You are on page 1of 12

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

სილაბუსი

სასწავლო კურსის დასახელება ვალდებულებითი სამართალი (ზოგადი ნაწილი)


სასწავლო კურსის საფეხური ბაკალავრიატი
სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა ერთი სემესტრი
სასწავლო კურსის კოდი BLAW018
ECTS კრედიტების რაოდენობა 5
საათების გადანაწილება სტუდენტის ლექცია/სემინარი: 45 საათი
დატვირთვის შესაბამისად გამოცდა: 3
დამოუკიდებელი სამუშაო საათები: 77
სულ: 125
ლექტორი ოთარ მაჩაიძე

საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: 591 300 858


ელ. ფოსტა: o.matchaidze@gipa.ge
სტუდენტებთან ინდივიდუალური
მუშაობისთვის გამოყოფილი საკონსულტაციო საათები: კვირაში 1 საათი
დღე/დღეები ორშაბათი - 10:30-11:30

სასწავლო კურსის მიზნები კურსის მიზანია შესძინოს სტუდენტებს ვალდებულებითი


სამართლის ზოგადი ნაწილის თეორიული ცოდნა, რაც მოიცავს
ვალდებულებითი სამართლის ცნების, მიზნების, ამოცანების,
ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების, ვალდებულების
ელემენტების, ვალდებულებათა კლასიფიკაციის საფუძვლების,
სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულებების,
ხელშეკრულების სახეების, ვალდებულების შესრულების,
ვალდებულების შეწყვეტის, ხელშეკრულებიდან გასვლის, მოშლის,
შეწყვეტის და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებს; კურსის
დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს თეორიულ
ცოდნას, რომელიც საშუალებას მისცემს სწორად აღიქვას და
გაანალიზოს ვალდებულებითი სამართლის აღნიშნული ნორმები,
გამოიყენოს ისინი პრაქტიკაში და მოახერხოს ნორმათა სწორი
სამართალშეფარდება.

დაშვების წინაპირობები BLAW 014 - შესავალი სამოქალაქო სამართალში

სწავლბის/სწავლის ფორმები და  ლექცია


მეთოდები
 პრაქტიკული მუშაობა
 ელექტორნული სწავლება
 სხვა
სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი
 კვირა 1. სასწავლო კურსის აღწერა/შესავალი ვალდებულებით სამართალში

ვალდებულებითი სამართლის ცნება; მოძღვრება ვალდებულების შესახებ საგნის მიმოხილვა;


ვალდებულებითი სამართლის სისტემა. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები; ვალდებულების
ელემენტები – სუბიექტი, ობიექტი, შინაარსი.
სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულებათა ზოგადი დახასიათება.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 316-318.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
316-318
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 17-50.
 კვირა 2. ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების წარმოშობის საფუძველი
ხელშეკრულების ცნება; ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
ხელშეკრულების თავისუფლება და მისი მნიშვნელობა. ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის
სამართლებრივი საფუძვლები. ხელშეკრულებათა სახეები.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; მუხლები 319-326
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი : http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები 319-
326
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 50-62; 86-107.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის


გადაწყვეტილება საქმეზე #ას-771-2019;

 კვირა 3. ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების განმარტება


ხელშეკრულების დადება, ოფერტი და აქცეპტი. თანმყოფი და არათანმყოფი პირებისათვის გაკეთებული
ოფერტი. ხელშეკრულების არსებითი პირობები;

ხელშეკრულების განმარტების მნიშვნელობა. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტება.


ურთიერთგამომრიცხველი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამები ხელშეკრულებაში; ხელშეკრულების
სტანდარტული პირობები, შერეული ხელშეკრულებები, მათი განმარტების თავისებურებანი
ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 327-335. 337-340;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
327-335. 337-340;
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 107-131;
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ას-898-848-2015, ას-


1144-1090-2014.

.
 კვირა 4. ვალდებულების წარმოშობის სპეციფიკური საფუძველები; ხელშეკრულების სტანდარტული
პირობები
ქუჩაში დადებული ხელშეკრულება, ვალის არსებობის აღიარება და მისი ნამდვილობის წინაპირობები,
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცნება, ნამდილობის წინაპირობები და გამოყენების ფარგლები.

