You are on page 1of 12

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი
პროგრამა სამართალი
სასწავლო კურსის საერთაშორისო საჯარო სამართალი
სახელწოდება International Public Law
სასწავლო კურსის კოდი LAWB6022
სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო
სწავლების ენა ქართული
დაშვების წინაპირობები სასწავლო კურსი - საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი

სახელი, გვარი ირინე ქურდაძე


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
თანამდებობა პროფესორი
სასწავლო კურსის
განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 577 17 22 71
E-mail
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული
ცხრილის მიხედვით

კრედიტები 5
საათების საერთო რაოდენობა 125
საკონტაქტო საათები: 56
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26
სემინარი 26
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 4
დამოუკიდებელი მუშაობის საათები 69

სასწავლო კურსის მიზანი და სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო სამართლის ძირითადი ცნებებისა და პრინციპების, მისი


განვითარების კანონზომიერების, საერთაშორისო საჯარო სამართლის წყაროებისა და მისი სისტემის,
მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტების, საერთაშორისო
ხელშეკრულებების, ძირითადი უფლებების დაცვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი
სასწავლო კურსის მიზანი
მექანიზმების, საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეების და ფორმების, აგრეთვე
იურისდიქციის განხორციელების პრინციპების და იმუნიტეტით სარგებლობის რეჟიმის შესახებ;
 გამოუმუშავოს საერთაშორისო საჯარო სამართალთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოძიების,
აღნიშნულ სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამის
მიდგომების განვითარების, ასევე საკუთარი სამართლებრივივი დასკვნების თაობაზე იურიდიული
ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება სტუდენტი:
(A) აღწერს საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს, მისი განვითარების
კანონზომიერებებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის წყაროებს, საერთაშორისო სამართლის
სუბიექტებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის ინსტიტუტებს, საერთაშორსიო უნივერსალური და
რეგიონალური ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუს, საერთაშორისო ხელშეკრულების ცნებას,
მათი დადების წესს და სტადიებს, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს, ადამიანის ძირითადი
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, საერთაშორისო-
სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებსა და ფორმებს ასევე საერთაშორისო დავების სახეებს;
(B) განსაზღვრავს საერთაშორისო საჯარო სამართლის არსსა და მნიშვნელობას.
სტუდენტი:

(C) არჩევს, აანალიზებს და იყენებს საერთაშორისო საჯარო სამართალის მარეგულირებელ ეროვნულ და


საერთაშორისოსამართლებრივ ნორმებს, აღნიშნულ სფეროში კონკრეტული შემთხვევის (კაზუსის)
ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, შეფასებისა და გადაწყვეტის მიზნით;
(D) მოიძიებს და გამოარჩევს საერთაშორისო საჯარო სამართალთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას,
მათ შორის, სამართლის წყაროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, ეროვნულ და საერთაშორისო
უნარი სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო სიახლეებს, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად
აღნიშნულ სფეროში კვლევითი ხასიათის პროექტის შეიმუშავებისა და სხვა იურიდიული
ამოცანების გადაწყვეტის მიზნით;
(E) ამოიცნობს თვითგამორკვევის უფლებასთან, სეპარატიზმთან, ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოს
ცნობასთან, უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებს, შედარებითი
ანალიზის მეთოდის გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს და იურიდიული
ტერმინოლოგიის გამოყენებით, ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს/დასკვნებს, ზეპირი და წერილობითი
ფორმით.
სტუდენტი:
პასუხისმგებლობა და
ავტონომიურობა (F) ავლენს საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად
განახლების უნარს.

სწავლება-სწავლის მეთოდები და აქტივობები

ანალიზი, სინთეზი
გონებრივი იერიში (Brain storming)
გუნდური (collaborative) მუშაობა
დამოუკიდებელი სწავლა
დემონსტრირება
დისკუსია/დებატები
ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა ევრისტიკული მეთოდი
სწავლებისა და სწავლის პრაქტიკული მუშაობა ვერბალური ახსნა–განმარტება
მეთოდები და აქტივობები სემინარი ინდუქცია, დედუქცია
ელექტრონული რესურსით სწავლება პრაქტიკული მეთოდები
ელექტრონული სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
სხვა
პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია
როლური და სიტუაციური თამაშები
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (lBD)
შემთხვევის ანალიზი (Case study)
წერითი მუშაობა
სხვა.

