You are on page 1of 28

მედიასამართლის ძირითადი პრინციპები

მედიასამართალის დეფინიცია :

 დეფინიცია “მედია სამართლისა”;

 სამართლის ახალი დარგი;

 მედია სამართლის თავისებურებანი;

 რეგულირების სფერო - ძველი და ახალი მედია;

მედიასამართლის წყაროები :

 საკანომდებლო ნორმატიული აქტები (მიღებული კანონშემოქმედებითი


ორგანოების მიერ);

 აქტები (მიღებული ადმინისტრაციული ორგანოსა თუ სასამართლოს მიერ);

 ლიტერატურა (პროფესორებისა თუ ექსპერტების მიერ მიღებული);

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 17 აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და


ინტერნეტის თავისუფლების უფლებები

1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის


დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.


სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი
გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის


უფლება.

5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,


დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა
უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის
გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას


სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი
კომერციული გავლენისაგან.

7. მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის


გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი
გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების
უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის
სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური
დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

კანონი „მაუწყებლობის შესახებ“

კანონის მიზანია:

 სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის


ფორმირება;

 მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების


სფეროებში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და
მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოს მეშვეობით;

 სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მედიამომსახურებისა და


ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის
კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა
თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების
უზრუნველყოფა.

კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

 კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის,


საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი
ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მაუწყეველთა ქცევის კოდექსი მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების


ეროვნული კომისიის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის
შესაბამისად და განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და
გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

სხვა სამართლებრივი აქტები

 სამოქალაქო სამართლის კოდექსი;

 სისხლის სამართლის კოდექსი;

 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

 რეკლამის შესახებ კანონი;

 საარჩევნო კოდექსი;

მედია სამართალი და პრობლემატური საკითხები

 მედია საქმიანობის სტრუქტურა და ფარგლები;

 მედია პროდუქტის მოპოვება და წარმოება;

 მედია პროდუქტის გამოქვეყნება და დისტრიბუცია;

 მედია პროდუქტის ზეგავლენა/ეფექტი და რეაქცია;

მედიის ტრადიციული სახეები

მედია

 მასობრივი კომუნიკაცია - პრესა, მაუწყებლობა( რადიო-ტელევიზია), ფილმი


 ინდ.კომუნიკაცია-ტელეკომუნიკაცია, სატელევიზიო სერვისები

მედიის ფუნქციები :

 ინფორმაციული;

 მაკოტროლებელი (“Public Watchdog”);


 დემოკრატიული;

 გასართობი;

 სოციალიზაცია;

სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 17 აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და


ინტერნეტის თავისუფლების უფლებები

1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის


დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.


სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი
გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის


უფლება.

5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,


დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა
უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის
გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას


სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი
კომერციული გავლენისაგან.

7. მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის


გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი
გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების
უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის
სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური
დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

 აზრის თავისუფლება, ფართო გაგებით, გულისხმობს ადამიანის უფლებას,


იქონიოს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე.

 სიტყვის თავისუფლება, გულისხმობს აზრების, შეხედულებების, იდეების,


მათ შორის კრიტიკისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას. „აზრის
თავისუფლებისაგან” განსხვავებით, იგი გულისხმობს სწორედ ამ
შეხედულებათა გამოთქმას, გამოხატვას. არსებითად, იგი არაფრით
განსხვავდება აზრის გამოხატვის თავისუფლებისაგან;

 კონსტიტუციით გარანტირებულია ინდივიდუალური უფლება ყველა


ადამიანის დისკრიმინაციის გარეშე (გამონაკლისი უცხო სახელმწიფოს
მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლება შეზღუდულია);

 ცალკეულ შემთხვევაში დაცულია იურიდიულ პირთა სიტყვის გამოხატვის


თავისუფლებაც;

 დაცულია როგორც აზრი, შეხედულება (სუბიექტური ელემენტი), ასევე ფაქტი


(ობიექტური ელემენტი);

დაცვის ფარგლები

 დაცულია სიტყვის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა და საშუალება;

 დაცულია როგორც საზოგადოების ფართო ფენისათვის მისაღები


შეხედულების, ასევე კრიტიკული აზრის გამოთქმის თავისუფლებაც;

 დაცულია ადამიანის ნეგატიური სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაც;

 სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება; ის


შეზღუდვადია;

 სახელმწიფოს აქვს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულება;

ინტერნეტი

ყველას აქვს:

- ინტერნეტზე წვდომისა და
- ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.

