You are on page 1of 20

გამოხატვის

თავისუფლება
თ. დარჩიაშვილი
განსახილველი საკითხები

• ცნება და მნიშვნელობა
• დაცული სფერო
• ჩარევის საფუძვლები
მოკლე ისტორია

• 1921 წლის კონსტიტუციის 21-ე მუხლის


თანახმად, „ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს
სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით
თავისი აზრები
გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის
წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი
დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ
შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს
მხოლოდ სასამართლოს წინაშე”.
მუხლი 24
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,
გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.

3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების


საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება


შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის
ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან
ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად
აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 10
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის
თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია
თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო
საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს,
განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ
საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი
ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ
წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია
კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული
უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად,
ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან
უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების
თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ნორმით დაცული
სფერო
დაცული სფერო

• აზრის გამოხატვის თავისუფლება


• ინფორმაციის მიღების თავისუფლება
• პრესის თავისუფლება
• ელექტრონული მედიის თავისუფლება
• მასობრივი ინფორმაცისს საშუალებების
მონოპოლიზაციის დაუშვებლობა
აზრის გამოხატვის თავისუფლება

ძირითადი უფლებით დაცულია


ფაქტები
ნეგატიური აზრის თავისუფლებაც, რაც
ნიშნავს პირის უფლებას, არ გამოხატოს
აზრები
და არ გაავრცელოს აზრი შეფასებითი
მსჯელობა
ინფორმაციის მიღების თავისუფლება

• ინფორმაცია ობიექტურად არსებული


მოვლენებისა და ფაქტების გადმოცემაა

• 24-ე მუხლის საფუძველზე დაცულია


ინფორმაციის როგორც აქტიური, ისე
პასიური მიღება, იმის მიუხედავად, თუ
რა საშუალებებით განხორციელდება იგი
პრესის თავისუფლება/ ელექტრონული მედიის
თავისუფლება

ელექტრონული მედიის თავისუფლება


პრესის თავისუფლება
„მაუწყებლობის შესახებ” კანონის
• დაუშვებელია ცენზურა პირველი მუხლის პირველივე
• დამოუკიდებელია პუნქტში გაცხადებულია, რომ
ხელისუფლებისგან მაუწყებლობის განხორციელების წესი
ემყარება სიტყვისადა აზრის
• დაცულია წერილების ანონიმურობა თავისუფლებისა და თავისუფალი
მეწარმეობის პრინციპებს
• პრესის მუშაკთა დამოუკიდებელი
აზრები სახელმწიფოს, თავშეკავების
ვალდებულების გარდა, ეკისრება
• დაცულია ინფორმაციის წყარო პოზიტიური ვალდებულება,ხელი
შეუწყოს მედიის დამოუკიდებლობას
მასობრივი ინფორმაცისს საშუალებების
მონოპოლიზაციის დაუშვებლობა

• 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი


სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ
მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების
საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
დაცულ სფეროში
ჩრევა
დაცულ სფეროში ჩარევა

• შეზღუდვის აუცილებლობა/თნაზომიერება
• სახელმწიფოებრივი შეზღუდვა უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის
და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად
• შეზღუდვა დანაშაულის თავიდან ასაცილებად
• შეზღუდვა სხვათა უფლებების და ღირსების დასაცავად
• კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება
• სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა
სახელმწიფოებრივი შეზღუდვა უშიშროების,
ტერიტორიული მთლიანობის და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დასაცავად
ეროვნული უშიშროების მოტივით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა
ექვემდებარება გარკვეულ პრინციპებს
• როცა ეროვნული უშიშროების შესახებ ინფორმაცია უკვე საჯაროდაა
გამოქვეყნებული, შემდგომ ამ ინფორმაციის აკრძალვა და მისი გავრცელების
გამო პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მიუღებელია
• სახელმწიფოებს ეკრძალებათ ცალსახად საიდუმლოდ მიიჩნიონ ეროვნული
უშიშროების შესახებ ყველა ინფორმაცია
• საიდუმლო ინფორმაციის სტატუსი „დროში შეზღუდული” უნდა იყოს, მისი
შენარჩუნების საჭიროება ეპიზოდურად უნდა გადამოწმდეს
შეზღუდვა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად
ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აქ მოიაზრება:
• რელიგიური მშვიდობის შენარჩუნება,
• საზოგადოებაში სხვადასხვა დაძაბულობის განმუხტვა
• მტრობისა და სიძულვილის ატმოსფეროსგაუვნებელყოფა
• შეიარაღებული ძალების სფეროში წესრიგის დაცვა
• ა.შ
შეზღუდვა სხვათა უფლებების და ღირსების დასაცავად

„ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა


განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს
სხვათა უფლებები და თავისუფლებები“-
კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი
კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების
თავიდან აცილება

• კანონი სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ


• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

• სახელმწიფო საიდუმლოება
• კომერციული საიდუმლოება
• პროფესიული საიდუმლოება
სასამართლო დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა
• მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ
„ფსევდოსასამართლო პროცესების” გამართვამ
შეიძლება დამღუპველი გავლენა იქონიოს
სასამართლოს დანიშნულებაზე
• დასაშვებ ფარგლებში, სასამართლო საქმიანობის
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება,
როგორც ქვეყანაში მართლმსაჯულების
განხორციელების მდგომარეობის მიმართ ხალხის
ლეგიტიმურ ინტერეი
• ეზღუდულია თვით მოსამართლის გამოხატვის
თავისუფლება. მოსამართ-
ლეებს ეკისრებათ „თავშეკავების მოთხოვნა”
მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის
საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები
1. აზრის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან
ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა
მონოპოლიზაციის უფლება.
4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება.
5. ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც
აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების,
ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა
უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან
ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან
და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.
7. მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის
თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა
მონოპოლიზაციის პრევენციის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული
კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია
კანონით
მადლობა
ყურადღებისთვის •

You might also like