You are on page 1of 11

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი


107253 ო ჯგუფის სტუდენტის
სამაია მამედოვას

რ ე ფ ე რ ა ტ ი

კონსტიტუციის არსი

1
კონსტიტუციის არსი

სარჩევი
შესავალი........................................................................................................................................3

კონსტიტუციის არსი/კონსტიტუციის ცნება..........................................................................3

კონსტიტუციის ფორმა................................................................................................................5

კონსტიტუციის სტრუქტურა.....................................................................................................7

კონსტიტუციის მოქმედება........................................................................................................9

დასკვნა.........................................................................................................................................10

ბიბლიოგრაფია...........................................................................................................................11

2
შესავალი
რა არის კონსტიტუცია?

სიტყვა „კონსტიტუცია“ მომდინარეობს ლათინური ლათინური წარმოშობის


სიტყვისაგან – „constitutio“ და ქართულად ნიშნავს დადგენას, დაწესებას.
კონსტიტუცია ეს არის განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული
ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს
საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო
ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს. კონსტიტუცია რთული მრავალფუნქციური საზოგადოებრივი
ინსტიტუტია. ხშირად განმარტავენ, როგორც სახელმწიფოს უზენაეს კანონს, წესების
კატალოგს, ინდივიდის გარანტს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. პროფესორ
ანდრაშ შაიოს აზრით, კონსტიტუციათა უმრავლესობა შეიქმნა იმისთვის, რომ
დაეგვირგვინებინა და დაესრულებინა სოციალური რევოლუცია. სხვა
კონსტიტუციების შექმნის მიზანი კი, მისი აზრით, რევოლუციის თავიდან აცილებას
და წინარევოლუციური მდგომარეობის აღდგენას წარმოადგენს. თითქმის ყველა
თანამედროვე მკვლევარი კონსტიტუციის საზრისის განსაზღვრისას, ყურადღებას
ამახვილებს მის დამფუძნებლურ ხასიათსა და მარეგულირებელ ფუნქციაზე.
კონსტიტუციის ნორმებით ხდება საჯარო ინსტიტუტების ლეგიტიმაცია, მათი
ძალაუფლების ფარგლებისა და მოქალაქეთა ძირითადი უფლებების განსაზღვრა,
სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობათა მოწესრიგება.

კონსტიტუციის არსი
1. კონსტიტუციის ცნება

კონსტიტუციის ცნებას განაპირობებს მისი მნიშვნელობა და ადგილი სა,,მართლის


სისტემაში, რეგულირების სფერო და უმნიშვნელოვანეს საკითხთა წრე, რომელიც
სამართლის ყველა დარგის ფუძემდებლურ პრინციპებს ადგენს.

კონსტიტუცია წარმოადგენს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ


ნორმათა სისტემას, რომლებიც ძირითადად აწესრიგებენ სამართლებრივ
ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებს, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოებასა და
ადამიანებს შორის. კონსტიტუციურ ნორმებში მოიაზრება ძირითადი კანონის, სხვა
კონსტიტუციური აქტების, კონსტიტუციური ჩვეულებებისა და პრეცედენტების
ერთობლიობა, რომლებიც აღიარებენ და უზრუნველყოფენ ადამიანისა და მოქალაქის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ადგენენ ქვეყნის სუვერენიტეტის
ძირითად ნიშნებსა და საფუძვლებს, მმართველობის ფორმის თავისებურებებს,

3
ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის პრინციპებს, კონსტიტუციის
გადასინჯვის წესს.

