You are on page 1of 17

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)

სასწავლო კურსის სახელწოდება

საერთაშორისო საჯარო სამართალი

Public International Law

სასწავლო კურსის კოდი: LAW12311G1-LS


აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური
ბაკალავრიატი მაგისტრატურა დოქტორანტურა

სწავლების ენა

ქართული

ავტორი/ავტორები
გვარი, სახელი: ჯინჭარაძე ქეთევან
სამუშაო ადგილი: სტუ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
მ. კოსტავას გამზირი 77, VI კორპუსი, IX სართული, ოთახი 901ბ
თანამდებობა: მოწვეული ასოცირებული პროფესორი
ტელეფონი: 514390039
ელ–ფოსტა: ketijincharadze@gau.ge

სასწავლო კურსის მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს

• შესძინოს ფართო ცოდნა საერთაშორისო სამართლის ძირითადი ცნებებისა და პრინციპების,


მისი განვითარების კანონზომიერების, საერთაშორისო საჯარო სამართლის წყაროების,
საერთაშორისო სამართლის სუბიექტების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ადამიანის
ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების,
საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეების და ფორმების, აგრეთვე
იურისდიქციის განხორციელების პრინციპების და იმუნიტეტით სარგებლობის რეჟიმის
შესახებ;
• გამოუმუშაოს საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში
გამოყენებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის უნარი.

დაშვების წინაპირობები

არ აქვს

სწავლის შედეგები
№ საგნის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები
ცოდნა და გაცნობიერება
1

-1- (სულ 17 გვ.)


სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს ფართო ცოდნას საერთაშორისო
სამართლის ძირითადი ცნებების და პრინციპების, მისი განვითარების კანონზომიერებების,
საერთაშორისო საჯარო სამართლის წყაროების, საერთაშორისო სამართლის სუბიექტების,
საერთაშორისო ხელშეკრულებების, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების,
საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეების და ფორმების,
საერთაშორისო დავების სახეების, საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოწესრიგების
საშუალებებისა და ასევე იურისდიქციის განხორციელების პრინციპები და იმუნიტეტით
სარგებლობის წესების შესახებ.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება საერთაშორისო
საჯარო სამართლის არსი და მნიშვნელობა.

ცცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შესძლებს:

საჯარო დაწესებულებებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი პროცედურების


დაცვითა და სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით მოქმედებას და მიღებული
2 ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას;
საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემატური
საკითხების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების
მოძიებას;
საერთაშორისო საჯარო სამართლის მარეგულირებელი ნორმების განმარტებასა და
პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად გამოყენებას.

დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

3 საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე არსებული პრობლემების ხედვას,


პრობლემური საკითხების ანალიზს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეზისის
ჩამოყალიბებას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


4
საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას და იურიდიული
ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის გადმოცემას.

სწავლის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


5
საეთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების,
სასამართლო პრაქტიკის და მეცნიერული სიახლეების მიდევნებას და ცოდნის მუდმივად
განახლებას.

ღირებულებები

6 სტუდენტი გაითავისებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების როლს და


დანიშნულებას მსოფლიოში მშვიდობის დაცვის მიზნებისათვის;

-2- (სულ 17 გვ.)


შეძლებს ღირებულებების პროცესში მონაწილეობას და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვას.

სწავლის შედეგების მიღწევის (სწავლება-სწავლის) მეთოდები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული ლაბორატორიული


პრაქტიკა საკურსო სამუშაო/პროექტი კონსულტაცია დამოუკიდებელი მუშაობა

დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული


მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და
აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს სტუდენტს მსჯელობისა და
საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
შემთხვევების შესწავლა (Case study) – პედაგოგი სტუდენტებთან ერთად განიხილავს კონკრეტულ
შემთხვევებს და ისინი ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს.
დემონსტრირების მეთოდი – აქტივობის ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას
გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში
უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს.
შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის მიერ.
ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,
დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს
სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ
სახეს ატარებდეს.
ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის
პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული ანუ მასალის
გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისკენ.
დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად
ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ პროცესი
მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად
დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული საკითხების
დეტალური გაშუქება.
სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს
მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის დანახვის უნარის განვითარებას.
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა, საუბარი და
სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას,
ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და
ითვისებენ.
ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პედაგოგს
მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.

კრედიტების რაოდენობა: 6 ECTS

-3- (სულ 17 გვ.)


საათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად (სთ.)

ლექცია: 30
სემინარი (ჯგუფში მუშაობა): 30
პრაქტიკული:
ლაბორატორიული:
საკურსო სამუშაო/პროექტი:
პრაქტიკა:
შუასემესტრული /დასკვნითი გამოცდა 2/2
დამოუკიდებელი მუშაობა: 86

ლექცია
№ თემების დასახელება და შინაარსი
საერთაშორისო სამართლის ცნება. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის
თანაფარდობა

საერთაშორისო სამართლის ცნება. საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანი.


