You are on page 1of 10

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება აკადემიური წერა


სასწავლო კურსის ავტორი ქეთევან ნიჟარაძე, ასოცირებული პროფესორი
k.nijaradze@seu.edu.ge

მაია სულთანიშვილი, მოწვეული ლექტორი


m.sultanishvili@seu.edu.ge
სასწავლო კურსის სტატუსი საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსი
სასწავლო კურსის მოცულობა 6 ECTS სულ-150 სთ.
სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ლექცია 13 სთ
ჯგუფში მუშაობა 12 სთ
შუალედური გამოცდა 2 სთ.
დასკვნითი გამოცდა 3 სთ.
სულ საკონტაქტო - 30 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობა 120 სთ.
სტუდენტთა საკონსულტაციო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ყოველკვირეულად, კონსულტაციის
მომსახურება ცხრილით განსაზღვრულ დროს, აგრეთვე ონლაინ რეჟიმში, მითითებულ
ელ. მისამართზე.
კურსზე დაშვების წინაპირობა არ აქვს
სასწავლო კურსის მიზანი კურსის მიზანია სტუდენტებისათვის აკადემიურ სფეროში
მოღვაწეობისათვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული
უნარჩვევების გამომუშავება: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, მისი
არგუმენტირებული გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად), ინფორმაციის
მოპოვება და გაანალიზება, ლიტერატურაზე მუშაობა, კვლევითი
თხზულების (ესსეს) დაწერა, წერის დაგეგმვა და სტილისტური სწორება.
სტუდენტის მიერ ქართული მეცნიერული ფუნქციური სტილის ნორმების,
კვლევითი ნაშრომის შესრულებისა და დაფორმატების ტექნიკის
აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ციტირება, სქოლიოები,
შენიშვნები, ბიბლიოგრაფია, ილუსტრაციები, სქემები და სხვა ვიზუალური
საშუალებები).
სწავლის შედეგები • იმახსოვრებს და ახდენს იდენტიფიკაციას ტექსტის ცნების, შინაარსის,
სახეობების, ძირითადი სტრუქტურული ელემენტებისა და მათი
ფუნქციურ ურთიერთმიმართებათა შესახებ;
• ჩამოთვლის და აჯგუფებს კვლევისა და წერის მეთოდებს. აყალიბებს და
აკავშირებს ტექსტის თანამედროვე კომუნიკაციურ ლინგვისტიკურ
ასპექტებს, აჩვენებს ტექსტის ლინგვისტიკის ელემენტების ცოდნას.
• არჩევს და განიხილავს კვლევითი ტექსტების სტრუქტურულ-
შინაარსობრივ თავისებურებებს საგანმანათლებლო პროგრამებით
გათვალისწინებულ სხვა სასწავლო დისციპლინათა სფეროებშიც.
• ადგენს მიზნობრივ ტექსტს ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით;
უჩვენებს როგორც კვლევითი, ისე პუბლიცისტური ტექსტის წინასწარ
1
განსაზღვრული პუბლიცისტური წყაროების და მასალების მიხედვით
შექმნის უნარს;
• იყენებს მიზნობრივი ტექსტის შექმნისათვის მონაცემების შეგროვების,
ანალიზისა და ინტერპრეტირების მეთოდს;
• უჩვენებს ტექსტის ელემენტების (შესავალი, ძირითადი ნაწილი,
დასკვნები) ანალიზს, არჩევს შესავლის სახეობათაგან კვლევის
სპეციფიკის შესაბამის ტიპს, ძირითად ნაწილთან ლოგიკური
დაკავშირება, აგებს კონკურენტუნარიან პუბლიცისტური, სოციალურ,
პოლიტიკურ, სამეცნიერო პრობლემათა შემცველ ტექსტს.
სწავლება-სწავლის მეთოდები ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად
მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული.

ჯგუფური (collaborative) მუშაობის მეთოდით სწავლება გულისხმობს


სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას.
ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად
უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან
გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის
მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა
სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

დამოუკიდებელი მუშაობა ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი ცოდნის


სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობით. სტუდენტს
უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი
და საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის სურვილი, რაც
დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების
სტიმულირების საშუალებაა.

