You are on page 1of 20

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საფეხური ბაკალავრიატი
სემესტრი საგაზაფხულო
სკოლა სამართლის
პროგრამა სამართალი
სტრუქტურული ჯგუფი სავალდებულო
სასწავლო წელი 2017-2018

სილაბუსი

საკორპორაციო სამართალი

LAW1208C

საკონტაქტო საათები - 32
ECTS სულ დამოუკიდებელი
კრედიტ
შუალედუ დასკვნი
საათი პოსტსემი სამუშაო საათები
ლექცია სემინარი რი თი
ნარი
გამოცდა გამოცდა
5 125 14 11 3 2 2 93

პროფესორი საკონსულტაციო
საკონტაქტო ინფორმაცია ოფისი
/მასწავლებელი საათები
დევი ხვედელიანი განისაზღვრება განისაზღვრება
599366958
ასოცირებული გრაფიკით გრაფიკით
d.khvedeliani@gruni.edu.ge
პროფესორი

ნინო ჭიპაშვილი
599623820
ასოცირებული
nchipashvili@gmail.com
პროფესორი

1
დისციპლინის შინაარსი

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს კორპორაციული სამართალი, რაც მისი (სტუდენტის)
ამ დარგში სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვისაა მიზანშეწონილი. ამისათვის სტუდენტს საშუალება
ეძლევა შეისწავლოს: ნორმატიული მასალა გერმანიის, აშშ-ის მაგალითზე; თანამედროვე ევროპული და
ამერიკული დოქტრინა, მოწინავე დემოკრატიული და ეკონომიკურად გამორჩეული ქვეყნების
სასამართლო პრაქტიკა; კორპორაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სხვა
ნორმატიული მასალა; კურსის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ის საკანონმდებლო
ცვლილებები, რომელიც განხორციელებული იქნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში.
თითოეული საკითხის განხილვისას განხილული იქნება მოცემულ საკითხზე არსებული სასამართლო
პრაქტიკა, მათ შორის ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირებულ
ურთიერთობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა; დამუშავებული იქნება
კაზუსები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები დავის განხილვისას. განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა სტუდენტებში შესაბამისი საკითხების განხილვისას პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას,
სასამართლოში საკითხის განხილვის თავისებურებებისა და სპეციფიკის გაცნობიერებას.
მოცემული კურსსის მიზანია როგორც ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის, ისე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირების” შესახებ
საქართველოს კანონის და სხვა შესაბამისი ნორმატიული მასალის საფუძველზე, ისევე როგორც
შესაბამის ლიტერატურაზე დაყრდნობით, სტუდენტების მიერ საფუძვლიანად მოხდეს სამეწარმეო
სამართლის ძირითადი დებულებების შესწავლა. სწავლების პროცესში სტუდენტთა მიერ უნდა
მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის სწორი გამოყენება და შეფარდება; მათ უნდა შეძლონ
სამეწარმეო საქმიანობის გამიჯვნა სხვა სახის ურთიერთობებისაგან, სხვადასხვა სახის იურიდიული
პირების ერთმანეთისგან გამიჯვნა, მათი საქმიანობის, ფორმირების, რეგისტრაციის და სხვა მათთან
დაკავშირებული შესაბამისი საკითხების თავისებურებების აღქმა; კურსმა ხელი უნდა შეუწყოს მათი
იურიდიული აზროვნების განვითარებას, მაღალკვალიფიციური იურისტის უნარ-ჩვევებების
ჩამოყალიბებას და გაუმჯობესებას როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით; მათ უნდა
შეძლონ სამართლის ნორმის სწორი გამოყენება, სასწავლო კურსმა ხელი უნდა მისი განმარტების
უნარ ჩვევების გამომუშავებას. მათ უნდა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია სამეწარმეო დავების
სასამართლო წესით განხილვის თავისებურებებთან დაკავშირებით; უნდა იცოდნენ ის არსებული
პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბებული და შემუშავებულია საკორპორაციო სამართლის კონკრეტულ
საკითხებზე; მათ უნდა შეძლონ გამოიმუშავონ ის ჩვევები, რომელიც საშუალებას მისცემს
დამოუკიდებლად წარმართონ სასამართლოში სამეწარმეო დავები, მათ შორის შესაბამისი
სარჩელებისა და შესაგებლების მომზადების მეშვეობით.

სწავლის წინაპირობები

LAW1203C
დისციპლინის მიზნები

საკორპორაციო სამართლის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო თეორიული ცოდნა საკორპორაციო


სამართლის ცნებების, მიზნების, ამოცანების, აგრეთვე საკორპორაციო სამართალში შემავალი ძირითადი
საკორპორაციო-სამართებრივი კატეგორიებისა და ინსტიტუტების შესახებ.

საკორპორაციო სამართლის მიზანია საბაზისო თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების, კონკრეტული


დებულებების თავისებურებების სწავლება.

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს კორპორაციული სამართალი, რაც მისი (სტუდენტის)
ამ დარგში სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვისაა მიზანშეწონილი. ამისათვის სტუდენტს საშუალება

