You are on page 1of 17

განათლებისა და მეცნიერების

ძირითადი სტრატეგიული
მიმართულებების ორი დოკუმენტის
ანალიზი
ლაშა მაჭარაშვილი
დოკუმენტი #1

■ განათლებისა და მეცნიერების ძირითადი


მიმართულებების დოკუმენტი 2017-2020
დოკუმენტი ეფუძნება
ლიბერალურ-მემარცხენე
იდეოლოგიას
სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკის გამტარებლის
როლი დიდია, თუმცა ამავდროულად სუბიექტის
თავისუფლების აუცილებლობაც იკვეთება
■ დოკუმენტის მთავარ მიზნად განათლების სისტემის მაქსიმალური
მოდერნიზება და შრომის ბაზარზე მორგება შეიძლება დავასახელოთ
■ ეს პროგრამა ხელს ერთმნიშნელოვნად ხელს შეუწყობს
ინდივიდის/საზოგადოების თავისუფლებასა და კეთილდღეობას
■ არაა გამოკვეთილი საზოგადოების/ადამიანის უსაფრთხოების
ხელშეწყობის საკითხი, მაგრამ სავარაუდოდ, რომ მთელ რიგ ჯგუფებზე
მორგებული პოზიტიური ცვლილებები, შეიძლება იყოს უსაფრთხო
საზოგადოებაში ცხოვრების გარანტი
■ სამართლიანობისა და თანასწორობის კუთხით ეს პროგრამა
მაქსიმალურად დაბალანსებულია
■ შედეგების განხილვა პროგრამაში ნაკლებია. აქცენტია იმაზე, რომ ყველა
ამ ცვლილების განხორციელება პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და
განათლების სისტემა გაუმჯობესდება
■ საერთო პრიორიტეტი განათლების სისტემის მოდერნიზება, უმუშევრობის
შემცირება და თანასწორობის მიღწევაა
■ ალტერნატივები შემოთავაზებული არ არის
■ პოლიტიკის ხარჯების დაკონკრეტებული არ არის. განხორციელება,
სავარაუდოდ, ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველჰყოფს
■ ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით განათლების ახალი
პოლიტიკის თითოეული კომპონენტი პროგრამით გათვალისწინებულ
შედეგს გამოიღებს.
■ ეს პოლიტიკა, დიდი ალბათობით, ფართო საზოგადოების მხარდაჭერას
მოიპოვებს.
რეკომენდაციები

■ მასწავლებლების პროფესიული განვითარების გეგმა, უფრო დეტალურად


უნდა გაიწეროს.
■ ბუნდოვანია მოტივირებული მასწავლებლების მხარდაჭერის კომპონენტი
■ ზედმეტად დიდი აქცენტია დასმული სწავლების პროცესში
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ამის ნაცვლად აქცენტი
უნდა იყოს შინაარსზე
■ გამოცდების სისტემის მოდერნიზაცია
■ უმჯობესი იქნებოდა პროგრამმაში დასაქმების დეტალის ასახვა.
■ პარალელურად სწავლის და მუშაობის ნაწილში, აქცენტი პროფესიულ
სასწავლებლებზეა გაკეთებული
■ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების პროგრამა, უმჯობესია
სახელმწიფომ დააფინანსოს
■ პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო პროცესისა და კვლევის
ინტეგრირებას, თუმცა ბუნდოვანია რას გულისხმობს ის
■ არ ხდება შედეგებზე აქცენტირება. არ ჩანს თუ რას მიიჩნევენ პროგრამის
შემქნელები დადებით შედეგად და როგორ გაზომავენ მას
დოკუმენტი #2

განათლებისა და მეცნიერების სისტემის


სტრატეგიული მიმართულებების განსახილველი
ვერსია 2014
დოკუმენტი დგას ლიბერალური დემოკრატიისა
და სოციალური დემოკრატიის ზღვარზე

