You are on page 1of 14

სილაბუსი

აკადემიური წელი 2023-2024 სემესტრი V, VII

რუსეთ-საქართველოს
კოდი HIST404033 დასახელება სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობის ისტორია

4 (112 საათი)
საკონტაქტო - 36
სპეციალობის ● ლექცია -22
ტიპი ECTS კრედიტი
არჩევითი ● სემინარი - 10
● შუალედური გამოცდა - 4
დამოუკიდებელი - 76

ენა ქართული აუდიტორია -

ელექტრონული
ლექტორი დიმიტრი სილაქაძე d.silakadze@freeuni.edu.ge
ფოსტა

კონსულტაცია დაინიშნება ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს.

აღწერა
რუსეთმა ევრაზიის პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მე-16 საუკუნიდან დაიწყო. ამ
პერიოდიდან მისი როლი და გავლენა, მეოცე საუკუნის ჩათვლით, განუხრელად იზრდებოდა. სსრკ-ს დაშლის
შემდეგ დათმობილი პოზიციების დაბრუნებას კი ბოლო ოცი წელია გამალებით ცდილობს. რუსეთის ინტერესის
არეალში ქართული პოლიტიკური ერთეულები მე-16 საუკუნეში, ტერიტორიული გაფართოების ტალღაში კი მე-19
საუკუნეში მოხვდა. საქართველო თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთისა და სსრკ-ს
შემადგენლობაში, თუმცა კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან როგორი იყო და არის რუსეთისა და
საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა სხვადასხვა ეპოქაში. გაეცნობიან რა ინტერესები ჰქონდათ
მხარეებს, როგორ ახერხებდნენ საკუთარი მიზნების განხორციელებას, რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს რუსეთ-
საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობის ისტორიის ცოდნას.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია და გაანალიზონ თუ როგორი იყო რუსეთის და საქართველოს
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა სხვადასხვა ეპოქაში. რა შინაგანი და გარეგანი აქტორები თუ მოლოდინები
ახდენდა გავლენას ამ ურთიერთობაზე. როგორი იყო რუსეთის დამოკიდებულება მეზობელი პატარა
სახელმწიფოსადმი, რა მოლოდინი ჰქონდა სხვადასხვა დროის ქართულ ხელისუფლებას მეზობელი
სახელმწიფოსაგან და რა მიიღო სინამდვილეში. ეს საკითხები დღევანდელ დღესაც არათუ არ კარგავს აქტუალობას,
არამედ საქართველოსთვის ყოფნა-არყოფნის და მომავლის განსაზღვრის მნიშვნელობის მქონე საკითხია. აქედან
გამომდინარე, კურსის მიზანი შემეცნებითთან ერთად პრაქტიკული ხასიათისაცაა.
სწავლის შედეგები
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს:
● გააზრებული აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკვანძო მომენტები;
● აცნობიერებს მხარეთა ინტერესებს სხვადასხვა ეპოქაში;
● იცნობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებს და შეუძლია მათი ანალიზი;
● შეუძლია მხარეთა ურთიერთობის ანალიზი ეპოქათა თავისებურებების გათვალისწინებით;
● აცნობიერებს რუსეთ-საქართველოს ომების მიზეზებსა და მიმდინარეობას და შეუძლია შედეგების
ანალიზი;
● აცნობიერებს თუ რა გავლენას ახდენს ისტორიული მეხსიერება რუსეთ-საქართველოს მიმდინარე
ურთიერთობაზე.

სწავლების და სწავლის მეთოდები


კურსი გათვლილია 22 სალექციო და 10 სასემინარო საათზე.
10 სასემინარო საათიდან 4 საათი დაეთმობა დისკუსიას, დანარჩენი 6 სემინარის ფარგლებში სტუდენტებს ლექტორი
გაუზიარებს წასაკითხ მასალას, რომლის საფუძველზეც მოამზადებენ კითხვებს, კომენტარებსა თუ შენიშვნებს
სასემინარო შეხვედრისას ლექტორთან და სტუდენტებთან ერთად განსახილველად.

კურსის ფარგლებში გამოიყენება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:


● ანალიზის მეთოდი
● გუნდური მუშაობის მეთოდი
● ვერბალური მეთოდი
● წიგნზე მუშაობის მეთოდი
● ახსნა-განმარტებითი მეთოდი
● წერითი მუშაობის მეთოდი
● დისკუსია

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა შეფასდება 100 ქულიანი სისტემით.

სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით.

დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ
ჩაეთვლება გავლილად.

სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი
შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასების (80 ქულიდან) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 27 ქულა.


