You are on page 1of 10

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


სილაბუსი

სასწავლო პოლიტიკის ძირითადი ცნებები


კურსის Key Concepts in Politics
დასახელება
სასწავლო
კურსის კოდი
სასწავლო ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
კურსის საბაკალავრო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობები
სტატუსი სავალდებულო კურსი.
სემესტრი 1
ECTS - 6 კრედიტი - 150 სთ
სასწავლო საკონტაქტო - 65 სთ, მათ შორის ლექცია - 30 სთ, სამუშაო ჯგუფი - 30 სთ, შუალედური
კურსის შეფასება - 2 სთ, დასკვნითი გამოცდა - 3 სთ.
კრედიტები დამოუკიდებელი მუშაობა - 85 სთ.

სასწავლო სემესტრში - ლექცია 30 სთ, სამუშაო ჯგუფი -30 სთ;


კურსის კვირაში - ლექცია 2 სთ, სამუშაო ჯგუფი 2 სთ.
ფორმატი
ლექტორი გვანცა აბდალაძე,
ბიზნესის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
მიმართულების ასოცირებული პროფესორი
T: 593-900-674
Email: g.abdaladze@sou.edu.ge

კონსულტაციები: საკონსულტაციო ცხრილის მიხედვით, ასევე ონლაინ ფორმატში.

სასწავლო  სტუდენტს მისცეს ცოდნა პოლიტიკის რაობის, ძირითადი კონცეფციებისა და


კურსის პრობლემების შესახებ. კერძოდ, შეასწავლოს სახელმწიფოს ტიპები, მმართველობის
მიზანი სხვადასხვა ფორმები, პოლიტიკური იდეოლოგიები. გააცნოს ისეთი აქტორების როლი
საშინაო პოლიტიკაზე, როგორიცაა: ეკონომიკა, მას-მედია, პარტიები და პარტიული
სისტემები, არჩევნები. გააცნოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
პოლიტიკური როლი პოლიტიკის შემუშავებასა და სისტემურ დანერგვაში.
 განუვითაროს აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი;
გამოუმუშაოს დამოუკიდებელი მუშაობისათვის საჭირო თვისებები; გამოუმუშაოს
საჭირო ინფორმაციის სხვადასხვა წყაროში მოძიების უნარი. გამოუმუშაოს
ინფორმაციის დახარისხების, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფისა და ზეპირი თუ
წერითი ფორმით გადმოცემის უნარი.

სასწავლო წინაპირობის გარეშე


კურსის
შესწავლის
წინაპირობები
სასწავლო იხ. დანართი
კურსის
შინაარსი
სავალდებულ 1. თომას მ. მაგშტადტი. გავიგოთ პოლიტიკა. იდეები, ინსტიტუტები და
ო პრობლემები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბ. 2010.
ლიტერატურა 2. ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა. მესამე გამოცემა. თბ. 2008.
დამატებითი 1. გრიერ ბეროუსი, ზვიად აბაშიძე, ქეთევან მუხიგული, სალომე დუნდუა, თამარ
ლიტერატურა ქარაია. დემოკრატია და მოქალაქეობა. საკითხავი მასალა სტუდენტებისთვის (მეორე
გამოცემა). რედ. მალხაზ მაცაბერიძე. IFES 2017.
http://cela.ge/ge/system/files/1._demokratia_da_mokalakeoba_2017_meore_gamocema.compre
ssed.pdf
2. ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკური იდეოლოგიები. შესავალი კურსი. თბ. 2004.

სასარგებლო ბმულები:
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე https://matsne.gov.ge/
საქართველოს პარლამენტი https://parliament.ge/
საქართველოს მთავრობა http://gov.ge/
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი https://president.gov.ge/
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო https://mfa.gov.ge/
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო https://mod.gov.ge/
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო https://police.ge/
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია https://cesko.ge/
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://mrdi.gov.ge/ka
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
http://www.economy.ge/
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია https://www.qartia.ge/ka/qartia
კომინიკაციების კომისია https://www.comcom.ge/ge/
EECMD https://eecmd.org/ka/
Youtube https://www.youtube.com/

სწავლის ცოდნა და გაცნობიერება:


შედეგები  ფლობს საბაზისო თეორიულ ცოდნას შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფოს ტიპები და
როლი; მმართველობის ფორმები (სისტემები, რეჟიმები); მმართველობის მექანიზმები
(კონსტიტუციები, საკანონმდებლო ორგანოები, აღმასრულებელი ორგანოები,
ბიუროკრატიული აპარატი, სამხედრო და პოლიციური ძალები); სახელმწიფოს
საშინაო პოლიტიკა (ცენტრალიზაცია, დეცენტრალიზაცია); ძირითადი პოლიტიკური
პროცესები (არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, ინტერეს-ჯგუფები); სახელმწიფო
პოლიტიკაზე ზეგავლენის მომხდენი აქტორები (პოლიტიკური იდეოლოგიები,
ეკონომიკური სისტემები, მას-მედია). ფლობს დარგობრივ ტერმინოლოგიას.
 აღწერს პოლიტიკის ძირითადი აქტორების ფუნქციებსა და მახასიათებლებს
სხვადასხვა თეორიებსა და მოდელებზე დაყრდნობით.
 განსაზღვრავს მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს.

უნარი
 შეუძლია მოახდინოს მრავალმხრივი ინფორმაციის კლასიფიკაცია და ანალიზი;
არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება;
 იყენებს მიღებულ ცოდნას კონკრეტული აქტივობებისთვის: ქართულ ენაზე
მოსაზრების ჩამოყალიბება; დებატსა და დისკუსიაში მონაწილეობა განსხვავებული
აზრისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებით; პრეზენტაციის წარმოდგენა;
წერილობითი ნაშრომის მომზადება.
 აქვს სახელმწიფოებრიობის მიმართ პატივისცემის გრძნობა, აქტიური
მოქალაქეობრივი პოზიცია, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობის
მოტივაცია.
სწავლა- ლექციები
სწავლების გულისხმობს: სტუდენტებისთვის მოცულობითი მასალის მიწოდებას.
მეთოდები გამოყენებული ტექნიკა: ვერბალური მეთოდი; ახსნა-განმარტებითი მეთოდი,
დემონსტრირება; გონებრივი იერიში; ანალიზი/სინთეზი; ინდუქცია/დედუქცია.
სამუშაო ჯგუფი
გულისხმობს: კითხვა-პასუხს და დისკუსიას (ზოგიერთ შემთხვევაში დებატებს);
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენას, ლექტორისთვის გაგზავნილი
ინდივიდუალური წერითი დავალებების ჯგუფში განხილვას.
სამუშაო ჯგუფის ფუნქცია: თეორიული მასალის
გამეორება/განმტკიცება/დაზუსტება/ახალი ინფორმაციის გაცნობა; ანალიზის უნარის
განვითარება; გუნდური მუშაობის უნარის განვითარება; აკადემიური უნარების
(ინფორმაციის მოძიება-კლასიფიკაცია) განვითარება, პრეზენტაცირების უნარის
განვითარება (პრეზენტაციის მომზადება-წარდგენა).
გამოყენებული ტექნიკები და მეთოდები: ინტერაქტიული სწავლება, ჯგუფური
მუშაობა, დისკუსია/დებატები. დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, შემთხვევის
ანალიზი.

შეფასების სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით და ითვალისწინებს შემდეგ


კრიტერიუმებ კომპონენტებს:

შუალედური შეფასებები: 0 - 60 ქულა:

1. ჯგუფური პრეზენტაციები: 0-30 ქულა.


2. შუალედური გამოცდა: 0-30 ქულა

1. ჯგუფური პრეზენტაცია
ყოველი სალექციო კვირაში ლექტორი სტუდენტებს წარუდგენს თემასთან
დაკავშირებულ საპრეზენტაციო საკითხების ჩამონათვალს (1-3 საკითხი).
სტუდენტები ქმნიან ჯგუფს (მაქსიმუმ 3 სტუდენტი) და თავად ირჩევენ
საპრეზენტაციო თემას (მიმდინარე და განვლილი კვირის საკითხებიდან). სხვადასხვა
ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა საკითხი ჯგუფს ეხმარება განიმტკიცოს
მიღებული თეორიული ცოდნა/გაიმეოროს განვლილი მასალა/გაიგოს ახალი
ინფორმაცია. თითოეული პრეზენტაციის მაქსიმალური ქულაა - 10 ქულა. სემესტრის
მანძილზე სტუდენტებს შეუძლიათ მოამზადონ მაქსიმუმ 3 პრეზენტაცია (3X10=30
ქულა) და წარმოადგინონ სილაბუსით განსაზღვრულ ჯგუფური მუშაობის შესაბამის
საათებზე (კვირა 3,4,5,6,7, 9,10,11,12,13,14,15).