ვერბალურ, ანუ ზეპირსიტყვიერ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა,


საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში ლექტორი სიტყვების საშუალებით
გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით,
დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.

წიგნზე მუშაობის მეთოდი - დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი


მასალის გაცნობა, დამუშავება და ანალიზი.

წერითი მუშაობის მეთოდი გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს:


ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება,
თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება, და ა.შ.

პრაქტიკული მეთოდები აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც


სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი
ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას,
მაგალითად: პროფესიული პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.
2
დისკუსია/დებატები ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია
შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს
სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია არის სასწავლო-შემეცნებითი


ხერხების ერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას
იძლევა სტუდენტის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული
შედეგების აუცილებელი პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება
ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პროექტზე
მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და
შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი
განხორციელებლად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ,
დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის წარმოდგენილი. იგი
შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ასევე,
ერთი საგნის ან რამდენიმე საგნის (საგანთა ინტეგრაციის) ფარგლებში.
დასრულების შემდეგ პროექტი წარედგინება ფართო აუდიტორიას.

ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ


სახეს:
• დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა
და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო
მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით.
• ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი
ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი
ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
• მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის
წარმართვას ლექტორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო
კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად ელექტრონული ფორმატით
მიმდინარობს.
შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი
გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა
3
რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო
პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო


შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის


დაძლევა (შუალედური შეფასებით არანაკლებ 11 ქულის დაგროვება).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 12 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.
შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება 50დასკვნითი შეფასება


(მაქსიმალური 60 ქულა)2 (მაქსიმალური შეფასება 40
ქულა)
მიმდინარე აქტივობები შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა
(მაქსიმალური 36 ქულა) (მაქსიმალური შეფასება 24 (მაქსიმალური შეფასება 40 ქულა)
ქულა)
სემინარზე აქტივობა 12-ჯერ, თითოეული თეორიული ნაწილი: თეორიული ნაწილი:
ფასდება 3 ქულით, სულ 36 ქულა. 16 დახურული კითხვა, 32 დახურული კითხვა
თითოეული ფასდება 1 ქულით, თითოეული ფასდება 1 ქულით,
სულ 16 ქულა. სულ 32 ქულა.

პრაქტიკული ნაწილი: პრაქტიკული ნაწილი:


სტუდენტი წერს ესეს მოცემულ სტუდენტი წერს რეფერატს
საკვანძო დებულებაზე. მოცემულ ტექსტზე.
ესე ფასდება 8 ქულით. რეფერატი ფასდება 8 ქულით.

