You are on page 1of 7

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სილაბუსი

აკ. წელი 2023-24 სემესტრი 3,4

კოდი POLS204004 დასახელება პოლიტიკური იდეოლოგიები

4 (სულ 120 საათი):


• საკონტაქტო 30 საათი:
ECTS
ტიპი ძირითადი - ინტერაქციული ლექცია 30
კრედიტი
სთ.
• დამოუკიდებელი 90 საათი

ენა ქართული აუდიტორია

მეგი ქარცივაძე m.kartsivadze@agruni.edu.ge


ლექტორი რეზი თოფურია ელ. ფოსტა r.topuria@agruni.edu.ge
ლევან თევდორაძე l.tevdoradze@agruni.edu.ge

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროემისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
დემოკრატიული, პროგრესზე ორიენტირებული საჯარო პოლიტიკა წარმოუდგენელია პოლიტიკური
იდეოლოგიების გარეშე. საქართველოში კი ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოყალიბდა იდოლოგიურ საფუძველზე
გადანაწილებული პოლიტიკური ძალები. თუ საზოგადოებიდან არ იქნება მოთხოვნა, რომ პოლიტიკური
სპექტრი იდეოლოგიების მიხედვით გადანაწილდეს და მათ შორის კონკურენციამ მოგვცეს უკეთესი
არჩევანის გაკეთების საშუალება, დღევანდელი სიტუაცია არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია სტუდენტებმა იცოდნენ იმ ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ, რომლებიც
მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, განსაკუთრებით მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს. ერუდიციის
ზრდასთან ერთად აღნიშნული საგნის პრიორიტეტია კრიტიკული აზრივნების განვითარება, რაც მომავალში
მსმენელებს დაეხმარებათ პოლიტიკოსების და პარტიების უკეთ შეფასებაში, გააზრებული არჩევანის
გაკეთებაში.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

მიზანი
კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა პოლიტიკური იდეების მნიშვნელობის შესახებ. შეძლონ
გაიგონ რა სურთ სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკოსებს. ამ პოლიტიკოსების მიერ საზოგადოების
მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში რა გავლენას მოახდენს ადამიანებზე, მათ შორის მათზე ვისაც
პოლიტიკა არ აინტერესებს, ის მოქმედებები, რომლებსაც ისინი იდეოლოგიის გავლენით შეასრულებენ.
უფრო კონკრეტულად, სტუდენტებისათვის ნათელი უნდა გახდეს როგორ ხდება აბსტრაქტული იდეების
კონკრეტულ პოლიტიკურ მოქმედებად ტრანსფორმაცია.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებმა უნდა შეძლონ აჩვენონ იდეოლოგიასთან დაკავშირებული


შეხედულებების და მათი ცხოვრებაში რეალიზაციის პროგნოზირების უნარი. შეძლონ მონაწილეობის მიღება

1
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

დისკუსიებში პოლიტიკური იდეოლოგიებისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შეიქმნან


საკუთარი წარმოდგენა ქვეყნის მოწყობის შესახებ.

გამომუშავდება მიღებული ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომის უნარ–ჩვევები, რომელთა გამოყენება


საშუალებას იძლევა დადგინდეს, რამდენად სარწმუნოა მოპოვებული ინფორმაცია, რა კავშირშია ის არსებულ
ცოდნასთან. სტუდენტებს გამოუმუშავდებათ საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი, რათა შეძლონ
ამა თუ იმ ინფორმაციის სანდოობის შემოწმება ინფორმაციულად გადატვირთულ სამყაროში.

სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა/სტუდენტი/სტუდენტს:


• იცის პოლიტიკური ტერმინები, კონცეფციები და იდეოლოგიები
• აცნობიერებს პოლიტიკური იდეოლოგიების ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებებს
• მონაწილეობას იღებს პოლიტიკური იდეოლოგიებისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან
დაკავშირებულ დისკუსიებში
• განვითარებული აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, იყენებს მას პრობლემურ ვითარებაში
• გამომუშავებული აქვს მიღებული ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომის უნარ–ჩვევები, რომელთა
გამოყენება საშუალებას იძლევა დადგინდეს, რამდენად სარწმუნოა მოპოვებული ინფორმაცია, რა
კავშირშია ის არსებულ ცოდნასთან
• მიღებული ცოდნის სახით სტუდენტს აქვს პოლიტიკური გარემოს გარდასაქმნელად აუცილებელი
იარაღი, პოლიტიკის შეფასებისა თუ მასში მონაწილეობის მისაღებად
• იაზრებს სხვადასხვა მსოფლმხედველობის ძლიერ და სუსტ მხარეებს და იმ შედეგებს, რომლებიც ამ
იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირდება
• რიგი პოლიტიკური ხასიათის პრობლემების გარშემო მსჯელობს არგუმენტირებულადა და აქტიურად
მონაწილეობს დისკუსიებში
• შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის საჭირო მასალა, გაეცნოს სხვადასხვა პოლიტიკურ
პროცესებს, განაახლოს ცოდნა
• განვითარებული აქვს კრიტიკული აზროვნება, რაც გამოიხატება ისეთი შეხედულებების მშვიდად
მოსმენის უნარის შეძენაში, რომელსაც შესაძლოა პრინციპულად არ ეთანხმებოდეს. ოპონენტის
შეხედულებათა თუ მოქმედებათა იდეოლოგიური საფუძვლების და მოტივების ცოდნა ზრდის
განსხვავებული აზრისადმი შემწყნარებლობას

სწავლების და სწავლის მეთოდები


კვირაში ჩატარდება 2 სთ ინტერაქციული ლექცია. სტუდენტების მომზადება ნიშნავს სასწავლო
ლიტერატურის წაკითხვას. სწავლის პროცესი იქნება სტუდენტზე ორიენტირებული, ინტერაქტიული.
ლექტორი და სტუდენტები ერთობლივად შეეცდებიან იპოვონ პასუხები კითხვებზე.

კურსის მსვლელობისას სტუდენტები ჩართული იქნებიან 3 სახის აქტივობაში:

1. პრეზენტაცია - თითოეულ პრეზენტაციას ამზადებს 2-3 სტუდენტისაგან შემდგარი ჯგუფი.


პრეზენტაციების გარშემო, ლექტორის ფასილიტაციით, სტუდენტები მართავენ დისკუსიას. დისკუსიის
შემდეგ, ლექტორი მიმოიხილავს პრეზენტაციის თემას, აფასებს მათ.

2. კრიტიკულ ანალიზი - სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ


მომვლენებზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიებს ან იმსჯელებენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.
სტუდენტებს დავალებების სახით მიეცემათ კრიტიკული ანალიზისათვის სხვადასხვა სტატია ან საკითხი.

2
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

3. დებატები - თითოეული სტუდენტი მონაწილეობას იღებს 2 დებატში. დებატებისას წარმოდგენილია:


სხვადასხვა იდეოლოგიის მხარდამჭერი 2 ჯგუფი და მოდერატორი/ამომრჩეველთა ჯგუფი. სხვადასხვა
იდეოლოგიის მხარდამჭერ სტუდენტებს მოუწევთ გარკვეულ საკითხებში არგუმენტირებულად დაიცვან
თავისი (პირობითად შერჩეული) იდეოლოგიიდან გამომდინარე პოზიცია.

კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:


• დისკუსია/დებატები
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• წერითი მუშაობის მეთოდი
• ვერბალური მეთოდი
• ჯგუფური (collaborative) მუშაობა
• თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება
• ანალიზის მეთოდი
• როლური და სიტუაციური თამაშები
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი

შეფასების სისტემა
მნიშვნელოვანი შეხსენება: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის
პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის
დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას.
ასევე, სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და
აუდიტორიის თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის


სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად.

სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური შეფასებისა და


დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ
მათგანში.

სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით:
• შუალედური შეფასების ჯამური (70 ქულიდან) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 24 ქულა.
• დასკვნით შეფასების (30 ქულიდან) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.

