You are on page 1of 12

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)

სასწავლო კურსის სახელწოდება

რომის სამართალი

Roman Law

სასწავლო კურსის კოდი: LAW11711G1-LS

აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური


ბაკალავრიატი მაგისტრატურა დოქტორანტურა

სწავლების ენა

ქართული

ავტორი/ავტორები
გვარი, სახელი: ტალიაშვილი ალექსანდრე
სამუშაო ადგილი: სტუ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
მ. კოსტავას 77, VI კორპუსი, IX სართული, ოთახი 901ბ
თანამდებობა: პროფესორი
ტელეფონი: 599 900 975
ელ–ფოსტა: a.taliashvili@gtu.ge

სასწავლო კურსის მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

• შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა რომის სამართლის ევოლუციის, თანამედროვე


სახელმწიფოების კანონმდებლობაში მისი შემდგომი გამოყენების აუცილებლობის
დასაბუთებისა და მიზანშეწონილობის, აგრეთვე რომის სამართლის ძირითადი
ინსტიტუტებისა და კატეგორიების შესახებ;
• გამოუმუშაოს თეორიული აზროვნება და ჩამოუყალიბოს ისტორიული ცნობიერება.

დაშვების წინაპირობები

არ აქვს

სწავლის შედეგები
№ საგნის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები
ცოდნა და გაცნობიერება

1 სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა იცის:


რომის სამართლის საგანი, სისტემა და წყაროები; რომის სახელმწიფო სამართალი და
საზოგადოებრივი ფორმირება, რომის სამოქალაქო (კერძო) სამართლისა და პროცესის,
-1- (სულ 12 გვ.)
აგრეთვე სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი თავისებურებანი.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული აქვს რომის სამართლის


არსი და მნიშვნელობა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია:


2
თანამედროვე კანონშემოქმედებისა და ნორმათა შეფარდების პრაქტიკაში რომის
სამართლის სტრუქტურული ელემენტების გამოყენება.

დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია:


3
რომის სამართლის განვითრების ძირითადი ტენდენციების, დარგებისა და ინსტიტუტების
განვითრების კანონზომიერებისა და თავისებურებების შესახებ არგუმენტირებულ
მსჯელობა და შესაბამისი თეზისის ჩამოყალიბება.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია:


4
რომის სამართლის სისტემის, წყაროების, ცალკეული დარგების თაობაზე დებატებში
ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგება და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით
ზეპირი და წერილობით ფორმით ცოდნის გადმოცემა.
სწავლის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია:


5
რომის სამართლის შესახებ ცოდნის მუდმივად განახლება.

სწავლის შედეგების მიღწევის (სწავლება-სწავლის) მეთოდები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული ლაბორატორიული


პრაქტიკა საკურსო სამუშაო/პროექტი კონსულტაცია დამოუკიდებელი მუშაობა
1.
2. დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და
აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს სტუდენტს მსჯელობისა და
საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
3. დემონსტრირების მეთოდი – აქტივობის ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას
გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში
უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს.
შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის მიერ.
ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,
დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს
სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ
სახეს ატარებდეს.

-2- (სულ 12 გვ.)


4. ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა, საუბარი და
სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას,
ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და
ითვისებენ.
5. ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პედაგოგს
მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.

კრედიტების რაოდენობა: 4

საათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად (სთ.)

