You are on page 1of 25

1. საავტორო უფლებების გავრცელება არგავრცელების კრიტერიუმები (მ.5 და მ.

8
შედარება)

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის


თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების
ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის
შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობი-
სა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური
ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე,
საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ
ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია
ნაწარმოებში.
აქვე უნდა აღინიშნოს მე-5 მუხლში გამოყენებულ ტერმინებთან დაკავშირებით:
„ავკარგიანობა“ მხოლოდ ქართულ კანონმდებლობაში გვხვდება. იგი ცუდისა და კარგის,
სიავისა და სიკეთის არსებობას გულისხმობს. ავკარგიანს კი უწოდებენ სიავისა და სიკეთის
გამრჩევსა და დამფასებელ ადამიანს.
იმისათვის, რომ ნაწარმოებზე გავრცელდეს საავტორო უფლება, აუცილებელია
შემდეგი კრიტერიუმების ერთობლივად არსებობა:
ა. ნაწარმოები უნდა იყოს შემქნილი არამარტო ინტელექტით, არამედ -
შემოქმედებითობითაც.
ბ. ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა უნდა დასრულდეს შედეგით
(ნაყოფით).
შედეგში იგულისხმება სიახლე, როგინალობა. შედეგი გულისხმობს სხვა პირის
საავტორო უფლებების დაცვასაც. კარგმა მხატვარმა შეიძლება ბრწყინვალედ გადახატოს
„მონა ლიზა“ („ჯოკონდა“), რაშიც ის ჩადებს არა მარტო ინტელექტუალურ, არამედ
შემოქმედებით საქმიანობასაც, მაგრამ შედეგი ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის, რადგან
შედეგში ნახატის მატერიალური სახე არ იგულისხმება.
ორიგინალური შეიძლება იყოს ნაწარმოების კომპოზიცია, მისი შინაარსი, გამოხატვის
ხერხი ან ფორმა. გამოხატვის ფორმა შეიძლება სხვადასხვა ნაწარმოებისთვის
სხვადასხვანაირი იყოს. ლიტერატურული ნაწარმოებისათვის გამოხატვის ფორმას საკუთარი
ხელით იქნება დაწერილი თუ კომპიუტერით, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფერწერული
ტილოს შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია.
კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმო-
ებებზე:
ა) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრა-
ციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანე-
ბზე;
ბ) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის
ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);
გ) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
„ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძ-
ლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ოფიციალური დოკუმენტები ნაწარმოებად
მიიჩნევა, ოღონდ მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლება. სახემწიფოს ოფიციალური
სიმბოლოების ავტორებს ფაქტობრივად იძულებით აქვთ ჩამორთმეული საავტორო უფლება.
მათზე ქონებრივი უფლებები გაუქმებულია, არაქონებრივი უფლებები კი სახელმწიფოსა და
ავტორზე (ან მემკვიდრეებზე) გადადის. სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებში
იგულისხმება არამარტო კანონში ჩამოთვლილი ობიექტები, არამედ - ადგილობრივი
ორგანოების, სამინისტროების და ა.შ. სიმბოლოებიც.

2. საავტორო უფლების წარმოშობა და დეპონირება (მ. 9; 9')

საავტორო უფლების წარმოშობის საკითხს არეგულირებს „საავტორო და მომიჯნავე


უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, თუმცა სანამ უშუალოდ
წარმოშობას განვიხილავდეთ, საჭიროა განვსაზღვროთ თუ რა არის საავტორო უფლების
ობიექტი. ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით საავტორო
უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე,
რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს,
განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა მოცულობისა,
გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ხოლო თუ რას წარმოადგენს მეცნიერების,
ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები, ეს მოწესრიგებულია კანონის მე-6 მუხლით,
რაც ამ თემის ფარგლებში არ წარმოადგენს ჩვენი განხილვის საგანს.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი


პუნქტის მიხედვით საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების
ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება,
როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით რაც მისი აღქმისა და
რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. ამ ნორმით კანონი ნათლად ადგენს საავტორო
უფლების წარმოშობის მომენტს, დამატებით მეორე პუნქტით კი მიუთითებს, რომ
აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა
ფორმალობათა დაცვა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, ლიტერატურული
ნაწარმოების შემთხვევაში, მასზე საავტორო უფლების წარმოშობისათვის არ არის
რელევანტური გამოქვეყნდა თუ არა ის გამომცემლობის მიერ, დაიბეჭდა თუ არა რომელიმე
კრებულში და ა.შ. მასზე საავტორო უფლება წარმოშობილია, თუნდაც მხოლოდ ავტორის
სამუშაო მაგიდაზე იდოს და მის გარდა არც არავის ენახოს, მთავარია ის, რომ არსებობს
ობიექტური ფორმით, წერილობითი, ელექტრონული ვერსიის სახით თუ სხვა და
შესაძლებელია მისი აღქმა-რეპროდუცირება.

კანონმდებელმა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გაითვალისწინა განსაკუთრებული


უფლების მფლობელისათვის საავტორო უფლების დაცვის გზა - საავტორო უფლების დაცვის
ნიშანი, რომელიც მოიცავს სიმბოლო © - ს (copyright); განსაკუთრებული საავტორო უფლების
მფლობელის სახელს(დასახელებას) და ნაწარმოების პირველი გამოცემის წელს.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-91 მუხლი არეგულირებს


ნაწარმოების დეპონირების საკითხს. მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საავტორო
უფლების მფლობელი უფლებამოსილია ნაწარმოების დეპონირება მოახდინოს
„საქპატენტში“, რაზეც გაიცემა მოწმობა, რომელში მითითებული პირიც მიიჩნევა
ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო
დასაბუთება. ნაწარმოების დეპონირებისას განმცხადებელს ამავდროულად აქვს
ვალდებულება დაიცვას წარმოდგენილ ნაწარმოებთან დაკავშირებით სხვა პირდა საავტორო
ან სხვა უფლებები, ასევე მას ეკისრება პასუხისმგებლობა და მტკიცების ტვირთი
წარდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე. მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები
ითვალისწინებს ნაწარმოების წარდგენის შესაძლებლობას ავტორის მემკვიდრის,
უფლებამონაცვლის ან ასევე წარმომადგენლის მიერ, რისთვისაც განცხადებას უნდა
დაერთოს შესაბამისად - მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის
დამადასტურებელი დოკუმენტებიც. დეპონირებულ ნაწარმოებთან დაკავშირებით
ინფორმაცია შესაძლოა გასაჯაროვდეს ნაწარმოებზე საავტორო უფლების მფლობელის
მოთხოვნით (მ. 6). მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ ნაწარმოების დეპონირებისათვის
გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.