დასკვნითი შეფასების (20 ქულიდან) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 7 ქულა.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე ან გაიმეოროს დასკვნითი დავალება (Fx):

● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის/დავალების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების
შედეგად უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების
სისტემის შესაბამისად).
● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები
და ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

2
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის
პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. შემთხვევის
სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია მართვისა და საზოგადოებრივ
მეცნიერებათა სკოლის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა
საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური შეფასება შედგება 2 კომპონენტისგან: დისკუსიები (10+10 ქულა) და 2 შუალედური გამოცდა (30+30).

დისკუსიები - მაქსიმალური 20 ქულა (10+10).


კურსის განმავლობაში გაიმართება 4 დისკუსია, თითოეულმა სტუდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს გამართული
4 დისკუსიიდან 2 დისკუსიაში, საიდანაც თითოეულის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა. დისკუსიის ჩატარების
დროსა და თემას ლექტორი წინასწარ აცნობებს სტუდენტებს, ხოლო დისკუსიაში მონაწილე სტუდენტები
ლექტორის მიერ შეირჩევიან სემინარის დაწყებისას.

თითოეული დისკუსია ფასდება შემდეგნაირად:


• 10 ქულა: სტუდენტს კარგად აქვს გააზრებული მასალა. მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს საკუთარ
მოსაზრებას. მსჯელობს არგუმენტირებულად. ამჟღავნებს საკითხის სიღრმისეულ ცოდნას. აკეთებს
ლოგიკურ დასკვნებს. მისი მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით. მსჯელობა
ყოველთვის ეხება სადისკუსიო საკითხს. მეტყველებს გამართულად. კორექტულია ოპონენტის მიმართ.
წარმატებულად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს და იცავს დისკუსიის წესებს.
• 9-8 ქულა: სტუდენტს გააზრებული აქვს მასალა. გასაგებად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, ძირითადად
მსჯელობს არგუმენტირებულად, აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს. მისი მსჯელობა მეტწილად ეხება
სადისკუსიო საკითხს, მეტყველებს გამართულად, იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს,
კორექტულია ოპონენტის მიმართ, თუმცა ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში. ძირითადად იცავს დისკუსიის
წესებს. ამჟღავნებს სადისკუსიო საკითხის ცოდნას.
• 7-6 ქულა: სტუდენტს გააზრებული აქვს მასალა. მეტწილად გასაგებად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას.
ამჟღავნებს საკითხის ნაწილობრივ ცოდნას, რის გამოც მისი მსჯელობა და დასკვნები ნაწილობრივ
ლოგიკურია და ზოგჯერ სცდება სადისკუსიო საკითხს. ძირითადად მეტყველებს გამართულად,
ნაწილობრივ იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს, ზოგჯერ ოპონენტს არ აცდის აზრის
დასრულებას, პერიოდულად არღვევს დისკუსიის წესებს.
• 5-4 ქულა: სტუდენტს მეტწილად გააზრებული აქვს მასალა, თუმცა უჭირს აზრის ჩამოყალიბება და
დასაბუთება, მისი არგუმენტები ხშირად სცდება ფაქტებს და ლოგიკას. ავლენს საკითხის მწირ ცოდნას.
ცდილობს არავერბალური კომუნიკაციის ფორმების გამოყენებას და ზოგჯერ არღვევს დისკუსიის წესებს.
• 3-1 ქულა: სტუდენტს ნაწილობრივ გააზრებული არ აქვს მასალა, თუმცა ვერ ასაბუთებს საკუთარ
მოსაზრებებს. მსჯელობა ზედაპირულია, მისი არგუმენტები მეტწილად არალოგიკურია და სცდება
სადისკუსიო საკითხს. ავლენს საკითხის მინიმალურ ცოდნას, ხშირად არღვევს დისკუსიის წესებს.
• 0 ქულა: სტუდენტი არ იცნობს მოსამზადებელ მასალას და/ან სტუდენტმა მონაწილეობა არ მიიღო
დისკუსიაში.

შუალედური გამოცდები - მაქსიმალური 60 ქულა. კურსის განმავლობაში ჩატარდება 2 შუალედური გამოცდა და


თითოეული შეფასდება მაქსიმუმ 30 ქულით. გამოცდები ჩატარდება დახურული წიგნის პრინციპით.

თითოეულ შუალედურ გამოცდაზე იქნება 6 სავარაუდოპასუხიანი საკითხი (6 ქულა = 6 საკითხი*1 ქულა) და 3 ღია
ტიპის დავალება (24 ქულა = 3 საკითხი*8 ქულა).