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 336, 341-348.


 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
327-335. 337-340;
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 336, 341-348.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება #ას-758-2019


22 ოქტომბერი, 2019 წელი, #ას-237-2019, 17 მაისი, 2019 წელი.

 კვირა 5. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება


მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების ცნება და თავისებურება, მესამე პირის უარი
ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 349-351.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი : http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page 349-351.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 214-245.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ას-433-412 -2015, 27


ივლისი, 2015 წელი.

 კვირა 6. ვალდებულების შესრულება I


ვალდებულების შესრულების ცნება, ვალდებულების შესრულების დრო და ადგილი. კეთილსინდისიერების
პრინციპი ვალდებულების შესრულებისას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 361-370.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
361-370.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 365-433.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: №ას-7-6-2010, 6 ივლისი, 2010 წელი.


 კვირა 7. ვალდებულების შესრულება II
ვალდებულების შესრულების და მიღების სუბიექტები. ვალდებულების შესრულების მესამე პირის მიერ,
ვალდებულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ. უარი ვალდებულების შესრულებაზე.
ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 370-382.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
370-382.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 433-457.
 სასამართლო პრაქტიკა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის განჩინება №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015
წელი
 კვირა 8. შუალედური გამოცდა

გამოცდა მოიცავს განვლილი 7 კვირის განმავლობაში შესწავლილ მასალას.


გამოცდის ტიპი: თემა, კაზუსი, ტესტი.
 კვირა 9. ფულადი ვალდებულები
ცნება, ფულად ვალდებულებათა შესრულების მეთოდი და ფორმები. დაფარვის რიგითობა.
ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 383-393.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
383-393.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 248-300.
 სასამართლო პრაქტიკა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ას-1298-2018
22 მარტი, 2019 წელი.

 კვირა 10. ვალდებულების დარღვევა და შესრულების შეუძლებლობა


კრედიტორის და მოვალის მიერ ვადის გადაცილება და სამართლებრივი შედეგები. ვალდებულების
დარღვევის ცნება და მისი სამართლებრივი შედეგები, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება,
ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები,
ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს, დამატებითი ვადის დაწესება, საპასუხო
შესრულების მიღების უფლება.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 394-407.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
394-407.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის


გადაწყვეტილება: ას-1004-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი; ას-153-143-2015, 5 ივნისი, 2015 წელი; ას-605-564-
2017, 30 ივნისი, 2017 წელი; ას-294-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი.

 თემა 11. პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის, პირველადი და


მეორადი მოთხოვნები.

ვალდებულების დარღვევის შედეგები, პირველი და მეორადი მოთხოვნები. ზიანის ანაზღაურების ცნება და


მისი სახეები. ზიანი ანაზღაურების წინაპირობები.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 408-415.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
408-415.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 645-693.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება #ას-689-2019, 13


დეკემბერი, 2019 წელი; ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019 წელი

 კვირა 12. ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა


ხელშეკრულებიდან გასვლის ცნება და მისი გამიჯვნა ხელშეკრულების მოშლისგან. ხელშეკრულებიდან
გასვლის სამართლებრივი საფუძვლები, წესი და შედეგები: რესტიტუცია და ზიანის ანაზღაურება.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 352-360, 405.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
352-360, 405.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 501-536.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება #ას-1166-2019,


6 აპრილი 2020 წელი.

 კვირა 13. ვალდებულების შეწყვეტა


ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები, ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, ნოვაცია, დეპონირება,
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ვალის პატიება, მოვალის გარდაცვალება, კრედიტორის
გარდაცვალება, იურიდიული პირის ლიკვიდაცია.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 427-454.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
427-454.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 310-361.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ას-1076-996-2017


19 აპრილი, 2019 წელი.

 თემა 14. მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები


მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების ცნება, სახეები, გამიჯვნა სხვა უზრუნველყოფის
საშუალებებისგან. ძირითადი და დამატებითი საშუალებები, პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 416-426.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი: http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
416-426.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 539-635.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება #ას-1038-2019


20 დეკემბერი, 2019 წელი, ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016
წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი.
 კვირა 15. კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე, სოლიდარული კრედიტორები და მოვალეები

ვალდებულებაში პირთა სიმრავლის ცნება, სახეები, მათი წარმოშობის საფუძვლები; სოლიდარული


კრედიტორები და მოვალეები.

ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები 455-476.
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი : http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page მუხლები
455-476.
 სახელშეკრულებო სამართალი, ავტორთა კოლექტივი, გვ. 709-751.
 სასამართლო პრაქტიკა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019 წელი.


 კვირა 15. პრეზენტაცია
[განვლილი მასალიდან, წინასწარ შერჩეული საკითხის შესახებ ზეპირი პრეზენტაცია]

 კვირა 16. განვლილი მასალის ანალიზი და მომზადება ფინალური გამოცდისთვის

 კვირა 17. ფინალური გამოცდა

შეფასების სისტემა სწავლის/სწავლების მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები და


პირობები შეესაბამება საქართველოს განათლების შესახებ
კანონმდებლობას. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;


ბ) (B) ძალიან კარგი – შეფასების 81-90 ქულა;
გ) (C) კარგი – შეფასების 71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი – შეფასების 61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი – შეფასების 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ა) (Fx) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც


ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;
ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწი-


ნებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

შენიშვნა: სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთვლება მიღებული


შუალედური და ფინალური შეფასებები თუკი, მიღებული ქულა
კომპონენტის მაქსიმალური ქულის 20%-ს შეადგენს ან/და
აღემატება.
დასკვნით გამოცდაზე დაშვების დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შუალედურ
წინაპირობა და გამოცდის გადაბარება შეფასებებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.
სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე
სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის
შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა.
დამატებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, ფინალური
გამოცდის ქულა განულდება და მის ნაცვლად დაფიქსირდება
გადაბარების გამოცდაზე მიღებული შეფასება.

შეფასების კომპონენტები  შუალედური გამოცდა : 30%


 სემინარზე დასწრება/აქტიურობა: 20%
 პრეზენტაცია: 10 %
 დასკვნითი გამოცდა: 40%
საბოლოო შეფასება: 100%
გაცდენილი შეფასებითი ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი შეფასებით გათვალისწინებული
კომპონენტის აღდგენა აქტივობები აღდგენას არ ექვემდებარება, გარდა საპატიო მიზეზით
გაცდენილისა, რომლის დამადასტურებელ საბუთად სტუდენტმა
უნდა წარმოადგინოს ცნობა. საპატიო მიზეზით გაცდენილის
აღდგენას მხოლოდ შუალედური და საბოლოო გამოცდა
ექვემდებარება.

შუალედური გამოცდა გამოცდა ტარდება კაზუსის ფარომატით, რომელიც შედგენილია


განვლილი მასალის თემატიკის მიხედვით.

ფრიადი 25-30 პასუხი ვრცელი, დამაჯერებელი, სიღრმისეული,


დასაბუთებული და, თანმიმდევრულია, სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას; პასუხი
მოიცავს საკითხების კომპლექსურ ანალიზს; გამოყენებული აქვს
გავლილი სასამართლო პრაქტიკიდან მაგალითები.

კარგი 20-24 პასუხი ვრცელი, დამაჯერებელი და სიღრმისეულია;


მსჯელობა მეტწილად დასაბუთებული და თანმიმდევრულია;
პასუხი მოიცავს ორიგინალურ მოსაზღებებს და დასკვნებს; სრულად
გამოყენებულია პროგრამით გათვალსიწინებული მასალა; პასუხი
მეტწილად მოიცავს საკითხის კომპლექსურ ანალიზს.

დამაკმაყოფილებელი 12-19 პასუხი ზოგჯერ შემოიფარგლება


მშრალი ფაქტების ზოგადი გადმოცემით; შეიცავს რამოდენიმე
უზუსტობას, თუმცა უმნიშვნელოს; მსჯელობა მეტწილად
დასაბუთებულია, თუმდა მისი თანმიმდევრულობა არის
დარღვეული; პროგრამით გათვალისწინებული მასალა მეტწილად
არის გამოყენებული.