2
ეძლევა შეისწავლოს: ნორმატიული მასალა გერმანიის, აშშ-ის მაგალითზე; თანამედროვე ევროპული და
ამერიკული დოქტრინა, მოწინავე დემოკრატიული და ეკონომიკურად გამორჩეული ქვეყნების
სასამართლო პრაქტიკა; კორპორაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სხვა
ნორმატიული მასალა; კურსის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ის საკანონმდებლო
ცვლილებები, რომელიც განხორციელებული იქნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში.
მოცემული კურსსის მიზანია როგორც ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის, ისე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირების” შესახებ
საქართველოს კანონის და სხვა შესაბამისი ნორმატიული მასალის საფუძველზე, ისევე როგორც
შესაბამის ლიტერატურაზე დაყრდნობით, სტუდენტების მიერ საფუძვლიანად მოხდეს სამეწარმეო
სამართლის ძირითადი დებულებების შესწავლა. სწავლების პროცესში სტუდენტთა მიერ უნდა
მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის სწორი გამოყენება და შეფარდება; მათ უნდა შეძლონ
სამეწარმეო საქმიანობის გამიჯვნა სხვა სახის ურთიერთობებისაგან, სხვადასხვა სახის იურიდიული
პირების ერთმანეთისგან გამიჯვნა, მათი საქმიანობის, ფორმირების, რეგისტრაციის და სხვა მათთან
დაკავშირებული შესაბამისი საკითხების თავისებურებების აღქმა; კურსმა ხელი უნდა შეუწყოს მათი
იურიდიული აზროვნების განვითარებას, მაღალკვალიფიციური იურისტის უნარ-ჩვევებების
ჩამოყალიბებას და გაუმჯობესებას როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით; მათ უნდა
შეძლონ სამართლის ნორმის სწორი გამოყენება, სასწავლო კურსმა ხელი უნდა მისი განმარტების
უნარ ჩვევების გამომუშავებას. მათ უნდა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია სამეწარმეო დავების
სასამართლო წესით განხილვის თავისებურებებთან დაკავშირებით; უნდა იცოდნენ ის არსებული
პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბებული და შემუშავებულია საკორპორაციო სამართლის კონკრეტულ
საკითხებზე; მათ უნდა შეძლონ გამოიმუშავონ ის ჩვევები, რომელიც საშუალებას მისცემს
დამოუკიდებლად წარმართონ სასამართლოში სამეწარმეო დავები, მათ შორის შესაბამისი
სარჩელებისა და შესაგებლების მომზადების მეშვეობით.

სწავლის მოსალოდნელი შედეგები

1. ცოდნა და გაცნობირება - სტუდენტს სავარაუდოდ ეცოდინება:

- საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართებრივი ფორმები, მათი დახასიათება, მსგავსება-განსხვავება,


რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, დამფუძნებელთა, ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა პასუხისმგებლობის საკითხები, საწარმოთა მართვის
ორგანოები, გადაწყვეტილებების მიღების წესი, საკუთრების უფლების თავისებურებანი
კორპორაციულ საზოგადოებაში; მეწარმის რეგისტრაციის არსი და მიზნები; საწესდებო კაპიტალი
და მისი ფუნქციები; მცირე აქციონერის ცნება და მცირე აქციონერის უფლებათა ფარგლების
ბოროტად გამოყენება; და სხვა.

- სტუდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა სამართლებრივ ოჯახს მიკუთვნებულ


საკორპორაციო სამართლის სისტემათა განხილვის საფუძველზე გაანალიზოს საკორპორაციო
სამართლის არსი, განასხვავოს და გამიჯნოს ერთმანეთისგან რამდენიმე ქვეყნის სამართლებრივი
რეგულირება და ინდიფერენტული რეგულირების გამომწვევი ისეთი მიზეზები, როგორიცაა
ეკონომიკური გარემო და კაპიტალის ბაზარი. შედარებით-სამართლებრივ კონტექსტში
კორპორაციული სამართლისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების თეორიული შესწავლა
სტუდენტს მისცემს საშუალებას უკეთ გააცნობიეროს ქართული საკორპორაციო სამართლის
ინსტიტუტების არსი და იურიდიული ბუნება; მას ეცოდინება ასევე საკორპორაციო დავების
განხილვის წესი საქართველოში და შეეძლება მათი შედარებითი ანალიზის გაკეთება სხვა ქვეყნის

3
საკორპორაციო სამართალთან მიმართებაში; სამეწარმეო სამართლის ძირითად საკითხებზე
არსებული სასამართლო პრაქტიკა და შედარებითი ანალიზის გაკეთება.

2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - სტუდენტი სავარაუდოდ შეძლებს:

 გამოიმუშავებს სხვადასხვა სამართლებრივ სივრცეში დაფუძნებულ და ფუნქციონირებად


საზოგადოებათა საქმიანობის დროს წამოჭრილ პრობლემათა იდენტიფიცირებას და
ურთიერთანხვედრი და განსხვავებული პოზიციების არგუმენტირებული ცოდნის პრაქტიკულ
შემთხვევაზე მორგების უნარ-ჩვევებს.

 სტუდენტის მიერ განხორციელებული შედარებითი ანალიზი დაეხმარება მას კანონის მოთხოვნათა


დაცვით დააფუძნოს და რეგისტრაციაში გაატაროს საზოგადოება შერჩეული სამეწარმეო
საქმიანობის განსახორციელებლად შესაფერისი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმით.
სტუდენტი შეძლებს სამეწარმეო დავებთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოებისას
სარჩელისა თუ შესაგებლის მომზადებას, სასამართლო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე
გადაწყვეტილებების მომზადებას.

3. დასკვნის უნარი - სტუდენტი სავარაუდოდ შეძლებს:

 სამეწარმეო სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის


ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, განმარტებასა და გამოყენებას; გამოუმუშავდება
განსხვავებული ორგანიზაციული ფორმის მქონე საზოგადოებათა ერთმანეთისგან გამიჯვნის
უნარი; შეაფასებს სამეწარმეო სამართლის სფეროში სამართლებრივ ფაქტებსა და გარემოებებს,
გააკეთებს კვალიფიციურ იურიდიულ დასკვნებს;
 სამართლებრივი პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე განავითარებს
მისი გადაწყვეტის თეზისს და დაასაბუთებს შერჩეულ მიდგომას. მიიღებს ცოდნას არსებული
სასამართლო პრაქტიკის თაობაზე; მოახდენს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებას კონკრეტულ
საკითხებზე; გამოიმუშავებს კაზუსებზე მუშაობის უნარს; ეცოდინება ძირითადი
თავისებურებები, რაც ახასიათებს სასამართლოში საქმის წარმოებასა და განხილვას.

4. კომუნიკაციის უნარი - სტუდენტი სავარაუდოდ შეძლებს:

 შესაბამისი მონაცემთა ბაზების გამოყენებით მოიძიებს კონკრეტული სამეწარმეო


სამართლებრივი პრობლემის შესახებ ინფორმაციას, მოახდენს მის სტრუქტურირებას და
იურიდიული ტერმინოლოგიით წარდგენას როგორც აკადემიური საზოგადოებისათვის, ისე
პრაქტიკოსი იურისტებისათვის.
 იგი ასევე მოიძიებს სამეწარმეო დავებთან დაკავშირებით არსებულ სასამართლო
გადაწყვეტილებებს. სტუდენტი აითვისებს შედარებითი საკორპორაციო სამართლის სპეციფიკურ
ტერმინებს და გამოიმუშავებს ამ ტერმინთა გამოყენებით სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის
მქონე საზოგადოების ანალიზისა და განმარტების უნარს.