ლექცია: 15
სემინარი (ჯგუფში მუშაობა): 15
პრაქტიკული: -
ლაბორატორიული: -
საკურსო სამუშაო/პროექტი: -
პრაქტიკა: -
შუასემესტრული/დასკვნითი გამოცდა 2/2
დამოუკიდებელი მუშაობა: 66

ლექცია
N თემის დასახელება და შინაარსი
რომის სამართლის საგანი და სისტემა. რომის სამართლის ისტორიული საფუძვლები

რომის კერძო და საჯარო სამართლის განსხვავება. რომის კერძო სამართლის სისტემა. Ius
1 civile და ius gentium. რომის სამართლის ისტორიული მნიშვნელობა. რომის სამართლის
რეცეფცია.
ცივილური სამართალი(ius civile), პრეტორული სამართალი(ius praetorium), ხალხის
სამართალი (ius gentium), ბუნებითი სამართალი (ius naturale).
რომის სამართლის წყაროები

ჩვეილებითი სამართალი. კანონი (leges) და პლებისციტები (plebiscita). სარჩელი, როგორც


სამართლის წყარო. იურისტების მოღვაწება, როგორც სამართლის წყარო. რომაელი
2 სამართალმცოდნეთა საქმიანობა - იურისპრუდენცია. სამართლის სხვა წყაროები -
სასამართლო პრეცედენტი (Indicatum); სენატუსკონსულტა (Senatusconsultum); მაგისტრების
ედიქტები (Edicta magistratuum); იმპერატორის კონსტიტუციები (Constitutiones principum).
XII ტაბულის კანონები. იუსტინიანეს კოდიფიკაცია.

რომის სახელმწიფო სამართალი რექსების და რესპუბლიკის პერიოდში

რომის სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილება. სერვიუს ტულიუსის რეფორმები.


3 რომის სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები (კურიის კრება, სენატი, ცენტურიის
კრება, ტრიბას კრება, პლებსის ტრიბუნა). რომის მაგისტრატურა (Magistratus) და მისი
დამახასიათებელი ნიშნები.

-3- (სულ 12 გვ.)


რომის სახელმწიფო სამართალი იმპერიის პერიოდში

რომის სახელმწიფო იმპერიის (მონარქიის) პერიოდში. რომის საზოგადოებრივ-


4 პოლიტიკური წყობილება პრინციპატის და დომინატის პერიოდში. ცენტრალური
მმართველობის ორგანოები. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. პროვინციების
მმართველობა.

სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ძველ რომში. სარჩელის ცნება და სახეები.

პროცესის ცნება და სახეები. სასამართლო პროცესის სახეები ძველ რომში - ლეგისაქციური


პროცესები (Legisactiones); ფორმალური პროცესები; ექსტრაორდინალური პროცესები (Extra
5
ordinem cognitio). პროცესუალური წარმომადგენლობა. სარჩელის ცნება და სახეები.
უფლებათა კოლიზია. სარჩელის კონკურანცია. სასარჩელო ხანდაზმულობის ცნება.
სასამართლო გადაწყვეტილება. ინტერდიქტული წარმოება. სააღსრულებო წარმოება.

პირთა სტატუსი რომის სამართალში

ფიზიკური პირის ცნება და უფლებაუნარიანობა. მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსი.


ფორმალური თანაბრობის უფლებაუნარიანობა. ქმედუნარიანობის ცნება. ქმედუუნაროები
6
და ნაწილობრივ ქმედუნარიანნი. ლათინებისა და პერეგრინთა სამართლებრივი
მდგომარეობა. მონათა და კოლონების სამართლებრივი მდგომარეობა. იურიდიული პირის
წარმოშობა. კორპორაციათა და სხვა ორგანიზაციათა სტატუსი.

რომის სანივთო სამართალი. ცნება და სახეები

სანივთო სამართალი. ნივთების კლასიფიკაცია. res mancipi da res пес mancipi. Res in
commercio და res extra commercium ფლობელობის სხვა სახეები. კანონიერი და უკანონო,
7 კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელობა. პრეტორული ინტერდიქტები.
საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი. საკუთრები უფლების შეძენა, შეწყვეტა,
თანასაკუთრება, საკუთრების უფლების დაცვა (ვინდიკაცია, ნეგატორული სარჩელი,
მესაკუთრის მიერ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა).

