You are on page 1of 8

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის
შესავალი სამართალმცოდნეობაში
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სტატუსი
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS
სასწავლო კურსის სემესტრი საათები (სავალდებულო,
საფეხური წელი წელი კრედიტი
არჩევითი)
პარამეტრები
ბაკალავრიატი პირველი 2014-2015 პირველი 5 125 სავალდებულო
დამოუკიდებელი
საკონტაქტო საათები
საათების მუშაობის საათები
ლექცია ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული გამოცდები
განაწილება 80
26 13 0 6
ინდივიდუალური
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია
მუშაობა
პასუხისმგებელი
ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
ლექტორი დავით
პროფესორი ორშაბათი 16.00.-18.00
ბოსტოღანაშვილი 577 241170 david.bostoghanashvili@tsu.ge

სასწავლო კურსის მიზნები:

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 შესძინოს ფართო თეორიული ცოდნასამართლის ძირითადი ცნებების და კატეგორიების, სამართლის ძირითადი


თეორიების, განმარტების მეთოდების, სამართლის ფილოსოფიური და სოციალური საფუძვლების, სამართლის
ფუნქციების სამართლის, ჩვეულებისა და მორალის ურთიერთობის საკითხების, სამართლის კულტურასთან,
პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან დამოკიდებულების, სამართლის წყაროების, ასევე სამართლის ნორმის ცნების,
სახეების, სტრუქტურის შესახებ;
 გამოუმუშავოს დარგობრივი დისციპლინების დაუფლებისათვის სამართლებრივი კატეგორიებით აზროვნების
საწყისი უნარები.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსს დაშვების წინაპირობები არ გააჩნია

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტიშეიძენს ფართო თეორიულ ცოდნასსამართლის ფუნქციების, სამართლის
ძირითადი თეორიების, სამართლებრივი მოწესრიგების მეთოდებისა და სტადიების,განმარტების მეთოდების,
სამართლის ფილოსოფიური და სოციალური საფუძვლების, სამართლის ფუნქციების, სამართლის ნორმის სახეების და
სტრუქტურის, სამართალშემოქმედების პრინციპების და სახეების, სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტების,
იურიდიული ფაქტების, სამართლის ნორმის შეფარდების სტადიების,ასევე იურიდიული პასუხისმგებლობის
საფუძვლებისა და სახეების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნებასამართლის არსი და სოციალური


ღირებულება,სამართლისა და კანონმდებლობის სისტემების თანაფარდობა, სამართლის, მორალისა და ჩვეულების
ურთიერთობის მნიშვნელობა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სამართლის ნორმის სტრუქტურის განსაზღვრას;
 ნორმატიული აქტის მოქმედების ფარგლების განსაზღვრას და სამართლის ნორმის დროში და სივრცეში სწორად

1
გამოყენებას;
 ნორმატიული აქტების იერარქიის განსაზღვრას და ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში მათ სწორად გამოყენებას;
 სამართლის თეორიული ასპექტების შესახებ საბაზისო ცოდნის გამოყენებას სამართლის ცალკეული დარგობრივი
დისციპლინების შესწავლისას.

დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სამართლის ძირითადი თეორიების შესახებ არგუმენტირებული და დასაბუთებული დასკვნის გაკეთებას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სამართლის ძირითადი თეორიებისა და სამართლის მეთოდების საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული
აზრის გაგებას და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის
გადმოცემას.

სწავლის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სამართლის ძირითადი თეორიების შესახებ ცოდნის მუდმივად განახლებას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის
ვერბალურად გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება დემონსტრირების
მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება
თვალსაჩინოს გახდის სასწავლო მასალის აღქმას. გარდა ამისა ლექციაზე გამოყენებული იქნება სწავლების ინდუქციური
და დედუქციური მეთოდები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს.
აღნიშნული მეთოდი გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. სემინარულ მეცადინეობებზე
გამოყენებული იქნება დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და
აქტივობის ამაღლებას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ
პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი განუვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის
დასაბუთების უნარს.

სასწავლო კურსის შინაარსი:


სასწავლო კვირა და თემის დასახელება დაშინაარსი
მეცადინეობის
ფორმა
თემა 1. სამართლის ზოგადი თეორია, როგორც მეცნიერება და სასწავლო დისციპლინა

1-ლი კვირა სამართლის ზოგადი თეორია, როგორც მეცნიერება და სასწავლო დისციპლინა, შესწავლის საგანი
და კვლევის მეთოდები, ფუნქციები.იურისპრუდენცია, როგორც მეცნიერება - არის თუ არა
ლექცია(2 სთ) იურისპრუდენცია მეცნიერება; იურისპრუდენციის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში; სამეცნიერო
კვლევის მეთოდები; სამართლის მეცნიერების ფუნქციები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ. 3–8.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 3–8.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.11–32.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის
მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
თემა 2. სამართლის ცნება, არსი და ნიშნები