შუალედური გამოცდა სულ ფინალური გამოცდა სულ


ფასდება 24 ქულით. ფასდება 40 ქულით.
აქტივობა აქტიურობა-36 ქულა, რომელიც შედგება:
სტუდენტსმოეთხოვება სემინარზე აქტიური მონაწილეობის მიღება. სემინარზე
აქტიურობა ფასდება ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმალური 3 ქულით, სულ 12-
ჯერ: 12x3-36 (პირველ სასწავლო კვირას სტუდენტი არ ფასდება).
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:
3 ქულა - სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით კარგად ფლობს
სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, შესრულებული აქვს საშინაო დავალება,
დასმულ შეკითხვებზე პასუხები სრულყოფილი, სწორი და დასაბუთებულია, არ
უშვებს შინარსობრივ შეცდომებს; მაღალია ლიტერატურის დამუშავების ხარისხი.
2 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ
მასალის ნაწილს, შესრულებული აქვს საშინაო დავალება, მაგრამ აქვს
მცირეოდენი შეცდომები, დასმულ შეკითხვებზე პასუხებს, უშვებს რიგ მცირე
შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების ხარისხი კარგია.
1 ქულა - სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები ზოგ შემთხევაში მცდარია, ლიტერატურის
დამუშავების ხარისხი დაბალია.
0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
4
შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან პასუხი შეკითხვის
შესაბამისი არ არის, ლიტერატურა საერთოდ არ არის დამუშავებული, სტუდნეტი
არ მონაწილეობს დისკუსიაში, არ ფლობს კამათის კულტურას.
შუალედური შუალედურ გამოცდაზე სტუდენტს ცოდნის შესაფასებლად ეძლევა 16 ტესტური
გამოცდა დავალება და ერთი ესე. ტესტური დავალება ფასდება 16 ქულით, ესე - 8 ქულით.
ესეს შეფასების კრიტერიუმებია:
ა) მსჯელობის დასაბუთება (არგუმენტირება და ციტირება)- 3 ქულა
3 ქულა - მსჯელობა მკაფიოა, არგუმენტირებულია, არგუმენტები გამყარებულია
ტექსტური მასალით;
2 ქულა - მსჯელობა ნაწილობრივ მკაფიოა, ნაწილობრივ-არგუმენტირებულია, არ
არის გამყარებული ტექსტური მასალით ან დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა;
1 ქულა - საკითხი ან ტექსტი არაადეკვატურად არის გაგებული, მსჯელობა
არადამაჯერებელია, ტექსტური მასალაც არადეკვატურად არის მოხმობილი;
0 ქულა - ტექსტი დასაბუთების, არგუმენტირების და ციტირების გარეშეა.
ბ) ლექსიკა და სტილი - 3 ქულა
3 ქულა - აზრი მკაფიოდ და ზუსტად არის გამოხატული, ნაწერი სტილისტურად
გამართულია;
2 ქულა - აზრი ზუსტად არის გამოხატული, მაგრამ ლექსიკა მწირია ან გვხვდება
სტილისტური ხარვეზები;
1 ქულა - აზრი ძირითადად გასაგებია, მაგრამ სტილისტურად გაუმართავია,
გვხვდება არაადეკვატური ლექსიკა;
0 ქულა - აზრი ბუნდოვანია და ლექსიკა არაადეკვატური.
გ) ორთოგრაფია-მორფოლოგია,სინტაქსი და პუნქტუაცია - 2 ქულა
2 ქულა - არ არის ამ ტიპის სამზე მეტი შეცდომა;
1 ქულა - არ არის ამ ტიპის ექვსზე მეტი შეცდომა;
0 ქულა - მთლიან ტექსტში შეცდომებია.

ტესტური დავალება შედგება 16 დახურული კითხვისაგან, თითოეულ კითხვაზე


მოცემულია პასუხების რამდენიმე ვარიანტი და მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
სწორი პასუხი ფასდება-1 ქულით, არასწორი-0 ქულით.
დასკვნითი დასკვნით გამოცდაზე სტუდენტს ცოდნის შესაფასებლად ეძლევა 32 ტესტური
გამოცდა დავალება და ერთი ესე. ტესტური დავალება ფასდება 32 ქულით, ესე - 8 ქულით.
ესეს შეფასების კრიტერიუმებია:
ა) მსჯელობის დასაბუთება (არგუმენტირება და ციტირება)- 3 ქულა
3 ქულა - მსჯელობა მკაფიოა, არგუმენტირებულია, არგუმენტები გამყარებულია
ტექსტური მასალით;
2 ქულა - მსჯელობა ნაწილობრივ მკაფიოა, ნაწილობრივ-არგუმენტირებულია, არ
არის გამყარებული ტექსტური მასალით ან დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა;
1 ქულა - საკითხი ან ტექსტი არაადეკვატურად არის გაგებული, მსჯელობა
არადამაჯერებელია, ტექსტური მასალაც არადეკვატურად არის მოხმობილი;
0 ქულა - ტექსტი დასაბუთების, არგუმენტირების და ციტირების გარეშეა.
ბ) ლექსიკა და სტილი - 3 ქულა
3 ქულა - აზრი მკაფიოდ და ზუსტად არის გამოხატული, ნაწერი სტილისტურად
გამართულია;
2 ქულა - აზრი ზუსტად არის გამოხატული, მაგრამ ლექსიკა მწირია ან გვხვდება
სტილისტური ხარვეზები;
1 ქულა - აზრი ძირითადად გასაგებია, მაგრამ სტილისტურად გაუმართავია,
გვხვდება არაადეკვატური ლექსიკა;
0 ქულა - აზრი ბუნდოვანია და ლექსიკა არაადეკვატური.
გ) ორთოგრაფია-მორფოლოგია,სინტაქსი და პუნქტუაცია - 2 ქულა
2 ქულა - არ არის ამ ტიპის სამზე მეტი შეცდომა;
1 ქულა - არ არის ამ ტიპის ექვსზე მეტი შეცდომა;
0 ქულა - მთლიან ტექსტში შეცდომებია.