შეფასების სისტემა: შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის

2
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (70 ქულა) და დასკვნით შეფასებას (30 ქულა), რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო
შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია: ზეპირი გამოკითხვა, ინდივიდუალური საშინაო
დავალება, შუალედური წერითი გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს
გააჩნია თავისი წილი შუალედური შეფასების 70 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის
ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 26 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (26 ქულა).

დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 15 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად
ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 15 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულის (30
ქულა) გათვალისწინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული
ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
FX - ვერ ჩააბარა ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან,
დამატებითი გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
F - ჩაიჭრა
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

ზეპირი გამოკითხვა 10 3 30
ინდივიდუალური საშინაო დავალება 1 10 10
შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
დასკვნითი შეფასება 30 ქულა
დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 30
სულ 100 ქულა
შუალედური და დასკვნითი შეფასების კომპონენტები და მეთოდები
ზეპირი გამოკითხვა
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში, სტუდენტი ზეპირი
ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც
საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვის შეფასების მეთოდებია: კითხვა-პასუხი, მოხსენებება, დისკუსიაში მონაწილეობა.


ქულა კითხვა-პასუხის, მოხსენებების, დისკუსიაში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
3
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია. მისი სამართლებრივი
2
მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
1
ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი მსჯელობა არსებითად
0
მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას

3
ინდივიდუალური საშინაო დავალება
კურსის განმავლობაში სტუდენტი ამზადებს ინდივიდუალურ წერით საშინაო დავალებას (კვლევითი ხასიათის პროექტს) და მე-15 სასწავლო
კვირას ახდენს აუდიტორიის წინაშე მის საჯარო პრეზენტაციას. პრეზენტაცია სავალდებულოა ჩატარდეს Power Points გამოყენებით. საშინაო
დავალება და მისი საჯარო პრეზენტაცია ფასდება 10 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

საშინაო დავალების მოცულობა უნდა იყოს 8-10 გვერდის ფარგლებში (სილფაინი 12, ერთი ინტერვალით). სტუდენტი ვალდებულია წერითი
საშინაო დავალება წარუდგინოს ლექტორს პრეზენტაციამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში
სტუდენტი პრეზენტაციაზე არ დაიშვება.

საშინაო დავალების შეფასების მეთოდებია: სტუდენტის ინდივიდუალური წერითი დავალების შინაარსობრივი მხარე, დავალების
პრეზენტაცია და დისკუსიაში მონაწილეობა. სტუდენტის ინდივიდუალური წერითი დავალების შინაარსობრივი მხარე ფასდება 6 ქულით,
ხოლო დავალების პრეზენტაცია და დისკუსიაში მონაწილეობა - 4 ქულით.
ინდივიდუალური წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები
ქულა ა. შინაარსობრივი მხარე
სტუდენტი შესანიშნავად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ბრწყინვალედ ახდენს პრობლემების კომპლექსურ შეფასებას და პრობლემური
6
საკითხების ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ ორიგინალურ სამართლებრივ დასკვნებს, სანიმუშოდ განსაზღვრავს
პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი ძალიან კარგად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, მაღალ დონეზე ახდენს პრობლემების კომპლექსურ შეფასებას და პრობლემური
5
საკითხების ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს, ძალიან კარგად განსაზღვრავს პრობლემის
გადაწყვეტის ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი კარგად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ახდენს პრობლემების კომპლექსურ შეფასებას და პრობლემური საკითხების
4
ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს, კარგად განსაზღვრავს პრობლემის გადაწყვეტის
ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, ნაკლებად
იყენებს უახლეს ინფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ახდენს პრობლემების შეფასებას და პრობლემური საკითხების
3
ანალიზითა და სინთეზით აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს, დამაკმაყოფილებლად განსაზღვრავს პრობლემის
გადაწყვეტის ოპტიმალურ მიმართულებებს.
სტუდენტი სუსტად ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, მწირად იყენებს უახლეს ინ-
ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ახდენს პრობლემების შეფასებას, თუმცა პრობლემური საკითხების ანალიზითა და
2
სინთეზით ვერ აყალიბებს საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს და ვერ განსაზღვრავს პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ
მიმართულებებს.
სტუდენტი ვერ ავლენს ინფორმაციის/მონაცემების მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს, არ იყენებს უახლეს ინ-
1 ფორმაციას, მონაცემებს და ლიტერატურას, ვერ ახდენს პრობლემების შეფასებას და ვერ აყალიბებს პრობლემების გადაჭრის
თაობაზე საკუთარ სამართლებრივ დასკვნებს.
0 სტუდენტმა საშინაო დავალება არ მოამზადა
ქულა ბ. საშინაო დავალების პრეზენტაციისა და დისკუსიაში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი ძალიან კარგად ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ
დისკუსიაში მონაწილეობისას ბრწყინვალედ მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე,
4
შესანიშნავად იცავს საკუთარ მოსაზრებებს. ძალიან კარგად ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასა-
ლების გაფორმების უნარებს.
სტუდენტი კარგად ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში
3 მონაწილეობისას მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, კარგად იცავს საკუთარ
მოსაზრებებს. კარგად ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების გაფორმების უნარებს.
სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ
დისკუსიაში მონაწილეობისას მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა თაობაზე, თუმცა აკლია არგუმენტაცია. იცავს
2
საკუთარ მოსაზრებებს. დამაკმაყოფილებლად ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების გაფორმების
უნარებს.
სტუდენტი თითქმის ვერ ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ
დისკუსიაში მონაწილეობისას უჭირს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე მსჯელობა და
1
საკუთარი მოსაზრებების დაცვა. დაბალ დონეზე ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების
გაფორმების უნარებს.
სტუდენტი ვერ ავლენს პრობლემის დასმისა და წარმოჩენის უნარს, საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონა-
0 წილეობისას ვერ მსჯელობს საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, ვერ იცავს საკუთარ
მოსაზრებებს. ვერ ავლენს მიწოდების ტექნიკის, მათ შორის, საპრზენტაციო მასალების გაფორმების უნარებს.
შუალედური წერითი გამოცდა

