You are on page 1of 11

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი

სილაბუსი

სასწავლო კურსის შესავალი სამართალმცოდნეობაში


დასახელება
სასწავლო კურსის კოდი LAW B 101
სასწავლო კურსის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი, I სემესტრი,
სტატუსი სავალდებულოკურსი.
ECTS – სასწავლო კურსის 5 კრედიტი, საათების საერთო რაოდენობა 125სთ, აქედან საკონტაქო: 30 სთ. ლექცია,
კრედიტები 15სთ. ჯგუფში მუშაობა. 2 სთ. შუალედური შეფასება, 3 სთ. ფინალური შეფასება. სულ -
50სთ.
დამოუკიდებელი მუშაობისთვის:სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მასალის
დამუშავება, 25სთ. წერითი და ზეპირი საშინაო დავალებების შესრულება,
პრეზენტაციების მომზადება – 25სთ. შუალედური შეფასებისთვის მომზადება -10
სთ.ფინალური გამოცდისათვის მომზადება- 15 სთ.სულ 75 სთ.საათების რაოდენობა
კვირაში - 3სთ.
სასწავლო კურსის კვირაში - 2 სთ. ლექცია, 1სთ. ჯგუფში მუშაობა
ფორმატი
ლექტორი ლალი გაბისონია, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
ტელ: მობ. 555 22 80 64 , ბინა. 222-80-64 . მობ. 577 -96-39-16
E-mail laligabisonia@hotmail.com
კონსულტაციის დრო და ადგილი: საჯარო სამართლის მიმართულება (ოთახი
406)ორშაბათი, პარასკევი. 14-18სთ.მდე
სასწავლო კურსის საბაკალავრო პროგრამაში შესავალი სამართალმცოდნეობაში წარმოდგენილია
მიზანი სავალდებულო დისციპლინის სახით.
სამართალმცოდნეობის შესავალი, როგორც სასწავლო დისციპლინა,
მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტს:
 იურისპრუდენციის ძირითად ცნებათა სისტემა, რაც იქნება ცოდნის
საფუძველთა საფუძველი სამართლის დარგების ათვისებასას.
 სამართლის არსი,სისტემა, ძირითადი პრინციპები, თანამედდროვე მსოფლიოს
სამართლებრივი სისტემები
 იურისპრუდენციის ძირითადი ცნებები და დამახასიათებელი ნიშნები.
სამართლის ფუნქციები, ადგილი და როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში.
სამართალმცოდნეობის საფუძვლების მნიშვნელობა სხვა დარგობრივი იურიდიულ
დისციპლინეთან.

