You are on page 1of 2

დღესდღეობით აქტუალურ კითხვას წარმოადგენს სად მთავრდება სიტყვის

თავისუფლება სოციალურ ქსელებში და საერთოდ მთავრდება თუ არა?


სიტყვის თავისუფლება არის ევროპული კონვენციით აღიარებული უფლება
თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი. მაგრამ სიტყვის თავისუფლება
იზღუდება, როდესაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული
უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად,
ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების
დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან
ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად (ვროპული კონვეციის მე-10 II მუხლი).
ბოლო დროს ხშირად აუქმებენ ფეიჯებს, რადგან ამ პირების მიერ გამოხატული
აგრესიული, შეურაცმყოფელი განცხადებების გამო, არღვევს თუ არა ამ პირთა
გამოხატვის თავისუფლებას. რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელები Facebook
და Twitter დაბლოკა დონალდ ტრამპის აქაუნტი. ექს - პრეზიდენტის მიერ
გაკეთებული განცხადებები სოციალურ ქსელებში იწვევდა საზოგადოებრივ
უწესრიგობას. ყველა სოციალურ ქსელებს აქვს გამოყენების წესები, რომელსაც ყველა
მომხმარებელი ეთანხმება და დარღვევების შემთხვევაში აქაუნთი იბლოკება. ამ
შემთხვევაში ფეიჯის დაბლოკვა იყო სამართლიანი გადაწყვეტილება კონვენციის მე-
10 II მუხლის თანახმად. დემოკატიულ საზოგადოებაში აუცილებელია წესრიგი,
თუნდაც სოციალურ ქსელებშიც. სიტყვის თავისუფლება მთავრდება მანდ სადაც
იწყება სხვა პირის უფლებები და ხშირად სოციალურ ქსელებში ადამიანები
აგრესიულად იქცევიან, რადგან თვლიან, რომ ინტერნეტში არ არსებობს არანაირი
ჩარჩოები. ინტერნეტი არის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ვთვლი,
რომ წესრიგისთვის საზოგადოებაში სავალდებულოა ისეთი აქაუნთების დაბლოკვა,
რომლების აქეთებენ აგრესიულ, შეურაცმყოფელ განცხადებებს. მფლობელს აქვს
მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება,რადგან აქაუნთის რეგისტრაციის დროს
პირი ხელს იწერს მოხმარების პირობებზე. სოციალური ქსელების მოდერატორებს
უფლება აქვთ წაშალონ ნებისმიერი პოსტი, რომელის გაზიარებულია სოციალურ
ქსელში და არღვევს გამოყენების წესებს, ან თუ ამას მოითხოვს ამას კანონი.

You might also like