You are on page 1of 9

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საფეხური ბაკალავრიატის
სილაბუსი

1. სასწავლო შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I


კურსის
დასახელება
2. სასწავლო 1 სემესტრი
კურსის
ხანგრძლივობა
3. კრედიტების 6 კრედიტი
რაოდენობა
4. საათების საკონტაქტო საათი - 31 სთ:
განაწილება ლექცია - 13 სთ;
სემინარი - 15 სთ;
შუალედური შეფასება I, II - 2 სთ;
დასკვნითი შეფასება - 1 სთ.
დამოუკიდებელი სამუშაო - 118
5. ლექტორი კურსს კითხულობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები: გიგა ზედანია,
გია ნოდია, სერგო რატიანი, გიორგი მაისურაძე, ემზარ ჯგერენაია, ნოდარ ლადარია,
ნინო როდონაია, მაკა ლაშხია, თამარ ბერეკაშვილი, თამარ ცხადაძე, გრიგოლ ჯოხაძე,
თამარ ცოფურაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლუკა ნახუცრიშვილი, სანდრო
გაბისონია, ზაზა ვაჭრიძე, მარიამ დალაქიშვილი, მარიამ დარჩიაშვილი, ბექა
მინდიაშვილი, თათია კეკელია, დავით კახაბერი, ელენე გავაშელიშვილი, სალომე
პატარიძე, ლევან შატბერაშვილი, ელენე ლადარია,
6. სასწავლო წინაპირობა არ მოითხოვება
კურსზე
დაშვების
წინაპირობები
7. სასწავლო ინტერაქციული ლექცია და სემინარი - კურსის მიმდინარე სალექციო საკითხების
კურსის განხილვისთვის კურსის ლექციას კითხულობს პროფესორი. ხოლო სალექციო
ფორმატი თემატიკასთან დაკავშირებულ სემინარებს ატარებენ ასისტენტები.

საშინაო დავალებები - სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს ეძლევათ დავალებები


კურსის მიმდინარე საკითხებზე. დავალებები უნდა აიტვირთოს Moodle პორტალზე
Word-ის დოკუმენტის ფორმატით შესაბამისი ვადის და მოთხოვნების დაცვით.
დავალებები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით
ასისტენტების მიერ (იხ. შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები) .

შუალედური და დასკვნითი შეფასებები: კურსის განმავლობაში ჩატარდება ორი


შუალედური და ერთი დასკვნითი შეფასება. შეფასებები ჩატარდება ტესტირების
სახით. ტესტის დავალებებში გათვალისწინებული იქნება კითხვები კურსის მასალის
შესახებ (იხ. შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები) .
8. სწავლების  ვერბალური მეთოდი
მეთოდები  წერითი მეთოდი
 დისკუსია/დებატები
9. სასწავლო კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს ის იდეები და მიმდინარეობები, რომლებმაც
კურსის მიზანი გადამწყვეტი როლი შეასრულეს თანამედროვე მსოფლიო და ქართული კულტურის
ჩამოყალიბებაში. სტუდენტები სემესტრის მანძილზე გაეცნობიან 11 ავტორს.
10. ძირითადი კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან შემდეგი ავტორების შრომებს:
თემები 1. პლატონი - სახელმწიფო
2. პავლე მოციქული - წერილი რომაელთა მიმართ
3. ნიკოლო მაკიაველი - მთავარი
4. თომას ჰობსი - ლევიათანი
5. ჯონ ლოკი - მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე

1
6. მერი უოლსტონკრაფტი -- ქალთა უფლებების დაცვა
7. ადამი სმითი - გამოკვლევები ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზთა შესახებ
8. იმანუელ კანტი - პასუხი კითხვაზე რა არის განმანათლებლობა
9. კარლ მარქსი - კომუნისტური პარტიის მანიფესტი
10. ჯონ სტიუარტ მილი - თავისუფლების შესახებ
11. ილია ჭავჭავაძე -- რჩეული წერილები
11. სწავლის დარგობრივი კომპეტენციები:
შედეგები და  სტუდენტს აქვს ფართო ცოდნა იმ კონცეფციების, იდეებისა და შეხედულებების
ძირითადი შესახებ, რომლებმაც მნიშვნლოვანი ზეგავლენა მოახდინეს თანამედროვე
კომპეტენციები აზროვნების ფორმირებაზე;
(დარგობრივი  სტუდენტმა იცის კურსის ფარგელბში განხილული ყველა ავროტის შესაბამისი
და ზოგადი) ნაწარმოები;

