You are on page 1of 9

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი

სახელი, გვარი ზეინაბ კაკალაშვილი

ქალაქი/რაიონი/
ქალაქ თელავი
დაბა, სოფელი

სკოლა თელავის N5 საჯარო სკოლა.

პროექტისმონახაზი

პროექტისდასახელება

„ ჩემი ხმა გადამწყვეტია!”

პროექტის შინაარსი

U18 : იმიტირებული არჩევნები მოსწავლეებისთვის


Under 18 (U18) – ეს არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც მიმართულია აქტიური
მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში , რომელთაც ჯერ არა
აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას მონაწილეობა
მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში.

U18 პირველად ჩატარდა 1996 წელს ბერლინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. დღეისათვის ეს არის
გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოლიტიკური განათლების პროგრამა ბავშვებისა
და ახალგაზრდებისათვის , პროგრამა სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს ევროკავშირის და
პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც.

პროგრამა U18 ტარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და


საპარლამენტო არჩევნების, ასევე ევროპული არჩევენების დროს. ბავშვები და ახალგაზრდები
მონაწილეობენ სპეციალურად ორგანიზებულ იმიტირებულ არჩევნებში . ხმის მიცემა ხდება მხოლოდ
რამდენიმე შეცვლილი პირობით, მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს „ნამდვილ
არჩევნებამდე“ 7-9 დღის განმავლობაში . პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18
წლამდე ყველა ეროვნების ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

„U18“ საქართველოში ინიცირებულია ორგანიზაციის „სიქა - საგანმანათლებლო


ინიციატივების ქართული ასოციაცია“ მიერ და ხორციელდება U18 ქსელში. ქსელში
გაერთიანებულია რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საგანმანათლებლო
დაწესებულებები, რომლებიც მხარს უჭერებ „U18“ იდეებს.მათ შორის ამ პროექტს
შევუერთდით ჩვენც თელავის N5 საჯარო სკოლა. : მე, როგორც სამოქალაქო განათლების
პედაგოგი და კლუბ- „ახალი სიცოცხლის“ მეურვე სკოლის მოსწავლეები მოხალისეობის
პრინციპით საბაზო და საშუალო საფეხურიდან. პროგრამის ორგანიზებულად ჩატარებისთვის
საქართველოში ჩატარდა წინა მოსამზადებელი აქტივობები : შეხვედრა განათლების
სამინისტროს წარმომადგენელთან ბატ. ნიკო სილაგაძესთან მონაწილეები:,,სიქას“
აღმასრულებელი დირექტორი :ინგა პაიჭაძე 4 -5
ოქტომბერს ჩატარდა ტრეინინგი ქ. თბილისიში, გერმანელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრები
ქართველი ფასილიტატორებთან და პროექტში მონაწილე
სკოლებთან.- სადაც ისაუბრეს, U18 მეთოდიკასა
და , პროგრამის მიმდინარეობაზე, გერმანიასა და უკრაინაში.სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნ
ენ ფასილიტატორები გერმანიიდან რომან ელსნერი და დომინიკ ელგნერი და პროექტის კოო
რდინატორი უკრაინიდან ლუდმილა პარაშენკო.
(იხ. მასალები power point- ის მასალებში.
ვიზიტი დამეხმარა უკეთ დამეგეგმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პროექტის„U18“
ფარგლებში ჩვენს სკოლაში , სადაც ინტერესით ჩაერთვნენ მოხალისეობის პრინციპით საბაზო,
საშუალო საფეხურის მოსწავლეები და სამოქალაქო კლუბის „ახალი სიცოცხლის“
წევრები. ახალგაზრდული არჩევნები ჩვენს სკოლში დავიწყეთ საგაკვეთილო თემების შესწავლითა
და განმტკიცებით. კერძოდ:

1.მოსწავლეები გაეცნობიან :