სასწავლო კურსის არ გააჩნია


შესწავლის
წინაპირობები
სასწავლო კურსის იხილეთ დანართი
შინაარსი
სავალდებულო 1. გ.ინწკირველი, „სახელმწიფოსა და სამართლის თეორია“, თბ. 1999წ.
ლიტერატურა 2. გ. ხუბუა „სამართლის თეორია“, თბ. 2015 წ;
ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა ხელმისაწვდომია სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დამატებითი 1. ალექსანდრე იაკუშევი «Теория государства и права»
ლიტერატურა (В помощь студенту, конспект лекции), Москва, 2002 г.
2. Алексеев А.А. «Теория государства и права», Москва, 2000 г.
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება
აღწერს სამართლის არსს,სისტემას, ძირითად პრინციპებს, თანამედდროვე მსოფლიოს
სამართლებრივ სისტემებს იცის: იურისპრუდენციის ძირითადი ცნებები და
დამახასიათებელი ნიშნები. სამართლის ფუნქციები, ადგილი და როლი.
სამართალმცოდნეობის საფუძვლების მნიშვნელობა სხვა დარგობრივი იურიდიულ
დისციპლინეთან, სამართალმცოდნეობის საფუძვლები, სამართალმცოდნეობის
შესავლის ადგილი და როლი იურიდიული მეცნიერების სისტემაში. სრულფასოვნად
იცის იურისპრუდენციის ძირითადი ცნებები, ტერმინები, ინსტიტუტები,
სამართლებრივი ურთიერთობების ცნება, ელემენტები, სახეები, ასევე სამართლის
უზენაესობის, სამართლიანობის, თანაზომიერების, განსაზღვრულობის,
თანმიმდევრულობის, ეფექტურობის, სამართლისა და კანონის წინაშე ყველას
თანასწორობის ფუძემდებლური პრინციპები.
უნარები
აანალიზებს სამართლის ნორმებს, მის სახეებს, სტრუქტურას, ელემენტებს, სამართლის
წყაროებს, სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ ცნებასა და ელემენტებს, სახეებს.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
იცნობს იურისტის საქმიანობის ეთიკის ფარგლებს,იცის ისეთ ღირებულებათა
მნიშვნელობა, როგორიცაა :თანასწორობა, ჰუმანურობა, პლურალიზმი, კანონიერება.
მოწოდებულია სამართლებრივი რეგულირების პროცესში ხელი შეუწყოს პირთა
(ინდივიდთა) უფლებების დაცვას და იმოქმედოს სხვადასხვა ღირებულებათა -
სამართლიანობის უფლებებისა და თავისუფლებების, სოციალური და დემოკრატიული
ფასეულობების გათვალისწინებით, თანასწორობა, ჰუმანურობა, პლურალიზმი,
კანონიერება. დისკუსია-დებატებში სტუდენტი წარმოაჩენს ეთიკური ნორმების გაგებისა
და არგუმენტაციის უნარ-ჩვევებს.
სწავლებისა და სწავლის სამართალცოდნეობის შესწავლის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისია სწავლების
მეთოდები მეთოდებიც, პირველ რიგში :
მეთოდები ძირითადად იყოფა სამ კატეგორიად: ზოგადი, ზოგადმეცნიერული და
კერძო-მეცნიერული მეთოდები.
ზოგადი მეთოდი საერთოა და აუცილებელი მეცნიერების ნებისმიერი დარგისათვის.
პირველ ყოვლისა გამოვიყენებთ დიალექტიკისა და მეტაფიზიკის მეთოდებს; ანალიზისა
და სინთეზის მეთოდს; შედარებითი ანალიზის მეთოდს.
ასევევიყენებთ ვერბალურ მეთოდს, წიგნზე მუშაობის მეთოდს წერითი მუშაობის
მეთოდს.
აქტიურად ვიყენებთ ანალიზისა და სინთეზის მეთოდს. ინდუქციის მეთოდს -
კონკრეტულიდან ზოგადისკენ დამის საპირისპირო დედუქციის მეთოდს - ზოგადიდან
კონკრეტულისკენ. ფორმალურ-იურიდიულ მეთოდს, შედარებით-სამართლებრივ
მეთოდს, კონკრეტულ-სოციოლოგიურ მეთოდს, სტატისტიკურ მეთოდს.
შეფასების ფორმები, ცოდნის შეფასება ხდება მაქსიმუმ 100 ქულის ფარგლებში.
კრიტერიუმები და - აქტივობა - 30 ქულა,
მეთოდები. - შუალედური გამოცდა - 30 ქულა,
- ფინალური გამოცდა - 40 ქულა.
- ფინალურ გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა 11 ქულიანი მინიმალური
ბარიერის გადალახვა.
- ფინალური გამოცდის მინიმალური ზღვარია 20- ქულა.

აქტივობა - გულისხმობს ცალკეული თემების ზეპირ და წერილობით პრეზენტაციას,


სათანადო ლიტერატურის დამუშავებას და მის ანალიზს. სტუდენტის ყოველკვირეული
შეფასებაა 2 ქულა.
ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
2.0 ქულა - სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრულყოფილია,
სამართლებრივად დასაბუთებულია და სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და
კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში.
1.5 - 1.0 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ
ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი
არ არის.
0.5 ქულა - სტუდენტი კარგად მომზადებული არ არის. მართალია იცნობს პრობლემურ
საკითხს, მაგრამ გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) სრულყოფილი არ
არის.
0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

წერილობითი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

1.5 - 2.0 ქულა - პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის


გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული
ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. ტექსტი გამართულია, შეცდომა არ არის.
თეორიული საკითხი უნაკლოდ არის გადმოცემული. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
1.0 - 1.5 ქულა - პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია.
არსებითი შეცდომა არ არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა. სამართლებრივი
მსჯელობა კარგია.
0.5 - 1.0 ქულა - პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია.
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება
ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
0.1 – 0.5 ქულა - პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი
მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
0 ქულა - პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

• შუალედური გამოცდა (წერითი ფორმით) 0 - 30;