მედია თავისუფლებით დაცულია :

 mediis saqmianobisa da funqciis mniSvnelobidan gamomdinare konstituciis calke


muxli icavs medias;

 dacva garantierebulia mediis yvela saxeobisaTvis.

 daculი sfero moicavs qmedebebs informaciis moZiebidan gamoqveynebamde.

 Tavisufal saqmianobasTan erTad garantierebulia media, rogorc instituti.

 akrZalulia cenzura da mediis monopolizacia;

მედია დაცულია როგორც ძირითადი თავისუფლება;

- დაცულია როგორც ძველი ასევე ახალი მედია;

- დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათიაბელი უმნიშვნელოვანესი


თავისუფლება;

საზოგადოებრივი მაუწყებელი :

 გარანტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა და დაცულია


გარე ჩარევისაგა;

 საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო


უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული
გავლენისაგან.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია :

 მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის


გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი
გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების
უზრუნველსაყოფად,

 აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში


მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური
დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
მედია თავისუფლებით დაცულია:

 ჟურნალისტების საქმიანობა;

 მედია - ინსტიტუტი;

 საზოგადოებრივი მაუწყებელი;

 კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

 ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის


უფლება.

 აზრი, შეფასება;

 ფაქტი;

 რეკლამა, კომერციული კომუნიკაცია;

 აუდიო, ვიდეო ინფორმაცია;

 ცენზურა აკრძალულია;

 სარედაქციო დამოუკიდებლობა;

 ნეგატიური თავისუფლება;

 დაცულია მედია თავისუფლების როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური


უფლება;

 სახელმწიფოს აკისრია ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულება;

 მედია თავისუფლება არ არის აბსოლიტური თავისუფლება;

 მედიის შეზღუდვა შესაბამისი ინტერესის არსებობის შემთხვევაში შეიძლება


შეიზღუდოს;

 მედია თავისუფლებით გარანტირებულია მაუწყებლობის თავისუფლება


(პრესისა და ტელევიზიის) და მედიის სხვა სახეების თავისუფლება;

 მედია თავისუფლება შეზღუდვადია;

 შეზღუდვის პირობები გაწერილია კონსტიტუციით;


 მედია თავისუფლების დამოკიდებულება სხვა ძირითად უფლებებთან;

მედიის შეზღუდვის საფუძვლები :

კანონით

პირობები : აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადებაში

შეზღუდვა ემსახურება, რომ დაცული იყოს შემდეგი ღირებულებები :

 სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება


 ტერიტორიული მთლიანობა
 სხვათა უფლებების დაცვა
 კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღვანების თავიდან
აცილება
 სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა

მედიის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ


რამდენიმე ეტაპად.

მედია თავისუფლების შეზღუდვისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონის არსებობა


, რომელიც ზღუდავს ძირითად უფლებას (მაგ. სისხლის სამართლის კოდექსი,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა).

 აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება


დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და
განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული
სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

 აღიარებული და დაცული უფლებების შემზღუდველი კანონი უნდა იყოს:

ა) პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ;

ბ) კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის;

გ) არადისკრიმინაციული;

დ) პროპორციულად შემზღუდველი.

კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი


რეგულირება, თუ ეს ეხება:
 ა) ცილისწამებას;

 ბ) უხამსობას;

 გ) პირისპირ შეურაცხყოფას;

 დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას;

 ე) მუქარას;

 ვ) პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ


საიდუმლოებას;

 ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას;

 თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი


თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლებას;

ა) განცხადება – ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან


მესამე პირს გააცნო;
ბ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი
სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების,
მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან
უარყოფად ფაქტს;
გ) გამოხატვის საგანი – თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს
მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა;
დ) მოწოდება – განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს
გარკვეული ქმედების გამოწვევას;
ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის
მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
ვ) უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული,
საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს
საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს;
ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ
პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია
დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის
განხორციელებასთან;
თ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო,
დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა;
ი) საჯარო პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის
გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ
ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ
საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება;
კ) კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი
ან ადმინისტრაციული ორგანო;
ლ) სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია
სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას;
მ) კომერციული საიდუმლოება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 272 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს
შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას;
ნ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6328) ;
ო) პროფესიული საიდუმლოება – აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის,
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ექიმის, ჟურნალისტის,
უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით
მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე
ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის
პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და
რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას.
ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან
კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ
ინფორმაცია არ არის პროფესიული საიდუმლოება;
პ) ნათელი და განჭვრეტადი კანონი – ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული
ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და
პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ,
ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები;
ჟ) ვიწროდ მიზანმიმართული კანონი – ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის
პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და
შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს;
რ) ლეგიტიმური მიზანი – საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4
პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სიკეთეები;
ს) არადისკრიმინაციულობა – გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში
განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა და თანაბარი მოპყრობის
ვალდებულება;
ტ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად აუცილებელი შეზღუდვა
– ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვა, რომელიც ემსახურება
დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო
მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება გახორციელდეს მხოლოდ
მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და
ქმედითი შესაძლებლობა;
უ) შეზღუდვის პროპორციულობა – ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული
აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე
ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების
გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია
ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების
დაკმაყოფილება;
ფ) აბსოლუტური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება;
ქ) კვალიფიციური პრივილეგია – კანონით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით პირმა ბრალეული ქმედების
ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური
მიზნის მისაღწევად;
ღ) მედია – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება,
მათ შორის, ინტერნეტი.