· საქართველოს საარჩევნო კოდექს

· ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, მუხლი21

2.ვინ და როგორ ავირჩიოთ

3.არჩევანის გაკეთების კრიტერიუმებს

4.თუ როგორ არის დამოკიდებული ხელისუფლების ლეგიტიმურობა არჩევნების პროცესზე

5. საარჩევნო პროცესს

II

გვექნება დისკუსიები შემდეგ საკითხებზე:

1. როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი?(აქცენტები გაკეთდება ახლობლებთან


გამოკითხვის საფუძველზე - კითხულობენ და უსმენენ თუ არა ისინი ამომრჩევლის
პროგრამებს,გამოცემულ ბროშურებს, მასმედიით გაშუქებულ წინა საარჩევნო გამოსვლებს ,რა
პრიორიტეტებით აფასებენ პარტიებსა და კანდიდატებს)

2. როგორია საქართველოში საარჩევნო კულტურა (აქცენტები გაკეთდება პრობლემებსა და


გამოწვევებზე)

3. რით და როგორ იმართთება ჩვენი კონსტიტუციური ნება (აქცენტები გაკეთდება სამართლიან


და არასამართლიან მეთოდებზე, შინაგან და გარეგან მოტივაციებზე )

4. რატომ არის აუცილებელი საჭიროება პერიოდულად ჩატარდეს არჩევნები?

III

მოსწავლეები (ჯგუფებში) განიხილავენ საარჩევნო სუბიექტების პროგრამებს ანონიმურად


(სუბიქტის სახელის მითითების გარეშე). სუბიექტების ანონიმურობა დაცული იქნება ხმის
მიცემის დროსაც. შესაბამისად - ერთადერთი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც
მოსწავლეები გააკეთეს არჩევანს- საარჩევნო სუბიექტების პროგრამებია.

IV

რა პრობლემებია გამოკვეთილი ამ კუთხით და რა პოზიტიური ცვლილების შეტანა შეუძლიათ


მათ, როგორც აქტიურ მოქალაქეებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით:

· გამოცხადდება სლოგანების კონკურსი,მთელი სკოლის მასშტაბით - საარჩევნო


მოწოდების კუთხით

· გამოცხადდება საარჩევნო ყუთების კონკურსი,მთელი სკოლის მასშტაბით - ,, როგორ


საარჩევნო ყუთს ვანდობდი ჩემს ხმას”
5. დასკვნით იმიტირებულ არჩევნებს ჩავატარებთ სკოლაში არსებულ სამოქალაქო
განათლების კაბინეტში.

საგანი/საგნები

სამოქალაქო განათლება

საფეხური/კლასი

საბაზო და საშუალო

პროექტის განხორციელების დრო

2 თვე (სექტემბერი - ოქტომბერი)

პროექტის საფუძვლები

საგნობრივი სტანდარტები

მოქ.X.3.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური


მოქალაქის თვისებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

· აკავშირებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს საქართველოს მოქალაქის


მოვალეობებთან;

 მსჯელობს თავისუფალი პიროვნების აქტიური მოქალქეობისათვის აუცილებელ პირობებზე


საზოგადოებაში.

მოქ.X.10.მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ


ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 ირჩევს მისთვის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფისთვის აქტუალურ კონკრეტულ


პრობლემას (მაგ.:პოლიტიკა)მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე წერს
კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გეგმას მხარეთა უფლებების დაცვისა და კანონიერი
მოქმედებების გათვალისწინებით; განსაზღვრავს საკუთარ როლს პრობლემის მოგვარებაში ,
იკრებს თანამოაზრეებს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად; აფასებს საკუთარი
მონაწილეობის ეფექტიანობას და შედეგებს უზიარებს თანაკლასელებს;

მოქ.X.11.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 ირჩევს მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და


თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის
მოტივაციას, შესაძლებლობებსა და ხარისხს; შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების
ანალიზის საფუძველზე წერს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი თანამონაწილეობის
წასახალისებლად;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:

გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები და კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია და ყურადღებით


შეაფასონ საარჩევნო სუბიექტების დაპირებები, დაინახონ განსხვავებები პარტიებისა და
კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში;

შეძლონ წარმოჩენა და ფორმულირება საკუთარი ინტერესების, დამოუკიდებლად მოიძიონ პასუხები


არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებზე და მომავალში აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ
გარემო ვითარებაზე.