კერძო საკუთრების უფლების განვითარება

კვირიტული, ბონიტარული, პროვინციული, პერეგრინული საკუთრება. საკუთრების


უფლების შეძენა: პირველადი (occupatio, specificatio, usucapio და სხვა) და წარმოებული.
8 Traditio, საკუთრების უფლების დაცვა. ვინდიკაციური და ნეგატიური Actio in rem
Publiciana. მესაკუთრის მიერ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა. კეთილსინდისიერი
და არაკეთილსინდისიერი მფლობელის პასუხისმგებლობა მესაკუთრის წინაშე. საკუთრების
უფლების შეწყვეტა.

უფლებები სხვის ნივთზე (Iura I re alie a)

საკუთრების შეზღუდული უფლება. სერვიტუტი და მისი დაცვა. ნივთობრივი ანუ


საადგილმამულო სერვიტუტი (Servitutes nrsediales), პირადი სერვიტუტი (servitudes nerso
9
arum), უზუფრუქტი (usus fructus). ემფითევზისი და სუპერფიციმი – არსი, წარმოშობის
მიზეზები და შეწყვეტა. Hypotheca. გირაო და მისი ფორმები. დაგირავებული ქონების
გაყიდვის უფლება. ერთი და იგივე ნივთზე რამდენიმე გირაოს უფლება.

-4- (სულ 12 გვ.)


ვალდებულებისა და ხელშეკრულების ზოგადი დახასიათება

ვალდებულების ცნება, შინაარსი და წარმოშობის საფუძვლები. ვალდებულებათა


კლასიფიკაცია. იურიდიული ფაქტები. ცალმხრივი და ორმხრივი გარიგებები. კონტრაქტები
და ფაქტები. სახელშეკრულებო სამართლის ევოლუცია. ხელშეკრულების საგანი. Causa
ნების გამოვლენა ხელშეკრულების დადებისას. წარმომადგენლობა. პირობები და ვადები.
10 ხელშეკრულების ბათილობა. ვალდებულების მხარეები. პირის შეცვლა, ვალდებულების
მემკვიდრეობა. ცესია. ვალდებულება რამდენიმე კრედიტორთან. მოვალის პირადი და
ქონებრივი პასუხისმგებლობა. ზიანი და მისი სახეები. პასუხისმგებლობის პირობები. Dolus
и сulpa მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. ვალდებულების შეწყვეტა.
ვალდებულების განახლება (ნოვაცია), ჩათვლა (compensatio). ვალდებულების შესრულების
შეუძლებლობა.

ხელშეკრულების ცალკეული სახეები

ვერბალური ხელშეკრულებები. ლიტერალური ხელშეკრულებები. რეალური


ხელშეკრულებები. გირავნობა, შესანახად მიბარება (depositum). კონსესუალური
ხელშეკრულებები. ყიდვა-გაყიდვა (emptio-venditio). მხარეთა უფლება-მოვალეობები.
საკუთრების უფლების გადასვლა და რისკის გადასვლა. გამყიდველის პასუხისმგებლობა
11 ნივთის ნაკლისათვის. ევიკცია. ქონების ქირავნობა (locatio-conductio) და მისი სახეები.
ნივთის ქირავნობა (locatio-conductio rerum). მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ქვექირავნობა.
მომსახურების ქირავნობა (locatio-conductio operarum) დავალების ხელშეკრულება
mandatum. ამხანაგობის ხელშეკრულება societas და მისი სახეები. წილები, მონაწილეობა
მოგებასა და წაგებაში. ნარდობის ხელშეკრულება. უსახელო კონტრაქტები (contractus -
innominati), მათი დახასიათება და ტიპები.

დელიქტური ვალდებულებები

პასუხისმგებლოის ხასიათი და ზომა. დელიქტური ვალდებულება რომისა და თანამედროვე


12
სამართლის სხვა სისტემებში. პირადი წყენა. ქურდობა, ქონების არამართლზომიერი
დაზიანება. კერძო დელიქტების სხვა შემთხვევები და დამახასიათებელი ნიშნები.

ქორწინება და ოჯახი რომის სამართალში

13 ქორწინების ცნება, არსი და სახეები. მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლებები.


