You are on page 1of 14

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

სამაგისტრო კვლევის პროექტი/პროსპექტუსი

ადამიანური კაპიტალის თეორია და უმაღლესი განათლების პოლიტიკა


საქართველოში

მაკა ობოლაშვილი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიორგი თავაძე


სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა

მაგისტრანტი (სახელი, გვარი): მაკა ობოლაშვილი

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი(სახელი, გვარი): გიორგი თავაძე

სამაგისტრო ნაშრომის სახელწოდება: ადამიანური კაპიტალის თეორია და


უმაღლესი განათლების მართვა საქართველოში(აღმოსავლეთ ევროპის
უნივერსიტეტის მაგალითზე)

სამაგისტრო კვლევის პროექტი (პროსპექტუსი) ✘

შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს


სამაგისტრო კვლევის პროექტი (პროსპექტუსი) არ
შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს

________________________
_____________

მაგისტრანტის

ხელმოწერა თარიღი

_________________________
_____________

სამაგისტრო ნაშრომის თარიღი

სამეცნიერო ხელმძღვანელის ხელმოწერა


შინაარსი
შესავალი.......................................................................................................................................3
კვლევის მიზანი და ამოცანები..................................................................................................6
კვლევის მიზანი.......................................................................................................................6
კვლევის ამოცანები.................................................................................................................6
ლიტერატუტის ანალიზი...........................................................................................................6
განათლება ,როგორც ეკონომიკის ძრავა..............................................................................6
უმაღლესი სასწავლებლები - ადამიანური კაპიტალის წყარო.........................................8
საქართველოს უმაღლესი განათლების პოლიტიკის ევროპულ ინტეგრაციისკენ
სწრაფვა......................................................................................................................................9
მეთოდოლოგია..........................................................................................................................10
ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა........................................................................................10
სამეცნიერო კვლევითი კომპონენტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი.........................11
ბიბლიოგრაფია..........................................................................................................................12
შესავალი
დღესდღეობით,განათლება და მისი არსი დასავლეთის ქვეყნებში განიხილება
და აღიქმება , ადამიანური კაპიტალის თეორიის ფოკუსში,რადგან აღნიშნული
თეორია არის ე.წ ყველაზე „გავლენიანი“ ეკონომიკური თეორია,რომელიც
ადრეული პერიოდიდანვე ,1960-იანი წლებიდან ადგენს საგანმანათლებლო
სამთავრობო პოლიტიკის ჩარჩოებს.ადამიანური კაპიტალი ეკონომკის
მაჩვენებლის ჭრილში უფრო და უფრო სიღრმისეულად განიხილება,როგორც
ფუნდამენტური,განმსაზღვრელი ინდიკატორი.ეფექტური ეკონომიკური
საქმიანობის წასამართად გამოყენებულია ადამიანების ინდივიდუალური
გოგნიტური შესაძლებლობები,რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ როგორც
ეკონომიკის მეტაფორები,როგორიცაა „ტექნოლოგიური ცვლილება“, „კვლევა“,
„ინოვაცია“, „განათლება და კონკურენტუნარიანობა“.თანამედროვე
ადამიანური კაპიტალის თეორიაში ყველა ინდივიდის საქმიანობა და
მისწრაფებები განხილულია ეკონომიკური ინტერესების ჭრილში.ადამიანური
კაპიტალის ბოლოდროინდელი რეფორმულირების თეორია კიდევ ერთხელ
ხაზგასმით მიგვანიშნებს ,რომ განათლება მნიშვნელოვნად მონაწილეობს
გლობალურ ეკონომიკაში. (Encyclopedia of Educational Philosophy and Theory -
Human Capital Theory and Education)

განათლება გახდა პროდუქტი, რითიც სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად


გაზარდოს ეკონომიკური ზრდა და განვითარება.ეს არის ყველაზე ეფექტური
გზა ეკონომიკური კეთილდღეობისკენ .შესაბამისად, განათლება განიხილება,
როგორც პროდუქტიული ინვესტიცია.