შუალედური გამოცდის 30 ქულის ფარგლებში შეფასების კრიტერიუმები:
სტუდენტს მიეცემა 2 საკითხი და 1 ესე, თითოეული შეფასდება 10 ქულით.
საკითხის შეფასების კრიტერიუმები:
10-9 ქულა - დასმულ კითხვაზე პასუხი სრულია და ამომწურავი, ტექსი გამართულია
როგორც გრამატიკულად, ისე ტერმინოლოგიურად
დაცულია მართლწერის წესები. ტექსტის შინარსი გადმოცემულია ლოგიკური
თნმიმდევრულობით, სტუდენტს დამუშავებული აქვს ძირითდი და დამხმარე
ლიტერატურა.
8-7 თუმცა დაცულია ზემოაღნიშნული კრიტერიუმები, მაგრამ პასუხი არ არის
ამომწურავი.
6-5 ქულა - პასუხი ნაკლოვანია, გამოდმოცემულია მშრალად, ცნებებისა და
დამახასიათებელი ნიშნების ზოგადი ჩამონათვალის დონეზე, არ არის სათანადო
მსჯელობა და განსახილველი საკითხის ლოგიკური განვითარება.
4-3 ქულა - პასუხი არ არის სრული, შესაბამისი ლიტერატურა არ არის დამუშვებული,
საკითხი გადმოცემულია ნაწილობრივ, ძირითადი აქცენტი გადატანილია სხვა
საკითხებზე.
2-1 ქულა - პასუხი არასრულყოფილია, ტექსტი გაუმართავია, იურიდიული
ტერმინოლოგია ხარვეზიანია, შინაარსი გადმოცემისას დარღვეულია ლოგიკური
თანმიმდევრობა. უგულებელყოფილია ჩვენს მიერ შეთვაზებული შეფასების
კრიტერიუმები
0 ქულა - პასუხი არასწორია
ესე შეფასდება შემდეგი 5 კომპონენტით :
 მიცემული დავალების ადეკვატურად აღქმა-გაგება -2 ქულა;
 შესრულებული წერითი ნაშრომის შინაარსის სწორი აგებულება-ტექსტის
შინაარსობრივი ორგანიზებულობა - 2 ქულა;
 არგუმენტირებული მსჯელობა, გამყარებული კონკრეტული მაგალითებით - 2
ქულა, (თუ მსჯელობა არგუმენტირებულია, მაგრამ არ არის გამყარებული
კონკრეტული მაგალითებით, 1 ქულა);
 ესეში განხილულ საკითხზე დამოუკიდებლად აზროვნების უნარი-2 ქულა;
 ტექსტის გამართულობა ტერმინოლოგიურად, ლექსიკურად, გრამატიკულად -
1 ქულა.

საბოლოო (ფინალური) გამოცდა(წერითიფორმით) 0-40.


სტუდენტს მიეცემა 3 საკითხი და 1 ესე, თითოეული შეფასდება 10 ქულით.
საკითხის შეფასების კრიტერიუმები:
10-9 ქულა - დასმულ კითხვაზე პასუხი სრულია და ამომწურავი, ტექსი გამართულია
როგორც გრამატიკულად, ისე ტერმინოლოგიურად
დაცულია მართლწერის წესები. ტექსტის შინარსი გადმოცემულია ლოგიკური
თნმიმდევრულობით, სტუდენტს დამუშავებული აქვს ძირითდი და დამხმარე
ლიტერატურა.
8-7 თუმცა დაცულია ზემოაღნიშნული კრიტერიუმები, მაგრამ პასუხი არ არის
ამომწურავი.
6-5 ქულა - პასუხი ნაკლოვანია, გამოდმოცემულია მშრალად, ცნებებისა და
დამახასიათებელი ნიშნების ზოგადი ჩამონათვალის დონეზე, არ არის სათანადო
მსჯელობა და განსახილველი საკითხის ლოგიკური განვითარება.
4-3 ქულა - პასუხი არ არის სრული, შესაბამისი ლიტერატურა არ არის დამუშვებული,
საკითხი გადმოცემულია ნაწილობრივ, ძირითადი აქცენტი გადატანილია სხვა
საკითხებზე.
2-1 ქულა - პასუხი არასრულყოფილია, ტექსტი გაუმართავია, იურიდიული
ტერმინოლოგია ხარვეზიანია, შინაარსი გადმოცემისას დარღვეულია ლოგიკური
თანმიმდევრობა. უგულებელყოფილია ჩვენს მიერ შეთვაზებული შეფასების
კრიტერიუმები
0 ქულა - პასუხი არასწორია
ესე შეფასდება შემდეგი 5 კომპონენტით :
 მიცემული დავალების ადეკვატურად აღქმა-გაგება -2 ქულა;
 შესრულებული წერითი ნაშრომის შინაარსის სწორი აგებულება-ტექსტის
შინაარსობრივი ორგანიზებულობა - 2 ქულა;
 არგუმენტირებული მსჯელობა, გამყარებული კონკრეტული მაგალითებით - 2
ქულა, (თუ მსჯელობა არგუმენტირებულია, მაგრამ არ არის გამყარებული
კონკრეტული მაგალითებით, 1 ქულა);
 ესეში განხილულ საკითხზე დამოუკიდებლად აზროვნების უნარი-2 ქულა;
 ტექსტის გამართულობა ტერმინოლოგიურად, ლექსიკურად, გრამატიკულად -
1 ქულა.