თითოეული სავარაუდოპასუხიანი საკითხი შეფასდება შემდეგნაირად:


3
• 1 ქულა - პასუხი სწორია
• 0 ქულა - პასუხი არასწორია

თითოეული ღია ტიპის დავალება შეფასდება შემდეგნაირად:


• 8 ქულა: პასუხი ამამწურავად, ლოგიკურად და არგუმენტირებულად არის დასაბუთებული. ჩანს
სტუდენტის სიღრმისეული ცოდნა.
• 6-7 ქულა: პასუხი კარგად, ლოგიკურად და არგუმენტირებულად არის დასაბუთებული, თუმცა არის
მეორეხარისხოვანი ხარვეზები. სტუდენტი კარგად იცნობს საკითხს.
• 4-5ქულა: პასუხი დამაკმაყოფილებელია, მეტ-ნაკლებად ლოგიკურად და არგუმენტირებულად არის
დასაბუთებული, არის შეცდომები. სტუდენტი მეტ-ნაკლებას იცნობს საკითხს.
• 3-1 ქულა: პასუხი ზედაპირულია, აკლია ლოგიკური და არგუმენტირებული დასაბუთება, ბევრი შეცდომაა.
ჩანს სტუდენტის მწირი ცოდნა.
• 0 ქულა: პასუხი არ არის სწორი/პასუხი ზედაპირულია/პასუხი არ არის გაცემული.

დასკვნითი შეფასება
ფინალური გამოცდა - 20 ქულა

ფინალური გამოცდა შედგება ორი 10 ქულიანი საკითხისგან, საიდანაც ერთი დაფუძნებულია ღია წიგნის, ხოლო
მეორე კი დახურული წიგნის პრინციპზე.

თითოეული საკითხი ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით, შეფასება ხორციელდება შემდეგნაირად:

• 10- ქულა - დავალება პასუხობს საკითხს ძალიან კარგად, ხარვეზების გარეშე, ჩანს გავლილი მასალის კარგად
გაგება და გამოყენების უნარი.
• 9-7 - ქულა - დავალება შესრულებულია კარგად, მცირეოდენი ხარვეზებით, ჩანს გავლილი მასალის კარგად
გაგება და გამოყენების უნარი.
• 6-3 ქულა - დავალება პასუხობს საკითხს დამაკმაყოფილებლად, გარკვეული ხარვეზებით, ჩანს გავლილი
მასალის გაგება და გამოყენების უნარი.
• 2-1 ქულა - დავალება არადამაკმაყოფილებლად არის შესრულებული, სტუდენტი ბუნდოვნად იცნობს
მასალას და ხშირ შემთხვევაში ვერ იყენებს მას.
• 0 ქულა - სტუდენტს არ დაუწერია დავალება.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

მასალები
სავალდებულო ლიტერატურა:
ალექსიძე ლევან. საქართველო-რუსეთის საერთაშორისო-სამართლებლივი ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში.
თბ.1983
გურული ვახტანგ , საქართველო-რუსეთის ურთიერთობა (1483-1921). თბ.2011
დიმიტრი შველიძე. თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები. საქარველოს ისტორიის ინსტიტუტის
შრომები. IV. თბ.2011

4
ვალერიან მაჭარაძე. მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის
ისტორიისათვის. ნაწ.2 თბ.1968
დიმიტრი შველიძე. საქართველოს მფარველობა და დაპყრობა რუსეთის მიერ. თბ.2014
აპოლონ თაბუაშვილი. ქართლ-კახეთი სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობა 1774-1782 წლებში. ისტორიის
ინსტიტუტის შრომები XVII. თბ.2021
ქართული დიპლომატიის ისტორიის ქრესტომათია. თბ.2004
დავით მერკვილაძე. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები ქართლ-კახეთის სამეფოსათვის (1783-
187წლები). ამირანი XXXIX. თბ.2021
ოთარ ჯანელიძე. ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიიდან. თბ.2013
დონალდ რეიფილდი. საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინზე. ინგლისურიდან თარგმნა ჯუანშერ ტიკაძემ.
თბ.2019
7 მაისის ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინტერპრეტაცია. საარქივო დოკუმენტი.
ლევან თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტორივი ანექსიაც. თბ. 1991
გრიგოლ ჟვანია. როგორ მზადდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია. დოკუმენტები.
თბ.1992
დიმიტრი სილაქაძე. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი. 100 ამბავი. თბ.2021
დიმიტრი შველიძე. საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012). თბ.2021
კახაბერ ყალიჩავა. კოსოვო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი. თანამედროვე კონფლიქტების ისტორიულ-
შედარებითი ანალიზი. თბ.2021.
რონალდ. დ. ასმუსი. მცირე ომი რომელმაც შეძრა მსოფლიო. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ. თბ.2010
გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. თბ. 2016
მიხაილ ზიგარი. კრემლის ლაშქარი. რუსულიდან თარგმნა ჰამლეტ ზუკაკიშვილმა. თბ.2019
ენდრიუ ანდერსენი. საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918-1921 წლებში. ინგლისურიდან თარგმნა
მერი ბიწაძემ. თბ.2020
ქართული დიპლომატიის ისტორია. თბ.2003
დავით ბატაშვილი. 7 აგვისტო: როგორ მოამზადა და დაიწყო რუსეთმა ომი საქართველოს წინააღმდეგ. რონდელის
ფონდი. თბ.2018.