3. საავტორო უფლების დამოუკიდებლობა საავტორო უფლებისაგან და ავტორობის


პრეზუმფცია (მ. 7; 10)

საავტორო უფლება არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრე-


ბის უფლებაზე, რომელშიც გამოხატულია ნაწარმოები. მატერიალური ობიექტის საკუთრე-
ბის ან მფლობელობის გადაცემა თავისთავად არ იწვევს ამ ობიექტში გამოხატულ ნაწარმოებ-
ზე საავტორო უფლების გადაცემას, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორი-
გინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო
დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას,
თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.
როდესაც ნაწარმოები ქვეყნდება ფსევდონიმით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავ-
ტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია) ან ანონიმურად, გამომცემელი, რომლის
სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე, ითვლება ავტორის
წარმომადგენლად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. მას, როგორც
წარმომადგენელს, უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი
განხორციელება. ეს დებულება გამოიყენება მანამ, სანამ ასეთი ნაწარმოების ავტორი არ გაამ-
ჟღავნებს თავის ვინაობას.
ამ თემის მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარაზიაში წიგნის ყიდვით
მყიდველი ყიდულობს მოძრავ ნივთს და არა საავტორო უფლებას. ასევე, ამ წიგნზე, როგორც
მოძრავ ნივთზე, ავტორს არანაირი უფლება არ აქვს.

4. თანაავტორობა (დეფინიცია და სახეები) და თანაავტორთა უფლებები (მ. 11; 32.2;


32.5)
თანაავტორობის საკითხს აწესრიგებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. მასში მოცემულია თანაავტორობის დეფინიცია.
თანაავტორობა მაშინ გვაქვს, როცა ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი
საქმიანობის შედეგად ორი ან ორზე მეტი პირი ქმნის ნაწარმოებს. თანაავტორობით
შექმნილი ნაწარმოები შეიძლება იყოს გაყოფადი ან განუყოფელი. საავტორო უფლება
თანაავტორებს ეკუთვნით თანაბრად, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სხვაგვარადაა: მექსიკაში
ნაწარმოების გამოყენებისთვის საკმარისია თანაავტორთა 50 %-ზე მეტის თანხმობა.
თანაავტორად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამხმარე პერსონალი.

მე -11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება თანაავტორებს


ეკუთვნით ერთობლივად, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ
მთლიანობას, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელითაგან თითოეულს დამოუკიდებელი
მნიშვნელობა აქვს. თანაავტორთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული
ხელშეკრულებით. არც ერთ თანაავტორს არ აქვს უფლება, აკრძალოს ნაწარმოების
გამოყენება საამისოდ საკმაო საფუძვლების არსებობის გარეშე. თანაავტორთა შეთანხმებით
ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი
ფსევდონიმით. ყოველ თანაავტორს აქვს უფლება, გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი,
რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ
მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თანაავტორობით
შექმნილი ნაწარმოების ნაწილი ჩაითვლება დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონედ, თუ
იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს ნაწარმოების სხვა ნაწილების გარეშეც.

საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული


თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის გან-
მავლობაში.
საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ამ კანონის მე-15
მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) - დამდგმელი რეჟი-
სორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალუ-
რი ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოე-
ბისათვის, უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

5. შედგენილი და გადამუშავებული ნაწარმოების ავტორთა უფლება (მ. 12-13)

პირვე რიგში უნდა დადგინდეს თუ რა იგულისხმება გადამუშავებულ და შედგენილ


ნაწარმოებებში:
ა. გადამუშავებული ნაწარმოები - თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტა-
ცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეც-
ნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება;
ბ. შედგენილი ნაწარმოები - კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და
სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით
ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს;
რაც შეეხება ავტორთა უფლებებს, შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთ-
ვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-
შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ
ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება. შედგენილ ნაწარმოებში
შესულ ნაწარმოებთა ავტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ნაწარმოებები შედგენი-
ლი ნაწარმოებისაგან დამოუკიდებლად, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. ამასთან, შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პი-
რებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმო-
ებთა შესაქმნელად.
რაც შეეხება გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის ფულებას, მას ეკუთვნის საავტორო
უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე. მან აუცილებლად უნდა დაიცვას ამ
ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება. ასევე, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის
საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, გადაამუშაონ იგივე ნაწარმოები.

6. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე (მ. 15; 32. 5)

აუდიოვიზუალური ნაწარმოების განმარტება მოცემულია „საავტორო და მომიჯნავე


უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის
თანახმადაც, აუდიოვიზუალური ეწოდება ნაწარმოებს, რომელიც შედგება თანმიმდევრული
გამოსახულებებისგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას
და შეიძლება აღქმული იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს
მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია
კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-, ვიდეო-, დიაფილმები და სხვა).
ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამადებლის
(პროდიუსერი) ვინაობას. ეს არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე
აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისთვის; თუ არ
არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლად
მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო
წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე.