დანართი

სალექციო თემა / ლიტერატურა შესაბამისი გვერდების მითითებით


1. ლექცია
1 სთ. სილაბუსის შინაარსის გაცნობა.
სემინარი 2 სთ. I თემა
სამართალმცოდნეობის შესავლის საგანი და ადგილი იურიდიულ
მეცნიერებათა სისტემაში.
1. სამართალმცოდნეობის შესავლის საგანი;
2. სამართალმცოდნეობის შესავლის ფუნქციები;
3. სამართალმცოდნეობის შესავალი და სამართლის ფილოსოფია;
4. სამართალმცოდნეობის შესავალი და იურიდიული ლოგიკა;
5. სამართალმცოდნეობის შესავალი და სამართლის ისტორია;
6. სამართალმცოდნეობის შესავალი და შედარებითი სამართალმცოდნეობა;
7. სამართალმცოდნეობის შესავალი და სამართლის სოციოლოგია;
8. სამართლის პოლიტიკა;
9. სამართალმცოდნეობის შესავალი და სამართლებრივი ინფორმატიკა;
ლექ. 1 სთ
სემინარი – 2 სთ. (დისკუსია, მოსმენილის ათვისების უნარის წარმოჩენა)

ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 13-31.
2. ა. იაკუშევი, გვ. 3-4
2. ლექცია
1 სთ. II თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის ცნება და ნიშნები.
1. სამართლის ცნება;
2. სამართლის პოზიტიკური ცნება;
3. ბუნებით–სამართლებრივი ცნება;
4. სამართის ნიშნები;
5. ლეგიტიმურობა და ლეგალურობა.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 41-56.
2. ა. იაკუშევი, გვ. 5-9
3. ლექცია
1 სთ. III თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის ფუნქციები
1. სამართლის რეგულაციური ფუნქცია;
2. წესრიგის ფუნქცია
3. სამართლის ანთროპოლოგიური პერსონალური ფუნქცია.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 57-62..

4. ლექცია
1 სთ. IV თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის ნორმა
1. სამართლის ნორმის ცნება;
2. სოციალური და ტექნიკური ნორმები;
3. სამართლის ნორმის სტრუქტურა;
4. სამართლის ნორმის სახეები.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 63-73.
2. ა. იაკუშევი, გვ. 6
5. ლექცია
1 სთ. V თემა
სემინარი 2 სთ. სამართალი სოციალურ ნორმათა სისტემაში.
1. სამართლის ადგილი სოციალურ ნორმებს შორის;
2. სოციალურ ნორმათა იერარქია;
3. სამართალი და ჩვეულება;
4. მორალის ცნება და სახეები;
5. მსგავსება და განსხვავება მორალსა და სამართალს შორის;
6. სამართალი როგორც ეთიკური მინიმუმი.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. წერილობითი პრეზენტაცია
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 74-82.
2. ა. იაკუშევი, გვ. 5-9
6. ლექცია
1 სთ. VI თემა
სემინარი 2 სთ. სახელმწიფო
1. სახელმწიფოს ცნება და ნიშნები;
2. სახელმწიფოს ფორმის ცნება და სახეები;
3. ტერიტორიული მოწყობის ფორმის ცნება და სახეები;
4. მართვა–გამგეობის ფორმის ცნება და სახეები.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ინწკირველი, სახელმწიფოს და სამართლის თეორია გვ.
2. ა. იაკუშევი, გვ.
7. ლექცია
1 სთ. VII თემა
სემინარი 2 სთ. სამართალი და სახელმწიფო ხელისუფლება.
1. ხელისუფლების სამართლებრივი საფუძვლები;
2. სამართლის მიერ ხელისუფლების შებოჭვა, როგორც სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპი;
3. წინააღმდეგობის უფლება;
4. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უფლება.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 115-122.
2. ა. იაკუშევი, გვ. 11-16.