კანონით ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის


თავისუფლება, რაც გულისხმობს:

 ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;

 ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;

 გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის,


შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;

 დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და


პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს
საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო
გადაწყვეტილებები;

 ე) სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

 ვ) ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;

 ზ) ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების


უფლებას;
 თ) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;

 ი)თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება

აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით.

მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა


პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის
დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლება

ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც


გაკეთებულია:

 პოლიტიკური დებატების ფარგლებში;

 აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან


საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან
დაკავშირებით;

 წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე,


პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან
საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ
თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;

 უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.

სასამართლო გარანტიები

 პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით


აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან
აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად
დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.

 მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან


დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე.
 ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი
განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც
მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.

 ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს


გარდაცვლილი პირის, სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოს პირადი
არაქონებრივი უფლებების დაცვას.

 ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავისას არასათანადო მოპასუხეა პირი,


რომელიც არ არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან პირი, რომელმაც
ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა,
როცა ის აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს განცხადებას.

მტკიცებულების სტანდარტი და ტვირთი

 ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი


ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა
გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას


ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით
დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსის
მინიჭების სასარგებლოდ.

 საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების


საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ
დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს
მოვლენისათვის საზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების
სასარგებლოდ.

 აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი


გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი
წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის
სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება


შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება
კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების
შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი –
გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის
საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი

კერძო და საჯარო პირის ცილისწამება

კერძო პირის ცილისწამება

 პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის


ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ
მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ
მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

საჯარო პირის ცილისწამება

 პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის


ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ
მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ
მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და
განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან
მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია
არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

საიდუმლოების დაცვა და მხილების თავისუფლება

 პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით


და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.

 დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი


მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

 გამხელით მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება


გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც მოხდა მისი
გამხელა.

სისხლის სამართლის კოდექსი


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Court Reporting
 მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი,
გამომძიებელი, პროკურორი;

 ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი;

 დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი


ადვოკატი;

 ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული


ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაული.

 მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს


გამამტყუნებელი განაჩენი;

 ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს


ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს
მათ იურიდიულ დახმარებას;

 დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა,


რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა
ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის
მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, პირდაპირ გათვალისწინებული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების
გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.

 გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის


გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც
ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს


გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის
ჩადენაში ან ამართლებს მას.

 განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების


გარდა) ნებისმიერ საკითხზე.

 დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ


საკითხზე.
უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია

1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება


სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

2. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების


მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი
თქვას ბრალდებაზე.

3. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ


დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის
(მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

4. პირი უნდა იყოს თავისუფალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა მისი


დაპატიმრების აუცილებლობა.

სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა .

სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების


განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,

– ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან


შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი


მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი


მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 156. დევნა

1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის


გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან
მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ბ) ჩადენილი


სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 239(1). ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება1. რასობრივი,


რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური,
ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების
ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის
სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების
განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე. 2.
იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,
სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს მუხლებს, რომელიც მედია


საშუალებებს ეხება.

 მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის


შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის
ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას
მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით (50-ე მუხლის პირველი
პარაგრაფი);
 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს თუ როგორ უნდა
განხორციელდეს ჩხრეკა, ამოღება და დაყადაღება მასმედიის, გამომცემლობის
რედაქციაში (მუხლი 123);

 გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია,


რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის
სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში (მუხლი 101).

 სიახლე: მედიის წარმომადგენლებს უფლება მიეცემათ სასამართლოს


სხდომები გააშუქონ;

სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება

საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 13 (1)

 სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-,


ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-,
ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ
გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად
დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ
ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

 საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად


განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-,
აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ
გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად
დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია
უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

 თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ უფლებამოსილებით,


ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო
მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი
მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ
ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის
მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე.
პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული
ვალდებულებაც.

 სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა უნდა


განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან.

 სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება,


სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს
სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა.

 აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო


სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების
გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების
ნორმალურ პროცესს.

 თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო


სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა
განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული
ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

 თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას


მოითხოვს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე
სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება,
მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების
გამხელა.

 ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება,


კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის
გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს
შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური
ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და
აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

ინფორმაციის თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუცია, 17-ე მუხლი

 ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს


ინფორმაცია;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი

 მთლიანად არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას, მისი გაცნობის


ვადებს, ასეთი ინფორმაციის გაცემისგან უარის თქმის საფუძვლებს

 საჯარო ინფორმაციის მფლობელი და ინფორმაციის გამცემი არის -


ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგ. ბიუჯეტის სახსრებიდან
დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

 ადმინ. ორგანო ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუ ის არ შეიცავს


სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. იგივე ვალდებულება
ვრცელდება კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებიც
ფინანსდებიან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური


ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო
ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე
გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

 საჯაროობას ექვემდებარება - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი,


მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და
აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო
დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი
ინფორმაცია.

 საჯარო ინფორმაიის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს


წერილობითი ან ელექტრონული განცხადება შესაბამის ადმინისტრაციულ
ორგანოში და განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო
ინფორმაციციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი

 საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობითი განცხადების წარდგენის


შემდეგ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია
დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული


ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და
დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული
დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა


საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას;

 თუ საჯარო დაწესებულება უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, იგი


დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განცმცხადებელს

 საქართველოში საჯარო ინფორმაციის მიღება უფასოა, გარდა ასლის


გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობისა.

 შეზღუდვები ინფორმაციის გაცემაზე - თუ იგი შეიცავს სახელმწიფო,


კომერციულ ან პირად საიდუმლოებას წარმოადგენს

 სახელმწიფო საიდუმლოება არის – ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს


სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის,
საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და
მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას
შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს და
ა.შ.

 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი მოიცავს ინფორმაციის


ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო
საიდუმლოებად და მისი გასაუდუმლოების ვადა დამოკიდებულია
საიდუმლოობის ხარისხზე.

 კომერციული საიდუმლოება არის – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის


მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი
სხვა ინფორმაცია ....

 ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად იქნება მიჩნეული, თუ პირი


მიუთითებს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა და
საჯარო დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი ინფორმაციის
გასაიდუმლოების შესახებ;

 ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა


წარმოადგენს პერსონალურ (პირად) ინფორმაციას და მისი გასაიდუმლოების
საკითხს წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.
აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება თანამდებობის პირებზე.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 მაუწყებელთა ქცევის კოდექსი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის


მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო
რეკომენდაციებს.

 მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავს პროფესიულ სტანდარტებს და


სავალდებულოა შესასრულებლად.

 წესები განსაზღვრავს კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იქნას


მაუწყებლის მიერ.

 სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის მეთოდური მითითებები (ხერხები


და საშუალებები), რომელთა გამოყენებით მაუწყებელს შეუძლია დაიცვას ამ
კოდექსით დადგენილი პრინციპები და წესები. ჟურნალისტების,
რედაქციებისა და მაუწყებლების დახმარება სამაუწყებლო საქმიანობის
პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ
აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა
ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით.

პრინციპები

 მიუკერძოებელობა და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა , სიტყვისა და


გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლება,
სარედაქციო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება,
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება


განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური,
რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა.

 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფა,


გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ინტერესსა და
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს შორის ბალანსის დაცვის
საფუძველზე.
 საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრა.
თვითრეგულირების ფარგლებში

საჩივრის განხილვა

 მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას


თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების
განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას

 ყველა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება


მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და
უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი.

 საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ


გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა,
მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის
გაზრდის თაობაზე და აცნობოს დაინტერესებულ პირს.

 საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება


გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში.

 სააპელაციო ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან


პოლიტიკური პარტიის წევრები, არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.

შესწორება-უარყოფა

 დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის


მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს
საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი
საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების
ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი
განცხადება.

 მოთხოვნა უნდა შეიცავდეს პროგრამის დასახელებას, ეთერში გაშვების


თარიღს და დროს, კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც დაირღვა მაუწყებლის
მიერ, დარღვევის სახეს და შინაარსს.