ტესტური დავალება შედგება 32 დახურული კითხვისაგან, თითოეულ კითხვაზე


მოცემულია პასუხების რამდენიმე ვარიანტი და მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
სწორი პასუხი ფასდება-1 ქულით, არასწორი-0 ქულით.
5
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები სწავლება-სწავლის მეთოდი შეფასების მეთოდები
იმახსოვრებს და ახდენს იდენტიფიკაციას ლექცია - შემოქმედებითი
ტექსტის ცნების, შინაარსის, სახეობების, პროცესია, რომელშიც
ძირითადი სტრუქტურული ელემენტებისა ერთდროულად მონაწილეობს
და მათი ფუნქციურ ურთიერთმიმართებათა ლექტორი და სტუდენტი.
შესახებ. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის
დებულებათა იდეის გაგება,
რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის
შემოქმედებით და აქტიურ
აღქმას. ამასთან, ყურადღება
უნდა მიექცეს გადასაცემი
მასალის ძირითად
დებულებებს, განმარტებებს,
აღნიშვნებს, დაშვებებს.
საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების
კრიტიკული ანალიზი. ლექცია
უნდა უზრუნველყოფდეს
შესასწავლი საგნის ძირითადი
დებულებების მეცნიერულ და
ლოგიკურად თანმიმდევრულ
შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის
გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს
ლოგიკურად დასრულებული.

ვერბალურ, ანუ
ზეპირსიტყვიერ მეთოდს
მიეკუთვნება ლექცია, თხრობა,
საუბარი და სხვ. აღნიშნულ
პროცესში ლექტორი სიტყვების
საშუალებით გადასცემს, ხსნის
სასწავლო მასალას, ხოლო
სტუდენტები მოსმენით,
დამახსოვრებითა და
გააზრებით მას აქტიურად
აღიქვამენ და ითვისებენ.

ჩამოთვლის და აჯგუფებს კვლევისა და დამოუკიდებელი მუშაობა


წერის მეთოდებს. აყალიბებს და აკავშირებს ლექციაზე მოსმენილი მასალა
ტექსტის თანამედროვე კომუნიკაციურ მთლიანი ცოდნის სისტემად
ლინგვისტიკურ ასპექტებს, აჩვენებს ტექსტის ყალიბდება სტუდენტის
ლინგვისტიკის ელემენტების ცოდნას. დამოუკიდებელი მუშაობით.
სტუდენტს უნდა აღეძრას
წიგნისადმი და სხვა
საინფორმაციო წყაროებისადმი
ინტერესი და საკითხების
6
დამოუკიდებლად შესწავლის
სურვილი, რაც
დამოუკიდებელი აზროვნების,
ანალიზისა და დასკვნების
გაკეთების სტიმულირების
საშუალებაა.

არჩევს და განიხილავს კვლევითი ტექსტების წიგნზე მუშაობის მეთოდი -


სტრუქტურულ-შინაარსობრივ დამოუკიდებლად მიცემული
თავისებურებებს საგანმანათლებლო საკითხავი მასალის გაცნობა,
პროგრამებით გათვალისწინებულ სხვა დამუშავება და ანალიზი.
სასწავლო დისციპლინათა სფეროებშიც.