საერთაშორისო სამართლის ნიშან-თვისებები. საერთაშორისო სამართლის მოქმედების
1
სფერო.

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობა. საერთაშორისო


სამართლის პრიმატი და საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

საერთაშორისო სამართლის წყაროები

საერთაშორისო სამართლის წყაროს ცნება და სახეები. საერთაშორისო ხელშეკრულებები.


საერთაშორისო ჩვეულებები. საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების ადგილი და
2
როლი საერთაშორისო სამართლის წყაროებს შორის. სასამართლო პრაქტიკა. მეცნიერთა
ნაშრომები. საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციების ბუნება. საერთაშორისო
კონფერენციების აქტები.

საერთაშორისო სამართლის პრინციპები

საერთაშორისო სამართლის პრინციპების ცნება. დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია


საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები. გაეროს წესდება. გაეროს 1970 წლის
დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ. 1975 წლის ჰელსინკის
თათბირის დასკვნითი აქტი. პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის.

სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი.

ძალის გამოყენებასა და ძალით დამუქრებაზე უარის თქმის პრინციპი.


3
საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოწესრიგების პრინციპი.

ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი.

საზღვრების ურღვევობის პრინციპი. მისი კავშირი ძალის გამოყენებაზე და ძალით


დამუქრებაზე უარის თქმის პრინციპთან.

სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი. ჩაურევლობის პრინციპი და ის


ზომები, რომლებიც გამოიყენება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

-4- (სულ 17 გვ.)


ჰუმანიტარული ინტერვენცია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპი.

ერებისა და ხალხების თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპი. ეს პრინციპი და


ეროვნული უმცირესობა. აგრესიული სეპარატიზმის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.

სახელმწიფოთა მოვალეობა ითანამშრომლონ ერთმანეთთან გაეროს წესდების შესაბამისად.

საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად


შესრულების პრინციპი.
საერთაშორისო სამართლის სუბიექტები

სახელმწიფოები. სახელმწიფოებრიობის ელემენტები (მონტევიდეოს კონვენცია).


4
სახელმწიფოთა მიერ არსებობის შეწყვეტა, სამართალმემკვიდრე სახელმწიფოები.
სახელმწიფოს და მთავრობის აღიარება. საერთაშორისო ორგანიზაციები. სხვა სუბიექტები.
საერთაშორისო საჯარო კომპანიები. ინდივიდები.
სახელმწიფო ტერიტორია და საზღვრები

ტერიტორიის საერთაშორისო სამართლებრივი ცნება, მისი რეგულირების ზოგადი


5 პრინციპები. სახელმწიფოს ტერიტორიის შემადგენლობა. სახელმწიფო საზღვრები.
სახელმწიფოს ტერიტორიის შეძენის, შეცვლის საერთაშორისო სამართლებრივი საშუალებანი.
ტერიტორიული მთლიანობა და ერის თვითგამორკვევის უფლება.

პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში

საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნება. საერთაშორისო-სამართლებრივი


პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლები. საერთაშორისო სამართალდარღვევები.
6
საერთაშორისო სამართალდარღვევის ელემენტები. საერთაშორისო-სამართლებრივი
პასუხისმგებლობის სახეები. საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის
განხორციელების ფორმები. პასუხისმგებლობის სუბიექტები საერთაშორისო სამართალში.

საერთაშორისო დავების მოწესრიგების საერთაშორისო-სამართლებრივი საშუალებები

საერთაშორისო დავების სახეები. საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოწესრიგების


საშუალებები: უშუალო მოლაპარაკებები, შუამავლობა, საერთაშორისო საგამოძიებო
პროცედურა (გამოკვლევა), საერთაშორისო შემთანხმებელი პროცედურა, საერთაშორისო
არბიტრაჟი (სამედიატორო სასამართლო), საერთაშორისო სასამართლო, დავათა გადაჭრა
7
საერთაშორისო ორგანიზაციებში, დავათა მოწესრიგების სხვა საშუალებები. მშვიდობის
უზრუნველყოფისა და ომის შეწყვეტის საერთაშორისო-სამართლებრივი საშუალებები. გაერო
და დავათა მშვიდობიანი მოწესრიგება. ეუთო და დავათა მშვიდობიანი მოწესრიგება.
თანამედროვე მშვიდობიანი თანამეგობრობის დემილიტარიზაციის ძირითადი
მიმართულებები. მშვიდობის ზონა. ტერიტორიის დემილიტარიზაცია და ნეიტრალიზაცია.

საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი

საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ცნება და წყაროები. საერთაშორისო


სახელშეკრულებო სამართლის კოდიფიკაცია.
8
საერთაშორისო ხელშეკრულების ცნება და სუბიექტები. საერთაშორისო ხელშეკრულებათა
სახეები. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა კლასიფიკაცია შინაარსის
მიხედვით.

