You are on page 1of 2

Case 1.

2011 წლის 27 მარტს, ანი, გაზეთში „სიტყვა და საქმე”, განათავსებს განცხადებას:


„გთავაზობთ, თანამედროვე კატალოგების მიხედვით, ნებისმიერი ფორმის და ზომის
ქუდის მოქსოვას 100 ლარის ფარგლებში”. განცხადებაში მითითებულია ანის
ტელეფონის ნომერი და მისამართი. 2011 წლის 30 მარტს, მაკა ურეკავს ანის მიერ
მითითებულ ტელეფონზე, ანის პიროვნებით და ფასებით აღფრთოვანებული,
სთხოვს მას 7 ქუდის მოქსოვას ერთი კვირის განმავლობაში, ამასთან აცხადებს
მზადყოფნას, თითო ქუდში გადაიხადოს 100 ლარი.

ანის უკვე ბევრი შეკვეთა აქვს მიღებული, მაგრამ მაინც თანხმდება მაკას
წინადადებას იმ პირობით, რომ თითო ქუდის ღირებულება 120 ლარი იქნება. მაკა,
რაოდენობის გათვალისწინებით არ ელოდა ფასის ცვლილებას და ანი აცნობა, რომ
დამატებით დაუკავშირდებოდა. მაკას ძალიან სურდა ქუდების შეძენა, ნაწილის
თავისთვის, ხოლო ნაწილის მეგობრებისთვის საჩუქრად და გადაწყვიტა ქუდების
შეძენა შემოთავაზებული პირობით და იმავე საღმოს ანის მიწერა მესიჯი „თანახმა
ვარ შევიძინო 7 ქუდი, თითო ქუდში 120 ლარის გადახდის და ერთ კვირაში მოქსოვის
პირობით“.

ერთი კვირის შემდგომ, ანი მივიდა მაკასთან შეძენული ქუდების წარმოსაღებადდა


ფულის გადასახდელად, თუმცა, ანიმ განუცხადა, რომ მას ქუდები არ მოუქსოვია,
ვინაიდან მათ შორის ხელშეკრულება არ იყო დადებული.

დავალება: დააკვალიფიცირეთ მაკას და ანის თითოეული მოქმედებდა და


დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია დაიდო თუ არ მხარეთა შორის ხელშეკრულება.

Case 2

შპს „ა”-სა და შპს „ბ”-ს შორის 2015 წლიდან არსებობს სახელშეკრულების


ურთიერთობა, შპს „ა”-სთვის“ ღვინის ბოთლების მიწოდებასთან დაკავშირებით,
თითო ბოთლი 2 თეთრად. მიწოდება პერიოდულად ხდება შპს „ა”-ს მიერ
გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, ადგილზე მიტანით, შპს „ა”-ს იურიდიულ
მისამართზე თბილისში შარტავას 40-ში. 2020 წლის 1 სექტემბერს, შპს „ა”-მ შეუკვეთა
შპს „ბ”-ს 80.000 ბოთლი 2020 წლის 15 სექტებრისათვის, თითო 2 თეთრად, როგორც
მათ შორის მიღებული იყო. შპს „ბ”-მ განაცხადა თანხმობა, მაგრამ არა 2 თეთრზე,
არამედ მიუთითა, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო თითო ბოთლის ფასი
შეადგენს 4 თეთრს. შპს „ა”-სგან პასუხი მიღებული არ იქნა.

2020 წლის 15 სექტებრის შპს „ბ“-მ შპს „ა“-ს მისამართზე მიუტანა 80.000 ბოთლი
ღვინის ბოთლი და მოთხოვა ბოთლების ღირებულების ანაზღუარება. შპს „ა“-მ
მიუთითა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ იქნა დადებული ვინაიდან,
მისთვის მიღებელი იყო გაზრდილი ფასი და ამ ფასზე თანხმობა არ გამოუთქვამს.
დავალება: დააკვალიფიცირეთ მაკას და ანის თითოეული მოქმედებდა და
დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია დაიდო თუ არ მხარეთა შორის ხელშეკრულება.

You might also like