· კანონის გაცნობის საფუძველზე (მომავალში) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა


არჩევნების დროს, როგორც ამომრჩეველმა ან კანდიდატმა;

· გამოვლინდება საუკეთესო სლოგანი კონკურსის წესით, რომელსაც დააკრავენ საარჩევნო


ყუთს.

· გამოვლინდება საუკეთესო საარჩევნო ყუთი, რომელშიც ჩაიყრება საარჩევნო ხმები

· გააშუქებენ იმიტირებულ საარჩევნო პროცესებს, მოვლენებს სურათებისა და წერილობითი


დოკუმენტების (ოქმის) სახით;

· მოსწავლეთა საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არჩევნების ხარისხიანად ჩატარებას

· ,, ამომრჩევლები“ ფიქრობს არჩევნებზე და აფასებს კანდიდატებს

· მოსწავლეები მონაწილეობენ, აკვირდებიან,აფასებენ პროცესს და შედეგს .

· მოსწავლეები აჯამებენ შედეგს

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

რა ფორმები იცით სამოქალაქო აქტივობების გამოვლენის?


ზოგადი კითხვა

თემატური როგორია ჩვენს ქალაქში: სკოლაში, თემში სამოქალაქო აქტივობა არჩევნების


კითხვები დროს?
როგორია ჩვენი პოლიტიკური კულტურა არჩევნების დროს?

· რატომ არის აუცილებელი პოლიტიკური პარტიების პროგრამების


გააზრებულად კითხვა?

· რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავამკვიდროთ ეს პოლიტიკური კულტურა?

· რატომ ითვლება სამართლიანი არჩევნები ქვეყნის კეთილდღეობისა და


დემოკრატიის გარანტად?
შინაარსობრივი
· რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დროს?
კითხვები
· რა არის არჩევნების ლეგიტიმურობისათვის საჭირო 2 პირობა?

· ზოგჯერ ეს ორივე პირობა არსებობს,მაგრამ არჩევნების შედეგი მაინც არ


ამართლებს: წინასაარჩევნო დაპირებები თითქმის არ
სრულდება,საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ უკმაყოფილოა.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)

პროექტის
მსვლელობის შეფასების მეთოდ(ებ)ი შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
ეტაპები

· გონებრივი იერიში · თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი (დაფაზე,


ფლიფჩარტზე)
პროექტის · ვიცი-ვისწავლე- მინ
დასაწყისში და ვიცოდე · პრიორიტეტების ჩამონათვილი

· პროექტის გეგმები  ჩეკლისტები

· ჯგუფებზე დაკვირვე  მინიშნებები


ბა
 ფორმები
· არაფორმალური დ
 ჩანიშვნები შეგროვებული ინდივიდუალურ ან
აკვირვება და შემთხვევე
ჯგუფურსაქაღალდეში.
ბის ჩანიშვნები
პროექტის  ჩეკლისტები რომლებიც ხელს უწყობს მოსა
· არასტრუქტურირებ
მსვლელობისას ლოდნელ ქცევაზე ფოკუსირებას.
ული გამოკითხვა
 კითხვები

 პრეზენტაციები

 Pover pointi

 დისკუსიები

პროექტის · შესრულებები (მიცე  რუბრიკები და ქულების მინიჭების


დასრულების მული გზამკვლევები
შემდეგ დავალებები,აქტივობებ
ი)

შეფასების მოკლე მონახაზი

· მოსწავლეები ქმნიან შემოქმედებით და


შემეცნებით კავშირს ცოდნასა და ახალ პრაქტიკულ შესაძლებლობებს შორის.

· ვიცი - ვისწავლე - მინდა ვიცოდე ეხმარებიან მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხ
ის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი. ისინი მოსწავლეებს საშ
უალებას აძლევენ, რომ დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სიღრმისეულად შეისწავლიან მას.

