You are on page 1of 9

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახელი, გვარი - ლაშა ნანეტაშვილი

ფაკულტეტი - სამართლისა და დიპლომატიის

საფეხური - ბაკალავრიატი

კურსი - 1, ჯგუფი - 2

სასწავლო კურსის დასახელება - შესავალი


საკონსტიტუციო სამართალში

პროფესორი - პაატა დავითაია

ფინალური გამოცდის თარიღი - 20.01.22


თემა:ხელისუფლების დანაწილების პრინციპი,
განხილვა სამივე შტოში.
საპარლამენტო დაწესებულებების როლი
ხელისუფლე-ბის შტოთა სამეულში
განსაკუთრებულია. არჩევითობა და ხალხის
მანდატი მათ პოლიტიკური გაერთიანებების და
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნებისა
და ამოცანების განხორციელების რეალურ
ასპარეზად, ყველაზე ,,სახალხო’’
სახელმწიფოებრივ ინსტიტუტად აქცევს.
პარლამენტის სიძლიერე იმაში მდგომარეობს,
რომ იგი მოქმედებს ერის სახელით და მოიცავს
ქვეყანაში მცხოვრები ერებისა და ხალხების,
სხვადასხვა სოციალური ჯგუფების
ინტერესებს. ხელისუფლების გონივრულ
დაბალანსება ხალხსა და პარლამენტს შორის
სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის
ერთგვარი გარანტიაა, რომლის დროსაც ერთი
მეორეზეა დამოკიდებული თანამედროვე
სახელმწიფოში მიჩნეულია, რომ ხალხი
რომელსაც აქვს სუვერენული ხელისუფლება
თვითონ აკეთებს ყველაფერს რისი გაკეთებაც
თავად შეუძლია ხოლო იმას, რისი გაკეთებაც
კარგად არ შეუძლია, თავისი ნდობით
აღჭურვილი პირების მეშვეობით ახორციელებს.
ასეთ შემთხვევაშიც ითვლება, რომ
გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა, კანონიერი
წარმომადგენლების მეშვეობით. ტერმინი
პარლამენტი გამომდინარეობს
ინგლისური ,,parliament’’- დან რომელიც
ეფუძნება ფრანგულ ზმნას ,,parler’’ - ლაპარაკი.
უძველეს საფრანგეთში პარლამენტად
იწოდებოდა სასამართლოები პროვინციულ
დონეზე. სწორედ ამ ტერმინის საფუძველზე
ჩამოყალიბდა ინგლისური ეკვივალენტური
ცნება. აქედან გამომდინარე, დიდ ბრიტანეთში,
ჯერ კიდევ პირველი საკანონმდებლო კრების
მოწვევამდე, მეფის მრჩეველთა საბჭო
აერთიანებდა ბარონებსა და არქიეპიკოპოსებს,
სადაც განიხილავდნენ პოლიტიკას და
მსჯელობდნენ საბეგარო გადასახადებზე.
დროთა განმავლობაში საბჭოს მნიშვნელობა
გაიზარდა და რაინდები თავიანთი
საგრაფოების წარმომადგენლები გახდნენ. ეს
იყო მომავალი თემთა პალატა,
სიტყვა ,,პარლამენტი’’ კი დამკვიდრდა ამ
შეხვედრების აღსანიშნავად. დღესდღეობით,
მსოფლიო პრაქტიკაში, უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს აღმნიშვნელი
ტერმინი - პარლამენტი ყველაზე ხშირად
გამოიყენება, თუმცა, ცნობილია
მრავალფეროვანი სახელწოდებები. კერძოდ,
შვედეთის რიკსტაგი, ესპანეთის გენერალური
კორტესები ესტონეთის რიიგიკოგუ ლატვიის
სეიმი, ნორვეგიის სტორტ-ინგი და ა.შ.
პარლამენტის დაბადების დღედ 1265 წლის 20
იანვარი ითვლება, როდესაც დიდ ბრიტანეთში
პირველად იქნა მოწვეული
წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელიც
შედგებოდა ბარონებებისა და ყველა საგრაფოსა
და დიდი ქალაქის ორ-ორი
წარმომადგენლისგან შეკრებას წინ უძღოდა
1254 წლიდან მეფის ხელისუფლების
წინააღმდეგ ბარონთა ოპოზიციის ბრძოლა,
რომლის სათავეში იდგა ინგლისის
პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო
მოღვაწე, საპარლამენტო წყობილების
ფუძემდებელი სიმონ დე მონფორი. მან მეფის
მომხრეებზე გამარჯვების შემდეგ, ხელში
ჩაიგდო ძალაუფლება და მოიწვია პირველი
პარლამენტი, რითაც საფუძველი ჩაუყარა
ინგლისში წოდებრივ წარმომადგენლო-ბას და
შეზღუდა მეფის ძალაუფლება. 1295 წლიდან
პარლამენტი კიდევ უფრო რეალურ
წარმომადგენლობით ორგანოდ იქცა, რადგან
მოწვევის დოკუმენტით განისაზღვრა
დელეგატების უფლებამოსილებანი მათ