მამუკა ნაცვალაძე. ,,ბერძნული პროექტის“ ქართული პარადიგმები. ქართველური მემკვიდრეობა XXIV. 2020.

რეკომენდებული ლიტერატურა:
ლუიჯი მაგაროტო. საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ. (1783-1801) იტალიურიდან თარგმნა სალომე
კენჭოშვილმა თბ.2008

დავით მერკვილაძე. გეორგიევსკის ტრაქტატი და მეფე ერეკლე (მიზნები, სურვილები, შედეგები). თბ.2022
მიხეილ რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო (1462-1810) თბ.1989

ზურაბ აბაშიძე. ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ. თბ.2000

ზურაბ ჭიაბერაშვილი. დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე. თბ.2021

იასე ცინცაძე. აღა მაჰმად ხანის თავდასხმა საქართველოზე (1795წ). თბ.1963


მიხეილ ბახტაძე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან. თბ.2013
აკაკი გელაშვილი. 1812 წლის კახეთის აჯანყება. თბ.2003
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან 1801 წლამდე. თბ.2004
ბექა კობახიძე. საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე. (დისერტაცია) თბ.2015
ნოე ჟორდანია. ჩემი წარსული. თბ.1990

დიმიტრი სილაქაძე. ცხინვალის რეგიონის ბოლშევიკური აჯანყებები 1918-1920 წლებში. თბ.2022

ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში. პარიზი


1924.

ოთარ ჯანელიძე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები. თბ.2018


5
ლევან თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წლები). თბ. 1999
სოლომონ ზალდასტანიშვილი. 1924 წლის ამბოხება. თბ.1990
შველიძე დიმიტრი. პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა (1987-1992). თბ.2008.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხისთვის (XVII-XVIIIსს). ქართული დიპლომატია. წელიწდეული. ტ.4


თბ.1997

ვალერიან მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა. თბ.1957

დავით მაცაბერიძე. მაცაბერიძე, დავით. კონფლიქტი აფახაზეთის რეგიონში: ქართული და აფხაზური


ნაციონალიზმების დაპირისპირება 1989-2012 წლებში. (დისერტაცია) თბ.2014

Roy Allison. The Russian case for military intervention in Georgia: international law , norms and political calculation.
European Security Vol.18. NO.2 June 2009.
The making of modern Georgia , 1918-2012. Edited by Stephen F. Jones. 2014
Goergian Foreighn policy. The quests for sustainable security. Edited by Kornely kakachia and Michael Cecire. 2013

Nikolas N. Gvosdev. Imperial policies and perspectives towards Georgia 1760-1819. Macmilaan 2000.
The Cambridge History of Russia. Vol. I Cambridge 2006
The Cambridge History of Russia. Vol. II Cambridge 2006
The Cambridge History of Russia. Vol. III Cambridge 2006

კალენდარული გეგმა
კურსი ზოგ კვირაში მოიცავს 2სთ ლექციას, ხოლო ზოგ კვირაში 1 სთ ლექცია და 1 სთ სემინარი.
მეცადინეობის
კვირა თემა დავალება
ტიპი
სავალდებულო ლიტერატურა
ლექცია 2სთ ლევან ალექსიძე, საქართველო-რუსეთის
საერთაშორისო-სამართლებლივი
ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში.
გვ.1-64
შემთხვევითი კავშირები შუა ვახტან გურული, საქართველო-რუსეთის
საუკუნეების აღმოსავლურ სლავურ ურთიერთობა (1483-1921). თბ.2011 გვ.8-
სახელმწიფოებთან, XVI-XVII 20
1 ქართული დიპლომატიის ისტორია.
საუკუნეების მიჯნა - რუსეთის
აღმავლობა და კახეთის სამეფო თბ.2003 გვ.402-419
რუსეთის მფარველობის ძიებაში რეკომენდებული ლიტერატურა

მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული.


რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან
1801 წლამდე. თბ.2004
The Cambridge History of Russia. Vol. I
Cambridge 2006 P.213-298; 338-409
სავალდებულო ლიტერატურა
დიმიტრი შველიძე. თეიმურაზ I-ის
ლექცია
საგარეო პოლიტიკა და მისი შედეგები.
ურთიერთობები XVII-XVIII
საქარველოს ისტორიის ინსტიტუტის
საუკუნეებში, ვახტანგ მეექვსისა და
2 შრომები. IV. თბ.2011 გვ. 231-244
პეტრე პირველის არშემდგარი ალიანსი
ვახტან გურული, საქართველო-რუსეთის
სემინარი ურთიერთობა (1483-1921). თბ.2011 გვ.21-
35
ქართული დიპლომატიის ისტორია .
6
თბ.2003 გვ.419-464
რეკომენდებული ლიტერატურა
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული.
რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან
1801 წლამდე. თბ.2004
დევი კაჭარავა. საქართველო-რუსეთის
ურთიერთობის საკითხისთვის (XVII-
XVIIIსს). ქართული დიპლომატია.
წელიწდეული. ტ.4 თბ.1997
The Cambridge History of Russia. Vol. I
Cambridge 2006 P.435-465; 486-539; 618-
640
The Cambridge History of Russia. Vol. II
Cambridge 2006 P.9-67; 284-306; 489-504
ლექცია სავალდებულო ლიტერატურა
ვალერიან მაჭარაძე. მასალები XVIII
საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-
საქართველოს ურთიერთობის
ისტორიისათვის. ნაწ.2 თბ.1968 გვ.42-136
ქართული დიპლომატიის ისტორია.
თბ.2003 გვ.465-475
XVIII საუკუნის მეორე ნახევარი ,
რეკომენდებული ლიტერატურა
3 თეიმურაზ მეორის ელჩობა რუსეთში
სემინარი მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული.
რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან
1801 წლამდე. თბ.2004
The Cambridge History of Russia. Vol. II
Cambridge 2006 P.116-145
Nikolas N. Gvosdev. Imperial policies and
perspectives towards Georgia 1760-1819.
Macmilaan 2000. P.14-26.
სავალდებულო ლიტერატურა
ლექცია დიმიტრი შველიძე. საქართველოს
მფარველობა და დაპყრობა რუსეთის
მიერ. თბ.2014 გვ.19-39
აპოლონ თაბუაშვილი. ქართლ-კახეთი
სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობა
1774-1782 წლებში. ისტორიი ინსტიტუტის
რუსეთ-ოსმალეთის 1768-74 წლების ომი,
შრომები XVII. თბ.2021 გვ. 197-219
ტოტლებენისა და სუხოტინის მისიები
ვახტან გურული, საქართველო-რუსეთის
ქართულ სამეფოებში, ასპინძის ბრძოლა ,
4 ურთიერთობა (1483-1921). თბ.2011 გვ.44-
სამხედრო კამპანია დასავლეთ
58
საქართველოში. გეორგიევსკის
სემინარი რეკომენდებული ლიტერატურა
ტრაქტატის წინა პერიოდი
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული.
რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან
1801 წლამდე. თბ.2004
მიხეილ რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო
(1462-1810) თბ.1989
ვალერიან მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა.
თბ.1957

7
Nikolas N. Gvosdev. Imperial policies and
perspectives towards Georgia 1760-1819.
Macmilaan 2000. P26-45.
ლექცია სავალდებულო ლიტერატურა
გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტი.
ქართული დიპლომატიის ისტორიის
ქრესტომათია. თბ.2004 გვ.395-409
დავით მერკვილაძე. 1783 წლის
გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები
ქართლ-კახეთის სამეფოსათვის (1783-
187წლები). ამირანი XXXIX. თბ.2021 გვ.
126-141
დიმიტრი შველიძე. საქართველოს
მფარველობა და დაპყრობა რუსეთის
მიერ. თბ.2014 გვ. 39-61; 133-146
მამუკა ნაცვალაძე. ,,ბერძნული
პროექტის“ ქართული პარადიგმები.
ქართველური მემკვიდრეობა XXIV. 2020.
გვ.126-134
გეორგიევსკის ტრაქტატის ანალიზი
5
სემინარი
რეკომენდებული ლიტერატურა

ლუიჯი მაგაროტო. საქართველოს ანექსია


რუსეთის მიერ. (1783-1801) თბ.2008
დავით მერკვილაძე. გეორგიევსკის
ტრაქტატი და მეფე ერეკლე (მიზნები,
სურვილები, შედეგები). თბ.2022
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული.
რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან
1801 წლამდე. თბ.2004
The Cambridge History of Russia. Vol. II
Cambridge 2006 P.504-530
Nikolas N. Gvosdev. Imperial policies and
perspectives towards Georgia 1760-1819.
Macmilaan 2000. P46-63.