ეკონომისტები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ინდივიდის საქმიანობა


ეკონომიკური ინვესტიციის ,სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვარაუდობენ, რომ პიროვნების პირადი ინტერესები მოემსახურება პირადი

1
ინვესტიციას კვალიფიკაციისა და შესაბამისი გამოცდილების შეძენაში.
ამრიგად, ინდივიდის დონეზე, ადამიანურ კაპიტალზე დაფუძნებული
განათლებისადმი მიდგომა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები ინვესტირებენ
დროსა და ძალისხმევის დონეს განათლებაში, რაც მათ მიაჩნიათ, რომ ეს უნდა
მოხდეს, მათი მომავალი შემოსავლის პოტენციალისა და ყველა შესაძლო
წარმოდგენის მიხედვით. სარგებელი, რომელიც შესაძლოა მიღებული იყოს
ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციით. ეროვნულ დონეზე საგანმანათლებლო
პოლიტიკისადმი ადამიანური კაპიტალის მიდგომა მუშაობს იმ ვარაუდზე,
რომ განათლებისა და განათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალის ყოლა
ეროვნული ეკონომიკური სარგებელი შეიძლება იყოს მიღებული. ცოდნის
გენერირება, გამოყენება და ექსპლუატაცია განაპირობებს თანამედროვე
ეკონომიკურ ზრდას, ამიტომ აუცილებელია კრეატიულობის პოტენციალის
გათავისუფლება და ცოდნის გავრცელება მთელ მოსახლეობაში. ბევრ
სოციალურ სისტემაში განათლება განიხილება, როგორც ძირითადი პროცესი,
რომლითაც შეიძლება მოხდეს ასეთი ტრანსფორმაციები, თუმცა საკითხები,
რომლებიც დაკავშირებულია უნარებისა და ცოდნის მიღებასთან, ვის მიერ და
ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ხშირად არ არის განმარტებული. განათლება
განიხილება, როგორც ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, რომელსაც აქვს
როგორც პირდაპირი ანაზღაურება განათლებული ინდივიდისთვის, ასევე
გარე სარგებელი მთლიანად საზოგადოებისთვის. ფუნდამენტურად
მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ასევე როგორ აყალიბებს ადამიანური
კაპიტალის თეორია საგანმანათლებლო პოლიტიკას . (Bell)

ადამიანური კაპიტალის თეორიის ზეგავლენა საგანმანათლებლო პოლიტიკაზე


საუკეთესოდ შეიძლება გამოვლინდეს იმ ს
ოციალურ-პოლიტიკური გარემოს შესწავლით, რომელიც იძლევა იმპულსს
პოლიტიკის შემუშავებისთვის და საიდანაც, უმეტეს შემთხვევაში,
გამომდინარეობს ამ პოლიტიკის ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციის ენები,

2
რომლებიც გამოიყენება საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმოსაჩენად და
დასაბუთებისთვის ასახავს დომინანტურ დისკურსებს სოციალურ-
პოლიტიკურ გარემოში. ამრიგად, ბოლო ნახევარი საუკუნის
განმავლობაში, უმეტეს პლურალისტურ საზოგადოებებში, სოციალურ-
პოლიტიკურ გარემოში დისკურსში დომინირებს ბრძოლა ეკონომიკურ
ინდივიდუალიზმსა და სოციალურ კოლექტივიზმს შორის, როგორც
სოციალური ორგანიზაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის. აქედან
გამომდინარე, საგანმანათლებლო პოლიტიკა ყალიბდება დებატების
შედეგების კონტექსტში ,უფრო ფართოდ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში.
ენა, რომლითაც ეს პოლიტიკა გამოიხატება, პირდაპირ გამომდინარეობს მისი
დომინანტური დისკურსიდან. ამ კონტექსტში, მთელი რიგი სოციალური და
პოლიტიკური გავლენები გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ეკონომიკური
ფუნქციონალობა, როგორც დომინანტური დისკურსი, რომელიც ემყარება
ლეგიტიმაციის ინდივიდუალისტურ ენებს, რომელიც დაფუძნებულია
საბაზრო ძალების ეფექტურობის რწმენაზე, როგორც სოციალური
ორგანიზაციის მექანიზმისა და შესაძლებლობების შესახებ- განათლება
დასაქმებისთვის სათანადო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. რაც შეეხება
განათლებას, აისახება ზოგადად ეკონომიკიდან და კონკრეტულად
ადამიანური კაპიტალის თეორიიდან მიღებული პრინციპების გამოყენებით,
საგანმანათლებლო პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის და ასევე სხვადასხვა
ქვეყანაში საბაზრო ელემენტების გამოყენების გასაძლიერებლად.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან თემის ატუალობას ,სიახლეს წარმოადგენს


