You are on page 1of 2

მედია სამართალი

შუალედურის გადაბარება

კაზუსი

საქართველოში მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს


პრეზიდენტის მიერ დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად შეზღუდვა
შეეხო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ასევე ინფორმაციის
თავისუფლებას. შესაბამისად, ჟურნალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა
გაევრცელებინათ მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა მათი
გადამოწმების შესაძლებლობა არ არსებობდა საგანგებო მდგომარეობის
პირობებში. თუმცა, ტელეკომპანია “X” ჟურნალისტმა ფარული წყაროს
მეშვეობით მოიპოვა შესყიდვის დოკუმენტები, რომლითაც
დასტურდებოდა, რომ სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვებში აშკარად
იკვეთებოდა კორუფციის ფაქტები. ხელისუფლების მიერ ჟურნალისტს
დაეკისრა 3000 ლარიანი ჯარიმა, ინფორმაციის თავისუფლებაზე
დადგენილი შეზღუდვების დარღვევის გამო, ასევე, დაევალა ფარული
წყაროს გამხელა.

დავალება: რამდენად კანონიერია სახელმწიფოს მიერ გატარებული


ღონისძიებები და რატომ?

კაზუსი

ქვეყანაში არსებული კორონა პანდემიის პირობებში მედია მუდმივად


ავრცელებდა ინფორმაციას დაავადების გავრცელების მასშტაბებზე. ერთ-
ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის ცნობილი გახდა, რომ კორონა
ვირუსით დაინფიცირდა საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი,
დაინფიცირების წყარო და შესაბამისი კონტაქტები კი უცნობი იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა
ჟურნალისტმა ფარული წყაროს მეშვეობით გაარკვია, რომელ
საავადმყოფოში იწვა ინფიცირებული პირი, მივიდა, ფარულად გადაიღო
და ეთერში სრულად გაუშვა ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო მასალა.
კერძოდ, კადრებში ჩანდა პრეზიდენტის შვილი, ასევე, გამოკვეთილად იყო
ნაჩვენები მისი მდგომარეობა, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, უმწეო
მდგომარეობა.
გამოჯანმრთელების შემდეგ, პრეზიდენტის შვილმა მიმართა სასამართლოს
და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება მისი პირადი ცხოვრების ხელყოფის
გამო, მით უფრო, როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ მგრძობიარე ინფორმაციას,
როგორიცაა პირის ჯანმრთელობა.
დავალება: იმსჯელეთ საქართველოს პრეზიდენტის პირის სტატუსის
გათვალისწინებით, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მისი მოთხოვნა და
რატომ?

You might also like