You are on page 1of 10

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი


სასწავლო კურსის
საჯარო სამართლის პრაქტიკული კურსი
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS სტატუსი (სავალდებულო,
სასწავლო კურსის სემესტრი საათები
საფეხური წელი წელი კრედიტი არჩევითი)
პარამეტრები ბაკალავრიატი მეოთხე 2017-2018 მერვე 5 125 არჩევითი
დამოუკიდებელი მუშაობის
საკონტაქტო საათები
საათები
საათების განაწილება ლექცია ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული გამოცდები
80
8 0 31 6
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა
პასუხისმგებელი ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
ლექტორი გიორგი გიორგაძე პროფესორი სამშაბათი 14.00.-16.00
599 506 699 giorgi2552@gmail.com

სასწავლო კურსის მიზნები:

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 სტუდენტს გაუღრმაოს ცოდნა სამოქალაქო სამართალწარმოებისა და კერძო სამართლებრივი დავების სასამართლო


განხილვის პროცესის თავისებურებებზე, უკეთ შეამეცნოს მოსარჩელისა და მოპასუხის, სხვა საპროცესო მონაწილეების
უფლება-მოვალეობები და საპროცესო ქმედებების შინაარსი;
 გამოუმუშავოს ადვოკატის (წარმომამდგენლის), მოსამართლის უნარ-ჩვევები;
 შეასწავლოს იურისტის საქმიანობის ეთიკური ნორმების ფარგლებში მოქმედება.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსები - ადმინისტრაციული სამართლის პროცესი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას სამოქალაქო სამართალწარმოებისა და კერძო
სამართლებრივი დავების სასამართლო განხილვის პროცესის თავისებურებების, მოსარჩელისა და მოპასუხის, სხვა საპროცესო
მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და საპროცესო ქმედებების შინაარსის, ასევე მოწმესთან/სპეციალისტთან/ექსპერტთან
მუშაობის სპეციფიკის, პაექრობის ტექნიკის, სასამართლოს წინაშე წარსადგენი შუამდგომლობების დასაბუთების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნებაიურისტის საქმიანობის ეთიკური ნორმები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 საქმის სასამართლო განხილვის დროს სათანადო საპროცესო ნორმების სწორად განსაზღვრას, შერჩევას და გამოყენებას,
მატერიალური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გაკეთებას და დასაბუთებული და
არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას;
 საპროცესო მოქმედებების სწორად და ეთიკური ნორმების დაცვით წარმართვას;
 სასამართლო პროცესებისათვის საჭირო ყველა წერილობითი დოკუმენტის შედგენას;
 საერთო იურისდიქციის სასამართლოთა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში/პალატაში სასამართლო განხილვისათვის
საქმის მომზადებას, ასევე საპაექრო სიტყვის წარმოთქმას.
დასკვნის უნარი
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის კრიტიკულ ანალიზს;
 საკანონმდებლო ხარვეზების შეფასებას, მათ ანალიზს და საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას ადეკვატური
გადაწყვეტილებების მისაღებად.

1
კომუნიკაციის უნარი
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და
საკითხების ანალიზისას საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, აგრეთვე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით
ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის გადმოცემას.
სწავლის უნარი
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 საპროცესო კანონმდებლობის საკითხებზე არსებული საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და
მეცნიერული სიახლეების მიდევნებასა და ცოდნის მუდმივად განახლებას.
ღირებულებები
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპის, ინდივიდთა უფლებების, სოციალური
და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ვერბალური და წერითი მუშაობის
მეთოდების გარდა გამოიყენება დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და
აქტივობის ამაღლებას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ
პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების
უნარს. სასწავლო კურსის ფარგლებში გამოიყენება ჯგუფური (collaborative) მუშაობის მეთოდი. ამ მეთოდით სწავლების
დროს სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად (ერთი იმიტირებული პროცესის ფარგლებში ორგანიზებული გუნდი) და მათ
ეძლევათ სასწავლო დავალებები. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას
ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე ჯგუფის მუშაობის პროცესში ხდება წევრებს შორის
ფუნქციების (როლების) გადანაწილება. პრაქტიკულ მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება კაზუისტიკური სწავლების
მეთოდი (შემთხვევის ანალიზის (CASESTUDY) მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების)
განიხილვას და ქმედებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი, რაც მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ
ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას თეორიული მასალის პრაქტიკული
ინტერპრეტაციაიძენს. გარდა ამისა სასწავლო კურსის ფარგლებში გამოიყენება:
 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისმეთოდი (PBL), რაცახალი ცოდნის მიღებისა და ინტეგრაციის პროცესის საწყის
ეტაპად პრობლემის დასმას იყენებს;
 ევრისტიკული მეთოდი, რაც ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა
სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით
ხორციელდება;
 გონებრივი იერიშის მეთოდი (Brain storming), რაც გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული
საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის
ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი
მიდგომის განვითარებას.