ადგენს მიზნობრივ ტექსტს ლინგვისტიკის წერითი მუშაობის მეთოდი


მეთოდების გამოყენებით; უჩვენებს როგორც გულისხმობს შემდეგი სახის
კვლევითი, ისე პუბლიცისტური ტექსტის აქტივობებს: ამონაწერებისა და
წინასწარ განსაზღვრული პუბლიცისტური ჩანაწერების გაკეთება, მასალის
წყაროების და მასალების მიხედვით შექმნის დაკონსპექტება, თეზისების
უნარს. შედგენა, რეფერატის, ან ესეს
შესრულება, და ა.შ.

იყენებს მიზნობრივი ტექსტის შექმნისათვის პრაქტიკული მეთოდები


მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და აერთიანებს სწავლების ყველა
ინტერპრეტირების მეთოდს. იმ ფორმას, რომელიც
სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-
ჩვევებს უყალიბებს, აქ
სტუდენტი შეძენილი ცოდნის
საფუძველზე დამოუკიდებლად
ასრულებს ამა თუ იმ
აქტივობას.

უჩვენებს ტექსტის ელემენტების (შესავალი, პროექტის შემუშავება და


ძირითადი ნაწილი, დასკვნები) ანალიზს, პრეზენტაცია არის სასწავლო-
არჩევს შესავლის სახეობათაგან კვლევის შემეცნებითი ხერხების
სპეციფიკის შესაბამის ტიპს, ძირითად ერთობლიობა, რომელიც
ნაწილთან ლოგიკური დაკავშირება, აგებს პრობლემის გადაწყვეტის
კონკურენტუნარიან პუბლიცისტური, საშუალებას იძლევა
სოციალურ, პოლიტიკურ, სამეცნიერო სტუდენტის დამოუკიდებელი
პრობლემათა შემცველ ტექსტს. მოქმედებებისა და მიღებული
შედეგების აუცილებელი
პრეზენტაციის პირობებში. ამ
მეთოდით სწავლება ამაღლებს
სტუდენტთა მოტივაციასა და
პასუხისმგებლობას. პროექტზე
მუშაობა მოიცავს დაგეგმვის,
კვლევის, პრაქტიკული
აქტივობისა და შედეგების
წარმოდგენის ეტაპებს

7
არჩეული საკითხის
შესაბამისად. პროექტი
განხორციელებლად
ჩაითვლება, თუ მისი შედეგები
თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად
და კონკრეტული ფორმით არის
წარმოდგენილი. იგი შეიძლება
შესრულდეს
ინდივიდუალურად,
წყვილებში ან ჯგუფურად;
ასევე, ერთი საგნის ან
რამდენიმე საგნის (საგანთა
ინტეგრაციის) ფარგლებში.
დასრულების შემდეგ პროექტი
წარედგინება ფართო
აუდიტორიას.

სასწავლო კურსის შინაარსი

სწავლა-სწავლების სთ. თემატიკა


სასწავლო მეთოდები
კვირა
I ლექცია 1 აკადემიური წერის საგანი, ამოცანები:
კვირა აკადემიური წერის დისციპლინური სათავეები;
წერითი მეტყველება და ზეპირი მეტყველება;
წერითი მეტყველების მიზნები;
წერა და კვლევა; კვლევა და მისი მნიშვნელობა;
სამეცნიერო ურთიერთობათა სფერო.
II ლექცია 1 ესე.
კვირა არგუმენტირებული ესე.
საკვანძო დებულება.
აბზაცი.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება
III ლექცია 1 კრიტიკული აზროვნება.
კვირა ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება

IV ლექცია 1 მეცნიერება და კვლევა.