5. სწავლის უნარი - სტუდენტი სავარაუდოდ შეძლებს:

- შეაფასოს საკუთარი ცოდნა სამეწარმეო სამართალში და განსაზღვროს შემდგომი სწავლის პერსპექტივა;

- შეაფასოს სწავლის საკუთარი პროცესის ორგანიზების უნარი;

4
- სამეწარმეო სამართლებრივ ლიტერატურასთან მუშაობას, სამეწარმეო სამართლის სფეროში არსებული
სპეციალური საინფორმაციო წყაროების (კოდექსის პროგრამის) გამოყენების გზით რეგულარულად
ცოდნის განახლებას;

6. ღირებულებები:
- შეძლებს პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი არსის ჩამოყალიბებას, გადაწყვეტის ადეკვატური გზის
შერჩევას და შერჩეული მეთოდის დასაბუთებას;

- შეძლებს მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მოძიებას და პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით,


ზეპირი და წერილობითი ფორმით გადაცემას;

- გუნდში მუშაობის პროცესში შეძლებს განსაზღვროს საკუთარი როლი, მონაწილეობა მიიღოს


გადაწყვეტილების მიღებაში და დაიცვას საკუთარი აზრი;

- შეძლებს დამოუკიდებელად, საინფორმაციო წყაროების გამოყენებით აიმაღლოს ცოდნა.

- შეძლებს პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი არსის ჩამოყალიბებას, გადაწყვეტის ადეკვატური გზის


შერჩევას და შერჩეული მეთოდის დასაბუთებას;

- შეძლებს მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მოძიებას და პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით,


ზეპირი და წერილობითი ფორმით გადაცემას;

- გუნდში მუშაობის პროცესში შეძლებს განსაზღვროს საკუთარი როლი, მონაწილეობა მიიღოს


გადაწყვეტილების მიღებაში და დაიცვას საკუთარი აზრი;

- შეძლებს ძირითად და პრობლემურ სამეწარმეო საკითხებთან დაკავშირებით შესაძლო დავებზე


სამართლებრივი გადაწყვეტის გზების მოძიებას და მათ გადაწყვეტას არსებული სასამართლო პრაქტიკის
ფარგლებში;

სწავლა-სწავლების მეთოდები და აქტივობები


კურსი გრძელდება ერთი სემესტრის მანძილზე - 19 კვირა. აქედან, 15 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების
პროცესს, შუალედური შეფასებების მომზადებასა და ჩაბარებას, 4 კვირა - დასკვნითი/დამატებითი
გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას.

მეცადინეობების ჩასატარებლად გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ლექცია - ლექციაზე სტუდენტს მიეწოდება თეორიული მასალა დაგეგმილი თემის ფარგლებში.


მეცადინეობებზე გამოიყენება:
 ლექცია პრეზენტაცია
 ინტერაქტიური ლექცია

სემინარი - სემინარზე მიმდინარეობს მუშაობა მცირე ჯგუფებთან ლექციაზე მიღებული ცოდნის


განმტკიცების, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისა და კონკრეტული თემის/საკითხების ფარგლებში
შეფასების მიზნით.

პრაქტიკული მეცადინეობები - გულისხმობს სხვადასხვა სახის ზეპირ და წერით ტექსტურ სამუშაოებს,


სააუდიტორიო და საშინაო დავალებების (ესსე, რეცენზია) წერითი ფორმით შესრულებასა და მათ

5
პრეზენტაციას, თემების საჯარო განხილვასა და დისკუსიებს, სავარჯიშოებზე მუშაობა, ამ სამუშაოთა
ფარგლებში გამოვლენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებას.

ელექტრონული რესურსით სწავლება - პროფესორთან კონსულტაცია, ფორუმი ნექსუსის გამოყენებით და


სპეციალური საჭიროების მქონე/უნარშეზღუდული სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტში გამოცხადების
შეუძლებლობის შემთხვევაში, სასწავლო მასალის მიწოდება, ახსნა, საშინაო დავალების მიღება და
შეფასება.

მატერიალურ-ტექნიკური რესურსები
კურსის სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ელექტრონული სასწავლო პორტალი, აგრეთვე
პერსონალური კომპიუტერი და პროექტორი, სტუდენტები ისარგებლებენ უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კლასით და ასლგადამღები ტექნიკით.

აკადემიური თანამშრომლობის პროცესში მიუღებელია


პლაგიატი - საკუთარ ნაშრომში, სხვისი იდეის, აზრის, გამონათქვამის / ტექსტის გამოყენება ავტორის
(წყაროს) მითითების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაშრომი განიხილება როგორც პლაგიატი და
შეფასდება უარყოფითად.
გადაწერა-კარნახი - როგორც სააუდიტორო, ისე დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების დროს. ასეთ
შემთხვევაში, სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან, ხოლო გადაწერის ფაქტის მოგვიანებით აღმოჩენისას,
ორივე ნაშრომი შეფასდება 0-ით.
მეცადინეობის რეგლამენტით გაუთვალისწინებელი ქცევა - სააუდიტორიო მეცადინეობის პროცესში
უნებართვო გადაადგილება, მობილური ტელეფონის გამოყენება, კერძო საუბრები, ინვენტარისადმი
უდიერი მოპყრობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, სტუდენტი შეიძლება მოიხსნას მეცადინეობიდან.

მაღალი აკადემიური შედეგების მისაღწევად აუცილებელია:

 ყველა მეცადინეობაზე დასწრება, დაგვიანების გარეშე. 5 წუთზე მეტი დროით დაგვიანების


შემთხვევაში (იგულისხმება დრო მეცადინეობის აქტიურ ფაზაში შესვლამდე), სტუდენტი არ დაიშვება
მეცადინეობაზე.
 სტუდენტის აქტიური მონაწილეობა ყველა სააუდიტორიო და არასააუდიტორიო სასწავლო
აქტივობაში.