სასწავლო კურსის შინაარსი:


სასწავლო თემის დასახელება და შინაარსი
კვირა და
მეცადინეობის
ფორმა
ლექცია: სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, დისპოზიციურობის პრინციპი,
შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებათა გამოკვლევა; ადმინისტრაციული სასამართლო
1-ლი კვირა სამართალწარმოების მონაწილენი; სტადიები.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)/  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
პრაქტიკული https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
(1 სთ)  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 გიორგაძე გ., კოპალეიშვილი მ., ლორია ა. და სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის კომენტარი, თბ.,2008.
პრაქტიკული(1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე,
შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
ლექცია: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

2
სავალდებულო ლიტერატურა:
მე-2 კვირა  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
ლექცია (1 სთ)/  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
პრაქტიკული https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
(2 სთ)  გიორგაძე გ., კოპალეიშვილი მ., ლორია ა. და სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის კომენტარი, თბ.,2008.
პრაქტიკული: პირველი ადმინისტრაციულიიმიტირებული პროცესის ჩასატარებელი მოსამზადებელი
სამუშაო: ქეისის გაცნობა, როლების გადანაწილება.
პრაქტიკული:პირველი ადმინისტრაციული იმიტირებული სასამართლო პროცესი პირველი ინსტანციის
სასამართლოში თემაზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

მე-3 კვირა პირველი ადმინისტრაციული იმიტირებული პროცესის შედეგებისგანხილვა.


სავალდებულო ლიტერატურა:
პრაქტიკული  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
(3 სთ) https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 გიორგაძე გ., კოპალეიშვილი მ., ლორია ა. და სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის კომენტარი, თბ.,2008.
სტუდენტის აქტივობა იმიტირებულ პროცესზე - 10 ქულა
ლექცია: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

მე-4 კვირა სავალდებულო ლიტერატურა:


 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ლექცია (1 სთ)/ https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
პრაქტიკული  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
(2 სთ) https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 გიორგაძე გ., კოპალეიშვილი მ., ლორია ა. და სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის კომენტარი, თბ.,2008.
პრაქტიკული: მეორეადმინისტრაციული იმიტირებული პროცესის ჩასატარებელი მოსამზადებელი
სამუშაო: ქეისის გაცნობა, როლების გადანაწილება.
პრაქტიკული:მეორე ადმინისტრაციული იმიტირებული პროცესი მეორე ინსტანციის სასამართლოში
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

მეორეადმინისტრაციულიიმიტირებული პროცესის შედეგებისგანხილვა.


მე- 5 კვირა
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
(3 სთ)
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 გიორგაძე გ., კოპალეიშვილი მ., ლორია ა. და სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის კომენტარი, თბ.,2008.
სტუდენტის აქტივობა იმიტირებულ პროცესზე - 10 ქულა
მე- 6-მე-7 პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
კვირა
ლექცია: ქმედების განხორციელება

