You are on page 1of 3

ლუდვიგ ვიდგენშტაინი

ლუდვიგ ვიტგენშაიტი დაიბანა 1889 წლის 26 აპრილს, ქალაქ ვენაში,


ავსტრიაში.მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავსტრიელ-
ინგლისელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ლოგიკის, ანალიტიკური
ფილოსოფიის, ცნობიერების და ენის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი
წარმომადგენელი. იგი ავტორია მოკლე პარაგრაფებისგან შემდგარი , კრიპტული
წიგნისა ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი (Tractatus Logico-Philosophicus, 1921),
რომელშიც ვიტგენშტაინი ფრეგეს და რასელის მოსაზრებების ზეგავლენით
აყალიბებს სამყაროს სურათული აღქმის თეორიას.
ვიდგენშტაინის „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“ მე 20 საუკუნის
ფილოსოფიის ისტორიაში შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად აღსაქმელი
ტექსტია. სულ რაღაც 70-ოდე გვერდის მოცულობის წიგნი, უკიდურესად დაწურული
და ტექნიკურად დანომრილი შენიშვნების წყებისგან შედგება. ტრაქტატის
მნიშნელობის სათანადოდ შესაფასებლად ფილოსოიურ კონტექსტში მისი
მოთავსებაა საჭირო. ფაქტია, რომ ვიდგენშტაინი საუბრობს „ჩემი ენისა და ჩემი
სამყაროს“ „საზღვრებზე“, მას აშკარად იმ ფილოსოფიური ტრადიციის
ფარგლებში აქცევს, რომელიც მე-18 საუკუნის გერმანლი ფილოსოფოს იმანუელ
კანტისგან მომდინარეობს. „წმინდა გონების კრიტიკაში“, კანტმა შემეცნების
საზღვრების დადგენა განიზრახა, ისეთი შეკითხვების დასმით, როგორებიცაა: „რა
შემიძლია ვიცოდე?, რა საგნები დამრჩება მარად ადამიანის განსჯის მიღმა?“. ამ
კითხვების დასმის ერთერთი საფუძველია მისი შეხედულება: არა ერთი პრობლემა
ფილოსოფიაში იმიტომ წამოიჭრა, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ადამიანის
განსჯის შეზღუდულობას. „ტრაქტატის“ ავტორი იმავე სახის ამოცანის გადაჭრას
ისახავს მიზნად, რასაც თავის დროზე კანტი ისახავდა, ოღონდ ამას გაცილებით
რადიკალურად აკეთებს. ვიდგენშტაინი აცხადებს, რომ იმის გარკვევას აპირებს ,
თუ საერთოდ რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ აზრიანად. ისევ როგორც კანტი
ცდილობდა გონების საზღვრების დადგენას, ვიდგენშტაინს ენისა და შესაბამისად,
აზროვნების საზღვრების დადგენა აქვს განზრახული. მისი სურვილი იმ
ვარაუდითაა განპირობებული, რომ ფილოსოფიური დავა-კამათი და უთანხმოება
ხშირად გამოწვეულია ზოგიერთი ძირეული შეცდომით, იმასთან დაკავშირებით,
თუ რას ვფიქრობთ აზროვნებაზე და რას ვლაპარაკობთ სამყაროს შესახებ.
ლოგიკური კონსტრუქცია
ვიდგენშტაინის „ტრაქტატში“ გამოთქმული ძირითადი იდეები, მათი აშკარა
სირთულის მიუხედავად, არსებითად მარტივ პრინციპს ემყარება- რომ ორივე,
ენაც და სამყაროც კონსტრუირებულია, და რომ ეს კონსტრუქციები შეიძლება
შემადგენელ ნაწილებად დაიშალოს. ვიდგენშტაინის სამყაროსა და ენის
სტრუქტურების გახსნასა და შემდგომ მათი უერთიერთკავშირის წარმოჩენა სურს.
თუ გვსურს გავიგოთ რა ჰქონდა მხედველობაში ვიდგენშტაინს, როდესაც
ამბობდა-ჩემი ენის საზღვრები, ჩემი სამყაროს საზღვრებიაო,- უნდა დავსვათ
კითხვა: „რას გულისხმობდა ის სიტყვებში „სამყარო“ და „ენა“?“, რადგან იგი ამ
სიტყვებს ყოველდღიური მნიშვნელობით არ იყენებს. როდესაც ენაზე საუბრობს
იგი ბრიტანელი ფილოსოფოსის ბერტნან რასელის ნააზრევს იყენებს.
რასელისთვის, სამყაროს შესახებ ნათლად და ზუსტად სასაუბროდ,ყოველდღიური
ენა შესაფერისი არ გახლდათ. მას მიაჩნდა, რომ ლოგიკა იყო „სრულყოფილი
ენა“, რომელიც ყოველგვარ ბუნდოვნებას გამორიცხავდა, ამიტომაც