შენიშვნა: ქვიზების აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):

• თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად უგროვდება
41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის შესაბამისად)

3
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

• თუ მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და ორივე


შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, საგნის
შეფასების ამ კომპონენტის ჩატარებამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია სტუდენტების დეკანთან -
შაკო თავაძესთან კონკრეტულ გარემოებაზე. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ
(მაგრამ არა საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური შეფასებები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: პრეზენტაცია, კრიტიკული ანალიზი და
დებატები.

1. პრეზენტაცია - 20 ქულა
სემესტრის განმავლობაში 2-3 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი აკეთებს 2 პრეზენტაციას. პრეზენტაციის
ჯგუფის წევრებს ქულები ეწერებათ ინდივიდუალურად. თითოეული პრეზენტაცია ფასდება შემდეგი
კრიტერიუმებით:
1. გადმოცემის უნარი და თანმიმდევრულობა - 4 ქულა
2. მოსაზრებების არგუმენტირება და ცოდნის სიღრმე - 6 ქულა

თითოეული პრეზენტაცია ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით და შემდეგნაირად:

გადმოცემის უნარი და თანმიმდევრულობა (შეფასების მაქსიმალური 10 ქულიდან 4 ქულა)


4 ქულა - პრეზენტაცია ტექნიკურ დონეზე კარგად არის მომზადებული, სლაიდები თანმიმდევრული და
სტრუქტურირებულია, ინფორმაციის გადმოიცემა აუდიტორიისთვის სრულიად გასაგებად.
3-2 ქულა - პრეზენტაცია ტექნიკურ დონეზე დამაკმაყოფილებლად არის მომზადებული, სლაიდები მეტ-
ნაკლებად თანმიმდევრული და სტრუქტურირებულია, ინფორმაციის არ გადმოიცემა აუდიტორიისთვის
ბოლომდე გასაგებად.
1 ქულა - პრეზენტაცია ტექნიკურ დონეზე სუსტად არის მომზადებული, ინფორმაციის არ გადმოიცემა
აუდიტორიისთვის გასაგებად.
0 ქულა - პრეზენტაცია არ გაკეთდა.

მოსაზრებების არგუმენტირება და ცოდნის სიღრმე (შეფასების მაქსიმალური 10 ქულიდან 6 ქულა):


6-5 ქულა - არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა, სტუდენტი სიღრმისეულად
იცნობს პრეზენტაციის თემას და ამომწურავად პასუხობს ლექტორის ყველა შეკითხვას.
4-3 ქულა - არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი, სტუდენტი
ნაწილობრივ იცნობს პრეზენტაციის თემას და პასუხობს ლექტორის შეკითხვების დაახლოებით ნახევარს.
2-1 ქულა - არგუმენტები მოყვანილია, მაგრამ მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს, მცირე ცოდნა ვლინდება და
სტუდენტი პასუხობს ლექტორის შეკითხვების მცირე ნაწილს.
0 ქულა - პრეზენტაცია არ გაკეთდა.

2. კრიტიკული ანალიზი - 20 ქულა

4
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი საშინაო დავალების სახით ასრულებს კრიტიკულ ანალიზს 1


სტატია/ქეისზე/საკითხზე, წინასწარ მოცემული დავალების კითხვების შესაბამისად. კრიტიკული ანალიზის
მაქსიმალური შეფასებაა 20 ქულა. შემდეგი კრიტერიუმებით:
1. ტერმინოლოგიის გამოყენება და ცოდნის სიღრმე - 10 ქულა
2. ანალიტიკური აზროვნება და დასკვნის უნარი - 10 ქულა

ტერმინოლოგიის გამოყენება და ცოდნის სიღრმე (შეფასების მაქსიმალური 20 ქულიდან 10 ქულა):


10-8 ქულა - ტერმინებს იყენებს ხშირად და სწორად, ავლენს სიღრმისეულ ცოდნას.
7-5 ქულა - სტუდენტი უმეტესწილად სწორად იყენებს ტერმინებს, არ აქვს სათანადო ცოდნის დონე.
4-1 ქულა - სტუდენტი ნაწილობრივ იყენებს შესაბამის ტერმინებს, ავლენს მცირე ცოდნას.
0 ქულა - სტუდენტი არ იყენებს შესაბამის ტერნიმებს, არ ფლობს ცოდნას განსახილვევლი საკითხის გარშემო.