4
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა ტარდება მე-8-მე-9
სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდის შეფასების მეთოდებია: ღია კითხვა, ტესტი. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 4 ღია კითხვას და 20
ტესტს. თითოეული ღია კითხვა ფასდება - 5 ქულით, ხოლო სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 0.5 ქულით. თითოეული ტესტი
შედგება შეკითხვისა და ოთხი სავარაუდო პასუხისგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
დასკვნითი წერითი გამოცდა
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა ტარდება მე-16-მე-19
სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შეფასების მეთოდები: ღია კითხვა, ტესტი. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 4 ღია კითხვას და 20
ტესტს. თითოეული ღია კითხვა ფასდება - 5 ქულით, ხოლო სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 0.5 ქულით. თითოეული ტესტი
შედგება შეკითხვისა და ოთხი სავარაუდო პასუხისგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
ქულა ტესტის შეფასების კრიტერიუმები
0.5 პასუხი სწორია.
0 პასუხი არასწორია ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
5 ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი
ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
4 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი
მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას. საკითხი
3 ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა აღინიშნება
2 ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სამართლებრივი
მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, გადმოცემულია საკითხის
1 შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

სასწავლო ლიტერატურა

 ლ.ალექსიძე. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი (იურისტების სამყარო 2015) 8-440.


 პ. მალანჩუკი, აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი (დიოგენე 2005) 15-249,
ძირითადი ლიტერატურა
283-459 ;
 ბროუნლი იან. საერტაშორისო სამართლის პრინციპები.

5
ნორმატიული აქტები  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები - https://matsne.gov.ge