განასხვავებენ კონსტიტუციის იურიდიულ და ფაქტობრივ ცნებებს. იურიდიული


კონსტიტუცია გულისხმობს სამართლებრივად არსებულ ნორმა- თა სისტემას,
მიუხედავად იმისა, ისინი რეალიზებულია თუ არა ცხოვრებაში, ხოლო ფაქტობრივი
კონსტიტუცია მოიცავს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც ფაქტობრივად
მოქმედებენ. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ორი ცნება ძირითადად ერთმანეთისგან არ
განსხვავდება, ვინაიდან ნორმები, რომლებიც იურიდიულად არსებობს,
ფაქტობრივადაც ხორციელდება და -ნორმათა დანიშნულება სწორედ მათი
ცხოვრებაში სრულყოფილი განხორციელებაა, მაგალითად, გერმანიაში, შვეიცარიაში,
ფინეთში. სოციალისტური და ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმების პირობებში
კი მართალია გვხვდება დაწერილი ანუ იურიდიული კონსტიტუციური ნორმები,
მაგრამ ისინი ცხოვრებაში არ ხორციელდება და არ არის უზრუნველყოფილი მათი
განხორციელების გარანტიები, მაგალითად, კუბაში, ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში.
ამ ქვეყნებში მართალია ფორმალურად აღიარებულია სახალხო ხელისუფლების
პრინციპი, მაგრამ ქვეყნის მართვაში ხალხი რეალურად არ მონაწილეობს და ყველა
მნიშვნელოვან საკითხს ქვეყანაში არამუდმივად მოქმედი უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს მუდმივმოქმედი პრეზიდიუმი წყვეტს. ასევე,
ფაქტობრივად უგულებელყოფილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და
ყველა სახელისუფლო შტოს სათავეში ერთი და იგივე პიროვნებები დგანან
განუსაზღვრელი ვადით. იგივე შეიძლება ითქვას აბსოლუტურ და დუალისტურ
მონარქიებზე (ვატიკისი, მონაკო, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ბაჰრეინი და
სხვ.), სადაც წარმომადგენლობითი ორგანო მხოლოდ ფორმალურად არსებობს და
ფაქტობრივად ქვეყნის მართვის ყველა ბერკეტი მონარქის ხელშია. ადამიანის
უფლებებიც მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და არ არსებობს მათი დაცვის
რეალური კონსტიტუციური გარანტიები. იურიდიული და ფაქტობრივი
კონსტიტუციური ნორმების გამიჯვნას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ზოგიერთ
დემოკრატიულ ქვეყანაშიც, რომელთა კონსტიტუციები ითვალისწინებენ ე. წ. მკვდარ
ნორმებს. მაგალითად, იტალიის კონსტიტუციაში შემორჩენილია ნორმები
მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის ორგანიზაციისა და განსაკუთრებული
იურისდიქციის ორგანოთა შექმნის შესახებ, თუმცა ეს ორგანოები დღემდე არ არის
ფორმირებული.

კონსტიტუციური ნორმების ამგვარი გამიჯვნა თეორიული საკითხია და ამდენად,


კონსტიტუციის ცნებას ნაშრომში ჩვენ მხოლოდ იურიდიული მნიშვნელობით
გამოვიყენებთ.

4
კონსტიტუციის უმაღლესი იურიდიული ძალა იმაში მდგომაროებს, რომ იმ
ქვეყნებში, სადაც მოქმედებს კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტების იერარქიაში
იგი ყველაზე ზემდგომი ნორმატიული აქტია, მას გააჩნია უმაღლესი იურიდიული
ძალა სხვა აქტებთან შედარებით და ყველა კანონი თუ სხვა ქვემდგომი
სამართლებრივი აქტი მას უნდა შეესაბამებოდეს. ნებისმიერი აქტი, რომელიც მასთან
წინააღმდეგობაში მოვა, არაკონსტიტუციურად და ბათილად იქნება ცნობილი,
მაგალითად, ალბანეთში კონსტიტუცია უზენაესი კანონია და მისი დებულებები
მოქმედებს უშუალოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონსტიტუცია სხვა რამეს
დაადგენს. მოლდოვაში იგი უმაღლესი კანონია, იურიდული ძალა არ გააჩნია
არცერთ კანონს და სხვა სამართლებრივ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება
კონსტიტუციის დებულებებს.3 აშშ-ის კონსტიტუციაში მართალია პირდაპირ არ იყო
მითითებული კონსტიტუციის უზენაესობის თაობაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან,
რომ დადგა მისი იურიდული ძალის განსაზღვრის საჭიროება, უზენაესმა
სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, რომ კონსტიტუცია არის ,,ქვეყნის
ძირითადი და უზენაესი კანონი", ,,კონსტიტუციის საწინააღმდეგო საკანონმდებლო
აქტი მოკლებულია იურიდიულ ძალას".

