You are on page 1of 1

ინკლუზიური განათლება

მსმენელი: მერი გიორგაძე


თანამედროვეობა პირველ რიგში ნიშნავს დემოკრატიულობას და
თანასწორუფლებიანობისკენ სწრაფვას.ამ სწრაფვის ერთ-ერთი
თანმდევი პროცესია ინკლუზიური განათლება, რადგან ის გულისხმობს
ყველა ტიპის საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
ჩართვას სასწავლო პროცესში,უმნიშვნელოვანესია ბავშვის
სოციალური ინტეგრაციისთვის,მეტყველების განვითარების,ქცევის
გაუმჯობესებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც,რომ
ბავშვები ეჩვევიან განსხვავებულ ბავშვებთან ურთიერთობას მატში
ვითარდება ემპათიის უნარი, ცალკე ინკლუზიური განათლება არ
განიხილება, რადგან მას მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა
მოიცავს თავისი პრინციპებითა და კონცეფციებით.რაც შეეხება
პრინციპს, ტრენინგში ნათქვამი იყო ,რომ ის სწავლა-სწავლების 5
პრინციპს ეფუძნება; 1. ხელის შეწყობა
მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებისთვის.
2.ცოდნის გაღრმავება წინა ცოდნის საფუძველზე.
3.ხელის შეწყობა ცოდნის ორგანიზებაში.
4.სტრატეგიები და
5.სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის კატეგორიებს.
აგრეთვე ტრენინგში საუბარი იყო კონცეფციის 3 ძირითად ტიპზე:
1.სწავლა-სწავლების კონსტრუქციულ პრინციპზე
2.დიფერენცირებულ მიდგომაზე
3.უნივერსალურ სასწავლო დიზაინზე.
ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო და საჭირო თემის ასე კარგად
განვრცობისთვის და შესაძლებლობისთვის მასში ჩავრთულიყავი.

You might also like