საერთაშორისო ხელშეკრულების დადების სტადიები. საერთაშორისო ხელშეკრულების

-5- (სულ 17 გვ.)


დადების პროცედურა. დათქმა და მისი იურიდიული შედეგი. დეპოზიტორი.საერთაშორისო
ხელშეკრულების ძალაში შესვლა. საერთაშორისო ხელშეკრულებების ბათილობის
საფუძვლები და შედეგები. საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

საერთაშორისო ხელშეკრულების სტრუქტურა და ფორმა. ხელშეკრულების ენა.


ხელშეკრულების დასახელებანი და მათ შორის არსებული განსხვავებანი.

საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფერენციები. უნივერსალური ორგანიზაციები.

საერთაშორისო კონფერენციის ცნება. საერთაშორისო კონფერენციის მომზადება და მოწვევა.


გადაწყვეტილების მიღების წესი. სახელმწიფოთა დელეგაციები და კონფერენციის
ორგანოები. საერთაშორისო კონფერენციათა მიერ მიღებული აქტების სახეები.

9 საერთაშორისო ორგანიზაციის ცნება. საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა და


კომპეტენცია. საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალსუბიექტურობა. საერთაშორისო
ორგანიზაციების ფუნქციები. საერთაშორისო ორგანიზაციათა კლასიფიკაცია.
სამთავრობათშორისო და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები.

გაეროს შექმნის ისტორია, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციები

ევროპის საბჭო - მისი შექმნის ისტორია, მიზნები და საქმიანობის ძირითადი


მიმართულებები

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) - მისი შექმნის ისტორია,


10 მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) - მისი შექმნის ისტორია,


მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ევროკავშირის შექმნის ისტორია, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი

მოსახლეობის ცნება და შემადგენლობა.

მოქალაქეობა და საერთაშორისო სამართალი: მოქალაქეობის ცნება; საზღვარგარეთ მყოფ


მოქალაქეთა დიპლომატიური დაცვა; მოქალაქეობის შეძენის, შეცვლისა და დაკარგვის წესი;
მოქალაქეობის იძულებით ჩამორთმევის აკრძალვა საერთაშორისო სამართალში.
საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობასთან დაკავშირებით.
11
ორმოქალაქეობა (ბიპატრიზმი).

მოქალაქეობის არმქონე პირები (აპატრიდები). მოქალაქეების არმქონე პირების სტატუსი


საქართველიში.

უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო სამართალში. უცხოელთა სტატუსის


სახეები. უცხოელების სტატუსი საქართველოში.

თავშესაფრის უფლება. თავშესაფრის უფლება ეროვნულ კანონმდებლობაში.


საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
12
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცნება. საერთაშორისო ჰუმანიტარული

-6- (სულ 17 გვ.)


სამართლის სტრუქტურა: ჰააგის სამართალი და ჟენევის სამართალი. საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის წყაროები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
პრინციპები. მარტენსის დეკლარაცია.
წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უზრუნველყოფა: ეროვნული
საშუალებები, საერთაშორისო საშუალებები.
დიპლომატიური და საკონსულო სამართალი

დიპლომატიური სამართლის ცნება. დიპლომატიური სამართლის წყაროები.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და დიპლომატიური წარმომადგენლობების


დაარსება.

დიპლომატიური წარმომადგენლების კლასები და რანგები. დიპლომატიური


წარმომადგენლობის სტრუქტურა და პერსონალი. დიპლომატიური წარმომადგენლობის
იმუნიტეტები და პრივილეგიები.

13 სახელმწიფოთა დროებითი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლობები.


საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო წარმომადგენელთა პრივილეგიები და
იმუნიტეტები. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისი პერსონალის პრივილეგიები და
იმუნიტეტები.

საკონსულო სამართლის ცნება. საკონსულო სამართლის წყაროები. საკონსულო


დაწესებულებათა ფუნქციები. კონსულების კლასები. კონსულის დანიშვნისა და გამოწვევის
წესი. საკონსულო პატენტი და ეგზეკვატურა. საპატიო კონსულები. საკონსულო შეღავათები,
პრივილეგიები და იმუნიტეტები.

საერთაშორისო საზღვაო სამართალი

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ცნება და წყაროები.


14 საზღვაო სივრცის კლასიფიკაცია. შიდა საზღვაო წყლები. ტერიტორიული ზღვა.
“მშვიდობიანი გავლის” პრინციპი. მიმდებარე ზონა. საერთაშორისო სრუტეები და არხები.
არქიპელაგიური წყლები. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. კონტინენტალური შელფი.
ღია ზღვა. დახურული და ნახევრად დახურული ზღვები. რაიონი.
საჰაერო და კოსმოსური სამართალი

საჰაერო და კოსმოსური სივრცის სამართლებრივი რეჟიმები.


საჰაერო სამართლის წყაროები: ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო
15
ავიაციის შესახებ, ვარშავის 1929 წლის კონვენცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების
ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ, ჰააგის 1970 წლის კონვენცია საჰაერო ხომალდების
გატაცების შესახებ, მონრეალის 1971 წლის კონვენცია არაკანონიერ აქტებთან ბრძოლის
შესახებ.