2. კონსტიტუციის ფორმა

კონსტიტუციის ფორმაში იგულისხმება კონსტიტუციური ნორმების ორგანიზაციისა


და გამოხატვის მეთოდი და საშუალება. ამ მხრივ განასხვავებენ დაწერილ და
დაუწერელ კონსტიტუციებს. დაუწერელია კონსტიტუცია, როდესაც ქვეყანაში არ
არსებობს რაიმე კონსტიტუციური მნიშვნელობის აქტი, იერარქიულად სხვა აქტებზე
ზემდგომი ნორმატიული დოკუმენტი და კონსტიტუციურსამართლებრივი
მნიშვნელობის მქონე ნორმები სხვადასხვა ჩვეულებრივ კანონებშია ასახული. ასეთი
ქვეყნის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დიდი ბრიტანეთი, სადაც არ არის
მიღებული რაიმე ფორმის ძირითადი კანონი და კონსტიტუციურსამართლებრივ
ურთიერთობებს ჩვეულებრივი იურიდიული ძალის მქონე კანონები აწესრიგებენ.
ასეთი მნიშვნელობის დაახლოებით ოთხი ათასი აქტია დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა
დროს მიღებული2, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ, ინგლისის თავისუფლებათა
დიდი ქარტია (1215 წ.),3 პეტიცია უფლებათა შესახებ (1628 წ.)4, ჰაბეას კორპუს აქტი
(1679 წ.), ,,ბილი უფლებათა შესახებ" (1689 წ. ). აქტები ,,ტახტის მემკვიდრეობის
შესახებ" (1701 წ. ,, გაერთიანების შესახებ" (1707 წ.), ,,ხალხის წარმომადგენლობის
შესახებ" (1918 წ.). ,,ევროპის თანამეგობრობის შესახებ" (1972 წ. ). ,, გვირგვინის
მინისტრების შესახებ" (1975 წ.), ,,ადამიანის უფლებათა შესახებ" (1998
წ.). ,,შოტლანდიის შესახებ" (1998 წ.). ,,ლორდთა პალატის შესახებ" (1999
წ.). ,,ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" (2000 წ.), ,,კონსტიტუციური რეფორმის
შესახებ" (2005 წ. ), ,,უელსის მმართველობის შესახებ" (2006 წ.) და სხვ.

5
რაც შეეხება დაწერილ კონსტიტუციებს, ისინი გვხვდება ერთი ან რამდენიმე
დოკუმენტის სახით, რომლებიც აწესრიგებენ კონსტიტუციურ-სამართლებრივ
ურთიერთობებს და სხვა კანონებისგან იერარქიულად მაღლა დგანან. დაწერილი
კონსტიტუციები შეიძლება შეგვხვდეს კოდიფიცირებული ან არაკოდიფიცირებული
სახით, კოდიფიცირებულია მაგალითად, გერმანიის, პორტუგალიის, სერბეთის,
ნიდერლანდის, ფინეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები, ვინაიდან
ამ ქვეყნებში არსებობს ერთიანი აქტი - კონსტიტუცია, რომელიც ყველა
კონსტიტუციურ-სამართლებრივ ნორმას აერთიანებს. არაკოდიფიფირებული
კონსტიტუციები კი, მართალია არსებობენ ერთიანი სახით, მაგრამ მათ გარდა
ქვეყანაში არსებობს სხვა აქტებიც, რომლებიც იერარქიულად კონსტიტუციის
სიმაღლეზე დგანან, მაგრამ არ არიან კონსტიტუციის სტრუქტურული ნაწილი.
მაგალითად, ჩეხეთის კონსტიტუციის თანახმად, ,,ჩეხეთის რესპუბლიკის
კონსტიტუციურ სისტემას შეადგენენ: კონსტიტუცია, ძირითად უფლებათა და
თავისუფლებათა ქარტია, კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული კონსტიტუციური
კანონები, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ეროვნული კრების, ჩეხოსლოვაკიის
სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალური კრებისა და ჩეხეთის ეროვნული
საბჭოს კონსტიტუციური კანონები, ,,ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის
შესახებ" და ჩეხეთის ეროვნული საბჭოს მიერ 1992 წლის 6 ივნისიდან მიღებული
კონსტიტუციური კანონები"; არაკო- დიფიცირებული დაწერილი კონსტიტუციების
მქონე ქვეყნების რიცხვში შედიან, ასევე ავსტრია, საფრანგეთი, ლიტვა, დანია,
შვედეთი, იტალია.