საერთო სამართლის ქვეყნებში პროდიუსერს ავტორობის უფლებამოსილება ენიჭება,


სხვა პირები ავტორებად არ მიიჩნევიან, მორალური (არაქონებრივი) უფლებები კი
დამდგმელ რეჟისორს ეკუთვნის. კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში (იტალიის
გარდა) ავტორად პროდიუსერის აღიარება დაუშვებელია. ამ ქვეყნებში აუდიოვიზუალური
ნაწარმოების ავტორი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ფიზიკური პირი (ყველა არა), რომელმაც
ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მის შექმნაში. ქართულმა კანონმდებლობამ გაითვალისწინა
თანამედროვე ტენდენციები და სცენარის ავტორისაგან ცალკე გამოყო დიალოგის ავტორი,
თუმცა ქართულ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებში დიალოგის ავტორი ჯერჯერობით არ
გამოჩენილა.

აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გავრცელების საკითხს ეხება მე-


15 მუხლი. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი
რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო
მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური
ნაწარმოებისათვის. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების
დადება იწვევს ავტორთა (თანაავტორთა) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების
განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების
დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ
ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება მიიღონ ჰონორარი
მოსარგებლისაგან( მაუწყებლობის ორგანიზაციისგან, კინოთეატრისაგან და ა.შ.) ნაწარმოების
ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის და ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება
აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელსა და ავტორებს შორის ბათილია. ამ
უფლების განხორციელება ხდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ
საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მოსარგებლის მიერ ჰონორარი გადახდილია უშუალოდ ავტორისთვის (თანაავტორისთვის),
რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ
საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება
მოსარგებლეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს უფლება აქვს, ასეთი
ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს
მისი მითითება. ავტორი ადრე შექმნილი ნაწარმოებისა, რომელიც გადამუშავებულია ან
ჩართულია შემადგენელ ნაწილად აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში, აგრეთვე ავტორი
ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის პროცესში,
ინარჩუნებენ საავტორო უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე თავიანთ
ნაწარმოებებზე. მათ უფლება აქვთ დამოუკიდებლად ისარგებლონ ამ ნაწარმოებებით, თუ
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ პირობით, რომ ასეთი
სარგებლობა ხელს არ შეუშლის აუდიოვიზუალური ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას.

ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3


პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს
ავტორის გარდაცვალებამდე - ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფ-
ლებები მემკვიდრეობით არ გადადის. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშ-
ნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება.

7. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები ( მ. 17 ; 33.1; 34.1)


ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია:
1) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების
ყოველ ეგზე-მპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის
სახელის მითითების მო-თხოვნის უფლების ჩათვლით(ავტორობის უფლება);
2) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების
ყოველ ეგ-ზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე
უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება);
3) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის
ფაქტი;
4) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის
სახელწო-დებაში და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე
ნაწარმოებში ცვლილებ-ების შეტანას;
5) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან,
რომელმაც შეიძლ-ება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია;
6) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები ;
7) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა.ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია
საჯაროდ გან-აცხადოს გამოხმობის შესახებ.ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ
ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმ-ოებზე.