ზოგადი კომპეტენციები:
 სტუდენტს შეუძლია მოახდინოს კონცეფციების, იდეების და შეხებულებების
კრიტიკული ანალიზი;
 სტუდენტს შეუძლია ლოგიკური და თანმიმდებვრული დასკვნის ჩამოყალიბება
და დისკუსიის წარმართვა ფუნდამენტური კონცეფციების, იდეების და
შეხებულებების შესახებ;
 სტუდენტს შეუძლია მოახდინოს საკუთარი ანალიზის პრეზენტაცია ზეპირად
და წერილობით აკადემიური კომუნიკაციის მოთხოვნების დაცვით;
 სტუდენტს შეუძლია ეფექტურად იმუშაოს დამოუკიდებლად და ჯგუფში;
 პრეზენტაციისაას სტუდენტს შეუძლია თანამედროვე საინფორმაციო
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება;
 სტუდენტს შეუძლია შეაფასოს საკუთარი სწავლის სწავლის პროცესი და
განსაზღვროს სწავლის საჭიროებები.
12. შეფასების წესი კურსის აუცილებელი მოთხოვნაა აკადემიური სტილის
(http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/102) დაცვა ყველა დავალებაში/ნაშორმში.
სტუდენტების მიერ Moodle-ის პორტალზე ატვირთული დავალებები პლაგიატზე
შემოწმდება Turnitin პროგრამის გამოყენებით.

შეფასების სისტემა:

ფორმა კომპონენტები ზღვარ



შუალედური  საშინაო დავალებები - 30 ქულა
შეფასება (თითოეული 5 ქულა)
26
 შუალედური ტესტი I, II – 40 ქულა ქულა
(თითოეული 20 ქულა)

საბოლოო  საბოლოო გამოცდა - 30 ქულა 8 ქულა


შეფასება
ჯამი 100 ქულა

დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის! 

1. საშინაო დავალებები - 30 ქულა (თითოეული 5 ქულა)


თითოეული საშინაო დავალების ფარგლებში, სტუდენტს მოეთხოვება განსაზღვრული
ინსტრუქციის მიხედვით დაწეროს მცირე მოცულობის აკადემიური ნაშრომი,
რომელშიც გამოავლენს როგორც კონკრეტული ავტორის ტექსტის ცოდნას, ასევე
ლოგიკური აზროვნებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის
დაცვის უნარებს.

გაითვალისწინეთ, შესაფასებლად განხილული იქნება მხოლოდ ის დავალებები:


 რომელთაც სტუდენტი შესაბამისი ვადების დაცვით ატვირთავს Moodle

2
პორტალზე (moodle.iliauni.edu.ge).
 რომლებშიც დაცული იქნება თითოეული დავალებისთვის განსაზღვრული
მინიმალური სიტყვების რაოდენობა - 600 სიტყვა.

დავალების შეფასების კრიტერიუმები: მიღ. მაქს.


ქულა ქულა
დავალებული საკითხის სწორად და ამომწურავად განხილვა 2

არგუმენტირებული და თანმიმდევრული მსჯელობა 2

აკადემიური სტილის დაცვა და ნაშრომის ენობრივი მხარე 1

შეფასება:
დავალებული საკითხის სწორად და ამომწურავად განხილვა:
სწორი და ამომწურავი ნაწილობრივ არასწორი/საკითხთან
სწორი შეუსაბამო
2 1 0

არგუმენტირებული და თანმიმდევრული მსჯელობა:


ავტორის პოზიცია ავტორის პოზიცია არგუმენტები არ არის
დასაბუთებულია, ნაწილობრივ წარმოდგენილი/
მსჯელობა დასაბუთებულია, არარელევანტურია,
თანმიმდევრულია მსჯელობა მეტწილად მსჯელობა
თანმიმდევრულია არათანმიმდევრულია
2 1 0

აკადემიური სტილის დაცვა და ნაშრომის ენობრივი მხარე:


ნაშრომი აკადემიურად გამართულია დარღვეულია აკადემიური სტილი
(ციტირების წესი სრულად დაცულია), (ციტირების წესი სრულად არ არის
არ გვხვდება ენობრივი შეცდომები დაცული), ნაშრომი არ იკითხება

1 0

2. შუალედური ტესტი I, II – 40 ქულა (თითოეული 20 ქულა)


სემესტრის მსვლელობისას ორჯერ, სტუდენტები შეფასდებიან შუალედური
ტესტირებით, რომელიც მოიცავს აღნიშნულ შეფასებამდე განვლილ ავტორებს. ტესტი
შედგება 2 ფაქტობრივი შეკითხვისაგან, რომელთაგან თითოეული ფასდება მაქსიმუმ 10
ქულით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ფაქტობრივი შეკითხვის შეფასების კრიტერიუმები: მიღ. მაქს.