კონსტიტუცია ფორმის თვალსაზრისით შეიძლება იყოს ლაკონური, ვრცელი და


საშუალო მოცულობის.

ლაკონურ ანუ მოკლე კონსტიტუციებში ასახულია კონსტიტუციური მნიშვნელობის


მქონე მხოლოდ ზოგიერთი საკითხი, ამავდროულად - საკმაოდ ლაკონურად. ასეთი
სტილის კონსტიტუციებში არ არის დაცული ძირითადი კანონის თანამედროვე
სტილი და ამ სახის აქტები ძირითადად მიღებულია მონარქიებში 1950-60-იან
წლებში ან მის წინა პერიოდში და, როგორც წესი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება
ქვეყნის მმართველობის ფორმის განსაზღვრას. ლაკონური კონსტიტუციების რიცხვს
უნდა მივაკუთვნოთ დანიის 1953 წლის კონსტიტუცია, რომელიც 89 პარაგრაფისგან
(მუხლისგან) შედგება. მისი ლაკონურობა იმაში გამოიხატება, რომ გარდა
პარაგრაფების მცირე რაოდენობისა, მათი შინააარსი საკმაოდ მოკლეა და მხოლოდ
საკონსტიტუციო სამართლის ზოგიერთი ძირითადი საკითხის ფორმულირებით
შემოიფარგლება. ამავე სახისაა, იაპონიის 1946 წლის კონსტიტუცია. იგი შედგება
პრეამბულისა და მცირე მოცულობის 103 მუხ- ლისგან. 2

6
პირიქით, მსოფლიოში გვხვდება ფართო მოცულობითი ანუ ვრცელი
კონსტიტუციებიც, რომლებიც გარდა კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხებისა,
აწესრიგებენ სხვა მრავალ ისეთ საკითხს, რომელიც შეეხება სამართლის სხვადასხვა
დარგს და როგორც თანამედროვე კონსტიტუციო"ნალიზმის ანალიზი მოწმობს,
კანონების დონეზე უნდა წესიიგდებოდეს. მაგალითად, ბრაზილიის 1988 წლის
კონსტიტუციის ტექსტი გარდა სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითადი
ასპექტებისა, დეტალურად აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გადასახადები,
საჯარო სამსახური, განათლება, კულტურა, სპორტი, ფინანსები, ჯანდაცვა,
სოციალური დაცვა, შრომითი ურთიერთობები და ასე შემდეგი. ვრცელი
კონსტიტუციების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ ასევე ავსტრიის, პორტუგალიის,
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, სერბეთის კონსტიტუციები.

თანამედროვე კონსტიტუციონალიზმში ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკის


მიხედვით, მსოფლიო ქვეყნების კონსტიტუციები უმეტესად საშუალო
მოცულობისაა, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად ჩამოყალიბდა
კონსტიტუციის სტრუქტურის და საკითხთა კონსტიტუციის დონეზე ასახვის
პრაქტიკა. მაგალითად, თითოეული ადამიანის უფლებების აღწერისას,
საერთაშორისო აქტების მსგავსად უმეტესად აღიარებულია კონკრეტული უფლება
და დაწესებულია ამ უფლების შეზღუდვის ფარგლები, ხოლო მისი განხორციელების
პროცედურა და სხვა გარანტიები კანონებით არის გამყარებული. ასევე მაგალითად,
ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ძირითადი საკითხები და თვითმმართველობის
განხორციელებისთვის აუცილებელი მექანიზმები მხოლოდ პრინციპების დონეზე
არის დადგენილი კონსტიტუციებით.