ქორწინების შეწყვეტა. მამის ხელისუფლების წარმოშობა. მეურვეობა და მზრუნველობა.

მემკვიდრეობითი სამართალი

Hereditas და bonorum possessio. მემკვიდრეობის არსი და სახეები. კანონისმიერი


მემკვიდრეობა. აგნატური მემკვიდრეობა. პრეტორული რეფორმები. ანდერძით
14 მემკვიდრეობა (testamentum). ანდერის შედგენის წესი. ანდერძის ნამდვილობის პირობები.
ანდერძის შინაარსი. სავალდებულო წილი. მემკვიდრის დანიშვნა (institutio). მემკვიდრეობის
გახსნა. მემკვიდრეობის მიღება მიღების შედეგები. შეუზღუდავი პასუხისმგებლობა.
სარჩელები მემკვიდრეობის საქმეებზე.

სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი


15

-5- (სულ 12 გვ.)


ზოგადი მოძღვრება ძვ. რომის სისხლის სამართალზე. დანაშაული ცნება, სახეები, სტადიები
რომის სისხლის სამართალში. ბრალის ცნება და ფორმები. სასჯელის ცნება და სახეები.

სემინარი
N თემის დასახელება და შინაარსი
რომის სამართლის საგანი და სისტემა. რომის სამართლის ისტორიული საფუძვლები

რომის კერძო და საჯარო სამართლის განსხვავება. რომის კერძო სამართლის სისტემა. Ius
civile და ius gentium. რომის სამართლის ისტორიული მნიშვნელობა. რომის სამართლის
1 რეცეფცია.
ცივილური სამართალი(ius civile), პრეტორული სამართალი(ius praetorium), ხალხის
სამართალი (ius gentium), ბუნებითი სამართალი (ius naturale).

რომის სამართლის წყაროები

ჩვეილებითი სამართალი. კანონი (leges) და პლებისციტები (plebiscita). სარჩელი, როგორც


სამართლის წყარო. იურისტების მოღვაწება, როგორც სამართლის წყარო. რომაელი
2 სამართალმცოდნეთა საქმიანობა - იურისპრუდენცია. სამართლის სხვა წყაროები -
სასამართლო პრეცედენტი (Indicatum); სენატუსკონსულტა (Senatusconsultum); მაგისტრების
ედიქტები (Edicta magistratuum); იმპერატორის კონსტიტუციები (Constitutiones principum).
XII ტაბულის კანონები. იუსტინიანეს კოდიფიკაცია.

რომის სახელმწიფო სამართალი რექსების და რესპუბლიკის პერიოდში

რომის სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილება. სერვიუს ტულიუსის რეფორმები.


3 რომის სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები (კურიის კრება, სენატი, ცენტურიის
კრება, ტრიბას კრება, პლებსის ტრიბუნა). რომის მაგისტრატურა (Magistratus) და მისი
დამახასიათებელი ნიშნები.

რომის სახელმწიფო სამართალი იმპერიის პერიოდში

რომის სახელმწიფო იმპერიის (მონარქიის) პერიოდში. რომის საზოგადოებრივ-


4 პოლიტიკური წყობილება პრინციპატის და დომინატის პერიოდში. ცენტრალური
მმართველობის ორგანოები. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. პროვინციების
მმართველობა.

სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ძველ რომში. სარჩელის ცნება და სახეები.

პროცესის ცნება და სახეები. სასამართლო პროცესის სახეები ძველ რომში - ლეგისაქციური


პროცესები (Legisactiones); ფორმალური პროცესები; ექსტრაორდინალური პროცესები (Extra
5
ordinem cognitio). პროცესუალური წარმომადგენლობა. სარჩელის ცნება და სახეები.
უფლებათა კოლიზია. სარჩელის კონკურანცია. სასარჩელო ხანდაზმულობის ცნება.
სასამართლო გადაწყვეტილება. ინტერდიქტული წარმოება. სააღსრულებო წარმოება.