სემინარი
№ თემების დასახელება და შინაარსი
საერთაშორისო სამართლის ცნება. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის
თანაფარდობა
1
საერთაშორისო სამართლის ცნება. საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანი.
საერთაშორისო სამართლის ნიშან-თვისებები. საერთაშორისო სამართლის მოქმედების

-7- (სულ 17 გვ.)


სფერო.

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობა. საერთაშორისო


სამართლის პრიმატი და საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

დიალოგი (ნიშნის გარეშე)

საერთაშორისო სამართლის წყაროები

საერთაშორისო სამართლის წყაროს ცნება და სახეები. საერთაშორისო ხელშეკრულებები.


საერთაშორისო ჩვეულებები. საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების ადგილი და
2 როლი საერთაშორისო სამართლის წყაროებს შორის. სასამართლო პრაქტიკა. მეცნიერთა
ნაშრომები. საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციების ბუნება. საერთაშორისო
კონფერენციების აქტები.

დიალოგი (ნიშნის გარეშე)


საერთაშორისო სამართლის პრინციპები

საერთაშორისო სამართლის პრინციპების ცნება. დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია


საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები. გაეროს წესდება. გაეროს 1970 წლის
დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ. 1975 წლის ჰელსინკის
თათბირის დასკვნითი აქტი. პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის.

სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი.

ძალის გამოყენებასა და ძალით დამუქრებაზე უარის თქმის პრინციპი.

3 საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოწესრიგების პრინციპი.

ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი.

საზღვრების ურღვევობის პრინციპი. მისი კავშირი ძალის გამოყენებაზე და ძალით


დამუქრებაზე უარის თქმის პრინციპთან.

სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი. ჩაურევლობის პრინციპი და ის


ზომები, რომლებიც გამოიყენება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ჰუმანიტარული ინტერვენცია.

ზეპირი გამოკითხვა (2 ქულა)


საერთაშორისო სამართლის სუბიექტები

სახელმწიფოები. სახელმწიფოებრიობის ელემენტები (მონტევიდეოს კონვენცია).


სახელმწიფოთა მიერ არსებობის შეწყვეტა, სამართალმემკვიდრე სახელმწიფოები.
4 სახელმწიფოს და მთავრობის აღიარება. საერთაშორისო ორგანიზაციები. სხვა სუბიექტები.
საერთაშორისო საჯარო კომპანიები. ინდივიდები.

ზეპირი გამოკითხვა (2 ქულა)


სახელმწიფო ტერიტორია და საზღვრები

ტერიტორიის საერთაშორისო სამართლებრივი ცნება, მისი რეგულირების ზოგადი


5 პრინციპები. სახელმწიფოს ტერიტორიის შემადგენლობა. სახელმწიფო საზღვრები.
სახელმწიფოს ტერიტორიის შეძენის, შეცვლის საერთაშორისო სამართლებრივი საშუალებანი.
ტერიტორიული მთლიანობა და ერის თვითგამორკვევის უფლება.

-8- (სულ 17 გვ.)


კაზუსი (3 ქულა)

პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში

საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნება. საერთაშორისო-სამართლებრივი


პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლები. საერთაშორისო სამართალდარღვევები.
საერთაშორისო სამართალდარღვევის ელემენტები. საერთაშორისო-სამართლებრივი
6
პასუხისმგებლობის სახეები. საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის
განხორციელების ფორმები. პასუხისმგებლობის სუბიექტები საერთაშორისო სამართალში.

კაზუსი (3 ქულა)

საერთაშორისო დავების მოწესრიგების საერთაშორისო-სამართლებრივი საშუალებები

საერთაშორისო დავების სახეები. საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოწესრიგების


საშუალებები: უშუალო მოლაპარაკებები, შუამავლობა, საერთაშორისო საგამოძიებო
პროცედურა (გამოკვლევა), საერთაშორისო შემთანხმებელი პროცედურა, საერთაშორისო
არბიტრაჟი (სამედიატორო სასამართლო), საერთაშორისო სასამართლო, დავათა გადაჭრა
7 საერთაშორისო ორგანიზაციებში, დავათა მოწესრიგების სხვა საშუალებები. მშვიდობის
უზრუნველყოფისა და ომის შეწყვეტის საერთაშორისო-სამართლებრივი საშუალებები. გაერო
და დავათა მშვიდობიანი მოწესრიგება. ეუთო და დავათა მშვიდობიანი მოწესრიგება.
თანამედროვე მშვიდობიანი თანამეგობრობის დემილიტარიზაციის ძირითადი
მიმართულებები. მშვიდობის ზონა. ტერიტორიის დემილიტარიზაცია და ნეიტრალიზაცია.

ზეპირი გამოკითხვა (2 ქულა)


საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი

საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ცნება და წყაროები. საერთაშორისო


სახელშეკრულებო სამართლის კოდიფიკაცია.

