You are on page 1of 5

1.

Საქართვეოში არსებული „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“


მოითხოვდნენ შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას,ისინი
აერთიანებდნენ მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას და უშუალოდ
თანამშრომლობდნენ სოციალური დაცვის სამინისტროსთან იმისათვის,რომ
მათთმა ხმამ ხელისუფლებამდე მიაღწიოს .მიზანია,რომ შემუშავდეს
შესაფერისი რეგულაციები შშმ პირების საზოგადოებაში
ინტეგრაციისათვის,ისინი უსინათლოებისათვის მოითხოვდნენ ხმოვანი
შექმნიშნების დაყენებას,ასევე აუცილებელი პირობაა ავტობუსები,რომლებიც
ინვალიდებზე იქნება მორგებული და ამ ადამიანების საზოგადოებისაგან
იზოლაცია შეწყდება.ძირითადი მოთხოვნა იყო ინგლუზიური განათლებისა
და პროფესიული სასწავლებლების უზრუნველყოფა იმისათვის,რომ შშმ
პირები სოციალურ დახმარებაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი და მოახერხონ
დასაქმება,თუმცა ხელისუფლება ინტერესთა ჯგუფთან, მხოლოდ ეროვნულ
გეგმაზე საუბრით შემოიფარგლებოდა.

Policy-მოქმედებათა კურსი,რომელიც პრობლემას მოაგვარებს შეიძლება იყოს შშმ


პირების განათლებაზე და ტრანსპორტირებაზე ზრუნვა,იმისათვის,რომ მათ,როგორც
მარგინალიზირებულმა ჯგუფმა მოახერხონ საზოგადოებაში ინტეგრაცია,ჰქონდეთ
შესაძლებლობა თანასწორუფლებიანად მიიღონ განათლება,ვინაიდან ეს ნებისმიერი
მოქალაქის უფლებაა სიცოცხლის უფლების შემდეგ.ასევე მათი დამოუკიდებელი
ცხოვრება დაამსხვრევს იმ სტერეოტიპებს,რომელიც არსებობს სამუშაო სივრცეში,შშმ
პირებს შეუძლიათ თავი გაართვან ვალდებულებებს და შრომითი ანაზღაურება
მიიღონ,ამისათვის საჭიროა სასწავლებლებისა და ტრანსპორტის
უზრუნველყოფა,ასევე ხმოვანი შუქნიშანის დამონტაჯება რთული ბარიერი არ უნდა
იყოს.

Polity-მომავალში,კონკრეტული რეგულაციებისა და გეგმის განხორციელების შემდეგ


გარემო ნაწილობრივ ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე.შესაძლებელია
ბიზნესისათვის გამოყოფილი წამახალისებელი დონაციებით ხელისუფლებამ
შეუქმნას სამუშაო სივრცე შშმ პირებს.

Politics-დაპირისპირებას წარმოადგენს „კოალიცია დამოუკიდებელი


ცხოვრებისათვის“ და ხელისუფლება,რომელიც ჰქმნის შთაბეჭდილებას,თითქოს შშმ
პირების დახმარება მათი კეთილი ნებაა და არა სახელმწიფოებრივი ვალდებულება.

2. Საქართველომ გამოიჩინა ინიციატივა,რომ სასოფლო-სამეურნეო


დანიშნულების მიწის შესყიდვა თუ პრივატიზება აიკრძალოს ფიზიკური
პირისათვის,რომელიც რეგისტრირებულია უცხო ქვეყანაში,თუნდაც
მემკვიდრეობით მიღებული მიწის შემთხვევაში. თუმცა ამ ინიციატივას
მხარდაჭერაც და წინააღმდეგობაც მოჰყვა.კერძოდ აღნიშნული კანონი
ეწინააღმდეგება თავად კონსტიტუციას,რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობის
მირებისა და საკუთრების შეძენის უფლება საყოველთაო და მისი შეზღუდვის
უფლება სახელმწიფოს არ აქვს,ასევე ოპონენტი მხარისათვის ეს
გადაწყვეტილება მეტად დისკრიმინაციული იყო,რომელიც სახელმწიფოს
ინვესტორების გარეშე ტოვებს.

Policy - Სნიციატივის მიზანი იყო,რომ დაერეგულირებინა სასოფლო-სამეურნეო


დანიშნულების მქონე მიწის გასხვისება,იმისათვის,რომ დოვლათი ქართველ გლეხს
შეექმნა,რაც ქვეყნის ეკონომიკას ბევრად წაადგებოდა.