ამ უკანასკნელის პუნქტის განხორციელება ხდება ავტორის ხარჯზე.ავტორმა ნაწარმოების


მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი მოგების
ჩათვლით.ავტორს აგრეთვე უფლება აქვს, სამოქალაქო ბრუნვიდან თავისი ხარჯებით
ამოიღოს გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფ-ლობელობის სხვა ფორმით
გადაცემის მიზნით ადრე დამზადებული ნაწარმოების ასლები.
პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან
დამოუკიდებლ-ად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც.დაუშვებელია
პირადი არაქონებრივი უფ-ლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში.მათი განხორციელება
ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდ-ება ამ კანონით დადგენილი წესით.
8. ნაწარმოების გამოყენება ავტორის ნებართვისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე
(თავი III – 21.1; 21.2; 22.ა; 23 ჩამონათვალის დონეზე; 24; 25; 26)
დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით
საზოგადოებისათვის ხელმის-აწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის
მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა
მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გა-დახდის გარეშე, გარდა :
1) არქიტექტურული ნაწარმოებების შენობა ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებისას;
2) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 30-ე
მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
3) კომპიუტერული პროგრამების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 29-ე
მუხლებით გათვა-ლისწინებული შემთხვევებისა;
4) წიგნების (მთლიანად),ნოტებისა და სახვითი ხელ-ნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული
გამრავლებ;
5) აუდიოვიზუალური ნაწარმოების,ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების
რეპროდუ-ცირებისას.
დაშვებულია რეპროგრაფიული გამრავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მოგების
მიუღებლად, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და
მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების
ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებე-ლი მითითებით, ხოლო ცალკეულ
შემთხვევებში – იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია და-სახული მიზნით. ასეთი
რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება:
1) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებების განადგურებული,
დაკარგული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად
ბიბლიოთეკებისა და არქივების მი-ერ; სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგული,
განადგურებული ან სარგებლობისათვის გამო-უსადეგარი ასლების შესაცვლელად ამ
ბიბლიოთეკებისათვის გადაცემის მიზნით, თუ ასეთიასლებ-ის მიღება ჩვეულებრივ
პირობებში სხვა გზით შეუძლებელია;
2) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა
მცირე მოცულ-ობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა
(კომპ. პროგრამების გარდა) ბიბლიოთეკებისა და არქივებისმიერ, ფიზიკურ პირთა
მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირ-ადი მიზნით;
3) მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის
ნაწარმოებებ-ის ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპ. პროგრამების
გარდა) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მეცადინეობისათვის.
დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის
საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა
და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით:
1) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის
ხელმისაწვდომი ნაწა-რმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური,
კრიტიკული და საინფორმაციო მიზნე-ბისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც
გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე
ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;
2) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის
ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით,
გამოცემებში, რადიო და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო და
ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული
მიზნით;
3) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე
პერიოდული გამ-ოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ანსაჯარო გაცნობის
გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ანსაჯაროდ გადაცემული
მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუ-ცირება ჟურნალგაზეთების მეშვეობით ან
საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასე-თი რეპროდუცირება ან
საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არისაკრძალული ავტორის ან საავტო-რო უფლების
სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულ-ში
გამოცემის უფლება;
4) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების
რეპროდუცირება ან სა-ჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა
მიმოხილვაშიფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადა-ცემის გზით, მხოლოდ იმ
მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით;
5) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის,
ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე
წარმოთქმული სიტყვების რეპროდუ-ცირება ჟურნალგაზეთებისა და სხვა პერიოდული
გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხ-ოლოდ იმ მოცულობით, რომელიც
გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნა-რჩუნდება ასეთ
ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება;
6) მართლზომიერად გამოქვეყნებული, რელიეფური წერტილოვანი შრიფტით ან სხვა
სპეციალური სა-შუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება
მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად
არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუ-ალებებისა თვის.
დაშვებულია თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივადგანლაგებულ
არქიტექტუ-რულ, ფოტოგრაფიულ, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთარეპროდუცირება
ან საჯარო გადაცემა ავტორის ან საავტორო უფლების სხვამფლობელის თანხმობისა და
მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო გადაცემის
ძირითად ობიექტს ანდა გამოიყენებამოგების მიღების მი-ზნით.
დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის
გზითსაზოგადოებისათვის ხელმ-ისაწვდომი მუსიკალური ნაწარმოების
საჯაროშესრულება ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგ-იური ცერემონიების დრო
სავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მი-სთვის საავტორო
ჰონორარის გადახდის გარეშე მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებუ-ლია
ასეთი ცერემონიის ხასიათით.
დაშვებულია ნაწარმოების რეპროდუცირება ავტორის ან საავტორო უფლების სხვა
მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე,
სასამართლო წარმოებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია
დასახული მიზნით.
9. საავტორო უფლებათა მოქმედების ვადები ( მუხლი 31-34 )
საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის
სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, გარდა ამ კანონის
32-ე მუხლით გათვალი-სწინებული შემთხვევებისა.32-ე მუხლით გათვალისწინებული
ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც
დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს
წარმოადგენდა.
საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა
ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის
მართლზომიერად დადგომის თარიღ-იდან. საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ
ნაწარმოებზე მოქმედებსთითოეული თანაავტო-რის სიცოცხლეში და უკანასკნელი
თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.თუ ნაწა-რმოების გამოცემა ან
საჯარო გაცნობა ხდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო
საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის
თარი-ღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის.
საავტორო უფლება შედგენილ და გადამუშავებულ ნაწარმოებებზე მოქმედებს 70 წლის
განმავლობ-აში იმ თარიღიდან, როდესაც მოხდა მათი მართლზომიერი გამოცემა ან
საჯარო გაცნობა, ხოლო თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა არ მომხდარა – მისი
შექმნის თარიღიდან.საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს
ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვა-ლებიდან 70 წლის განმავლობაში.
იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად განახორციელა
იმ ნაწარმ-ოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა
ადრე არ მომხდარა მო-ქმედებს 25 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტის დადგომის
თარიღიდან.
ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების
ხელშეუხ-ებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა
ხორციელდება უვადოდ.საავტ-ორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა
ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდ-ების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის,
თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავ-ტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა
შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.აკრძალულია ნაწარმოების გამ-ოცემა ან საჯარო
გაცნობა ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცემის ან სა-ჯარო
გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ადრე ხელმისაწვდომი ნაწარმოების ავტორთან
გაიგივე-ბა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
ნაწარმოები, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია, შეიძლება
გამოიყენ-ოს ნებისმიერმა პირმა საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამასთან,
დაცული უნდა იყოს ავტო-რობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და
რეპუტაციის პატივისცემის უფლებები. ეს წესი ვრცელდება იმ ნაწარმოებზედაც,
რომელიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართ. კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები
საქართველოს ტერიტ-ორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისათვის, რომელზედაც
საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია.ასეთი ანარიცხებიდან მიღებული
შემოსავალი გადაეცემა ავტორთა პროფესიულ ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც
კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა ქონებრივ უფლებებს. ანარიცხების
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოს-
ავლის 3 %-ს.

10. საავტორო უფლებათა გადაცემა ( მე-5 თავი - მ. 35-44 )