საერთაშორისო ხელშეკრულების ცნება და სუბიექტები. საერთაშორისო ხელშეკრულებათა


სახეები. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა კლასიფიკაცია შინაარსის
მიხედვით.

საერთაშორისო ხელშეკრულების დადების სტადიები. საერთაშორისო ხელშეკრულების


8
დადების პროცედურა. დათქმა და მისი იურიდიული შედეგი. დეპოზიტორი.საერთაშორისო
ხელშეკრულების ძალაში შესვლა. საერთაშორისო ხელშეკრულებების ბათილობის
საფუძვლები და შედეგები. საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

საერთაშორისო ხელშეკრულების სტრუქტურა და ფორმა. ხელშეკრულების ენა.


ხელშეკრულების დასახელებანი და მათ შორის არსებული განსხვავებანი.

ზეპირი გამოკითხვა (2 ქულა)


საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფერენციები. უნივერსალური ორგანიზაციები.

საერთაშორისო კონფერენციის ცნება. საერთაშორისო კონფერენციის მომზადება და მოწვევა.


გადაწყვეტილების მიღების წესი. სახელმწიფოთა დელეგაციები და კონფერენციის
9 ორგანოები. საერთაშორისო კონფერენციათა მიერ მიღებული აქტების სახეები.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნება. საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა და


კომპეტენცია. საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალსუბიექტურობა. საერთაშორისო
ორგანიზაციების ფუნქციები. საერთაშორისო ორგანიზაციათა კლასიფიკაცია.

-9- (სულ 17 გვ.)


სამთავრობათშორისო და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები.

გაეროს შექმნის ისტორია, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

დიალოგი (ნიშნის გარეშე)


რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციები

ევროპის საბჭო - მისი შექმნის ისტორია, მიზნები და საქმიანობის ძირითადი


მიმართულებები

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) - მისი შექმნის ისტორია,


მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
10
ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) - მისი შექმნის ისტორია,
მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ევროკავშირის შექმნის ისტორია, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ზეპირი გამოკითხვა (2 ქულა)


ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი

მოსახლეობის ცნება და შემადგენლობა.

მოქალაქეობა და საერთაშორისო სამართალი: მოქალაქეობის ცნება; საზღვარგარეთ მყოფ


მოქალაქეთა დიპლომატიური დაცვა; მოქალაქეობის შეძენის, შეცვლისა და დაკარგვის წესი;
მოქალაქეობის იძულებით ჩამორთმევის აკრძალვა საერთაშორისო სამართალში.
საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

ორმოქალაქეობა (ბიპატრიზმი).
11
მოქალაქეობის არმქონე პირები (აპატრიდები). მოქალაქეების არმქონე პირების სტატუსი
საქართველიში.

უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო სამართალში. უცხოელთა სტატუსის


სახეები. უცხოელების სტატუსი საქართველოში.

თავშესაფრის უფლება. თავშესაფრის უფლება ეროვნულ კანონმდებლობაში.

კაზუსი (3 ქულა)
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცნება. საერთაშორისო ჰუმანიტარული


სამართლის სტრუქტურა: ჰააგის სამართალი და ჟენევის სამართალი. საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის წყაროები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
12 პრინციპები. მარტენსის დეკლარაცია.
წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უზრუნველყოფა: ეროვნული
საშუალებები, საერთაშორისო საშუალებები.

კაზუსი (3 ქულა)
დიპლომატიური და საკონსულო სამართალი

13 დიპლომატიური სამართლის ცნება. დიპლომატიური სამართლის წყაროები.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და დიპლომატიური წარმომადგენლობების

-10- (სულ 17 გვ.)


დაარსება.

დიპლომატიური წარმომადგენლების კლასები და რანგები. დიპლომატიური


წარმომადგენლობის სტრუქტურა და პერსონალი. დიპლომატიური წარმომადგენლობის
იმუნიტეტები და პრივილეგიები.

სახელმწიფოთა დროებითი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლობები.


საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო წარმომადგენელთა პრივილეგიები და
იმუნიტეტები. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისი პერსონალის პრივილეგიები და
იმუნიტეტები.

საკონსულო სამართლის ცნება. საკონსულო სამართლის წყაროები. საკონსულო


დაწესებულებათა ფუნქციები. კონსულების კლასები. კონსულის დანიშვნისა და გამოწვევის
წესი. საკონსულო პატენტი და ეგზეკვატურა. საპატიო კონსულები. საკონსულო შეღავათები,
პრივილეგიები და იმუნიტეტები.

კაზუსი (3 ქულა)
საერთაშორისო საზღვაო სამართალი

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ცნება და წყაროები.

საზღვაო სივრცის კლასიფიკაცია. შიდა საზღვაო წყლები. ტერიტორიული ზღვა.