Politcs - დაპირისპირებული მხარეები იყვნენ როგორც მმართველ ძალაში ასევე


ოპოზიციურ პარტიებში ,ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ სოფლის
მოსახლეობა,რომელიც ეკონომიკურად საშუალო კლასს მხოლოდ ფორმალურად
განეკუთვნება,აუცილებლად მიყიდიდა უცხოელ ინვესტორებს მიწას.ნაწილი
თვლიდა,რომ თუ უცხოელებს აეკრძალებოდათ სასოფლო-სამეურნეო მიწის
შესყიდვა,ეს აუცილებლად დააზარალებდა საინვესტიციო გარემოს,ხოლო ფინანსური
რესურსები ქვეყანაში ვეღარ შემოვიდოდა.თუმცა მოსახლეობის ნაწილისათვის მიწა
კულტურული ფასეულობა იყო,რომლის გასხვისება არაეთიკური იყო,თანაც
საქართველოს ეკონომიკა უცხოელისაგან ვერავითარ სარგებელს ვერ
მიიღებდა,რადგან სამუშაო ადგილის შექმნის შემთხვევაში ისინი საკუთარი
ეროვნების წარმომადგენლებს და არა ქართველებს დაასაქმებდნენ.

Polity - საკანონმდებლო საფუძველი იქნებოდა კანონპროექტი,რომელიც


დაარეგულირებდა მიწის პრივატიზაციის საკითხს და ხისტი კანონის
მაგივრად,შეიქმნებოდა ალტერნატიული გზები,რომელიც უფლებას მისცემდა
უცხოელ ფიზიკურ პირს შეესყიდა მიწა,თუნდაც კონკრეტული ვადით ან,როგორც
უამრავ ქვეყანაშია ,ქართველზე დაქორწინებულ პირს შესძლებოდა მიწის შესყიდვა.

3. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ მოძრაობა,,black lives matter’’


დაპირისპირება პოლიციის დეპარტამენტს,ისინი მოითხოვდნენ
სახელმწიფოსაგან,რომ პოლიციას შეჩერებოდა დაფინანსება.დაინტერესებულ
მხარეებს სურდათ, რომ ფულის ნაწილი, რომელსაც ამჟამად იღებენ
სამართალდამცავი ორგანოები, მოხმარებოდა განათლების სექტორსა და ჯანდაცვას.
Სმ პოზიციას სკეპტიკურად უყურებდნენ,როგორც რესპუბლიკელები ასევე
ექსპერტებიც .პროტესტს გამოთქვამდა თავად ტრამპიც,რომლის თქმითაც
დაფინანსების შეწყვეტა კანონზე და უსაფრთხოებაზე უარის თქმის ტოლფასი იყო.

Politics-დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ არამხოლოდ ინტერესთა ჯგუფი და


პოლიციის დეპარტამენტი,არამედ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც იყო
განხეთქილება,ვინაიდან ამ მოვლენას თან სდევდა საპრეზიდენდო არჩენების ციებ-
ცხელება,ორივე პარტიას საზოგადოებისაგან მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. Სოძრაობა
მოითხოვდა,რომ პოლიციის სამხედრო შეიარაღებით აღჭურვა და ,,მილიტარიზაცია’’
შეწყვეტილიყო,ასევე შეემცირებინათ სკოლებში პოლიციელთა რაოდენობა და
არამხოლოდ სკოლებში.ხოლო აშშ-ს პოლიტიკური კურსი მიმართული იყო
ნარკოტიკებთან ბრძოლისაგენ,რისთვისაც პოლიციელთა მობილიზება საჭირო იყო.

Policy-მოქმედება,რომელიც დააბალანსებს აზრთა სხვადასხობას საზოგადოებაში და


კონფლიქტის პრევენციასაც მოახდენს,შეიძლება აღმოჩნდეს სამაღტლებრივი
კუთხით პოლიციის დეპარტამენტის მუშაობისა და თავად პოლიციის უფლებების
შეზღუდვა.შეწყდეს პოლიციის აღჭურვა სამხედრო იარაღებით და ე.წ მოგუდვის
პრაქტიკის გამოყენება აიკრძალოს.

Polity- ბილი „სამართალი პოლიციურ ზედამხედველობაში“ 8 ივნისს შევიდა


კონგრესში ,რის შედეგადაც აიკრძალა საომარი აღჭურვილობის გადაცემა,როგორც
სახელმწიფო ისევე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისათვის.ასევე
აიკრძალა პრაქტიკა,რომელიც ნებას რთავდა სამართალდამცავს მაცხოვრებლის
ნებართვის გარეშე შესულიყო და გაეჩხრიკა სახლი.