· დაეხმარეთ მათ, რომ განავითარონ საკუთარი გეგმა და განიხილონ მათი განხორციელება და ო


რიგინალურობა.

· ჯგუფურ მუშობაზე დაკვირდება აფასებს თანამშრომლობის უნარებს.

· დაკვირვების შედეგად გაკეთებული განმავითარებელი შეფასება


ხელს უწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას სძენს საბოლოო შეფასებებს.

· დისკუსია და დამოუკიდებელი
აქტივობები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ თავისუფლად გამოხატონ მათი აზრები და იდე
ები, გააკეთონ რეფლექსია შესრულებულ დავალებებზე.

· შესრულება არის დემონსტრირებები და აქტივობები, რომლებსაც მოსწავლეები აწყობენ და ასრ


ულებენ სწავლის მიზნით

სხვა საკითხები

წინარეცოდნა

მოსწავლეებს შეუძლიათ:

· პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;

· დისკუსიის მოწყობა;

· ჯგუფებში დავალების განაწილება;

· გარკვეული მასალების მოძიება;

· კომპიუტერის გამოყენება;

· გამოცდილების გაზიარება;

· კვლევების ჩატარება;

· გარკვეული რესურსების შექმნა

სასწავლო პროცედურები

საბაზისო ცოდნის შემოწმება და გამყარება

დაფაზე გონებრივი იერიშის გამოყენების მეთოდით მოსწავლეებს ვუსვამთ კითხვას :

მნიშვნელოვანია თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისა თუ პოლიტიკური


სუბიექტების

პროგრამების გააზრებულად გაცნობა?


· კლასში ვსაუბრობთ საზოგადოებრივი აზრის ცვლილებებზე დროში,რომელიც უნდა აისახოს
ხელისუფლების შემადგენლობაში.სხვადასხვა პრობლემების გამოვლენაზე ,ჩამოვწერთ და
კლასიფიკაციას ვუკეთებთ პრობლემებს. ვაკონკრეტებთ მათთვის ყველაზე პრობლემატიკურ
საკითხს და ვსვამთ მოსწავლეთა საჭიროების განმსაზღვრელ კითხვებს :რა ფორმები იციან
სამოქალაქო აქტივობების გამოვლენის,რატომ არის აუცილებელი პოლიტიკური პარტიების
პროგრამების გააზრებულად კითხვა,

რა უნდა გავაკეთოთ ,რომ დავამკვიდროთ ეს პოლიტიკური კულტურა ? რატომ ითვლება


სამართლიანი არჩევნები ქვეყნის კეთილდღეობისა და დემოკრატიის გარანტად ?გაქვთ თუ არა
სურვილი აქტიურად ჩაერთოთ ამ პრობლემის მოგვარებაში და სად და როგორ ხედავთ თქვენს
როლს. მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებას არსებული საჭიროებისა და ცოდნის
საფუძველზე შეუდგნენ პროექტის წერას.

პროექტის გაცნობა

წარვადგენთ პროექტის სახელწოდებას:

,, ჩემი ხმა გადამწყვეტია!” “

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ინაწილებენ სამუშაოს თავიანთი შესაძლებლობების


ფარგლებში: ნაწილი აკეთებს კვლევას ახლობლებში: რა სიხშირით დადიან არჩევნებზე და რა
კრიტერიუმით აძლევენ ხმებს პოლიტიკურ პარტიებსა თუ კანდიდატებს ,, ნაწილი კი მოიძიებს
საკანონმდებლო ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებით (როგორც ადგილობრივს,ასევე
საერთაშორისოს), ჯგუფის ნაწილი იღებს პასუხისმგებლობას მოახდინონ ნამუშევართა შეგროვება
მიზნობრივი Power Point - ის შესაქმნელად, დაინტერესებული პირებისთვის გამოკრული იქნება
საარჩევნო სუბიექტების (პირობითი კოდური ლათინური ასოებით) წინასაარჩევნო პროგრამები
გასაცნობად, ასევე სკოლაში სამოქალაქო კლუბის ოთახის კედელზე განათავსებენ ინფორმაციას
აღნიშნული პროექტის შესახებ:აკრავენ ბანერს პროგრამის ლოგოებით და მოუწოდებენ
მოსწავლეებს განურჩევლად ასკისა ჩაერთონ აქტიურად საარჩევნო ლოზუნგისა და საარჩევნო
(კრიატიული) ყუთის შექმნაში მითითებულ ვადებში, მითითებულია აგრეთვე საქართველოში
ორგანიზატორი ორგანიზაციის მიერ სკოლაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება
სიგელებით, საკანცელარიო მასალითა და სხვა ფასიანი საჩუქრით. თანხმდებიან დროის გარკვეულ
ინტერვალებში გარკვეული შესრულებულ მოქმედებებს ერთმანეთს გაუზიარებენ კვლევის შედეგებს,
ინდივიდუალურად შეგროვილ ინფორმაციას, მოფიქრებულ სლოგანებს,