 Malcolm Shaw, International Law (8th edn, Cambridge University Press 2017);
 James R Crawford, Brownlie's Principles of Public International Law (8th edn, Oxford
University Press, 2012);
 Martin Dixon, Robert McCorquodale, Sarah Williams, Cases & Materials on International
Law 6th edn, Oxford University Press 2016);
 იან ბაუნლი. საერთაშორისო საჯარო სამართლიუს პრინციპები. მეშვიდე გამოცემა 2010
(თარგმანი ქართულად)
 გასერი, ჰანს პიტერ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (შესავალი). თბ., 1999;
 დ. გეფერიძე, ა. ხაზალია, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი, თბ. 2020;
 ი. ქურდაძე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობის შესახებ
მეცნიერული კონცეფციების განვითარების ეტაპები და თანამედროვეობა - „საერთაშორისო
სამართლის ჟურნალი“, თსუ, N1, 2008, გვ. 7-20;
 ი. ქურდაძე. საერთაშორისო სამართლის პრიმატი (თეორიული ასპექტები) - „სამართალი“, N11-
12, 2004;
 ი. ქურდაძე. საერთაშორისო სამართლის პრიმატი და საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართალი – „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, თსუ, ტ. IV, N1, 2001;
 ი. ქურდაძე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლი მსოფლიო
მართლმსაჯულების განხორციელებაში და საერთაშორისო სამართლის პრიმატეს განმტკიცებაში
– „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, თსუ, N1, 2002
 კ. კორკელია, ი. ქურდაძე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით. თბ., 2004;
 კ. კორკელია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში. თბ.,
დამატებითი ლიტერატურა 2004;
 კ. კორკელია. ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
როლი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში – „ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ
და საერთაშორისო სამართალში“, მთ. რედ. კ. კორკელია, თბ., 2002;
 კ. კორკელია. საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ
სამართალში. თბ., 1998;
 კ. კორკელია. სამართლის როლი საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენებაში – „ადამინი და
კონსტიტუცია“, თბ., 1998, N1;
 ლ. ალექსიძე, საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი
საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის მოხსენების საერთაშორისო-სამართლებრივი
ასპექტები - „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, თსუ, N2, 2009, N1, 2010;
 Л. Алексидзе. Некоторые вопросы теории международного права – ius cogens, Тб. 1982;
 L. Alexidze, Unsound Endeavours of the Abkhaz Side to the Conflict in Abkhazia, Georgia, to Prove the
Legitimacy of Claiming “the Right of Abkhazia to Self-determination, Including Secession from Georgia”
– „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, ტ. IV, №1, 2001;
 ე. სირაძე, შიდა და საერთაშორისო ნორმათა კოლიზია სანაპირო სახელმწიფოს მიერ
ტერიტორიულ წყლებში იურისდიქციის განხორციელების დროს. სადისერტაციო ნაშრომი.
http://www.law.tsu.edu.ge/files/disertacia_5.11.2010.pdf
 მ. ბითაძე, ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი
სტანდარტების გავლენა ქართულ სამართალზე. სადისერტაციო ნაშრომი.
http://www.press.tsu.ge/GEO/internet/disertaciebi/disertacia%20%20LAW.pdf

ინტერნეტ-რესურსები  საქართველოს კონსტიტუცია; https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346


 ვენის 1969 წლის კონვენცია „საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ“
 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს ოთხი კონვენცია და მათი დამატებითი ოქმები;
 გაეროს პრინციპები საერთაშორისო სამართლის შესახებ, რომლებიც ეხება სახელმწიფოთა
მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
წესდების შესაბამისად (24.10.1970);
 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
 1950 წლის ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
შესახებ;
 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;
 1963 წლის ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ;
 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
 1966 წლის საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ;
 გაერო-ს წესდება – 1945 წელი; http://www.ungeorgia.ge/geo

6
 ევროპის საბჭოს წესდება – 1949 წელი; http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=516
 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება (რომის სტატუტი), 1998 წლის 17
ივლისი
 „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი;
 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 16
ოქტომბრის
 „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი;
 „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბერის კანონი
 „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი
 https://matsne.gov.ge/ka/document/view/31966

7
სასწავლო კურსის შინაარსი
კვირა სწავლების მეთოდი შინაარსიშინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე
და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. საერთაშორისო სამართლის ცნება, არსი და წყაროები

განსახილველი საკითხები:
1 თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ჩამიყალიბების წანამძღვრები; კლასიკური საერთაშორისო
ლექცია (2 სთ.) სამართლის არსი; თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სისტემის არსი; ძირითადი და დამატებითი
წყარიოები.
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი I.

 კ. კორკელია. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში -


საქართველო და საერთაშორისო სამართალი (რედ. კ. კორკელია, ი. სესიაშვილი), თბ., 2001.

თემა 2. ნორმათა იერარქია საერთაშორისო სამართალში

განსახილველი საკითხები:

სახელმწიფოს შიდა სამართლის ზემოქმედება საერთაშორისო სამარTალზე. საერთაშორისო სამართლის


ნორმების სავალდებულო ძალა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმებისა და პრინციპების
ცნება. საქართველოს კონსტიტუციის მიდგომა საერთაშორისო სამართლებრივი სიტემისადმი
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი II;
ლექცია (2 სთ.)
2  კ. კორკელია. საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ
სამართალში. თბ., 1998, თავი II-IV;

 ი. ქურდაძე. საერთაშორისო სამართლის პრიმატი (თეორიული ასპექტები) - „სამართალი“, N11-12,


2004;

 ი. ქურდაძე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობის შესახებ


მეცნიერული კონცეფციების განვითარების ეტაპები და თანამედროვეობა - „საერთაშორისო
სამართლის ჟურნალი“, თსუ, N1, 2008, გვ. 7-20.