ლექცია 2სთ სავალდებულო ლიტერატურა


ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების
მანიფესტის ტექსტი. ქართული
დიპლომატიის ისტორიის ქრესტომათია.
ტრაქტატის შემდგომი პერიოდი,
თბ.2004 გვ.424-427
კრწანისის ბრძოლა, რუსეთის მიერ
6 დიმიტრი შველიძე. საქართველოს
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება
მფარველობა და დაპყრობა რუსეთის
მიერ. თბ.2014 გვ. 62-107
ოთარ ჯანელიძე. ნარკვევები
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების
ისტორიიდან. თბ.2013. გვ.70-106

8
ვახტან გურული, საქართველო-რუსეთის
ურთიერთობა (1483-1921). თბ.2011 გვ.80-
96
ქართული დიპლომატიის ისტორია.
თბ.2003 გვ.486-493
რეკომენდებული ლიტერატურა
ლუიჯი მაგაროტო. საქართველოს ანექსია
რუსეთის მიერ. (1783-1801) თბ.2008
იასე ცინცაძე. აღა მაჰმად ხანის
თავდასხმა საქართველოზე (1795წ).
თბ.1963
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული.
რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან
1801 წლამდე. თბ.2004

Nikolas N. Gvosdev. Imperial policies and


perspectives towards Georgia 1760-1819.
Macmilaan 2000. P.63-98.

პირველი შუალედური გამოცდა

სავალდებულო ლიტერატურა
ელაზნურის ტრაქტატის ტექსტი.
ლექცია ქართული დიპლომატიის ისტორიის
ქრესტომათია. თბ.2004 გვ.427-433
დიმიტრი შველიძე. საქართველოს
მფარველობა და დაპყრობა რუსეთის
მიერ. თბ.2014 გვ. 107-133
დონალდ რეიფილდი. საქართველო
იმპერიათა გზაჯვარედინზე. თ.2019
ელაზნაურის ტრაქტატი და რუსეთის გვ.382-413
მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმება, ქართული დიპლომატიის ისტორია
7 დასავლეთ საქართველოს სამთავროების თბ.2003 გვ.502-518; 523-543
გაუქმება. ანტირუსული აჯანყებები
რეკომენდებული ლიტერატურა
სემინარი
მიხეილ რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო
(1462-1810) თბ.1989
აკაკი გელაშვილი. 1812 წლის კახეთის
აჯანყება. თბ.2003
The Cambridge History of Russia. Vol. II
Cambridge 2006 P.449-468
Nikolas N. Gvosdev. Imperial policies and
perspectives towards Georgia 1760-1819.
Macmilaan 2000. P.99-140.

9
სავალდებულო ლიტერატურა
7 მაისის ხელშეკრულების ტექსტი.
ქართული დიპლომატიის ისტორიის
ქრესტომათია. თბ.2004 გვ.506-518
7 მაისის ხელშეკრულების შესახებ
ლექცია 2სთ
საქართველოს მთავრობის ოფიციალური
ინტერპრეტაცია. საარქივო დოკუმენტი.
4გვ.
ოთარ ჯანელიძე. ნარკვევები
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების
ისტორიიდან. თბ.2013. გვ.195-224
ვახტან გურული, საქართველო-რუსეთის
ურთიერთობა (1483-1921). თბ.2011 გვ.104-
124
ლევან თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც,
ძალდატანებითი გასაბჭოებაც,
რუსეთის იმპერიის დაშლა და
ფაქტორივი ანექსიაც. თბ. 1991 გვ.11-32
საქართველოს დემოკრატიული
გრიგოლ ჟვანია. როგორ მზადდებოდა
რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რუსეთ-
საქართველოს დემოკრატიული
საქართველოს 1920 წლის 7 მაისის
8 რესპუბლიკის ოკუპაცია. დოკუმენტები.
ხელშეკრულება და საბჭოთა რუსეთის
თბ.1992 გვ.37-46
მიერ საქართველოს ოკუპაციის
ენდრიუ ანდერსენი. საქართველო და
პირველი მცდელობა
საერთაშორისო შეთანხმებები 1918-1921
წლებში. თბ.2020 გვ.303-334