Სავალება-2

❖ Სორუფციის აღმოფხვრა საჯარო სამსახურში

Სრობლემის ფორმულირება

Საჯარო,სახელმწიფო და მუნიციპალური დონის მოხელეების მიერ ისევე,როგორც


კომერციულ ორგანიზაციის პერსონალის მიერ არალეგალური
ქონების,მომსახურეობის ან შეღავათების მიღება საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში
ერთ-ერთი კრიტიკული პრობლემაა.კორუფციის პირობებში ხშირია მეკრთამეობა,რაც
დესტრუქციულია სასამართლო სტრუქტურისათვის,ვინაიდან სამი შტოდან
სასამართლო ყველაზე სუსტია.ასეთ საზოგადოებაში კანონი მხოლოდ ფორმალურ
მხარეს შეინარჩუნებს,რადგან უფლებამოსილნი პირადი ინტერესებისა და
კეთილდრეობისათვის არ მოერიდებიან სტატუსის გამოყენებას,სადაც მხოლოდ
ფინანსური კეთილდღეობა არ შეიძლება მოვიაზროთ.სახელმწიფო სტრუქტურის
გარდა კორუფცია ბიზნესზეც აისახება,ამიტომაც 21-ე საუკუნეში ანტიკორუფციული
რეფორმები და რეგულაციებისაკენ უამრავი კერძო ბიზნესი და რა თქმა უნდა
სუვერენული სახელმწიფოც ისწრაფვის,თუნდაც საზოგადოებრივი თანასწორობისა
და კეთილდღეობისათვის. კორუფციის აღმოფხვრა ნეპოტიზმის ანტიდოტიცაა ,რაც
ნამდვილი ექსპერტებითა თუ პროფესიონალებით დააკომპლექტებს სახელმწიფო
ორგანოებს.
შეფასების კრიტერიუმის განსაზღვრა /პრიორიტეტების ჩამოყალიბება

Საბაზისო ეტაპზე Საჯარო სამსახურში კორუფციის აღმოსაფხვრელად


რეგურლირებული პრემია/დანამატები იძლევა იმის გარანტიას,რომ სახელმწიფოს
მიერ დარიცხული ბიუჯეტიდან თანხის გადინება უმიზნოდ ვერ მოხდეა,ასევე უნდა
განისაზღვროს პრემიის მაქსიმუმი ზღვარი,ვინაიდან ხშირად სახელფასო ფონდ
პრემიები აჭარბებს. Სსევე ვინაიდან სახელფასო ფონდი წარმოადგენს საჯარო
ფინანსების ნაწილს,რომლიდანაც პრემიებიც გაიცება,ლოგიკური იქნება თუ მეტ
გამჭვირვალობას შევმატებთ ამ პროცესს და სრულყოფილი ინფორმაციული აღრიცხვა
მოხდება ყოველი პრემია/დანამატების,რაც რა თქმა უნდა მოქალაქისათვის
ხელმისაწვდომი უნდა იყოს,ვინაიდან სწორედ მოქალაქის მიერ უზრუნველყოფილი
ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ,,ჩინოვნიკები’’.რაც შეეხება კორუფციის თანმდევ
ნეპოტიზმს,რომელიც შეუქცევად სახეს იღებს,მოსალოდნელია,რომ საჭირო
ორგანოთა ფუნქციონირება პრობლემას გადაჭრის,თუნდაც თანამდებობის პირთა
დეკლარაციის შესწავლით,სადაც ეჭვის მომცემი უამრავი ფაქტი
ინახება,საქართველოში ფუნქციონირებს ,,მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა’’
რაც იდეალური ნაბიჯი იყო ,თუმცა სრულყოფილებამდე მამხილებელი
სჭირდებათ,ვფიქრობ კონკრეტულ ორგანოში დასაქმებული პირი მეტად
პროდუქტიული იქნება ამ კუთხით,ვინაიდან ეს მისი ფორმალური
ვალდებულებაცაა.რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს იმის დასადგენად
რეალურად იმოქმედა თუ არა რეგულაციებმა,მოხსენიებული მეთოდები მეტად
იურიდიული ხასიათისაა,თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობა,გასაჯაროვებული
სახელფასო და პრემიების ფონდიც ფაქტობრივ მასალაზეა დაყრდნობილი,რომლის
მიხედვითაც სახელფასო და პრემიის მაქსიმუმი უკვე დადგენილია თუ გადაჭარბება
შეიმჩნა რა თქმა უნდა ეს კანონდარეღვაა და კანონმა ვერ შეაფერხა კორუფცია.

