You are on page 1of 1

სამართალი და მართლმსაჯულება

კანონი - ესაა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (პარლამენტის )


მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს
უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

კანონზე საუბრისას საინტერესოა გავერკვეთ რა ხდებოდა მანამ , სანამ საზოგადოება


განვითარების იმ ეტაპზე მივიდოდა, როდესაც გააცნობიერა კანონების წერილობითი
სახით არსებობის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილიყო სახელმწიფოში მშვიდობა
და წესრიგი.

სამართლის განვითარების ისტორიული პროცესის შესახებ ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი


გერმანელი ავტორი ფრიდრიხ კარლ ფონ სავინია. საინტერესოა, რომ იგი სამართალს
ხალხის საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების შედეგად მიიჩნევდა .

მართლმსაჯულების პრაქტიკის განვითარების საფუძველზე დროთა განმავლობაში ადათი


გარდაიქმნა იმად, რის გარეშეც თანამედროვე სამყაროში არ არსებობს სახელმწიფო -
კანონად.

კანონის მეშვეობით წინასწარ არის განჭვრეტადი ჩვენი მოქმედების სავარაუდო შედეგი


და მისი დაუცველობის შემთხვევაში - სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის სანქციები.

საკანონმდებლო აქტების იერარქია შემდეგია:

საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციური კანონი ;

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

საქართველოს ორგანული კანონი;

საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს


პარლამენტის რეგლამენტი.

საკანონმდებლო აქტები

"უმაღლესი განათლების შესახებ" 2006 წელი

"პროფესიული განათლების შესახებ" 2007 წელი

"ზოგადი განათლების შესახებ" 2010 წელი

You might also like