კვლევის დაწყება

მოსწავლეებს ვუხსნით, რომ პროექტზე იმუშავებენ,როგორც ჯგუფურად , ასევე ინდივიდუალურადაც ,


შესაბამისად შეფასებასაც ერთობლივ და ინდივიდუალურ ნამუშევარში მიიღებენ. ვურიგებთ
ჯგუფური მუშაობის რუბრიკას(ინდივიდუალური კვლევის შედეგები ჯგუფურ პრეზენტაციაში
გაერთიანდება). მოსწავლეებს ვურჩევთ შეიმუშავონ თეზისები თავიანთ საპრეზენტაციო
ნამუშევრებთან დაკავშირებით.პერიოდულად ვაწარმოებ მათ მონიტორინგს პროგრესის
შესამოწმებლად ( ეს შეიძლება იყოს , როგორც ერთობლივი და ინდივიდუალური მუშაობის
დაკვირვების,ასევე ჩანიშვნების ფურცელი,)

ნამუშევრების წარმოდგენა

ვხელმძღვანელობთ მოსწავლეებს პრეზენტაციების შექმნის, ორგანიზებისა და მომზადების დროს .


თითოეულ ჯგუფსა და ასევე ინდივიდუალურადაც მოსწავლეს მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა
ფორმით ( სლაიდ შოუ, სლოგანი, საარჩევნო ყუთი,კვლევის შედეგები,)შედეგების წარსადგენად .
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარებისა და სხვა
ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ. შევაფასებთ მათ როგორც ჯგუფურად ,
ასევე ინდივიდუალურად.

პროექტის დასკვნითი ნაწილი

მას შემდეგ რაც ყველა ჯგუფი და მოხალისე მოსწავლეები დაასრულებს გამოსვლას და რესურსის
შექმნას გავმართავთთ დისკუსიას საკლუბო მუშაობის საათებში,როგორ შეიცვალა ჩვენი
დამოკიდებულებები და ცნობიერება აღნიშნული საკითხისადმი და რა პოზიტიური ნაბიჯები
გადავდგით ინფორმირებულობის კუთხით.

P.S.

ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს 6 რეგიონის 25 სკოლაში,


6 არასამთავრობო ორგანიზაციასა და დემოკრატიული ჩართულობის ხუთ ცენტრში ჩატარდა ახალგა
ზრდული იმიტირებული არჩევნები, რომელშიც 3 000-
დე ექვსიდან ჩვიდმეტ წლამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული არჩევნების ორგ
ანიზებამდე სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეები გ
აეცვნენ 6 საარჩევნო სუბიექტის პროგრამებს (ანონიმური პროგრამები დაეფუძნა რეალური პარტიებ
ის საარჩევნო პროგრამებს), მოსწავლეებმა ჯგუფებში განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამე
ბი, იმსჯელეს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მოაწყვეს დებატები.
იმიტირებული არჩევნების კომისიი

ს წევრები უფროსკლასელი მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს სახალისო საარჩ