პირთა სტატუსი რომის სამართალში


6
ფიზიკური პირის ცნება და უფლებაუნარიანობა. მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსი.

-6- (სულ 12 გვ.)


ფორმალური თანაბრობის უფლებაუნარიანობა. ქმედუნარიანობის ცნება. ქმედუუნაროები
და ნაწილობრივ ქმედუნარიანნი. ლათინებისა და პერეგრინთა სამართლებრივი
მდგომარეობა. მონათა და კოლონების სამართლებრივი მდგომარეობა. იურიდიული პირის
წარმოშობა. კორპორაციათა და სხვა ორგანიზაციათა სტატუსი.

რომის სანივთო სამართალი. ცნება და სახეები

სანივთო სამართალი. ნივთების კლასიფიკაცია. res mancipi da res пес mancipi. Res in
commercio და res extra commercium ფლობელობის სხვა სახეები. კანონიერი და უკანონო,
7 კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელობა. პრეტორული ინტერდიქტები.
საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი. საკუთრები უფლების შეძენა, შეწყვეტა,
თანასაკუთრება, საკუთრების უფლების დაცვა (ვინდიკაცია, ნეგატორული სარჩელი,
მესაკუთრის მიერ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა).

კერძო საკუთრების უფლების განვითარება

კვირიტული, ბონიტარული, პროვინციული, პერეგრინული საკუთრება. საკუთრების


უფლების შეძენა: პირველადი (occupatio, specificatio, usucapio და სხვა) და წარმოებული.
8 Traditio, საკუთრების უფლების დაცვა. ვინდიკაციური და ნეგატიური Actio in rem
Publiciana. მესაკუთრის მიერ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა. კეთილსინდისიერი
და არაკეთილსინდისიერი მფლობელის პასუხისმგებლობა მესაკუთრის წინაშე. საკუთრების
უფლების შეწყვეტა.

უფლებები სხვის ნივთზე (Iura I re alie a)

საკუთრების შეზღუდული უფლება. სერვიტუტი და მისი დაცვა. ნივთობრივი ანუ


საადგილმამულო სერვიტუტი (Servitutes nrsediales), პირადი სერვიტუტი (servitudes nerso
9
arum), უზუფრუქტი (usus fructus). ემფითევზისი და სუპერფიციმი – არსი, წარმოშობის
მიზეზები და შეწყვეტა. Hypotheca. გირაო და მისი ფორმები. დაგირავებული ქონების
გაყიდვის უფლება. ერთი და იგივე ნივთზე რამდენიმე გირაოს უფლება.

ვალდებულებისა და ხელშეკრულების ზოგადი დახასიათება

ვალდებულების ცნება, შინაარსი და წარმოშობის საფუძვლები. ვალდებულებათა


კლასიფიკაცია. იურიდიული ფაქტები. ცალმხრივი და ორმხრივი გარიგებები. კონტრაქტები
და ფაქტები. სახელშეკრულებო სამართლის ევოლუცია. ხელშეკრულების საგანი. Causa
ნების გამოვლენა ხელშეკრულების დადებისას. წარმომადგენლობა. პირობები და ვადები.
10 ხელშეკრულების ბათილობა. ვალდებულების მხარეები. პირის შეცვლა, ვალდებულების
მემკვიდრეობა. ცესია. ვალდებულება რამდენიმე კრედიტორთან. მოვალის პირადი და
ქონებრივი პასუხისმგებლობა. ზიანი და მისი სახეები. პასუხისმგებლობის პირობები. Dolus
и сulpa მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. ვალდებულების შეწყვეტა.
ვალდებულების განახლება (ნოვაცია), ჩათვლა (compensatio). ვალდებულების შესრულების
შეუძლებლობა.

ხელშეკრულების ცალკეული სახეები

11 ვერბალური ხელშეკრულებები. ლიტერალური ხელშეკრულებები. რეალური


ხელშეკრულებები. გირავნობა, შესანახად მიბარება (depositum). კონსესუალური

-7- (სულ 12 გვ.)


