You are on page 1of 2

1) 5 წლის ანდრო მაღაზიაში ყიდულობს ჟელიბონს.

სახეზეა თუ არა
ნასყიდობის ხელშეკრულება?

ამოხსნა :
ნასყიდობის ხელშეკრულება არის მხართა შეთანხმება ყველა არსებით
პირობაზე, ანუ ნივთზე და ფასზე. (სსკ 327 I)

სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლით შეთანხმება არის ორი ურთიერთმფარავი


მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, ოფერტი და აქცეპტი. ოფერტი არის
წინადადება ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც მოიცავს ყველა არსებით
პირობას: ნივთსა და ფასს, მიმართულია განსაზღვრული პირის ან პირებისადმი .

ფაბულის თანახმად ანდრო არის 5 წლის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის


მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი
(მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება, აქედან გამომდინარე მას არ აქვს
უნარი, გამოავლინოს ნება.

ამრიგად, 5 წლის ანდრო ითვლება ქმედუუნაროდ და იგი ვერ შეძლებს


ჟელიბონის ყიდვას მაღაზიაში.
ამრიგად, მაღაზიასა და ანდროს შორის სახეზე არ არის ნასყიდობის
ხელშეკრულება.

2) 13 წლის კატო მიდის სპორტულ მაღაზიაში და 600 ლარად ყიდულობს


სნოუბორდს. ნამდვილია თუ არა ხელშეკრულება?

ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელია მხარეთა


შეთანხმება ყველა არსებით პირობაზე, ანუ ნივთზე და ფასზე საამისოდ
გათვალისწინებული ფორმით (327 I).
სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლით შეთანხმება არის ორი
ურთიერთმფარავი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, ოფერტი და
აქცეპტი. ოფერტი არის წინადადება ხელშეკრულების დადებაზე ,
რომელიც მოიცავს ყველა არსებით პირობას: ნივთსა და ფასს,
მიმართულია განსაზღვრული პირის ან პირებისადმი.

ფაბულის თანახმად კატო არის 13 წლის. საქართველოს სამოქალაქო


კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით არასრულწლოვანი შვიდიდან
თვრამეტ წლამდე, ანუ კატო შეზღუდული ქმედუნარიანია.

კატოს ნების გამოვლენა შეუძლია მაშინ, როცა :

მას ექნება კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი თანხმობა (სსკ-ის მე-


15 მუხლი) ან შემდგომი თანხმობა, ანუ, მოწონება (სსკ-ის 63 (I)).

ამრიგად, თუ 13 წლის კატოს კანონიერი წარმომადგენელი წინასწარ


მისცემს თანხმობას ან შეძენის შემდეგ მოუწონებს შენაძენს მაშინ
ნასყიდობის ხელშეკრულება იქნება ნამდვილი.
თუმცა, არის ორი შემთხვევა, როცა კატოს შეუძლია კან. წარმომადგენლის
თანხმობა-მოწონების გარეშეც გამოავლინოს ნება. ეს ასეა, როცა კატო
გარიგებით მიიღებს მხოლოდ სარგებელს (სკ-ის მე-15, 63 I), რაც იმას
ნიშნავს, რომ ის იძენს მხოლოდ უფლებებს და მას არ ეკისრება არანაირი
ვალდებულება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საუბარია ნასყიდობის
ხელშეკრულებაზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის მიერ მხოლოდ
უფლების, ანუ სარგებლის მიღებას. შესაბამისად, პირველი
საგამონაკლისო შემთხვევა აქ სახეზე ვერ იქნება.
განვიხილოთ მეორე გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-
ის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის მიხედვითაც შეზღ. ქმედ. მქონე
პირს შეუძლია თანხმობის გარეშე განკარგოს საკუთარი ფული. ამ მუხლის
გაგებით, საკუთარი ფულია ის სახსრები, რომლებიც მას მიღებული აქვს
კან. წარმ.ის მიერ ან მისი თანხმობით და გადაცემული აქვს კონკრეტული
მიზნისთვის ან თავისუფალი განკარგვისთვის.

ამრიგად, თუ ეს 600 ლარი იქნებოდა „კატოს ფული“ სსკ-ის 65-ე მუხლის 1-


ლი ნაწილის გაგებით, მაშინ მას შეეძლებოდა ნების გამოვლენა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ესაჭიროება კან. წარმ. თანხმობა.

You might also like