8. შუალედური გამოცდა - 2 სთ

9. ლექცია
1 სთ. VIII თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის წყარო
1. სამართლის წყაროს ცნება;
2. ჩვეულებითი სამართალი;
3. სამოსამართლო სამართალი;
4. „იურისტების სამართალი“.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 157-169.
2. ა. იაკუშევი, გვ. 89-90
10. ლექცია
1 სთ. IX თემა
სემინარი 2 სთ. ნორმატიული აქტი, როგორც სამართლის წყარო.
1. ნორმატიული აქტის ცნება და სახეები;
2. ნორმატიული აქტების იერარქია;
3. კანონი, როგორც ნორმატიული აქტი;
ა) ცნება; ბ) სახეები; გ) კონსტიტუცია; დ) კონსტიტუციური კანონი; ე) კანონი.
4. საერთაშორისო ხელშეკრულება.
5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
6. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში, სივრცეში, პირთა წრის მიმართ.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. წერილობითი პრეზენტაცია
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 170-181.
2. ა. იაკუშევი, გვ. 89-101
11. ლექცია
1 სთ. X თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის ნორმათა განმარტება
1. სამართლის ნორმათა განმარტების ცნება;
2. გრამატიკული განმარტება;
3. ისტორიული განმარტება;
4. ტელეოლოგიური განმარტება;
5. სისტემური განმარტება;
6. განმარტების ხერხების იერარქია;
7. განმარტება Contra legem;
8. კონსტიტუციის განმარტება.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა,
დისკუსია/დებატებილიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 182-206.
2. ა. იაკუშევი, გვ. 76-79
3. გ. ინწკირველი, გვ.
12. ლექცია
1 სთ. XI თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის პრინციპები
1. სამართლის პრინციპების ცნება;
2. სამართლის პრინციპები და სამართლის ნორმა;
3. სამართლის პრინციპები და ღირებულებები.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები

ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 207-213.
2. ა. იაკუშევი, გვ. 7-8, პუნქტი #3.
13. ლექცია XII თემა
1 სთ. ანალოგია სამართალში
სემინარი 2 სთ. 1. ხარვეზი კანონმდებლობაში;
2. ანალოგიის წინაპირობები;
3. Argumentum e contrario;
4. Argumentum a fortiori;
5.Argumentum ad absurdum;
6.საგანთა ბუნება.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები

ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 214-225.
2. გ. ინწკირველი, „სახელმწიფოს და სამართლის თეორია“, გვ.
14. ლექცია
1 სთ. XIII თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის შეფარდება და მისი სტადიები.
1. სამართლებრივი რეგულირების ცნება და რეგულირების მექანიზმის ცნება;
2. იურიდიული სილოგიზმი;
3. ფაქტის დადგენა;
4. ნორმის შერჩევა;
5. პრეზუმფცია, ფიქცია, სუბსუმფცია.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები

ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 246-256.
2. ა. იაკუშევი, გვ. 67-69
15. ლექცია
1 სთ. XIV თემა
სემინარი 2 სთ. სამართლებრივი ურთიერთობა
1. სამართლებრივი ურთიერთობის ცნება;
2. სამართლებრივი ურთიერთობის სახეები;
3. სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტები;
4. სამართლის ნორმა და სამართლებრივი ურთიერთობა;
5. იურიდიული ფაქტები.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 252-257.
2. ა. იაკუშევი, გვ. 118-126
3. გ. ინწკირველი, გვ.

16 ლექცია
1 სთ. XV თემა
სემინარი 2 სთ. სამართლის სისტემა და თანამედროვეობის ძირითადი სამართლებრივი
სისტემები.
1. სამართალი, როგორც სისტემა;
2. საჯარო და კერძო სამართალი;
3. მათი გამიჯვნის თეორიები;
4. სამართლებრივი სისტემების კლასიფიკაცია;
5. განსხვავება კონტინენტური ევროპისა და ანგლოამერიკული სამართლის
სისტემებს შორის.
6. მართლწესრიგი, ნიჰილიზმი, იდეალიზმი.
ლექ. -2 სთ
ჯგუფში მუშაობა. – 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია/დებატები
ლიტერატურა
1. გ ხუბუა, გვ. 258-265.
2. ა. იაკუშევი, გვ. 70-72, 149-152, 144-148
3. გ. ინწკირველი, გვ. თავი X
17- ფინალური
19 გამოცდა - 3 სთ

20-
21 ფინალური
გამოცდის
გადაბარება
სასწავლო კურსში FX-ის მიღების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის
შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სილაბუსის ავტორი, პროფესორი ლალი გაბისონია

You might also like