ქულა ქულა
საკითხის ცოდნა 5

არგუმენტაცია და თანმიმდევრულობა 5

შეფასება:
საკითხის ცოდნა:
სრული, სწორი, თუმცა ნაწილობრივ მცდარი/
ამომწურავი და არასრული პასუხი მცდარი და კითხვასთან
სწორი პასუხი არასრული პასუხი შეუსაბამო პასუხი

5 4-3 2-1 0

3
არგუმენტაცია და თანმიმდევრულობა:
სრულად ნაწილობრივ არგუმენტაცია არ
არგუმენტირებული, არგუმენტირებული/არათანმიმდე არის მოცემული,
თანმიმდევრული ვრული მსჯელობა მსჯელობა
მსჯელობა არათანმიმდევრულია
5-4 3-1 0

3. დასკვნითი გამოცდა - 30 ქულა


სემესტრის დასასრულს, სტუდენტს ჩაუტარდებათ დასკვნითი გამოცდა, რომელიც
მოიცავს მთელი სემესტრის მანძილზე განვლილ მასალას (ყველა ავტორს). გამოცდა
შედგება 3 შეკითხვისაგან, რომელთაგან თითოეული ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით,
შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ფაქტობრივი შეკითხვის შეფასების კრიტერიუმები: მიღ. მაქს.


ქულა ქულა
საკითხის ცოდნა 5

არგუმენტაცია და თანმიმდევრულობა 5

შეფასება:
საკითხის ცოდნა:
სრული, სწორი, თუმცა ნაწილობრივ მცდარი/
ამომწურავი და არასრული პასუხი მცდარი და კითხვასთან
სწორი პასუხი არასრული პასუხი შეუსაბამო პასუხი

5 4-3 2-1 0

არგუმენტაცია და თანმიმდევრულობა:
სრულად ნაწილობრივ არგუმენტაცია არ
არგუმენტირებული, არგუმენტირებული/არათანმიმდე არის მოცემული,
თანმიმდევრული ვრული მსჯელობა მსჯელობა
მსჯელობა არათანმიმდევრულია
5-4 3-1 0

13 ლიტერატურა ძირითადი ლიტერატურა


და სხვა 1. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.
რესურსები მეხუთე, კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-
9941-18-209-9), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი
2. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, I წიგნი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013
ან
3. https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1

დამატებითი რესურსები:
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/15/NOZIrrBE6nc
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/14/8L7Y-hX3YCo
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/17/yWt5W2dewpo
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/16/fG3CPSQPR3k
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/13/ZwBJ3u0uv10
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/12/xqXyjvO4l80
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/11/fBAvB96EZ5M

4
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/10/5Z1g-LMvrh4
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/9/X-cMbJFCMNw
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/8/qcLrWn9KnOY
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/7/t0HgMerxn-w
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/6/HA06ID6qY3E
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/5/hmr5X4vW_lY
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/4/N4Kbd7N82WA
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/3/MxDNMrl5vhA
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/2/mSxjzx6ax2c
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/1/nZYYYfhZtiA
http://www.youtube.com/user/iliaunilibrary#p/u/0/lnonsi5j3Lw
14. თემატიკა I კვირა
კვირების შესავალი ლექცია
მიხედვით საცდელი დავალება

II კვირა
პლატონი
ლექციაზე სტუდენტები გაეცნობიან პლატონის იდეათა თეორიის არსს, მის ლოგიკურ
და ფსიქოლოგიურ საფუძვლებს. მის აუცილებლობას საერთოდ აზროვნებისათვის და
იდეების ადგილს პლატონის აღზრდის თეორიაში, რომლის მიზანია ქალაქ
სახელმწიფოსა (პოლისსა) და მოქალაქეს შორის ჰარმონიის დამყარება.
ლიტერატურა:
პლატონი, სახელმწიფო (თავი VII), შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეხუთე,
კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-209-9),
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი

III კვირა
პავლე მოციქული
მეორე კვირაში სტუდენტებს ვაცნობთ პავლე მოციქულის წერილს რომაელთა მიმართ.
საუბარი იქნება ტოლერანტობისა და თავისუფლების ცნებებზე.