სამართლის ცნება, არსი და ნიშნები, წარმოშობის თავისებურებანი; სამართლის პრინციპები;


სამართლის სოციალური ღირებულება და ფუნქციები; სამართლის ადგილი სოციალურ ნორმათა
სისტემაში; რელიგიისა და სამართლის თანაფარდობა; სამართლის ძირითადი თეორიები.
მე-2 კვირა სამართალი, როგორც მავალებელი და აღმჭურველი დებულებების სისტემა; სამართალი

2
მოქმედებაში; სამართალი, როგორც სამართლიანობის პრობლემების გადაწყვეტის გზა; კანონები,
ლექცია (2 სთ) როგორც ობიექტივირებული წესები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
264–327.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 46–61.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.32–45.
 რ. ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, მიუნხენი, 2006, გვ. 2-33.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 3. სამართლებრივი მოწესრიგების ცნება, საგანი, მეთოდები

სამართლებრივი მოწესრიგების ცნება, საგანი, მეთოდები, ხერხები, სტადიები და მექანიზმები.


მე-3 კვირა სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
ლექცია (2 სთ) 328–345.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.45–50.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 4. სამართლის ნორმის ცნება და ნიშნები

მე-4 კვირა სამართლის ნორმის ცნება და ნიშნები; სამართლის ნორმათა სახეები; სამართლის ნორმის
სტრუქტურა. სამართლის ნორმების აგებულება და ურთიერთკავშირი - ქმედების შემადგენლობა
ლექცია (2 სთ) და სამართლებრივი შედეგი; ქმედების ძირითადი შემადგენლობები და განმავრცობელი
დებულებები; სამართლის ნორმათა კონკურენცია.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2013. გვ.
346–366.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 114–126.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.50–66.
 რ. ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, მიუნხენი, 2006, გვ. 34-51.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 5. სამართლის ფორმის (წყაროს) ცნება და სახეები

სამართლის ფორმის (წყაროს) ცნება და სახეები; სამართალშემოქმედება და მისი ეტაპები;


მე- 5 კვირა სამართალშემოქმედების პრინციპები და სახეები.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
367–390.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 138–140;148–151.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.130–137.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 6-მე-7 კვირა პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 6. კანონის ცნება და სახეები

კანონის ცნება და სახეები; სამართლისა და კანონის თანაფარდობა; ნორმატიული აქტების


მე-8 კვირა მოქმედება დროში, სივრცეში და პირთა წრის მიხედვით.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
391–397.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 152–156.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.137–148.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - პირველი შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
მე-9 კვირა თემა 7.ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია

ლექცია (2 სთ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია; საკანონმდებლო ტექნიკა.


სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
397–402.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 151–152.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004 წ. გვ.205–212.

3
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 8. ქართული სამართლის სისტემის ცნება

ქართული სამართლის სისტემის ცნება; კანონმდებლობის სისტემა; სამართლისა და


კანონმდებლობის სისტემის განვითარების ტენდენციები.
მე-10 კვირა
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
ლექცია (2 სთ)
403–432.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბილისი, 2011. გვ. 104–108.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.212–218.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 9. სამართლებრივი ურთიერთობის საგანი

სამართლებრივი ურთიერთობის საგნის ცნება; სამართლის სუბიექტები; სამართლებრივი


ურთიერთობის ობიექტები; უფლება და მოვალეობა, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის
მე-11 კვირა
შინაარსი; იურიდიული ფაქტები.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
448–473.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბილისი, 2011. გვ. 157–174.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.199–205.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 10. სამართლის ნორმის ახსნა-განმარტება

სამართლის ნორმის ახსნა-განმარტება - ცნება, ხერხები, ფორმები სუბიექტები და ფუნქციები.


კანონის ინტერპრეტაცია, განვრცობა და შესწორება - ინტერპრეტაციის „კლასიკური“
კრიტერიუმები; ნორმის სიტყვითი მნიშვნელობა, როგორც კანონის ინტერპრეტაციის ამოსავალი
წერტილი და მისი ფარგლები; სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის არგუმენტაციული განსაზღვრა;
მე-12 კვირა
კანონთა განვრცობა და შესწორება; ტიპიურ შემთხვევათა შედარება; სამართლის განვითარების
ეფექტურობა და ლეგიტიმურობა.
ლექცია (2 სთ)
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
474–491.
 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 131–137.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004 წ. გვ.148–164.
 რ. ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, მიუნხენი, 2006, გვ. 52-108.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-13-მე-14 კვირა მეორე შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 11. სამართლის რეალიზაცია და სამართლის ნორმის შეფარდება

სამართლის რეალიზაცია და სამართლის ნორმის შეფარდება. შეფარდების სტადიები, შეფარდების