სავალდებულო ლიტერატურა:
მე-8 კვირა
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
ლექცია (1 სთ)/
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
(2 სთ)
 გიორგაძე გ., კოპალეიშვილი მ., ლორია ა. და სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის კომენტარი, თბ.,2008.
პრაქტიკული: მესამე ადმინისტრაციულიიმიტირებული პროცესის ჩასატარებელი მოსამზადებელი
სამუშაოები; ქეისის გაცნობა, როლების გადანაწილება.
მე-9 კვირა პრაქტიკული:მესამე ადმინისტრაციულიიმიტირებული პროცესი საკასაციო ინსტანციის სასამართლოში
ქმედების განხორციელების თაობაზე.
პრაქტიკული
3
მესამეადმინისტრაციულიიმიტირებული პროცესის შედეგებისგანხილვა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
(3 სთ)
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 გიორგაძე გ., კოპალეიშვილი მ., ლორია ა. და სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის კომენტარი, თბ.,2008.
სტუდენტის აქტივობა იმიტირებულ პროცესზე - 10 ქულა
ლექცია - საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები, საკონსტიტუციო სამართალ-წარმეოების
მონაწილენი; საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
მე-10 კვირა
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32944&lang=ge
ლექცია (1 სთ)/
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32986&lang=ge
(2 სთ)
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი;
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
 გ.კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ.
2011.
პრაქტიკული: საშინაო დავალების პრეზენტაცია -10 ქულა
ლექცია: პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა
მიმართებით.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
მე-11 კვირა
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32944&lang=ge
ლექცია (1 სთ)/
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32986&lang=ge
(2 სთ)
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი;
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
 გ.კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ.
2011.
პრაქტიკული: პირველი საკონსტიტუციო იმიტირებული იმიტირებული პროცესის ჩასატარებელი
მოსამზადებელი სამუშაო: ქეისის გაცნობა, როლების გადანაწილება.
პრაქტიკული:პირველი საკონსტიტუციო იმიტირებული პროცესითემაზე:პირის სარჩელის საფუძველზე
ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული
ადამიანის ძირითადი უფლებსათა და თავისუფლებათა მიმართებით.

პირველი საკონსტიტუციო იმიტირებული პროცესის შედეგებისგანხილვა.


სავალდებულო ლიტერატურა:
მე-12 კვირა  საქართველოს კონსტიტუცია;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
პრაქტიკული  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;
(3 სთ) https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32944&lang=ge
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32986&lang=ge
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი;
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
 გ.კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ.
2011.
სტუდენტის აქტივობა იმიტირებულ პროცესზე - 10 ქულა
მე-13-მე-14 მეორე შუალედური გამოცდა(2 სთ) - 30 ქულა
კვირა
ლექცია: რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ან ამ ნორმების საფუძველზე
მე-15 კვირა ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული

4
დავა.საკონსტიტუციო დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32944&lang=ge
ლექცია (1 სთ)/
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32986&lang=ge
(2 სთ)
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი;
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
 გ.კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ.
2011.
პრაქტიკული: მეორედა მესამე კონსტიტუციური იმიტირებული პროცესის ჩასატარებელი მოსამზადებელი
სამუშაო: ქეისის გაცნობა, როლების გადანაწილება.
პრაქტიკული:მეორე საკონსტიტუციო იმიტირებული პროცესითემაზე: რეფერენდუმის ან არჩევნების
მომწესრიგებელი ნორმების ან ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავა.

მეორესამოქალაქო იმიტირებული პროცესის შედეგებისგანხილვა.


სავალდებულო ლიტერატურა:
მე-16 კვირა  საქართველოს კონსტიტუცია;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
პრაქტიკული  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;
(3 სთ) https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32944&lang=ge
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32986&lang=ge
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი;
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
 გ.კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ.
2011.
სტუდენტის აქტივობა იმიტირებულ პროცესზე - 10 ქულა
პრაქტიკული:მესამე საკონსტიტუციო იმიტირებული პროცესითემაზე:საკონსტიტუციო დავა სახელმწიფო
ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ.

მესამესაკონსტიტუციოიმიტირებული პროცესის შედეგებისგანხილვა.


სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია;
მე-17 კვირა
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32944&lang=ge
(3 სთ)
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32986&lang=ge
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი;
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
 გ.კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ.
2011.
სტუდენტის აქტივობა იმიტირებულ პროცესზე - 10 ქულა
მე-18-მე-19 დასკვნითი გამოცდა (2 სთ.) – 30 ქულა
კვირა
მე-20-21-ე განმეორებითი გამოცდა
კვირა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი პრაქტიკული (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

5
შეფასების კრიტერიუმები

N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 პრაქტიკული აქტივობები (10X10):10 10

1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30

1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30

2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30

სულ 100ქულა

შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და


შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

დადებით შეფასებად ჩაითვლება:


 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასება ითვალისწინებს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შეფასებას,


ინდივიდუალური საშინაო დავალების მომზადებისა და მისი საჯარო პრეზენტაციის შეფასებას, ასევე
პირველიშუალედური გამოცდის და მეორე შუალედური გამოცდის შეფასებას.

იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობადა ინდივიდუალური საშინაო დავალების მომზადება და მისი


საჯარო პრეზენტაცია ფასდება10 ქულით. იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობადა ინდივიდუალური
საშინაო დავალების მომზადებისა და მისი საჯარო პრეზენტაციის შეფასებების საბოლოო ქულა იანგარიშება საშუალო
არითმეტიკულით ანუ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისათვის, ასევე ინდივიდუალური საშინაო
დავალების მომზადებისა და მისი საჯარო პრეზენტაციისათვის მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით ჩატარებულ
აქტივობათა რაოდენობაზე. ამრიგად, იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისათვიდა
ინდივიდუალური საშინაო დავალების მომზადებისა და მისი საჯარო პრეზენტაციისათვისსტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმებია:

ა. მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა, დასკვნის უნარი - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა - სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული
ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. ზედმიწევნით იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს,
გამოაქვს სწორი დასკვნები;
 4 ქულა - სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ათვისებული აქვს

6
ძირითადი ლიტერატურა, იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, გამოაქვს სწორი დასკვნები,
თუმცა აღინიშნება რამდენიმე არაარსებითი შეცდომა;
 3 ქულა - სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. იცავს
მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, დასკვნების ძირითადი ნაწილი სწორია, თუმცა აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა;
 2 ქულა - სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. არღვევს მატერიალურ,
პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, დასკვნების ძირითადი ნაწილი მცდარია;
 1 ქულა - სტუდენტს არა აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. არღვევს მატერიალურ, პროცესუალურ და
ეთიკურ ნორმებს, დასკვნები არსებითად მცდარია;
 0 ქულა - სასამართლო პროცესი არ მიუღია მონაწილეობა.

ბ. წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.), ვერბალური კომუნიკაციის, მათ
შორის მსჯელობის უნარი - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) ზედმიწევნით
კარგადაა შედგენილი/გამოსვლები ზედმიწევნით არგუმენტირებულია, სტუდენტის პოზიცია გამყარებულია
შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობით. იგი კარგად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 4 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) კარგადაა
შედგენილი/გამოსვლები არგუმენტირებულია. სტუდენტის პოზიცია უმეტესწილად გამყარებულია შესაბამისი
სამართლებრივი მსჯელობით.. იგი საკმარისად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 3 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) დამაკმაყოფილებლას
არის შედგენილი/გამოსვლები არ არის საკმარისად არგუმენტირებულია. სტუდენტის პოზიცია პერიოდულად
ემყარება შესაბამის მსჯელობას. იგი არასრულად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას.;
 2 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) ხარვეზითაა
შედგენილი/გამოსვლები სუსტადაა არგუმენტირებული. სტუდენტის პოზიცია ფაქტობრივად არ ემყარება
შესაბამის მსჯელობას. იგი ნაწილობრივ ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 1 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) არ იქნა
წარმოდგენილი/გამოსვლები არ არის არგუმენტირებული. სტუდენტის პოზიცია არ ემყარება შესაბამის მსჯელობას.
იგი არ ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 0 ქულა - სასამართლო პროცესი არ მიუღია მონაწილეობა.

კურსის განმავლობაში სტუდენტი ამზადებს ინდივიდუალურ წერით საშინაო დავალებას და მე-10 სასწავლო კვირას
ახდენს აუდიტორიის წინაშე მის საჯარო პრეზენტაციას. პრეზენტაცია სავალდებულოა ჩატარდეს Power Points
გამოყენებით.ინდივიდუალურ წერით საშინაო დავალება შეეხება კონკრეტული საკითხის ირგვლივ სასამართლო
პრაქტიკის ანალიზს.