ადამიანური კაპიტალის კრიტიკული ანალიზი ,დამუშავება და გადმოტანა
პრაქტიკულ მნიშვნელობაში .თემის აქტუალობას წარმოადგენს ასევე საკითხი,
თუ რამდენად დიდია ადამიანური კაპიტალის როლი უმაღლესი პოლიტიკის
მენეჯმენტში.

3
კვლევის მიზანი და ამოცანები

კვლევის მიზანი

თემის აქტუალობიდან გამომდინარე კვლევის მიზანს წარმოადგენს


ადამიანური კაპიტალის როლი ,როგორც განმსაზღვრელი ფაქტორი ქართული
უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირებაში.კვლევის ობიექტს
წარმოადგენს ასევე ის ფაქტიც,თუ რამდენად შეესაბამება ეს
საგანმანათლებლო პოლიტიკა ევრორეგიონალურ კონტექსტს.

კვლევის ამოცანები

კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრა;

ძირითადი საკვლევი საკითხების დამუშავება;

საკითხების სიღრმისეული ანალიზი;

თემის ირგვლივ დასკვნების შემუშავება;

ლიტერატუტის ანალიზი
განათლება ,როგორც ეკონომიკის ძრავა

ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში უმაღლესი განათლება მსოფლიო განვითარებისა


და კონკურენციის მამოძრავებელი სისტემაა - იგი განიხილება როგორც
„ეკონომიკის ძრავა“, რომელიც კვლევისა და ინოვაციის გზით ხელს უწყობს

4
ახალი ცოდნის შექმნასა და სამუშაო ძალის კომპეტენციების მუდმივ
განვითარებას.

განათლება ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას შრომის პირობებზე,


უმუშევრობის დონეზე და ა.შ. იმ ადამიანების შრომის პირობები, რომელთაც
გააჩნიათ უკეთესი საგანმანათლებლო მომზადება, როგორც წესი, უფრო
ხელსაყრელია. განათლება ამაღლებს ადამიანის სხვადასხვა სახის საქმიანობის
ეფექტიანობას შრომის ბაზრის საზღვრებს გარეთაც. იგი ხელს უწყობს
პიროვნების განვითარებას და ისეთი თვისებების შეძენას, როგორიცაა:
დამოუკიდებლობა, მოქნილობა, ინტელექტუალური მოთხოვნილებების ზრდა
და ა.შ. ამასთან, განათლება ზემოქმედებას ახდენს ისეთი ჩვევების
გამომუშავებაზე, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების უნარი,
სოციალურობა, დროის რაციონალური განაწილება, არაფორმალური
ურთიერთ-კავშირების დამყარება და ა.შ. ადამიანის ცხოვრების
მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარეობს შრომის და კაპიტალის ბაზრის გარეთ.
იგი საკმაო დროს უთმობს ყოფასა და დასვენებას. მიღებული განათლება
დადებითად მოქმედებს ჯამრთელობაზე, აგრეთვე ითვალისწინებს
თავისუფალი დროის გამოყენებისადმი უფრო რაციონალური მიდგომას.
აღსანიშნავია აგრეთვე, განათლების ზემოქმედება მთლიანად საზოგადოების
განვითარებაზე, განსაკუთრებით კი სოციალური ინტეგრაციისა და
საზოგადოების სტაბილიზაციის ასპექტში. თუ გავითვალისწინებთ
განათლებიდან მიღებული არაფულადი შემოსავლების ყველა სახეს შეიძლება
ვთქვათ, რომ განათლება ხასიათდება სოციალური ეფექტიანობით,რაც
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