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


3/4 ლექცია (4 სთ.) თემა 3. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებ

განსახილველი საკითხები:

8
საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების ცნება. სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის
პრინციპი. ძალის გამოყენებაზე ან ძალით დამუქრებაზე უარის თქმა. სახელმწიფოს ტერიტორიული
მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი. საზღვრების ურღვეობის პრინციპი. სხვა სახელმწიფოს
საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი. ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკვევის
პრინციპი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა. საერთაშორისო დავების
მშვიდობიანი მოწესრიგების პრინციპი. სახელმწიფოთა მოვალეობა ითანამშრომლონ ერთმანეთთან
გაეროს წესდების შესაბამისად. ნაკისრ ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება. დავების
მშვიდობიანი მოგვარება.
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი III.

 გაეროს პრინციპები საერთაშორისო სამართლის შესახებ, რომლებიც ეხება სახელმწიფოთა მეგობრულ


ურთიერთობებსა და თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების
შესაბამისად (24.10.1970).

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


თემა 4. საერთაშორისო სამართლის სუბიექტები

განსახილველი საკითხები:

თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ცნება და სახეები. სუვერენული სახელმწიფო‚


როგორც საერთაშორსო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი. საერთაშორისო-სამართლებრივი
ცნობა. სახელმწიფოს უფლებამონაცვლეობა. ვატიკანი, როგორც სპეციფიური სუბიექტი.
5
ძირითადი ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ.)
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი IV.

 დ. პატარაია. სამართალმემკვიდრეობა, საერთაშორისო სამართალი და საქართველო. თბ., 2003.

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


თემა 5. საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი

განსახილველი საკითხები:

საერთაშორისო ხელშეკრულების ცნება. მათი დადების წესი da სტადიები. საერთაშორისო


ხელშეკრულების სტრუქტურა და ფორმა. საერთაშორისო ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ხელშეკრულების ნამდვილობის პირობები. ხელშეკრულების
მოქმედება და მისი შეწყვეტა.
ძირითადი ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ.)
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი V.
6
 კ. კორკელია. სამართლის როლი საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენებაში – „ადამინი და
კონსტიტუცია“, თბ., 1998, N1;

 კ. კორკელია. საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ


სამართალში. თბ., 1998;

 ვენის 1969 წლის კონვენცია „საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ“;

 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის


კანონი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/33442

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


7-8 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
9 თემა 6. საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფერენციები

ლექცია (2 სთ.) განსახილველი საკითხები:

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონფერენციებიs ცნება და კლასიფიკაცია; უნივერსალური


საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო), რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები,
ზენაციონალური ორგანიზაცია ევროპის კავშირი (ევროკავშირი). საერთაშორისო ორგანიზაციების

9
სამართალსუბიექტობა და კომპეტენცია; წევრობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი VI;

 კ. კორკელია. გაეროს სამშვიდობო ოპერაციები და რეგონალური ორგანიზაციები: ზოგიერთი სიახლე


– „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, თსუ, ტ. IV, N1, 2001;

 ვ. ზალიშვილი. ევროკავშირის სამართლის ბუნება – „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, თსუ, ტ.


IV. N 1, 2001.

სემინარი (2 სთ.) შუალედური წერითი გამოცდის შედგების განხილვა


თემა 7. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

განსახილველი საკითხები:

საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა განმტკიცების და დაცვის სფეროში: ადამიანის


უფლებათა საერთაშორისო დაცვის პრინციპი. ადამიანის ძირითადი უფლებების შინაარსი თანამედროვე
საერთაშორისო სამართლის მიხედვით. გაეროსა და რეგიონალურ ორგანიზაციებში ადამიანის
უფლებათა დაცვის ორგანოები. თავშესაფრის უფლება.
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი IX.