ანალიტიკური აზროვნება და დასკვნის უნარი (შეფასების მაქსიმალური 15 ქულიდან 10 ქულა):


10-8 ქულა - ანალიტიკური არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა, სტუდენტი
სრულყოფილად აყალიბებს საკუთარ აზრს საკითხის მიმართ.
7-5 ქულა - ანალიტიკური არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი.
სტუდენტი სრულყოფილად ვერ აყალიბებს საკუთარ აზრს.
4-1 ქულა - ანალიტიკური არგუმენტები მოყვანილია, მაგრამ მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს.
0 ქულა - სტუდენტი ფაქტობრივად არ მონაწილეობს საკითხის განხილვაში.

3. დებატები - 20 ქულა
სემესტრის განმავლობაში სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს 2 დებატში. დებატების მაქსიმალური შეფასებაა
20 ქულა (თითოეული 10 ქულა). დებატები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. გადმოცემის, დარწმუნების უნარი და მოსმენის კულტურა - 4 ქულა
2. მოსაზრებების არგუმენტირება და ცოდნის სიღრმე - 6 ქულა

გადმოცემის, დარწმუნების უნარი და მოსმენის კულტურა (შეფასების მაქსიმალური 10 ქულიდან 4 ქულა):


4 ქულა - აზრს გადმოსცემს სრულყოფილად და გააჩნია დარწმუნების მაღალი უნარი, აქვს მოსმენის
კულტურა.
3-2 ქულა - სტუდენტი აზრს აყალიბებს ლოგიკურად, მაგრამ არადამარწმუნებლად, აქვს მოსმენის კულტურა.
1 ქულა - სტუდენტი აზრს აყალიბებს ლოგიკურად, მაგრამ არადამარწმუნებლად, არ აქვს მოსმენის კულტურა.
0 ქულა - სტუდენტი ვერ აყალიბებს აზრს ლოგიკურად.

მოსაზრებების არგუმენტირება და ცოდნის სიღრმე (შეფასების მაქსიმალური 10 ქულიდან 6 ქულა):


6-5 ქულა - არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა, სტუდენტი სიღრმისეულად
იცნობს იდეოლოგიურ და პრაგმატულ არგუმენტებს.
4-3 ქულა - არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი, სტუდენტი სრულად
არ იცნობს იდეოლოგიურ და პრაგმატულ არგუმენტებს.
2-1 ქულა - არგუმენტები მოყვანილია, მაგრამ მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს, მცირე ცოდნა ვლინდება.
0 ქულა - დებატი არ გაკეთდა.

4. ჩართულობა/აქტიურობა - 10 ქულა
სემესტრის განმავლობაში სტუდენტები შეფასდებიან თავიანთი ჩართულობის და აქტიურობის მიხედვით.
სულ 5 ინტერაქციულ ლექციაზე ლექტორის მიერ დასმულ საკითხზე შეფასდება სტუდენტი მაქსიმუმ 2
ქულით, ზეპირი ან წერილობითი გამოკითხვის სახით. გამოკითხვა ჩატარდება დაუგეგმავად. შეფასების
კრიტერიუმებია:

5
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

2 ქულა - სტუდენტს სიღრმისეულად ესმის საკითხი


1 ქულა - სტუდენტს ზედაპირულად ესმის საკითხი
0 ქულა - სტუდენტს არ ესმის საკითხი, ან არ მონაწილეობს გამოკითხვაში

დასკვნითი შეფასება
ფინალური გამოცდა - 30 ქულა - დასკვნითი შეფასება ხორციელდება ფინალური წერითი დავალებით,
რომელიც აფასებს სტუდენტის მიერ განვლილი მასალის ცონდას. ფინალური გამოცდის ფარგლებში
სტუდენტებს ეძლევათ დავალება, რომელიც წერითი ნაშრომის ფორმით შეფასდება შემდეგი
კრიტერიუმებით:
1. არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა - 12 ქულა
2. კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის გამოყენება - 18 ქულა

არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა (დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური 30 ქულიდან 12 ქულა):


12-10 ქულა - არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა და ასაბუთებს თეზისს,
რომელიც გამოთქმულია სტუდენტის მიერ.
9-6 ქულა - არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი, ცხადი და გასაგები
დასკვნების გასაკეთებლად.
5-1 ქულა -არგუმენტები მოყვანილია, მაგრამ მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს.
0 ქულა - არგუმენტი საერთოდ არ არის მოყვანილი.

კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის გამოყენება, (დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური 30


ქულიდან 18 ქულა):
18-14 ქულა - სტუდენტი სიღრმისეულად იცნობს მთელ გავლილ მასალას, მოჰყავს მაგალითები და ესმის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სხვადასხვა თეორიულ საკითხს შორის.
13-10 ქულა - სტუდენტი კარგად იცნობს მთელ გავლილ მასალას, თუმცა მსჯელობა არაა გაჯერებული
სხვადასხვა თეორიებით.
9-6 ქულა - სტუდენტი გაეცნო მასალას, მაგრამ არა სიღრმისეულად ან ნაწილობრივ.
5-3 ქულა - სტუდენტი ზედაპირულად იცნობს გავლილ მასალას, მხოლოდ მინიმალურად ავლენს მასალის
ცონდას.
2-1 ქულა - სტუდენტს არასწორად ესმის ძირითადი თეორიული ცნებები და არ იცნობს მასალას.
0 ქულა - სტუდენტმა არ შეასრულა დავალება.

ლექტორს შეუძლია შემთხვევითი შერჩევით ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა მანიფესტსა და მასთან


დაკავშირებულ საკითხებზე.

შეფასების სკალა

პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი


შეფასება აღწერა
ინტერვალი 4.0 ბალიან სკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0

6
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 – 40 0

აუცილებელი მასალები
ლექტორისაგან მითითებული ლიტერატურა, პრეზენტაციები და აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა სტატია

კალენდარული გეგმა

კვირა მეცადინეობის ტიპი თემა დავალება


ინტერაქციული ლექცია შესავალი: იდეოლოგიის ცნება, ისტორია, ლექტორის მიერ
1
(2 სთ.) ფუნქცია მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია პრეზენტაიცა: ლიბერალიზმი, ლექტორის მიერ
2
(2 სთ.) ლიბერტარიანიზმი, ანარქო-კაპიტალიზმი მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
3 პრეზენტაცია: კონსერვატიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია დებატები 1: ლიბერალიზმი vs ლექტორის მიერ
4
(2 სთ.) კონსერვატიზმი მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
5 პრეზენტაცია: სოციალიზმი /კომუნიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
6 დებატები 1: ლიბერალიზმი vs სოციალიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
7 პრეზენტაცია: ნაციონალიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია დებატები 2: კლასიკური ლიბერალიზმი vs ლექტორის მიერ
8
(2 სთ.) ნაციონალიზმი მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
9 პრეზენტაცია: ფაშიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია დებატები 3: კლასიკური ლიბერალიზმი vs ლექტორის მიერ
10
(2 სთ.) ფაშიზმი მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
11 პრეზენტაცია: ფემინიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
12 დებატები 4: კონსერვატიზმი vs ფემინიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია ლექტორის მიერ
13 პრეზენტაცია: ეკოლოგიზმი
(2 სთ.) მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია დებატები 4: ლასიკური ლიბერალიზმი vs ლექტორის მიერ
14
(2 სთ.) ეკოლოგიზმი მიწოდებული მასალა
ინტერაქციული ლექცია პრეზენტაცია: ფუნდამენტალიზმი, ლექტორის მიერ
15
(2 სთ.) ტერორიზმი მიწოდებული მასალა
დასკვნითი შეფასება

You might also like