ხელშეკრულებები. ყიდვა-გაყიდვა (emptio-venditio). მხარეთა უფლება-მოვალეობები.
საკუთრების უფლების გადასვლა და რისკის გადასვლა. გამყიდველის პასუხისმგებლობა
ნივთის ნაკლისათვის. ევიკცია. ქონების ქირავნობა (locatio-conductio) და მისი სახეები.
ნივთის ქირავნობა (locatio-conductio rerum). მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ქვექირავნობა.
მომსახურების ქირავნობა (locatio-conductio operarum) დავალების ხელშეკრულება
mandatum. ამხანაგობის ხელშეკრულება societas და მისი სახეები. წილები, მონაწილეობა
მოგებასა და წაგებაში. ნარდობის ხელშეკრულება. უსახელო კონტრაქტები (contractus -
innominati), მათი დახასიათება და ტიპები.

დელიქტური ვალდებულებები

პასუხისმგებლოის ხასიათი და ზომა. დელიქტური ვალდებულება რომისა და თანამედროვე


12
სამართლის სხვა სისტემებში. პირადი წყენა. ქურდობა, ქონების არამართლზომიერი
დაზიანება. კერძო დელიქტების სხვა შემთხვევები და დამახასიათებელი ნიშნები.

ქორწინება და ოჯახი რომის სამართალში

13 ქორწინების ცნება, არსი და სახეები. მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლებები.


ქორწინების შეწყვეტა. მამის ხელისუფლების წარმოშობა. მეურვეობა და მზრუნველობა.

მემკვიდრეობითი სამართალი

Hereditas და bonorum possessio. მემკვიდრეობის არსი და სახეები. კანონისმიერი


მემკვიდრეობა. აგნატური მემკვიდრეობა. პრეტორული რეფორმები. ანდერძით
14 მემკვიდრეობა (testamentum). ანდერის შედგენის წესი. ანდერძის ნამდვილობის პირობები.
ანდერძის შინაარსი. სავალდებულო წილი. მემკვიდრის დანიშვნა (institutio). მემკვიდრეობის
გახსნა. მემკვიდრეობის მიღება მიღების შედეგები. შეუზღუდავი პასუხისმგებლობა.
სარჩელები მემკვიდრეობის საქმეებზე.

სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი

15 ზოგადი მოძღვრება ძვ. რომის სისხლის სამართალზე. დანაშაული ცნება, სახეები, სტადიები
რომის სისხლის სამართალში. ბრალის ცნება და ფორმები. სასჯელის ცნება და სახეები.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.


დადებითი შეფასებებია:
• (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
• (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
• (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
• (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
• (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
• (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
• (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ

-8- (სულ 12 გვ.)


ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
შეფასების ფორმები და მეთოდები:

შეფასების ფორმები შეფასების მეთოდები


მიმდინარე აქტივობა 30 ქულა (15 ზეპირი გამოკითხვა)
შუასემესტრული
30 ქულა (10 ღია კითხვები, 20 ტესტი)
გამოცდა
დასკვნითი/დამატებითი
40 ქულა (15 ღია კითხვები, 20 ტესტი)
გამოცდა

შეფასების ფორმები და კრიტერიუმები:

შეფასების ფორმები შეფასების კრიტერიუმები


მიმდინარე აქტივობა მიმდინარე აქტივობის მაქსიმალური ქულა - 30,
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 15 ქულა;

ზეპირი გამოკითხვა ფასდება 2 ქულით:

2 ქულა - პასუხი სრულყოფილია, სტუდენტი ზედმიწევნით


ფლობს საკითხს. იყენებს შესაბამის იურიდიულ
ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას, მისი მსჯელობა
ლოგიკური და თანმიმდევრულია. პასუხი კონკრეტულია და
ზუსტად ასახავს დასმული კითხვის შინაარსს.

1.5 ქულა - პასუხი სწორია. სტუდენტი კარგად ფლობს


საკითხს. იყენებს სათანადო იურიდიულ
ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას; მისი მსჯელობა
ლოგიკურია, თუმცა არათანმიმდევრული. მცირედით
სცდება დასმული კითხვის შინაარსს.