კვირა სამეცნიერო ეთიკა.
მეცნიერებათა დაყოფა.
ყოველდღიური და სამეცნიერო ცოდნა.
სამეცნიერო ტექსტის სახეობები.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება
V ლექცია 1 სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა და
კვირა ფორმატისამეცნიერო ნაშრომის აგებულება.
თავფურცელი. განაცხადი. სარჩევი.
შესავალი. ძირითადი ნაწილი. დასკვნა.
8
ბიბლიოგრაფია. დანართი.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება
VI ლექცია 1 მზადება სამეცნიერო ნაშრომისთვის.
კვირა რას ვწერთ, ვისთვის ვწერთ, რისთვის
ვწერთ.სათაურის შეჩევა. თემის
ლანდშაფტი. შეფასების კრიტერიუმი.
რას უნდა მოიცავდეს ნაშრომი.
თემასთან დაკავშირებული წინარე ცოდნა.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
შუალედური გამოცდა 2 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო
VII-VIII
და გავიდეს გამოცდაზე
კვირა
IX ლექცია 1 სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება.
კვირა
წყაროს მოძიების სტრატეგიები. წყაროს ტიპების
მახასიათებლები და მათი გამოყენების შესაძლებლობები.
პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი წყაროები.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
X ლექცია 1 წყაროს კითხვა და დამუშავება.
კვირა კითხვის სტრატეგიები. შემეცნებითი კითხვა და ანოტირება.
არგუმენტაცია და მსჯელობა.
როგორ ავაგოთ და წარმოვადგინოთ არგუმენტაცია.
როგორ წარვმართოთ არგუმენტირებული მსჯელობა.
რა გამოდგება მტკიცებულებად არგუმენტაციის გასავითარებლად.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
ლექცია 1 წყაროების გამოყენება და დამოწმება.
XI პლაგიატი, მისი ფორმები და თავიდან აცილების
კვირა
გზები.წყაროს ტექსტში ჩართვა:
ციტატა, პარაფრაზი, რეზიუმე,
მინიშნება.წყაროების დამოწმება.
სქოლიოს დამატებითი დანიშნულება.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XII ლექცია 1 რეფერატი.
კვირა ტექსტის რეფერირება.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XIII ლექცია 1 ნაშრომის დამუშავება და საბოლოო
კვირა რედაქტირება.ნაშრომის დამუშავება.
ნაშრომში არგუმენტების შემოწმება (წყაროები, ციტატების
სისწორე).როგორ შევამოწმო არგუმენტები.
როგორ ვაქციოთ ნაშრომი ყველასათვის გასაგები და
ზუსტი.რას ნიშნავს Peer-review.
აკადემიური ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები.
საბაკალავრო ნაშრომი.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XIV ლექცია 1 სტილის საკითხები
კვირა სტილის განსაზღვრა და სახეობები.
სამეცნიერო/აკადემიური სტილის თავისებურება და მახასიათებლები.
9
სამეცნიერო სტილის 4 აკრძალვა და პრინციპები.
ფუნქციური წერის
ელემენტები.საქმიანი
წერილი. СV
სამოტივაციო წერილი. განცხადება.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XV ლექცია 1 სამეცნიერო ნაშრომის ზეპირი წარდგენა.
კვირა პრეზენტაციის მომზადების ეტაპები. პრეზენტაციის სტრუქტურა.
პრეზენტაციის დამხმარე საშუალებები და მათი დანიშნულება.
პრეზენტაციის მსვლელობა.
ჯგუფში მუშაობა 1 პრაქტიკული სამუშაო: თემატური სავარჯიშოების შესრულება.
XVI- XIX დასკვნითი გამოცდა 3 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
კვირა გავიდეს გამოცდაზე
XVII-XX სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების
კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში

ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1.
თ. ქავთარაძე, ნ. ქასრაშვილი, ნ. საღინაძე, ს. პატარიძე, თ.
საბაური, აკადემიური მუშაობის საფუძვლები, პრაქტიკული
სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, თბილისი, 2018.
2. თ. ჯაგოდნიშვილი, ივ. ჯაგოდნიშვილი, მ. ვარდიაშვილი,
აკადემიიურიწერა, თბილისი, 2008.
3. ქ.გოჩიტაშვილი, გ.შაბაშვილი, ნ.შარაშენიძე აკადემიური წერა.
თბილისი, 2010.
4. ლ. კაჭარავა, ხ. მარწყვიშვილი, ლ. ხეჩუაშვილი, აკადემიური
წერა დამწყებთათვის, თბილისი, 2007.
დამხმარე ლიტერატურა 1. ლ. წულაძე, აკადემიური წერა, თბილისი, 2006
2. უ. ეკო, როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი, არეტე, 2014.

10

You might also like