არადამაკამაყოფილებელი 6-11 პასუხი მოკლე, ზოგადი და


არადამაჯერებელია; პასუხში არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი
უზუსტობას; მსჯელობა არ არის დასაბუთბული, მისი
თანმიმდევრულობა დარღვეულია; პროგრამით
გათვალსიწინებული მასალა ნაწილობრივ არის გამოყენებულიან
გამოყენებული მისი უმნიშვნელო ნაწილი.
სრულიად არადამაკმაყოფილებელი 0-5 პასუხი არ არის ან პასუხი
ძალზე მოკლე, ზოგადი და არადამაჯერებელია; პასუხში არის
მნიშვნელოვანი უზუსტობები; მსჯელობა არ არის დასაბუთბული,
ან არასაკამრისად დასაბუთებული; პროგრამით
გათვალსიწინებული მასალა არ არის გამოყენებული.

დასწრება/აქტიურობა ლექციისათვის/სემინარისთვის მომზადება; მასალის და


დავალებების დამუშავება; დისკუსიაში ჩართულობა;

ფრიადი 18-20 ქულა სტუდენტი ყოველთვის მომზადებულია


ლექციიესთვის/სემინარისთვის, ყოველთვის აქტიურად ჩართულია
ინტერაქტიულ მუშაობაში; დისკუსიისას ყოველთვის ეყრდნობა
რელევანტურ მასალას; ყოველთვის გამოხატავს დასაბუთებულ
ორიგინალურ მოსაზრებებს; ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი
შეაქვს დისკუსიაში/გუნდურ მუშაობაში;

კარგი 15-17 ქულა სტუდენტი უმეტესად მომზადებულია


ლექციისთვის/სემინარისთვის, უმეტესად აქტიურად ჩართულია
ინტერაქტიულ მუშაობაში; დისკუსიისას ყოველთვის ეყრდნობა
რელევანტურ მასალას; უმეტესად გამოხატავს დასაბუთებულ
ორიგინალურ მოსაზრებებს; ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი
შეაქვს დისკუსიაში/გუნდურ მუშაობაში;

დამაკმაყოფილებელი 10-14 ქულა სტუდენტი არის მომზადებული


ლექციისთვის/ სემინარისთვის, თუმცა ზოგჯერ მისი მომზადება არ
არის ადეკვატური; სტუდენტი ჩართული ინტერაქტიულ მუშაობაში,
თუმცა ზოგჯერ მისი აქტიურობის დონე დაბალია, დისკუსიისას
ზოგჯერ ეყრდნობა რელევანტურ მასალას; დისკუსიისას გამოხატავს
მოსაზრებებს, თუმცა მათ ხშირად აკლია დასაბუთება; მეტწილად
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დისკუსიაში/გუნდურ მუშაობაში.

არადამაკმაყოფილებელი 5-9 ქულა სტუდენტი უმეტესად


მოუმზადებელია ლექციისთვის/სემინარისთვის, სტუდენტი
იშვიათად არის ჩართული ინტერაქტიულ მუშაობაში; დისკუსიისას
იშვიათად ეყრდნობა რელევანტურ მასალას; დისკუსიისას
იშვიათად გამოხატავს დასაბუთებულ მოსაზრებებს; იშიათად
შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი დისკუსიაში/გუნდურ მუშაობაში;

სრულიად არადამაკმაყოფილებელი 0-4 ქულა სტუდენტი


ყოველთვის მოუმზადებელია, დისკუსიისას არ გამოხატავს
დასაბუთებულ მოსაზრებებს; მას არ შეაქვს წვლილი
დისკუსიაში/გუნდურ მუშაობაში ან მისი წვლილი უმნიშვნელოვა
მუშაობის მსვლელობისთვის.

პრეზენტაცია ფრიადი 8-10 ქულა პრეზენტაცია არის სრულყოფილი,


სიღრმისეული და დასაბუთებული. სტუდენტი კარგად ფლობს და
იყენებს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას; პრეზენტაცია
მოიცავს საკითხების კომპლექსურ ანალიზს.

დამაკამყოფილებელი 4-7 ქულა პრეზენტაცია მეტწილად


სრულყოფილი, დასაბუთებული და თანმიმდევრულია;
გამოყენებულია პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი
მასალა; პრეზენტაცია მეტწილად ამომწურავია;

არადამაკმაყოფილებელი 0-3 ქულა პრეზენტაცია არის ზოგადი და


არასრულყოფილი; პასუხში არის მნიშვნელოვანი უზუსტობები;
პროგრამით გათვალისწინებული მასალა არ არის გამოყენებული ან
გამოყენებულია მისი უმნიშვნელო ნაწილი; პასუხი არ მოიცავს
საკითხის კომპლექსურ ანალიზს.

დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდა მოიცავს 2 კომპონენტს: ღია კითხვებსა და


კაზუსებს. ფარავს კურსისას განვლილ მასალას.

ფრიადი 33-40 ქულა პასუხი ვრცელი, დამაჯერებელი,


სიღრმისეული, დასაბუთებული და, თანმიმდევრულია, სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას; პასუხი მოიცავს საკითხების კომპლექსურ ანალიზს.

კარგი 26-32 ქულა პასუხი ვრცელი, დამაჯერებელი და


სიღრმისეულია; მსჯელობა მეტწილად დასაბუთებული და
თანმიმდევრულია; სრულად გამოყენებულია პროგრამით
გათვალისწინებული მასალა; პასუხი მეტწილად მოიცავს საკითხის
კომპლექსურ ანალიზს.

დამაკმაყოფილებელი 18-25 ქულა პასუხი ზოგჯერ შემოიფარგლება


მშრალი ფაქტების ზოგადი გადმოცემით; შეიცავს რამდენიმე
უზუსტობას, თუმცა უმნიშვნელოს; მსჯელობა მეტწილად
დასაბუთებულია, თუმცა, მისი თანმიმდევრულობა ზოგჯერ არის
დარღვეული; პროგრამით გათვალისწინებული მასალა მეტწილად
არის გამოყენებული; პასუხი ზოგჯერ მოიცავს საკითხის
კომპლექსურ ანალიზს.

არადამაკმაყოფილებელი 8-17 ქულა პასუხი მოკლე, ზოგადი და


არადამაჯერებელია; პასუხში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი
უზუსტობაა; მსჯელობა ზოგჯერ არ არის დასაბუთებული, მისი
თანმიმდევრულობა ზოგჯერ დარღვეულია; პროგრამით
გათვალისწინებული მასალა ნაწილობრივ არის გამოყენებული;
პასუხი ზოგჯერ მოიცავს საკითხის კომპლექსურ ანალიზს.

სრულიად არადამაკმაყოფილებელი 0-7 ქულა პასუხი არის ზოგადი


და არადამაჯერებელი; პასუხში არის მნიშვნელოვანი უზუსტობები;
მსჯელობა არ არის დასაბუთებული, ან არასაკმარისად
დასაბუთებული; მსჯელობს მისი თანმიმდევრულობა ხშირად
დარღვეულია; პროგრამით გათვალისწინებული მასალა არ არის
გამოყენებული ან გამოყენებულია მისი უმნიშვნელო ნაწილი;
პასუხი არ მოიცავს საკითხის კომპლექსურ ანალიზს.

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი


ძირითადი ლიტერატურა 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი (ახალი
გამოცემა) http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page
3. ზ. ძლიერაშვილი, გ.ცერცვაძე, ი. რობაქიძე, გ.სვანაძე, ლ.
ცერცვაძე და ლ. ჯანაშია „სახელშეკრულებო სამართალი“
სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის,
გამომცემლობა „მერიდიანი“ 2014 წ.

დამხმარე ლიტერატურა და სხვა


სასწავლო მასალა 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილებები:
http://www.supremecourt.ge/court-decisions/civil-cases/
2. ძლიერიშვილი ზურაბ, ვალდებულებითი სამართალი, 2009

ლექციის, სემინარის ან გამოცდის მსვლელობისას (თუ ეს წინასწარ არ არის დაშვებული ლექტორის მიერ)
იკრძალება:
 დაგვიანება;
 დაწყებულ ლექციაზე შესვლა;
 ლექციის მსვლელობისას ლექციის დატოვება და დატოვების შემთხვევაში უკან დაბრუნება;
 ხმაური;
 ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის გამოყენება.