14 “მშვიდობიანი გავლის” პრინციპი. მიმდებარე ზონა. საერთაშორისო სრუტეები და არხები.
არქიპელაგიური წყლები. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. კონტინენტალური შელფი.
ღია ზღვა. დახურული და ნახევრად დახურული ზღვები. რაიონი.

კაზუსი (3 ქულა)
საჰაერო და კოსმოსური სამართალი

საჰაერო და კოსმოსური სივრცის სამართლებრივი რეჟიმები.


საჰაერო სამართლის წყაროები: ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო
ავიაციის შესახებ, ვარშავის 1929 წლის კონვენცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების
15
ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ, ჰააგის 1970 წლის კონვენცია საჰაერო ხომალდების
გატაცების შესახებ, მონრეალის 1971 წლის კონვენცია არაკანონიერ აქტებთან ბრძოლის
შესახებ.

ზეპირი გამოკითხვა (2 ქულა)

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.


დადებითი შეფასებებია:
• (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
• (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
• (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
• (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
• (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
• (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ

-11- (სულ 17 გვ.)


გასვლის უფლება;
• (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
შეფასების ფორმები და მეთოდები:

შეფასების ფორმები შეფასების მეთოდები


მიმდინარე აქტივობა 30 ქულა (5 ზეპირი გამოკითხვა, 6 კაზუსი)
შუასემესტრული გამოცდა 30 ქულა (1 კაზუსი, 10 ღია კითხვა)
დასკვნითი/დამატებითი
40 ქულა (2 კაზუსი, 10 ღია კითხვა)
გამოცდა

შეფასების ფორმები და კრიტერიუმები:

შეფასების ფორმები შეფასების კრიტერიუმები


მიმდინარე აქტივობა მიმდინარე აქტივობის მაქსიმალური ქულა - 30,
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 15 ქულა;

6 ზეპირი გამოკითხვა, თითოეული 2 ქულა, სულ 12 ქულა


2 ქულა - პასუხი სრულყოფილია, სტუდენტი ზედმიწევნით
ფლობს საკითხს. იყენებს შესაბამის იურიდიულ
ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას, მისი მსჯელობა
ლოგიკური და თანმიმდევრულია. პასუხი კონკრეტულია და
ზუსტად ასახავს დასმული კითხვის შინაარსს.

1.5 ქულა - პასუხი სწორია. სტუდენტი კარგად ფლობს


საკითხს. იყენებს სათანადო იურიდიულ
ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას; მისი მსჯელობა
ლოგიკურია, თუმცა არათანმიმდევრული. მცირედით
სცდება დასმული კითხვის შინაარსს.

1 ქულა - პასუხი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი


ფრაგმენტულად ფლობს საკითხს. სრულად ვერ იყენებს
სათანადო იურიდიულ ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას.
მსჯელობისას სხცდება დასმული შეკითხვის შინაარსს.

0.5 ქულა - პასუხი ხარვეზულია, უშვებს ფაქტობრივ


შეცდომებს. სტუდენტს აქვს ზოგადი წარმოდგენა, მაგრამ
სათანადოდ ვერ აყალიბებს საკითხს. ვერ იყენებს
იურიდიულ ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას. პასუხი არ
შეესაბამება დასმული შეკითხვის შინაარსს.

0 ქულა - პასუხი არ აქვს ან პასუხი არასწორია.

6 კაზუსი, თითოეული 3 ქულა, სულ 18 ქულა


3 ქულა - პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული. მსჯელობა ლოგიკური,
თანმიმდევრული და სამართლებრივად მაღალ დონეზეა
გადმოცემული. სტუდენტი ზედმიწევნით ფლობს საკითხს.
კარგად არის გამოყენებული იურიდიული
ტერმინოლოგია/დარგობრივი ენა. ნორმის (მუხლის,
პუნქტის/ნაწილის, ქვე-პუნქტი) განმარტება და გამოყენება

-12- (სულ 17 გვ.)


კაზუსის ამოსახსნელად ზუსტი და სწორია. სტუდენტის
მსჯელობა არ გადადის მომიჯნავე საკითხებზე. კაზუსის
ამოხსნა ზუსტად და უშუალოდ პასუხობს დასმულ
შეკითხვას ან/და ამოცანას.

2.5 ქულა - პასუხი სწორია. მსჯელობა ლოგიკური,


თანმიმდევრული და სამართლებრივად გამართულია.
სტუდენტი კარგად ფლობს საკითხს. ნორმის (მუხლის,
პუნქტის/ნაწილის, ქვე-პუნქტი) განმარტება და გამოყენება
კაზუსის ამოსახსნელად სწორია. გამოყენებულია
იურიდიული ტერმინოლოგია/დარგობრივი ენა.
სტუდენტის მსჯელობა არ გადადის მომიჯნავე საკითხებზე.
კაზუსის ამოხსნა პასუხობს დასმულ შეკითხვას.

