლ. (2008).
რაოდენობრივი კვლევის
მეთოდები სოციალურ
მეცნიერებებში. გვ: 4-24.

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები

9
12 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
(1 სთ.) განათლება როგორც სოციალური სისტემა და ენტონი გიდენსის მიხედვით.
მისი მნიშვნელობა ინდივიდის ცხოვრებაში. თავი XIV

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

13 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) გენდერი და სექსუალობა ენტონი გიდენსის მიხედვით.
თავი V

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

14 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) თანამედროვე სოციალური ტრანსფორმაციები: ენტონი გიდენსის მიხედვით.
ურბანიზაცია და გლობალიზაცია. თავი XVII და თავი XIX

გლობალური ცვლილებები და ეკოლოგიური


კრიზისი

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო მხატვრული ფილმის განხილვა
სასემინარო აქტივობები (მხატვრული
ფილმის განხილვა)

15 ლექცია
(1 სთ.) პოსტმოდერნული სოციალური თეორიები.
სუბიექტის და სტრუქტურის დეცენტრაცია.
თავისუფალი თამაშის ცნება. დიდი კაჭკაჭიშვილი, ი. (2008).
ნარატივების მსხვრევა და მარგინალური სოციალური თეორია.
დისკურსების აქტუალიზება
გვ: 83-15

დამატებითი: ლექტორის მიერ


მომზადებული მასალა

სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები

16 ლექცია გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


(1 სთ.) სოციალური მოძრაობები და კოლექტიური ენტონი გიდენსის მიხედვით.
ქმედების ფორმები. თავი XVIII

10
სემინარი -
(1 სთ.) ლექციაზე გავლილი თემების გარშემო მხატვრული ფილმის განხილვა
სასემინარო აქტივობები

დასკვნითი გამოცდა

დამატებითი მოთხოვნები

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და აუდიტორიის
თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

11

You might also like