ლიტერატურა:
პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ - შესავალი თანამედროვე აზროვნებაში,
მეხუთე, კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-
209-9), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1
საშინაო დავალება I (Moodle)

IV კვირა
ნიკოლო მაკიაველი
კვირის განმავლობაში საუბარი იქნება მაკიაველის უმნიშვნელოვანეს თხზულებაზე
“მთავარი”. განხილული იქნება გავლენა, რომელიც მაკიაველიმ იქონია პოლიტიკური
ენის შექმნაზე ევროპაში, რითაც მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ეროვნული
სახელმწიფოების ჩამოყალიბებას და უზრუნველყო ის პრაქტიკული საშუალებები,
რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ევროპული პოლიტიკის განხორციელება.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაკიაველის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრებს —
პრაგმატიზმსა და სეკულარიზმს, რომლებიც კონკრეტულად გამოიხატა როგორც მისი
მთავარი პოლიტიკური ტექსტების ენობრივ არჩევანით (სეკულარული იტალიური ენა
საკრალური ლათინურის ნაცვლად), ასევე ევროპაში ფართოდ გავრცელებული
კონცეპტით — “სახელმწიფო მოსაზრება”, რითაც საერო სახელმწიფო უკვე თავისთავად
ღირებულებად მიიჩნევა, განსხვავებით შუა საუკუნეებში მიღებული თეოლოგიური
ინტერპრეტაციებისაგან.

ლიტერატურა:
მაკიაველი ნიკოლო, მთავარი - შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეხუთე,

5
კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-209-9),
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი
მაკაიაველი, მთავარი/შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, I წიგნი, ილია ჭავჭავაძის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2006. გვ. 173-250.
http://www.youtube.com/watch?v=hmr5X4vW_lY
http://www.youtube.com/watch?v=N4Kbd7N82WA
http://www.youtube.com/watch?v=MxDNMrl5vhA
http://www.youtube.com/watch?v=mSxjzx6ax2c&playnext=1&list=
PLB7EB909EE5D9149A&feature=results_video
http://www.youtube.com/watch?v=nZYYYfhZtiA&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=lnonsi5j3Lw&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=tSVNZ4y8nK0&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=e4NydrDUKM0&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=UfZMkbA99Gc&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=pqqqMCavRkM&feature=relmfu

V კვირა
თომას ჰობსი
თომას ჰობსის იდეების განხილვისას ხაზგასმული იქნება ის ძირითადი იდეები,
რომლებმაც განმსაზღვრელი როლი ითამაშა ახალი დროის დასავლური პოლიტიკური
აზროვნების ისტორიაში: თავისუფლება და თანასწორობა, როგორც ადამიანის
ამოსავალი ატრიბუტები, ბუნებითი მდგომარეობა, როგორც საზოგადოების მოდელი
სახელმწიფოს არარსებობის პირობებში, ადამიანის ბუნებითი უფლებები, როგორც
პოლიტიკური სისტემის ამოსავალი პრინციპები, საზოგადოებრივი ხელშეკრულება,
როგორც სახელმწიფო ძალაუფლების დაფუძნების და გამართლების პრინციპი,
სუვერენი ანუ ლევიათანი, როგორც შეუზღუდავი ძალაუფლების მატარებელი და
ადამიანთა დესტრუქციული ვნებების დამაოკებელი. ნაჩვენები იქნება, რით
განსხვავდება ჰობსისეული მიდგომა ტრადიციული პოლიტიკური აზროვნებისაგან და
რატომ უდევს ის საფუძვლად თანამედროვე ლიბერალურ აზროვნებას.