2 ქულა - პასუხი სწორია, თუმცა შეკვეცილია. მსჯელობა


ლოგიკურია თუმცა ხშირ შემთხვევაში თანმიმდევრული არ
არის. სტუდენტი ფლობს საკითხს. გამოყენებულია
იურიდიული ტერმინოლოგია/დარგობრივი ენა. ნორმის
(მუხლის, პუნქტის/ნაწილის, ქვე-პუნქტი) განმარტება და
გამოყენება კაზუსის ამოსახსნელად სწორია თუმცა
არასრული. სტუდენტის მსჯელობა მცირედით გადადის
მომიჯნავე საკითხებზე. კაზუსის ამოხსნა პასუხობს დასმულ
შეკითხვას, მაგრამ არასრულყოფილია.

1.5 ქულა - პასუხი დამაკმაყოფილებელია. საკითხი


გადმოცემულია ფაქტობრივი შეცდომებით. მსჯელობა
წარმოდგენილია, თუმცა რიგ შემთხვევებში სცდება ლოგიკას
და თანმიმდევრობას. სტუდენტი ფრაგმენტულად ფლობს
საკითხს. იურიდიული ტერმინოლოგია/დარგობრივი ენა
მწირია. ნორმის (მუხლის, პუნქტის/ნაწილის, ქვე-პუნქტი)
განმარტება და გამოყენება კაზუსის ამოსახსნელად
ხარვეზულია. სტუდენტის მსჯელობა გადადის მომიჯნავე
საკითხებზე. კაზუსის ამოხსნა სრულყოფილად ვერ
პასუხობს დასმულ შეკითხვას.

1 ქულა - პასუხი დამაკმაყოფილებელია. საკითხი


გადმოცემულია ფაქტობრივი შეცდომებით. მსჯელობა
წარმოდგენილია, თუმცა რიგ შემთხვევებში სცდება ლოგიკას
და თანმიმდევრობას. სტუდენტი ფრაგმენტულად ფლობს
საკითხს. იურიდიული ტერმინოლოგია/დარგობრივი ენა
მწირია. ნორმის (მუხლის, პუნქტის/ნაწილის, ქვე-პუნქტი)
განმარტება და გამოყენება კაზუსის ამოსახსნელად
ხარვეზულია. სტუდენტის მსჯელობა გადადის მომიჯნავე
საკითხებზე. კაზუსის ამოხსნა სრულყოფილად ვერ
პასუხობს დასმულ შეკითხვას.

0.5 ქულა - პასუხი ნაკლოვანია. საკითხი გადმოცემულია


ფაქტობრივი შეცდომებით. მსჯელობა მწირია, ხშირ
შემთხვევებში ალოგიკური და არათანმიმდევრული.
სტუდენტი სათანადოდ ვერ ფლობს საკითხს. იურიდიული
ტერმინოლოგია/დარგობრივი ენა არ არის გამოყენებული.
ნორმის (მუხლის, პუნქტის/ნაწილის, ქვე-პუნქტი)
განმარტება და გამოყენება კაზუსის ამოსახსნელად

-13- (სულ 17 გვ.)


ხარვეზულია. სტუდენტის მსჯელობა დიდი დოზით
გადადის მომიჯნავე საკითხებზე. კაზუსის ამოხსნა ვერ
პასუხობს დასმულ შეკითხვას.

0 ქულა - პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის და


მსჯელობა/არგუმენტირება საერთაოდ არ არის მოცემული.

შუასემესტრული გამოცდა შუასემესტრული გამოცდის მაქსიმალური ქულა - 30,


მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 7.5 ქულა;

1 კაზუსი, 10 ქულა
10 ღია კითხვა, თითოეული 2 ქულა, სულ 20 ქულა

დასკვნითი/დამატებითი დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულა - 40, მინიმალური


გამოცდა კომპეტენციის ზღვარი - 10 ქულა;

2 კაზუსი, თითოეული 10 ქულა, სულ 20 ქულა

კაზუსი, რომელიც გამოიყენება შუალედური/ დასკვნითი


საგამოცდო შეფასებისთვის:

• 9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და


ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია
დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული
როგორც ძირითადი ისე დამხმარე ლიტერატურა.

• 7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი;


ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი
ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდეომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
• 5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი
დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
• 3-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია
მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი
შეცდომა.
• 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ
არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი
არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმნეტები.

-14- (სულ 17 გვ.)


• 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არაა მოცემული.

10 ღია კითხვა, თითოეული 2 ქულა, სულ 20 ქულა
• 2 ქულა - პასუხი სრულყოფილია, სტუდენტი
ზედმიწევნით ფლობს საკითხს. იყენებს შესაბამის
იურიდიულ ტერმინოლოგიას, მისი მსჯელობა
ლოგიკური და თანმიმდევრულია. პასუხი
კონკრეტულია და ზუსტად ასახავს დასმული
კითხვის შინაარსს.

• 1.5 ქულა- პასუხი სწორია. სტუდენტი ფლობს


საკითხს. იყენებს სათანადო იურიდიულ
ტერმინოლოგიას. მისი მსჯელობა ლოგიკურია,
თუმცა არა კონკრეტული და მცირედით ცდება
დასმული კითხვის შინაარსს.