შეფასების სისტემის ზოგადი სტრუქტურა


შეფასების სისტემა ორ ფორმად იყოფა - შუალედური და დასკვნითი შეფასება. მათი შედეგების ჯამით
მიიღება საბოლოო/შემაჯამებელი შეფასება, რომლის მინიმალური ზღვარია 51% - მაქსიმალური კი
100%.

შემაჯამებელის გარდა, ყველა სხვა შეფასება მიმდინარე შეფასებად ითვლება და 100 ქულით
განისაზღვრება.

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

6
(A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% - 100%
(B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81% - 90%
(C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71% - 80%
(D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61% - 70%
(E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51% - 60%

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა- მაქსიმალური შეფასების 41% - 50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის
უფლება, რომელიც დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

(F) ჩაიჭრამაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას დისციპლინა ახლიდან აქვს შესასწავლი.

დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა


რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული
შეფასების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50% მიღების
შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება - F

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება:

აქტივობა - გულისხმობს სტუდენტის მიერ სემინარულ/პრაქტიკულ მეცადინეობებზე შესრულებულ


სამუშაოსა (ქვიზი, პრეზენტაცია, ქეისი და ა.შ.) და საშინაო დავალებას.

პოსტსემინარი -არის რამდენიმე თემის შემაჯამებელი სემინარი, რომელზეც სასწავლო გეგმით


დაგეგმილი მეთოდებით ფასდება თემების ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ტარდება
პირველი და მესამე ხუთკვირეულის ბოლოს.

შუალედური გამოცდა -ტარდება სემესტრში ერთხელ მეორე ხუთკვირეულის ბოლოს სასწავლო გეგმაში
მითითებული მეთოდით. მისი მიზანია განვლილი მასალის ფარგლებში მიღებულ ცოდნისა და უნარ-
ჩვევების შეფასება.

დასკვნითი შეფასება:
დასკვნითი გამოცდა-ტარდება სემესტრის ბოლოს, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების
მიზნით, სასწავლო გეგმით განსაზღვრული მეთოდით.

ცოდნის შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები

მეთოდი % (იხ. დანართი)

აქტივობა 20%
აქტივობის ქულა მიიღება შეფასების
ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების
7
ქულების ჯამით
 სასწავლო მასალის ზეპირი
5% (იხ. დანართი)
გამოკითხვა
 კაზუსის ამოხსნა 10% (იხ. დანართი)
 ტესტი (კომბინირებული) 5%
(იხ. დანართი)

პოსტსემინარი 20%

 გამოკითხვა/ტესტი 10% (იხ. დანართი)


 რეფერატი 10% (იხ. დანართი)

შუალედური გამოცდა 20%

 ესსე
(იხ. დანართი)
 კაზუსი

დასკვნითი გამოცდა 40%

 თემა
 კაზუსი

სავალდებულო ლიტერატურა

ნორმატიული მასალა
[1] „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია;
[2] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქცია, შესავალი, იურდიული პირები;
[3] ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონი
[4] ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი

სავალდებულო ქართულენოვანი ლიტერატურა

[5] ირაკლი ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში


(შედარებითი სამართლებრივი კვლევა). თბ. 2007 წ
[6] ირაკლი ბურდული, სავალდებულო სატენდერო შეთავაზება, აქციათა სავალდებულო გაყიდვა,
აქციით მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება თუ კაპიტალის ბაზრის განვითრების აუცილებელი
წინაპირობა?! ჟურნალი მართლმსახჯულება N2, 2007წ. გვ.10;
[7] ირაკლი ბურდული, ქონებრივი ურთიერთობა სააქციო საზოგადოებაში, თბილისი, 2008წ
[9] ლადო ჭანტურია შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ.1997წ.
[10] ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, თბ. 2010წ
[12] ლადო ჭანტურია, თ. ნინიძე. მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, თბ. 2002წ
[13] ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო
სამართალში, თბ. 2006 წ,
[14] მიგრიაული როინ, ქართული კერძო სამართლის საკითხები. იურისტების სამყარო, თბ. 2016 წ.;
[15] გეფერიძე დავით, ხაზალია ავთანდილ, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი და
ტრანსნაციონალური კორპორაციები, ბონა-კაუზა, 2014 წ.;

8
[16] მახარობლიშვილი გიორგი, კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი, იურისტების სამყარო 2015
წ;
[17] საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო და ადმინისტრაციული
სამართლის საქმეებზე
[18] საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო
სამართლის საკითხებზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის
[19] საკასაციო პალატის ზოგიერთი განმარტება სამოქალაქო სამართლის საკითხებზე. საქართველოს
უზენაესი სასამართლო
[20] საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები
[21] www.reestri.gov.ge
[22] www. justice.gov.ge
[23] www.supremacourt.gov. ge
[24] www.const.court.ge
[25] www.library.court.ge

დამხმარე ლიტერატურა

[26] Melvin Aron Eisenberg, Corporations and Other Business Organizations: Cases and Materials, NINTH
EDITION UNABRIDGED (Foundation Press 2005)
[27] Melvin Aron Eisenberg, Corporations and Other Business Organizations: Statutes, Rules, Materials, and Forms
(2005 Edition)
[28] Allen Kraakman, Commentaries and Cases on the Law of Business Organization, Aspen Publishers, 2003
[29] O’ Kelley & Thompson, Corporations and Other Business Associations: Cases and Materials, Aspen Publishers,
2003
[30] O’ Kelley & Thompson, Corporations and Other Business Associations: Selected Statutes, Rules and Forms,
Aspen Publishers, 2003
[31] Chechelashvili Zurab, Introduction to the Georgian business law (text-book) Tbilisi, 2013.

სასწავლო გეგმა

სწავლა-სწავლებისა და
პერიოდი (კვირა) თემატიკა და სასწავლო რესურსი
შეფასების მეთოდები
კურსის მიმოხილვა. კურსის დანიშნულების ზოგადი
ლექცია 2 სთ მიმოხილვა მისი შესწავლის მეთოდების შესახებ.