რეკომენდებული ლიტერატურა
ბექა კობახიძე. საქართველოს საკითხი
პარიზის საზავო კონფერენციაზე.
(დისერტაცია) თბ.2015 (დისერტაციის
ელ-ვერსია
https://www.tsu.ge/data/file_db/library/kobax
idze%20beqa.pdf)
ნოე ჟორდანია. ჩემი წარსული. თბ.1990
დიმიტრი სილაქაძე. ცხინვალის
რეგიონის ბოლშევიკური აჯანყებები
1918-1920 წლებში. თბ.2022
The Cambridge History of Russia. Vol. III
Cambridge 2006 P.94-140

ლექცია სავალდებულო ლიტერატურა

გრიგოლ ჟვანია. როგორ მზადდებოდა


1920 წლის მეორე ნახევარი და 1921
საქართველოს დემოკრატიული
წლის დასაწყისი, ერთა ლიგა და
რესპუბლიკის ოკუპაცია. დოკუმენტები.
9 საქართველო, საბჭოთა რუსეთის
სემინარი თბ.1992 გვ.47-62
მზადება საქართველოს დასაპყრობად
ლევან თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც,
ძალდატანებითი გასაბჭოებაც,
ფაქტორივი ანექსიაც. თბ. 1991 გვ.31-48;
57-71

10
დიმიტრი სილაქაძე. რუსეთ-
საქართველოს 1921 წლის ომი. 100 ამბავი.
თბ.2021 გვ.23-39; 58-70.
რეკომენდებული ლიტერატურა
ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს
დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების
საერთაშორისო პოლიტიკაში. პარიზი
1924.
ნოე ჟორდანია. ჩემი წარსული. თბ.1990
The Cambridge History of Russia. Vol. III
Cambridge 2006 P.140-168

ლექცია 2სთ სავალდებულო ლიტერატურა


გრიგოლ ჟვანია. როგორ მზადდებოდა
საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაცია. დოკუმენტები.
თბ.1992 გვ.63-73
ლევან თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც,
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი ძალდატანებითი გასაბჭოებაც,
10 და საქართველოს ოკუპაცია ფაქტორივი ანექსიაც. თბ. 1991 გვ.83-140
რეკომენდებული ლიტერატურა
მიხეილ ბახტაძე. 1921 წლის რუსეთ-
საქართველოს ომის საბრძოლო
მოქმედებების ისტორიიდან. თბ.2013
ოთარ ჯანელიძე. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის
ისტორიის ნარკვევები. თბ.2018
ლექცია სავალდებულო ლიტერატურა
დიმიტრი შველიძე. საქართველოს
უახლესი ისტორია (1917-2012). თბ.2021
გვ. 107-137
დონალდ რეიფილდი. საქართველო
იმპერიათა გზაჯვარედინზე. თ.2019
გვ.497-507
მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებები, ენდრიუ ანდერსენი. საქართველო და
საბჭოთა კავშირის შექმნა. საერთაშორისო შეთანხმებები 1918-1921
ანტისაოკუპაციო მოძრაობა და წლებში. თბ.2020 გვ.391-409
11
სემინარი აჯანყებები 1921-24 წლებში ქართული დიპლომატიის ისტორია
თბ.2003. გვ.597-610
რეკომენდებული ლიტერატურა
ლევან თოიძე. საქართველოს
პოლიტიკური ისტორია (1921-1923
წლები). თბ. 1999
სოლომონ ზალდასტანიშვილი. 1924
წლის ამბოხება. თბ.1990
The Cambridge History of Russia. Vol. III
Cambridge 2006 P.168-191

11
მეორე შუალედური გამოცდა

სავალდებულო ლიტერატურა
ლექცია 2სთ
დიმიტრი შველიძე. საქართველოს
უახლესი ისტორია (1917-2012). თბ.2021
გვ. 303-348
კახაბერ ყალიჩავა. კოსოვო, აფხაზეთი,
ცხინვალის რეგიონი. თანამედროვე
კონფლიქტების ისტორიულ-შედარებითი
ანალიზი. თბ.2021. გვ.185-200
რეკომენდებული ლიტერატურა
შველიძე დიმიტრი. პოლიტიკური
1990-იანი წლების დასაწყისი.
დაპირისპირებები და ეროვნული
საქართველოს დამოუკიდებლობის
ხელისუფლების დამხობა (1987-1992).
12 აღდგენა, სეპარატისტული მოძრაობები
თბ.2008.
და რუსეთის როლი
დავით მაცაბერიძე. მაცაბერიძე, დავით.
კონფლიქტი აფახაზეთის რეგიონში:
ქართული და აფხაზური
ნაციონალიზმების დაპირისპირება 1989-
2012 წლებში. (დისერტაცია) თბ.2014 ელ-
ვერსია -
https://tsu.ge/data/file_db/faculty_social_polit
ical/David%20Matsaberidze%20PhD.pdf