პრეზენტაციის შეფასება:
ფორმალური მხარე: 3 ქულა
შინაარსობრივი მხარე: 5 ქულა
პრეზენტირება: 2 ქულა

ფორმალური მხარე: გამოყენებული ლიტერატურის შესატყვისობა და აკადემიურობა,


გაფორმების ვიზუალური მხარე.
3 ქულა: ლიტერატურა შესატყვისია და მოძიებულია აკადემიური წყაროებიდან,
პრეზენტაცია წარმოდგენილია powerpoint პრეზენტაციის სახით, დაცულია
ვიზუალური გაფორმების საბაზისო მოთხოვნები.
2 ქულა: ლიტერატურა შესატყვისია და უმეტესად მოძიებულია აკადემიური
წყაროებიდან, პრეზენტაცია წარმოდგენილია powerpoint პრეზენტაციის სახით,
დაცულია ვიზუალური გაფორმების საბაზისო მოთხოვნები.
1 ქულა: ლიტერატურა შესატყვისია, სტუდენტს უჭირს განასხვავოს აკადემიური და
არააკადემიური წყაროები, პრეზენტაცია წარმოდგენილია powerpoint პრეზენტაციის
სახით, ხარვეზებია ვიზუალური გაფორმების საბაზისო მოთხოვნებთან მიმართებით.
0 ქულა: ლიტერატურა არ არის შესატყვისი და/ან ეყრდნობა არააკადემიურ
წყაროს/წყაროებს; ან პრეზენტაცია არ არის წარმოდგენილი სლაიდების სახით.
შინაარსობრივი მხარე: პრეზენტაციის სათაურთან შესაბამისობა, გამართული
ტერმინოლოგია, ფაქტობრივი მონაცემების სიზუსტე, არგუმენტირებული დასკვნები.
5 ქულა: პრეზენტაცია შეესაბამება სათაურს, ტერმინოლოგია გამართულია,
ფაქტობრივი მონაცემები ზუსტია, წარმოდგენილი დასკვნები არგუმენტირებულია.
3-4 ქულა: პრეზენტაცია შეესაბამება სათაურს, ტერმინოლოგია უმეტესად
გამართულია, ფაქტობრივი მონაცემები უმეტესად ზუსტია, წარმოდგენილი დასკვნები
არგუმენტირებულია.
1-2 ქულა: პრეზენტაცია შეესაბამება სათაურს. ტერმინოლოგია უმეტესად არ არის
გამართული ან ფაქტობრივი მონაცემები უმეტესად დაუზუსტებელია ან
წარმოდგენილი დასკვნები არ არის არგუმენტირებული/არ არის დასკვნები
წარმოდგენილი.
0 ქულა: პრეზენტაცია არ შეესაბამება სათაურს.

პრეზენტირება:
გუნდური პრეზენტირება, აუდიტორიის დაინტერესება, კითხვებზე პასუხის გაცემა,
2 ქულა: სტუდენტებს შეუძლიათ აუდიტორიის დაინტერესება და დასმულ
შეკითხვებზე პასუხის გაცემა, სტუდენტებს შეუძლიათ გუნდური მუშაობის უნარის
წარმოჩენა.
1 ქულა: წარმოდგენილი პრეზენტაცია უინტერესოა აუდიტორიისთვის ან
სტუდენტები უმეტესად ვერ პასუხობენ დასმულ შეკითხვებს ან სტუდენტებმა ვერ
წარმოაჩინეს გუნდური მუსაობის უნარი.
0 ქულა: წარმოდგენილი პრეზენტაცია გაუგებარია აუდიტორიისთვის, შეკითხვები არ
არის/სტუდენტები ვერ პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.

2. შუალედური წერითი გამოცდა: 0 - 30 ქულა


შუალედური გამოცდა არის წერითი ფორმის და მოიცავს 6 საკითხს (ღია შეკითხვა).
თითოეული საკითხი ფასდება 5 ქულიანი სისტემით:
5 ქულა - პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული
(სტუდენტი ფლობს სავალდებულო ლიტერატურით გათვალისწინებულ მასალას);
აზრების ბმა ლოგიკურია, ტერმინოლოგია დაცულია.
3-4 ქულა - პასუხი სწორია თუმცა არ არის ამომწურავი (სტუდენტი ფლობს
სავალდებულო ლიტერატურით გათვალისწინებულ მასალას); ტერმინოლოგია
დაცულია. არსებითი შეცდომა არ არის დაშვებული.
2-3 ქულა - პასუხი არ არის სრული, დაშვებულია ფაქტობრივი
უზუსტობა/უზუსტობები. ტერმინოლოგია უმეტესად დაცულია. ხარვეზები
ფიქსირდება წინადადებების ლოგიკურ ბმაში.
1 ქულა - პასუხი ფრაგმენტულია და/ან აღინიშნება არსებითი ხასიათის შეცდომები.
0 ქულა - დავალება არ შეესაბამება სათაურს/ დავალება არ არის შესრულებული.

