You are on page 1of 8

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება მსოფლიოს საზოგადოებრივი გეოგრაფია


სასწავლო კურსის ავტორი ლანა მზარელუა, ასოცირებული პროფესორი
ელ. ფოსტა: l.mzarelua@seu.edu.ge
სასწავლო კურსის სტატუსი არჩევითი
სასწავლო კურსის მოცულობა 4 ECTS (1 კრედიტი - 25 სთ), სულ-100 სთ.
სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ლექცია 13 სთ.
სამუშაო ჯგუფში მუშაობა 12 სთ.
შუალედური გამოცდა 1 სთ.
დასკვნითი გამოცდა 2 სთ.
სულ საკონტაქტო - 28 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობა 72სთ.
სტუდენტთა საკონსულტაციო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ყოველკვირეულად, კონსულტაციის
მომსახურება ცხრილით განსაზღვრულ დროს, აგრეთვე ონლაინ რეჟიმში, მითითებულ
ელ. მისამართზე.
კურსზე დაშვების წინაპირობა არ აქვს
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია მსოფლიოს უმსხვილესი რეგიონების და
ცალკეული ქვეყნების ბუნებრივი რესურსების, მოსახლეობის, მეურნეობის,
სოციალურ–ეკონომიკური პირობების, პოლიტიკური პროცესების და
ურთიერთდაკავშირებული ერთიანი ტერიტორიული სისტემების
მდგომარეობის, ფუნქციონირებისა და ცვლილებების კანონზომიერებათა
წარმოჩენა, თეორიული ცოდნის მიღება, რაც აუცილებელია სოციალურ–
ეკონომიკური, პოლიტიკური, მოსახლეობისა და მეურნეობის რუკათა
სერიისა და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენებით საზოგადოებრივი
გეოგრაფიის საკითხების ათვისება.
სწავლის შედეგები • ფლობს ფართო ცოდნას საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგების საერთო
სტრუქტურის, მსოფლიო ბუნებრივი რესურსების, მოსახლეობისა და
მეურნეობის შესახებ.
• აცნობიერებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გეოგრაფიის
ქვედარგების ურთიერთკავშირს, ბუნებრივი გარემოსა და
საზოგადოებრივი გეოგრაფიის პრინციპებს.
• განმარტავს საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი დარგების
ურთიერთკავშირს.
სწავლება-სწავლის მეთოდები
ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად
მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა

1
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული.
ჯგუფური (collaborative) მუშაობის მეთოდით სწავლება გულისხმობს
სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების
მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და
პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული
ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში
წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია
უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო
პროცესში.
დამოუკიდებელი მუშაობა ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი ცოდნის
სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობით. სტუდენტს
უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა საინფორმაციო წყაროებისადმი
ინტერესი და საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის სურვილი, რაც
დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების
სტიმულირების საშუალებაა.
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა,
საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში ლექტორი სიტყვების საშუალებით
გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით,
დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.
პრაქტიკული მეთოდები აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას,
რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი
შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ
აქტივობას, მაგალითად: პროფესიული პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.
დისკუსია ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული
მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა
ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია
გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ
პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს
სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
დემონსტრირების მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას
გულისხმობს. შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია.
ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და
ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის
დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის,
ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ
სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ
რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს
სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ
სახეს:

• დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს


პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში,

2
ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული
კურსის საშუალებით.
• ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი
ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი
ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
• მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის
წარმართვას ლექტორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო
კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად ელექტრონული
ფორმატით მიმდინარობს.