3. კონსტიტუციის სტრუქტურა

კონსტიტუციები, როგორც წესი, შედგება პრეამბულის, ძირითადი ნაწილის,


გარდამავალი, დასკვნითი დებულებებისგან. ასევე, იშვიათ შემთხვევაში
კონსტიტუციას დანართის სახით შეიძლება ახლდეს სხვა დოკუმენტიც, რომელიც
მის შემადგენელ ნაწილად ითვლება. ძირითადი ნაწილი შედგება თავებისა და
მუხლებისაგან. ზოგიერთ შემთხვევაში, შედარებით დიდი მოცულობის
კონსტიტუციებში შესაძლოა შეგვხვდეს კარები, პარაგრაფები, ქვეთავები და სხვ.
მაგალითად, ბრაზილიის კონსტიტუცია საკმაოდ რთული სახით არის
სტრუქტურირებული და იყოფა კარებად, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს თავებს,
განყოფილებებს, ქვეგანყოფილებებსა და მუხლებს. ხანდახან კონსტიტუციას
შესაძლოა არ ჰქონდეს პრეამბულა (მაგალითად. ავსტრიაში, დანიაში, ლატვი
მაროკოში, ლუქსემბურგში, ფინეთში), თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ 1980-90 წ. წ. და
შემდგომ მიღებული კონსტიტუციები, რომლებიც სტრუქტურის თვალსაზრისით

7
თანამედროვე სტილ- ზეა აგებული, ძირითადად შეიცავს პრეამბულას და მათი
სტრუქტურაც საკმაოდ მარტივია.

პრეამბულაში, როგორც წესი, გამოხატულია ხალხისა და მოქალაქეთა ნება


დაამკვიდრონ დემოკრატიული სახელმწიფო, მართლწესრიგი, კანონის უზენაესობა,
ასევე ხაზგასმულია კონსტიტუციონალიზმის ისტორიის თავი- სებურებებისა და
დემოკრატიული ტრადიციების შესახებ. მაგალითად. ლიტვის კონსტიტუციის
პრეამბულა შემდეგი სახისაა: ,,ლიტველი ხალხი, რომელმაც მრავალი საუკუნის წინ
შექმნა ლიტვის სახელმწიფო, რომლის სამართლებრივი საფუძველი ემყარება
ლიტვის საატუტებსა და ლიტვის რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელიც
საუკუნეების განმავლობაში გაბედულად იცავდა თავის თავისუფლებასა და
დამოუკიდებლობას, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სული, მშობლიური ენა,
დამწერლობა და ჩვეულებები, განახორციელა ადამიანისა და ხალხის ბუნებითი
უფლება - თავისუფლად იცხოვროს მამა-პაპისა და წინაპრების მიწაზე - ლიტვის
დამოუკიდებელ სახელმწიფოში და იღწვოდეს მისთვის, რომელიც ზრუნავს
ეროვნული თანხმობისთვის ლიტვის მიწაზე, მიისწრაფვის ღია, სამართლიანი,
პარმონიული, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოსკენ,
აღდგენილი ლიტვის სახელმწიფოს მოქალაქეთა ნებით იღებს და აცხადებს ამ
კონსტიტუციას".