შუალედური შეფასებების ჯამური მინიმალური კომპეტენციის ზღვარია - 15 ქულა

დასკვნითი შეფასება: 0 - 40 ქულა


დასკვნითი შეფასება/გამოცდა არის წერითი ფორმის და მოიცავს 4 საკითხს (ესსე). ესსე
გულისხმობს განვლილ თეორიული მასალაზე დაყრდნობით საკითხის/საკითხების
განხილვას მსჯელობის ელემენტებით.
თითოეული ესსე ფასდება 10 ქულიანი სისტემით:
10-9: ესსე შეესაბამება სათაურს; სტუდენტი კარგად ფლობს თეორიულ მასალას და
გადმოსცემს სრულად; სწორად იყენებს ტერმინოლოგიას; ნაშრომის სტრუქტურა
თანმიმდევრულია; დასკვნები არგუმენტირებულია; სტუდენტი ავლენს კრიტიკული
აზროვნების უნარს მსჯელობის პროცესში.
8-7: ესსე შეესაბამება სათაურს; სტუდენტი კარგად ფლობს თეორიულ მასალას თუმცა
არასრულად წარმოადგენს; სწორად იყენებს ტერმინოლოგიას ან დაშვებულია
უმნიშვნელო შეცდომები; ნაშრომის სტრუქტურა თანმიმდევრულია; დასკვნები მწირად
არის არგუმენტირებული/სტუდენტი ვერ ავლენს კრიტიკული აზროვნების უნარს
მსჯელობის პროცესში.
6-5: ესსე შეესაბამება სათაურს; თეორიული მასალა სწორია, თუმცა არასრულია;
ტერმინოლოგიის გამოყენებაში დაშვებულია შეცდომები; ნაშრომის სტრუქტურა
უმეტესად თანმიმდევრულია; დასკვნები მწირად არის არგუმენტირებული/სტუდენტი
ვერ ავლენს კრიტიკული აზროვნების უნარს მსჯელობის პროცესში.
4-3: ესსე შეესაბამება სათაურს; თეორიული მასალა მწირია/ესსე არასრულია;
ტერმინოლოგიის გამოყენებაში დაშვებულია არსობრივი შეცდომები; ნაშრომის
სტრუქტურა უმეტესად არათანმიმდევრულია; დასკვნები მწირად არის
არგუმენტირებული/სტუდენტი ვერ ავლენს კრიტიკული აზროვნების უნარს მსჯელობის
პროცესში.
2-1: ესსე შეესაბამება სათაურს; თეორიული მასალა არ არის წარმოდგენილი;
ტერმინოლოგია არ არის წარმოდგენილი; ესსე მწირია და ნაშრომის სტრუქტურა
უმეტესად არათანმიმდევრულია; დასკვნები არ არის და/ან არ არის არგუმენტირებული.
0: ესსე არ შეესაბამება სათაურს/ესსე არ არის წარმოდგენილი.

დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია - 20 ქულა

საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი შეფასების


ჯამს.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით
დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს
შესასწავლი.

დანარჩენი რეგულაციები მოცემულია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში.


დანართი

კვირა საათების სასწავლო კურსის შინაარსი


რაოდენობა (შესასწავლი საკითხების, აქტივობებისა, შეფასების ფორმებისა და
შესაბამისი ლიტერატურის მითითებით)
I ლექცია - 2 სთ პოლიტიკის შესწავლა
სალექციო თემატიკა
სამუშაო პოლიტიკის ძირითადი ცნებები: წესრიგი, ძალაუფლება,
ჯგუფი - 2 სთ
სამართლიანობა. როგორ სწავლობენ პოლიტიკას, რა მიზნით?
რა მეთოდებით? რატომ სწავლობენ პოლიტიკას?

სამუშაო ჯგუფი
დებატი ორ ჯგუფს შორის. სადებატო თემა: წესრიგი vs. სამართლიანობა.