ლიტერატურა:
ჰობსი თომას, ლევიათანი, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეხუთე,
კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-209-9),
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი.
http://iliauni.edu.ge/uploads/shesavali%20ta namedrove%20azrovnebashi%20I.pdf
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1
http://www.youtube.com/watch?v=C1QgfvAPRDU&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=4H-3Hi5mZz4&feature=relmfu
საშინაო დავალება II (Moodle)

VI კვირა
ჯონ ლოკი
ჯონ ლოკის ტექსტის განხილვისას წარმოჩნდება მისი, როგორც ახალი დროის
ლიბერალური დემოკრატიის ამოსავალი იდეების ფუძემდებლის როლი. მისი
ძირითადი იდეები გადმოცემული იქნება როგორც ტრადიციული პოლიტიკური
მოძღვრების – “მეფეთა საღვთო უფლების” – პრინციპთან, ისე თომას ჰობსის
აბვოლუტისტურ ნააზრევთან შეპირისპირებაში. კერძოდ, ხაზი გაესმება იმ გარემოებას,
რომ ჯონ ლოკი საზოგადოებას უყურებს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას,
რომელიც მხოლოდ ზოგიერთი საკუთარი უფლების დელეგირებას ახდენს
ხელისუფლებაზე და, ამავე დროს, შეუძლია დაამხოს ტირანული ხელისუფლება, თუ ეს
უკანასკნელი ადამიანების ბუნებით უფლებებს დაუპირისპირდება. წარმოჩნდება
ლოკის იდეების კავშირი საფრანგეთის და ამერიკის რევოლუციებთან.

ლიტერატურა:
ლოკი ჯონ, მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე - შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში, მეხუთე, კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი

6
I (ISBN 978-9941-18-209-9), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014
წელი
http://iliauni.edu.ge/uploads/shesavali%20 tanamedrove%20azrovnebashi%20I.pdf
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1
http://www.youtube.com/watch?v=GVB-JH5FfMY&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=vVhWrS8lguQ&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=CIa9Mb03aUQ&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=unSiRV9_0rE&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=3Gtqe88MIHs&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=-v1f34UISwo&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=70TuZU9eEm4&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=_pPtDuwEQBE&feature=relmfu

VII კვირა
მერი ვოლსტონკრაფტი

მერი უოლსტონკრაფტის ტექსტის სახით სტუდენტები გაეცნობიან დასავლურ


აზროვნებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრობლემის ერთ-ერთ პირველ
გავლენიან ფორმულირებას. მისი ძირითადი იდეები გადმოცემული იქნება
განმანათლებლობის იდეების - ადამიანის რაციონალურობის, განათლების, როგორც
ინდივიდუალური და საზოგადოებრივი პროგრესის წინაპირობის, ადამიანთა
თანასწორობის და ა. შ. - კონტექსტში. განხილული იქნება უოლსტონკრაფტის მიერ
ქალის განათლებისა და საზოგადოებაში მისი როლის შესახებ ჟან-ჟაკ რუსოს
შეხედულების კრიტიკა, მისი არგუმენტები ქალებსა და მამაკაცებს შორის სოციალური
განსხვავებების ბუნებრივი განსხვავებებით ახსნის წინააღმდეგ და სხვა. შეფასებული
იქნება მისი ადგილი გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლის ისტორიაში.
საშინაო დავალება III (Moodle)

VIII კვირა
ადამ სმითი
სტუდენტები გაეცნობიან პოლიტიკური ეკონომისტისა და ფილოსოფოსის ნაშრომს –
კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ. განხილული იქნება
სმითისეული ისეთი ძირითადი იდეები, როგორიცაა ბაზრის უხილავი ხელი, შრომის
ღირებულება, სამეურნეო საქმიანობის თავისუფლება და სხვა.

ლიტერატურა:
სმითი ადამ, გამოკვლევები ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზთა შესახებ -
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეხუთე, კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-
9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-209-9), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2014 წელი
http://iliauni.edu.ge/files/207_450_834764_shesavalitanamedrove azrovnebashiII.pdf
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1
http://www.youtube.com/watch?v=JxvNgBWrpEE&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=0fPpQKrCArQ&feature=relmfu

IX კვირა
შუალედური შეფასება I

X კვირა
იმანუელ კანტი
სტუდენტები გაეცნობიან მე-18 საუკუნის დიდი ფილოსოფოსის ნააზრევს. პასუხი
კითხვაზე თუ რა არის განმანათლებლობა, კანტისთვის ერთმნიშვნელოვანია:
განამანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა არასრულწლოვანებიდან, გაბედულება
სხვისი ზედამხედველობის გარეშე გამოიყენოს საკუთარი გონება, საკუთარი განსჯა და
დაუჯეროს მას. გაბედულებაა იმიტომ, რომ საკუთარი გონებისა და განსჯის
საშუალებით მიღებული დასკვნები შეიძლება არა მხოლოდ ტრადიციას და არსებულ

7
პოლიტიკას, არამედ თვით ღმერთის არსებობასაც ეწინააღმდეგებოდეს. ყველა ადამიანს
აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს, ოღონდ ისე, რომ მეორე ადამიანის უფლებებსა და
ღირებულებებს არ შეეხოს. ადამიანი თავისთავადი, შეუცვლელი ღირებულების მქონეა.