საშინაო დავალების მომზადებისა და აუდიტორიის წინაშე მისი საჯარო პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

ა. ფორმალური მხარე და პრეზენტაციის ტექნოლოგია - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა- წარდგენილი საპრზენტაციო მასალების გაფორმების ვიზუალური მხარე მოწონებას იმსახურებს, მასალები
დამოუკიდებლად არის მომზადებული კომპიუტერული ტექნიკისა და შესაბამისი პროგრამების გამოყენებით და ა.შ;
სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, კომპეტენციების წარმოჩენა და საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ
დისკუსიაში მონაწილეობა, არგუმენტების მოყვანა და თავისი მოსაზრებების დაცვა;
 4 ქულა - წარდგენილი საპრზენტაციო მასალების გაფორმების ვიზუალური მხარე სათანადო დონეზეა
შესრულებული, მოხსენება დამოუკიდებლად არის მომზადებული კომპიუტერული ტექნიკის და შესაბამისი
პროგრამების გამოუყენებით და ა.შ; სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, კომპეტენციების წარმოჩენა და
საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, მაგრამ უჭირს არგუმენტების მოყვანა და
თავისი მოსაზრებების დაცვა;
 3 ქულა - წარდგენილი საპრზენტაციო მოხსენების გაფორმების ვიზუალური მხარე დამაკმაყოფილებელია,
მასალების ძირითადი ნაწილი დამოუკიდებლად არის მომზადებული კომპიუტერული ტექნილის და შესაბამისი
პროგრამების გამოუყენებით და ა.შ.; სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, მაგრამ უჭირს კომპეტენციების
წარმოჩენა და საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, ვერ ასრბუთებს საკუთარ
მოსაზრებების და უჭირს დიაკუსიაში მონაწილეობა;
 2 ქულა - წარდგენილი საპრეზენტაციო მოხსენების გაფორმების ვიზუალური მხარე არა დამაკმაყოფილებელია;
სტუდენტს უჭირს მოხსენების პრეზენტაცია, ვერ მონაწილეობს მოხსენებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში და
პასუხობს მოლოგ კონკრეტულად დასმულ შეკითხვებზე, არ შეუძლია არგუმენტირუბული მოსაზრების
ჩამოყალიბება, მსჯელობა და არგუმენტების მოყვანა;
 1 ქულა - წარდგენილი საპრზენტაციო მოხსენების გაფორმების ვიზუალური მხარე არადამაკმაყოფილებელია;
სტუდენტს არ შეუძლია მოხსენების პრეზენტაცია, ვერ მონაწილეობს დისკუსიაში;

7
 0 ქულა - საშინაო დავალება/პრეზენტაცია მომზადებული არ არის.

ბ. შინაარსობრივი მხარე - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა - ნაშრომი სრულფასოვნად ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, ნაშრომის სტრუქტურა, განხილული
საკითხები და ნაშრომის თემატიკა ურთიერთშესაბამისობაშია; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია უახლესი ინ-
ფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა; სტუდენტმა გამოავლინა ინფორმაციის/მონაცემების მოძიების და კრიტი-
კული ანალიზის უნარი; შეძლო ნაშრომის დასკვნების ლოგიკურად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება;
 4 ქულა - ნაშრომი ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, ნაშრომის სტრუქტურა, განხილული საკითხები და
ნაშრომის თემატიკა ურთიერთშესაბამისობაშია, თუმცა სრულფასოვანი არ არის და განხილული საკითხები
სრულად არ ასახავენ მიცემულ დავალებას; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია საკმარისი ინფორმაცია,
მონაცემები და ლიტერატურა;
 3 ქულა - ნაშრომი სრულად არ ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, ნაშრომის სტრუქტურა, განხილული
საკითხები და ნაშრომის თემატიკა დასახვეწია, განხილული საკითხები არ არ ქმნის სრულ წარმოდგენას
საპრეზენტაციო მოხსენების თემაზე; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია მწირი ინფორმაცია, მონაცემები და
ლიტერატურა;
 2 ქულა - ნაშრომში განხილული საკითხები ძირითადად შეესაბამება მოხსემენის თემატიკას, მაგრამ არ იკვეთება
ნაშრომის სტრუქტურის, განხილული საკითხების და ნაშრომის თემატიკის ლოგიკური კავშირი. განხილული
საკითხები არ არ ქმნის სრულ წარმოდგენას საპრეზენტაციო მოხსენების თემაზე; ნაშრომზე მუშაობისას
გამოყენებულია მწირი ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა;
 1 ქულა - ნაშრომში განხილული საკითხები არ შეესაბამება მოხსემენის თემატიკას,
 0 ქულა - საშინაო დავალება მომზადებული არ არის.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 1თეორიულ საკითხს, 2 კაზუსსდა 20 ტესტს. თეორიულ საკითხი ფასდება 10 ქულით,
თითოეული კაზუსი 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. მეორე შუალედური
გამოცდა ტარდება მე-13-მე-14 სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა მოიცავს 1 თეორიული
საკითხს,2 კაზუსს და 5ღია კითხვას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი 5 ქულით, ხოლო
თითოეული ღია კითხვა - 2 ქულით.

სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო
მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების
გათვალისწინებით. დასკვნითი გამოცდა მოიცავს 2თეორიულ საკითხს და 2კაზუსს. თეორიული საკითხი ფასდება 10
ქულით, ხოლო თითოეული კაზუსი 5 ქულით.

შუალედურ და დასკვნით გამოცდაში კაზუსის/თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:

 5 – 4 ქულა/8-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 3-4 ქულა/6-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ
არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 2-3 ქულა/4-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 1-2 ქულა/2-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა

8
გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 0.1-1 ქულა/0.1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი
არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შუალედურ გამოცდაში ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია:

 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;


 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

 საქართველოს კონსტიტუცია;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32944&lang=ge
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32986&lang=ge
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი;
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიღებული 1997 წლის 14 ნოემბერს;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორიადა სხვები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
კომენტარი, თბ.,2008.
 გ.კახიანი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი, თბ. 2011.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 მ. ვაჩაძე, ი. თოდრია, პ. ტურავა, ნ. წკეპლაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,


თბ., 2005. www.gtz-law-caucasus.net
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, ჯ. რუსიაშვილი, ი. ტაბუცაძე. გამომცემლობა
“სამართალი”, თბილისი, 2000;
 ავტორთა კოლექტივი: ზურაბ ადეიშვილი, გერდ ვინტერი, დიმიტრი ქიტოშვილი. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარი, თბ., 2002;
 ავტორთა კოლექტივი: ზურაბ ადეიშვილი, ქეთევან ვარდიაშვილი, ლევან იზორია, ნინო კალანდაძე, მაია
კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ტურავა, დიმიტრი ქიტოშვილი. ზოგადი ადმინისტრაციული
სამართლის სახელმძღვანელო, თავი 8. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული
მართლმსაჯულება. თბ., 2005;
 თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, გამომცემლობა „სანი”,
2004;
 მ. კოპალეიშვილი. ადმინისტრაციული გარიგება, თბ., 2003;
 პ. ტურავა, ი. ხარშილაძე, ადმინისტრაციული წარმოება, 2006;
 პ.ტურავა, ნ.წკეპლაძე, ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბ.,
2010;
 მ.სალხინაშვილი, ზ.მეიშვილი, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების
თავისებურებანი, თბ.,2005;
 გ. კახიანი: საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი და მისი ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში:
კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი, თბ., 2008;
 დ. გეგენავა: საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართლაწარმოების ძირითადი სისტემური
პრობლემები, თბ. 2012;
 ვ. მენაბდე: კონკრეტული კონტროლის პარადიგმა კონსტიტუციონალიზმში, სტატიათა კრებული, ადამიანის
უფლებათა დაცვის კონსტიტუციური და საერთაშორისო მექანიზმები, გამომც. GTZ 2010;
 ლ. იზორია: თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე ადმინისტრაცია, თბილისი, 2009.
 პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი

9
მოსამართლეებისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2010.www.supremecourt.ge
 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეებზეwww.supremecourt.ge

სილაბუსის ავტორი

10

You might also like