You are on page 1of 7

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი


სასწავლო კურსის
გადახდისუუნარობის სამართალი
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS სტატუსი (სავალდებულო,
სასწავლო კურსის სემესტრი საათები
საფეხური წელი წელი კრედიტი არჩევითი)
პარამეტრები ბაკალავრიატი მეოთხე 2017-2018 მერვე 5 125 არჩევითი
დამოუკიდებელი
საკონტაქტო საათები
საათების მუშაობის საათები
ლექცია ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული გამოცდები
განაწილება 80
26 13 0 6
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა
პასუხისმგებელი ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
მოწვეული
ლექტორი კარლო ბზიშვილი
სპეციალისტი
ორშაბათი 14.00.-16.00.
599 570823 kbzishvili@gtu.ge

სასწავლო კურსის მიზნები:

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნაგადახდისუუნარობის ქართული სამართლის ძირითადი პრინციპების, ინსტიტუტების,


წყაროების,გადახდისუუნარობის საფუძვლების, გადახდისუუნარობის წარმოების მონაწილე სუბიექტების
სამართლებრივი სტატუსის, მათი უფლებების და მოვალეობების, გაკოტრების საქმის წარმოების თავისებურებების,
რეაბილიტაციის წარმოების თავისებურებების, ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ძირითადი
პრაქტიკული პრობლემების და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ;
 განუვითაროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტისას
გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების მარეგულირებელი სპეციალური ნორმებისა და შესაბამისი სამართლის
ნორმათა გამოყენების გზით პრობლემის იდენტიფიცირების, მისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემის და
შესაბამისად სწორად გადაწყვეტის უნარი.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსი - სამოქალაქო სამართლის პროცესი

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას გადახდისუუნარობის ქართული
სამართლის ძირითადი ინსტიტუტების(გადახდიუუნარობა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გაკოტრებისა და
რეაბილიტაციის წარმოება, მმართველი გადახდისუუნარობის წარმოებაში და სხვ.), გადახდისუუნარობის სამართლის
ძირითადი პრინციპების, ნორმების, სუბიექტებისა და ობიექტების ურთიერთმიმართების, იურიდიული პირების
საკუთრებასთან, მის გასხვისებასა და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
სპეციფიკა, რეაბილიტაციის არსი, სასამართლოსა და რეაბილიტაციის მმართველის როლი და უფლებამოსილებები
გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცედურების განხორციელებისას, ვალაუვალობის წარმოებაზე სასამართლო
გადაწყვეტილებების მნიშვნელობა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 გადახდისუუნარობის სამართლის პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტისათვის
ნორმატიული საფუძვლების მოძიებას;

1
 გადახდისუუნარობის სამართლის მარეგულირებელი ნორმების განმარტებას, აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე
გადაწყვეტილების მიღებას, გაკოტრების საკითხებთან დაკავშირებული ნორმების პრაქტიკაში სწორად გამოყენებას;
 გადახდისუუნარობის საქმეზე შესაბამისი იურიდიულიკონსულტაციების გაწევას, აღნიშნულ საქმეში
კრედიტორისანმოვალისინტერესებისწარმოდგენას, გადახდიუუნარობის განცხადებების, კერძო საჩივრების
შედგენას, კრედიტორთა კრებებში მონაწილეობის მიღებას.

დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 გადახდისუუნარობის სამართლისსაკითხებზე არსებული პრობლემების ხედვას, პრობლემური საკითხების ანალიზს
და სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 გადახდისუუნარობის სამართლისსაკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და
იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის გადმოცემას.

სწავლის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 გადახდისუუნარობის სამართლისსაკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის და
მეცნიერული სიახლეების მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის ვერბალური
გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება ახსნა-განმარტების მეთოდი.
აღნიშნული მეთოდი გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი
ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის ფარგლებში.
სემინარულ მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება კაზუისტიკური სწავლების მეთოდი (შემთხვევის ანალიზის
(CASESTUDY) მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების) განიხილვას, აგრეთვე
დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას.
დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ
დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი განუვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

სასწავლო კურსის შინაარსი:


სასწავლო კვირა და თემის დასახელება და შინაარსი
მეცადინეობის
ფორმა
თემა 1. გადახდისუუნარობის სამართლის მიზანი და ამოცანები

1-ლი კვირა მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა; მოვალის ფინანსური


სიძნელეების გადაჭრა;კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება; გადახდისუუნარობის
ლექცია(2 სთ) სამართლის განვითარება.
სავალდებულო ლიტერატურა:
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბილისი
2011. გვ. 11–14, 16-17, 21-23;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბილისი 2006. გვ. 1–10;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბილისი 2011. გვ. 8–22, 140-147.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის
მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
თემა 2. გადახდისუუნარობის წარმოების წინაპირობები

ვალაუვალობაუნარიანობა: კერძო სამართალსუბიექტურობა, საკმარისი ქონების არსებობა;