სასამართლოში სამეწარმეო დავების განხილვის


თავისებურებების მოკლე მიმოხილვა. სასამართლო
I პრაქტიკის მნიშვნელობა
სამეწარმეო სამართლის ძირითადი საკითხების
მოკლე მიმოხილვა.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში
განხორციელებული ძირითადი საკანონმდებლო
ცვლილებების მოკლე მიმოხილვა.
საკორპორაციო დავების განხილვის ძირითადი
თავისებურებები სასამართლოში; კორპორაციული

9
გაერთიანებები ადრეულ მსოფლიოში, სავაჭრო
საზოგადოებები შუა საუკუნეებში;

სამეწარმეო საქმიანობის კონსტიტუციურ-


სამართებრივი რეგულირება

ლიტერატურა:

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის კომენტარი;

გვ. VI-XII;

შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, გვ.


40-47;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2000


წლის 25 იანვრის, 2006 წლის 13 ივლისის და 2005 წლის
30 ნოემბრის გადაწყვეტილებები;

ირაკლი ბურდული-”სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის


განვითარება საქართველოსა და გერმანიაში
(შედარებითი სამართლებრივი კვლევა) გვ. 16-88;

ქოქრაშვილი ქეთი, სამეწარმეო სამართალი,


მეწარმეობის განვითარების ისტორია - გვ.6-15; ცნება და
რეგულირების საგანი გვ. 16- 24; მარეგულირებელი
კანონმდებლობა გვ. 36-40;

II ლექცია 1 სთ მეწარმის ცნება, მისი თეორიულ-პრაქტიკული


მნიშვნელობა. იურიდიული პირის ნიშნები;
იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და
ქმედუნარიანობა; იურიდიული პირის სახეები-კერძო
და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
არაკომერციული იურიდიული პირები; კომერციული
იურიდიული პირები.

ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის კომენტარი;
გვ.1-9;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2000
წლის 25 იანვრის, 2006 წლის 13 ივლისის და 2005 წლის
30 ნოემბრის გადაწყვეტილებები;
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
მოქმედი რედაქციით, მუხლი 1-4;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; თავი -
იურდიული პირები; ”საჯარო სამართლის
იურიდიული პირების შესახებ” საქართველოს კანონი,

10
მუხლი 3, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა;
ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და
ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო
სამართალში, გვ. 81-105;
ქეთი ქოქრაშვილი, მეწარმე სუბიექტების მოკლე
დახასიათება; გვ 41-44;

სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,


ტესტირება

ლექცია 1 სთ მეწარმე სუბიექტები. მათი დაფუძნება. მეწარმე


სუბიექტის რეგისტრაცია. მეწარმე იურიდიული პირის
რეგისტრაციის პირობები. ცვლილებების
რეგისტრაცია. ინდივიდუალური მეწარმის
რეგისტრაცია.

ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის კომენტარი;
III
გვ.1-19; 70-71;
ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და
ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო
სამართალში, გვ. 77-105 ;
ქოქრაშვილი ქეთი, სამეწარმეო სამართალი, გვ. 45-69;
სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,
ტესტირება

ლექცია 1 სთ მეწარმე სუბიექტების პასუხისმგებლობა. პარტნიორის


პასუხისმგებლობა; შესატანი; საწარმოს კაპიტალის
და საწესდებო კაპიტალის ცნება და ფუნციები;

ლიტერატურა:”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს


კანონის კომენტარი; გვ. 38-68;

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;


IV
ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, გვ 45-85;
207-2011;

სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,


კაზუსის ამოხსნა

11
გამოკითხვა/ტესტი
V პოსტსემინარი 2 სთ

ლექცია 1 სთ პარტნიორი, დამფუძნებელი პარტნიორი, კრება,


ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებები.
ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება;
მეწარმეთა და არასამეწარმეო/არაკომერციული
იურიდიული პირების რეესტრის საჯაროობა.
საწარმოს რედომიცილება; საფირმო სახელწოდება
(ფირმა).

ლიტერატურა:
VI ”მეწარმეთა შესახებ” კანონი,
”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონი,
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის კომენტარი;
97-103; 104-106; 221-223;
ქეთი ქოქრაშვილი სამეწარმეო სამართალი, გვ.91- 109
სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,
კაზუსი

ლექცია 1 სთ ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა,


პროკურა, იურიდიულ მოქმედებათა
განხორციელების უფლებამოსილება; პარტნიორთა
საერთო კრება. სავაჭარო წარმომადგენელი;
დამოუკიდებელი მოვაჭრე და კომისიონერი;

ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” კანონი, მუხლი 9; პროკურა;
”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონი, იურდიული
მისამართი და რედომიცილების პირობები;
VII 131-137;
მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები. გვ.80-91; 131-
137; 138-155;
[17] ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და
ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო
სამართალში, გვ.107 – 174 ;
ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი გვ. 119-127;
სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა, კაზუსი

VIII ლექცია 1 სთ მეწარმე სუბიექტების მმართველი ორგანოების


12
პასუხისმგებლობა; დირექტორის სამეწარმეო
ხასიათის პასუხისმგებლობა; მეწარმე სუბიექტების
პასუხისმგებლობა მისი წარმომადგენლის
ქმედებებისათვის.

ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” კანონი;
”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონი;
მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები; 113-122;
[17]კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა
პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში. გვ. 146-
150; 177-195; 202- 299;
ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, გვ. 207-2017;
სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,
კაზუსი

ლექცია 1 სთ საწარმოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია,


გადახდისუუნარობის საქმის გახსნა

ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” კანონი;

მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები. გვ. 172-200;


IX
ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, გვ.140-197

სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,


კაზუსი

შუალედური გამოცდა
X წერითი ნაშრომი
2 სთ
XI ლექცია 1 სთ ხანდაზმულობა, გასაჩივრების ვადები, ფილიალის
დაარსება.

ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” კანონი; მუხლი 15-16;
მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები. 204-207; 207-
210;

13
ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, გვ.70-72;
კაზუსები გვ.295-დან.

სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,


კაზუსი

ლექცია 1 სთ ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული


პასუხისმგებლობის საზოგადოება; კომანდიტური
საზოგადოება
ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
XII ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის
კომენტარები. 228-249; 252-263;
ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, გვ.231-239;
სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,
კაზუსი

ლექცია 1 სთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება


ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი; მუხლი 44-
50;
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის
კომენტარები. გვ. 264-270
ქეთი ქოქრაშვილი სამეწარმეო სამართალი, გვ.245-247;
XIII
მახარობლიშვილი გიორგი, კორპორაციული მართვის
ზოგადი ანალიზი, გვ. 35-38;
სემინარი 1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,
კაზუსი

XIV ლექცია1 სთ სააქციო საზოგადოება, აქციის ცნება, სახეები,


ტრანსნაციონალური კორპორაციები, კაპიტალი
ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის
კომენტარები. გვ. 310-451
კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა
პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში
258-299;
საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი და
ტრანსნაციონალური კორპორაციები, გვ. 143-188;
14
გვ. 248-271; [16]
მახარობლიშვილი გიორგი, კორპორაციული მართვის
ზოგადი ანალიზი, გვ. 60-67;

სემინარი1 სთ განვლილი მასალის გამოკითხვა-ზეპირი ფორმით,


კაზუსი

ლექცია 1 სთ მცირე აქციონერის უფლებები; მცირე აქციონერების


უფლებათა ფარგლების ბოროტად გამოყენება;
აქციათა სავალდებულო მიყიდვა; აქციათა
სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმეების
განხილვის წესი სასამართლოში; კოოპერატივი.

ლიტერატურა:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი; მუხლი 53
(2); 53 (4); 60;
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის
კომენტარები. გვ. 453-480;
XV ქეთი ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, გვ.272-278;
ირაკლი ბურდული, სავალდებულო სატენდერო
შეთავაზევა, აქციათა სავალდებულო გაყიდვა, აქციით
მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება თუ
კაპიტალის ბაზრის განვითრების აუცილებელი
წინაპირობა?! ჟურნალი მართლმსახჯულება N2, 2007წ.
გვ.10;
პოსტსემინარი 1 სთ რეფერატის პრეზენტაცია

დასკვნითი გამოცდა
XVI-XIX წერითი ნაშრომი
2 სთ

გისურვებთ წარმატებებს!

ზეპირი პრეზენტაცია / წერითი ნაშრომი


15
 

შეფასების კრიტერიუმი  ქულა 

სტუდენტი მასალას გადმოსცემს სრულად (ყველა ფაქტი/მოვლენა, განმარტება,


თეორია, ტერმინი და მისთ.), ავლენს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების
უნარს, აცნობიერებს მონაცემებს/მოვლენებს - აანალიზებს და აკეთებს
   91-100  
არგუმენტირებულ დასკვნებს. სწორად იყენებს ტერმინებს, შესწევს ტექსტის
ოპტიმიზაციის უნარი. შეიძლება 1-2 შემთხვევაში აკლდეს
სიზუსტე/არგუმენტირება.

სტუდენტი მასალას გადმოსცემს სრულად (ყველა ფაქტი/მოვლენა, განმარტება,


თეორია, ტერმინი და მისთ.), ავლენს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების
უნარს, აცნობიერებს მონაცემებს/მოვლენებს, აანალიზებს და აკეთებს
   81-90  
არგუმენტირებულ დასკვნებს. ადეკვატურად იყენებს ტერმინებს, შეიძლება
ტექსტი მოკლებული იყოს ლაკონურობას ან/და 3-5 შემთხვევაში აკლდეს
სისრულე/სიზუსტე/არგუმენტირება.

მასალა, ძირითადად, გააზრებულია სწორად, მაგრამ შეინიშნება აზრობრივი/


ფაქტობრივი დეზორიენტაცია. ზოგჯერ, კრიტიკულად არ არის გააზრებული
   71-80  
ინფორმაცია, ანალიზს აკლია დამაჯერებლობა, დასკვნებს - არგუმენტირება.
ტექსტში შეინიშნება ტერმინების უზუსტობა, არამიზნობრივი ლექსიკა.

მასალა, გადმოცემულია ზოგადად. ფაქტებისა და მოვლენების განლაგება


აზრობრივ სივრცეში ზოგჯერ არ ექვემდებარება ლოგიკურ სქემებს. ინფორმაცია
 ბოლომდე არ არის გააზრებული, ანალიზი და დასკვნები ზედაპირულია. ტექსტში   61-70  
ხშირია არამიზნობრივი ლექსიკა ან/და არაადეკვტურად გამოყენებული
ტერმინები.

მასალა, გადმოცემულია ფრაგმენტულად, მაგრამ, ძირითადად, გააზრებულია


სწორად დამახასიათებელია კონტექსტიდან ამოვარდნილი აზრობრივი
ერთეულების სიმრავლე. ანალიზი მოკლებულია სიღრმეს, დასკვნებს აკლია
   51-60  
არგუმენტირება. ტექსტში მოჭარბებულია არამიზნობრივი/უფუნქციო ლექსიკა,
ხშირია ტერმინების არაადეკვატური გამოყენების ფაქტები (50%-ზე მეტ მეტ
შემთხვევაში).

16
კაზუსი

შეფასების კრიტერიუმი ქულა

დასმულ ამოცანას წყვეტს გააზრებულად - მართებულად განსაზღვრავს ჰიპოთეზას,


მსჯელობს თანმიმდევრულად/ლოგიკურად, სუბსუმცია სრულყოფილია,
ადეკვატურად იყენებს სამართლის ნორმებს/სამართლებრივ პრაქტიკას და
განმარტავს წინასწარ მითითებული მეთოდებით, რითაც დამაჯერებლად ასაბუთებს
 საკუთარ პოზიციას და აკეთებს შესაბამის დასკვნას. ვლინდება თეორიული მასალის   91-100  
ფართო ცოდნა, სამართლის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების
გაცნობიერებისა და გამოყენების უნარი. შეიძლება ერთ შემთხვევაში დასაბუთებას
აკლდეს სიცხადე ან/და ნაკლებად აცნობიერებდეს ზოგიერთ ღირებულებას/
პრინციპებს.