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში,
დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო


შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის


დაძლევა (შუალედური შეფასებით არანაკლებ 11 ქულის დაგროვება).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 12 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.
შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება


(მაქსიმალური 60 ქულა) (მაქსიმალური
შეფასება 40 ქულა)

3
მიმდინარე აქტივობები შუალედური დასკვნითი გამოცდა
(მაქსიმალური 36 ქულა) გამოცდა (მაქსიმალური
(მაქსიმალური 24 შეფასება 40 ქულა)
ქულა)
აქტიურობა - 24 ქულა. შუალედურ დასკვნით
ჯგუფში მუშაობის დროს სტუდენტის სააუდიტორიო აქტიურობა გამოცდაზე გამოცდაზე
ფასდება ერთი კვირის განმავლობაში 2 ქულით, სულ 12 ჯერ: 12x2=24 სტუდენტმა უნდა სტუდენტმა უნდა
ქულა (პირველ სასწავლო კვირას სტუდენტი არ ფასდება). უპასუხოს 4 ღია და უპასუხოს 10 ღია და
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია: 32 დახურულ 40 დახურულ
2 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით ტესტურ ტესტურ
კარგად ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, დავალებებს. დავალებებს.
შესრულებული აქვს საშინაო დავალება, დასმულ შეკითხვებზე
პასუხები სრულყოფილი, სწორი და დასაბუთებულია, არ უშვებს ა) 1 ღია დავალება ა) 1 ღია დავალება
შინარსობრივ შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 2 ფასდება მაქსიმუმ 2
მაღალია; ფლობს კამათის კულტურას. ქულით (4X2=8): ქულით (10X2=20):
1 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, ფლობს სილაბუსით 2 ქულა - ტექსტი 2 ქულა - ტექსტი
გათვალისწინებულ მასალის ნაწილს, შესრულებული აქვს საშინაო გამართულია და გამართულია და
დავალება, მაგრამ აქვს მცირეოდენი შეცდომები; დასმულ აშკარად პასუხობს პასუხობს დასმულ
შეკითხვებზე პასუხისას უშვებს მცირე შეცდომებს; ლიტერატურის დასმულ საკითხს; საკითხს; საკითხის
დამუშავების ხარისხი კარგია. საკითხის შინაარსი შინაარსი
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით ამომწურავია; ამომწურავია;
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. სტუდენტი სრულად სტუდენტი სრულად
დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან ფლობს ფაქტობრივ ფლობს ფაქტობრივ
პასუხი შეკითხვის შესაბამისი არ არის, ლიტერატურა საერთოდ არ მასალას; მასალას;
არის დამუშავებული, სტუდენტი არ მონაწილეობს დისკუსიაში, არ 1 ქულა -საკითხის 1 ქულა -საკითხის
ფლობს კამათის კულტურას. არსი მეტ-ნაკლებად არსი მეტ-ნაკლებად
განსაზღვრულია; განსაზღვრულია;
პრეზენტაცია - 12 ქულა არასრულია პასუხი არასრულია პასუხი
სულ 3 პრეზენტაცია: (3X4=12 ქ) საკვანძო საკვანძო
თითო პრეზენტაცია ფასდება მაქსიმუმ 4 ქულით. საკითხებზე; საკითხებზე;
0 ქულა -წერითი 0 ქულა -წერითი
ა). პრეზენტაციის შინაარსებრივი მხარე - წყაროების გამოყენება. ნამუშევარი ნამუშევარი
საერთოდ არაა საერთოდ არაა
შეფასება მაქსიმუმ 2 ქულა.
ესრულებული; ან შესრულებული; ან
შეფასებები: სრულად სრულად
2 ქულა - ტექსტი ამომწურავი და სრულია; აზრი ნათლად და აცდენილია აცდენილია
შეკითხვას. შეკითხვას.
უშეცდომოდაა გადმოცემული; პასუხი ლოგიკურადაა აგებული;
სქემები, გრაფიკული და კრებსითი (ცხრილები) მასალა ბ) დახურული ბ) დახურული
ზედმიწევნით მაღალ დონეზეა შესრულებილი; მაღალია მათი ტესტები-16 ქულა ტესტები-20 ქულა
ზეპირი ინტერპრეტაციის დონე; მეტყველების ხარისხი აშკარად (32X0.5=16 ქ) (40X0.5=20 ქ)
მაღალია; თითოეულ თითოეულ
1 ქულა - ტექსტის შინაარსი მეტ-ნაკლებად ამომწურავია, აზრი დახურულ ტესტში დახურულ ტესტში
მოცემულია მოცემულია
ნათლადაა გადმოცემული, თუმცა ახლავს 1 უმნიშვნელო ან/და
რამდენიმე რამდენიმე
უნებლიე შეცდომა, შინაარსი მეტ-ნაკლებად ლოგიკური
სავარაუდო პასუხი სავარაუდო პასუხი
დალაგებისაა; სქემები, გრაფიკული და კრებსითი (ცხრილები) და მხოლოდ ერთი და მხოლოდ ერთი
მასალა მცირე ხარვეზებითაა წარმოდგენილი; მათი ინტერპრეტაცია პასუხია სწორი. პასუხია სწორი.
მაღალია, მცირე უზუსტობებით; ზეპირი მეტყველების ხარისხი სწორი პასუხი სწორი პასუხი