გადახდისუუნარობის წარმოების ფორმალური წინაპირობა - გადახდისუუნარობის განცხადება;

2
გადახდისუუნარობის წარმოების მატერიალური წინაპირობა - გადახდისუუნარობის საფუძვლები:
მე-2 კვირა გადახდისუუნარობა და მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბილისი
2011. გვ. 19–21, 29-31;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბილისი 2006. გვ. 11–29;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბილისი 2011. გვ. 152–159.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 3. ვალაუვალობაუნარიანობა

გადახდისუუნარობის წარმოების სუბიექტი - ვალაუვალი მოვალე. საკმარისი ქონება - როგორც


მე-3 კვირა გადახდისუუნარობის წარმოების გახსნის აუცილებელი წინაპირობა. უარი წარმოების გახსნაზე
საკმარისი ქონების არარსებობის გამო.
ლექცია (2 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბილისი
2011. გვ. 98-102;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბილისი 2006. გვ. 11–18.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 4. გადახდისუუნარობის საფუძვლები

მე-4 კვირა გადახდისუუნარობა, ცნება და დახასიათება. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, ცნება და


დახასიათბა. გადახდისუუნარობის საფუძვლების შემოწმება და დადგენა.
ლექცია (2 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბილისი
2011. გვ. 29–31, 84-92;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბილისი 2006. გვ. 18–25;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბილისი 2011. გვ. 152–159.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 5. გადახდისუუნარობის განცხადების განხილვის წარმოება

განცხადების შეტანაზე უფლებამოსილი პირები; განცხადების ფორმალური კრიტერიუმები;


განცხადების დასაშვებობა; განცხადების განხილვის ვადები; გადაწყვეტილების მიღება
განცხადების ირგვლივ; განცხადების წარმოებაში მიღების სამართლებრივი შედეგები; განცხადების
მე- 5 კვირა უარყოფის სამართლებრივი შედეგები.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბილისი
2011. გვ. 31–45;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბილისი 2006. გვ. 25–30.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 6-მე-7 კვირა პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
მე-8 კვირა თემა 6. გადახდისუუნარობის წარმოების ორგანოები

ლექცია (2 სთ) გადახდისუუნარობის სასამართლო: ქვემდებარეობა და განსჯადობა; გადახდისუუნარობის


სასამართლოს ფუნქციები და ამოცანები; გადახდისუუნარობის სასამართლოს განჩინებები და მათი
გასაჩივრების წესი; სარჩელის განხილვა გადახდისუუნარობის სასამართლოს მიერ; მომრიგებელი
საბჭო: შემადგენლობა და არჩევის წესი; მომრიგებელი საბჭოს კომპეტენციები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბილისი
2011. გვ. 23–29, 39-45, 102-105, 123-124;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბილისი 2006. გვ. 30–36.

3
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - პირველი შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 7.მმართველები ვალაუვალობის წარმოებაში

მეურვის სტატუსი და უფლებამოსილება; გაკოტრების მმართველის სტატუსი და


უფლებამოსილება; რეაბილიტაციის მმართველის სტატუსი და უფლებამოსილება; მმართველების
მე-9 კვირა დანიშვნის (არჩევის) წესი, გასამრჯელო, პასუხისმგებლობა.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბილისი
2011. გვ. 53–81, 108-115;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბილისი 2006. გვ. 36–46, 106-121, 129-131;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბილისი 2011. გვ. 140–147.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 8. გადახდისუუნარობის კრედიტორი

გადახდისუუნარობის კრედიტორის ცნება და სამართლებრივი მდგომარეობა. კრედიტორის


მოთხოვნა და მისი შემოწმება.
სავალდებულო ლიტერატურა:
მე-10 კვირა  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი.
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=23572&lang=ge
ლექცია (2 სთ)  ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბ., 2011.
გვ. 81–98;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბ., 2006. გვ. 70-83;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბ., 2011. გვ. 33–44.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 9. გადახდისუუნარობის კრედიტორთა ორგანოები

კრედიტორთა კრება; კრედიტორთა კომიტეტი.


მე-11 კვირა
სავალდებულო ლიტერატურა:
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
ლექცია (2 სთ)
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბ., 2011.
გვ. 122–131;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბ., 2006. გვ. 94–96, 102-105.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 10. უზრუნველყოფილი კრედიტორი

უზრუნველყოფილი კრედიტორის ცნება და დახასიათება; უზრუნველყოფილი კრედიტორის


უფლებამოსილება; უზრუნველყოფილი საგანი და მისი რეალიზაციის წესი.
მე-12 კვირა
სავალდებულო ლიტერატურა:
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
ლექცია (2 სთ)
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბ., 2011.
გვ. 96–97;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბ., 2006. გვ. 90–96;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბ., 2011. გვ. 131–140.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-13-მე-14 კვირა მეორე შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 11. სამეურვეო ქონება

სამეურვეო ქონების შემადგენლობა; სამეურვეო ქონების რეალიზაცია; განაწილების წარმოება


(მოთხოვნების რეესტრი).
სავალდებულო ლიტერატურა:
მე-15 კვირა  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი.
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=23572&lang=ge
ლექცია (2 სთ)  ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბ., 2011.