სავალდებულო ლიტერატურა: [1], გვ. 19-46


II ლექცია - 2 სთ მმართველობის ფორმები, სისტემები და რეჟიმები
სალექციო თემატიკა
სამუშაო რას გვაძლევს პოლიტიკური სისტემების კლასიფიკაცია?
ჯგუფი - 2 სთ
ტრადიციული ტიპოლოგიები. „სამი სამყაროს“ ტიპოლოგია.
თანამედროვე რეჟიმები. დასავლური პოლიარქიები. ახალი
დემოკრატიები. აღმოსავლურ-აზიური რეჟიმები. ისლამური
რეჟიმები. სამხედრო რეჟიმები.

სამუშაო ჯგუფი
ტრენინგი: ტექსტის გააზრების ტექნიკა (მოცულობითი ტექსტი,
წინააღმდეგობრივი თეორიები და წყაროები); როგორ ვიმუშავოთ
გუნდურად? პრეზენტაციის მომზადების წესები; სასარგებლო ბმულების
გამოყენება, აკადემიური ლიტერატურის მოძიება სხვა წყაროებიდან.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 43-66


III ლექცია - 2 სთ პოლიტიკური იდეოლოგიები
სალექციო თემატიკა
სამუშაო რა არის პოლიტიკური იდეოლოგია? ლიბერალიზმი.
ჯგუფი - 2 სთ
კონსერვატიზმი. სოციალიზმი. სხვა იდეოლოგიური
მოძღვრებები. იდეოლოგიის დასასრული?

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 67-101


IV ლექცია - 2 სთ დემოკრატია
სალექციო თემატიკა
სამუშაო დემოკრატიის განსაზღვრება. დემოკრატიის მოდელები:
ჯგუფი - 2 სთ
კლასიკური დემოკრატია, დამცავი დემოკრატია, ხელშემწყობი
დემოკრატია, სახალხო დემოკრატია. პლურალისტური,
ელიტისტური, კორპორატისტული, ახალი მემარჯვენეობის ,
მარქსისტების ხედვა დემოკრატიის შესახებ

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.
სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 103- 125
V ლექცია - 2 სთ სახელმწიფოს როლი, სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა
სალექციო თემატიკა
სამუშაო სახელმწიფოს როლი: მინიმალისტური, პროგრესირებადი,
ჯგუფი - 2 სთ
სოციალ-დემოკრატიული, “კოლექტივიზირებული”,
ტოტალიტარული სახელმწიფოები. სახელმწიფოს როლი
გლობალიზაციის ეპოქაში: სახელმწიფოს სახეცვლილება.
საშინაო პოლიტიკა: ცენტრალიზაცია თუ დეცენტრალიზაცია?
ურთიერთობები ცენტრსა და პერიფერიას შორის. ფედერალური
სისტემები. უნიტარული სისტემები. ეთნიკური და სათემო
პოლიტიკა.

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 140-149; გვ. 219-241


VI ლექცია - 2 სთ ეკონომიკა და საზოგადოება. ეკონომიკური სისტემები
სალექციო თემატიკა
სამუშაო კაპიტალისტური ქვეყნები. სოციალიზმის მრავალსახეობანი.
ჯგუფი - 2 სთ
არსებობს თუ არა ეკონომიკური „მესამე გზა“? საზოგადოების
სტრუქტურა და დაყოფა. სოციალური კლასი. რასა, სქესი.

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 245-272


VII ლექცია - 2 სთ მას-მედია და პოლიტიკური ბერკეტები
სალექციო თემატიკა
სამუშაო მას-მედიის მოდელები: პლურალისტური, გაბატონებულ-
ჯგუფი - 2 სთ
იდეოლოგიური, ელიტის მორჩილი, თავისუფალ-საბაზრო.
მედია - დემოკრატიის გუშაგი? მას-მედია და მართვა. მედიის
გლობალიზაცია. პოლიტიკის ბერკეტები: პროპაგანდის
ხერხები, პიარ-ტექნოლოგიები.

სამუშაო ჯგუფი:
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 303-318


VIII 2 სთ შუალედური გამოცდა
IX ლექცია - 2 სთ პოლიტიკური წარმომადგენლობა, არჩევნები და ხმის მიცემა
სალექციო თემატიკა
სამუშაო პოლიტიკური წარმომადგენლობის თეორიები. არჩევნები:
ჯგუფი - 2 სთ
არჩევნების დანიშნულება; საარჩევნო სისტემები - ღირსებები
და ნაკლოვანებანი. როგორ და რატომ ვაძლევთ ხმას. არჩევანის
მოდელები.