კონსტიტუციის ძირითადი ნაწილი მოიცავს დებულებებს ქვეყნის ძირითადი


სახელმწიფოებრიობის ნიშნების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების,
უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის, ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის,
კონსტიტუციიის გადასინჯვის შესახებ. მაგალითად, პოლონეთის 1997 წლის
კონსტიტუცდა, რომელიც მოცულობით სხვა კონსტიტუციებთან შედარებით
საშუალო მოცულობისაა, შედგება შემდეგი თავებისა და ქვეთავებისგან: თავი I -
რესპუბლიკა; თავი II - ადამიანისა და მოქალაქის თავისუფლებები, უფლებები და
ვალდებულიბები (ძირითადი პრინციპები; პირადი თავისუფლებები და უფლებები;
პოლიტიკური თავისუფლებები და უფლებები; ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული თავისუფლებები და უფლებები; თავისუფლებებისა და უფლებების
დაცვის საშუალებები; ვალდებულებები); თავი III - სამართლის წყაროები; თავი IV -
სეიმი და სენატი (არჩევნები და უფლებამოსილების ვადა; დესუტატები და
სენატორები; ორგანიზაცია და საქმიანობა; რეფერენდუმი); თავი V - რესპუბლიკის
პრეზიდენტი; თავი VI - მინისტრთა საბჭო და სამთავრობო ადმინისტრაცია; თავი VII
- ტერიტორიული თვითმმართველობა; თავი VIII - სასამართლოები და
ტრიბუნალები (სასამართლოები; საკონსტიტუციო ტრიბუნალი; სახელმწიფო
ტრიბუნალი); თავი IX - სახელმწიფო კონტროლისა და უფლებების დაცვის
ორგანოები (კონტროლის უმაღლესი პალატა; ადამიანის უფლებათა კომისარი;

8
რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სრულიად პოლონეთის საბჭო); თავი X -
სახელმწიფო ფინანსები; თავი XI - საგანგებო დებულებები; თავი XII -
კონსტიტუციის გადასინჯვა.

კონსტიტუციების გარდამავალ და დასკვნით დებულებებში აისახება კონსტიტუციის


ძალაში შესასვლელად განსახორციელებელი ღონისძიებები, კონსტიტუციური
ურთიერთობების დროებითი რეგულირების წესი, კონსტიტუციის ძალაში შესვლის
ვადები. მაგალითად, სლოვაკეთის კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციური
კანონები, კანონები და სხვა ზოგად- სავალდებულო აქტები ინარჩუნებენ ძალას
სლოვაკეთის რესპუბლიკაში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ისინი
შეიძლება შეიცვალოს და გაუქმდეს სლოვაკეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ.
ამ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლამდე ოთხი წლით არჩეულ მოსამართლეს
მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, სლოვაკეთის სასამართლო საბჭოს
წინადადებით, მოსამართლედ ნიშნავს სლოვაკეთის პრეზიდენტი
უფლებამოსილების განუსაზღვრელი ვადით, დანიშვნის დღისათვის 30 წლის ასაკის
მიღწევისას. 2 სლოვაკეთის კონსტიტუცია ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღეს,
გარდა რამდენიმე მუხლისა, რომლებიც ძალაში შედის ამ კონსტიტუციის მიხედვით
შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთანავე.

ზოგიერთ ქვეყნებში კონსტიტუციას შეიძლება დანართის სახით ახლდეს ქვეყნის


ძველი კონსტიტუციიდან ამონარიდი ნორმები, რომლებიც არ გაუქმდა,
შენარჩუნებულია უცვლელი ფორმით, არ იქნა შეტანილი კონსტიტუციის ახალ
რედაქციაში და " ლოში დაერთო ძირითადი კანონის ტექსტს უცვლელად.
მაგალითად, ნიდერლანდის 2008 წლის კონსტიტუციას უცვლელად ერთვის 1972 და
1983 წლის კონსტიტუციების 81-ე და 130-ე მუხლები და ეხება მეფის მიერ კანონის
პრომულგაციას. ასევე ზოგიერთ ქვეყანაში კონსტიტუციის ტექსტს შეიძლება
ერთვოდეს რომელიმე უმნიშვნელოვანესი სფეროს მომწესრიგებელი ქარტია.
მაგალითად, საფრანგეთის 1958 წლის კონსტიტუციის შემადგენელ ნაწილად
ითვლება 1789 წლის ადამიანისა და სამოქალაქო უფლებათა დეკლარაცია, 1946 წლის
კონსტიტუციის პრეამბულა და გარემოს ქარტია.