კანონის 35 მუხლის მიხედვით საავტორო უფლება გადაიცემა კანონით, ხელშეკრულებით ან
ანდერძით მემკვიდრეობის წესით. კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების
მოქმედების ვადის ფარგლებში გადადის ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები(18 მ.)
თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალი-სწინებული.ავტორობის, სახელისა და
ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის.მემკვიდრეებს
მხოლოდ მათი დაცვის უფლება აქვთ და ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება.
თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, მისი პირადი
უფლებებიდან მემ-კვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ
ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარ-მოებები.ეს უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო
უფლების მოქმედების ვადით.ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელიც
განახორციელებს ზემოთაღნიშნული უფლების დაცვას ავტორის გარდ-აცვალებამდე. თუ
მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ უფლებებს, მაშნ მათ დაცვას
აწარმოებს „საქპატენტი“.
ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია ყველა ქონებრივი უფლება ან
მათი ნაწილი გადასცეს უფლებამონაცვლეს.განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით
ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს
განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწა-რმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული
სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას,აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი
გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის,ავტორის) მიერ.აღნიშნული უფლება შეიძლება
განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიატი არ აწარმოებს ამ უფლების
დაცვას.ჩვეულებრივი ლიცენზ-იის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა
მფლობელი ლიცენზიატს აძლევს უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად,
რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამო-ყენების უფლება.საავტორო
ხელშეკრულებით გადაცემული უფლება ჩაითვლება ჩვეულებრივ უფლებ-ად, თუ
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი ავტორს ამ ნაწარმოების
გამოყენების უფლება უნარჩუნდება თავის ნაწარმოებთა მხოლოდ სრული კრებულის
გამოცემისას,თუ განსაკუთრებული ლი-ცენზიის გაცემის შედეგად თარიღიდან, როდესაც
გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ნაწარმოები სა-ზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი
გახდა, გასულია 5 წელი. ამასთან, ავტორს არა აქვს უფლება, გამოი-ყენოს ასეთი ნაწარმოები
სრული კრებულისაგან დამოუკიდებლად.
სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების
ზუსტ აღწერას (სახელწოდება,ჟანრი), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ სახეს,
ხელშეკრულების მოქმედების ვად-ას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის
წესს ან ჰონორარის ოდენობას ნაწარმოების გა-მოყენების ყოველი სახისათვის, მისი
გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხ-არეები არსებითად
მიიჩნევენ.ნაწარმოების ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომელიც სალიცენზ-იო
ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ავტორს ან საავტორო
უფლებ-ის სხვა მფლობელს.თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის
გათვალისწინებული ნაწარმოების გამ-ოყენების კონკრეტული სახე, ხელშეკრულება
ითვლება დადებულად ნაწარმოების ისეთ გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს
აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესრულებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ
ხელშეკრულების დადებისას.თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინე-
ბული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულება შეიძლება გააუქმოს ავტორმა ან
საავტორო უფლების სხვა მფლობელმა მისი დადებიდან 3 წლის შემდეგ. ლიცენზიატს
აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს წერილობით ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით
ადრე.თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების
მოქმედების ტერიტორია, იგი მოქმედებს მხოლოდ საქა-რთველოს
ტერიტორიაზე.სალიცენზიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები შეიძლება მთლიან-
ად ან ნაწილობრივ მიეცეს სხვა პირებს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული
ხელშეკრულებით. თუ ნაწარმოების რეპროდუცირების შესახებ სალიცენზიო
ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, სალიცენზიო
ხელშეკრულებით უნდა დადგინდეს ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი.
საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შექმნის შესახებ
ხელშეკრულ-ება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. პერიოდულ
ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება
დაიდოს ზეპირადაც.
ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას,
შექმნას ნაწა-რმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს,
ხოლო შემკვეთი კისრულო-ბს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს
ჰონორარი.ავტორი ვალდებულია პირ-ადად შექმნას ნაწარმოები, თუ ხელშეკრულებით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული.ნაწარმოების შე-ქმნაში სხვა პირის (პირების) ჩართვა
დასაშვებია მხოლოდ შემკვეთის თანხმობით.შემკვეთი ვალდებულ-ია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერ-ილობით
შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების
საფუძველ-ზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ.თუ
ავტორს ხელშეკრულე-ბით დადგენილ ვადაში არ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება,
ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონე-ბულად ითვლება.ავტორისათვის ავანსის გადახდის
წესი, ვადა და ავანსის ოდენობა განისაზღვრება ხე-ლშეკრულებით.ბათილია
ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას მომავა-ლში შექმნას
ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში.ხელშეკრულების საგანი არ
შეიძლება იყოს იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომელიც შეიძლება მომავალში შექმნას
ავტორმა. ეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები
ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხე-ლშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ავტორის ქონებრივი
უფლებების გადაცე-მის, ნაწარმოების შექმნის ან სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულება, მეორე მხარეს უნ-და აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი
შემოსავლის ჩათვლით.
11. მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები, შემსრულებლის უფლებები და მომიჯნავე უფლებათა
მოქმედების ვადები (მ. 46; 47.1; 47.2; 57.1-57.4)
მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის
დამამზად-ებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები.ფონოგრამის ან ვიდეოგრამის
დამამზადებლები და მაუწყებ-ლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ
უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამაზე ან ვიდე-ოგრამაზე ჩაწერილი ანდა ეთერში ან
კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთ-ან დადებული
ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.შემსრულებელი ამ თავ-ით
გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებს შესრულებული ნაწარმოების ავტორის
უფლებათა და-ცვის პირობით.მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და
განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის რაიმე ფორმალობათა დაცვა. ფონოგრამის
დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების განცხ-ადებისათვის შეუძლია
გამოიყენოს მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრა-მის ყოველ
ეგზემპლარზე ან/და მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:
1) ალათინური ასო P წრეწირში;
2) განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);
3) ფონოგრამის პირველი გამოცემის წელი.
შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს შემდეგი პირადი და ქონებრივი უფლებები:
1) სახელის უფლება;
2) უფლება, დაიცვას შესრულება ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი
ხელყოფისაგან, რომელ-მაც შეიძლება შელახოს შემსრულებლის პატივი, ღირსება ან საქმიანი
რეპუტაცია;
3) უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით
გამოყენებისა-თვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.
შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან
აკრძალოს:
1) იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე არ იყო ჩაწერილი;
2) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება;
3) შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება
შემსრულებლ-ის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების
გადაცემა;
4) შესრულების ჩანაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ
შესრულების ჩაწერა არ მომხდარა მოგების მიღების მიზნით;
5) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან
მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
6) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გავრცელება – გაყიდვის ან
საკუთრე-ბის სხვა ფორმით გადაცემის გზით;
7) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო
კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს პირისათვის, მის მიერ
არჩეულ დროს და ადგილიდან.
კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს 50 წლის
განმავლო-ბაში პირველი შესრულებიდან. თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი გამოცემის ან
საჯარო გაცნობის გზ-ით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა,ეს
ვადა გრძელდება აღნიშნული ფა-ქტებიდან ერთერთის პირველად დადგომიდან 50 წლის
განმავლობაში.შემსრულებლის სახელის უფლე-ბა და რეპუტაციის პატივისცემის უფლება
დაცულია უვადოდ. ეს უფლებები მემკვიდრეობით არ გადა-დის. შემსრულებლის პირად
უფლებათა დაცვა მისი გარდაცვალების შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რომელიც
გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებ-
ის პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვისათვის.
ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში
ფონოგრა-მის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან
ვიდეოგრამა გამოცემის ან საჯა-რო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად
ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდე-ბა აღნიშნული ფაქტებიდან ერთერთის პირველად
დადგომიდან 50 წლის განმავლობაში.
საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლება მოქმედებს 50 წლის
განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ ეთერში (კაბელით) პროგრამის პირველად
გადაცემის შემდეგ.

12. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევა და დაცვა (მ. 58-62)


საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს
სამოქალა-ქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ
პასუხისმგებლობას.ფიზიკური ან იურიდიული პი-რი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის
მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბა-ზის დამამზადებლის
უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადე-ბლის
უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება:
1) ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის
გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;
2) უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის
გარეშე;
3) თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის
ხელმისაწვ-დომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების,
გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის
განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანა-დო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ
უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის
ნებართვის გარეშე;
4) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა;
5) ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება,
იმპორტი, გავრცე-ლება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება:
ა) რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებების
გვერდის ავლას;
ბ) რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და ტექნოლოგიური
საშუალებების გვერდ-ის ავლის გარდა შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება;
გ) რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია
იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების
გვერდის ავლას;
6) ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური
საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს
უფლება აქ-ვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ:
1) უფლების აღიარება;
2) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა,
რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;
3) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;
4) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა
მიიღო მათი უფ-ლებების დარღვევის შედეგად;
5) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა,
რომლის ოდ-ენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს
დარღვეული უფლების კანო-ნიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ
მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები;
6) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება,რომლებიც
გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი,
უფლების მფლ-ობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის
სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების,
მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცე-მთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების
შედეგად.
ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა
დამზადება, გავრცე-ლება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და
მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზ-ის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება
კონტრაფაქციულ ასლებად. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების,
ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია
საქართველოში ამ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გა-
რეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს
ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს
გადაწყვეტილება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის
კონტრაფაქციული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუ-ცირებისათვის ან ტექნოლოგიური
საშუალებების გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილო-ბის ან მისი
კომპონენტის ჩამორთმევის შესახებ. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა
ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი
მოთხოვნით. ნაწარმო-ების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის
კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ იქნა გა-მოთხოვილი უფლების მფლობელთა მიერ,
აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის
ასავლელად საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი ექვემდებარება
განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.ჩამორთმევას არ ექვემდებარება
მესამე პი-რის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების,ფონოგრამის,ვიდეოგრამის ან
მონაცემთა ბაზის კო-ნტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
კონტრაფაქციული ასლები შეძენილია კომერ-ციული გამოყენების მიზნით.
საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად
შეუძლია გამოიტ-ანოს განჩინება,რომელიც უკრძალავს მოპასუხეს ან პირს, რომლის
მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვა-რაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო, მომიჯნავე ან
მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები, ისე-თი მოქმედებების შესრულებას,
როგორიც არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების, მონ-აცემთა ბაზის ან მათი
ასლების დამზადება, რეპროდუცირება, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორ-ტი,
საჯარო შესრულება, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება, აგრეთვე
ასეთი მო-ქმედებების შესრულების მიზნით მათი ტრანსპორტირება, შენახვა და ფლობა.
საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად
შეუძლია გამოიტ-ანოს განჩინება ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა
ბაზის ყველა იმ ასლზე ყადა-ღის დადებისა და ამოღების შესახებ, რომლის მიმართაც
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონ-ტრაფაქციული ასლია, აგრეთვე იმ მასალის,
მოწყობილობის ან მისი კომპონენტის მიმართ, რომელიც განკუთვნილია მისი დამზადების,
რეპროდუცირებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავ-ლისათვის.
საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევის
შესახებ საკმარი-სი მონაცემების არსებობისას, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია
სისხლის-სამართლებრივი პასუ-ხისმგებლობა, გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია
მიიღოს ზომები წაყენებული ან შემდგომში შესაძლო სამოქალაქო სარჩელის
უზრუნველსაყოფად, შემდეგი ნივთების ძიების და მათზე ყადაღის და-დების გზით:
1) ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა
მიმართაც არსე-ბობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი კონტრაფაქციული ასლებია;
2) მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც
განკუთვნი-ლია კონტრაფაქციული ასლების დამზადებისა და რეპროდუცირებისათვის,
აგრეთვე ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის;
3) დოკუმენტები, ანგარიშები და სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს
მტკიცებულე-ბად სასამართლო განხილვისას.
საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და
კანონით მინი-ჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს „საქპატენტი“.
მისი სტატუსი და უფლება-მოსილება დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და
შესაბამისი დებულების საფუძველზე.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უფლებამოსილია:
1) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება საავტორო და მომიჯნავე
უფლებათა შესახ-ებ კანონმდებლობის სფეროში და საქართველოს პრეზიდენტს
წარუდგინოს წინადადებები მისი განვი-თარების შესახებ;
2) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტ. საკუთრების დაცვის საერთაშორისო
ორგანიზაციებში;
3) განახორციელოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირება ამ კანონით დადგენილი
წესით;
4) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისაგან
მოითხოვოს ქონ-ებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
5) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს
ორგანიზაც-იის საერთო კრებისა და სამეთვალყურეო ორგანოების სხდომებში, ხოლო თუ
ორგანიზაცია არღვევს სა-ქართველოს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს, ვერ
უზრუნველყოფს ადგილობრივი და უც-ხოელი უფლების მფლობელთა ქონებრივი
უფლებების ეფექტიანად მართვასა და განხორციელებას, აგ-რეთვე აღნიშნული უფლებების
გამოყენების პროცესში არღვევს მოსარგებლეთა კანონიერ ინტერესებს, ორგანიზაციის
წევრთა საერთო კრებაზე განსახილველად დააყენოს შესაბამისი საკითხები.