 კ. კორკელია, ი. ქურდაძე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებათა


ევროპული კონვენციის მიხედვით. თბ., 2004;

 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი;


10 ლექცია (2 სთ.)
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552
 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

 1950 წლის ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208370

 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1398335
 1966 წლის საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ;

 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1483577

 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმი

http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi2.pdf
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 8. საერთაშორისო სისხლის სამართალი

განსახილველი საკითხები:

საერთაშორისო სახის დანაშაულის ცნება. დანაშაულობასთან ბრძოლის საერთაშორისო-სამართლებრივი


რეგულირება. დამნაშავეთა გადაცემა. ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი X.

 ი. ქურდაძე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლი მსოფლიო


11
მართლმსაჯულების განხორციელებაში და საერთაშორისო სამართლის პრიმატეს განმტკიცებაში –
„საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, თსუ, N1, 2002

 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება (რომის სტატუტი), 1998 წლის 17 ივლისი
http://oldtbappeal.court.ge/?lan=geo&cat=7&sub=31&rec=716#

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


12 თავი 9. ტერიტორია და საერთაშორისო სამართალი

10
განსახილველი საკითხები:

ტერიტორიის ცნება და მათი კლასიფიკაცია; სახელმწიფო ტერიტორია და მისი იურიდიული ბუნება;


საერთო სარგებლობის საერთაშორისო ტერიტორიები და მათი იურიდიული ბუნება; სახელმწიფო
საზღვრები; ტრანსსასაზღვრო მდინარეების გამოყენების საკითხები; მდინარე ჭოროხის პრობლემა.
ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი XI.

 „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/31966
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 10. საერთაშორისო საზღვაო სამართალი
13
განსახილველი საკითხები:

საზღვაო სამართლის ცნება და წყაროები. საზღვაო სივრცეების კლასიფიკაცია და მათი სამართლებრივი


რეჟიმი.

ლექცია (2 სთ.) შიდა წყლები, ტერიტორიული ზღვა, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, ღია ზღვა,
კონტინენტური შელფი, ზღვის ფსკერი ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო
სრუტეებისა და არხების სამართლებრივი მდგომარეობა.
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი XII.

 ე. სირაძე. მშვიდობიანი გავლის უფლება საქართველოს კანონმდებლობაში – „საქართველო და


საერთაშორისო სამართალი“, თბ., 2001.

 „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბერის კანონი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/18244
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. საერთაშორისო საჰაერო და კოსმოსური სამართალი

განსახილველი საკითხები:
ლექცია (2 სთ.)

14 ღია ზღვის საჰაერო სივრცისა და კოსმოსური სივრცის სამართლებრივი რეჟიმი. სუვერენიტეტისა და


იურისდიქციის ცნებები.
ძირითადი ლიტერატურა:
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი XIII.

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


15 ლექცია (2 სთ.) თემა 12. საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის საშუალებანი. საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართალი და შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების, მათი წაროების
საშუალებებისა და წესების საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება

განსახილველი საკითხები:

უშუალო დიპლომატიური მოლაპარაკება. შუამავლობა და „კეთილი სამსახური”. საგამოძიებო და


შემთანხმებელი კომისიები. საერთაშორისო არბიტრაჟი (სამედიატორო სასამართლო). საერთაშორისო
სასამართლო. დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის წესები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საერთაშორისო სახის დანაშაულის ცნება. დანაშაულობასთან ბრძოლის საერთაშორისო-სამართლებრივი
რეგულირება. დამნაშავეთა გადაცემა.

კონფლიქტების ლოკალიზაცია და ჰუმანიტარიზაციის ძირითადი წყაროები. მიუმხრობლობა (ბლოკების


მიუმხრობლობა). ნეიტრალიზმი და მუდმივი ნეიტრალიტეტი „საერთაშორისო” და „არასაერთაშორისო”
შეიარაღებული კონფლიქტები. შეიარაღებული კონფლიქტების ჩაქრობისა და მშვიდობის აღდგენის
პროცედურები საერთაშორისო ორგანიზაციებში. ომის წარმოების საშუალებები და მეთოდები.
ძირითადი ლიტერატურა:

11
 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ. 2014, თავი XIV, თავი XV.

 გასერი, ჰანს პიტერ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (შესავალი). თბ., 1999.

 ი. ქურდაძე. საერთაშორისო სამართლის პრიმატი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი –


„საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, თსუ, ტ. IV, N1, 2001;

 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს ოთხი კონვენცია და მათი დამატებითი ოქმები.

სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია


16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

12

You might also like