4
საშუალო დონისაა; ფასდება 0,5 ქულით, ფასდება 0,5 ქულით,
0 ქულა - ტექსტი არაა წარმოდგენილი ან/და აშკარად არასრულია; არასწორი პასუხი-0 არასწორი პასუხი-0
ტექსტი აშკარად ბუნდოვანი და გაუმართავია; სტუდენტი ვერ ქულით. ქულით.
ფლობს საკითხის ცოდნის მინიმალურ დონეს.
ბ). პრეზენტაციის გაფორმება და ტექნოლოგია - მაქსიმუმ 2 ქულა.
მათ შორის:
2 ქულა - ტექსტის გაფორმება და განლაგება, სლაიდების შესაბამისობა
თემასთან, სლაიდების გაფორმება, ანიმაციებისა და სურათების
ხარისხი, ნახაზებისა და ობიექტების წარმოდგენა დაცულია და
სტანდარტულ მოთხოვნების შესაბამისია. პრეზენტატორი მაღალ
დონეზე ამყარებს მჭიდრო კავშირს აუდიტორიასთან და ახდენს
დადებით ეფექტს, მეტყველება სწორი და გამართულია, სასიამოვნო
და აშკარად საინტერესოა; პრეზენტაცია აუდიტორიაზე ახდენს
დადებით განწყობას; მსმენელთა რეაქცია ადეკვატურია.
1 ქულა - ტექსტის გაფორმება და განლაგება, სლაიდების შესაბამისობა
თემასთან მოთხოვნის შესაბამისადაა წარმოდგენილი, თუმცა
ხარვეზები (1-2 შეუსაბამობა) შეინიშნება ნახაზების, ობიექტების,
სლაიდების გაფორმების პროცესში; პრეზენტატორი კარგად
ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, მაგრამ შეცდომები შეინიშნება
მეტყველებისა და ტერმინების სწორად გამოყენების მხრივ,
პრეზენტაცია აუდიტორიაზე ახდენს არცთუ ისე დადებით
განწყობას
0 ქულა - ტექსტის გაფორმება და განლაგება კრიტიკას ვერ უძლებს,
ტექსტი არ შეესაბამება აღნიშნულ პუნქტებს, გრაფიკული ნაწილი არ
წარმოადგინა, სლაიდები და გაფორმების სხვა საშუალებები არაა
გამოყენებული. პრეზენტატორის კონტაქტი აუდიტორიასთან
ნულოვანია; ვერ ამყარებს მსმენელთან ურთიერთობას; შინაარსის
გადმოცემა სრულიად უინტერესოა ან/და ვერ ახერხებს მასალის
ზეპირ გადმოცემას; აუდიტორია ვერ აღიქვამს პრეზენტაციას.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები სწავლება-სწავლის მეთოდი შეფასების მეთოდები