5
მსოფლიო გლობალიზაციის პროცესების არსებით უპირატესობად უნდა
ჩაითვალოს ახალ „ცოდნის ადამიანზე“ ორიენტირებული ეკონომიკისა და
ადამიანური კაპიტალის, როგორც კონკურენტუნარიანობის განსაკუთრებული
რესურსის როლის ამაღლება თანამედროვე ეკონომიკურ სისტემებში.
ადამიანური კაპიტალი თავისი კრეატიულობისა და ინოვაციების შექმნის
რესურსით, უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება თანამედროვე
საზოგადოებაში. კვლევაში განხილულია გლობალიზაციის ფაქტორები,
როგორიცაა: მეცნიერება, ტექნოლოგია და ტექნოლოგიური ცოდნა, მაღალი
ტექნოლოგიები, გამოგონება, ინოვაცია, განათლება და დახასიათებულია
ადამიანური კაპიტალის ძირითადი ელემენტები: ცოდნა (პროფესიული და
ზოგადი); ჯანმრთელობა; მოტივაცია; მობილობა და სხვა. (Handbook of
Education Values, Governance, Globalization,, 2020)

უმაღლესი სასწავლებლები - ადამიანური კაპიტალის წყარო

ადამიანური კაპიტალის ხარისხი განპირობებულია უმაღლესი განათლებით


და მისი ეფექტურუ მართვით, რომელიც იძლევა არა მარტო პროფესიულ
ცოდნას და უნარებს, არამედ წარმოადგენს ახალგაზრდა მოქალაქეების
სოციალიზაციის ფუნდამენტურ საშუალებას. ამ შემთხვევაში, უმაღლესი
სასწავლებლები წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის ერთგვარ წყაროს,
რომელთა ამოცანაც ადამიანური პოტენციალის ამაღლებაა. განათლება
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებაზე, განათლების სფეროს მართვის ძირითად ბერკეტებს კი
სახელმწიფო,საგანმანათლებლოს სისტემა და მასში შემავალი რგოლი ფლობს.

გლობალიზაციის პროცესები მოქმედებს არა მხოლოდ სხვადასხვა დარგის


საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ფაქტორებზე, არამედ

6
მთლიანობაში ქვეყნის განვითარებაზე. უმაღლესი განათლების სფეროს
განვითარების დინამიკა გლობალიზაციის პროცესმა ძლიერ დააჩქარა. ის
გამოწვევები რასაც გლობალიზაცია ეკონომიკის წინაშე აყენებს განათლების
სისტემაზეც აისახება. პროცესი აძლიერებს კონკურენციას არა მარტო
ბიზნესკომპანიებს შორის, ასევე მოქმედებს უმაღლესი სასწავლო
დაწესებულებების საქმიანობაზეც, რაც საგანმანათლებლო მომსახურების
ბაზარზე გარკვეულ ცვლილებებს განაპირობებს

საქართველოს უმაღლესი განათლების პოლიტიკის ევროპულ


ინტეგრაციისკენ სწრაფვა

რადგან საქართველო უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში


ინტეგრაციისაკენ ესწრაფვის, ჰიპოთეტურ მოდელად შეიძლება
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც საქართველოში უმაღლესი განათლების
განვითარების პოლიტიკა ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილი
სტრატეგიების ამოქმედებასა და დახვეწას.

კურსდამთავრებულთა რაოდენობის მონიტორინგი ბაზრის მოთხოვნებთან

 კურსდამთავრებულთა კომპეტენციების ბაზრის მოთხოვნებთან


თავსებადობის მონიტორინგი, უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხებისა
და კვალიფიკაციის სტრუქტურის რეფომირება ამ მოთხოვნების შესაბამისად.