ტესტები

1. საავტორო უფლება არ ვრცელდება


ა) გეოგრაფიულ რუკაზე;
ბ) კომპიუტერულ პროგრამაზე;
გ) არქიტექტურულ ნაწარმოებზე;
დ) პრინციპებზე.

2. გადამუშავებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდება, თუკი:


ა) ის ნაწარმოები, რომელსაც იგი ემყარება დაცვადია;
ბ) ის ნაწარმოები, რომელსაც იგი ემყარება არ არის დაცვადი;
გ) მიუხედავად იმისა, დაცვადია თუ არა ის ნაწარმოები, რომელსაც იგი ემყარება;
დ) ის ნაწარმოები, რომელსაც იგი შეიცავს დაცვადია.

3. საავტორო უფლება:
ა) დამოკიდებულია იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე, რომელშიც
გამოსახულია ნაწარმოები.
ბ) დამოკიდებულია იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე, რომელშიც არ
არის გამოსახული ნაწარმოები.
გ) არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე, რომელშიც
გამოსახულია ნაწარმოები.
დ) არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე,
რომელშიც არ არის ნაწარმოები გამოსახული.

4. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებზე:


ა) თარგმანზე;
ბ) მიმოხილვაზე;
გ) ოფიციალურ თარგმანზე;
დ) ინსცენირებაზე.

5. საავტორო უფლება ვრცელდება:


ა) ხელოვნების ნაწარმოებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა მისი საჯარო
გამოცემა.
ბ) ხელოვნების ნაწარმოებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა მისი საჯარო
გაცნობა.
გ) ხელოვნების ნაწარმოებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა მისი საჯარო
გამოცემა ან გაცნობა.
დ) ხელოვნების ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა,
მოხდა თუ არა მისი საჯარო გამოცემა ან გაცნობა.

6. საავტორო უფლება წარმოიშობა:


ა) ნაწარმოების შექმნის მომენტიდან;
ბ) ნაწარმოების რეგისტრაციის მომენტიდან;
გ) ნაწარმოების დეპონირების მომენტიდან;
დ) ნაწარმოებზე საავტორო უფლების დაცვის ნიშნის დასმის მომენტიდან.

7. დაშვების უფლება ეკუთვნის:


ა) აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორს;
ბ) მონაცემთა ბაზის ავტორს;
გ) სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორს;
დ) სამსახურეობრივი ნაწარმოების ავტორს.

8. ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებაა:


ა) ნაწარმოების გადამუშავების უფლება;
ბ) ნაწარმოების საჯარო შესრულების უფლება;
გ) ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება;
დ) ნაწარმოების თარგმნის უფლება.

9. ავტორის განსაკუთრებული უფლებაა:


ა) ნაწარმოების გამოხმობის უფლება;
ბ) ნაწარმოების თარგმანის უფლება;
გ) ავტორობის უფლება;
დ) სახელის უფლება.

10. პირს, რომელიც საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ, საჯაროდ პირველად
გააცნობს საზოგადოებას ნაწარმოებს, აღნიშნულ ნაწარმოებზე:
ა) წარმოეშობა პირადი არაქონებრივი უფლებები;
ბ) წარმოეშობა ქონებრივი უფლებები;
გ) არ წარმოეშობა ქონებრივი უფლებები;
დ) წარმოეშობა როგორც პირადი ისე ქონებრივი უფლებები.

11. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება:


ა) აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე;
ბ) გადამუშავებულ ნაწარმოებზე;
გ) შედგენილ ნაწარმოებზე;
დ) სამსახურებრივ ნაწარმოებზე.

12. ავტორის თანხმობის გარეშე, მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება


დაშვებულია:
ა) თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში;
ბ) ოფიციალური ცერემონიების დროს;
გ) მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებში;
დ) რადიო გადაცემებში.

13. საავტორო უფლებათა შეზღუდვა ეხება:


ა) ქონებრივ უფლებებს;
ბ) პირად არაქონებრივ უფლებებს;
გ) როგორც პირად, ისე არაქონებრივ უფლებებს;
დ) მხოლოდ მომიჯნავე უფლებებს.

14. ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას, ჰონორარის მიღების


უფლება აქვს:
ა) ლიტერატურული ნაწარმოების ავტორს;
ბ) არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს;
გ) კომპიუტერული პროგრამის ავტორს;
დ) ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს.

15. პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენებისას, საავტორო უფლებათა მფლობელის


თანხმობა აუცილებელია:
ა) წიგნის ფრაგმენტის რეპროდუცირებისას;
ბ) სტატიის ნაწილის რეპროდუცირებისას;
გ) მთლიანი წიგნის რეპროდუცირებისას;
დ) წიგნის ნაწილის სასწავლო მიზნით რეპროდუცირებისას.

16. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც გამოიცა ფსევდონიმით მოქმედებს:


ა) ამ ფაქტის დადგომიდან 50 წლის განმავლობაში;
ბ) ამ ფაქტის დადგომიდან 70 წლის განმავლობაში;
გ) ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში;
დ) ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 50 წლის განმავლობაში.

17. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს:


ა) ნაწარმოების საჯარო გაცნობიდან 70 წლის განმავლობაში;
ბ) ნაწარმოების მართლზომიერი გამოცემიდან 70 წლის განმავლობაში;
გ) თანაავტორთაგან უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში;
დ) ნაწარმოების საჯარო გაცნობიდან 50 წლის განმავლობაში.

18. უვადო საავტორო უფლებაა:


ა) ნაწარმოების გამოხმობის უფლება;
ბ) ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება;
გ) ნაწარმოების თარგმნის უფლება;
დ) ნაწარმოების გადამუშავების უფლება.

19. უვადოდ არ არის დაცული;


ა) სახელის უფლება;
ბ) ავტორობის უფლება;
გ) გამოხმობის უფლება;
დ) რეპუტაციის პატივისცემის უფლება.

20. პირადი არაქონებრივი უფლებები ეკუთვნის:


ა) ფონოგრამის დამამზადებელს;
ბ) ვიდეოგრამის დამამზადებელს;
გ) შემსრულებელს;
დ) მაუწყებლობის ორგანიზაციას.

21. შემსრულებლის პირადი არაქონებრივი უფლებაა:


ა) ნაწარმოების გამოხმობის უფლება;
ბ) რეპუტაციის პატივისცემის უფლება;
გ) ავტორობის უფლება;
დ) ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება.

22. საავტორო უფლებათა გადაცემა შესაძლებელია:


ა) მხოლოდ მემკვიდრეობით;
ბ) მხოლოდ ხელშეკრულებით;
გ) მხოლოდ ლიცენზიით;
დ) მემკვიდრეობით და ხელშეკრულებით.

23. კონტრაფაქციული ასლები:


ა) პირდაპირ ექვემდებარება განადგურებას;
ბ) ჩამორთმევის შემდეგ შეიძლება გადაეცეს საავტორო უფლების მფლობელს;
გ) არ შეიძლება გადაეცეს საავტორო უფლების მფლობელს;
დ) გადანგურებას არ ექვემდებარება.

24. ჩამორთმევას ექვემდებარება:


ა) მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ფონოგრამის კონტრაფაქციული ასლი;
ბ) მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ასლი;
გ) მესამე პირის მიერ კომერციული მიზნით შეძენილი კონტრაფაქციული ასლი;
დ) მესამე პირის მიერ არაკომერციული მიზნით შეძენილი კონტრაფაქციული ასლი.

25. საავტორო უფლებათა დარღვევა იწვევს:


ა) სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
ბ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
გ) სამოქალაქო და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
დ) სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
კაზუსები :

1.ედიტ პიაფის უცნობი სიმღერები

შემსრულებელს უფლება აქვს გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით და ასეთი


გამოყენებისთვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით - 47.1.გ

ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს პირველი


შესრულებიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში შესრულების (გარდა ფონოგრამის
სახით ჩაწერილი შესრულებისა) ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით
საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს
აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში,
ხოლო თუ ამ ვადაში ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან საჯარო
გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება
მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის
განმავლობაში. – 57.1.

გააჩნია, როდის შეასრულა. ვადა თუ გასულია, არაა პრობლემა, ხოლო თუ გასული არაა,
მაშინ დარღვეულია.
2. ბობოხიძე ქართული ხმების წინააღმდეგ

ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნე-


ბა დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან
საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება) – 18.2.ბ

ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა


მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და
მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან
ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად - 18.5.

3. ჰილარი კლინტონის უფლებები

ბი
მუხლი 17

დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის
სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის
გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება);

ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან,


რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია
(რეპუტაციის პატივისცემის უფლება);

4. ჟიულ ვერნი და საქართველო

ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნა-


წარმოები. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგ-
რაფიულ ნაწარმოებად - 6.ი.

ფოტოგრაფიული ნაწარმოები არის ობიექტი, მაგრამ დარღვევა არ იქნება, რადგან ის


ინსპირაციის წყარო იყო უბრალოდ, თორემ ეგ ფოტოები არ გამოუყენებიათ
5.ბიტლზის გამო კინაღამ ციხეში ჩაჯდა

ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნე-


ბა დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება) -
18.2.ე

ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს


საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის
უფლება) – 18.3

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს:

ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები;

ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს;

გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს


ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - 65.1.

მოცემულ შემთხვევაში ტომიტამ დაარღვია უფლებები შესრულების უნებართვოდ


გამოყენებისთვის, ასოციაციას კი ჰქონდა შესაბამისი ჰონორარის მოთხოვნის უფლება.
6. ჩე გევარამ ფული აშოვნინა

მეცნიერების , ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებია - ფოტოგრაფიული ნაწარმოები


ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები - 6.1.ი

ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნე-


ბა დართოს ან აკრძალოს:
ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით
გადაცემის გზით (გავრცელების უფლება);

დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). – 18.2.

ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს


საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის
უფლება). – 18.3.

საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა


ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის
მართლზომიერად დადგომის თარიღიდან. თუ ამ ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის
ვინაობას ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლი. – 32.1.

საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად


აგრეთვე ჩაითვლება : ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის
ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება - 58.3.ა.

საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის


დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს : ბ) უფლების დარღვევამდე
არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას
ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს

დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა


იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა
ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ - 59.1.

ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწარმოების, ფონოგრამის,


ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ გამოითხოვა
უფლების მფლობელმა, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური
საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მოწყობილობის
კომპონენტი ნადგურდება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად - 59.3.

ამის გათვალისწინებით, ვინაიდან ფოტოგრაფის გარდაცვალებიდან შესაბამისი დრო (70


წელი) არ იყო გასული, არ ჰქონდათ უფლება უნებართვოდ გამოეყენებინათ ეს ფოტო, ხოლო
შვილს ჰქონდა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

You might also like