აქტები; კანონისა და სამართლის ანალოგია. სამართლის ნორმების გამოყენება - „შესაბამისი“
სამართლის ნორმის მოძებნა; „ფაქტის საკითხი“; სუბსუმცია და ინტერპრეტაციის სივრცე;
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.
სავალდებულო ლიტერატურა:
მე-15 კვირა  გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
492–509.
ლექცია (2 სთ)  გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 126–131.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.194–199.
 რ. ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, მიუნხენი, 2006, გვ. 109-135.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - მეორე შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
მე-16 კვირა თემა 12. მართლზომიერი ქცევა და სამართალდარღვევა. იურიდიული პასუხისმგებლობის ცნება
და სახეები. კანონიერება და მართლწესრიგი
ლექცია (2 სთ)
მართლზომიერი ქცევა და სამართალდარღვევა. ადამიანის ქცევა და სამართალი; პოლიტიკური და
ზნეობრივი პასუხისმგებლობა. იურიდიული პასუხისმგებლობის ცნება, პრინციპების განსაზღვრა,
საფუძვლები და სახეები; იურიდიული პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი იძულების
ლეგიტიმურობა.კანონიერება და მართლწესრიგი. კანონიერების ცნება; კანონიერების პრინციპების
განსაზღვრა და განმტკიცება; კანონიერებისა და კანონმდებლობის თანაფარდობა სამართლის

4
თეორიაში; მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი წესრიგის თანაფარდობა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გივი ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014. გვ.
510–597.
 გივი ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 108–113.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.94–102, 113–121.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 13. სამართალი, როგორც სისტემა; საჯარო და კერძო სამართალი. საერთაშორისო
სამართლებრივი სისტემები

საჯარო და კერძო სამართლის გამიჯვნის თეორიები; ინტერესების თეორია; სუბორდინაციის


თეორია; სუბიექტის თეორია. საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები; შედარებითი
მე-17 კვირა
სამართალმცოდნეობა, როგორც მეთოდი და მეცნიერება; მსოფლიო თანამედროვე სამართლებრივი
ოჯახები.
ლექცია (2 სთ)
სავალდებულო ლიტერატურა:
 გივი ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (პრობლემები), თბ., 2014.. გვ.
598–606.
 გივი ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011. გვ. 175–182.
გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004. გვ.210–218.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-18-მე-19 კვირა დასკვნითი გამოცდა (2 სთ.) – 30 ქულა
მე-20-21-ე კვირა განმეორებითი გამოცდა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

შეფასების კრიტერიუმები

N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 ზეპირი/წერითი გამოკითხვა (ტესტირება) (10X10):10 10

1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30

1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30

2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30

სულ 100ქულა

შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და


შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

დადებით შეფასებად ჩაითვლება:


 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

5
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასება ითვალისწინებს ყოველკვირეულ გამოკითხვას (წერითი გამოკითხვა


(ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა), პირველ შუალედურ გამოცდას და მეორე შუალედურ გამოცდას.

თითოეული ყოველკვირეული გამოკითხვა (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) ფასდება 10 ქულით.


ყოველკვირეული შეფასებების საბოლოო ქულა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ანუ ყოველკვირეულ
გამოკითხვებში მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით ჩატარებულ ყოველკვირეულ გამოკითხვათა რაოდენობაზე.
ამრიგად, ყოველკვირეულ შეფასებებში (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა. სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრული, სამართლებრივად დასაბუთებული და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, პასუხი (მოხსენება) სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს გააზრებული
აქვს და ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ
გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს
ნაწილობრივ. მისი იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა პრობლემურ საკითხებში. მისი პასუხი არსებითად
მცდარია. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

სტუდენტის წერითი გამოკითხვა (ტესტირება) შეიძლება მოიცავდეს თეორიული საკითხის, ღია კითხვის, ტესტის
კომბინაციას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით. თითოეულ ტესტს
გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი ფასდება
0.5 ქულით.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო
თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების
30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ტარდება მე-13-მე-14 სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ
გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

6
მეორე შუალედური გამოცდა ასევე მოიცავს 2 თეორიულ საკითხს 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო
შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება
სავალდებულო მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების
გათვალისწინებით. დასკვნითი გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 5 ღია კითხვას. თეორიული საკითხი
ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით.

ყოველკვირეულ წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში თეორიული საკითხის


შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 7-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ არის.
სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 5-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 3-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია.
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შენიშვნა: თეორიული საკითხის შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება
ითვალისწინებს სტუდენტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

ყოველკვირეულ, წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში ღია კითხვის შეფასების
კრიტერიუმებია:

 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;


 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

 გ. ლობჟანიძე, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2014 წ.


 გ. ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011 წ.
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, “მერიდიანი”, 2004წ.
 რ. ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, მიუნხენი, 2006.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 ბ. სავანელი, თანამედროვე სამართლის თეორია (იურისპრუდენცია), თბ., 2004.

7
 ქართული სამართლის საფუძვლები, რედ. რ. შენგელია, გამომც. "მერიდიანი", თბ., 2000.
 ა. ივანოვი, ნ. დარბაიძე, სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, თბ., 2009.

სილაბუსის ავტორი

You might also like