დასმულ ამოცანას წყვეტს გააზრებულად - მართებულად განსაზღვრავს ჰიპოთეზას,


მსჯელობს თანმიმდევრულად/ლოგიკურად, სუბსუმცია სრულყოფილია,
ადეკვატურად იყენებს სამართლებრივ ნორმებს/სასამართლო პრაქტიკას და
განმარტავს წინასაწარ მითითებული მეთოდებით, რითაც ასაბუთებს საკუთარ
 პოზიციას და აკეთებს შესაბამის დასკვნას. ვლინდება თეორიული მასალის ფართო   81-90  
ცოდნა, სამართლის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების გაცნობიერებისა
და გამოყენების უნარი. შეიძლება ორ შემთხვევაში დასაბუთებას აკლდეს
სიცხადე/დამაჯერებლობა ან/და ნაკლებად აცნობიერებდეს ზოგიერთ
ღირებულებას/პრინციპებს.

დასმული ამოცანა, ძირითადად, გააზრებულია აქვს სწორად - განსაზღვრავს


ჰიპოთეზას, ადეკვატურად იყენებს სამართლის ნორმებს და განმარტავს წინასწარ
მითითებული მეთოდებით, რითაც ასაბუთებს საკუთარ პოზიციას და აკეთებს
შესაბამის დასკვნებს. ვლინდება თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
   71-80  
ღირებულებებისა და პრინციპების გაცნობიერებისა და გამოყენების უნარი.
შეიძლება სუბსუმცია არასრულყოფილია ან/და სამ შემთხვევაში მსჯელობას
აკლდეს თანმიმდევრობა ან/და დასაბუთებას აკლდეს სიცხადე/დამაჯერებლობა
ან/და ნაკლებად აცნობიერებდეს ზოგიერთ ღირებულებას/პრინციპებს.

დასმული ამოცანა, ძირითადად, გააზრებულია აქვს სწორად - განსაზღვრავს


ჰიპოთეზას, ადეკვატურად იყენებს სამართლის ნორმებს, თუმცა სრულყოფილად
ვერ განმარტავს. ცდილობს საკუთარი პოზიციის დასაბუთებას და აკეთებს
 მსჯელობის შესაბამის დასკვნას. ვლინდება თეორიული მასალის გარკვეული ცოდნა,   61-70  
სამართლის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების გაცნობიერებისა და
გამოყენების უნარი. სუბსუმცია არ არის სრულიყოფილი ან/და ჰიპოტეზას და
დასაბუთებას, მთლიანობაში, აკლდეს არგუმენტირება/დამაჯერებლობა ან/და
არამიზნობრივად ოპერირებდეს ზოგიერთ ღირებულე-ბით/პრინციპით.

17
დასმული ამოცანა ზედაპირულად არის გააზრებული - არ არის ან ბუნდოვნად არის
განსაზღვრული ჰიპოთეზა, ადეკვატურად იყენებს სამართლის ნორმებს, მაგრამ
მსჯელობას აკლია თანმიმდევრობა/ ლოგიკურობა, თუმცა დასკვნები შესაბამისია.
   51-60  
ვლინდება თეორიული მასალის გარკვეული ცოდნა, მაგრამ თითქმის არ ვლინდება
ღირებულებების/პრინციპების გაცნობიერებისა და გამოყენების უნარი, სუბსუმცია
არ არის სრულყოფილი

წერითი ნაშრომი - კითხვარი, მარტივი ტესტი/ქვიზი (10 ქულიანი)

შეფასების კრიტერიუმი ქულა

დასმულ კითხვებზე პასუხი ამომწურავად და ნათლად არის ჩამოყალიბებული.


 პასუხებით ვლინდება საკითხების საფუძვლიანი ცოდნა დისციპლინის ზოგად   9-10  
კონტექსტში.

დასმულ კითხვებზე პასუხი სრულად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული.


   7-8  
პასუხებით ვლინდება საკითხების ცოდნა დისციპლინის ზოგად კონტექსტში.

დასმულ კითხვებზე პასუხი, ძირითადად, გასაგებად არის ჩამოყალიბებული.


 პასუხებით ვლინდება საკითხების ცოდნა, თუმცა, შეიძლება პასუხში   5-6  
დაშვებული იყოს არსებითი ხასიათის შეცდომა.

დასმულ კითხვებზე პასუხით, ძირითადად, ვლინდება საკითხების ცოდნა,


 მაგრამ შეიძლება კითხვაზე პასუხი ზოგადია/აკლია სიცხადე ან/და პასუხში   3-4  
დაშვებულია არსებითი ხასიათის შეცდომა.

დასმულ კითხვებზე პასუხი, ძირითადად, გასაგებად არის ჩამოყალიბებული,


მაგრამ შეიძლება პასუხი ფრაგმენტულია/ აკლია სიზუსტე ან/და პასუხში
   1-2  
დაშვებულია არსებითი ხასიათის შეცდომა ან/და კითხვა უპასუხოდ არის
დატოვებული.

რეფერატი

შეფასების კრიტერიუმი  ქულა 

სტუდენტი მასალას გადმოსცემს სრულად (ყველა ფაქტი/მოვლენა, განმარტება,


თეორია, ტერმინი და მისთ.), ავლენს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების
უნარს, აცნობიერებს მონაცემებს/მოვლენებს - აანალიზებს და აკეთებს
   91-100  
არგუმენტირებულ დასკვნებს. სწორად იყენებს ტერმინებს, შესწევს ტექსტის
ოპტიმიზაციის უნარი. შეიძლება 1-2 შემთხვევაში აკლდეს
სიზუსტე/არგუმენტირება.

18
სტუდენტი მასალას გადმოსცემს სრულად (ყველა ფაქტი/მოვლენა, განმარტება,
თეორია, ტერმინი და მისთ.), ავლენს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების
უნარს, აცნობიერებს მონაცემებს/მოვლენებს, აანალიზებს და აკეთებს
   81-90  
არგუმენტირებულ დასკვნებს. ადეკვატურად იყენებს ტერმინებს, შეიძლება
ტექსტი მოკლებული იყოს ლაკონურობას ან/და 3-5 შემთხვევაში აკლდეს
სისრულე/სიზუსტე/არგუმენტირება.

მასალა, ძირითადად, გააზრებულია სწორად, მაგრამ შეინიშნება აზრობრივი/


ფაქტობრივი დეზორიენტაცია. ზოგჯერ, კრიტიკულად არ არის გააზრებული
   71-80  
ინფორმაცია, ანალიზს აკლია დამაჯერებლობა, დასკვნებს - არგუმენტირება.
ტექსტში შეინიშნება ტერმინების უზუსტობა, არამიზნობრივი ლექსიკა.