1 ქულა - პასუხი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი


ფრაგმენტულად ფლობს საკითხს. სრულად ვერ იყენებს
სათანადო იურიდიულ ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას.
მსჯელობისას სხცდება დასმული შეკითხვის შინაარსს.

0.5 ქულა - პასუხი ხარვეზულია, უშვებს ფაქტობრივ


შეცდომებს. სტუდენტს აქვს ზოგადი წარმოდგენა, მაგრამ
სათანადოდ ვერ აყალიბებს საკითხს. ვერ იყენებს
იურიდიულ ტერმინოლოგიას/დარგობრივ ენას. პასუხი არ
შეესაბამება დასმული შეკითხვის შინაარსს.

0 ქულა - პასუხი არ აქვს ან პასუხი არასწორია.

შუასემესტრული შუასემესტრული გამოცდის მაქსიმალური ქულა - 30,


გამოცდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 7.5 ქულა.

ღია კითხვა ფასდება 2 ქულით:

-9- (სულ 12 გვ.)


2 ქულა - პასუხი სრულყოფილია, სტუდენტი ზედმიწევნით
ფლობს საკითხს. იყენებს შესაბამის იურიდიულ
ტერმინოლოგიას, მისი მსჯელობა ლოგიკური და
თანმიმდევრულია. პასუხი კონკრეტულია და ზუსტად
ასახავს დასმული კითხვის შინაარსს.

1.5 ქულა- პასუხი სწორია. სტუდენტი ფლობს საკითხს.


იყენებს სათანადო იურიდიულ ტერმინოლოგიას. მისი
მსჯელობა ლოგიკურია, თუმცა არა კონკრეტული და
მცირედით ცდება დასმული კითხვის შინაარსს.

1 ქულა - პასუხი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი


ფრაგმენტულად ფლობს საკითხს. სრულად ვერ იყენებს
სათანადო იურიდიულ ტერმინოლოგიას. მსჯელობა
არათანმიმდევრულია.

0.5 ქულა - პასუხი ხარვეზულია, აღინიშნება ფაქტობრივი


შეცდომები, თუმცა სტუდენტს ზოგადი წარმოდგენა აქვს
საკითხზე. იურიდიული ტერმინოლოგია გამოყენებული არ
არის.

0 ქულა - პასუხის არასწორია.

თითოეული ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი და სწორი


პასუხი ფასდება 0.5 ქულით.

დასკვნითი/დამატებითი დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულა - 40, მინიმალური


გამოცდა კომპეტენციის ზღვარი - 10 ქულა

ღია კითხვა ფასდება 2 ქულით:

2 ქულა - პასუხი სრულყოფილია, სტუდენტი ზედმიწევნით


ფლობს საკითხს. იყენებს შესაბამის იურიდიულ
ტერმინოლოგიას, მისი მსჯელობა ლოგიკური და
თანმიმდევრულია. პასუხი კონკრეტულია და ზუსტად
ასახავს დასმული კითხვის შინაარსს.

1.5 ქულა- პასუხი სწორია. სტუდენტი ფლობს საკითხს.


იყენებს სათანადო იურიდიულ ტერმინოლოგიას. მისი
მსჯელობა ლოგიკურია, თუმცა არა კონკრეტული და
მცირედით ცდება დასმული კითხვის შინაარსს.

1 ქულა - პასუხი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი


ფრაგმენტულად ფლობს საკითხს. სრულად ვერ იყენებს
სათანადო იურიდიულ ტერმინოლოგიას. მსჯელობა
არათანმიმდევრულია.

0.5 ქულა - პასუხი ხარვეზულია, აღინიშნება ფაქტობრივი


შეცდომები, თუმცა სტუდენტს ზოგადი წარმოდგენა აქვს

-10- (სულ 12 გვ.)


საკითხზე. იურიდიული ტერმინოლოგია გამოყენებული არ
არის.

