You are on page 1of 5

სოციალისტური პარტია

ჩვენი, როგორც „საქართველოს სოციალისტური პარტიის“ აზრით დადგა დრო,


რათა ერთხელდასამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ კაპიტალიზმი მასთან
დაკავშირებული მანკიერი შედეგებით. რა ფასი აქვს თავისუფალ ბაზარს, სამუშაო
გარემოს თუ სხვა ინსტანციებს მაშინ როცა დაუსაქმებელთა რიცხვი, მონობის
„თანამედროვე ფორმა“, უსახლკარობა და სხვა მრავალი დამღუპველი ფაქტორი
დღითიდღე მატულობს, არსებული გარემოება ცხადყოფს, რომ კაპიტალიზმის
ადგილი თანამედროვე სამყაროში არ არის.

ჩვენი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება კაპიტალიზმის ყველანაირ ფორმას


და არ აპირებს არანაირ თანამშრომლობას ამ მიმდინარეობის პარტიებთან როგორც
საშინაო ასევე საგარეო სექტორში. ჩვენს მიერ შემდგომში შემოთავაზებული
პოლიტიკი შეეხება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შინგით არსებულ მოქალაქეებს
არამედ ის ასევე მოიცავს მიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რეფორმებს, რაც ჩვენთვის
არანაკლებ სენსიტიურ საკითხს წარმოადგენს.

გვსურს ქვეყნების და მსოფლიოს კურსს მართავდეს მშვიდობა, დაცული გარემო და


დედამიწა და არა ომი და ოპრესია. გვინდა ვიცხოვროთ სამყაროში, რომლიც
უზრუნველყოფს არა მხოლოდ ადამიანების არამედ ყველა სახის სიცოცხლის ფორმის
დაცვას და გაფრთხილებას. რაღათქმაუნდა ჩვენი მიზანია ასევე საზღვრებს შიგნით
და გარეთ გაბატონებული იყოს სამართალი, თავისუფლება და უპირველესყოვლისა
სოციალისტური სამყარო.

ჯერკიდევ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ფართო საზოგადოებას


კვდებავდნენ გასაოცარი ტყუილით, რაც გულისხმობდა, იმას რომ კაპიტალისტური
სისტემის გლობალიზაცია იყო ეკონომიკური პრობლემების ერთადერთი
გამოსავალი, ასევე სწორედ ეს იყო უმუშევრობის და სიღარიბის მთავარი მაშველი.
2015 წელს დავოსში ჩატარებულ სხდომაზე გაირკვა, რომ მსოფლიო მოსახლეობის ათ
პროცენტს დასაკუთრებული აქვს მთლიანი მსოფლიოს დოვლათის ოცხმოცდაათი
პროცენტი.

ახლა კი დავფიქრდეთ ზემოთმოყვანილ ფაქტზე და გავაანალიზოთ რას


გულისხმობს ეს ყოველივე. პასუხამდე მისასვლელად ბევრი განხილვა არ
დაგვჭირდება და შედეგიც ცალსახა იქნება, სოციალური სისტემის ხელში ეს
ყველაფერი გარდაისახებოდა როგორც უმუშევრობის დასრულება, უფასო
მაღალხარისხიანი განათლება სკოლასა თუ უნივერსტეტებში, ეს იქნებოდა
ადკევატური ღირსეული საპენსიო ფონდი, უფასო მაღალკვალიფიციური
სამედიცინო მომსახურება, ეს მოიცავდა უსახლკაროთა დაბინავებას, დაასრულებდა
ე.წ. ნულოვანი-საათის მუშაობას, რაც თანამედროვე მონობის საკმაოდ გავრცელებულ
სახეს წარმოადგენს. ყველას აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულ და თანასწორ
პირობებში, ის ათი პროცენტი წარმოადგენს ხალხს, რომელიც საუკუნეების
განმავლობაში იპარავდა ქონებას სხვადასხვა პირისა თუ ქვეყნისაგან, ახლა კი
ოცდამეერთე საუკუნეში დროა მათ პასუხი აგონ ამ ყველაფერზე და ეს ქონება
დაუბრუნდეს ხალხს და გადანაწილდეს თანაბრად მთლიან მოსახლეობაზე.