მასალა, გადმოცემულია ზოგადად. ფაქტებისა და მოვლენების განლაგება


აზრობრივ სივრცეში ზოგჯერ არ ექვემდებარება ლოგიკურ სქემებს. ინფორმაცია
 ბოლომდე არ არის გააზრებული, ანალიზი და დასკვნები ზედაპირულია. ტექსტში   61-70  
ხშირია არამიზნობრივი ლექსიკა ან/და არაადეკვტურად გამოყენებული
ტერმინები.

მასალა, გადმოცემულია ფრაგმენტულად, მაგრამ, ძირითადად, გააზრებულია


სწორად დამახასიათებელია კონტექსტიდან ამოვარდნილი აზრობრივი
ერთეულების სიმრავლე. ანალიზი მოკლებულია სიღრმეს, დასკვნებს აკლია
   51-60  
არგუმენტირება. ტექსტში მოჭარბებულია არამიზნობრივი/უფუნქციო ლექსიკა,
ხშირია ტერმინების არაადეკვატური გამოყენების ფაქტები (50%-ზე მეტ მეტ
შემთხვევაში).

ესსე

შეფასების კრიტერიუმები ქულა

  სტრუქტურა
ნაშრომის ფორმალური სტრუქტურა სრულყოფილია (შესავალი, ძირითადი ნაწილი,
 დასკვნითი ნაწილი) შინაარსობრივი ბმა ლოგიკურია. შეიძლება ერთ შემთხვევაში აკლდეს   26-30  
სისრულე ან დაშვებული იყოს არა არსებითი ხასიათის შეცდომა.

ნაშრომის ფორმალური სტრუქტურა სრულყოფილია (შესავალი, ძირითადი ნაწილი,


 დასკვნითი ნაწილი) შინაარსობრივი ბმა ლოგიკურია, შეიძლება ორ შემთხვევაში აკლდეს   20-25  
სისრულე ან დაშვებული იყოს არა არსებითი ხასიათის შეცდომა.
ნაშრომის ფორმალური სტრუქტურას შინაარსობრივად არ არის სრულყოფილი (შესავალი,
 ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი), 3-4 შემთხვევაში შინაარსობრივი ბმა მოკლებულია   13-19  
მყარ ლოგიკას ან/და დაშვებულია 3-4 არა არსებითი ხასიათის შეცდომა.

19
ნაშრომის ფორმალური სტრუქტურა დასახვეწია. შეიძლება აკლდეს რომელიმე ნაწილი
(შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი) ან/და არ იყოს შინაარსობრივად
   6-12  
სრულყოფილი. 4-5 შემთხვევაში ირღვევა ლოგიკური ბმა, შეიძლება დაშვებული იყოს ოთხზე
მეტი არა არსებითი ხასიათის შეცდომა.
ნაშრომის ფორმალური სტრუქტურა არა სრულყოფილია. შეიძლება აკლდეს რომელიმე
ნაწილი (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი) ან/და შინაარსობრივად იყოს
   0-5  
აღრეული. შესაბამისად დარღვეულია ლოგიკური ბმა, შეიძლება დაშვებული იყოს ერთი
არსებითი ხასიათის შეცდომა.
 

  ანალიზი/მსჯელობა
საკითხი/თემა გააზრებულია კრიტიკულად, რაზეც მეტყველებს ანალიზის ლოგიკა,
მსჯელობა თანმიმდევრული და დამაჯერებელია, გამყარებულია ადეკვატური
   36-40  
მაგალითებით/მონაცემებით. Dდასკვნები ნათლად აჯამებს ნაშრომს. შეიძლება ერთ
შემთხვევაში აკლდეს სისრულე/კონკრეტულობა.
საკითხი/თემა გააზრებულია კრიტიკულად, რაზეც მეტყველებს ანალიზის ლოგიკა,
მსჯელობა თანმიმდევრული და დამაჯერებელია, გამყარებულია ადეკვატური მაგალითებით/
   26-35  
მონაცემებით. დასკვნები არსებითად აჯამებს ნაშრომს. შეიძლება ორ შემთხვევაში აკლდეს
სისრულე/კონკრეტულობა.

საკითხი/თემა, ძირითადად, გააზრებულია კრიტიკულად, რაზეც მეტყველებს ანალიზის


ლოგიკა, მსჯელობა თანმიმდევრულია – შეიძლება აკლდეს დამაჯერებლობა, ძირითადად,
   16-25  
გამყარებულია ადეკვატური მაგალითებით/მონაცემებით. შეიძლება სამ შემთხვევაში აკლდეს
სისრულე/კონკრეტულობა ან/და დასკვნები არ იყოს ყოვლისმომცველი.
საკითხი/თემა, ძირითადად, სწორად არის გააზრებული, მაგრამ კრიტიკული გააზრების
ხარისხი დაბალია, რაზეც მეტყველებს ანალიზის ლოგიკა, მსჯელობას აკლია თანმიმდევრობა
   6-15  
ან/და დამაჯერებლობა, ან/და კონკრეტული მაგალითები/მონაცემები ან/და დასკვნები
ზედაპირულია.

საკითხი/თემა ზედაპირულად არის გააზრებული, შესაბამისად, არ შეიცავს ავტორის


 კრიტიკულ დამოკიდებულებას, ანალიზი ფრაგმენტულია, დასკვნები ზოგადია. მსჯელობას   0-5  
აკლია თანმიმდევრობა ან/და დამაჯერებლობა, ან/და კონკრეტული მაგალითები/მონაცემები.
 

  სტილი

 სტილი სრულად არის დაცული, შეიძლება 1-2 შემთხვევაში სტილი მცირედად დასახვეწია.   26-30  

 სტილი სრულად არის დაცული, შეიძლება 3-4 შემთხვევაში სტილი მცირედად დასახვეწია.   20-25  
 სტილი, ძირითადად, დაცულია, შეიძლება 5-6 შემთხვევაში ტექსტი პრიმიტიულად აღიქმება.   13-19  

 სტილი 6-7 შემთხვევაში მოითხოვს ძირეულ დახვეწას.   6-12  

 სტილი 8-9 შემთხვევაში მოითხოვს ძირეულ დახვეწას.   0-5  


 

20

You might also like