You are on page 1of 4

ფინალურები

( * შემოკლებულია კაზუსი)
-გარიგების ნაწილის ბათილობა იწვევს თუ არა მთლიანად გარიგების
ბათილობას?-არა, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი
ნაწილის გარეშეც.
-ჩამოთვლილთაგან რომელი პრინციპი არ განსაზღვრავს კერძო სამართლის
ბუნებას? -კერძო საკუთრების აკრძალვა.
-გადელიამ, ქუჩაში, თავის მეუღლეზე რეალური მართლსაწინააღმდეგო
თავდასხმის მოსაგერიებლად ზიანი მიაყენა რომან შანიძეს. რომან შანიძეს
აქვს უფლება მოთხოვოს ირაკლი გადელიას მიყენებული ზიანის ანაზღაურება?-
არა რადგან ირაკლი გადელია მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების
ფარგლებში, თავის მეუღლეზე რეალური მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის
მოსაგერიებლად.
-ჩამოთვლილთაგან რომელ ურთიერთობებს არ აწესრიგებს საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი. -საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს.
-ზურა ჭუმბურიძე არის 17 წლის, დაქორწინებულია და აპირებს სარჩელი
შეიტანოს სასამართლოში მეზობლის მიმართ, აუცილებელი გზით სარგებლობის
საკითხთან დაკავშირებით. ___ თუ არა ქმედუნარიანი და მიმართა ადვოკატ
ზ.ჭუმბურიძეს, რომელმაც მას განუმარტა, რომ ის არ არის ქმედუნარიანი.
კანონიერია თუ არა ადვოკატის პასუხი? -არ არის კანონიერი, ვინაიდან
ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის
მიღწევამდე.
-ჩამოთვლილთაგან რომელია არაკომერციული იურიდიული პირები? -
კავშირები და ფონდები.
-ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება -
სპეციალური და უფრო ახალი კანონი.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს
-ზეპირად ან წერილობითი ფორმით.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა -1997 წლის 25 ნოემბერს.
-ომარ ცერცვაძე დადგენილი წესითა და დასაბუთებული განცხადებით მიმართა
სათანადო ორგანოს სახელისა და გვარის შეცვლის მოთხოვნით. აღნიშნული
მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ომარ ცერცვაძე გახდა დავით
ბაგრატიონი.სახელის შეცვლამდე სახელშეკრულებო ვალდებულებების
საუძველზე ო.ცერცვაძეს მ.წერეთლისთვის გადასახდელი ჰქონდა 2500ლარი.
მ.წერეთელმა მიმართა სასამართლოს და ო.ცერცვაძისგან მოითხოვა ვალის
დაბრუნება და დ.ბაგრატიონმა უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოპილებაზე,
რამეთუ ის არ არის ო.ცერცვაძე. სასამართლომ სარჩელში ამ მოტივით უარი
უთხრა მ.წერეთელს. სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო?-არა, რადგან
სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების
შეწყვეტის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით.
-იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წყდება -იურიდიული პირის
ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.
-რომელი მსჯელობაა მართებული-როცა გარეგნული გამოხატვით და არც სხვა
გარემოებებით არ დგინდება გარიგების შინაარსი, ასეთ შემთხვევაში სახეზეა -
გარიგება საერთოდ არ არსებობს.
-რომელი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსი ითვლება თანამედროვე სამოქალაქო
კანონმდებლობათა შორის უპირველესად? -საფრანგეთის.
*-შპს ,,ნალმა’’ -არა რადგან იურიდიულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს,
როგორც საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი
ინფორმაციის უარყოფა, ისე ანაზღაურება.
*-შულაიას კამეჩი დაეკარგა -არა რადგან კანონის არცოდნა ან მისი
არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან ამ
კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების
საფუძველი.
*-კორძაძე ბიზნესის წამოწყების მიზნით -უკანონოა...
*-ბაბუამ 8 წლის გიორგის გადასცა 400ლარი -წარმომადგენლის მიერ
დადებული გარიგება ნამდვილია მაშინაც, როცა წარმომადგენელი
შეზღუდულად ქმედუნარიანი იყო.
-ჯინჭარაძე თავის შვილს გიორგის, ჯერ კიდევ 2016 წელს კანონით დადგენილი
წესით შეჰპირდა, რომ თუ ის გახდებოდა საქართველოს ეროვნული
უნივერსიტეტის სეუს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, აჩუქებდა
საგვარეულო ხმალს. გიორგი 2018 წელს გახდა ამ ფაკულტეტის სტუდენტი და
მოითხოვა ხმლის გადაცემა, რაზეც უარი განუცხადეს იმ მოტივით, რომ 2018
წლისათის პირობამ ძალა დაკარგა. სწორია თუ არა გიორგი ჯინჭარაძის
მოთხოვნა? -დიახ, რადგან თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა
შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს.
-სასამართლომ ვაჟა კუნჭულიას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა რვა წლის
ვადით. სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვაჟა
კუნჭულიას საცხოვრებელი ადგილი გაუქმდა. სწორად გაუქმდა მოცემულ
შემთხვევაში ვაჟა კუნჭულიას საცხოვრებელი ადგილი? -არა, რადგან პირის
საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუ იგი იძულების წესით განსაზღვრული
ვადით ტოვებს ამ ადგილს.
*-ობოლაძემ ქორიძეს 2013 წლის ნოემბერში -არა, რადგან სანამ ქორწინება
არსებობს მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა
ჩერდება.
*-გიორგი, რომელიც არის 10 წლის , მშბლებისგან საჩუქრად მიიღო 100 ლარი -
დიახ, რადგან არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშალება, რომელიც მას გადასცა
კანონიერმა წარმომადგენელმა თავისუფალი განკარგვის მიზნით.
*-დედამ მიმართა სასამართლოს იმ მოთხოვნით, რომ ვინაიდან მისი 37 წლის
ვაჟი -არ აღიარებს, რამეთუ ნარკოტიკის ნარკოტიკის სისტემატურად ბოროტად
გამოყენება, საკმარისი არ არის პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვისა, თუ ამის
გამო იგი, თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში არ აყენებს.
-სიხარულიძემ და ღოღობერიძემ დაარსეს შპს და წესდებით განსაზღვრეს
კოსტიუმების გამოშვება. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ დაიწყეს ფეხსაცმელების
გამოშვება. შეიძლო თუ არა შპს-ს საქმიანობის შეცვა წესდებაში ცვლილების
შეტანის გარეშე? - შეეძლო განეხორციელებინა, რადგან შპს არის კერძო
სამართლის იურიდიული პირი და ეს საქმიანობა კანონით არაა აკრძალული.
-თვითდახმარების ფარგლებში ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია
დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება -ნივთზე ყადაღის დადების შესახებ.
-წერა-კითხვის უცოდინარმა შიუკაშვილმა, გარიგებაზე ხელის მოწერა მიანდო
მის მეზობელს გ. წიგნაძეს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა ოფიციალურად
დამოწმებული არ ყოფილა. ბათილია თუ არა ასეთი გარიგება? -დიახ, ამ
მიზეზით ხელის მოწერის გადანდობისას ხელის მოწერა დამოწმებული უნდა
იყოს ოფიციალურად.
-გარიგების ნაწილის ბათილობა იწვევს თუ არა მთლიანად გარიგების
ბათილობას? -არა, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი
ნაწილის გარეშეც.
-ჯიჯიშვილმა გადაწყვიტა ბინა ეჩუქებინა დაობლებული ძმისშვილისთვის-10
წლის ანასთვის. ნოტარიუსმა არ დაამოწმა მათ შორის წერილობითი
გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რადგან ანა შეზღუდულქმედუნარიანია.
კანონიერია თუ არა ნოტარიუსის უარი? -არა, რადგან არასრულწლოვანი
გარიგებით იღებს სარგებელს და რაიმე საპასუხო ვალდებულება მას არ
ეკისრება.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არარეგისტრირებული
კავშირი -არ არის იურიდიული პირი.
-რას ნიშნავს კოდიფიკაცია -სამართლის ნორმათა დალაგებას შინაარსის
მიხედვით.
-რომელი მსჯელობაა სწორი -ცალხმრივი გარიგება ნამდვილია მაშინ, თუკი ეს
ნების გამოვლენა განხორციელებულია -ამ პირების წინაშე ისე, რომ ნება მათ
მიუვიდათ.
-ჩამოთვლილთაგან რომელ ურთიერთიბებს აწესრიგებს საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი -საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
-კანონის ანალოგიას ადგილი აქვს -როცა კანონში .../სამართლის ნორმა.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არასარმეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის -შეჩერების ან აკრძალვის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
*-მაკა ფანჩულიძეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი აქვს თბილისსა და
ბათუმში. -დიახ, რადგან მან შეცდომა დაუშვა უფლებაში. არ იცოდა, რომ უძრავ
ქონებაში იგულისხმებოდა ქალაქ თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლიც.
-ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის იურიდიული პირის ნიშანი -წესდება.
-შეიძლება თუ არა ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუანარიანობა? -არა,
ფიზიკურ პირს არ შეიძლება წაერთვას უფლებუნარიანობა.
- ჯილდოს საჯაროდ დაპირება არის: -ცალმხრივი გარიგება.
*-ბიჭიკაშვილი ბოროტად იყენებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს -

You might also like