4
გვ. 45–60, 70-80, 89-92;
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2
გამოცემა, თბ., 2006. გვ. გვ. 122–131, 45-52.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - მეორე შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 12. გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოებები

მე-16 კვირა გაკოტრების საქმის წარმოების თავისებურებანი; რეაბილიტაციის წარმოების თავისებურებები.


სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბ., 2011.
გვ.105-113;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბ., 2011. გვ. 47–61.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 13. გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოებები

რეაბილიტაციის გეგმა: შედგენა და განხორციელება.


მე-17 კვირა
სავალდებულო ლიტერატურა:
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და
ლექცია (2 სთ)
შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“, თბ., 2011.
გვ.113-123;
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბ., 2011. გვ. 135-148.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-18-მე-19 კვირა დასკვნითი გამოცდა (2 სთ.) – 30 ქულა
მე-20-21-ე კვირა განმეორებითი გამოცდა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

შეფასების კრიტერიუმები
N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 ზეპირი/წერითი გამოკითხვა (ტესტირება) (10X10):10 10


1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30
1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30
2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30
სულ 100ქულა

შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და


შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

დადებით შეფასებად ჩაითვლება:


 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ

5
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასება ითვალისწინებს ყოველკვირეულ გამოკითხვას (წერითი გამოკითხვა


(ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა), პირველ შუალედურ გამოცდას და მეორე შუალედურ გამოცდას.

თითოეული ყოველკვირეული გამოკითხვა (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) ფასდება 10 ქულით.


ყოველკვირეული შეფასებების საბოლოო ქულა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ანუ ყოველკვირეულ
გამოკითხვებში მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით ჩატარებულ ყოველკვირეულ გამოკითხვათა რაოდენობაზე.
ამრიგად, ყოველკვირეულ შეფასებებში (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა. სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრული, სამართლებრივად დასაბუთებული და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, პასუხი (მოხსენება) სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს გააზრებული
აქვს და ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ
გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს
ნაწილობრივ. მისი იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა პრობლემურ საკითხებში. მისი პასუხი არსებითად
მცდარია. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

სტუდენტის წერითი გამოკითხვა (ტესტირება) შეიძლება მოიცავდეს თეორიული საკითხის, კაზუსის, ღია კითხვის,
ტესტის კომბინაციას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული
ღია კითხვა 2 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად
ამოხსნილი თითოეული ტესტი ფასდება 0.5 ქულით.
სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა
ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ტარდება მე-13-მე-14
სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო
შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ასევე მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20
ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად
ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის
ტოლია.
სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში

6
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება
სავალდებულო მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების
გათვალისწინებით. დასკვნითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 5 ღია კითხვას. თეორიული
საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით.

ყოველკვირეულ წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში კაზუსის/თეორიული


საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:

 5 ქულა/9-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 4 ქულა/7-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ
არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 3 ქულა/5-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 2 ქულა/3-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1 ქულა/1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შენიშვნა: თეორიული საკითხის შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება
ითვალისწინებს სტუდენტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.
ყოველკვირეულ, წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში ღია კითხვის შეფასების
კრიტერიუმებია:
 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი.


https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=23572&lang=ge
 ჰ. შნიტგერი, რ. მიგრიაული, „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი (დახასიათება და შედარება გაკოტრების
საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან), თბ., 2011. ინტერნეტ
რესურსი:http://www.library.court.ge/upload/giz2011-ge-das-insolvenzgesetz-georgiens.pdf
 რ. მიგრიაული, „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2 გამოცემა, თბ., 2006.
 რ. მიგრიაული, „ქართული კერძო სამართლის საკითხები“, თბ., 2011.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 დ. კერესელიძე, კანონის პროექტი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა
და დამატებების შესახებ, ჟურ. „ქართული სამართლის მიმოხილვა”, 7/2004-4;
 რ. მიგრიაული, შპს-ის გაკოტრების სამართლებრივი საფუძვლები, (შედარებითი ანალიზი ინზოლვენციის
გერმანულ სამართალთან), I გამოცემა, თბ., 1998;
 რ. მიგრიაული, გაკოტრების კრედიტორი, როგორც გაკოტრების წარმოების ერთ-ერთი მხარე, ჟურ. „ალმანახი”, #5,
1998;
 ზ. რუხაძე, გაკოტრების სამართლის განვითარების ისტორიული მიმოხილვა, ჟურ. „ქართული სამართლის
მომოხილვა” 7/2004-4.

სილაბუსის ავტორი

You might also like