ფლობს ფართო ცოდნას ლექცია ჯგუფური მუშაობა
საზოგადოებრივი გეოგრაფიის ვერბალური, ანუ დისკუსია
დარგების საერთო სტრუქტურის, ზეპირსიტყვიერი მეთოდი ღია და დახურული ტესტი
I
მსოფლიო ბუნებრივი რესურსების, სამუშაო ჯგუფში მუშაობა
მოსახლეობისა და მეურნეობის
შესახებ.
აცნობიერებს ეკონომიკური, ლექცია სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სოციალური და პოლიტიკური დამოუკიდებელი მუშაობა დისკუსია
II გეოგრაფიის ქვედარგების სამუშაო ჯგუფში მუშაობა პრეზენტაცია
ურთიერთკავშირს, ბუნებრივი პრაქტიკული მეთოდები ღია და დახურული ტესტი
გარემოსა და საზოგადოებრივი დემონსტრირება
5
გეოგრაფიის პრინციპებს.
განმარტავს საბუნებისმეტყველო და ლექცია სამუშაო ჯგუფში მუშაობა
საზოგადოებრივი დარგების დამოუკიდებელი მუშაობა დისკუსია
III ურთიერთკავშირს. სამუშაო ჯგუფში მუშაობა პრეზენტაცია
პრაქტიკული მეთოდები ღია და დახურული ტესტი
დემონსტრირება

სასწავლო კურსის შინაარსი

სწავლა- თემატიკა
სასწავლო
სწავლების სთ.
კვირა
მეთოდები
თემა: საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგანი და ამოცანები; კავშირი
საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებთან;
მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების მოკლე ისტორია. რუკა,
I როგორც ისტორიული კატეგორია, მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკური
ლექცია 1
კვირა რუკის ფორმირების ძირითადი ეტაპები. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
და ამერიკისა და აფრიკის კოლონიზაცია, მსოფლიოს განაწილება მთავარ
კოლონიურ სახელმწიფოთა მიერ, ცვლილებები პირველი მსოფლიო ომის
შემდეგ.
თემა: მსოფლიო მოსახლეობის დემოგრაფიული სურათი.
ადამიანი დედამიწაზე. მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა. მოსახლეობის
II ლექცია 1
აღწარმოების ტიპები. მოსახლეობის ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური
კვირა შემადგენლობა. საქალაქო და სასოფლო განსახლება. ურბანიზაცია
ჯგუფში მუშაობა 1 სემინარი: მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების მოკლე ისტორია
თემა: მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები, კლასიფიკაცია, მისი გამოყენება
ლექცია 1 და მნიშვნელობა; რესურსები და ადამიანის საქმიანობა. ბუნებრივი
III
რესურსები და მათი ტიპები.
კვირა
სემინარი თემაზე: მსოფლიოს მოსახლების მიგრაციის გამომწვევი პროცესები
ჯგუფში მუშაობა 1
ბუნებრივი რესურსების განლაგება
თემა: სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუცია და მისი გავლენა მსოფლიო
მეურნეობაზე;
IV ლექცია 1
მსოფლიოს საერთაშორისო ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური
კვირა ორგანიზაციები;
ჯგუფში მუშაობა 1 დისკუსია თემაზე: თემაზე ,,საგარეო პოლიტიკური პროცესების გეოგრაფია“.
მსოფლიო მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურა და მათი ტერიტორიული
ლექცია 1 ორგანიზაციის ბუნებრივ და სოციალურ წანამძღვრები (ცალკეული
ქვეყნების მაგალითებით).
ჯგუფში მუშაობა (პრაქტიკული) სტუდენტები ქმნიან ჯგუფებს და
V
სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ სწავლას თემაზე:,,ნატო“,
კვირა
,,ევროკავშირი“, ,,ევროსაბჭო“ ,,ოპეკი“, ,,ბისეკი“ და ა.შ. ჯგუფები
ჯგუფში მუშაობა 1
აანალიზებენ მათთვის მიცემულ სიტუაციას, შედეგებს აცნობენ ერთმანეთს,
გამოაქვთ დასკვნები ახდენენ ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას;
ადგენენ თეზისებს.
VI მრეწველობა, მსოფლიოს სათბობ–ენერგეტიკული მრეწველობა;
ლექცია 1
კვირა მეტალურგია, მანქანათმშენებლობა და ქიმიური მრეწველობა; მსოფლიოს