შესაძლო ალტერნატივების შედარება

Სუ რეფულაციების მიუხედავად კორუფცია შეუფერხებლად აგრძეებს არსებობას,უკვე


აღმსრულებელი სასამარლოს მიერ დადგენილი კანონების
უგულვებელყოფით,ვფიქრობ ალტერნატივა საკმაოდ მარტივია და ეს უფრო
მომდევნო ნაბიჯია,ვიდრე ალტერნატიული აზრი,კერძოდ საქართველოს შემთხვევაში
დამოუკიდებელი მედია არსებობას განაგრძობს,კანონდარღვევა კი
საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია ვინაიდან ინფორმაცია
გასაჯაროებულია.მედიისა და საზოგადოების ძალისხმევით,თუნდაც მოკრთამული
სასამართლო სისტემის პირობებში ,,უსახო ჩინოვნიკი’’ ნამდვილად ვეღარ
გააგრძელებს არსებობას სასამართლოს კედლებს გარეთ.შესაძლებელია ასეთი
რადიკალური ზომის მიღება არც გახდეს საჭირო მომავალშ და უბრალოდ კანონის
უზენაესობა იწამოს თანამდებობის პირმა და მხოლოდ შიშის გამო არ გადადგას ეს
ნაბიჯი.

გადაწყვეტილებისთვის საჭირო სოციალური და პოლიტიკური საფუძველი

საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ საკითხს ექნება შესაბამისი მხარდაჭერა,სხვა


ალტერნატიული აზრი უბრალოდ ვერც განიხილება,ვინაიდან ის თავად
კონსტიტუციის მიერაა დაგმობილი თუ იარსებებს საწინააღმდეგო აზრი იმდენად
ამორალურია,რომ ხმამაღლა ვერავინ დაუჭერს მხარს,მეტიც ამ კონკრეტულ
ინტერესთა ჯგუფს მასა ჩაყლაპავს.მეორეს მხრივ ნებისმიერ სახელმწიფოში საშუალო
კლასი და ღარიბი ფენა უმრავლესობას წარმოადგენს,ხოლო ე.წ ელიტა მუდამ
უმცირესობაშია,მხოლოდ ელიტას მიუწვდება ხელი სტატუსსა და იმ
ძალაუფლებაზე,რაც კორუფციის განსახორციელებლადაა საჭირო,ხოლო თუ
დემოკრატია ხალხის ნების გამომხატველია დარწმუნებული ვარ აწ უკვე დაგმობილი
კორუფციას ადვოკატირება არ მოხდება.

იმპლემენტაცია და პრობლემის მოგვარება

Სუცილებელი პირობაა,რომ ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობა


პასუხისმგებლობით მიუდგეს აღნიშნულ საკითხს,ადგილობრივი ხელისუფლებისა
თუ ნებისმიერი ორგანოს ნაბიჯი უნდა იყოს გამჭვირვალე და
რეგულირებული.ვფიქრობ ტერმინი კორუფცია ადამიანის გონებაში მხოლოდ
ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს,მაგალითად დემოკრატიაზე საუბრისას,უმრავლესობას
ინდივიდუალიზმი და თავისუფლება ამხსენდება,ხოლო დემოკრატიას,როგორც
,,ყველაზე უარგის ფორმას’’ ნაკლებად წარმოიდგენე,იდენტური პრინციპით
შეგვიძლიათ ვიმსჯელოთ კორუფციაზე,სოციალური და სამართლებრივი მზაობა
იმდენად დიდია,რომ ვფიქრობ ნაკლები შანსია ყველაფრის შესრულების შემთხვევაში
პროცესი კრახით დასრულდეს. იმისათვის,რომ საზოგადოება ბევრად
სტიმულირებული და მოტივირებული გახდეს იმისათვის,რომ თუნდაც საპროტესტო
აქციებს ან ღია გამოსვლებს შემოუერთდეს და ბოლომდე გაიაზროს კორუფციის
ცნება,ვფიქრობ ,,გრიფით საიდუმლო’’ პრინციპის გამოყენება ან ,,ინფორმაციის
გაჟონვის’’ მეთოდი იდეალური ვარიანტია,რაც მეტად ინფორმირებულს გახდის
მოქალაქეს კორუფციის შესახებ და თანამდებობის პირებიც მეტად
იზრუნებენ,როგორც იმიჯზე ასევე კეთილსინდისიერებაზე.

-მარიამ არაბაშვილი

You might also like