 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყენებითი ხასიათის,


პრაქტიკაზე ორიენტირებული კვლევის წახალისება კურსდამთავრებულთა
დასაქმების მაჩვენებლების გაზრდის მიზნით;

7
 დაინტერესებული მხარეების როლისა და პასუხისმგებლობების დაზუსტება
მოთხოვნამიწოდების ბალანსის უზრუნველყოფის მიზანთან მიმართებაში
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მთავრობა, დამსაქმებლები).
დამსაქმებლის როლის გაზრდა სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და
მიწოდებაში

 ახალგაზრდათა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლების


გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მეთოდოლოგია
აღნიშნულ შემთხვევაში გამოვიყენებთ თვისებრივი კვლევის მეთოდს,
დისკურსის ანალიზს,რომელიც მოიცავს ემპირიულ და მეთოდურ კვლევას,
როგორიცაა ტექსტობრივი მასალის დეტალური ანალიზი.თემის ირგვლივ
თვისებრივ ანალიზში ფოკუსირებული იქნება ტექსტებში მნიშვნელობების
შაბლონების განსჯაზე და ამ მნიშვნელობების ეფექტებისა და შედეგების
გამოკვლევაზე.

ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა

შინაარსი

შესავალი

თავი 1 სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა


1.1 განათლება ,როგორც ეკონომიკის ძრავა
8
1.2 უმაღლესი სასწავლებლები - ადამიანური კაპიტალის წყარო

1.3საქართველოს უმაღლესი განათლების პოლიტიკის ევროპულ

ინტეგრაციისკენ სწრაფვა

თავი 2

მეთოდოლოგია

თავი 3 ლიტერატურის ანალიზი და განსჯა

დასკვნა

გამოყენებული ლიტერატურა

სამეცნიერო კვლევითი კომპონენტის განხორციელების


გეგმა-გრაფიკი
მაგისტრანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შესრულების გეგმა

ფაკულტეტი: განათლების მეცნიერებები

მაგისტრატურის პროგრამა: განათლების კვლევები და ადმინისტრირება

მაგისტრანტი: ----მაკა--------- ----------ობოლაშვილი-------------- -------------40001038671

გვარი პირადი ნომერი

9
სამეცნიერო ხელმძღვანელი: --------გიორგი------------------ -------თავაძე-------------------------------------

სახელი გვარი

სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: ადამიანური კაპიტალის თეორია და უმაღლესი განათლების პოლიტიკა


საქართველოში

სამაგისტრო ნაშრომის შესრულების (კვლევის) სავარაუდო გრაფიკი

№ აქტივობის დასახელება შესრულების ვადა შესრულების სამიზნე


თარიღი/თვე

სამაგისტრო თემისა წინასწარი სემესტრის პირველი სასწავლო კვირის


1. I კვირა
რეგისტრაცია განმავლობაში

სემესტრის მე-2 სასწავლო კვირის


2. კვლევის პროექტზე მუშაობა II – III კვირა
განმავლობაში

სამაგისტრო კვლევის პროექტის სემესტრის მე-3 სასწავლო კვირის


3. III კვირა
წარდგენა განმავლობაში

სამაგისტრო კვლევის პროექტის სემესტრის მე-4 სასწავლო კვირის


4. IV კვირა
დამტკიცება განმავლობაში

I ეტაპი (ლიტ. მიოხილვა): - V-VI


კვირა

სემესტრის მე-5-მე-15 სასწავლო კვირების II ეტაპი (კვლევითი ნაწილი): -


5. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა
განმავლობაში VII-XI კვირა

III ეტაპი (კვლევის შედეგების


ანალიზი): - XII- XV კვირა

სემესტრის მე-16 სასწავლო კვირის


6. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა XVI კვირა
განმავლობაში

სემესტრის მე-19 სასწავლო კვირის


7. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა XIX კვირა
განმავლობაში

ბიბლიოგრაფია
საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=101

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტო

10
https://eqe.ge/ka

Bell, L. A. (n.d.). Education Policy: Development and Enactment—The Case of Human


Capital.

https://link.springer.com/chapter/10.1007/978-981-13-8347-2_2#Abs1

Encyclopedia of Educational Philosophy and Theory -Human Capital Theory and Education.
(n.d.).

https://link.springer.com/referencework/10.1007/978-981-287-532-7

Handbook of Education Values, Governance, Globalization,. (2020).

11

You might also like