ერთის მხრივ მკაფიოდაა განსაზღვრული


სახელმწიფოს დიდი როლი უთანასწორობის
აღმოფხვრაში, მეორეს მხრივ კი განათლების
სფეროს შრომით ბაზართან შესაბამისობაში
მოყვანა დიდწილადაა დაკავშირებული კერძო
სექტორთან
■ უმთავრესი მიზანია ინტერნაციონალიზაცია - ევროპის
სტანდარტებთან მიახლოება და ევროკავშირის
რეკომენდაციების გათვალისწინება
■ დოკუმენტი არის მცდელობა იმისა, რომ ადამიანის/საზოგადოების
თავისუფლება მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდეს
■ დოკუმენტში ჩანს მზაობის წინაპირობა იმისათვის, რომ
განათლების დაფინანსება გაიზარდოს და ამასთან ერთად
გაიზარდოს საზოგადოებრივი კეთილდღეობა
■ ადამიანის/საზოგადოების უსაფრთხოების კუთხით, დოკუმენტი
თანასწორობასა და ხელმისაწვდომობასთან ერთად წამოწევს
ინკლუზიის საკითხს, რაც შეიძლება ადამიანებისთვის იყოს
სამომავლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი
კომპონენტი
■ დოკუმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთებულია
სამართლიანობისა და თანასწორობის საკითხებზე, განათლების
მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე, უწყვეტი განათლების
პრინციპის დანერგვაზე
■ შედეგების საკითხი ნაწილობრივაა ნახსენები და
მეტ ინფორმაციას მოითხოვს
■ დოკუმენტში პრიორიტეტები საკმაოდ
მკაფიოდაა დასახელებული:
– პროფესიული განათლება
– უწყვეტი განათლება
– მეცნიერების განვითარება
– დაფინანსების სისტემების გადახედვა
– სწავლების ყველა საფეხურის გაუმჯობესება
■ ალტერნატიული პროგრამაში მკაფიოდ არ იკვეთება
■ ხარჯ-სარგებლიანობის კუთხით, ეს პოლიტიკა მოიცავს
დიდ ხარჯს და დროის დიდ მონაკვეთზე განაწილებულ
სარგებელს
■ ამ პოლიტიკის განხორციელება საკმაოდ რეალისტურია
იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმიზაცია მოხდება არა მხოლოდ
განათლების ხარჯების, არამედ სხვა სახელმწიფო
ხარჯებისაც
■ ამ პოლიტიკის ძირითადი მხარდამჭერი იქნება დაბალი
და საშუალო ფენა,
რეკომენდაციები

■ ოპტიმიზაციის კონცეპტის უკეთესი განმარტება


■ უწყვეტი განათლების პუნქტი უნდა მიებას მეცნიერების განვითარების
პუნქტს
■ თანასწორობის, ხელმისაწვდომობის და ინკლუზიის საკითხში
სასურველია კონკრეტული პროგრამა
■ საჭიროა ზუსტად განისაზღვროს, რა იგულისხმება ხარისხში
■ ავტონომიაზე საუბრისას საჭიროა განისაზღვროს რა სახის ავტონომიაზეა
საუბარი
■ საჭიროა განისაზღვროს რა იგულისხმება ჩართულობაში
შედარება და დასკვნა

■ მიემართება. პირველი დოკუმენტი მეორესთან შედარებით გაცილებით


უფრო ფრაგმენტული და ნაკლებად მკაფიო აქცენტების მქონეა
■ პირველი დოკუმენტი არის ნაშრომში განხილული მეორე დოკუმენტის
შეკვეცილი ვარიანტი
■ ორივე დოკუმენტს დიდწილად ახასიათებს ბუნდოვანება, გარკვეულ
საკითხებაში პოლიტიკის განხორციელების არც ისე მკაფიო ხედვა და
ორივე დოკუმენტი საჭიროებს შევსებას
■ პირველი დოკუმენტის დატვირთვა უფრო
ბროშურის მსგავსი, ვიზუალური ეფექტის
შესაქმნელი მცირე, პოპულისტურ პოლიტიკამდე
დაყვანილი პრინციპების წარმოდგენაა
■ მეორე დოკუმენტი არის ნაშრომი, რომელიც
ფარავს განათლების სისტემის ყველა საფეხურსა
და რგოლს, აანალიზებს საჭიროებებს და
გვთავაზობს სამოქმედო გეგმას, რომელსაც
შესაძლოა გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ
პირველისგან განსხვავებით, რეალური
პოლიტიკური დოკუმენტია
გმადლობთ
ყურადღებისათვის

You might also like