6
მსუბუქი და კვების მრეწველობა.
სემინარი: სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუცია და მისი გავლენა მსოფლიო
ჯგუფში მუშაობა 1
მეურნეობაზე;
VII-VIII შუალედური სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
1
კვირა გამოცდა გავიდეს გამოცდაზე
თემა: სოფლის მეურნეობა. მემცენარეობა, მეცხოველეობა, მსოფლიოს
ლექცია 1
IX თევზჭერა
კვირა პრეზენტაცია (პრეზენტაციის თემებს სტუდენტები ირჩევენ 2 კვირით ადრე)
ჯგუფში მუშაობა 1
თემა: მსოფლიო ტრანსპორტის ძირითადი სახეები;
საზღვაო, სამდინარეო, მილსადენი ტრანსპორტი;
X ლექცია 1
საჰაერო, რკინიგზის და საავტომობილო ტრანსპორტი;
კვირა
მსოფლიოს უდიდესი სატრანსპორტო მაგისტრალები
ჯგუფში მუშაობა 1 დისკუსია: სოფლის მეურნეობა და გარემო
თემა: მსოფლიოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფორმები.
XI ლექცია 1
ტურიზმისა და რეკრეაციის ინდუსტრია
კვირა
სემინარი თემაზე: სოფლის მეურნეობა. მემცენარეობა, მეცხოველეობა,
ჯგუფში მუშაობა 1
მსოფლიოს თევზჭერა
რეგიონალური გეოგრაფია. ევროპა, დიდ შვიდეულში შემავალი ევროპის
ლექცია 1 ქვეყნების სახელმწიფო წყობილება,ბუნებრივი პირობები, რესურსები,
მოსახლეობა, მეურნეობა და საგარეო ეკონომიკური კავშირები.
ჯგუფში მუშაობა (პრაქტიკული) სტუდენტები ქმნიან ჯგუფებს და
XII
სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ სწავლას
კვირა
თემაზე:,,ევროპის რეგიონები, შვიდეულში შემავალი ქვეყნები და ა.შ.
ჯგუფში მუშაობა 1
ჯგუფები აანალიზებენ მათთვის მიცემულ სიტუაციას, შედეგებს აცნობენ
ერთმანეთს, გამოაქვთ დასკვნები ახდენენ ურთიერთშეფასებასა და
თვითშეფასებას; ადგენენ თეზისებს.
თემა: აზიის რეგიონი. ქვეყნების: იაპონიის, ჩინეთის, თურქეთის და ირანის
ლექცია 1 სახელმწიფო წყობილება,ბუნებრივი პირობები, რესურსები, მოსახლეობა,
XIII მეურნეობა და საგარეო ეკონომიკური კავშირები.
კვირა სემინარი: გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის სახელმწიფო წყობილება,
ჯგუფში მუშაობა 1 ბუნებრივი პირობები, რესურსები, მოსახლეობა, მეურნეობა და საგარეო
ეკონომიკური კავშირები.
თემა: ამერიკის რეგიონი. აშშ-ს, კანადის და ლათინური ამერიკის
ლექცია 1 ქვეყნებისსახელმწიფო წყობილება,ბუნებრივი პირობები, რესურსები,
XIV მოსახლეობა, მეურნეობა და საგარეო ეკონომიკური კავშირები
კვირა სემინარი: იაპონიის, ჩინეთის, თურქეთის და ირანის სახელმწიფო
ჯგუფში მუშაობა 1 წყობილება,ბუნებრივი პირობები, რესურსები, მოსახლეობა, მეურნეობა და
საგარეო ეკონომიკური კავშირები.
XV ლექცია 1 თემა: აფრიკის რეგიონის და ავსტრალიის ზოგადი დახასიათება
კვირა ჯგუფში მუშაობა 1 პრეზენტაცია (პრეზენტაციის თემებს სტუდენტები ირჩევენ 2 კვირით ადრე)
2 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
XVI- XIX დასკვნითი
გავიდეს გამოცდაზე
კვირა გამოცდა

XVII-XX სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების


კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში

7
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1.სალუქვაძე ი. საზოგადოებრივი გეოგრაფიის საფუძვლები. თბ. 2008
(ელექტრონული ვერსია)
2. ნეიძე ვ., მსოფლიოს სოციალურ–ეკონომიკური გეოგრაფია, თბ, 2004.
დამხმარე ლიტერატურა სასწავლო რუკები
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
სასწავლო რუკები
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
სასწავლო რუკები
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა

You might also like