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.
სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 319-343

X ლექცია - 2 სთ პარტიები და პარტიული სისტემები; ჯგუფები, ინტერესები და


საზოგადოებრივი მოძრაობები
სამუშაო
ჯგუფი - 2 სთ
სალექციო თემატიკა
პარტიები: პარტიული პოლიტიკა. პარტიათა ტიპები. პარტიათა
დანიშნულება. პარტიული სისტემები - ერთპარტიული,
ორპარტიული, მრავალპარტიული, წამყვან პარტიათა
სისტემები. პარტიათა როლი.
ინტერეს ჯგუფები: სახეობები, მოდელები და საკითხები.
საზოგადოებრივი მოძრაობები.

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 345-367; გვ. 369-389

XI ლექცია - 2 სთ კონსტიტუციები, კანონმდებლობა და მართლმსაჯულება

სამუშაო სალექციო თემატიკა


ჯგუფი - 2 სთ კონსტიტუციათა კლასიფიკაცია. კონსტიტუციის დანიშნულება.
კანონმდებლობა; კანონი, ზნეობა და პოლიტიკა.
მართლმსაჯულება. არიან თუ არა მოსამართლეები
პოლიტიკური ფიგურები? ქმნიან თუ არა მოსამართლეები
პოლიტიკას?

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ.393-415


XII ლექცია - 2 სთ საკანონმდებლო ორგანოები
სალექციო თემატიკა
სამუშაო საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელობა. საპარლამენტო და
ჯგუფი - 2 სთ
საპრეზიდენტო სისტემები. საკანონმდებლო ორგანოთა
დანიშნულება. საკანონმდებლო ორგანოტა სტრუქტურა.
ერთპალატიანი და ორპალატიანი, საკომიტეტო სისტემები.
რამდენად განსაზრვრავენ პოლიტიკას საკანონმდებლო
ორგანოები? რატომ შესუსტდა საკანონმდებლო ორგანოთა
როლი?

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 417-441


XIII ლექცია - 2 სთ აღმასრულებელი ხელისუფლება
სალექციო თემატიკა
სამუშაო აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელობა.
ჯგუფი - 2 სთ
აღმასრულებელთა პოლიტიკური ფუნქციები. ძალაუფლება
აღმასრულებელ შტოში - პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები,
კაბინეტები. ლიდერობის პოლიტიკა. ლიდერობის თეორიები,
ლიდერობის ნაირსახეობანი.

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 443-468


XIV ლექცია - 2 სთ ბიუროკრატიული აპარატი
სალექციო თემატიკა
სამუშაო ბიუროკრატიის მოდელები: გეგმიურ-ადმინისტრაციული,
ჯგუფი - 2 სთ
მონოლითური, „გაბერილი“,. ბიუროკრატიის როლი.
ბიუროკრატიის ორგანიზების ფორმები. ბიუროკრატიის
ძალაუფლების წყაროები და ბიუროკრატიის ძალაუფლების
ზღვარი.

სამუშაო ჯგუფი
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 469-488


XV ლექცია - 2 სთ სამხედრო და პოლიციური ძალები
სალექციო თემატიკა
სამუშაო ჯარი და პოლიტიკა. სამხედროების როლი. შეიარაღებული
ჯგუფი - 2 სთ
ძალების კონტროლირება. როდის იღებენ ხელში ძალაუფლებას
სამხედროები? პოლიცია და პოლიტიკა. პოლიციის როლი.
პოლიციური ზედამხედველობა და ანგარიშვალდებულებები.

სამუშაო ჯგუფი:
ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა, დისკუსია.
საგამოცდო მინი-ტრენინგი: ესსეს წერის ტექნიკა.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 489-513

XVI პოლიტიკის შემუშავება და მისი სისტემური დანერგვა


ლექცია - 2 სთ სალექციო თემატიკა
პოლიტიკის შემუშავება. გადაწყვეტილებების მიღება.
სამუშაო
ჯგუფი - 2 სთ
პოლიტიკის შემუშავების საფეხურები. პოლიტიკის სისტემური
ამოქმედება. სტაბილურობის მიღწევა. მატერიალური
უზრუნველყოფა. მოქალაქეობრიობის დანერგვა. დემოკრატიის
განმტკიცება.

სამუშაო ჯგუფი:
დებატი ორ ჯგუფს შორის. სადებატო თემის ინიცირებას ახდენენ თავად
სტუდენტები.

სავალდებულო ლიტერატურა: [2], გვ. 517 – 541


XVII 3 სთ დასკვნითი გამოცდა
სულ - 65 სთ
სასწავლო კურსში FX-ის მიღების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის
შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

You might also like