The Cambridge History of Russia. Vol. III


Cambridge 2006 P.316-382

სავალდებულო ლიტერატურა
დიმიტრი შველიძე. საქართველოს
უახლესი ისტორია (1917-2012). თბ.2021
გვ.349-353
რონალდ. დ. ასმუსი. მცირე ომი
რომელმაც შეძრა მსოფლიო. თბ.2010.
გვ.69-74
საქართველოს შესვლა დსთ-ში,
ლექცია გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა
რუსეთთან ურთიერთობის ორი ეტაპი
13 ფერხული. თბ. 2016. გვ. 100-103,150-153,
შევარდნაძის მმართველობის ხანაში
262-266, 321-323, 345-349,363-367, 473-482,
565-572
რეკომენდებული ლიტერატურა
ზურაბ აბაშიძე. ნატო და საქართველო:
უტოპიიდან რეალობისკენ. თბ.2000
ზურაბ ჭიაბერაშვილი. დამოუკიდებელი
საქართველო ვარდების რევოლუციამდე.
სემინარი
თბ.2021

12
ოთარ ჯანელიძე. ნარკვევები
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების
ისტორიიდან. თბ.2013
Goergian Foreighn policy. The quests for
sustainable security. Edited by Kornely
kakachia and Michael Cecire. 2013

The Cambridge History of Russia. Vol. III


Cambridge 2006 P.662-706
ლექცია სავალდებულო ლიტერატურა
მიხაილ ზიგარი. კრემლის ლაშქარი.
თბ.2019 გვ.162-169
დიმიტრი შველიძე. საქართველოს
უახლესი ისტორია (1917-2012). თბ.2021
გვ.358-361; 370-374
რონალდ. დ. ასმუსი. მცირე ომი
რომელმაც შეძრა მსოფლიო. თბ.2010.
გვ.75-93
კახაბერ ყალიჩავა. კოსოვო, აფხაზეთი,
14 ვარდების რევოლუცია და რუსეთი
სემინარი ცხინვალის რეგიონი. თანამედროვე
კონფლიქტების ისტორიულ-შედარებითი
ანალიზი. თბ.2021. გვ.204-208
რეკომენდებული ლიტერატურა
ოთარ ჯანელიძე. ნარკვევები
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების
ისტორიიდან. თბ.2013
Goergian Foreighn policy. The quests for
sustainable security. Edited by Kornely
kakachia and Michael Cecire. 2013
სავალდებულო ლიტერატურა
რონალდ. დ. ასმუსი. მცირე ომი
რომელმაც შეძრა მსოფლიო. თბ.2010.
გვ.95-181
ლექცია 2სთ
კახაბერ ყალიჩავა. კოსოვო, აფხაზეთი,
ცხინვალის რეგიონი. თანამედროვე
კონფლიქტების ისტორიულ-შედარებითი
ანალიზი. თბ.2021. გვ.208-215
დავით ბატაშვილი. 7 აგვისტო: როგორ
2008 წელი, რუსეთ-საქართველოს ომის
15 მოამზადა და დაიწყო რუსეთმა ომი
წინა პერიოდი
საქართველოს წინააღმდეგ. რონდელის
ფონდი. თბ.2018. გვ.3-28.
რეკომენდებული ლიტერატურა
ოთარ ჯანელიძე. ნარკვევები
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების
ისტორიიდან. თბ.2013
Goergian Foreighn policy. The quests for
sustainable security. Edited by Kornely
kakachia and Michael Cecire. 2013

13
სავალდებულო ლიტერატურა
რონალდ. დ. ასმუსი. მცირე ომი
რომელმაც შეძრა მსოფლიო. თბ.2010.
გვ.21-56; 183-256
ლექცია კახაბერ ყალიჩავა. კოსოვო, აფხაზეთი,
ცხინვალის რეგიონი. თანამედროვე
კონფლიქტების ისტორიულ-შედარებითი
ანალიზი. თბ.2021. გვ.216-225
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი რეკომენდებული ლიტერატურა
16
და მისი შედეგები Roy Allison. The Russian case for military
intervention in Georgia: international law ,
norms and political calculation. European
Security Vol.18. NO.2 June 2009.
სემინარი The making of modern Georgia , 1918-2012.
Edited by Stephen F. Jones. 2014
Goergian Foreighn policy. The quests for
sustainable security. Edited by Kornely
kakachia and Michael Cecire. 2013

დასკვნითი შეფასება - რეფერატი

დამატებითი მოთხოვნები

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და აუდიტორიის
თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

14

You might also like