You are on page 1of 3

შემაჯამებელი კომპლექსური დავალება: „სოციოლოგიური კვლევა“

წინა პარაგრაფების შესწავლისას თქვენ უკვე შეასრულეთ რამდენიმე დავალება, რომლებიც


სამოქალაქო საზოგადოებას შეეხება. ეს გამოცდილება დაგეხმარებათ მომდევნო
დავალებების შესრულებაში, რომელთა წყალობით უკეთ გაიგებთ, რა არის და როგორ
მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა.

ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს შორის ჩაატარეთ გამოკითხვა, რათა გაარკვიოთ ყველაზე


მეტად რა საკითხები აღელვებს თქვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, რომლებიც მათი
აზრით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს. მოამზადეთ შემაჯამებელი
მცირე დასკვნა სლაიდშოუს (ან წერილობითი ანგარიშის) სახით, სადაც გაერთიანდება
გაერთიანდება ყველა რესპოდენტის კვლევის შედეგები.

სლაიდშოუში/წერილობით ანგარიშში ნათლად უნდა წარმოჩინდეს:

 ყველაზე ხშირად რომელ პრობლემებს ასახელებენ გამოკითხული ადამიანები?


 მოქალაქეთა აზრით, გამოკვეთილი პრობლემებიდან, რომელი უნდა მოაგვაროს
ადგილობრივმა თვითმმართველობამ?
 როგორ ხედავენ მოსწავლეები სამოქალაქო საზოგადოების როლს პრობლემის
მოგვარების პროცესში?

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:

 უნდა მოამზადოთ მცირე კითხვარი (ან შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელმძღვანელოს


ბოლოში დანართი №4, გვ. 130), რომელსაც გამოიყენებთ გამოკითხვისას. სასურველია
გამოიკითხოთ სხვადასხვა სქესისა და ასაკის მინიმუმ 10 ადამიანი;
 მიღებული პასუხები დაახარისხეთ საკითხების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომელ
საკითხზე (მაგ: დასახლებაში არსებული გზა, წყალმომარაგება, საბავშვო ბაღები და
ა.შ.) ჯამში რამდენმა რესპოდენტმა (გამოკითხულმა) გაამახვილა ყურადღება.
 გამოყავით ის საკითხები (3-5 საკითხი), რომელთაც მოსახლეობა ყველაზე აქტუალურ
პრობლემებად მიიჩნევს (იმის მიხედვით, ჯამურად რომელი პრობლემაა ყველაზე
ხშრად აღნიშნული გამოკითხულთა ანკეტებში).
 მიღებული შედეგები გადმოეცით სლაიდშოუს ან წერილობითი ანგარიშის სახით
სადაც სიტყვიერად უნდა დაწეროთ სრული ანგარიში შემდეგი ნაწილების
გათვალისწინებით:
შესავალი ნაწილი (წარმოადგინეთ საკუთარი თავი, წარმოადგინეთ რას შეეხება
თქვენი კვლევა, ვისთან ჩაატარეთ, რამდენი რესპოდენტი გამოიკითხეთ და ა.შ)
შუა ნაწილი (ისაუბრეთ კვლევის შედეგებზე, წარმოადგინეთ სრულყოფილი სურათი,
მიყევით ზემოჩამოთვლილ ინსტრუქციას)
დასკვნითი ნაწილი (წარმოადგინეთ დასკვნა, რა შედეგები მოგცა ამ კვლევამ
საბოლოოდ? როგორ ხედავთ სამოქალაქო საზოგადოების როლს პრობლემების
მოგვარების პროცესში? ასევე ისაუბრეთ რა მოგცათ ამ კვლევაზე მუშაობამ?
გაგიჭირდათ თუ არა? თუ გაგიჭრდათ რა ნაწილში? რა გასწავლათ ამ დავალებამ?

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ, ისაუბრეთ:


 როგორ მოემზადეთ ზეპირი გამოსვლისათვის.
 რას გააკეთებდით განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას?

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:

არა-0ქ. ნაწილობრივ -1ქ. სრულად -2ქ.

1. მომზადებულია პრეზენტაცია/წერილობითი ნაშრომი, პასუხობს დავალების


პირობას. მოსწავლე მომზადებულია, საუბრობს ფაქტებსა და არგუმენტებზე
დაყრდნობით
2. მსჯელობა თანმიმდევრულია, წარმოდგენილია შესავალი, ძირითადი ნაწილი,
დასკვნა
3. მოსწავლეს გამოყენებული აქვს ვიზუალური მასალა გაფორმებისთვის (მაგ: ფოტო,
ვიდეო, დიაგრამა და ა.შ>)
4. იცავს დროის ლიმიტს

აუდიტორიას თავდაჯერებული მიმართავს, ამყარებს თვალით კონტაქტს, ხმა და ინტონაცია


დამაჯერებელია,. წარმოთქმა-კარგი

რეკომენდაცია:

მკვიდრი წარმოდგენები (ეს პუნქტები დაგეხმარებათ დავალების წერის გაადვილებაში,


შეგიძლიათ გამოიყენოთ)

 თვითმმართველობასთან მოქალაქეების აქტიური თამაშრომლობით ადგილობრივი


პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა შეიძლება.
 ადგილობრივი ხელისუფლება (საკრებულო და მერი) აირჩევა მოქალაქეთა მიერ და
ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
 ინდივიდს მრავალ სოციალურ ჯგუფთან და ინსტიტუციასთან უხდება
ურთიერთობა, რაც მის პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს;
 საზოგადოების წევრებს აქვთ საერთო ინტერესები და საზრუნავი;
 საზოგადოების წევრები თანხმდებიან ქცევის წესებსა და ღირებულებებზე.
 დემოკრატიული მმართველობის დროს საზოგადოება, მოქალაქეები არა მხოლოდ
არჩევნების გზით აყალიბებენ ხელისუფლებას, რომელიც სამ შტოდ არის
დანაწილებული, არამედ მონაწილეობენ მმართველობის განხორციელებაში;
 დემოკრატიის დროს ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა;
 დემოკრატიული საზოგადოება უფუძნება გარკვეულ პრინციპებს (თანასწორობა,
კანონის უზენაესობა, გამჭირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა,
არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა).
 პირადი, საზოგადოებრივი საჭიროებების განსაზღვრა ნებისმიერი ინიციატივის
საფუძველია;
 მკაფიო მიზნების დასახვა, რესურსებისა და მოქმედებების დაგეგმვა და დროში
გადანაწილება წარმატებული საქმიანობის აუცილებელი პირობაა;
 მოქმედებებისგან მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განსაზღვრა გვეხმარება
გაუთვალისწინებელი რისკების შემცირებაში;
 გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ზნეობრივი და საკანონმდებლო
ნორმების გათვალისწინება.
 დემოკრატიული საზოგადოება არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიური
მოქალაქეებისაგან შედგება;
 სამოქალაქო მონაწილეობის დროს მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის ინტერესის
გათვალისწინება.

You might also like