• 1 ქულა - პასუხი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი


ფრაგმენტულად ფლობს საკითხს. სრულად ვერ
იყენებს სათანადო იურიდიულ ტერმინოლოგიას.
მსჯელობა არათანმიმდევრულია.

• 0.5 ქულა - პასუხი ხარვეზულია, აღინიშნება


ფაქტობრივი შეცდომები, თუმცა სტუდენტს ზოგადი
წარმოდგენა აქვს საკითხზე. იურიდიული
ტერმინოლოგია გამოყენებული არ არის.

• 0 ქულა - პასუხის არასწორია.

ძირითადი ლიტერატურა

1. ლევან ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, „ინოვაცია“, თბილისი, 2015 წ., სტუ-ს
ბიბლიოთეკის კეტერი: 341 / 38
2. პიტერ მალანჩუკის რედაქტირებით, აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი
„დიოგენე“, 2005 წ., სტუ-ს ბიბლიოთეკის კეტერი: 341/43

დამხმარე ლიტერატურა

1. კ. კორკელია, საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ


სამართალში, თბილისის უნივ. გამომცემლობა, თბ. 1998;
2. კ. კორკელია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში, თბ., 2004;
3. კ. კორკელია, ი. ქურდაძე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, თბ., 2004;
4. მ. ჯიქია, ინდივიდის სტატუსი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში, გამომცემლობა
„უნივერსალი“, თბილისი, 2011;
5. M. Jikia, Right to Self-determination vs. Territorial Integrity, Publishing House “Universal”, 2011.
6. William A. Schabas, An introduction to the International Criminal Court, second edition, 2003.
7. შტეფან ტრექსელი (სარა ჯ. სამერსის დახმარებით), ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის
პროცესში. თბილისი, 2009;

-15- (სულ 17 გვ.)


8. ევა გოცირიძე მიზეზობრიობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში (რედაქტორი ლევან
ალექსიძე) თბილისი, 2006;
9. ევა გოცირიძე გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში (ევროპული კონვენციისა
და სტრასბურგის იურისპუდენციის მიხედვით) რედაქტორი - ლევან ალექსიძე. თბილისი, 2008;
10. ევა გოცირიძე სიცოცხლის უფლების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
მიხედვით. რედაქტორი - კონსტანტინე კუბლაშვილი. თბილისი, 2007;
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და მათი გავლენა საქართველოს
კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე. სტატიათა კრებული კ. კორკელიას რედაქტორობით.
თბილისი, 2006;
12. დიპლომატიური სამართალი საკონსულო სამართალი. „ბონა კაუზა,“ თბილისი, 2006;
13. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი (ლექსიკონი - ცნობარი) რედაქტორი - ლ. ალექსიძე.
გამომცემლობა GCI, 2003;
14. მინდია უგრეხელიძე საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სათავეებთან.
„მართლმსაჯულება,“ 2008, #1;
15. მოსამართლე და მართლმსაჯულება, ევროპული სტანდარტები, თბილისი, 2001.
16. კუმპენე და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ (ფაქტები, ანალიზი, შეფასება). თბილისი, 2005.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი, თბილისი, 2005, განჩინებათა და
გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (შეადგინა ევა გოცირიძემ).
18. დოკ ლეონარდი. ევროკავშირი. სახელმძღვანელო. GCI, თბილისი, 2002.
19. Я. Броунли – международное право (в двух книгах). «Прогресс,» Москва, 1977.
20. Микеле де Сальвиа. Прецеденты европейского суда по правам человека (судебная практика с 1960 по
2002 гг.). «Юридический центр Пресс.» 2007.
21. James Crawford. The Law of International Responsibility. University of Cambridge. 2010.
22. James Crawford. The International Law of commission Articles on state Responsibility. Introduction. Text
and commentaries. Cambridge University press. 2005 (Third printing).
23. Antonio casesse. International Law. Second Edition. 2005.
24. Antonio casesse. International Criminal Law. Second Edition. Oxford University press. USA 2008.
The Statute of International Criminal court. A Documentary History. Compiled by M. Cleris Bassioni,
1998.
25. 1982 წლის ვენის კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ; www.matsne.gov.ge
26. 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ; www.matsne.gov.ge
27. 1969 წლის კონვენცია სპეციალური მისიების შესახებ; www.matsne.gov.ge
28. 1975 წლის ვენის კონვენცია საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფოთა
წარმომადგენლობების შესახებ; www.matsne.gov.ge

სილაბუსის ავტორი/ავტორები ქეთევან ჯინჭარაძე

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის


ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თეა შაყულაშვილი

საჯარო სამართლის
დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჯიქია

დამტკიცებულია
ბიზნეს-ინჟინერინგის
ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე
10 მაისი 2011 წელი

-16- (სულ 17 გვ.)


შეთანხმებულია
სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ირმა ინაშვილი

მოდიფიცირებულია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების
ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე
31.03.2018
ოქმი №11
ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გაბისონია

-17- (სულ 17 გვ.)

You might also like