ლიტერატურა:
კანტი იმანუელ, პასუხი კითხვაზე რა არის განმანათლებლობა? -- შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში, მეხუთე, კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-
2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-209-9), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2014 წელი
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1
http://www.youtube.com/watch?v=tHqT9dNW3NM
http://www.youtube.com/watch?v=nsa6kp3o6Tg
http://www.youtube.com/watch?v=XawGF5Fg9n8&feature=relmfu\
http://www.youtube.com/watch?v=sXBKBXPt_gQ&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=q7vniCPyK68&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=F1Ep1eAFu_s&feature=relmfu
http://www.youtube.com/watch?v=Z69aNmxbZyI&feature=relmfu
საშინაო დავალება IV (Moodle)

XI კვირა
კარლ მარქსი
კვირის განმავლობაში განხილული იქნება, მარქსის კონცეფცია, რომელიც
მნიშვნელოვან გარდატეხას წარმოადგენს ევროპული აზროვნების განვითარების
ისტორიაში. იდეოლოგიის ცნების შემოტანით მარქსს შემოაქვს ინსტრუმენტი, რომლის
საშუალებითაც შეიძლება გაანალიზდეს აზროვნების დამოკიდებულება სოციალურ-
ეკონომიკურ ფაქტორებზე, რაც განმსაზღვრელი საკვლევი მიმართულება გახდება XX
საუკუნის სოციალური თეორიისათვის.

ლიტერატურა:
მარქსი კარლ, კომუნისტური პარტიის მანიფესტი -- შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში, მეხუთე, კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი
I (ISBN 978-9941-18-209-9), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014
წელი
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/iliabrary/ba1/ba1
http://videochannel.iliauni.edu.ge/?p=48352

XII კვირა
ჯონ სტიუარტ მილი
კვირის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ინგლისელი ეკონომისტისა და
ფილოსოფოსის ნაშრომს – “თავისუფლების შესახებ.” განხილული იქნება
უტილიტარიზმის არსი. ნაჩვენები იქნება რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან
საზოგადოებრივი, აზრისა და დისკუსიის თავისუფლებები
ლიტერატურა:
მილი, ჯონ სტიუარტ, თავისუფლების შესახებ, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში,
მეხუთე, კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-
209-9), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი
http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/58
საშინაო დავალება V (Moodle)

XIII კვირა
შუალედური შეფასება II

XIV კვირა
ილია ჭავჭავაძე
კვირის განმავლობაში საუბარი იქნება ილია ჭავჭავაძის კონცეფციაზე, რომელიც
გამოიხატა ეროვნული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების
გამოღვიძებისა და დამკვიდრებისათვის ბრძოლაში; როგორ გახდა შესაძლებელი

8
“მამათა” და “შვილთა” მსოფლმხედველობრივი ანტაგონიზმის დაძლევა; როგორ
განვითარდა ქართული სახელმწიფოს აღდგენისთვის მიმართული ძალისხმევა; რა
როლს აკისრებდა ილია კულტურას ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში; როგორ და
რატომ შექმნა ილიამ ქართული ლიტერატურის მოღვაწეთა იერარქია და როგორ და
რატომ მოახდინა ზოგი მათგანის “კანონიზება”; როგორ აფასებდა ილია ისტორიას,
როგორც ასეთს, და რა მნიშვნელობას ანიჭებდა იგი წარსულის ხსოვნასა და ისტორიულ
პერსონაჟთა აწმყოში გაცოცხლებას; როგორ ესახებოდა მას აწმყოში მომავლის შენების
იდეა; როგორ დასრულდა ილიას ცდა, მიეყვანა საზოგადოება სოციალური
თავისუფლებიდან – ზნეობრივ თავისუფლებამდე.
ლიტერატურა:
ჭავჭავაძე ილია, რჩეული წერილები, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეხუთე,
კომენტირებული გამოცემა (ISBN 978-9941-18-208-2), წიგნი I (ISBN 978-9941-18-209-9),
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი
http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/50
http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/81
საშინაო დავალება VI (Moodle)
XV კვირა
კურსის შეჯამება

XVI კვირა -- დასკვნითი შეფასება

You might also like