0 ქულა - პასუხის არასწორია.

თითოეული ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი და სწორი


პასუხი ფასდება 0.5 ქულით.

ძირითადი ლიტერატურა

1. გარიშვილი მ., ხოფერია მ., რომის სამართალი, თბილისი, 2013, გვ. 510 [34(09)(02) / 1]
2. იუსტინიანეს დიგესტები, წიგნი მერვე, წიგნი მეცხრე, წიგნი მეათე, წიგნი მეთერთმეტე
(გამომც. სურგულაძე, შუხოშვილი, ხოფერია), თბილისი, 2015, 568 გვ. [34(09) / 24]
3. იუსტინიანეს დიგესტები, წიგნი მესამე, წიგნი მეოთხე (გამომც: სურგულაძე, შუხოშვილი),
თბილისი, 2013, 437 გვ. [34(09)/24]
4. მეტრეველი ვ. რომის სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2013; 135 გვ. [34 (09)/15]

დამხმარე ლიტერატურა

1. ლობჟანიძე გ. რომის სახელმწიფო და სამართალი. I-II ტომი, საგამომცემლო ცენტრი


,,ქუთაისი“ 2009, 378,495 გვ. [34(09)18]
2. მეტრეველი ვ. რომის სამართლის საფუძვლები. თბილისი 2005;
3. ნადარეიშვილი გ. რომის სამოქალაქო სამართალი. თბილისი 2001წ. 195 გვ. [341.1/5]
4. ტალიაშვილი ალ. ანტიკური ქვეყნების სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი. 2009წ. 102
გვ. [343 (09)/20]
5. ნ.ვ.მიხაილოვა, ა.ა.ივანოვი, ს.რ. ასანიძე. რომის სამართალი. გამომცემლობა ,,სამართლიანი
საქართველო“. 223გვ. 2009 [34(09)17]
6. რომის სამართლის ძეგლები, დაამუშავა ნ.სურგულაძემ. იუსტინიანის დიგესტები.
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 20012, 485გვ. [34(09)24]
7. რომის სამართლის ძეგლები, დაამუშავა ნ.სურგულაძემ. გაიუსის ინსტიტუციები.
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2001, 450გვ. [34(09)23]მარინა გარიშვილი,
მარიამ ხოფერია. რომის სამართლის საფუძვლები (ლექციების კურსი). თბილის 2007.
8. რენე დავიდი, თანამედროვეობის ძირითადი სამართლებრივი სისტემები, თბილისი, 1993
წ.
9. ი.ს. პერეტერსკი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორია (ძველი რომი),
თბილისი, 1947 წ.Харитонов Е. О. Основы римского частного права. Ростов н/Д., 1999
10. Черниловский З. М. Римское частное право. М., 1997.
11. Римское частное право: Учебник\Под ред. И. Б. Новицкого., И.С. Перетерского. М., 1999
12. Хрестоматия по всеобщей истории государства и права. Учебное пособие./Сост. В.Н.
Садиков. М., 2002

ინტერნეტ მასალები :
13. Roman Law Library, ed. A. Koptev, Yves Lassard: http://www.upmf-grenoble.fr/Haiti/Cours/Ak/
14. Roman Law Homepage, ed. Thomas Rüfner:
http://www.jura.uni-sb.de/Rechtsgeschichte/Ius.Romanum/english.html
15. Roman Law Resources, ed. by Ernest Metzger, University of Aberdeen: http://iuscivile.com/

სილაბუსის ავტორი/ავტორები ალექსანდრე ტალიაშვილი


-11- (სულ 12 გვ.)
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარიამ ჯიქია

საჯარო სამართლის
დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ კალმახელიძე

დამტკიცებულია
ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე
10 მაისი, 2011 წელი

შეთანხმებულია
სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ირმა ინაშვილი

მოდიფიცირებულია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის
ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე
31 მარტი, 2018
ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გაბისონია

-12- (სულ 12 გვ.)

You might also like