You are on page 1of 2

სამიზნე ცნება - დემოკრატია

შედეგები-მოქ.საბ.1. გადაწყვეტილებების მიღებისას უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (მათ შორის,


საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების
კონვენცია) შინაარსის გათვალისწინება;
საკითხი - პოლიტიკური იდეოლოგიები
კომპლექსური დავალების დასახელება - სტატია
კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინეთ, რომ ჟურნალისტი ხართ და სარედაქციო სვეტი
მიგყავთ ქვეყნის ერთერთ მთავარ გაზეთში. წესად გაქვთ, ყოველი კვირის ბოლოს თქვენს
მკითხველებს სთხოვოთ, მოგწერონ, რა საკითხი აინტერესებთ მომავალი კვირის თემად. მათგანაც
ყოველთვის სათანადო უკუკავშირი გაქვთ და საბოლოოდ ირჩევთ თემას, რომელიც თქვენი
მკითხველების უმეტესობას აინტერესებს. მათი პასუხებიდან გამომდინარე ამჯერად შეარჩიეთ:
პოლიტიკური იდეოლოგიები. თქვენ უნდა შეისწავლოთ საჭირო მასალა და მასზე დაყრდნობით
მოამზადოთ სტატია (მაქსიმუმ 200 სიტყვა), რომელშიც დასაბუთებულ პასუხს გასცემთ
მკითხველთა შეკითხვებს.
სტატიაში თვალნათლივ წარმოაჩინეთ:
 რომელი პოლიტიკური იდეოლოგია/ები და პოლიტიკური რეჟიმი/ები აძლევს პიროვნებას
თავისუფლად განვითარებისა და საზოგადოებასთან მშვიდობიანი თანაარსებობის მეტ
საშუალებას და პირიქით, რომელი უქმნის მას საფრთხეს;
 რომელი პოლიტიკური იდეოლოგია და რეჟიმი ქმნის საშუალებას ქვეყანაში
დემოკრატიული პრინციპების განხორციელებისა და საყოველთაო კეთილდღეობის
დამკვიდრებისათვის და რომელი უქმნის ამ ღირებულებებსა და პროცესებს საფრთხეს;
 რამდენად შესაძლებელი და მნიშვნელოვანია განსხავებული იდეოლოგიის ადამიანებმა
მშვიდობიანი თანაცხოვრება მოახერხონ.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების მუშაობისთვის.


კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა - სტატია


ნაბიჯი 1.
რესურსი/აქტივობა:
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის მოსწავლემ უნდა დაამუშავოს მოსწავლის
სახელმძღვანელოს მესამე პარაგრაფში „პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები“ მოცემული
თეორიული მასალა და შეასრულოს ამ პარაგრაფის შემდეგი სავარჯიშოები:
N1; N3; N4: N6; N7; სასურველია უყუროთ კინოკლუბის ფილმსაც (გვ.55 ,,კურდღელი ჯოჯო“).

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

რესურსი/აქტივობა: https://youtu.be/jAL9PlMhQvg სახელმძღვანელოში წარმოდგენილ მასალასთან


ერთად გაეცნით აღნიშნულ ვიდეორგოლს.

You might also like