მიმართ, ვისაც ისინი წარმოადგენდნენ. მისი
პირველადი ფუნქცია მხოლოდ გადასახადების
დაწესება იყო, შემდეგ საუკუნეებში კი
საკანონმდებლო უფლებამოსილება დაემატა.
დიდი ბრიტანეთის კვალდაკვალ, მეთოთხმეტე
საუკუნის დასაწყის-იდანვე, ჩამოყალიბება
დაიწყო პირველმა საკან-ონმდებლო კრებებმა
სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, საფრანგეთში
გენერალურმა შტატებმა, ესპანეთში კორტესებმა
და ა.შ. თანამ-ედროვე იურიდიულ
ლიტერატურაში, როგორც წესი, პარლამენტის
მახასიათებლებს შორის გამოარჩევენ
წარმომადგენლობით, საკანონმდებლო,
დაფუძნების და კონტროლის ფუნქციებს.
ყურადღებაა გამახვილებული საჯაროობის
ფუნქციაზე. ზოგჯერ ცალკე განიხილავენ
დაკომპლექტების რეკრუტირების ფუნქციას,
რომელიც გულისხმობს პოლიტიკური
პასუხისმგებლობის შეძენისთვის მომზადებას.
თანამედროვე სახელმწიფოთა
კონსტიტუციების ერთ ნაწილში შეიმჩნევა
პარლამენტის ცნების განსაზღვრის ტენდენცია,
რომელშიც მისი თვალსაჩინო მახასიათებლების
ხაზგასმა ხდება. ყველაზე ხშირად
მინიშნებულია პარლამენტის უმაღლეს წარმო-
მადგენლობით ხასიათზე. ასეა, მაგალითად,
ლიხტენშტეინის, სერბეთის, რუსეთის,
მოლდოვის და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები.
ზოგჯერ ძირითადი კანონის დებულება
სრულიად სახელმწიფოს ხალხის წარმომადგენ-
ლობაზე მიანიშნებს, როგორც ეს ნიდერლანდის
პორტუგალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების
ძირითად კანონებშია ჩამოყალიბებული. კიდევ
ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს, საკანო-
ნმდებლო ხელისუფლების მატარებლობას
უსვამს ხაზს. პარლამენტი წარმოადგენს
სამოქალაქო საზოგადოებას. მისი
წარმომადგენლობითობის მაღალ ხარისხს
უზრუნველყოფს გეოგრაფიული, ასახვითი და
ფუნქციონალური წარმომადგენლობების
ერთდროული, დაბალანსებული არსებობა.
მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრთა
რიგებს ავსებდნენ ქვეყნის ყველა რეგიონის,
ასევე საზოგადოების ძირითადი ჯგუფებისა და
პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები.
პარლამენტი ამ ,,საჭრელის’’ ყველაზე
თვალსაჩინო გამოხატულებაა. გეოგრაფიული
წარმომადგენლობის კრიტერიუმი
წარმომადგენლობითი რეჟიმის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საზომია. ცალსახაა, რომ
პარლამენტი, რომელშიც უზრუნველყოფილია
სახელმწიფოს ყველა რეგიონის წარმომადგენლ-
ობა, უკრთ ახდენს ცალკეული ტერიტორიული
ერთეულების აქტუალური საკითხების თუ
პრობლემების იდენტიფიკაციას დაგადაწყვეტას
მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო
დაწესებულება არსებობდეს იმ ფორმით, რომ
მოქალაქეების მიერ არჩეულ წარმომადგენლები
ახერხებდნენ ქვეყნის მთელი მოსახლეობის
ინტერესების დაბალანსებას. უდავოა, რომ
მიუხედავად პარლამენტის არსობრივად
საერთოსახელმწიფოებრივ ინტერესზე
ორიენტაციის და თავისუფალი მანდატის
მოქმედებისა, რომელიც დეპუტატის მთელი
ქვეყნის წარმომადგენლობას გულისხმობს,
რეგიონის ინტერესების უკეთ დაცვა სწორედ
მის წარმომადგენელს შეუძლია. პარლამენტის
მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ
საკანონმდებლო ორგანო, როგორც ინსტიტუტი,
მის დაფუძნებასა და ლეგიტიმაციაზე რომ
არაფერი ვთქვათ, გარეგანი ძალებისა და სხვა
სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან
დამოუკიდებლად არსებობს. პარლამენტის
გამოკვეთილი, თვალსაჩინო მახასიათებელია
შიდა ორგანიზაციული დამოუკიდებლობა,
რომელიც გულისხმობს პარლამენტის უფლებას
,,თვითონ მართოს თავისი თავი’’ ანუ
შესაძლებლობას ერთი მხრივ დამოუკიდებლად
სხვა საჯარო ხელისუფლების სტრუქტურისაგან
ჩაურევლად დააკომპლექტოს

You might also like