ყოველდღიური ენის ლოგიკურ ფორმაში თარგმნის საშუალება შეიმუშავა.
ლოგიკას იმასთან აქვს შეხება რასაც ფილოსოფიაში წინადადებებს ვუწოდებთ.
ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ წინადადებებზე, როგორც
მტკიცებულებებზე(განცხადევაზე, განსჯაზე), რომლებსაც ან ჭეშმარიტებად
მივიჩნევთ, ან მცდარად. მაგალითად განცხადება „სპილო ძალიან
გაბრაზებულია“-წინდადებაა, მაგრამ სიტყვა „სპილო“ - არა. ვიდგენშტაინის
ტრაქტატის თანახმად, მნიშვნელობის მქონე ენა მხოლოდ წინადადებებისგან
უნდა შედგებოდეს. ის წერს, რომ ენა არის წინადადებათა ერთობლიობა.
იმის შემდეგ,რაც ასე თუ ისე დავადგინეთ , თუ რას გულისხმობდა ვიტგენა „ენაში“,
ახლა შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რას გულისხმობდა სიტყვაში „სამყარო“.
ტრაქტატი იწყება განცხადებით, რომ სამყარო არის ყველაფერი რაც ხდება.
ნათქვამი შეიძლება ძალზე მარტივი მოგვეჩვენოს, მაგრამ მაინც მთლად ნათელი
არ არის, თუ საკუთრივ რას გულისხმობს ვიტგენშტაინი. მსჯელობას ის განაგრძობს
დებულებით, რომ „სამყარო არა საგნების, არამედ ფაქტების ერთობლიობაა“.
მაგალითად, შეიძლება იყოს ფაქტი, რომ სპილო გაბრაზებულია, ან სპილო არის
ოთახში, მაგრამ საკუთრივ სპილო ფაქტი არ არის. ამ თვალთახედვით, უფრო
ნათელი ხდება, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს უკავშირდდებოდეს ენისა და
სამყაროს სტრუქტურები. ვიტგენშტაინი ამბობს, რომ ენა სამყაროს „ასურათებს “.
მან ეს იდეა პირველი მს ომის დროს ჩამოაყალიბა, როდესაც გაზეთშ ამოიკითხა
ცნობა პარიზში გამართული სასამართლოს შესახებ. საქმე ავტოსაგზაო შემთხვევას
ეხებოდა, და მომხდარი მოვლენები სასამართლოში მანქანებისა და
ფეხითმოსიარულეთა მოდელების მეშვეობით აღადგინეს. მათი „დედნების“
გამოსახვა შეეძლო, რადგან მათ ზუსტად ისეთივე ურთიერთკავშირი ჰქონდა
ერთმანეთთან, როგორიც შემთხვევის მონაწილე ნამდვილ მანქანებსა და ფეხით
მოსიარულეებს. ამგვარად, ვიტგენშტაინის აზრით, სურათი, რომელიც მომხდარს
ასახავს და მასთან საერთო აქვს,- ლოგიკური ფორმაა.
საკუთარი ჩანაფიქრის წარმოსაჩენად, ვიტგენშტაინი გამოსადეგ მაგალითს
იყენებს: ავიღოთ სიმფონიის ჟღერისას წარმოქმნილი ხმის ტალღები, ამ
სიმფონიის სანოტე პარტიტურა და მისი ჩანაწერით გრამფირფიტაზე გაჩენილი
ბილიკების ნახატი(მოხატულობა): ყველა ეს მოვლენა ერთი მეორესთან ასეთსავე
ლოგიკურ ფორმას ქმნის. ვიტგენშტაინი აცხადებს:“სურათი სინამდვილესთან ისეა
შეპირისპირებული, როგორც საზომი“. ამ გზით მას სამყაროს ასახვა შეუძლია.
ცხადია ჩვენი სურათი შეიძლება მცდარი იყოს, ის შეიძლება სინამდვილეს არ
შეესაბამებოდეს-მაგალითად, გვიჩვენებდეს, რომ სპილო გაბრაზებული არ არის ,
როდესაც სინამდვილეში ძალიან გაბრაზებულია. ვიტგენშტაინისთვის ამ
შემთხვევაში შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, რადგან ის იწყებს
წინადადებებით, რომლებიც თავისი ბუნებით ან ჭეშმარიტია, ან მცდარი; ასევეა
სურათებიც, ან ჭეშმარიტი ან მცდარი.
ამგვარად, ორივეს-ენასაც და სამყაროსაც-ლოგიკური ფორმა აქვს; ენას კი,
სამყაროს დასურათების მეშვეობით, სამყაროს შესახებ მეტყველება შეუძლია ისე,
რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს. სწორედ ამ მომენტიდან ხდება
ვიტგენშტაინის იდეა საინტერესო.
ასევე ვიტგენშტაინისთვის რელიგიურ და ეთიკურ ღირებულებებზე მსჯელობა
სრულიად უსაზრისოა, რადგან საკითხები რომელთა შესახებაც სფეროებზე
საუბრისას ვცდილობთ, სამყაროს საზღვრებს მიღმაა და აგრეთვე, ჩვენი ენის
მიღმაცაა. იგი წერს: „ცხადია, შეუძლებელია, ეთიკა ენაში მოაქციო“.

You might also like