აკრძალული ქცევების სასწავლო პროცესში აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ შეიძლება


გავრცელდეს შემდეგი სანქციები:
 შენიშვნა;
 საყვედური;
 სხვა პასუხისმგებლობა.
აკადემიური თაღლითობა - წინასწარ აკადემიურ თაღლითობად და პლაგიატად მიიჩნევა სხვა ავტორის
მომზადებული გადაწერის ნაშრომის, იდეის, მოსაზრების, გამონათქვამის უკანონო მითვისება,
საშუალების გამოყენება, გადაწერა, იმიტირება, ციტირების არსებული მოთხოვნების დარღვევით და/ან
გადაწერაში დახმარება, კარნახი და წყაროს მითითების გარეშე.
პლაგიატი სხვა სტუდენტისაგან ან წინასწარ მომზადებული კონსპექტიდან ან
სხვა წყაროდან გადაწერის შემთხვევაში გამოცდის ან დავალების
აღდგენა არ ხდება და სტუდენტს ამ შეფასების შესაბამის
კომპონენტში დაეწერება 0 ქულა.

პლაგიატის შემთხვევაში (მათ შორის უნებლიე), სტუდენტს


მოცემულ საგანში ავტომატურად უფორმდება
არადამაკმაყოფილებელი შეფასება (F).

დამატებით სანქციებზე იმსჯელებს დისციპლინური კომისია.


სტუდენტის მიმართ შეიძლება გავრცელდეს შემდეგი სანქციები:
 შენიშვნა;
 საყვედური;
 სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;
 სხვა პასუხისმგებლობა.
სწავლის შედეგები 1. ცოდნა და გაცნობიერება

 სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს ღრმა


და სისტემურ ცოდნას ვალდებულებითი სამართლის არსის
შესახებ, ვალდებულების წარმოშობის, სახელშეკრულები და
არასახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ,
ხელშეკრულების დადების, შესრულების, დარღვევის და
მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ. პირველადი და
მეორადი მოთხოვნის გამიჯვნას და ურთიერთმიმართებას.
ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულების მოშლის
ცნებებს. ვალდებულების შეწყვეტის საფუძველების და
მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი სახეებს.
 ვალდებულებითი სამართლის სისტემას, ვალდებულებითი
სასამართლის სამართლის უზოგადეს ცნებებსა და
პრინციპებს.

 ხელშეკრულების თავისუფლების და კეთილსინდისიერების


პრინციპის მნიშვნელოვას ვალდებულებით სამართალში.

2. უნარი

 ამოიცნობს ვალდებულებითი სამართლის სფეროში


არსებულ რთულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს და
სტანდარტული ან/და ზოგიერთი უახლესი მეთოდების
გამოყენებით შეიმუშავებს მათი და გადაწყვეტის შესაბამის
გზებს;

 აანალიზებს ვალდებულებითი სამართლის ნორმებს,


წყაროებს, მეთოდებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების
დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში
პოზიციების დასაბუთების, კონკრეტული იურიდიული
მოქმედებების განხორციელების ან სხვა იურიდიული
ამოცანის გადაწყვეტის მიზნით;

 შეიმუშავებს დავის გადაწყვეტის სტრატეგიასა და ტაქტიკას,


დავის გადაწყვეტის კანონიერი საშუალებებისა და ეთიკის
ნორმების გათვალისწინებით;

 მსჯელობს საკუთარი იდეების, არსებული ვალდებულებით-


სამართლებრივი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების
შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ზეპირი
და წერითი ფორმით, შესაბამისი საინფორმაციო და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

 მოიძიებს და გამოარჩევს საჭირო ინფორმაციას, მათ შორის,


ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროებს,
საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას,
სამეცნიერო ლიტერატურას.

3. პასუხისმგებლობა და ავტონომია

 ცნობს იურისტის ეთიკური სტანდარტების საჭიროებას,


მოქმედებს იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის
ნორმების ფარგლებში, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს,
ვალდებულებითი სამართლის ძირითად პრინციპებს;
მონაწილეობს შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში
კერძო სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით;

 წარმართავს საკუთარი და სხვების განვითარებაზე


ორიენტირებულ საქმიანობას,ინდივიდუალური და
გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვით;

 ავლენს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარს,


„მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის“ პრინციპის
დაცვით.
დამატებითი ინფორმაცია/პირობები სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საჭიროა პროექტორი

You might also like