4. კონსტიტუციის მოქმედება

კონსტიტუციები, ისევე როგორც სხვა კანონები ძირითადად მიიღება


განუსაზღვრელი ვადით და მოქმედებენ იქამდე, სანამ იმავე იურიდიული
მნიშვნელობის აქტით არ გაუქმდებიან ან მათ ნაცვლად სხვა კონსტიტუციური აქტი
არ იქნება მიღებული. მოქმედებიან განუსაზღვრელი ვადით არის მიღებული ანუ
მოქმედების მუდმივი ხასიათი გააჩნია თითქმის ყველა კონსტიტუციურ აქტს. თუმცა
ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება გამონაკლისებიც, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე
მნიშვნელოვანი პროცესების გამო აუცილებელია კონსტიტუციური საკითხების

9
დროებითი მოწესრიგება და დროებითი ნორმების დადგენა, ხოლო გარკვეული
პერიოდის შემდეგ მიიღება მისი შემცვლელი კონსტიტუციური აქტი. ასეთი სახის
კონსტიტუციებს ,,დროებით" ან ,,მცირე" კონსტიტუციებს უწოდებენ. მათი ტექსტის
გარდამავალი დებულებები შეიცავს ნორმას დროებითი მოქმედების შესახებ.
მაგალითად, დროებითი იყო პოლონეთის 19922 წლის კონსტიტუციური
კანონი ,,პოლონეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაძლო ურთიერთობისა და ტერიტორიული თვითმმართველობის
შესახებ", რომელიც ,,მცირე კონსტიტუციის" სახელწოდებით არის ცნობილი და
რომელმაც ძალა 1997 წელს _ ახალი კონსტიტუციის ამოქმე- დებისთანავე დაკარგა.
დროებითი კონსტიტუციების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, ასევე ლატვიის 1920
წლის, ესტონეთის 1919 წლის, ნიდერლანდის 1814 წლის, ავსტრიის 1945 წლის
კონსტიტუციები, რომელთა მოქმედების ვადა საშუალოდ ერთ წელს წარმოადგენდა.

კონსტიტუციების მიღება და მათი ძალაში შესვლა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა


შეზღუდული იყოს ტერიტორიით, ანუ კონსტიტუცია გარკვეული პირობების
დათქმით ძალაში შედიოდეს მხოლოდ ქვეყნის ერთი ნაწილისთვის ან ზოგიერთი
რეგიონისთვის. მაგალითად, აშშ-ის კონსტიტუცია ძალაში შედიოდა მხოლოდ იმ
შტატებისათვის, რომლებიც მას დაამტკიცებდნენ. ანალოგიურ მაგალითს შეიძლება
მივაკუთვნოთ გერმანია, მისი ძირითადი კანონი თავდაპირველად მიიღებოდა,
როგორც დროებითი აქტი, მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის.
ამის თაობაზე შესაბამისი დებულება აისახა კონსტიტუციის 146-ე მუხლში, რომლის
მიხედვით, არსებული ძირითადი კანონი, რომელიც გერმანიის ერთიანობისა და
თავისუფლების მიღწევის შემდეგ მოქმედებს მთელი გერმანელი ხალხისთვის,
შეწყვეტს თავის მოქმედებას იმ დღეს, როდესაც ძალაში შევა გერმანელი ხალხის მიერ
თავისუფალი გადაწყვეტილებით მიღებული კონსტიტუცია. გერმანიის
გაერთიანების შემდეგ ამ მუხლმა ძალა დაკარგა და მთელი გერმანიის ძირითადი
კანონი გახდა.

ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონში ასახულია ყველა ის ფუნდამენტური პრინციპი,


რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამავე დროს,
კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს თითოეული
მოქალაქის ძირითადი უფლებების გარანტს წარმოადგენს. საქართველოს
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და
განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის
ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

10
კონსტიტუციითვეა განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური
წყობილების ფორმა — საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და, შესაბამისად,
სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში,
ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით —
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ
და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც
თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა
ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ


უფლებებსა და თავისუფლებებს.

ბიბლიოგრაფია:

1. შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, ვასილ გონაშვილი, ქეთევან


ერემაძე, გიორგო თევდორაშვილი, გიორგი კახიანი, გიორგი
კვერენჩხილაძე, ნანა ჭიღლაძე, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი
2016.
2. https://www.myadvokat.ge/ka/blog/452/ra-aris-konstitucia ?

11

You might also like