ქცევის კოდექსი
მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს გამოქყვეყნებული მასალის კონტექსტი და
მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები:

 მოსალოდნელი ზიანისა და შეურაცხყოფის მიყენების ფორმა, რომელიც


შესაძლებელია მოახდინოს პროგრამაში გარკვეული შინაარსის მასალის
გამოყენებამ.

 სავარაუდო აუდიტორიის სიდიდე და შემადგენლობა.

 სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი კონკრეტული პროგრამის მიმართ,


პროგრამის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების შესაძლებლობა და
სავარაუდო აუდიტორიაზე პროგრამის შესაძლო ზემოქმედება.

 პროგრამის შინაარსობრივ ნაწილზე სარედაქციო დამოუკიდებლობის და


პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

ჯეროვანი სიზუსტის დაცვის პრინციპი

 ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება


მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.

 მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და


დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო
საეთერო დროს, მას შემდეგ რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება
შეცდომის შესახებ.

მაუწყებელი ვალდებულია

 სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას, მაუწყებელმა უნდა მიუთითოს


ინფორმაციის წყარო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა
მოეკიდოს ჯანდაცვის, დანაშაულისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ
ინფორმაციის მიწოდებას იმისათვის, რომ არ გამოიწვიოს ზედმეტი
შეშფოთება საზოგადოებაში.

 აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა


თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა
განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება.
 მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს
და ფაქტების სიზუსტე.

 მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან


შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

 სიზუსტის უზრუნველყოფისათვის მოახდინოს ინფორმაციის წყაროს


იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების
შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის
შესახებ. (უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო
დაინტერესება ან მიკერძოებლობა)

 არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს


პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას.
როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ
წყაროს.

 თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და


წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია
დაუზუსტებელია.

 შესაძლებლობის ფარგლებში, მაუწყებლებმა უნდა მოიპოვოს ანონიმური


წყაროსგან მიღებული ინფორმაციის ხელნაწერი, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი.

 მაუწყებელმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ინფორმაციისათვის


საფასურის გადახდას,

 კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისას, მაუწყებელმა უნდა


გაითვალისწინოს, რომ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დაარღვიოს
პირის კომერციული ან პირადი საიდუმლოების უფლება.

 მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა


მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან
აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან
კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით.

 აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა


თავი უნდა შეიკავოს ახალი ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან
სატირის გამოყენებისგან, ან ნათლად განმარტოს მათი მნიშვნელობა.
მიუკერძოებლობა

 ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს


მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

 დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის


წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში
წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

 პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე


საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები არ
უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების
საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის,
საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის
მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.

 პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა


უზრუნველყოს გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის დაცვა. იმ
შემთხვევაში, თუ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ბალანსის დაცვა
დაგეგმილია გადაცემათა ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას
უნდა ეცნობოს გადაცემის ეთერში გასვლის პირველივე დღეს.

 სადავო საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრება


უნდა გაშუქდეს დროის ისეთ მონაკვეთში, როდესაც საკითხი აქტუალურია.

 მიუკერძოებლობა.

 პირდაპირი ეთერის დროს, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული


ზომა მიუკერძოებლობის პრინციპის უზრუნველსაყოფად და დროულად
აღმოფხვრას ნებისმიერი დარღვევა.

 საავტორო პროგრამის შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ,


აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო
პროგრამებში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი,
თავიდან უნდა იქნას აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული
აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
 საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება
საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება
ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

 მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების


სათანადო წარმოჩენა.

 პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ


ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო
ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია
შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის
მოსაზრებებს.

 პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ


საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ
შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად,
რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.

 პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული


სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი
შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით
საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.

 საინფორმაციო ხასიათის პროგრამებში მიუკერძოებლობის


უზრუნველსაყოფად, წამყვანის და სტუდიაში მოწვეული სტუმრების
შერჩევისას დაცული უნდა იყოს წარმომადგენლობითობა და ბალანსი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

1.ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას –


მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

2.დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან


აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

3.ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე


დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა
მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და
ინფორმაცია.
4.ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა
მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

5.მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი


ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

6.ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს


კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

7. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების


საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის
თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის,
რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური
წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

8. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული


საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ
მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები
ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა
ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის
მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც
მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

9. სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო


და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.

10. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას


პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი
ინტერესი.

11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი


ქმედებები:

 ფაქტის განზრახ დამახინჯება;


 ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ
საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
 პლაგიატი.

You might also like