არსებულ პრობლემათა ჩამონათვალი არ გახლავთ ზედაპირული, პირიქით ის


იმალება სიღრმეში და მისი შველის ერთადერთი გზა სისტემის ძირეული და
ფუნდამენტური ცვლილებაა, სწორედ კაპიტალიზმი და თავისუფალი ბაზარია
პასუხისმგებელი იმ უმუშევართა და დაბალანაზღაურებად კადრების წინაშე.

ჩვენი, როგორც საქართველოს სოციალისტური პარტია გპირდებით შემდეგ


ძირითად დებულებებს:

ქონების დეპრივატიზაცია - არანაირი მაშტაბური თუ მცირე საწარმო, ჯანდაცვის


სისტემა, განათლება და სხვა სერვისები არ იქნება პრივატიზირებული;

თანასწორობა - შემოსავალი არ იქნება წარმართული საბაზრო სისტემის მიერ,


შესაბამისად განკუთვნილი შემოსავალი არ იქნება დამოკიდებული ბაზრის
მოთხოვნით, არამედ ის გადანაწილდება თანაბრად და თანასწორად;

ფასწარმოქმნა - ფასები და ხელფასები სრულიად გაკონტროლებული იქნება,


შედეგად აცილებული იქნება დაბალი სამუშაო ანაზღაურება და საქონლის
არაადეკვატური ფასები;

ჩამოთვლილი პუნქტები ჩვენი „საქართვლოს სოციალისტური პარტიისთვის“


ყველაზე უფრო სენსიტიურ და მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს, ახლა კი
გაგაცნობთ ჩვენი პარტიის მოდელს საზოგადოებრივი საკითხების განვითარებასთან
დაკავშირებით.
საზოგადოებრივი განვითარების საკითხები:

მინიმალური ხელფასი:

ჩვენი ხედვით დღევანდელი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწყვლად და


საპასუხისმგებლო საკითხს წარმოადგენს ის მზარდი სივრცე, რომელიც მდიდარს და
ღარიბს შორის არის გამოკიდებული. ზემოთხსენებულის ზრდა გულისხმობს
სიღარიბის მიღმა მყოფ პირთა რაოდენობის მომატებას და ასევე არასრულწლოვანთა
ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობას, რაც მანკიერი წრესავით მოდებულია ჩვენი
ქვეყნის სოციუმში, სწორედ ამიტომ ჩვენი პარტია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე
დააწესებს მინიმალურ სახელფასო ზღვარს, რაც წარმოდგენილი იქნება 8 ლარი ერთ
სამუშაო საათში, ამ რეფორმის გატარება მყისიერად შეამცირებს სიღარიბის ზღვარს
მიღმა მყოფი ხალხის რაოდენობას.

ჯანდაცვის სისტემა:

ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სისტემა იყოს თითოეულ მოქალაქეზე თანაბრად


მორგებული, რაც მოიცავს უფასო სამედიცინო დახმარებას არამხოლოდ
გადაუდებელ სერვისებს არამედ ისეთ სერვისებსაც როგორიცაა სტომატოლოგთან და
ოფთალმოლოგთან მკურნალობა. დღესღეობით სხვადასხვა კლინიკები კერძო
სადაზღვეო კომპანიების თანხის სანაცვლოდ ასაქმებენ ამავე სადაზღვეო კომპანიების
ექიმებსა და კონსულტანტებს , რასაც დისბალანში მოყვას მთელი სამედიცინო
სისტემა. ჯანდაცვის სისტემის დეპრივატიზაციის შედეგად კი ისევე როგორც
თითეული ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი მაღალხარისხიანი სამედიცინო
მომსახურეობა, ასევე მწყობრში მოიყვანს მთლიან სამედიცინო სტრუქტურას.

უსახლკაროების დაბინავება:

თითოეული ჩვენგანის უფლებაა საცხოვრებელი სახლის ქონა, ჩვენ ვამბობთ, რომ


სწორედ კაპიტალიზმი არის უსახლკაროთა გაზრდილი რაოდენობის მთავარი
მიზეზი, უამრავი ცარიელი სახლი იმყოფება ჩვენს ტერიტორიებზე, რომელსაც ვერ
ვიყენებთ უსახლკაროთა თავშესაფრად, მხოლოდდამხოლოდ იმს გამო რომ ის
ვიღაცის საკუთრებაში იმყოფება. ჩვენი ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომ
თითოეულ ჩვენგანს გააჩნდეს ადეკვატური საცხოვრებელი სახლი, სწორედ ამიტომ
ჩვენი მოსვლის შემთხვევაში დავიწყებთ პროგრამას, რაც მიზნად ისახავს
პირველრიგში უსახლკაროთა, ხოლო შემდგომ თითოეული მოქალაქის დაბინავებას,
რაც ასევე გაზრდის პროპორციულად სამუშაო ადგილებს.
განათლება :