ევნო ყუთები, მოაწყვეს ხმის მისაცემი კაბინები, მოუწოდეს თანატოლებს აქტიურად ჩართულიყვნენ ი
მიტირებულ ახალგაზრდულ არჩევნებში. საარჩევნო პუნქტებში გამოიკრა ყველა საარჩევნო სუბიექტ
ის პროგრამა, რათა ახალგაზრდებს უშუალოდ ხმის მიცემის წინ მისცემოდათ შესაძლებლობა კიდევ
ერთხელ გაეხსენებინათ სუბიქტების პროგრამები და მათ ანალიზის საფუძველზე გაეკეთებინათ არჩ
ევანი. ქ. რუსთავში, გორში და კასპში 1 ოქტომბერს ორგანიზებულ ახალგაზრდულ იმიტირებულ არჩე
ვნებს აკვირდებოდა პროექტის ხელმძღვანელი გერმანიიდან რომან ელსნერი. (იხ. მასალები pover
point- ის დანართი)

პროექტის ფარგლებში 21ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ათი დღის განმა


ვლობაში საქართველოს 6 რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში ახალგაზრდული იმიტირებული არჩე
ვნები ჩატარა .

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2945-მა მოსწავლემ,

მათ შორის:

1477 (50,15%) გოგონა და 1468 (49,85%) ვაჟი.

არჩევნებში მონაწილეობდა 6-დან 17 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები. მონაწილეთა ასაკობრივი


ჩაშლა იხილეთ სქემაზე:

იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების შედეგები - საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული


ხმების რაოდენობების მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება რეალური საპარლამენტო არჩევნების
შედეგებისაგან. განსხვავების მთავარი მიზეზია ფაქტი, რომ მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო
სუბიექტების პროგრამები ანონიმურად (სუბიქტის სახელის მითითების გარეშე ). სუბიექტების
ანონიმურობა დაცული იყო ხმის მიცემის დროსაც. შესაბამისად - ერთადერთი კრიტერიუმი , რის
მიხედვითაც მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი - საარჩევნო სუბიექტების პროგრამებია .

დიფერენცირებული სწავლება
· მივცეთ მითითებები წყაროების მოძიების შესახებ
სპეციალური
საჭიროებების · მოსწავლეებთან გავმართოთ დამატებითი კონსულტაცია და დავეხმაროთ
მქონე მათ მონაცემების ორგანიზებაში
მოსწავლეები

ნიჭიერი მივცემ დამატებით დავალებებს მათი ინტერესის,მოტივაციის გაღრმავებისა


მოსწავლეები და შესაძლებლობების დონის გაზრდის მიზნით.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები

აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)

მეხსიერების მობილური ტელეფონი


კომპიუტერ(ებ)ი
ბარათი/ჩიპი

ფოტო/ვიდეო პრინტერი ინტერნეტკავშირი


კამერა

პროექტორი სკანერი ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა

ლაზერული ტელევიზორი სხვა ----------


დისკი /ჩიპი

პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)

ტექსტური ელ. ფოსტა ვებედიტორი


რედაქტორი

ელ.ცხრილები ვიდეო/აუდიო ტესტირების პროგრამა


რედაქტორი

გრაფიკული საგამომცემლო ბლოგი


რედაქტორი პროგრამა

საპრეზენტაციო ელ. სხვა ----------


პროგრამა ენციკლოპედია

ვებბრაუზერი ელ. კითხვარი

ბეჭდური სახალმძღვანელო მე- 9-10 კლასის; სამართლებრივი აქტები


მასალები

ინვენტარი/ ლეპტოპი; პროექტორი; მობილური; ფოტო კამერა; კომპიუტერი;თაბახები,


მასალები მარკერები და სხვა საკანცელარიო მასალები.

ინტერნეტ რესურს http://u18georgia.blogspot.com/ ;google; https://www.austausch.org/en/; http://


ები www.u18.org/was-ist-u18/

ვიზიტები: სასწავლო ვიზიტი საარჩევნო უბანზე(მასწავლებელი


სხვარესურსები მოსწავლეები) ტრენინგები (მასწავლებელი),პროექტის ორგანიზატორთან
საქართველოში ,,სიქა“, დანართები:

You might also like