ზემოთჩამოთვლილ სიას არ შეიძლება გამოაკლდეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი,


როგორიც განათლებაა. დღესდღეობით მაღალი ხარისხის განათლებაზე წვდომა
მხოლოდ საზოგადოების მცირე ჯგუფს აქვს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის
განვითარებასა და წინსვლაზე. რათქმაუნდა „საქართველოს სოციალურ პარტიას“ ამ
მიმართულებითაც აქვს რეფორმების სერია, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის
დადებითი მიმართულებით არსებულ განათლების სისტემას. ზემოთხსენებულ
რეფორმებში პირველრიგში იგულისხმება მაღალი ხარისხის განათლებაზე წვდომა
ნებისმიერ მოსწავლესა თუ სტუდენტს. ჩვენი მომავალი თაობის ბაზისური უფლებაა
დაეუფლონ ხარისხიან განათლებას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ეს ყველაფერი კი
მიიღწევა მხოლოდდამხოლოდ მასწავლებლებისთვის და ლექტორებისთვის
ღირსეული სამუშაო პირობების შექმნით, ასევე აუცილებელი და სავალდებულოა
ყველა სკოლა თუ უნივერსტეტი იყოს უფასო თითოეული მოსწავლისა თუ
სტუდენტისთვის.

საპენსიო სისტემა :

ალბათ დიდი დაკვირვება არ არის საჭირო მის წარმოსადგენად თუ როგორ


ცხოვრობენ დღევანდელი პენსიონერები საქართველოში, ყველასათვის ნათელია
სამარცხვინო საპენსიო ანაზღაურება, რაც რეალურად ვერანაირი აუცილებელი
ნივთების შეძენაში ვერ ეხმარება პენსიონერს. ჩვენი მოსვლის პირველივე დღიდან
შევა ძალაში რეფორმა, რომლის მიხედვითაც თითოეულ პენიონერს ექნება
ღირსეული ადეკვატური ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე.

ტრანსპორტი :

ალბათ არავისთვის გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნებისმიერი


სატრანსპორტო საშუალება იქნება ეს სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო უნდა იყოს
სახელმწიფოს კუთვნილებაში და არა კერძო საკუთრებაში. პირველრიგში
ჩამოთვლილი სატრანსოპორტო საშუალებები უნდა იყოს ყველასთვის
ხელმისაწვდომი, რაც მიიღწევა ზემოთხსენებულის დეპრივატიზაციით, სწორედ
კერძო სექტორის ხელთ ფლობა ზრდის ასე რადიკალურად სატრასპორტო ფასებს,
რის დაფარვასაც მაცხოვრებელთან დიდი ნაწილი ხშირად ვერ ახერხებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
......................................................
მთავრობის სტრუქტურული რეფორმა:

საქართველო დღესდღეობით ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და პირველრიგში ჩვენ


ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს იმ ფაქტის აღიარება, რომ კაპიტალიზმი არ
იქნება ის კურსი რომელიც ჩვენ ქვეყანას და ზოგადად დანარჩენ მსოფლიოს
თანამედროვე სამყაროში მოღვაწეობისა და განვითარების პერსპექტივას გაუხსნის,
უფრო მეტიც სწორედ კაპიტალიზმის ხელშეწყობით მოვიდა ჩვენი ქვეყანა ისეთ
მდგომარეობამდე საიდანაც გამოღწევა ძალიან დიდ სირთულეებთან ასოცირდება.
ზემოთჩამოთვლილი პრობლემების ნუსხის ჩვენების შემდეგ ჩვენ, „საქართველოს
სოციალისტური პარტია“ გთავაზობთ ქვეყნის სწორი მიმართულებით წასვლის
ერთადერთ გზას, რაც მოიაზრებს არსებული სახელმწიოფოებრივი სისტემის
ძირეულად შეცვლას პროგრესული, თანამედროვე და სტაბილური სისტემით.

You might also like